საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ანგია“
  • ანგია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ანგია
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის წიგნი 37 — ანგია
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • „მე თქვენთანა ვარ“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • ანგია (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დაე ყველამ ადიდოს იეჰოვა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ანგია“

ანგია

[(დაბადებული) დღესასწაულზე]

ებრაელი წინასწარმეტყველი, რომელიც სპარსეთის მეფის, დარიოს ჰისტასპესის მეფობისა და ზერუბაბელის გამგებლობის დროს იუდასა და იერუსალიმში მსახურობდა (ანგ. 1:1; 2:1, 10, 20; ეზრ. 5:1, 2).

იუდაური გადმოცემის თანახმად, ანგია დიდი სინაგოგის წევრი იყო. ანგიას 2:10—19-ზე დაყრდნობით, ვარაუდობენ, რომ ის მღვდელი იყო. მისი სახელი წინასწარმეტყველ ზაქარიას სახელთან ერთად მოიხსენიება შემდეგი ფსალმუნების ეპიგრაფებში: 111-ე (ლათინური ვულგატა), 125-ე და 126-ე (სირიული ფეშიტა), 145-ე (ბერძნული სეპტუაგინტა, ფეშიტა და ვულგატა), 146-ე, 147-ე და 148-ე (სეპტუაგინტა, ფეშიტა). ანგია, სავარაუდოდ, ბაბილონში დაიბადა და იერუსალიმში ძვ. წ. 537 წელს ზერუბაბელსა და სხვა იუდეველებთან ერთად ჩავიდა. ანგიას შესახებ მთლიანობაში ძალიან ცოტაა ცნობილი, რადგან წმინდა წერილები თითქმის არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდის მასზე, მათ შორის, მისი წარმომავლობის და საგვარეულო ხაზის შესახებ.

ანგია პირველი წინასწარმეტყველი გახდა გადასახლებიდან დაბრუნებულებს შორის. ორი თვის შემდეგ მას ზაქარიაც შეუერთდა (ანგ. 1:1; ზქ. 1:1). თავის დროზე მტრების წინააღმდეგობის გამო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები შეჩერდა, თუმცა წლები გადიოდა და იუდეველები მშენებლობის განახლებას არ აპირებდნენ, რადგან გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდათ და მხოლოდ საკუთარი ცხოვრების მოწყობაზე ფიქრობდნენ. სამშობლოში დაბრუნებულ იუდეველებს ანგიამ ტაძრის მშენებლობის განახლების სურვილი გაუღვიძა (ეზრ. 3:10—13; 4:1—24; ანგ. 1:4). იუდეველებზე განსაკუთრებით იმ ოთხმა ცნობამ იმოქმედა, რომელიც ანგიამ დარიოს ჰისტასპესის მეფობის მეორე წელს (ძვ. წ. 520) დაახლოებით ოთხთვიანი პერიოდის განმავლობაში წარმოთქვა. ეს ოთხი ცნობა წინასწარმეტყველმა თავის მიერ დაწერილ ბიბლიის წიგნში ჩაწერა (ანგ. 1:1; 2:1, 10, 20; იხ. ანგია (ბიბლიის წიგნი)). ანგია და ზაქარია იმ დრომდე განაგრძობდნენ ხალხის გამხნევებას, სანამ ძვ. წ. 515 წელს, დარიოსის მეფობის მეექვსე წლის მიწურულს, ტაძრის მშენებლობა არ დასრულდა (ეზრ. 5:1, 2; 6:14, 15).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება