საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w94 2/1 გვ. 8-12
  • ღვთიური სწავლება იმარჯვებს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღვთიური სწავლება იმარჯვებს
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • სიბრძნის ძიებაში
  • იეჰოვას დიდებული სახელმძღვანელო
  • უფრო და უფრო ნათელი გაგება
  • ღმერთის საოცარ სინათლეში
  • თაყვანისცემა სულით და ჭეშმარიტებით
  • გამარჯვებული ცდუნებებსა და ქვეყნიერებაზე
  • ისარგებლე ღვთიური სწავლებით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
  • საოლქო კონგრესები „ღვთიური დამოძღვრა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1993
  • დღემდე განისწავლებიან იეჰოვას მიერ
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-8
  • ღვთიური სწავლება დემონთა მოძღვრებების წინააღმდეგ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
w94 2/1 გვ. 8-12

ღვთიური სწავლება იმარჯვებს

„იხილავენ თქვენს მოძღვარს თქვენი თვალები. თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე“ (ესაია 30:20, 21).

1. რატომ შეიძლება ვთქვათ, რომ იეჰოვას მოძღვრება ღვთიური სწავლებაა?

იეჰოვა ღმერთი არის წყარო, ყველაზე საუკეთესო სწავლების, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს. თუ მოვისმენთ რას გვეუბნება ღმერთი განსაკუთრებით საღვთო წერილის მეშვეობით, ის ჩვენთვის დიდებული მოძღვარი გახდება (ესაია 30:20). ებრაულ წერილებში მას, ასევე ‘ღმერთთა ღმერთი’ ეწოდება (ფსალმუნი 49:1). მაშასადამე, იეჰოვასაგან გამომდინარე დამოძღვრა — ღვთიური სწავლებაა.

2. რა გაგებით არის ბრძენი მხოლოდ ღმერთი?

2 ქვეყნიერება ამაყობს უმაღლესი სასწავლებლების სიმრავლით, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ამცნობს ღვთიურ სწავლებას. თანაც, კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში დაგროვილი სიბრძნე საკმაოდ მცირეა იეჰოვას უსაზღვრო სიბრძნეზე დაფუძნებულ ღვთიურ მოძღვრებასთან შედარებით. რომაელთა 14:26-ში ნათქვამია, რომ ღმერთი არის ბრძენი, და ეს ჭეშმარიტებაა, რადგან მხოლოდ იეჰოვა ფლობს სრულ სიბრძნეს.

3. რატომ არის იესო ქრისტე დედამიწაზე ოდესღაც მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული მასწავლებელი?

3 ღმერთის ძე, იესო ქრისტე, არის სიბრძნის სრულყოფილი მაგალითი და დედამიწაზე ოდესღაც მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული მასწავლებელი. ეს არ არის გასაკვირი! საუკუნეების განმავლობაში, მისი მასწავლებელი ზეცაში იყო იეჰოვა. ფაქტობრივად, ღვთიური სწავლება დაიწყო ღმერთის პირველი ქმნილების, მხოლოდშობილი ძის დამოძღვრით. ამიტომ შეეძლო იესოს ეთქვა: „როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“ (იოანე 8:28; იგავნი 8:22, 30). ბიბლიაში ჩაწერილი ქრისტეს სიტყვები აღრმავებს ჩვენს ცოდნას ღვთიური სწავლების შესახებ. იესოს მიერ დამოძღვრილი ცხებული ქრისტიანები დაემორჩილნენ დიდებულ მოძღვარს, რომლის ნება შედგებოდა იმაში, რომ კრების მეშვეობით გავრცელებულიყო „ღმერთის მრავალმხრივი სიბრძნე“ (ეფესელთა 3:10, 11; 5:1; ლუკა 6:40).

სიბრძნის ძიებაში

4. რა შეიძლება ითქვას ტვინის უნარის შესახებ?

