საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „თამუზი (I)“
  • თამუზი (I)

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თამუზი (I)
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • თამუზი (II) [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ცის დედოფალი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „ნახე, რა ბოროტებას, რა სისაძაგლეს სჩადიან“
    წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
  • „ხედავ ამას, კაცის ძეო?“
    წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „თამუზი (I)“

თამუზი (I)

ღვთაება, რომელსაც განდგომილი ებრაელი ქალები იერუსალიმში დასტიროდნენ წინასწარმეტყველ ეზეკიელის გადასახლებაში ყოფნის მეექვსე წელს (ძვ. წ. 612) (ეზკ. 8:1, 3, 14).

შუმერულ ტექსტებში თამუზს დუმუზი ეწოდება. ის არის ნაყოფიერების ქალღმერთ ინანას (ბაბილონური იშთარი) მეუღლე და საყვარელი. არსებობს მოსაზრება, რომ თამუზი სინამდვილეში მეფე იყო, რომელიც სიკვდილის შემდეგ გააღმერთეს. შუმერული ტექსტებიდან ცნობილია (სავარაუდოდ ძვ. წ. მე-18 ს.-ით დათარიღებული), რომ შუმერის მეფეებს დუმუზის განსახიერებად მიიჩნევდნენ.

თამუზის ვინაობასთან დაკავშირებით დ. ვოლკშტაინი და ს. ნ. კრამერი კომენტირებენ: „ძველ შუმერში საკმაოდ ბევრი მოკვდავი ღმერთი არსებობდა, ამათგან ყველაზე ცნობილი დუმუზი, ბიბლიური თამუზი იყო, რომელსაც იერუსალიმელი ქალები წინასწარმეტყველ ეზეკიელის დრომდე დასტიროდნენ. სინამდვილეში ღვთაება დუმუზი მოკვდავი შუმერი მმართველი იყო, რომლის ცხოვრებამ და სიკვდილმა წარუშლელი კვალი დატოვა შუმერ მოაზროვნეთა და მითების შემქმნელთა მეხსიერებაში“ (Inanna, Queen of Heaven and Earth, ნიუ-იორკი, 1983, გვ. 124). გარდა ამისა, ო. რ. გარნეი წერს: «დუმუზი თავიდან კაცი იყო, ერექის მეფე ... დუმუზის ადამიანურ ბუნებას თავად მითოლოგიური სიუჟეტიც ადასტურებს, რომელშიც იგი ინანას ეუბნება: „მე გაგიძღვები ჩემი ღვთის სახლისაკენ“. ფაქტია, რომ ღმერთი ამას არ იტყოდა» (Journal of Semitic Studies, ტ. 7, 1962, გვ. 150—152).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება