38 ᲡᲐᲛᲘ ᲔᲑᲠᲐᲔᲚᲘ
„მათ ცეცხლი ვერაფერს აკლებდა“
ᲮᲐᲜᲐᲜᲘᲐ, მიშაელი და აზარია, რომელთაც ბაბილონელები შადრაქს, მეშაქს და აბედნეგოს ეძახიან, ალბათ იმას ფიქრობენ, რა კარგი იქნებოდა, რომ დანიელი ახლა მათ გვერდით ყოფილიყო. ისინი დიდ განსაცდელში არიან და ასეთი ძლიერი რწმენის მქონე მეგობრის მხარში დგომა ნამდვილად სჭირდებათ. მაგრამ ამ მომენტში დანიელი მათ გვერდით არ არის.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნაბუქოდონოსორმა უზარმაზარი ქანდაკება აღმართა, რომელიც სიმაღლეში დაახლოებით 27 მეტრია, ხოლო სიგანეში – თითქმის 3 მეტრი. მეფემ ამ ქანდაკების წარსადგენად დიდი ზეიმი მოაწყო და ბრძანა, რომ მას ყველა უმაღლესი მოხელე დასწრებოდა. რა თქმა უნდა, ხანანიას, მიშაელსა და აზარიასაც მოუწიათ, დამორჩილებოდნენ მეფის ბრძანებას.
და აი, ყველანი ქანდაკების წინაშე შეკრებილან. მაცნე მეფის ბრძანებას აცხადებს და ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. თავიდან საკრავებს უკრავენ, როგორც ჩანს, სათანადო განწყობა რომ შექმნან ხალხში. ამის შემდეგ კი ყველა ქანდაკების წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს მას.
მათ უამრავი ადამიანის წინაშე უნდა გაეკეთებინათ არჩევანი; თუ ქანდაკების წინაშე არ დაემხობოდნენ, სიკვდილი არ ასცდებოდათ.
მაგრამ ხანანია, მიშაელი და აზარია გაუნძრევლად დგანან. მათ კარგად იციან, რომ იეჰოვასთვის მიუღებელია კერპთაყვანისმცემლობა (გამ. 20:4, 5). მზერა ალბათ ყველას მათკენ აქვს მიპყრობილი. ზოგიერთი ქალდეველი ხელიდან არ უშვებს ამ შესაძლებლობას და მეფესთან ბრალს სდებს ამ იუდეველებს. ისინი ნაბუქოდონოსორს ეუბნებიან: „შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო . . . არაფრად გაგდებენ, მეფეო, არ ემსახურებიან შენს ღმერთებს და თაყვანს არ სცემენ შენ მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას“. განრისხებული მეფე სამივეს თავისთან იბარებს და ეკითხება, მართალია თუ არა, რაც მათზე უთხრეს. სანამ ისინი პასუხს გასცემენ, მეფე მათ მუქარით ეუბნება, რომ კიდევ ერთ შანსს მისცემს, მაგრამ თუ ამჯერადაც არ დაემხობიან ქანდაკების წინ, გავარვარებულ ღუმელში, ცეცხლში ჩაყრის მათ, საიდანაც ვერცერთი ღმერთი ვერ დაიხსნის.
მაგრამ ხანანია, მიშაელი და აზარია მეფეს გაბედულად ეუბნებიან: „ასეც რომ მოხდეს, ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ჩვენი ხსნა. გვიხსნის იგი გავარვარებული ღუმლიდან და შენი ხელიდან, მეფეო; რომც არ გვიხსნას, იცოდე, მეფეო, რომ შენს ღმერთებს არ ვემსახურებით და თაყვანს არ ვცემთ შენ მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას“. ამის მოსმენაზე ნაბუქოდონოსორი კიდევ უფრო რისხდება და ბრძანებს, რომ ღუმელი ჩვეულებრივზე შვიდჯერ უფრო მეტად გაახურონ. შემდეგ სამივეს ხელფეხშეკრულებს ცეცხლში ყრიან. ღუმელი ისეთი გავარვარებულია, რომ კაცებს, რომლებსაც ისინი იქამდე მიჰყავთ, ცეცხლის ალი ხოცავს.
