საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 დეკემბერი გვ. 31
  • გახსოვთ თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გახსოვთ თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • მსგავსი მასალა
  • გახსოვთ თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • 1-ლი ნაწილი
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 დეკემბერი გვ. 31

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ მიმდინარე წლის ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.

რა აღგვძრავს იეჰოვას განდიდებისკენ?

იეჰოვას განდიდებისკენ მისადმი ღრმა პატივისცემა და სიყვარული აღგვძრავს. გარდა ამისა, გვინდა, სხვებსაც გავაცნოთ ის (w25.01, გვ. 3).

რა დაგვეხმარება, ვაპატიოთ მათ, ვინც ემოციური ტრავმა მოგვაყენა?

უარყოფითი ემოციები თავისით არ გადაივლის. თუ ყველანაირად შევეცდებით, წყენა დავივიწყოთ და არ დავიბოღმოთ, ეს ჩვენთვისვე იქნება კარგი (w25.02, გვ. 15, 16).

რა მხრივ არის მოწაფე მარკოზი ახალგაზრდა ძმებისთვის კარგი მაგალითი?

მარკოზი მზად იყო, სხვებს მომსახურებოდა. მართალია, ერთმა შემთხვევამ გული დასწყვიტა, მაგრამ ამის გამო ხელი არ ჩაუქნევია. ის დაუახლოვდა პავლეს და სხვა მოწიფულ ქრისტიანებს (w25.04, გვ. 27).

რა იგულისხმა იესომ, როცა ლოცვაში იეჰოვას უთხრა: „ვამცნე მათ შენი სახელი“? (იოან. 17:26).

ცხადია, იესოს მოწაფეებმა იცოდნენ ღვთის სახელი. თუმცა იესომ მათ დაანახვა, როგორი პიროვნება დგას ამ სახელის უკან, რა გაუკეთებია, რა განზრახვები და რა თვისებები აქვს (w25.05, გვ. 20, 21).

რის აღიარებაში გვეხმარება თავმდაბლობა?

ჩვენ ვაღიარებთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით. მაგალითად, როდის მოვა აღსასრული, რას გააკეთებს იეჰოვა ჩვენ დასახმარებლად, როცა ეს დრო დადგება, და რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. ჩვენ იმასაც ვაღიარებთ, რომ იეჰოვა იმაზე უკეთ გვიცნობს, ვიდრე ჩვენ საკუთარ თავს (w25.06, გვ. 15–18).

რაზე ღირს დაფიქრება, როცა სტატიას ვკითხულობთ ან მოხსენებას ვუსმენთ?

მაგალითად, რა არგუმენტები და მაგალითებია მოყვანილი, რომლებსაც სწავლების დროს გამოვიყენებდით, და ვინ შეიძლება დაინტერესდეს ამ საკითხით (w25.07, გვ. 19).

რას გვასწავლის დავითის მაგალითი იეჰოვას მიმტევებლობაზე?

დავითმა არაერთი მძიმე ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ წრფელი გულით მოინანია და იეჰოვამაც აპატია (1 მეფ. 9:4, 5). როცა ღმერთი ვინმეს პატიობს, ის არასდროს გაუხსენებს მას დანაშაულს (w25.08, გვ. 17).

რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ ბიბლიის შემსწავლელი რომელიმე საკითხს ბოლომდე ვერ სწვდება?

თუ ჩვენი მცდელობის მიუხედავად შემსწავლელი მაინც ვერ სწვდება რომელიმე ბიბლიურ სწავლებას, აჯობებს, ამ საკითხს სხვა დროს მივუბრუნდეთ (w25.09, გვ. 24).

რატომაა ბიბლიაში საუბარი ცოდვის მაცდუნებელ ძალაზე? (ებრ. 3:13).

ცოდვილი მდგომარეობა არასწორი საქციელის ჩადენისკენ გვიბიძგებს და ხანდახან გვაფიქრებინებს, რომ ღმერთს არ ვუყვარვართ. ამ გაგებით აქვს ცოდვას მაცდუნებელი ძალა (w25.10, გვ. 16).

რა დაგვეხმარება, უფრო შინაარსიანად ვილოცოთ?

1) დავფიქრდეთ იეჰოვას პიროვნებაზე; 2) დავფიქრდეთ, მოცემულ მომენტში რა პრობლემის წინაშე ვართ. მაგალითად, ვინმეს პატიება ხომ არ გვიჭირს; 3) აუჩქარებლად ვილოცოთ. ასეთ შემთხვევაში უფრო მოვახერხებთ ჩვენი გულისნადების გაზიარებას (w25.10, გვ. 19, 20).

რით შეგვიძლია დავეხმაროთ ასაკოვან და-ძმებს?

შეგვიძლია დავურეკოთ ან მოვინახულოთ, გავყვეთ ექიმთან და მსახურების ისეთი ფორმა შევთავაზოთ, რაც მათთვის მოსახერხებელი იქნება (w25.11, გვ. 6, 7).

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ გინდათ, რომ თქვენი ქორწილი ღირსეული იყოს?

გაითვალისწინეთ სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნები. იზრუნეთ იმაზეც, რომ საქორწინო ცერემონიისა თუ წვეულების დროს ღვთის მსახურისთვის შესაფერისი ატმოსფერო იყოს. შეარჩიეთ მოკრძალებული სამოსი. ნუ შებღალავთ ქორწილს არაბიბლიური წეს-ჩვეულებებით. იქონიეთ კარგი კომუნიკაცია როგორც ერთმანეთთან, ისე ოჯახის წევრებთან, როცა ქორწილის გეგმებს ადგენთ (w25.12, გვ. 21–24).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება