საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 28 გვ. 130-გვ. 133
  • იეჰოვას ერთგული მთელი სიცოცხლე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იეჰოვას ერთგული მთელი სიცოცხლე
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • „დაჯილდოვდება თქვენი საქმიანობა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • ბრძნულად გამოიყენეთ მშვიდობიანი პერიოდი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
  • ასა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მთელი გულით ემსახურეთ იეჰოვას!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 28 გვ. 130-გვ. 133

28 ᲐᲡᲐ

იეჰოვას ერთგული მთელი სიცოცხლე

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲗᲐᲕᲘᲡᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ განმავლობაში ის არაერთხელ აღმოჩნდა ისეთ სიტუაციებში, როცა გაბედულების გამოჩენა იყო საჭირო. მას შემდეგ, რაც იუდაზე გამეფდა, მალევე გამოჩნდა, რომ თავისი წინაპარი მეფე დავითის მსგავსად იეჰოვას ნებას პირველ ადგილზე აყენებდა. ეს მეფე ასა იყო. ის თავმდაბლად დაჰყვა იეჰოვას ნებას და გაითვალისწინა მისი წინასწარმეტყველების, ოდედისა და მისი ვაჟის, აზარიას, სიტყვები. ამ ახალგაზრდა მეფემ გამბედაობა მოიკრიბა და გაილაშქრა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, რომელსაც მეფე სოლომონის დროიდან მოეკიდებინა ფეხი, და იუდას მიწიდან გაყარა ტაძრის მეძავი კაცები.

ასამ არც იმაზე დახუჭა თვალი, რაც მის ოჯახში ხდებოდა. მან ბებიამის მააქას, რომელიც ხალხს გარყვნილებაში ხვევდა, დედოფლობა ჩამოართვა და მის მიერ აღმართული საზიზღარი კერპიც გაანადგურა. იეჰოვამაც აკურთხა ის ასეთი ერთგულებისთვის და ათი წელი მის სამეფოში მშვიდობა იყო. მაგრამ ამის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

იუდას წინააღმდეგ ეთიოპელთა მილიონიანი ლაშქარი გამოდის. მეფე ასას ალბათ თავზარს სცემს მათი დანახვა. ღვთის ხალხის წინააღმდეგ გამოსული ასეთი მრავალრიცხოვანი ჯარი ბიბლიაში ამ დროს პირველად მოიხსენიება. თანაც ასას, სულ რაღაც, 600 000 მებრძოლი ჰყავს. ხომ არ შეაშინებს მას ეს სიტუაცია?

ასას ბიბლიაში მოხსენიებულ ყველაზე მრავალრიცხოვან ჯართან მოუწია შებრძოლება.

როცა ასა მთიდან დაბლობისკენ ეშვება და მტრის ურიცხვ ჯარს ხედავს, ხვდება, რომ იეჰოვას გარეშე ვერაფერს გახდება და ლოცვით მიმართავს მას: „იეჰოვა, შენ ძლიერის დახმარებაც ძალგიძს და უძლურისაც. დაგვეხმარე, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რადგან შენზე ვართ მონდობილნი და შენი სახელით გამოვედით ამ მრავალრიცხოვანი ჯარის წინააღმდეგ! იეჰოვა, შენ ხარ ჩვენი ღმერთი, ნუ გაამარჯვებინებ მოკვდავ კაცს შენზე!“. ალბათ რამხელა მხნეობას მატებს ჯარისკაცებს ამ სიტყვების მოსმენა და იეჰოვასაც როგორ უხარებს გულს ასას ასეთი დამოკიდებულება. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ მასაც ისეთივე განწყობა აქვს, როგორიც წლების წინ მეფე საულის ვაჟს, იოანათანს, ჰქონდა. ასასაც ესმის, რომ გამარჯვება მეომრების რაოდენობაზე კი არა, იეჰოვაზეა დამოკიდებული (1 სამ. 14:6). როცა ადამიანის გვერდით იეჰოვაა, გამარჯვება ყოველთვის მას დარჩება!

მეფე ასა მთაზე შეკრებილ თავის მეომრებთან ერთად იეჰოვას მიმართავს ლოცვით. მათკენ დაბლობზე შეკრებილი ეთიოპელთა ურიცხვი ჯარი მოემართება.

ამის შემდეგ მთელი ჯარი საბრძოლველად მიემართება. იეჰოვას დახმარებით მისი ხალხი მუსრს ავლებს ეთიოპელთა მთელ ლაშქარს. მათგან ცოცხალი ბრძოლას ვერავინ აღწევს თავს.

ასა ამის შემდეგაც ყველანაირად ცდილობს, თავის სამეფოში იეჰოვას თაყვანისმცემლობა ააღორძინოს. იეჰოვას რომ სცენ თაყვანი, ისრაელის ჩრდილოეთ ათტომიანი სამეფოდანაც ბევრი გადმოდის იუდაში. ამის შემდეგ მეფე მთელ ხალხს კრებს და პირობას ადებინებს, რომ უერთგულებენ იეჰოვას.

