საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „კორბანი“
  • კორბანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კორბანი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ტრადიცია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მიძღვნა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რა ბილწავს სინამდვილეში ადამიანს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • საჩუქარი, ძღვენი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „კორბანი“

კორბანი

მარკოზის 7:11-ის თანახმად, კორბანი ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენია. ეს სიტყვა მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან კორბან და შეესაბამება ამავე ჟღერადობის ებრაულ სიტყვას, რომელიც ძღვენს ნიშნავს. ებრაული სიტყვა კორბან გვხვდება „ლევიანებსა“ და „რიცხვებში“ და გამოიყენება სისხლიან და უსისხლო შესაწირავებთან (ლვ. 1:2, 3; 2:1; რც. 5:15; 6:14, 21). ის აგრეთვე გამოყენებულია ეზეკიელის 20:28-სა და 40:43-ში. ბერძნული სიტყვა კორბანის მონათესავე სიტყვა კორბანას გვხვდება მათეს 27:6-ში, სადაც ჩაწერილია უფროსი მღვდლების სიტყვები, რომლებმაც თქვეს, რომ დაუშვებელი იყო იუდას მიერ ტაძარში დაყრილი, ღალატით მოპოვებული ფულის აღება და „წმინდა საგანძურში [კორბანასის ერთ-ერთი ფორმა] ჩაყრა“, რადგან ის „სისხლის საფასური“ იყო.

დედამიწაზე იესო ქრისტეს მსახურების დროს ღვთისთვის განკუთვნილი ძღვნის შესახებ არასწორმა ჩვეულებამ იჩინა თავი. ამიტომ იესომ გაკიცხა თვალთმაქცი ფარისევლები, რადგან თავიანთ ტრადიციებს ღვთის კანონზე მაღლა აყენებდნენ. როცა სახალხოდ აცხადებდნენ, რომ შეინახავდნენ ღვთისთვის იმას, რასაც „კორბანს“ უწოდებდნენ, ისინი უგულებელყოფდნენ ღვთის მოთხოვნას, პატივი ეცათ მშობლებისთვის (მთ. 15:3—6). ადამიანს თავისი ქონების ან მისი ნაწილის შესახებ შეეძლო უბრალოდ ეთქვა: „ეს იყოს კორბანი“ ან „ეს კორბანიაო“. იმ დროს ფარისევლების სწავლების თანახმად, თუ ადამიანი ერთხელ გამოაცხადებდა თავის ქონებას „კორბანად“ ანუ „ღვთისთვის განკუთვნილ ძღვნად“, მას არ უნდა გამოეყენებინა ის მშობლების დასახმარებლად, რა გაჭირვებულებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, თუმცა თავად თუ მოესურვებოდა, შეეძლო სიცოცხლის ბოლომდე ესარგებლა მისით. მართალია, ფარისევლები აცხადებდნენ, რომ პატივს სცემდნენ ღმერთს, მაგრამ მისი სამართლიანი მოთხოვნებისგან გულით შორს იყვნენ (მრ. 7:9—13).

ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი კორბანად წოდებულ ადამიანებზე წერდა, რომ მათ, ვინც საკუთარ თავს ღვთის კორბანს უწოდებდა — იმ გაგებით, რა გაგებითაც ბერძნები უწოდებდნენ ძღვენს — ამ ვალდებულებისგან გათავისუფლების სურვილის შემთხვევაში მღვდლებისთვის დაწესებული თანხა უნდა გადაეხადათ („იუდეველთა სიძველენი“, წ. IV, თ. 4, აბზ. 4). თუმცა სიტყვა „კორბანი“, ძირითადად, მაინც ღვთისთვის მიძღვნილ ქონებასთან გამოიყენება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება