საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 37 გვ. 166-გვ. 169
  • მან არ უღალატა თავის ღმერთს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მან არ უღალატა თავის ღმერთს
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • რწმენის გამოცდისას იეჰოვას ერთგულები!
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
  • დანიელის წიგნი და თქვენ
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „დანიელი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • იეჰოვა დიდებულ ჯილდოს ჰპირდება დანიელს
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 37 გვ. 166-გვ. 169

37 ᲓᲐᲜᲘᲔᲚᲘ

მან არ უღალატა თავის ღმერთს

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲗᲐᲕᲘᲡ ოჯახთან ერთად ის ტყვეობაში ვარდება. ისინი იერუსალიმიდან ბაბილონში მიჰყავთ. გზაში მათ დაახლოებით ოთხი თვე უწევთ ყოფნა. იქ ჩასვლის შემდეგ მას და მის მეგობრებს ოჯახებს აშორებენ და იმპერიის დედაქალაქში მიჰყავთ. ესენი არიან დანიელი, ხანანია, მიშაელი და აზარია. სულ მალე ისინი ხვდებიან, რა აქვთ ჩაფიქრებული ბაბილონელებს – მათ უნდათ, ეს ახალგაზრდები თავიანთ ყაიდაზე მოაქციონ.

ოჯახურ კერას მოწყვეტილი დანიელი ერთგულების უდიდეს გამოცდას შეხვდა.

ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მათზე ზრუნვას კარისკაცთა უფროსს, აშფენაზს, ავალებს. ის კი, პირველ რიგში, მათ ებრაულ სახელებს უცვლის, რომელთა უმეტესობაც თავისი მნიშვნელობით ღვთის განმადიდებელია. თავად დანიელის სახელიც ხომ ნიშნავს „ღმერთი ჩემი მოსამართლეა“. ამის ნაცვლად აშფენაზი მათ თავიანთი ღვთაებების განმადიდებელ ბაბილონურ სახელებს არქმევს. დანიელს ბელტეშაცარს არქმევენ. ეს სახელი ღვთაება ბელის მისამართით წარმოთქმული სათხოვარია და ნიშნავს: „დაიცავი მეფის სიცოცხლე“. მეფე იმასაც ბრძანებს, რომ მათ ქალდეველთა ენაზე წერა-კითხვა ასწავლონ, რათა მოგვიანებით სამეფო კარზე მსახურება შეძლონ. გარდა ამისა, ეს ახალგაზრდები ბაბილონურ კულტურასა და რელიგიას უნდა აზიარონ. მეფის მიზანი აშკარაა – უნდა, რომ ისინი ბოლომდე გადაიყვანოს ბაბილონურ ყაიდაზე.

მეფის განკარგულებით, ამ ახალგაზრდებმა მისი სუფრიდან უნდა იკვებონ და საუკეთესო საჭმელი და ღვინო მიირთვან. ზოგ ახალგაზრდას ალბათ ახარებს ასეთი განსაკუთრებული მოპყრობა. მაგრამ დანიელი ამ ყველაფრის მიღმა საფრთხეს უფრო ხედავს.

ის ხვდება, რომ მას და მის სამ მეგობარს სიფრთხილე მართებთ. მას შეიძლება შემდეგი ფიქრები უტრიალებს გონებაში: „ბაბილონელებმა კარგად იციან, რომ იეჰოვას კანონი ზოგიერთი საჭმლის ჭამას გვიკრძალავს. ისეთი რამის ჭამას ხომ არ მოგვთხოვენ, რითაც იეჰოვას ვეურჩებით ან ისეთ ხორცს ხომ არ შემოგვთავაზებენ, რომ სისხლის ჭამასთან დაკავშირებული კანონის დარღვევა მოგვიწიოს? თუ ამ საჭმელს შევჭამთ, ხომ არ ვაფიქრებინებთ, რომ მათ ღვთაებებს ვცემთ თაყვანს? თუ უარს არ ვიტყვით ღვინოზე, ზომაზე მეტს ხომ არ დავლევთ და ხომ არ გაგვიჭირდება სწორად მოქცევა?“a.

დანიელი და მისი სამი მეგობარი საუბრობენ. მათ წინ მდიდრული სუფრაა გაშლილი. კარისკაცთა უფროსი, აშფენაზი, აკვირდება, როგორ შეექცევიან სხვა ახალგაზრდები ღვინოს, ღორის ხორცს, კრევეტებს და სხვა დელიკატესებს.

დანიელი ალბათ ბევრს ლოცულობს და თავის სამ მეგობარსაც ეკითხება აზრს. ის მტკიცე გადაწყვეტილებას იღებს, რომ იეჰოვას მოსაწონად მოიქცეს. ამის შემდეგ აშფენაზთან მიდის და ნებართვას სთხოვს, რომ მან და მისმა მეგობრებმა სხვა საჭმელი ჭამონ. მის თხოვნას აშფენაზი მშვიდად ხვდება, რაც ცხადყოფს, რომ დანიელს იეჰოვა უმართავს ხელს. თუმცა ამ კაცს აფიქრებს, რომ მეფის საკვებზე უარის თქმა შეიძლება ცუდად აისახოს ამ ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე. და თუ ასე მოხდება, პასუხს მეფე მას მოსთხოვს. დანიელი შედის აშფენაზის მდგომარეობაში და სხვა გზას პოულობს. ის მეურვეს სთხოვს, რომ მათ ათი დღის განმავლობაში საჭმელად მხოლოდ მცენარეული საზრდო მისცენ, სასმელად კი – წყალი, ხოლო ამის შემდეგ სხვა ახალგაზრდებს შეადარონ. მეურვეც თანხმდება ამ შემოთავაზებას.