თუმცა ასა ყოველთვის სწორად არ იქცეოდა იეჰოვას თვალში და სერიოზული შეცდომებიც დაუშვა. როცა ისრაელის მეფე იუდას წინააღმდეგ გამოვიდა, მას იეჰოვასთვის კი აღარ მიუმართავს, არამედ სირიის მეფეს სთხოვა დახმარება. ასამ მას ოქრო-ვერცხლი გაუგზავნა, რომ თავს დასხმოდა ისრაელს. მაშინ იეჰოვამ მასთან წინასწარმხილველი ხანანი გაგზავნა და უთხრა, რომ არასწორად მოიქცა. ამან მეფე ისე განარისხა, რომ ხანანი საპყრობილეში ჩააგდო. სიცოცხლის ბოლო წლებში ასა მძიმედ დასნეულდა. თუმცა არც იმ დროს მიუმართავს იეჰოვასთვის და დახმარებას მკურნალებს სთხოვდა. როგორც ჩანს, იმ დროისთვის მას ისეთი ძლიერი რწმენა აღარ ჰქონდა, როგორიც უწინ.

მიუხედავად ამისა, ასას 41-წლიანი მეფობა ბიბლიაში ასეთი სიტყვებითაა შეფასებული: „ასა იეჰოვას ერთგული იყო მთელი სიცოცხლე“. ამ გამორჩეული მეფის ისტორიიდან კარგად ჩანს, როგორი გულმოწყალე მამაა იეჰოვა. თავის მოყვარულებს ის ყოველთვის სიყვარულით პასუხობს და არასდროს ივიწყებს მათ კარგ საქმეებს. ჩვენ კი, რაც მეტად ვხედავთ მის ხელს ჩვენს ცხოვრებაში, უფრო გვიძლიერდება რწმენა და გაბედულებაც გვემატება.

წაიკითხეთ:

  • 1 მეფეები 15:8-24

  • 2 მატიანე 14:1–16:14

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა ასას გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რას ეწოდებოდა „სათაყვანო ბოძი“ და რომელ ქალღმერთს განასახიერებდა? რომელი არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ ღვთის ხალხს შორის ზოგი ამ ქალღმერთს სცემდა თაყვანს? (1 მეფ. 15:12, 13; „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“ – „სათაყვანო ბოძი“; w08 6/1 10 ¶1–5) სურათი 1

იუდას მეფე ასა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ილაშქრებს. დედოფალი მააქა უძალიანდება მცველებს, რომლებმაც ის შეიპყრეს. ტაძრის მეძავი კაცები საპყრობილეში მიჰყავთ. უკანა ფონზე ჩანს, რომ კერპებს ჩეხენ.

სურათი 1: ასამ ბებიამისს დედოფლობა ჩამოართვა და სათაყვანო ბოძი გაანადგურა.

სურათი 1: ასამ ბებიამისს დედოფლობა ჩამოართვა და სათაყვანო ბოძიც გაანადგურა.

  1. 2) ვინ შეიძლება ყოფილიყო წინასწარმხილველი ხანანის ვაჟი და საიდან ჩანს, რომ ისიც მამასავით გაბედული იყო? (2 მატ. 19:2; it „ხანანი“ №12)

  2. 3) შეცდომების მიუხედავად რატომ შეიძლება ითქვას, რომ „ასა იეჰოვას ერთგული იყო მთელი სიცოცხლე“? (1 მეფ. 15:14; w17.03 19 ¶5, 6)

  3. 4) ყველა სათაყვანო მაღლობი მოსპო ასამ? (2 მატ. 14:2–5; 15:17; w05 12/1 20 ¶3)

რას სწავლობთ

  • წინასწარმეტყველი აზარიას სიტყვებმა ასა წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენისკენ აღძრა. ჩვენ როგორ შეგვიძლია წავახალისოთ და-ძმები? სურათი 2

    ფოტოკოლაჟი: ერთი ძმა ჩვენი დის მოზარდ ბიჭს კრების შემდეგ თბილად ესაუბრება. ეს სცენები მეორდება ამავე თავში. ერთი ძმა კრების შეხვედრის დროს აკვირდება ჩვენი დის მოზარდ ბიჭს. ბიჭი ტელეფონში იყურება. მისი ჯდომის მანერიდან და ჩაცმულობიდანაც ჩანს, რომ საერთოდ არ ეხალისება კრებაზე ყოფნა. კრების შემდეგ ძმა მასთან სასაუბროდ მიდის. ისინი იღიმიან და მეგობრულად საუბრობენ. ბიჭი სტატიის განხილვის დროს კომენტარს აკეთებს, ეს ძმა კი მას ღიმილით უყურებს.

    სურათი 2

  • მრავალრიცხოვანი ჯარის პირისპირ ასა იეჰოვას მიენდო. თუმცა, როცა გაცილებით მცირერიცხოვანი ჯარი გამოვიდა მათ წინააღმდეგ, მან სირიის მეფეს მიმართა დახმარებისთვის. რას გვასწავლის მისი მაგალითი? (იგავ. 3:5, 6)

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ასას გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ ასას?

გაიგეთ მეტი

გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ასას და სწორად გამოიყენოთ მშვიდობიანი პერიოდი.

„ბრძნულად გამოიყენეთ მშვიდობიანი პერიოდი“ (w20.09 14–19)

როგორ დაგვეხმარება ასას მაგალითი სულიერ ბრძოლაში?

„დაჯილდოვდება თქვენი საქმიანობა“ (w12 8/15 8–10)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება