ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!
როგორ ვიყოთ ბედნიერები ამ არასტაბილურ დროში?
დღეს, ამ არასტაბილურ დროში, რთულია ვაკონტროლოთ ის, რაც ცხოვრებაში ხდება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ჩვენი ბედნიერება ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული. ბიბლიაში ნათქვამია: „გულმხიარულს … მუდამ ლხინი აქვს“ (იგავები 15:15). რის გაკეთება შეგვიძლია, რომ გარემო პირობების მიუხედავად ბედნიერები ვიყოთ? განვიხილოთ, ბიბლიური რჩევები, რომელიც ამაში დაგვეხმარება.
ხელისშემშლელი ფაქტორი – წუხილი
ბიბლიაში წერია: „წუხილი კაცს გულს უმძიმებს, ტკბილი სიტყვა კი გულს უხალისებს“ (იგავები 12:25).
ბიბლიას შეუძლია საწუხართან გამკლავებაში დაგვეხმაროს. შეგიძლიათ იხილოთ სტატია „რას ამბობს ბიბლია წუხილზე“ და გაიგოთ, როგორ.
ხელისშემშლელი ფაქტორი – მარტოობა
ბიბლიაში წერია: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).
ბიბლიიდან ვიგებთ, თუ როგორ დავძლიოთ მარტოობა მეგობრების დახმარებით. შეგიძლიათ იხილოთ სტატია „როგორ ამცირებს მარტოობის განცდას მეგობრულობა?“.
განივითარეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარული
ბიბლიაში წერია: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით. … მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“a (მათე 22:37–39).
ლოცვა ღვთისადმი სიყვარულის განვითარებაში დაგვეხმარება. შეგიძლიათ იხილოთ სტატია „ისმენს ღმერთი ჩვენს ლოცვებს?“.
თუ „ოქროს წესის“ თანახმად ვიცხოვრებთ, სხვებისადმი სიყვარულს გამოვავლენთ. შეგიძლიათ იხილოთ სტატია „რა არის „ოქროს წესი“?“.
გაიგეთ, როგორ დაგეხმარებათ ბიბლია, ამ არასტაბილურ დროში ბედნიერება შეინარჩუნოთ. გთავაზობთ ბიბლიის ინდივიდუალურ სასწავლო კურსს.
a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).