როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 აპრ.
„ხელმისაწვდომია თუ არა დღეს უსაზღვრო რაოდენობის ინფორმაცია? [გიპასუხოს]. მაგრამ არაფერია ისე ღირებული, როგორც შემდეგ მუხლში ჩაწერილი ინფორმაცია [წაიკითხე იოანე 17:3]. ეს ჟურნალი გვიხსნის, რას ნიშნავს ტერმინი „მარადიული სიცოცხლე“ და როგორ შეგვიძლია იმ შემეცნების შეძენა, რომელიც ამის მიღებაში დაგვეხმარება“.
საგუშაგო კოშკი 1 მაის.
„როდესაც საყვარელი ადამიანი გვიკვდება, ალბათ დამეთანხმებით, რომ ბუნებრივია, კვლავ გვინდა მისი ნახვა? [გიპასუხოს]. მრავალმა ნუგეში ბიბლიურ დანაპირებში ჰპოვა აღდგომასთან დაკავშირებით [წაიკითხე იოანე 5:28, 29]. ამ ჟურნალში განხილულია, თუ როდის მოხდება მკვდრეთით აღდგომა და ვინ აღდგება“.
გამოიღვიძეთ! 8 მაის.
„მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტე ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე კარგად ცნობილი პიროვნებაა, მრავალს აინტერესებს, ვინ არის ის სინამდვილეში. იცოდით რომ, იესოს ვინაობა მის მოციქულებსაც აინტერესებდათ? [დაელოდე გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე მარკოზი 4:41]. ამ ჟურნალში ნაჩვენებია, რას ამბობს ბიბლია იესოს ნამდვილი ვინაობის შესახებ“.