მიენდე იეჰოვას და ის გაზრდის
1 «თავიდან განვიცდიდი არაჩვეულებრივ სიხარულს ახალი კრების ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევის გამო. ეს იყო ორი წლის განმავლობაში გულმოდგინე შრომის, მუდმივი ლოცვებისა და იეჰოვაზე მინდობის შედეგი, რომელიც ‘ზრდის’ ყველაფერს». ეს დაწერა კეთილსინდისიერმა პიონერმა, რომელმაც შეიგნო ზრდისთვის იეჰოვაზე მინდობის აუცილებლობა (1 კორ. 3:5–9). თუ გვსურს, რომ ნაყოფიერი იყოს ჩვენ მიერ სულიერ საკვებზე მოწყურებული ხალხის ძებნა, გვესაჭიროება ღვთისგან მხარდაჭერა (იგავ. 3:5, 6).
2 ზრდა მოითხოვს დამუშავებას. თუ გვსურს, რომ ჭეშმარიტების თესლი გაიზარდოს, უნდა დამუშავდეს. პირველი მონახულებიდან ერთ-ორ დღეში მიკითხვა ხშირად კარგ შედეგებს იძლევა. იყავი გულთბილი და მეგობრული. თავისუფალი ატმოსფერო შექმენი, რათა შებოჭილად არ იგრძნოს თავი. ენად ნუ გაიკრიფები. საშუალება მიეცი, გაგიცნოს და აჩვენე, რომ დაინტერესებული ხარ მისით.
3 როგორც ივლისში ვთავაზობდით, ასევე აგვისტოში ხალხს ვთავაზობთ სხვადასხვა ბროშურას. მაგრამ ჩვენ აგრეთვე გვესაჭიროება დაინტერესებულებისა და მათი მიკითხვა, ვისაც ლიტერატურა დავუტოვეთ. ეს ხერხდება განმეორებითი მონახულებებითა და ბიბლიური შესწავლების შეთავაზებით (მათ. 28:19, 20). შესწავლების დაწყების მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ბროშურა „რას მოითხოვს“. ამაში მომდევნო რჩევები დაგეხმარება.
4 თუ ესაუბრე ვინმეს, ვინც ქვეყნიერების პირობების გაუარესებაზე წუხდა, საუბრის განახლებას მომდევნო სიტყვებით შეძლებ:
◼ „მჯერა, რომ თქვენც სწუხხართ საზოგადოებაში ზნეობის დაცემაზე. სამწუხაროდ, გულდასაწყვეტ ცნობებს ვგებულობთ ოჯახში ძალადობაზე, რაც გამოწვეულია შვილებთან, მშობლებთან და მეუღლეებთან ცუდი მოპყრობით. და თითქოს მრავალი ადამიანი იცრუებდა და იქურდებდა კიდეც საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად. თქვენი აზრით, აქვს თუ არა მნიშვნელობა ღვთისთვის, თუ როგორ იცხოვრებენ ადამიანები? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. ღმერთმა ადამიანის საცხოვრებლად განსაზღვრული ნორმები დაადგინა და ისინი ნამდვილად არ წარმოადგენს მძიმეს“. წაიკითხე 1-ლი იოანეს 5:3. შემდეგ შესთავაზე ბროშურა „რას მოითხოვს“ და გადაშალე მე-10 გაკვეთილზე. წაიკითხე პირველი აბზაცი. ყურადღება გაამახვილე მე-2—მე-6 აბზაცების დასაწყისში კურსივით დაწერილ სიტყვებსა და ფრაზებზე და ჰკითხე მობინადრეს, თუ რომელი მოქმედებაა საზიანო საზოგადოებისთვის. წაიკითხე მათთან დაკავშირებული აბზაცები და დაურთე ერთი-ორი მუხლი, თუ შესაძლებლობა იქნება. დაასრულე მე-7 აბზაცის წაკითხვით და შემდეგ მომდევნო შეხვედრაზე მოელაპარაკე უფრო ვრცლად განხილვისთვის.
5 ოჯახზე მზრუნველებს შეგიძლია უთხრა მსგავსი რამ:
◼ „თქვენი აზრით, გონივრულია, მოელოდე, რომ შემოქმედი მოგვცემდა ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შესაქმნელ საშუალებებს?“ ნება მიეცი, გიპასუხოს. შესთავაზე ბროშურა „რას მოითხოვს“, გადაშალე მე-8 გაკვეთილზე და აუხსენი, რომ მასში მოცემულია ბიბლიური პრინციპები ოჯახის ყოველი წევრისთვის. შესთავაზე, რომ აჩვენებ, როგორ შეიძლება ბროშურის წაკითხვა ბიბლიით, დიდი სარგებლობის მისაღებად. მიჰყევი ბროშურის მე-2 გვერდზე მოცემულ მითითებებს. მოელაპარაკე კვლავ შეხვედრაზე, რათა განაგრძოთ გაკვეთილის შესწავლა, ან, თუ დაასრულეთ, რათა შეისწავლოთ სხვა გაკვეთილი, რომელსაც მობინადრე ამოირჩევს ბროშურიდან.
6 აქ არის პირდაპირი მიმართვა, რომლის გამოყენებაც შეგიძლია ბიბლიის შესწავლის პროგრამის შესათავაზებლად. აჩვენე ბროშურა „რას მოითხოვს“ და უთხარი:
◼ „ეს ბროშურა შეიცავს სრული შესწავლის კურსს ბიბლიის ძირითად სწავლებებზე. ყოველ გვერდზე იპოვი პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აწუხებთ ადამიანებს. მაგალითად, რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწისადმი?“ გადაშალე მე-5 გაკვეთილზე და წაიკითხე გაკვეთილის დასაწყისში მოცემული შეკითხვები. შეეკითხე მობინადრეს, რომელმა მათგანმა უფრო დააინტერესა, და წაიკითხე შესაბამისი აბზაც(ებ)ი, სათანადო მუხლების თანხლებით. აუხსენი, რომ სხვა კითხვების დამაკმაყოფილებელი პასუხების ნახვა ისევე ადვილად შეიძლება, როგორც — ამის. უთხარი, რომ კვლავ მიხვალ სხვა საკითხის განსახილველად.
7ან შეგიძლია ამჯობინო უბრალო შეთავაზება ბიბლიის შესწავლის დასაწყებად:
◼ „იცით, რომ სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ მნიშვნელოვან ბიბლიურ შეკითხვაზე პასუხის მიღება? მაგალითად, . . .“ შემდეგ დასვი შეკითხვა, რომელიც იმყოფება ბროშურის ერთ-ერთი გაკვეთილის დასაწყისში და რომელიც, შენი აზრით, დააინტერესებს მას. იმისათვის, თუ როგორ უნდა გამოიყენო კითხვები, იხილე 1997 წლის მარტის თვის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი სათაურით „გაბედე განმეორებითი მონახულებების გაკეთება“, აბზ. 15, 16.
8 ‘ღმერთთან თანამშრომლობის’ ნაწილს წარმოადგენს განმეორებითი მონახულებებისა და ბიბლიის შესწავლების ჩატარების სიძნელეების სიხარულით მიღება (1 კორ. 3:9). თუ მძიმედ ვშრომობთ ინტერესის განსავითარებლად და შემდეგ ვენდობით იეჰოვას ზრდისთვის, ნამდვილი კმაყოფილების გრძნობა დაგვეუფლება, რომელსაც ვერც ერთი სხვა სამუშაო ვერ წარმოშობს.