საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
მოგესალმებით
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ იეჰოვას მოწმეების მიერ სხვადასხვა ენაზე გამოცემული პუბლიკაციები.
პუბლიკაციების ჩამოსატვირთად ეწვიეთ ვებგვერდს jw.org.
  • დღეს

სამშაბათი, 2 სექტემბერი

სული ყველაფერს ჰფენს ნათელს, ღვთიურ სიღრმეებსაც კი (1 კორ. 2:10).

თუ თქვენს კრებაში ბევრი მაუწყებელი მსახურობს, შესაძლოა შეხვედრებზე ხშირად არ გაპასუხებინონ. ხელს ნუ ჩაიქნევთ და უბრალოდ მსმენელის როლს ნუ მოირგებთ. თითოეული შეხვედრისთვის რამდენიმე კომენტარი მოამზადეთ. ამ შემთხვევაში, თუ თავშივე არ გაპასუხებინებენ, მოგვიანებით მაინც შეძლებთ პასუხის გაცემას. მაგალითად, „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიის მომზადების დროს დაფიქრდით, როგორ უკავშირდება თითოეული აბზაცი მთავარ თემას. ამ შემთხვევაში განხილვის განმავლობაში უფრო ხშირად გექნებათ რაიმე სათქმელი. შეგიძლიათ ისეთ აბზაცებზე მოამზადოთ კომენტარები, რომლებშიც უფრო ღრმა საკითხები განიხილება, რადგან ამ დროს ნაკლები იწევს ხოლმე ხელს. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაინც არ გეძლევათ კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა? ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩამტარებელს შეხვედრის დაწყებამდე უთხრათ, რომელ კითხვაზე გსურთ პასუხის გაცემა. w23.04 21, 22 ¶9, 10

წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025

ოთხშაბათი, 3 სექტემბერი

[იოსები] ისე მოიქცა, როგორც იეჰოვას ანგელოზმა დაარიგა; მოიყვანა ცოლად მარიამი (მათ. 1:24).

იოსები ყოველთვის მიჰყვებოდა იეჰოვას ხელმძღვანელობას, რაც დაეხმარა, კარგი მეუღლე ყოფილიყო. ბიბლიაში სამი შემთხვევაა ჩაწერილი, როცა ღვთისგან მან კონკრეტული მითითებები მიიღო. სამივე შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ დაჰყვა იეჰოვას ნებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ადვილი (მათ. 1:20; 2:13–15, 19–21). სწორედ მორჩილების წყალობით შეძლო იოსებმა, რომ სათანადოდ ეზრუნა მარიამზე და დაეცვა ის. ამის შემხედვარე მარიამს კიდევ უფრო შეუყვარდებოდა იოსები და გაუღრმავდებოდა მისადმი პატივისცემა. ქმრებო, თქვენ რისი სწავლა შეგიძლიათ იოსებისგან? ოჯახს კარგად რომ გაუძღვეთ, ხელმძღვანელობისთვის ღვთის სიტყვას მიმართეთ. თუ მაშინაც გაითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევებს, როცა ეს მთლად ადვილი არ არის, ცხადყოფთ, რომ გიყვართ მეუღლე და მასთან ურთიერთობასაც განიმტკიცებთ. ვანუატუში მცხოვრები ერთი და, რომელიც 20 წელზე მეტია, დაქორწინებულია, ამბობს: „როცა ვხედავ, რომ ჩემი მეუღლე იეჰოვას რჩევებით ხელმძღვანელობს, ეს მის მიმართ მეტი პატივისცემით განმაწყობს. მის გადაწყვეტილებებში ეჭვი არ მეპარება და თავს დაცულად ვგრძნობ“. w23.05 21 ¶5

წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025

ხუთშაბათი, 4 სექტემბერი

გაიკვალება იქ გზა და მას „სიწმინდის გზა“ დაერქმევა (ეს. 35:8).

ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნებული ებრაელები ღვთისთვის „წმინდა ხალხი“ უნდა გამხდარიყვნენ (კან. 7:6). თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მათ გამოსწორება აღარ სჭირდებოდათ. ებრაელების უმეტესობა ბაბილონში იყო დაბადებული. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ისინი იქაურ ყაიდაზე იყვნენ გადასული, რაც შემდეგ თაობებზეც აისახა. პირველი ნაკადის სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ნეემიას გამგებლობის დროს, გაირკვა, რომ მათმა შვილებმა საერთოდ არ იცოდნენ ებრაული (კან. 6:6, 7; ნეემ. 13:23, 24). როგორ უნდა შეეყვარებინათ მათ იეჰოვა და როგორ უნდა ეცათ მისთვის თაყვანი, თუ არ ეცოდინებოდათ ის ენა, რომელზეც ღვთის სიტყვა დაიწერა?! (ეზრ. 10:3, 44). ასე რომ, ებრაელებს დიდი ცვლილებები უნდა მოეხდინათ. თუმცა ამის გაკეთება ისრაელის მიწა-წყალზე არც ისე რთული იქნებოდა, რადგან იქ წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა მიმდინარეობდა (ნეემ. 8:8, 9). w23.05 15 ¶6, 7

წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
მოგესალმებით
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ იეჰოვას მოწმეების მიერ სხვადასხვა ენაზე გამოცემული პუბლიკაციები.
პუბლიკაციების ჩამოსატვირთად ეწვიეთ ვებგვერდს jw.org.
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება