შეინახეთ
შეთავაზებები სამქადაგებლო მსახურებისთვის
როგორ გამოვიყენოთ ეს დანართი
ქვემოთ მოყვანილი შეთავაზებების უმეტესობა მოცემული იყო „ჩვენი სამეფო მსახურების“ ძველ ნომრებში. მათგან სამქადაგებლო საქმიანობაში გამოიყენე რამდენიც გინდა და დააკვირდი შედეგებს. შეინახე ეს დანართი და გამოიყენე, როდესაც მსახურებისთვის ემზადები.
მსმენელს შეიძლება ღვთის სიტყვისადმი ინტერესი აღუძრა, თუ მალევე გადახვალ ძირითად საკითხზე. დაუსვი შესაბამისი კითხვა, შემდეგ კი მოკლედ უპასუხე ბიბლიის მეშვეობით. შეგიძლია სცადო შემდეგი შეთავაზებები:
„როდესაც მომავალზე ფიქრობთ, როგორ უყურებთ მას — იმედისა თუ ეჭვის თვალით? [გიპასუხოს]. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია დღევანდელი არასასიამოვნო მოვლენები, აგრეთვე ისიც, თუ რით დასრულდება ყოველივე ეს?“ (2 ტიმ. 3:1, 2, 5; იგავ. 2:21, 22).
„დღეს მრავალი ვართ შეწუხებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით. იცოდით, რომ ღმერთი ამ პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას გვპირდება?“ (ეს. 33:24; გამოცხ. 21:3, 4).
„გსმენიათ ოდესმე, რომ ბიბლია მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთი მთლიანი მთავრობის დამყარებას წინასწარმეტყველებს?“ (დან. 2:44; მათ. 6:9, 10).
„თქვენის აზრით, როგორი იქნებოდა ცხოვრება, იესო ქრისტე რომ მართავდეს დედამიწას?“ (ფსალმ. 71:7, 8).
„მრავალი დისკრიმინაციას განიცდის თავისი სქესის, რელიგიის ან კანის ფერის გამო. თქვენის აზრით, რას ფიქრობს ღმერთი ასეთ მიკერძოებაზე?“ (საქ. 10:34, 35).
„ჩვენთვის ცნობილია, რომ დედამიწაზე ცხოვრებისას იესო ქრისტე მრავალ სასწაულს ახდენდა. შესაძლებლობა რომ გქონოდათ, რომელი სასწაულის მოხდენას სთხოვდით მას?“ (ფსალმ. 71:12—14, 16).
„დღეს ადამიანთა უმეტესობას მობეზრდა ერთთავად პრობლემების მოსმენა. მათ ის უფრო აინტერესებთ, თუ რა იქნება გამოსავალი. სად შეგვიძლია ჩვენი პრობლემებიდან ნამდვილი გამოსავლის პოვნა?“ (2 ტიმ. 3:16, 17).
„თქვენის აზრით, რა არის სუფევა, რომელზეც ლოცვაში „მამაო ჩვენო“ ლოცულობენ? (გამოცხ. 11:15).
თემები საუბრებისთვის
ქვემოთ მოცემული კითხვები შედგენილია ბროშურიდან „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“, სადაც კითხვებზე პასუხების საპოვნელად მითითებულია თემის ნომერი:
რატომ ვბერდებით და ვკვდებით? (39ა)
რა მდგომარეობაში არიან მკვდრები? (39ბ)
რამდენად დიდია სატანის ძალაუფლება დღევანდელ წუთისოფელში? (14ბ)
ყველა კარგი ადამიანი მიდის ზეცაში? (19ა)
რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთის სახელის ცოდნა და მისი გამოყენება? (22ბ)
არსებობს ღვთის არსებობის დამაჯერებელი მტკიცებები? (22გ)
ღმერთია იესო ქრისტე? (22ზ)
რას გააკეთებს ღვთის სამეფო? (38ბ)
რას შეუძლია ოჯახური ცხოვრების გაუმჯობესება? (45გ)
როგორ შეიძლება ჭეშმარიტი რელიგიის პოვნა? (35ბ)
ღმერთი მართავს ქვეყნიერებას თუ სატანა? (6ა)
რატომ არსებობს ამდენი ბოროტება? (6გ)
ატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას? (6დ)