4 ღვთიური სწავლებიდან გამომდინარე სიბრძნის მოსაპოვებლად გულმოდგინებით უნდა გამოვიყენოთ ღმერთის მიერ ბოძებული აზროვნების უნარი. ეს შესაძლებელია, რადგან ადამიანის ტვინს აქვს აღმაფრთოვანებელი შესაძლებლობები. წიგნი „საოცარი მექანიზმი“ (ინგლ.) ამბობს: „ყველაზე რთული კომპიუტერიც კი, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, პრიმიტიულია ადამიანის ტვინთან შედარებით, რომელიც პრაქტიკულად მიუწვდომელია თავისი სირთულითა და მოქნილობით ანუ თვისებებით, რომლებიც გამოწვეულია ელექტროქიმიური სიგნალების რთული, გრადუირებული სისტემით. . . ყოველ წამში შენს ტვინში გადის მილიონობით სიგნალი, რომელიც ატარებს არაჩვეულებრივად დიდი რაოდენობის ინფორმაციას. სიგნალები გატყობინებენ შენი სხეულის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ, მაგალითად როგორიცაა: ფეხის თითის სპაზმი, ყავის სასიამოვნო სუნი ან მეგობრის ხუმრობა. სხვა სიგნალები კი ამუშავებენ და ანალიზს უკეთებენ ინფორმაციას, იწვევენ გარკვეულ გრძნობებს, მოგონებებს, ფიქრებს ან გეგმებს, რომელთაც მივყავართ რაიმე გადაწყვეტილებამდე. თითქმის დაუყოვნებლივ, შენი ტვინის სიგნალები ატყობინებენ სხეულის სხვა ნაწილებს თუ რა უნდა გააკეთონ: აამოძრაო თითი, დალიო ყავა, გაიცინო ან შესაძლოა გაიხუმრო საპასუხოდ. ამავე დროს შენი ტვინი აკონტროლებს შენს სუნთქვას, სისხლის ქიმიურ შედგენილობას, ტემპერატურასა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებს, რომელთა მოქმედებას ვერც გრძნობ. მისი ბრძანებების შედეგად შენი სხეული აგრძელებს სტაბილურ და შეუფერხებელ მუშაობას, შენს გარშემო და შიგნით მიმდინარე მუდმივი ცვლილებების მიუხედავად. ის, აგრეთვე, მზად არის გამოეხმაუროს მომავალ მოთხოვნილებებს“ (გვერდი 326).

5. საღვთო წერილის თანახმად, რა არის სიბრძნე?

5 მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ტვინს, უეჭველად, საოცარი უნარი აქვს, როგორ შეგვიძლია უფრო უკეთესად გამოვიყენოთ ჩვენი გონება? არა იმით, რომ ჩავუღრმავდეთ მხოლოდ რომელიმე ენის, ისტორიის, მეცნიერების გულმოდგინე სწავლას ან რელიგიების შედარებას. უპირველესად, აზროვნების უნარი მიმართული უნდა იყოს ღვთიური სწავლების მიღებისაკენ. მხოლოდ ამ საშუალებით მოვიპოვებთ ნამდვილ სიბრძნეს. მაგრამ რა არის ჭეშმარიტი სიბრძნე? საღვთო წერილში მოცემული სიბრძნე გამომდინარეობს ზუსტ შემეცნებასა და სწორ გაგებაზე დაფუძნებული საღი აზროვნებიდან. სიბრძნე გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ შემეცნება და გაგება, რომ წარმატებით გადავწყვიტოთ პრობლემები, გავექცეთ ან მოვერიდოთ საშიშროებებს, დავეხმაროთ სხვებს და მივაღწიოთ მიზნებს. საინტერესოა, რომ ბიბლია სიბრძნეს უპირისპირებს სიბრიყვესა და უგუნურებას — თვისებებს, რომელთაც ნამდვილად გვსურს თავი ავარიდოთ (მეორე რჯული 32:6; იგავნი 11:29; ეკლესიასტე 6:8).

იეჰოვას დიდებული სახელმძღვანელო

6. რით უნდა ვისარგებლოთ, რომ გამოვამჟღავნოთ ჭეშმარიტი სიბრძნე?

