საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 39 გვ. 176-გვ. 179
  • „თუ დავიღუპები, დავიღუპო!“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „თუ დავიღუპები, დავიღუპო!“
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • მან სიბრძნე, გაბედულება და თავგანწირვის სული გამოავლინა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • ბიბლიის წიგნი 17 — ესთერი
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • მან სიბრძნე, გაბედულება და თავგანწირვის სული გამოავლინა
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • მან დაიცვა ღვთის ხალხი
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 39 გვ. 176-გვ. 179

39 ᲔᲡᲗᲔᲠᲘ

„თუ დავიღუპები, დავიღუპო!“

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲘᲡ ᲡᲐᲢᲐᲮᲢᲝ დარბაზს უახლოვდება. მან კარგად იცის, რომ მოხმობის გარეშე მეფის წინაშე წარდგომა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. თუმცა შიშის მიუხედავად უკან არ იხევს. ვინ არის იგი და რატომ აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში?

მას ესთერი ჰქვია. ის ჯერ კიდევ პატარა გოგო იყო, როცა მშობლები დაეღუპა. ამის შემდეგ უფროსი ასაკის ბიძაშვილმა, მორდოქაიმ, იშვილა, რომელიც ღვთისმოშიში კაცი იყო. ისინი სპარსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში, შუშანში, ცხოვრობდნენ, სადაც მორდოქაი მეფის კარზე მსახურობდა.

ერთ დღეს მეფე ახაშვეროშმა (სავარაუდოდ, ქსერქსე I) თავის მსახურებს უბრძანა, რომ მთელ იმპერიაში სილამაზით გამორჩეული ქალწულები მოეძებნათ, რათა ახალი დედოფალი აერჩია. ქალწულების ძიების დროს მეფის მსახურებმა ესთერიც შენიშნეს, რომელიც ამ დროისთვის უკვე თვალტანადი გოგო დამდგარიყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მას მორდოქაის დააშორებდნენ და სასახლეში წაიყვანდნენ.

სასახლეში მას 12 თვის განმავლობაში დადგენილი წესისამებრ უვლიდნენ, სანამ მეფის წინაშე წარადგენდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ესთერს ყველა კარგი თვალით უყურებდა. და აი, დადგა მეფესთან მისი შესვლის ჯერიც. ესთერმა სხვებზე მეტად მოიგო მეფის გული და მან ის თავის დედოფლად აირჩია. ასე გახდა ის ყველაზე ძლევამოსილი იმპერიის დედოფალი.

თუმცა, როგორც მორდოქაიმ გააფრთხილა, ესთერი მთელი ამ დროის განმავლობაში არ ამხელდა თავის იუდაურ წარმოშობას. იმ დროს მეფემ სხვა მთავრებზე მეტად აღაზევა თავისი ერთი მსახური ჰამანი და სამეფოში მეორე კაცად დააყენა. ახაშვეროშმა ბრძანება გამოსცა, რომ ყველას მუხლი მოეყარა და პირქვე დამხობოდა ჰამანის წინაშე. მაგრამ მორდოქაი ღვთის ერთგული იყო და ასე არ იქცეოდა. როგორც ჩანს, ჰამანი იმ ერიდან იყო, რომელსაც იეჰოვამ მისადმი მტრობის გამო მსჯავრი დასდო. ჰამანმა შეიძულა მორდოქაი და განრისხებულმა ყველა იუდეველის განადგურება გადაწყვიტა მთელ სამეფოში. როცა ამ ამბავმა მორდოქაის ყურამდე მიაღწია, ის გლოვას მოჰყვა. მან ესთერს შეუთვალა, რომ მეფესთან შესულიყო და თავისი ხალხის შეწყალება ეთხოვა.

ასეთი ნაბიჯის გადადგმა ესთერისგან დიდ გაბედულებას მოითხოვდა, რადგან მოხმობის გარეშე მეფის წინაშე წარდგომის გამო ის შეიძლება სიკვდილით დაესაჯათ. თანაც მეფე სიფიცხითა და სისასტიკით იყო ცნობილი. ესთერი უხსნის თავის სიტუაციას მორდოქაის, მაგრამ მორდოქაი მაინც თავის აზრზე რჩება. ის ეუბნება ესთერს, რომ შეიძლება დედოფალი სწორედ იეჰოვას ნებით გახდა, რათა ამ მომენტში დაეცვა თავისი ხალხი. ესთერიც გამბედაობას იკრებს და ამბობს: „თუ დავიღუპები, დავიღუპო“. ერთადერთი, რასაც ითხოვს ისაა, რომ იუდეველებმა მისთვის სამი დღე იმარხულონ. აშკარაა, ამ დღეებში ისიც და მისი ხალხიც ბევრს ილოცებდნენ.

დედოფალი ესთერი სასახლის ეზოში გულში ლოცულობს. ის ისე დგას, რომ ტახტზე მჯდომი მეფისთვის შეუმჩნეველია, თუმცა დაცვის წევრები ხედავენ, რომ ის ლოცულობს.

და აი, დადგა მეფესთან წარდგომის დღეც. ესთერი ახლა სასახლის ეზოში დგას. როდესაც ტახტზე მჯდომი მეფე ეზოში დედოფალს ხედავს, მისკენ კვერთხს იშვერს, რაც იმის ნიშანია, რომ დედოფალი გადაურჩა მეფის რისხვას. ესთერი მეფეს უახლოვდება, ის კი ეუბნება, რომ მისი ნებისმიერი სათხოვრის შესასრულებლადაა მზად. ესთერი ეუბნება, რომ მისთვის ნადიმი აქვს გამზადებული და ჰამანთან ერთად იწვევს. ისინიც მიდიან მასთან. ნადიმის დროს ესთერი არაფერს ამბობს, რაც მის სიფრთხილესა და გონიერებაზე მეტყველებს. ის მხოლოდ იმას სთხოვს მეფეს, რომ მეორე დღეს კიდევ ეწვიონ ნადიმზე. ამასობაში ჰამანი მორდოქაის მოსაკლავად გეგმას ადგენს და ძელს აღმართავს, რომ ის მასზე ჩამოკიდონ. ჰამანი ვერც კი წარმოიდგენს, როგორ შემოუბრუნდება თავისი განზრახვა.

მას ძლევამოსილი მონარქი უნდა დაერწმუნებინა, რომ არ ამოეწყვიტა ღვთის ხალხი.

მეორე დღეს ახაშვეროში კვლავ უმეორებს ესთერს, რომ ნებისმიერ სათხოვარს შეუსრულებს. ამჯერად ესთერი უკვე ღიად ამბობს სათქმელს. ის პატივისცემით უხსნის მეფეს, რომ მზაკვრული გეგმაა დასახული როგორც თავად მისი, ისე მისი ხალხის გასანადგურებლად. ესთერი იმასაც ამბობს, რომ ეს მეფესაც დააზარალებს. გაოგნებული მეფე ეკითხება, ვინ დგას ამ ყველაფრის მიღმა, და ესთერიც პირდაპირ ამბობს: „ეს მოწინააღმდეგე და მტერი, ბოროტი ჰამანია!“. განრისხებული მეფე ჰამანის სიკვდილით დასჯას ითხოვს. ხოლო როცა იგებს, რომ მას მორდოქაის მოსაკლავად ძელი აქვს აღმართული, ბრძანებს, რომ ის სწორედ ამ ძელზე ჩამოკიდონ. ასე ასრულებს სიცოცხლეს ჰამანი.

ამის შემდეგ იეჰოვასა და მისი ხალხის სხვა მტრებსაც ხოცავენ, იუდეველები კი, მათ შორის მორდოქაი, ცოცხლები რჩებიან. არადა ზუსტად მათი ამოწყვეტა ჰქონდა ჰამანს განზრახული. იეჰოვამ სწორედ ესთერის, ამ გაბედული და დიდი რწმენის მქონე ქალის, მეშვეობით იხსნა თავისი ხალხი!

წაიკითხეთ:

  • ესთერი 1:1–9:1, 5, 13–17

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა ესთერის გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) როგორ ადასტურებს ისტორიული ფაქტები ამ ამბის უტყუარობას? (ia 138, ჩარჩო) სურათი 1

    Ungnad, Arthur. “Neubabylonische Privaturkunden aus der Sammlung Amherst.” Archiv für Orientforschung, vol. 19, 1959, pp. 74–82

    სურათი 1: უძველესი სპარსული ფირფიტა, რომელზეც მოხსენიებულია სახელი მარდუკა (მორდოქაი)

  2. 2) რა შეიძლება ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ მორდოქაი არ ემხობოდა ჰამანის წინაშე? (it „მორდოქაი“ №2 ¶4)

  3. 3) რა მიანიშნებს იმაზე, რომ სატანა და დემონები იდგნენ იუდეველების განადგურების გეგმის მიღმა? (g02 9/8 7 ¶3–8 ¶2) სურათი 2

    Cube. Lot of Yahali, puru. Neo-Assyrian Clay. (YPM BC 021122). Courtesy of the Peabody Museum, Division of Anthropology, Babylonian Collection, Yale University; peabody.yale.edu

    სურათი 2: უძველესი კამათელი, რომელსაც წილის ყრის დროს იყენებდნენ

  4. 4) რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა ესთერისა და მორდოქაის დროს? (ia 142, ჩარჩო)

რას სწავლობთ

  • ესთერი გონიერი ქალი იყო და მაშინაც ღვთისმოსაწონად იქცეოდა, როცა ღვთის სხვა თაყვანისმცემლები გვერდით არ ჰყავდა. რისი სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს მისგან?

  • ესთერმა თავისი მოთმინებით, ტაქტიანობით და გულწრფელობით მოიგო ქმრის გული. როგორ შეუძლიათ ცოლებს მისი მიბაძვა? სურათი 3

    და თავის მეუღლეს ესაუბრება, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე. ისინი კარვის წინ ცეცხლთან სხედან და ყავას მიირთმევენ. დას ბიბლია აქვს გადაშლილი და ქმარს ბუნების სილამაზეზე აფიქრებს.

    სურათი 3

  • რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ ესთერს გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ ესთერს?

გაიგეთ მეტი

უყურეთ ამ მუსიკალურ ვიდეოკლიპს და ნახეთ, რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს ესთერისგან.

„გაბედული ესთერი“ (2:09)

ნახეთ, როგორ ჰბაძავენ დღეს ქრისტიანები ესთერს, როცა მათ თანამორწმუნეებს დაცვა სჭირდებათ.

„მიჰბაძეთ მათ, ვინც მოთმინებით იღებს დანაპირებს – მორდოქაი და ესთერი“ (3:05)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება