როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 აპრ.
„რადგანაც დღეს დედამიწის რესურსებს ბოროტად იყენებენ, ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ დედამიწა შეიძლება განადგურდეს? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, თუ რა მანუგეშებელი დაპირებაა აქ მოცემული [წაიკითხე ფსალმუნის 104:5]. ამ სტატიაში, რომელიც ამ ჟურნალის მე-10 გვერდზე იწყება, საუბარია იმის შესახებ, თუ რა მომავალი ელის დედამიწას“.
გამოიღვიძეთ! აპრ.
„რადგანაც დღეს ძალიან დაკავებულები ვართ, ბევრისთვის ძნელია, დრო გამოუყოს ღვთის მსახურებას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რთულია ამის გაკეთება? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ეფესოელების 5:15—17]. ამ სტატიაში, რომელიც ამ ჟურნალის მე-20 გვერდზე იწყება, ბიბლიის საფუძველზე ახსნილია, თუ რას მოელის ღმერთი ჩვენგან და რამდენი დრო და ენერგია უნდა დავუთმოთ მის მსახურებას“.
საგუშაგო კოშკი 1 მაის.
„მრავალი ადამიანი ამბობს, რომ ისინი მხოლოდ იმას ირწმუნებენ, რასაც თვალით დაინახავენ. თქვენც ეთანხმებით მათ? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე რომაელების 1:20]. ამ ჟურნალში საუბარია ღვთის სამ თვისებაზე, რომლებიც კარგად ჩანს მის შემოქმედებაში, და ასევე განხილულია, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენზე იმან, რასაც ღვთის თვისებების შესახებ ვიგებთ“.
გამოიღვიძეთ! მაის.
„დღეს მრავალი ადამიანი მომავალს შიშით შეჰყურებს. როგორ ფიქრობთ, მომავალში მდგომარეობა გაუმჯობესდება თუ პირიქით, გაუარესდება? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე გამოცხადების 21:3, 4]. ეს ჟურნალი გვიხსნის, თუ რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ღმერთი მალე გადაჭრის ყველა იმ სერიოზულ პრობლემას, რომელთა მოგვარება ადამიანებს არ ძალუძთ“.