შემდეგ ნაბუქოდონოსორი თავზარდამცემ სურათს ხედავს – ღუმელში სამი კი არა, ოთხი კაცია და ისინი უვნებლები თავისუფლად მიდი-მოდიან ცეცხლში, მეოთხე კი „გარეგნობით ღმერთების ძეს ჰგავს“. მეფე ღუმელს უახლოვდება და შადრაქს, მეშაქსა და აბედნეგოს ეძახის, გამოვიდნენ იქიდან.
ისინიც სრულიად უვნებლები გამოდიან. მათ კვამლის სუნიც კი არ ასდით და აღარც შებორკილები არიან. ამის დანახვა იქ შეკრებილებს აოგნებს. ნაბუქოდონოსორიც, ეს ძლევამოსილი მმართველი, ვერ მალავს აღფრთოვანებას და ამ სამ ებრაელს თავიანთი ღმერთის მორჩილებისთვის აქებს. ის ამბობს: „ისინი მას მიენდნენ, არ დაემორჩილნენ მეფის ბრძანებას და სხვა ღმერთის მსახურებასა და თაყვანისცემას სიკვდილი არჩიეს“.
ამ ამაყ მონარქს უწევს აღიაროს, რომ უზენაესი ღმერთი იეჰოვაა. ის ბრძანებას გასცემს, რომ ნებისმიერი, ვინც მის იმპერიაში იეჰოვას აუგად მოიხსენიებს, სიკვდილით დაისაჯოს, ამ სამ ებრაელს კი მაღალ თანამდებობებზე ნიშნავს. თუმცა იეჰოვამ კიდევ უფრო მეტად დააფასა ისინი თავიანთი გაბედულებისა და ერთგულებისთვის. მას არასდროს დავიწყებია, რაც მათ გააკეთეს. ამაზე მეტყველებს დაახლოებით 700 წლის შემდეგ პავლე მოციქულის მიერ წარმოთქმული სიტყვებიც: „მათ ცეცხლი ვერაფერს აკლებდა“. ეჭვგარეშეა, მოციქულს სწორედ ხანანია, მიშაელი და აზარია ჰყავდა მხედველობაში.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა სამი ებრაელის გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) როგორ ცხადყოფს არქეოლოგიური აღმოჩენები დანიელის მე-3 თავში აღწერილი მოვლენების სიზუსტეს? (w23.07 31) სურათი 1
© The Trustees of the British Museum. Licensed under CC BY-NC-SA 4.0. Source. Modifications: Box added
სურათი 1: გამომწვარი აგური, რომელზეც მეფე ნაბუქოდონოსორის სახელია ამოტვიფრული
2) რას ნიშნავდა სამი ებრაელისთვის დარქმეული ბაბილონური სახელები? (dp 35 ¶14)
3) რა მიანიშნებს იმაზე, რომ ნაბუქოდონოსორი რელიგიური კაცი იყო? (dp 69 ¶3) სურათი 2
სურათი 2: ნაბუქოდონოსორმა უამრავი ღვთაებისთვის ააგო ტაძარი და არსებულიც შეაკეთა.
4) რატომ დაემხვნენ ქანდაკების წინაშე ისინი, ვინც, სავარაუდოდ, სხვა ღმერთებს სცემდნენ თაყვანს? (დან. 3:7; dp 73 ¶10)
რას სწავლობთ
შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო მაშინაც იეჰოვას ერთგულები დარჩნენ, როცა უარი თქვეს ღვთის კანონით აკრძალული საკვების ჭამაზე და მაშინაც, როცა მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა. რას ვსწავლობთ მათგან? (ლუკ. 16:10) სურათი 3
სურათი 3
როგორ შეგვიძლია ამ სამი ებრაელის მსგავსად დევნის დროს ჩვენც გამოვავლინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებები? (დან. 3:16–18)
თავმდაბლობა
რბილი ხასიათი
ერთგულება
როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ სამ ებრაელს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ ხანანიას, მიშაელსა და აზარიას?
გაიგეთ მეტი
გაიგეთ, როგორ შეუძლია ქრისტიანს, არც მონაწილეობა მიიღოს ეროვნულ დღესასწაულებში და თან არც უპატივცემულობა გამოხატოს სხვების მიმართ.
ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ, გონებაში გააცოცხლოთ ბიბლიის ეს მონაკვეთი და დაინახოთ, კიდევ რისი სწავლა შეგიძლიათ.
„ისინი არ დაიწვნენ გავარვარებულ ღუმელში“ (ბიბლიის შესასწავლი სავარჯიშოები)