საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 27 გვ. 126-გვ. 129
  • ის არ გაბოროტებულა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ის არ გაბოროტებულა
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • მეფიბოშეთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გიგრძნია ოდესმე თავი გარიყულად?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ციბა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 27 გვ. 126-გვ. 129

27 ᲛᲔᲤᲘᲑᲝᲨᲔᲗᲘ

ის არ გაბოროტებულა

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲘᲡ ᲮᲣᲗᲘ წლის იყო, როცა მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მან მამაც და პაპაც ერთ დღეში დაკარგა. პაპამისი ისრაელის ძლევამოსილი მეფე საული იყო, რომელმაც ბრძოლაში დაჭრილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მამამისი კი იონათანი იყო, იეჰოვას ერთგული მამაცი მებრძოლი, რომელიც იმავე ბრძოლაში გამოასალმეს სიცოცხლეს. როცა მისმა ძიძამ ეს ამბავი შეიტყო, თავზარდაცემულმა ის ხელში აიყვანა და გაიქცა. ამ დროს ბავშვი ხელიდან გაუვარდა და დაკოჭლდა. ეს ბიჭუნა მეფიბოშეთი იყო.

ის ერთმა ებრაელმა კაცმა, მაქირმა, შეიფარა. გავიდა წლები. მთელ ისრაელზე უკვე დავითი მეფობდა. მეფეს არ დავიწყებია თავისი ძვირფასი მეგობრისთვის, იონათანისთვის, მიცემული პირობა, რომ იზრუნებდა მის სახლეულობაზე (1 სამ. 20:14–17). ამიტომ გადაწყვიტა, გაეგო, ვინ დარჩა საულის სახლეულობიდან ცოცხალი. როცა მეფიბოშეთზე შეიტყო, ის თავისთან დაიბარა.

მეფიბოშეთს ძალიან შეაშინებდა ეს ამბავი. ის ხომ ბოროტი მეფის შვილიშვილი იყო და ვინ იცის, იქნებ დავითს მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული?! მიუხედავად ამისა, ის არ გადავიდა მეფის ბრძანებას და ეახლა. ეს მისგან დიდ გამბედაობას მოითხოვდა. დავითმა ის ძალიან თბილად მიიღო და პაპამისის მთელი ქონება დაუბრუნა. შემდეგ კი უთხრა: „მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს!“. მეფიბოშეთს, რომელმაც თავი მკვდარ ძაღლსაც კი შეადარა, გული მადლიერებით აევსო, რომ მეფემ მისნაირი ადამიანი ყურადღების ღირსად ჩათვალა. როგორც ჩანს, სწორედ მადლიერების გრძნობა ეხმარებოდა მეფიბოშეთს, რომ ცხოვრებაში დატრიალებული უბედურებების მიუხედავად არ გაბოროტებულიყო.

მეფიბოშეთმა ცხოვრებაში ბევრი ტკივილი და უსამართლობა ნახა.

თუმცა მისი განსაცდელები ამით არ დამთავრებულა. როცა აბესალომმა მამამისის ტახტის ხელში ჩაგდება მოინდომა და მეფეს იერუსალიმიდან გაქცევა მოუწია, მეფიბოშეთის მსახური ციბა მეფის დასახმარებლად წავიდა, თავისი ბატონი კი იერუსალიმში დატოვა. მეფიბოშეთს დამოუკიდებლად არ შეეძლო, დავითს გაჰყოლოდა. თუმცა ის მეფის ერთგული იყო და მომხდარმა მასზე ისე იმოქმედა, რომ გლოვის ნიშნად მთელი ის დრო წვერ-ულვაში არ შეუკრეჭია.

ციბა მეფესთან სურსათ-სანოვაგით დატვირთული მიდის და თავის ბატონს ღალატში სდებს ბრალს. ის მეფეს ეუბნება, რომ მეფიბოშეთი ტახტის ხელში ჩაგდების იმედით დარჩა იერუსალიმში. დავითს გულს სტკენს ამის მოსმენა. მას ხომ სულ ცოტა ხნის წინ თავისი ახლო მეგობარი და სანდო მრჩეველი ახითოფელიც ვერაგულად მოექცა. ალბათ ამიტომაცაა, რომ დიდად არ უკვირს, რასაც ციბა მეფიბოშეთზე ეუბნება. ის ბრძანებს, რომ მეფიბოშეთის მამულები ციბას გადაეცეს.

საბოლოოდ აბესალომი მარცხს განიცდის და დავითი იერუსალიმში მშვიდობით ბრუნდება. მეფიბოშეთი იგებს, რომ ციბამ ცილი დასწამა და მეფესთან მიდის იმის ასახსნელად, სინამდვილეში რა როგორ მოხდა. გაბრაზებული დავითი მას ახსნა-განმარტებას სთხოვს. მეფიბოშეთი თავიდან ეუბნება მეფეს, რომ რაკი კოჭლია, დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა გაყოლას, ციბა კი ისე წავიდა იერუსალიმიდან, რომ მას არ დალოდებია. დავითი ალბათ ამჩნევს, რომ მეფიბოშეთს წვერ-ულვაში აქვს მოზრდილი და ხვდება, რომ ამ კაცმა კი არ უღალატა, სინამდვილეში წუხდა მის გამო. ამის მიუხედავად, შექმნილი სიტუაციის გამო განრისხებული დავითი ვერ იოკებს ბრაზს და მეფიბოშეთს უხეშად აწყვეტინებს საუბარს. ის გადაწყვეტილებას ცვლის, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. მეფიბოშეთს ეუბნება, რომ ის და ციბა გაიყოფენ პაპამისის მიწებს.

მეფიბოშეთი, რომელსაც გარეგნულად ეტყობა, რომ გლოვობდა, დავითს და მის ხალხს ესაუბრება. ერთ-ერთ იქ მყოფს მეფიბოშეთისთვის ხელკავი აქვს გამოდებული, რომ ფეხზე დგომაში დაეხმაროს.

ალბათ როგორი მტკივნეულია მეფიბოშეთისთვის ამის მოსმენა. ბრაზი ხომ არ მოერევა? ასეთი უსამართლობის ფონზე ეს ხომ ბუნებრივი რეაქციაა (კან. 19:18, 19). დიდი შინაგანი ძალაა საჭირო, რომ ასეთ დროს ადამიანი საკუთარი თავის სიბრალულმა არ მოიცვას და მხედველობიდან არ გამორჩეს, რომ მთავარი მშვიდობის შენარჩუნებაა. საინტერესოა, მეფიბოშეთს თუ ეყოფა შინაგანი ძალა.

ის მეფეს აუღელვებლად ეუბნება: „რაკიღა მეფე-ბატონი მშვიდობით დაბრუნდა სახლში, ყველაფერი ციბასი იყოს!“. ამ თავმდაბალი კაცისთვის მთავარი იეჰოვას ცხებული მეფის კეთილდღეობა იყო. ამხელა უსამართლობის მიუხედავად მას გულში ბოღმა არ ჩაუდია და არც იეჰოვა დაუდანაშაულებია მომხდარში. აშკარაა, ამ კაცს, რომელსაც მახვილი შესაძლოა არასდროს სჭერია ხელში, ბევრ მებრძოლზე მეტი ძალა და სიმტკიცე აღმოაჩნდა.

წაიკითხეთ:

  • 2 სამუელი 4:4; 9:1–13; 16:1–4; 19:24–30

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა მეფიბოშეთის შინაგანი ძალა და სიმტკიცე?

გამოიკვლიეთ

  1. 1) სანამ დავითი მეფიბოშეთს თავისთან დაიბარებდა, ის მაქირის სახლში ცხოვრობდა. ამ შემთხვევის გარდა კიდევ საიდან გამოჩნდა, რომ მაქირი იეჰოვას ერთგული და ხელგაშლილი კაცი იყო? (2 სამ. 9:3, 4; it „მაქირი“ №2)

  2. 2) რატომ შეადარა მეფიბოშეთმა თავი „მკვდარ ძაღლს“? (2 სამ. 9:8; it „ძაღლი“ ¶5) სურათი 1

    ველური ძაღლი გუბიდან წყალს სვამს.

    PhotoStock-Israel/Photodisc via Getty Images

    სურათი 1: ძველად ისრაელში ძაღლი უწმინდურ, მაწანწალა ცხოველად ითვლებოდა.

  3. 3) საიდან ვიცით, რომ მეფიბოშეთს არ ექნებოდა გამეფების ამბიცია? (w02 2/15 14 ¶11, სქ.) სურათი 2

    იონათანი პატარა მეფიბოშეთის გვერდითაა ჩაცუცქული და მის მხარზე ხელი აქვს გადახვეული. ორივენი იღიმიან და რაღაცისკენ ხელს იშვერენ.

    სურათი 2: იონათანი აუხსნიდა მეფიბოშეთს, თუ ვინ აირჩია იეჰოვამ მეფედ.

  4. 4) როგორ აკურთხა იეჰოვამ მეფიბოშეთი ამ თავში მოთხრობილი მოვლენების შემდეგ? (it „მეფიბოშეთი“ №2 ¶3)

რას სწავლობთ

  • ზოგს, ვისაც დეპრესია ტანჯავს ან სხვა სირთულეებს ებრძვის, შეიძლება და-ძმები ბოლომდე ვერ უგებდნენ. როგორ ანუგეშებთ მათ მეფიბოშეთის მაგალითი?

  • დავითმა მეფიბოშეთისთვის ქონების ჩამორთმევა მხოლოდ ციბას სიტყვების საფუძველზე გადაწყვიტა. რატომ არის მნიშვნელოვანი, არ ვიჩქაროთ დასკვნების გაკეთება, სანამ საკმარისი ფაქტები არ გვეცოდინება? სურათი 3

    ფოტოკოლაჟი: უხუცესი დასკვნის გაკეთებამდე ახალგაზრდა ძმის შესახებ სხვადასხვა ფაქტს იგებს. ეს სცენები მეორდება ამავე თავში. უხუცესი უსმენს ორ სხვა უხუცესს. ისინი უარყოფითად საუბრობენ ახალგაზრდა ძმაზე, რომელიც კრებაზე ბოლო წუთს შემოდის. მოგვიანებით ეს უხუცესი ამ ახალგაზრდა ძმას პარკში ხვდება. ეს ძმა უხსნის, თუ რა მოხდა კრების დღეს – ის ჯერ ხანდაზმულ დას დაეხმარა, შემდეგ სტენდთან იმსახურა, ბოლოს კი მანქანა გაუფუჭდა.

    სურათი 3

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მეფიბოშეთს სიმტკიცესა და გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ მეფიბოშეთს?

გაიგეთ მეტი

უყურეთ ვიდეოს და დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მეფიბოშეთს, თუ ფიქრობთ, რომ უსამართლოდ მოგექცნენ.

„მშვიდობის მთესველნი, რომლებმაც მშვიდობა მოიმკეს – მეფიბოშეთი“ (3:25)

გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ მეფიბოშეთის მაგალითით დაეხმაროთ შვილებს, თუ ისინი თავს გარიყულად გრძნობენ.

„გიგრძნია ოდესმე თავი გარიყულად?“ (w11 6/1 26, 27)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება