გახსენების საღამოს პერიოდი მსახურებაში აქტიურად მონაწილეობის კარგი შესაძლებლობაა
1. რატომ უნდა დავუთმოთ მეტი დრო მსახურებას მარტში, აპრილსა და მაისში?
1 შეგიძლია უფრო მეტი იმსახურო გახსენების საღამოს პერიოდში? ჩვეულებრივ, ამ დროს კარგი ამინდები და გრძელი დღეებია. ზოგ მაუწყებელს ამ პერიოდში შვებულება ან არდადეგები აქვს და ეს დრო მათ შეუძლიათ მსახურებაში გამოიყენონ. 2 აპრილიდან დაიწყება სპეციალური კამპანია, რომლის დროსაც დაინტერესებულებს დავპატიჟებთ 17 აპრილს დაგეგმილ გახსენების საღამოზე. შემდეგ უნდა ვეცადოთ, რომ გახსენების საღამოზე დამსწრეთ ინტერესი გავუღვივოთ და სპეციალურ საჯარო მოხსენებაზე მოვიწვიოთ, რომელიც 25 აპრილით დაწყებულ კვირაში წარმოითქმება. მართლაც ბევრი მიზეზი გვაქვს, რომ მარტში, აპრილსა და მაისში მეტი დრო დავუთმოთ მსახურებას.
2. რომელია მსახურებაში მეტის გაკეთების ერთ-ერთი კარგი საშუალება?
2 დამხმარე პიონერად მსახურება: მსახურებაში მეტის გაკეთების ერთ-ერთი კარგი საშუალება დამხმარე პიონერად მსახურებაა. რამდენადაც ყველანი დაკავებულები ვართ, ეს კარგ დაგეგმვასა და გეგმაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს (იგავ. 21:5). შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების გადადება მოგიწიოს (ფილ. 1:9—11). შეგიძლია კრების სხვა წევრებთანაც თქვა, რომ დამხმარე პიონერად მსახურება გსურს, იქნებ მათაც გამოთქვან ამის სურვილი.
3. როგორ შეუძლიათ ოჯახებს მსახურების გაფართოება?
3 კარგი იქნება, თუ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის მომდევნო საღამოს თქვენი ოჯახის მიზნებზე იმსჯელებთ (იგავ. 15:22). ერთმანეთთან თანამშრომლობით შეიძლება ოჯახის ზოგმა წევრმა შეძლოს ერთი ან მეტი თვით დამხმარე პიონერად მსახურება. რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ დამხმარე პიონერებად ვერ იმსახურებთ? შეიძლება ოჯახმა მსახურებაში მეტის გაკეთების მიზნით ზოგ საღამოს დაგეგმოს მსახურება ან შაბათ-კვირას უფრო დიდხანს იქადაგოს.
4. რა კურთხევებს მივიღებთ გახსენების საღამოს პერიოდში მსახურების გაფართოებით?
4 იეჰოვა არ ივიწყებს იმას, რასაც მის მსახურებაში ვაკეთებთ და აფასებს ჩვენს მსხვერპლს (ებრ. 6:10). იეჰოვასთვის და სხვებისთვის მეტის გაკეთებას სიხარული მოაქვს (1 მატ. 29:9; საქ. 20:35). შეგიძლია მეტი იმსახურო გახსენების საღამოს პერიოდში და შედეგად მეტი სიხარული და კურთხევები მიიღო?