ათი დღეც გადის და ყველაფერი ნათელი ხდება – ეს ოთხი ახალგაზრდა სხვებზე ბევრად უკეთ გამოიყურება. ამიტომ მათ უფლებას აძლევენ, გააგრძელონ იმავე საკვების მიღება. აშკარაა, იეჰოვა უმართავს ხელს დანიელსა და მის მეგობრებს, რომლებიც ამხელა რწმენას და გაბედულებას იჩენენ.

ამ ახალგაზრდებისთვის ეს მოვლენა ნამდვილად დაუვიწყარი აღმოჩნდა. მომდევნო თავიდან დავინახავთ, რომ დანიელის სამი მეგობარი მოგვიანებით ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა განსაკუთრებით დასჭირდათ გაბედულება. დანიელიც, რომელმაც ას წლამდე იცოცხლა, არაერთხელ აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, როცა გაბედულება უნდა გამოევლინა. ის არ შეუშინდა ნაბუქოდონოსორს და გაუმჟღავნა სიზმრების მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ამაყი მეფისა და მისი სამეფოსთვის ეს სიზმრები კარგს არაფერს მოასწავებდა. მან ბელშაცარსაც გაუმხილა კედელზე გაჩენილი საბედისწერო წარწერის მნიშვნელობა. ხანში შესული დანიელი ლომების ხაროშიც კი ჩააგდეს. თუმცა ის უწინდებურად გაბედული იყო. რა გასაკვირია, რომ იეჰოვას ანგელოზმა მას „ძვირფასი ადამიანი“ უწოდა!

წაიკითხეთ:

  • დანიელი 1:1–21; 5:12; 10:11

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა დანიელის გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) ეწინააღმდეგება ერთმანეთს დანიელის 1:1-სა და იერემიას 25:1-ში ჩაწერილი? (dp 18, 19 ¶14, 15)

  2. 2) როგორ ადასტურებს ბაბილონური წარწერა ნაბუქოდონოსორის საგანძურის არსებობას? (დან. 1:2; it „საგანძური“ ¶3) სურათი 1

    © The Trustees of the British Museum. Licensed under CC BY-NC-SA 4.0. Source. Modifications: Box added

    სურათი 1: ნაბუქოდონოსორის წარწერა, რომელზეც მოხსენიებულია მეროდაქის ტაძარში არსებული საგანძური

  3. 3) რას აკეთებდნენ ბაბილონში „სამეფოს გრძნეული ქურუმები“? (დან. 1:20; it „ჯადოქრობა“ ¶2–6) სურათი 2

    სურათი 2: ბაბილონური თიხის ფირფიტა, რომელზეც ახსნილია, როგორ უნდა „განეკურნათ“ ის, ვისაც, მათი აზრით, სული დაესხა თავს

  4. 4) რა შედიოდა „მცენარეულ საზრდოში“, რომლითაც დანიელი და მისი მეგობრები იკვებებოდნენ? (დან. 1:12; dp 40 ¶25)

რას სწავლობთ

  • დანიელმა უერთგულა თავის ღმერთს მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს იყო მოწყვეტილი. რისი სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს მისგან?

  • რა ეხმარებოდა დანიელს გაბედულების მოკრებაში? (დან. 1:8). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას? სურათი 3

    ფოტოკოლაჟი: 1) ფეხმძიმე და ემზადება მშობიარობისთვის. მას გადაშლილი აქვს ბიბლია, გახსნილი აქვს პლანშეტი და წინ უდევს სამედიცინო მინდობილობა და გადაშლილი ბლოკნოტი; 2) მოგვიანებით ის ქმართან ერთად ექიმს ესაუბრება და სისხლთან დაკავშირებით თავის პოზიციას უხსნის. ექიმი მას უსმენს და თან მის სამედიცინო მინდობილობას ეცნობა.

    სურათი 3

  • კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ დანიელს გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ დანიელს?

გაიგეთ მეტი

ნახეთ, როგორ არის გაცოცხლებული ეს ბიბლიური მონაკვეთი ამ ვიდეოში.

„დანიელი – ურყევი რწმენის მაგალითი – ნაწილი 1“ (ნაწყვეტი) (13:07)

როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, დანიელივით გაბედულები და ერთგულები იყვნენ?

„ისწავლეთ დანიელისგან“ (w23.08 2–7)

a იხილეთ: გამოსვლა 34:15; ლევიანები 7:26; 11:1–7; რიცხვები 25:2; იგავები 20:1.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება