საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 42 გვ. 192-გვ. 195
  • ის არ შეუშინდა იეჰოვას დავალებას

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ის არ შეუშინდა იეჰოვას დავალებას
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • „იეჰოვას მხევალი ვარ!“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • „იეჰოვას მხევალი ვარ!“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • „მან ის გააკეთა, რაც შეეძლო“
    გაბედულად იარეთ ღვთის გზით
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 42 გვ. 192-გვ. 195

42 ᲛᲐᲠᲘᲐᲛᲘ

ის არ შეუშინდა იეჰოვას დავალებას

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲔრᲗ ᲓᲦᲔᲡ გალილეის ნაზარეთში მცხოვრებ ერთ ებრაელ გოგოსთან, რომელსაც მარიამი ჰქვია, სტუმარი მიდის. მისი სტუმარი ჩვეულებრივი ადამიანი არაა – მარიამის წინ ანგელოზი გაბრიელი დგას, რომელიც მასთან მნიშვნელოვანი ცნობის გადასაცემადაა მისული. ეს გოგო იეჰოვასგან ისეთ დავალებას იღებს, როგორიც აქამდე არცერთ ადამიანს არ მიუღია.

თავიდან ანგელოზი მას ასეთი სიტყვებით მიმართავს: „გამარჯობა, მადლით მოსილო, შენთანაა იეჰოვა“. ეს სიტყვები მარიამს საგონებელში აგდებს. მისი აზრით, ასეთ შექებას სულაც არ იმსახურებს. თუმცა გაბრიელი ამშვიდებს და ეუბნება: „ღმერთი შენ მიმართ კეთილადაა განწყობილი“. ამის შემდეგ კი უმხელს, რომ იეჰოვას მისთვის განსაკუთრებული დავალება აქვს. ანგელოზი მარიამს ეუბნება: „დაორსულდები და ვაჟს გააჩენ“. ამის შემდეგ სხვა დეტალებსაც უმჟღავნებს: „დიდებული იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მისი წინაპრის, ტახტს მისცემს“.

მარიამს უკვირს ანგელოზის სიტყვები, რადგან ჯერ მხოლოდ დანიშნულია და კაცი არასდროს გაჰკარებია. ამიტომ გამბედაობას იკრებს და ანგელოზს ეკითხება: „როგორ დავორსულდები?“. გაბრიელი უხსნის, რომ ეს იეჰოვას ძალით მოხდება – მარიამს წმინდა სული მოიცავს და სრულყოფილი შვილი ეყოლება, რომელიც „წმინდად, ღვთის ძედ, იქნება წოდებული“. გაბრიელი იმასაც ეუბნება მარიამს, რა გააკეთა იეჰოვამ ელისაბედისთვის. ეს მტკიცებულება ამ ახალგაზრდა ქალისთვის სრულიად საკმარისია. ის თავმდაბლად ამბობს: „იეჰოვას მხევალი ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს“. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მარიამი იეჰოვას მოსიყვარულე ბატონად მიიჩნევს, საკუთარ თავს კი – მორჩილ მხევლად. ის დარწმუნებულია, რომ თუ თავისი ძლევამოსილი ღმერთის ნებას დაჰყვება, მის ხელში უსაფრთხოდ იქნება. სწორედ ამის ცოდნა ეხმარება, არ შეუშინდეს დავალებას.

გახარებული მარიამი მუხლმოყრილი ელაპარაკება ანგელოზ გაბრიელს.

ანგელოზთან საუბრის შემდეგ მარიამი ელისაბედის მოსანახულებლად მიდის. ისინი ერთმანეთს ამხნევებენ, რაც ნამდვილად სჭირდებათ, თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორი საპასუხისმგებლო დავალებები მიიღეს. ელისაბედთან საუბრის დროს კარგად ჩანს, რამხელა რწმენა აქვს მარიამს. სწორედ ასეთი რწმენა იყო მისი გაბედულების საწინდარი. მარიამის საუბრიდან ისიც კარგად ჩანს, რომ კარგად იცის ღვთის სიტყვა და მასზე ღრმად აქვს ნაფიქრი. მას ებრაული წერილებიდან 20-ზე მეტი ციტატა მოჰყავს. ეს გოგო მართლაც კარგად იცნობს იეჰოვას და იცის, რომ ნამდვილად აქვს ნდობის საფუძველი. მარიამი ელისაბედთან დაახლოებით სამ თვეს რჩება, შემდეგ კი უკან ბრუნდება. სახლში დაბრუნებულს კიდევ ერთხელ უწევს გაბედულების გამოვლენა. ახლა მან იოსებს უნდა აუხსნას თავისი ფეხმძიმობის ამბავი. თავიდან იოსები ვერ იჯერებს მარიამის ნაამბობს, თუმცა მოგვიანებით იეჰოვას ანგელოზი არწმუნებს, რომ ის სიმართლეს ამბობს.

იოსები და მარიამი ქორწინდებიან. მშობიარობის დრო რომ ახლოვდება, კეისარი განკარგულებას გამოსცემს – ყველა თავის ქალაქში უნდა წავიდეს აღსაწერად. ამიტომ იოსებს მარიამი ბეთლემში მიჰყავს. ბეთლემი ნაზარეთიდან დაახლოებით 150 კილომეტრში მდებარეობს. ბოლო თვეში ამხელა გზის სახედრით გავლა მარიამისთვის ნამდვილად არ იქნება ადვილი. თუმცა ის მაინც მიდის. საბოლოოდ, მოვლენები ისე ვითარდება, რომ მარიამი ბავშვს ბოსელში აჩენს. მაგრამ ის ბოლომდე ენდობა იეჰოვას და ასეთ მდგომარეობაშიც კი ყველანაირად ცდილობს, თავის პატარას კარგი პირობები შეუქმნას.

ანგელოზის პირით იეჰოვამ მარიამს ისეთი დავალება მისცა, როგორიც იქამდე არცერთ ადამიანს არ მიუღია.

გადის დრო და მარიამის ნდობა და გაბედულება კვლავაც იცდება. მაგალითად, მაშინ, როცა მეფე ჰეროდე იესოს მოკვლას განიზრახავს და მათ ეგვიპტეში უწევთ გაქცევა. გარდა ამისა, ის და იოსები სიღარიბეში ზრდიან, სულ მცირე, შვიდ ბავშვს. რაღაც ეტაპზე, სანამ იესო მესია გახდება, მარიამს საყვარელი მეუღლე ეცლება ხელიდან. მოგვიანებით კი, როცა იესო თავისი დავალების შესრულებას იწყებს, მარიამს მასთან განშორებაც უწევს. თუმცა ყველაზე დიდ ტკივილს ის აყენებს, როცა ხედავს როგორ სწამებენ ცილს მის ვაჟს, აწამებენ და კლავენ. ის გაბედულებას მაშინაც იჩენს, როცა ქრისტიანულ კრებას უერთდება, თუ გავითვალისწინებთ იუდეველების დამოკიდებულებას იესოს მიმდევრების მიმართ.

როგორ შეძლო მარიამმა, თავი გაერთმია ასეთი საპასუხისმგებლო დავალებისთვის? როგორ მოიკრიბა საჭირო გამბედაობა? ამაში მას ის სულიერი საგანძური დაეხმარა, რომელსაც წლების მანძილზე აგროვებდა. მან კარგად იცოდა ღვთის სიტყვა, გულში იბეჭდავდა ანგელოზებისა თუ იეჰოვას სხვა მსახურების ნათქვამს და იმასაც, რასაც საკუთარი ვაჟისგან ისმენდა. სწორედ სულიერზე ფიქრმა განუმტკიცა მარიამს რწმენა და ყველა იმ სირთულისთვის მოამზადა, რასაც ცხოვრების მანძილზე შეხვდა.

წაიკითხეთ:

  • ლუკა 1:26–56; 2:1–7, 19, 48–51

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა მარიამის გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) როგორ დასტურდება ისტორიულად ლუკას 2:1–3-ში ჩაწერილი? (g 4/11 11 ¶4, 5) სურათი 1

    British Library, London, UK, from the British Library archive/Bridgeman Images

    სურათი 1: ეგვიპტის რომაელი გამგებლის მიერ გამოცემული აღწერის ბრძანებულება (ახ. წ. 104 წ.)

  2. 2) რატომ არ იქნებოდა ბეთლემში წასვლა მარიამისთვის ადვილი? (ia 153–155 ¶4–7)

  3. 3) როცა იესო ჯერ კიდევ ჩვილი იყო, სიმონმა მარიამს უთხრა: „დიდი მახვილი გაგივლის“. როგორ შესრულდა ეს სიტყვები? (ლუკ. 2:35; w08 3/15 31 ¶1)

  4. 4) რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ მარიამი იესომ თანამმართველად აირჩია? (w18.07 10 ¶14) სურათი 2

    მარიამი თავის სამ ვაჟთან ერთად იერუსალიმის ხალხმრავალ ქუჩაზე მიდის.

    სურათი 2: მარიამი თავის ვაჟებთან ერთად იერუსალიმში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე

რას სწავლობთ

  • მარიამი ელისაბედს ესტუმრა, როცა ძალების მოკრება და გამხნევება სჭირდებოდა (ლუკ. 1:39, 40). რატომ უნდა ვითხოვოთ დახმარება, როცა სირთულეებს ვხვდებით ან გვიჭირს მიღებული დავალების შესრულება? სურათი 3

    ფოტოკოლაჟი: 1) ერთი და დამწუხრებული ზის მაგიდასთან. თან თავის კომპიუტერსა და ჩაფხუტს უყურებს. კედელზე კალენდარია გაკრული. მასზე წითლადაა მონიშნული შესასრულებელი საქმეები, რომლებიც მრავლად აქვს; 2) ეს და კარდაკარ მსახურების დროს უფროსი ასაკის გამოცდილ ქრისტიანს ესაუბრება.

    სურათი 3

  • მიუხედავად იმისა, რომ მარიამი იოსებზე იყო დანიშნული, იეჰოვამ ანგელოზი თავდაპირველად მასთან გაგზავნა. აქედან გამომდინარე, რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ერთგული ქალების მიმართ?

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მარიამს გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • მარიამი შესაძლოა იესოს თანამმართველად იყოს არჩეული. რატომ ხართ მადლიერი, რომ ასეთი მმართველი გეყოლებათ?

გაიგეთ მეტი

ყურადღება მიაქციეთ, როგორ იხარჯებოდა მარიამი შვილების აღზრდისას.

„რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?“ (w09 1/1 5 ¶4–6 ¶2)

როგორ იგრძნობდა თავს მარიამი, როცა გაბრიელმა უთხრა, რომ იეჰოვამ ასეთი განსაკუთრებული დავალების შესრულება მიანდო?

„იეჰოვას მხევალი ვარ!“ (3:40)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება