დავიხვეწოთ მსახურებაში — დაიწყე ბიბლიის შესწავლა კართან ბროშურის, „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“, მეშვეობით
რატომ არის მნიშვნელოვანი. მოწაფეები რომ მოვამზადოთ, ღვთის სიტყვის მასწავლებლები უნდა ვიყოთ (მათ. 28:19, 20). თითოეული ჩვენგანი შევძლებთ, რომ ვიყოთ კარგი მასწავლებლები, თუ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ „ხელსაწყოებს“. ბროშურა „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“ ისეა შედგენილი, რომ საუკეთესო დახმარება გაგვიწიოს სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სასწავლებლად. ფაქტობრივად, ჩვენ ამ ბროშურით შეგვიძლია მობინადრესთან ბიბლიის შესწავლა პირველივე მისვლისას დავიწყოთ კართან.
კარგი იქნება, თუ ამ თვეში ასე მოიქცევი:
ილოცე, რომ ბიბლიის შესწავლის ჩატარების სურვილი გაგიჩნდეს. გარდა ამისა, სთხოვე იეჰოვას, რომ დაიწყო ბიბლიის შესწავლა და ჭეშმარიტების კარგ მასწავლებლად ჩამოყალიბდე (ფილ. 2:13).
ოჯახური თაყვანისცემისა თუ პირადი შესწავლის დროს გამოყავი დრო, რომ ისწავლო შეთავაზება. ამგვარად, შეძლებ დამაჯერებლად საუბარს და კართან ბიბლიის შესწავლის დაწყებას.