ხებერი
[ამხანაგი]
1. ბერიას ვაჟი და აშერის შვილიშვილი; ხებერელთა საგვარეულოს მამამთავარი (დბ. 46:17; რც. 26:45; 1მტ. 7:30—32).
2. იაელის კენიელი ქმარი (იაელმა მოკლა იაბინის ჯარის მხედართმთავარი სისერა); ხობაბის, „მოსეს სიმამრის“ შთამომავალი; ხებერი, როგორც ჩანს, გამოეყო დანარჩენ კენიელებს და მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა ხაცორის მეფე იაბინთან (მსჯ. 4:11, 17, 21; 5:24).
3. იუდასტომელი კაცი და „სოქოს მამა“ (1მტ. 4:1, 18).
4. ელფაალის შთამომავალი; ბენიამინის ტომის ერთ-ერთი საგვარეულოს თავკაცი (1მტ. 8:1, 17, 18, 28).