6 ქვეყნიერება აღსავსეა საერო სიბრძნით (1 კორინთელთა 3:18, 19). დაუკვირდით, რაოდენ ბევრია სასწავლებლები და ბიბლიოთეკები, რომლებიც შეიცავს მილიონობით წიგნს! ამათგან მრავალი სახელმძღვანელო განკუთვნილია ენის, მათემატიკის, მეცნიერებისა და შემეცნების სხვა დარგში განვითარებისთვის. მაგრამ, დიდებულმა მოძღვარმა შემოგვთავაზა სახელმძღვანელო, რომელიც აღემატება ყველა დანარჩენს — ინსპირირებული სიტყვა, ბიბლია (2 ტიმოთე 3:16, 17). ის ზუსტია, არა მხოლოდ ისტორიის, გეოგრაფიისა და ბოტანიკის საკითხებში, არამედ ასევე მომავლის წინასწარმეტყველებაში. გარდა ამისა, ის უკვე ახლა გვეხმარება ბედნიერი და უფრო ნაყოფიერი ცხოვრების გატარებაში. ცხადია, როგორც ამქვეყნიური სასწავლებლების სტუდენტები საჭიროებენ წიგნების გამოყენებას, ასევე ჩვენც კარგად უნდა გავეცნოთ და გამოვიყენოთ ღმერთის დიდებული სახელმძღვანელო, თუ გვსურს, როგორც ‘ღმერთის მიერ განსწავლულებმა’ გამოვამჟღავნოთ ჭეშმარიტი სიბრძნე (იოანე 6:45).

7. შენი აზრით, რატომ არ არის საკმარისი ბიბლიის შინაარსის მხოლოდ გონებრივი გაცნობა?

7 ბიბლიის ზედაპირული, გონებრივი გაცნობა სულაც არ ნიშნავს ჭეშმარიტი სიბრძნის მოპოვებასა და ღვთიურ სწავლებასთან თანხმობაში ყოფნას. ილუსტრაციისათვის: ახალი წელთაღრიცხვით მე-17 საუკუნეში ერთ კათოლიკეს, კორნელიუს ვან დერ სტენს, სურდა გამხდარიყო იეზუიტი, მაგრამ უარი მიიღო, რადგან ძალიან დაბალი იყო. წიგნში „იეზუიტები — ისტორია და ლეგენდა იესოს საზოგადოების შესახებ“ (ინგლ.) მანფრედ ბარტელმა თქვა: „კომიტეტმა შეატყობინა ვან დერ სტენს, რომ მზად არის წავიდეს დათმობაზე, მხოლოდ ერთი პირობით — თუ ისწავლის მთელ ბიბლიას ზეპირად. ამ ამბავს აზრი არ ექნებოდა ვან დერ სტენს რომ არ შეესრულებინა ეს კადნიერი მოთხოვნა“. რამხელა ძალისხმევას მოითხოვს მთელი ბიბლიის დაზეპირება! თუმცა, ნათელია, რომ დაზეპირებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ღმერთის სიტყვის გაგება.

8. რა დაგვეხმარება, ვისარგებლოთ ღვთიური სწავლებით და გამოვავლინოთ ჭეშმარიტი სიბრძნე?

8 იმისათვის, რომ სავსებით ვისარგებლოთ ღვთიური სწავლებით და გამოვამჟღავნოთ ჭეშმარიტი სიბრძნე, ჩვენ ვსაჭიროებთ საღვთო წერილის ზუსტ შემეცნებას. ასევე ვსაჭიროებთ იეჰოვას წმინდა სულის ანუ მოქმედი ძალის ხელმძღვანელობას. ეს კი უნარიანს გაგვხდის საფუძვლიანად შევისწავლოთ ჭეშმარიტებები, ‘ღმერთის სიღრმეები’ (1 კორინთელთა 2:10). ამიტომ, მოდით გულმოდგინედ ვისწავლოთ იეჰოვას დიდებული სახელმძღვანელო და ვილოცოთ, რომ ღმერთმა გვიხელმძღვანელოს თავისი წმინდა სულით. იგავნის 2:1-6-ში მოყვანილი სიტყვების თანახმად, დაე, ყური მივაპყროთ სიბრძნეს, გული გვეწეოდეს გონიერებისკენ და მოვუწოდებდეთ ჭკუას. გავაკეთოთ ყოველივე ეს, ისე თითქოს განძს ვეძებთ, მხოლოდ მაშინ ‘შევიგნებთ უფლის შიშს და მოვიპოვებთ ღვთისშემეცნებას’. ღვთიური სწავლების გამარჯვებებისა და აღმატებულობებისაგან ზოგიერთის გარჩევა გაზრდის ჩვენს მადლიერებას ღმერთის მიერ მოცემული სიბრძნის მიმართ.

უფრო და უფრო ნათელი გაგება

9, 10. რა თქვა ღმერთმა დაბადების 3:15-ის თანახმად და როგორია ამ სიტყვების ნამდვილი მნიშვნელობა?

9 ღვთიური სწავლება იმარჯვებს, რადგან იეჰოვას ხალხის მიერ საღვთო წერილის გაგება იზრდება. მაგალითად, ჩვენ გავიგეთ, რომ ედემში გველის მეშვეობით ლაპარაკობდა სატანა ეშმაკი და ზუსტად მან წაუყენა ღმერთს ბრალდება, თითქოს ის ტყუოდა, რომ აკრძალული ნაყოფის შეჭმას მოჰყვებოდა სიკვდილი. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ იეჰოვა ღმერთისადმი დაუმორჩილებლობამ ადამიანთა მთელ მოდგმას სიკვდილი მოუტანა (დაბადება 3:1-6; რომაელთა 5:12). მიუხედავად ამისა, ღმერთმა მისცა კაცობრიობას იმედი, როცა უთხრა გველს, ესე იგი სატანას: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (დაბადება 3:15).

10 ამ სიტყვებში იყო ჩადებული საიდუმლო, რომელიც ღვთიური სწავლების მეშვეობით თანდათან გამომჟღავნდა. იეჰოვამ ასწავლა თავის ხალხს, რომ ბიბლიის ძირითადი თემაა — მისი უმაღლესი ძალაუფლების გამართლება თესლის საშუალებით, რომელიც აბრაამისა და დავითის შთამომავალია და რომელსაც სრული უფლება აქვს იყოს სამეფოს მმართველი (დაბადება 22:15-18; მეორე მეფეთა 7:12, 13; ეზეკიელი 21:30-32). ჩვენმა დიდებულმა მოძღვარმა გვასწავლა, რომ იესო ქრისტე იმ „დედაკაცის“ მთავარი თესლია, რომელიც არის ღმერთის უნივერსალური ორგანიზაცია (გალატელთა 3:16). სატანის მიერ გამოწვეული ყველა ცდუნების მიუხედავად, იესომ შეინარჩუნა უმწიკვლოება თვით სიკვდილამდე, როდესაც თესლი ქუსლში იყო დაგესლილი. ასევე, ვისწავლეთ, რომ სამეფოს 144 000 თანამემკვიდრე, რომლებიც ადამიანთაგან არიან ამორჩეულნი, ქრისტესთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას სატანის, ‘პირველყოფილი გველის’, თავის გაჭეჭყვაში (გამოცხადება 14:1-4; 20:2; რომაელთა 16:20; გალატელთა 3:29; ეფესელთა 3:4-6). რამდენად დასაფასებელია ღმერთის სიტყვის ასეთი შემეცნება!

ღმერთის საოცარ სინათლეში

11. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ღვთიური სწავლება იმარჯვებს იმიტომ, რომ მიჰყავს ადამიანები სულიერი სინათლისკენ?

11 ღვთიური სწავლება იმარჯვებს სულიერ სინათლეში ადამიანთა მიყვანით. ცხებულმა ქრისტიანებმა უკვე შეიცნეს 1 პეტრეს 2:9-ის შესრულება: „თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, მეფური სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა აუწყოთ სათნოებანი სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისაკენ თქვენი მომწოდებლისა“. დღეს, ღმერთისგან გამომდინარე სინათლით, ასევე „უამრავი ხალხი“ სარგებლობს, რომელიც იცხოვრებს სამოთხეში დედამიწაზე (გამოცხადება 7:9; ლუკა 23:43). იმით, რომ ღმერთი მოძღვრავს თავის ხალხს, სრულდება იგავნის 4:18: „მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე“. შემეცნების ზრდის პროცესში ღვთიური სწავლება ჩვენთვის სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, ისევე, როგორც მასწავლებლის დახმარების წყალობით მოსწავლეები აღწევენ წარმატებებს გრამატიკაში, ისტორიაში ან სხვა საგნებში.

12, 13. რომელი ცრუ დოგმებისგან იცავს ღვთიური სწავლება იეჰოვას ხალხს?

12 ღვთიური სწავლების კიდევ ერთი გამარჯვებაა ‘ეშმაკთა მოძღვრებათაგან’ თავმდაბალი მიმდევრების დაცვა (1 ტიმოთე 4:1). ახლა კი შეხედე ქრისტიანულ სამყაროს! 1878 წელს რომაელმა კათოლიკე პრელატმა, ჯონ ჰენრი ნიუმენმა, დაწერა: „იმაზე მინდობით, რომ ქრისტიანული ძალები წინაღუდგებოდნენ ბოროტების ინფექციას და იმით, რომ დემონურ თაყვანისცემასთან დაკავშირებული მრავალი ხელსაწყო და საგანი გადააკეთეს ევანგელიკური გამოყენებისთვის,. . . ეკლესიის წინამძღოლები, ჯერ კიდევ ადრეული წლებიდან, მზად იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში, მიეღოთ, მიებაძათ ან დაედგინათ, როგორც ხალხში არსებული წეს-ჩვეულებები, ასევე განათლებული ფენის ფილოსოფია“. ნიუმენი ამატებს, რომ ისეთი საგნები, როგორიცაა ნაკურთხი წყალი, მღვდლის შესამოსელი და გამოსახულებები იყო „კერპთაყვანისმცემლური წარმოშობის, მაგრამ ეკლესიაში შეტანით ნაკურთხი გახდა“. რასაკვირველია, ღმერთის ხალხი მადლიერია, რომ ღვთიური სწავლება იცავს მათ ასეთი განდგომილებისგან. ის სძლევს დემონიზმის ყველა სახეობას (საქმე 19:20).

13 ღვთიური სწავლება სრულად იმარჯვებს რელიგიურ შეცდომებზე. მაგალითად, ჩვენ, როგორც ღმერთის მიერ განსწავლულ ადამიანებს, არ გვწამს სამება, მაგრამ ვაღიარებთ, რომ იეჰოვა არის უზენაესი, იესო — მისი ძე და სულიწმიდა — ღმერთის მოქმედი ძალა. ჩვენ არ გვეშინია ჯოჯოხეთის ცეცხლის, რადგან შევიცანით, რომ ბიბლიური ჯოჯოხეთი საერთო საკაცობრიო სამარეა. და მაშინ, როდესაც ცრუ რელიგიის მიმდევრები ლაპარაკობენ სულის უკვდავებაზე, ჩვენ ვიცით, რომ მკვდრები საერთოდ არაფერს გრძნობენ. ღვთიური სწავლებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი ჭეშმარიტების ჩამოთვლა შეიძლება. რაოდენ დიდი კურთხევაა, იყო თავისუფალი დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიური მსოფლიო მპყრობლის, სულიერი მონობისგან! (იოანე 8:31, 32; გამოცხადება 18:2, 4, 5).

14 რატომ შეუძლიათ ღმერთის მსახურთ, იარონ სულიერ სინათლეში?

