როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 ივლ.
„როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ადამიანებს ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ ყოვლისშემძლე ღმერთთან? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე საქმეების 17:27]. ამ სტატიაში განხილულია, თუ რატომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ღმერთს სურს ჩვენთან ახლო ურთიერთობა [უჩვენე სტატია, რომელიც მე-10 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! ივლ.
„ხალხში იმდენად მატულობს ოკულტიზმისადმი ინტერესი, რომ ეს დღეს გართობის ინდუსტრიაშიც აირეკლება. როგორ ფიქრობთ, ასეთი გართობა უწყინარია? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე კანონის 18:10—12]. ბიბლიის საშუალებით ეს სტატია გვიხსნის, თუ რატომ არის სპირიტიზმი საშიში [უჩვენე სტატია, რომელიც მე-10 გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 აგვ.
„დედამიწის ეკოლოგიური სისტემა იმდენად არის დარღვეული, რომ მრავალი პესიმისტურად უყურებს ჩვენი პლანეტის მომავალს. თქვენ რა აზრი გაქვთ ამაზე? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ფსალმუნის 37:11]. ამ ჟურნალში ბიბლიის საფუძველზე მოყვანილია რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ვუყურებდეთ მომავალს იმედით“.
გამოიღვიძეთ! აგვ.
„ბევრი დარწმუნებულია, რომ გლობალური დათბობა საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე. თქვენი აზრით, როგორ გადაიჭრება ეს პრობლემა? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ესაიას 11:9]. ამ ჟურნალიდან შეიტყობთ, რომ დედამიწა ყოველთვის იქნება ადამიანების საცხოვრებელი სახლი და მას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება“.