ზიმა
გერშონელი ლევიანი (1მტ. 6:20); როგორც ჩანს, ის არის 1 მატიანის 6:42-ში მოხსენიებული ზიმა. თუ ამ გენეალოგიურ ნუსხაში გამოტოვებულია ბევრი სახელი (მსგავს ნუსხებში ასეთი რამ ხშირად ხდებოდა), შესაძლოა, მასზეა საუბარი 2 მატიანის 29:12-შიც, სადაც მისი შთამომავალი იოახი მოიხსენიება ხიზკიას დროს ტაძრის განმწმენდელებს შორის.