14 რადგან ღვთიური სწავლება იმარჯვებს რელიგიურ შეცდომებზე, ღმერთის მსახურთ აქვთ შესაძლებლობა იარონ სულიერ სინათლეში. სინამდვილეში, მათ ესმით სიტყვები: „აჰა, გზა, იარეთ მასზე“ (ესაია 30:21). ღმერთისგან გამომდინარე სწავლება, ასევე იცავს მის ხალხს ცრუ შეხედულებებისგან. როდესაც „ცრუ მოციქულნი“ კორინთოს კრებაში პრობლემებს წარმოქმნიდნენ, მოციქულმა პავლემ დაწერა: „ვინაიდან ჩვენი საომარი იარაღი ხორციელი არ არის, არამედ ძლიერია ღმერთის მიერ სიმაგრეთა დასანგრევად; იმით ვამხობთ ზრახვებს და ყოველ სიმაღლეს, რომელიც აღმართულია ღმერთის შემეცნების წინააღმდეგ, ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესათვის დასამორჩილებლად“ (2 კორინთელთა 10:4, 5; 11:13-15). ღვთიური სწავლების საწინააღმდეგო შეხედულება მარცხდება კრებაში თავმდაბლურად მოწოდებული სწავლებითა და სხვებისთვის კეთილი ცნობის ქადაგებით (2 ტიმოთე 2:24-26).

თაყვანისცემა სულით და ჭეშმარიტებით

15, 16. რას ნიშნავს თაყვანი ვცეთ იეჰოვას სულით და ჭეშმარიტებით?

15 სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლისას ღვთიური სწავლება იმარჯვებს, რადგან უჩვენებს თავმდაბლებს, როგორ სცენ თაყვანი ღმერთს „სულით და ჭეშმარიტებით“. ქალაქ სიქარის მახლობლად, იაკობის ჭასთან, იესომ უთხრა სამარიელ ქალს, რომ შესძლებდა მარადიული სიცოცხლის მომტანი წყლის მიცემას. რადგან სამარიელებს გულისხმობდა, მან დაუმატა: „თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს. . . დგება ჟამი, და ახლა არის, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულით და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:7-15, 21-23). შემდეგ იესომ გამოაცხადა, რომ მესია იყო.

16 მაგრამ, როგორ შეგვიძლია, თაყვანი ვცეთ ღმერთს სულით? — ღმერთის სიტყვის ზუსტ შემეცნებაზე დაფუძნებული სიყვარულითა და მადლიერებით აღსავსე გულებით. ჭეშმარიტებით თაყვანისცემა კი ითვალისწინებს რელიგიური სიცრუის უარყოფასა და იეჰოვას დიდებული სახელმძღვანელოს მიხედვით მისი ნების შესრულებას.

გამარჯვებული ცდუნებებსა და ქვეყნიერებაზე

17. როგორ შეგიძლია დაამტკიცო, რომ ღვთიური სწავლება ეხმარება იეჰოვას მსახურებს ცდუნებების დაძლევაში?

17 როდესაც ღმერთის ხალხი ხვდება ცდუნებებს, ღვთიური სწავლება ისევ და ისევ იმარჯვებს. განვიხილოთ ასეთი მაგალითი: 1939 წლის სექტემბერში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, იეჰოვას მსახურებს სჭირდებოდათ დიდებული სახელმძღვანელოს განსაკუთრებული გაგება. დიდი დახმარება გაუწია 1939 წლის 1 ნოემბერს გამოცემული „საგუშაგო კოშკის“ სტატიამ, რომელშიც ნათლად იყო გაშუქებული ღვთიური სწავლებიდან გამომდინარე ქრისტიანული ნეიტრალიტეტის საკითხი (იოანე 17:16). მსგავსად ამისა, 1960-იანი წლების დასაწყისში, სოციალური მღელვარების დროს, „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატიები ‘უმაღლესი ხელისუფლების’ მიმართ სათანადო მორჩილების შესახებ, დაეხმარა ღმერთის ხალხს ღვთიური სწავლების პრინციპების შესრულებაში (რომაელთა 13:1-7; საქმე 5:29).

18. როგორ განიხილავდნენ ახალი წელთაღრიცხვით მეორე და მესამე საუკუნეებში მცხოვრები ქრისტიანები უხამს გართობებს და როგორ გვეხმარება ღვთიური სწავლება ამ საკითხში დღეს?

18 ღვთიური სწავლება გვეხმარება გავიმარჯვოთ ცდუნებებზე, როგორიცაა უხამსი გართობების ძიების მომხიბვლელობა. შენიშნე, თუ რას ლაპარაკობენ ახალი წელთაღრიცხვით მეორე და მესამე საუკუნეებში მცხოვრები ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევრები. ტერტულიანე წერდა: „ჩვენ არ ვიზიარებთ მათ საუბრებსა და შეხედულებებს, და არაფერი გვაქვს საერთო იმასთან, რასაც ვისმენთ, არც ასპარეზობის უგუნურებასთან, არც თეატრის უხამსობასთან და არც არენის სისასტიკესთან“. დროის ამავე პერიოდის სხვა მწერალი სვამს კითხვას: „რა საერთო აქვს ყველაფერ ამასთან მორწმუნე ქრისტიანს, როცა მან არც კი უნდა იფიქროს ბოროტებაზე? რატომ ეძებს სიამოვნებას სახალხოდ წარმოდგენილ უხამსობაში?“ თუმცა ეს მწერლები პირველი საუკუნის ქრისტიანებზე რამდენიმე ათწლეულის მოგვიანებით ცხოვრობდნენ, ისინი ამხელდნენ უხამს გართობებს. დღეს, ღვთიური სწავლება გვაწვდის სიბრძნეს, რომ მოვერიდოთ ისეთ გართობებს, რომლებშიც არის უწესობა, უზნეობა და ძალადობა.

19. როგორ გვეხმარება ღვთიური სწავლება, რომ გავიმარჯვოთ ქვეყნიერებაზე?

19 ღვთიური სწავლებისადმი მორჩილება თვით ქვეყნიერებაზე გამარჯვებისთვის გვამზადებს. დიახ, ჩვენი დიდებული მოძღვრის სწავლების მიღება გვმატებს ძალას, რომ გავიმარჯვოთ სატანის ძალაუფლებაში მყოფი ქვეყნიერების ბოროტ ზეგავლენაზე (2 კორინთელთა 4:4; 1 იოანე 5:19). ეფესელთა 2:1-3-ში ნათქვამია, რომ ღმერთმა გაგვაცოცხლა, თუმცა მკვდრები ვიყავით ჩვენი დანაშაულით და ცოდვებით, როდესაც ჰაერში გაბატონებული მთავრის ნებით ვიარებოდით. ჩვენ ვმადლობთ იეჰოვას, რომ ღვთიური სწავლება გვეხმარება, გავიმარჯვოთ ქვეყნიურ სურვილებზე და სულზე, რომელიც გამომდინარეობს ღმერთისა და ჩვენი მტრის — ტყუილების დიდოსტატის, სატანა ეშმაკისგან!

20. რა საკითხები იმსახურებენ ჩვენს ყურადღებას შემდგომში?

20 ნათელია, ღვთიური სწავლება მრავალგზის არის გამარჯვებული. სინამდვილეში, შეუძლებელია მისი ყველა გამარჯვების ჩამოთვლა. ის მოქმედებს მთელი დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ადამიანებზე. მაგრამ, როგორ მოქმედებს ის შენზე? როგორ ზეგავლენას ახდენს ღვთიური სწავლება შენს ცხოვრებაზე?

[რა ისწავლე ამ სტატიიდან?]

□ როგორ შეიძლება გამოვიცნოთ ჭეშმარიტი სიბრძნე?

□ რა იყო ღმერთის მიერ თანდათანობით გამომჟღავნებული დაბადების 3:15-თან დაკავშირებით?

□ როგორ იმარჯვებს ღვთიური სწავლება სულიერ საკითხებში?

□ რას ნიშნავს თაყვანი ვცეთ ღმერთს სულით და ჭეშმარიტებით?

□ როგორ დაეხმარა ღვთიური სწავლება იეჰოვას მსახურებს, გაემარჯვათ ცდუნებებსა და ქვეყნიერებაზე?

[სურათი მე-10 გვერდზე]

იესომ შეინარჩუნა უმწიკვლოება სიკვდილამდე — როდესაც თესლი ქუსლში იყო დაგესლილი

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება