საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „თვალთმაქცი“
  • თვალთმაქცი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თვალთმაქცი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ფარისევლები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რა თვალსაზრისი გაქვს თვალთმაქცობაზე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • იესო ქრისტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მათეს სახარება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „თვალთმაქცი“

თვალთმაქცი

ის, ვინც თავს იმად წარმოაჩენს, რაც სინამდვილეში არ არის; ვინც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს.

ებრაული ხანეფიდან ნაწარმოები სიტყვები თვალთმაქცად და თვალთმაქცობად ითარგმნება, თუმცა ბიბლიის ზოგი თარგმანი (სსგ, ბსგ) მას უკეთურად, უღვთოდ, ურჯულოდ და პირფერად თარგმნის. ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, ხანეფიდან ნაწარმოები ზედსართავი სახელი აღნიშნავს მკრეხელურს, ურწმუნოს, უღმრთოს, ამავე ფუძიდან ნაწარმოები ზმნა კი — წაბილწვას, მკრეხელობას, სწორი გზიდან გადახვევას (A Hebrew and English Lexicon of the Old Testament, ბრაუნი, დრაივერი, ბრიგზი, 1980, გვ. 337, 338). წმინდა წერილში ხანეფ გვხვდება „ღვთის დამვიწყებელთა“ (იობ. 8:13), „ბოროტის“ (იობ. 20:5), „ბოროტმოქმედთა“ (ეს. 9:17) გვერდით და დაპირისპირებულია „მართალთან“ და „უდანაშაულოსთან“ (იობ. 17:8; იხ. განდგომილება).

თვალთმაქცად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ჰიპოკრიტეს მნიშვნელობებია: „მოპასუხე“ და „თეატრის მსახიობი“. ცნობილია, რომ ბერძენი და რომაელი მსახიობები იკეთებდნენ დიდ ნიღბებს, რომლებზეც ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა იყო დამაგრებული. ასე რომ, ბერძნულმა ჰიპოკრიტემ გადატანითი მნიშვნელობა შეიძინა და მატყუარასა და თვალთმაქცის სინონიმად იქცა. ეს ბერძნული სიტყვაა გამოყენებული სეპტუაგინტაში იობის 34:30-სა და 36:13-ში. ბიბლიაში თვალთმაქცებს ორგულებიც ეწოდებათ (ლუკას 12:46 შდრ. მათეს 24:51-თან), ხოლო თვალთმაქცობა (ჰიპოკრისის) გაიგივებულია მზაკვრობასთან და ცბიერებასთან (შდრ. მთ. 22:18; მრ. 12:15; ლკ. 20:23).

იესო ქრისტემ თვალთმაქცები უწოდა მათ, ვინც სხვების დასანახავად გასცემდა მოწყალებას, ლოცულობდა და მარხულობდა; აგრეთვე მათ, ვინც ბალახის ღერს (სხვისი უმნიშვნელო შეცდომები) ამჩნევდა ძმის თვალში, თავისი თვალიდან კი მორის (სერიოზული შეცდომები) მოშორება არ უნდოდა. იესოს თქმით თვალთმაქცები იყვნენ ისინიც, ვისაც თავი ღვთის მსახურებად მოჰქონდათ, შეეძლოთ ცასა და მიწაზე დაკვირვებით ამინდის გამოცნობა, მაგრამ იმას კი ვერ სწვდებოდნენ, რა მნიშვნელოვან დროში ცხოვრობდნენ და რა დიდებული მოვლენები ხდებოდა მათ თვალწინ (მთ. 6:2, 5, 16; 7:1—5; ლკ. 6:42; 12:54—56).

დედამიწაზე მსახურებისას ღვთის ძემ ისრაელის სასულიერო პირები თვალთმაქცებად შერაცხა და ამის მიზეზიც ახსნა. ისინი მხოლოდ ბაგით სცემდნენ შემოქმედს თაყვანს და თავიანთი ადათ-წესებით ძალას უკარგავდნენ ღვთის სიტყვას (მთ. 15:1, 6—9; მრ. 7:6, 7). ისინი ერთს ამბობდნენ და მეორეს აკეთებდნენ (მთ. 23:1—3). მწიგნობრები და ფარისევლები განზრახ ამბობდნენ უარს ზეციერ სამეფოში შესვლაზე, უარესიც, ისინი სხვებსაც უშლიდნენ იქ შესვლას. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, ვინმე მოექციათ თავის რჯულზე და საკუთარ თავზე ორჯერ მეტად ექციათ გეენის კერძად, ზედმიწევნით იცავდნენ კანონის წვრილმანებს, მაგრამ მხედველობიდან რჩებოდათ უფრო მნიშვნელოვანი — სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება. ისინი მხოლოდ გარედან ჩანდნენ სუფთები, შინაგანად კი ზედმეტობით იყვნენ სავსე. შეთეთრებული სამარხებივით გარეგნულად ლამაზები ანუ მართლები ჩანდნენ, „შიგნით კი თვალთმაქცობითა და უკანონობით“ იყვნენ სავსე. ეს თვალთმაქცები სამარხებს უშენებდნენ წინასწარმეტყველებს, მართლებს სამარხებს უმკობდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ თავიანთი წინაპრებივით მათ სისხლის ღვრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. თუმცა საქციელით ამტკიცებდნენ, რომ არაფრით განსხვავდებოდნენ თავიანთი სისხლისმღვრელი წინაპრებისგან (მთ. 23:13—36). ფარისეველთა და სადუკეველთა სწავლება, ფაქტობრივად, თვალთმაქცობა იყო (მთ. 16:6, 12; ლკ. 12:1; იხ. აგრეთვე ლკ. 13:11—17).

ფარისეველთა და ჰეროდეს მომხრეთა თვალთმაქცობა კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა ისინი იესოსთან მივიდნენ და გადასახადის თაობაზე კითხვა დაუსვეს. თავიდან ისინი იესოს პირფერულად მიუდგნენ: „მოძღვარო, ვიცით, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას“. შემდეგ კი სიტყვაში გამოჭერის მიზნით ჰკითხეს: „როგორ ფიქრობ, ნებადართულია სულადობრივი გადასახადის გადახდა კეისრისთვის?“. იესომ მათ თვალთმაქცები უწოდა, რადგან მათ კითხვაზე პასუხი კი არ აინტერესებდათ, არამედ იესოს სიტყვაში გამოჭერა უნდოდათ (მთ. 22:15—22; ლკ. 20:19—26; სურათი, ტ. 2, გვ. 544).

თვალთმაქცობა ადრე თუ გვიან მხილებული იქნება (ლკ. 12:1—3). თვალთმაქცებს ღმერთი მარადიული სიცოცხლის ღირსად არ თვლის (მთ. 24:48—51). ასე რომ, ქრისტიანს უთვალთმაქცო სიყვარული და რწმენა უნდა ჰქონდეს (რმ. 12:9; 2კრ. 6:4, 6; 1ტმ. 1:5). ზემოდან მომავალი სიბრძნე უთვალთმაქცოა (იაკ. 3:17).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება