სუქოთ-ბენოთი
[კარვები ბენოთისა]
ღვთაება, რომელსაც ეთაყვანებოდნენ ბაბილონელები, რომლებიც ასურეთის მეფემ ჩაასახლა სამარიის ქალაქებში ისრაელის ათტომიან სამეფოში მცხოვრებთა გადასახლების შემდეგ (2მფ. 17:30). ზოგი მეცნიერის აზრით „სუქოთ-ბენოთი“ არის მეროდაქის (მარდუქის) ცოლის, სარპანიტუს ებრაული ფორმა. ზოგი იმ აზრს უფრო ემხრობა, რომ სუქოთ-ბენოთი მეროდაქი, იგივე მარდუქია, ვინაიდან ეს სახელი შეიძლება იყოს ტიტულ საკუთბანვატის ეკვივალენტი, რაც ნიშნავს მრჩეველს, მიწის შემოქმედს. ამ ტიტულით ცნობილი იყო მეროდაქი, რომელსაც ბაბილონელები ქვეყნის შემოქმედად თვლიდნენ.