სიკუთი
სავარაუდოდ ასტრალური ღვთაება, იქიდან გამომდინარე, რომ „სიკუთის“ პარალელურად მოხსენიებულია „ღვთაების ვარსკვლავი“ (ამ. 5:26). ებრაულ მასორეტულ ტექსტში მას განგებ ისე აქვს ხმოვნები დამატებული, რომ იკითხებოდეს შიკკუც, რაც სისაძაგლეს ნიშნავს. ბაბილონელები სიკუთს უწოდებდნენ სატურნს (ასტრალური ღვთაება). ბერძნულ სეპტუაგინტაში გამოთქმა „თქვენს მეფე სიკუთს“ ნათარგმნია როგორც „მოლოქის კარავი“. ვინაიდან სტეფანე, სავარაუდოდ, სეპტუაგინტიდან ციტირებდა, მანაც „მოლოქის კარავი“ გამოიყენა (სქ. 7:43). „სიკუთი“ შესაძლოა იყო გადასატანი სამლოცველო ან კარავი, რომელშიც მოლოქის კერპი იდგა (იხ. ასტროლოგები [მოლექი და ასტროლოგია ისრაელში]).