იოახი
[იეჰოვა ძმაა (მეგობარი)].
1. კარიბჭის მცველ ლევიანთაგანი, რომელთაც დავით მეფის დროს საკუჭნაოები ებარათ; ობედ-ედომის მესამე ვაჟი (1მტ. 26:1, 4, 12—15).
2. ლევიანი გერშომის (გერშონი) ხაზით; ზიმას ძე (1მტ. 6:1, 19ბ—21). შესაძლოა, ეს ის იოახი იყო, რომელიც თავის ვაჟთან ერთად ეხმარებოდა ყოველგვარი უწმინდურების გადაყრაში, რომლებიც მეფე ხიზკიამ თავისი მეფობის დასაწყისში ტაძრიდან გაატანინა (2მტ. 29:1, 3, 12, 16).
3. მეფე ხიზკიას მიერ ასურელი რაბშაკეს მოსასმენად გაგზავნილი სამი წარმომადგენლიდან ერთ-ერთი; მათ ხმა არ უნდა ამოეღოთ, როცა ის იმუქრებოდა და ტრაბახობდა. თუმცა იოახმა და დანარჩენმა ორმა წარმომადგენელმა სთხოვეს რაბშაკეს, სირიულად ელაპარაკა, რადგან კარგად ესმოდათ, და არა ებრაულად, რომელიც ქალაქის გალავანზე მყოფ ხალხსაც ესმოდა. ისინი შემოხეული ტანსაცმლით მივიდნენ ხიზკიასთან და მისი მუქარა შეატყობინეს (2მფ. 18:18, 26, 36, 37; ეს. 36:3, 11, 21, 22). ფრაზა „მემატიანე იოახი, ასაფის ძე“ დედანში (ებრ. „იოახ ბენ ასაფი, მემატიანე“) შეიძლება ორნაირად იყოს გაგებული — ან იოახი იყო მემატიანე, ან ასაფი. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ იოახი იყო მემატიანე, რადგან მასთან მყოფი სხვა ორი წარმომადგენელიც ტიტულებით არის მოხსენიებული.
4. მემატიანე, რომლის ხელითაც მეფე იოშიამ ფული გაუგზავნა ტაძრის აღდგენაზე მომუშავეთ; იოახაზის ვაჟი (2მტ. 34:8—11).