ქიუნი
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელი ქიუნი დგას პარალელურად „ღვთაების ვარსკვლავთან“, ის ვარსკვლავური (ასტრალური) ღვთაება უნდა იყოს (ამ. 5:26). მასში იგულისხმება აქადური ვარსკვლავი კაიმანუ ან კაივანუ, რადგან აქადურ წარწერებში ეს სახელი ეწოდება სატურნს (ვარსკვლავთ ღმერთი). მასორეტულ ტექსტში ამ სახელს ხმოვნები სპეციალურად ისე აქვს ჩამატებული, რომ იკითხებოდეს ებრაული სიტყვა შიკკუც (სისაძაგლე). ბერძნულ სეპტუაგინტაში ქიუნს ეწოდება რეფანი, სავარაუდოდ, სატურნის ეგვიპტური სახელი. საქმეების 7:43-ში სტეფანეს მიერ მოყვანილ ციტატაში უესტკოტისა და ჰორტის ბერძნულ ტექსტში გვხვდება „რომფა“ (იხ. ასტროლოგები; რომფა).