რომფა
ასტრალური ღვთაება, რომელიც სტეფანემ სინედრიონის წინაშე თავდაცვის დროს ახსენა (სქ. 7:43). სტეფანე, როგორც ჩანს, ბერძნული სეპტუაგინტიდან ციტირებდა ამოსის 5:26, 27-ს იმის საჩვენებლად, რომ ისრაელების გადასახლების მიზეზი უცხო ღმერთების, მათ შორის რომფას (ქიუნის) თაყვანისცემა იყო. სეპტუაგინტის მთარგმნელებმა „ქიუნი“ რეფანად თარგმნეს, თუმცა უესტკოტისა და ჰორტის ბერძნულ ტექსტში სტეფანეს მიერ მოყვანილ ციტატაში გვხვდება „რომფა“. საქმეების 7:43-თვის დართულ შენიშვნაში ფ. ჯ. ა. ჰორტი აღნიშნავს: „LXX-ში ამოსის 5:26-ში გამოყენებულია [რეფან], რომელიც ჰგავს რეპას ან რეფას, ეგვიპტელთა სატურნის (სების) ერთ-ერთ სახელს“ (The New Testament in the Original Greek, უესტკოტი და ჰორტი, გრაცი, 1974, ტ. II, დანართი, გვ. 92; იხ. ასტროლოგები [მოლექი და ასტროლოგია ისრაელში]; ქიუნი).