საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 17 გვ. 82-გვ. 85
  • მას ქალთა შორის კურთხეული ეწოდა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მას ქალთა შორის კურთხეული ეწოდა
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • იაელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სისერა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ახალი წინამძღოლი და ორი მამაცი ქალი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • „გამოვჩნდი, დედა, ისრაელში“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 17 გვ. 82-გვ. 85

17 ᲘᲐᲔᲚᲘ

მას ქალთა შორის კურთხეული ეწოდა

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

სᲘᲡᲔᲠᲐ, იაბინის მხედართმთავარი, იზრეელის ველიდან გარბის და თავის მეომრებს სასიკვდილოდ იმეტებს. ის ალბათ ვერც კი იჯერებს, რომ 900 საომარი ეტლით გამოსული მისი ძლევამოსილი ჯარი ისრაელებმა დაამარცხეს, რომელთაც არც ფარები ჰქონდათ და არც შუბები. ახლა სისერა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ სადმე დაიმალოს. ის კენიელი ხებერის კარვისკენ გარბის.

კენიელები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან და ისრაელების მოკავშირეები არიან. ამ ორ ხალხს შორის კარგი ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ ჩამოყალიბდა, როცა მოსემ ცოლად კენიელი ქალი შეირთო. მას შემდეგ ისრაელში ბევრი კენიელი ცხოვრობს, მაგრამ ხებერი თავისიანებისგან განსხვავებით ისრაელის მტრების მოკავშირეა. მას ქანაანელ მეფე იაბინთან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვს. ამიტომ სისერა ფიქრობს, რომ ხებერის კარავში უსაფრთხოდ იქნება. თუმცა რას წარმოიდგენს, რომ ხებერის ცოლს, იაელს, განსხვავებული დამოკიდებულება აქვს.

სისერა კარავთან მიდის, ხებერი კი იქ არ იმყოფება. მისი ცოლი იაელი ხედავს სისერას და ხვდება, რომ რთული გადაწყვეტილება აქვს მისაღები – ან მას უნდა დაუჭიროს მხარი, ან იეჰოვას და მის ხალხს. მან სწრაფად უნდა იღონოს რამე. იაელმა სისერას ვინაობაც იცის და მისი ავკაცობის შესახებაც ბევრი სმენია. დიდი ალბათობით, მას გაგონილი არაფერი აქვს დებორას წინასწარმეტყველების შესახებ და არ იცის, რომ სისერა ქალის ხელით უნდა მოკვდეს. მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც ხვდება, რას მოელის იეჰოვა მისგან.

იაელი კარვის შესასვლელთან დგას, მისკენ კი სისერა მიდის. კარავში ხის ჩაქუჩი დევს.

მოგვიანებით ღვთის შთაგონებით დებორა ამ გამარჯვებას სიმღერას უძღვნის, რომელიც ასე ჟღერს: „კურთხეულია ქალთა შორის იაელი, კენიელი ხებერის ცოლი, კურთხეულია კარვებში მცხოვრებ ქალთა შორის!“. ასე რომ, იაელი მზაკვარი და ბოროტი კი არაა, როგორც ამას ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, არამედ ძლიერი და გაბედული ქალი. რახაბის მსგავსად ისიც იეჰოვას ხალხის მხარეს იკავებს. იაელმა იცის, რომ სისერა იეჰოვას მტერია. მას კი ხელსაყრელი შემთხვევა ეძლევა, ეს ბოროტი მხედართმთავარი მოიშოროს და იეჰოვას ნება შეასრულოს. მაგრამ როგორ გააკეთებს ამას?

თუ იაელი პირისპირ შეებრძოლება სისერას, ვერაფერს გახდება, რადგან ის ძლიერი და გამოცდილი მეომარია. ამიტომ კარავში მოსასვენებლად ეპატიჟება. სისერა დასასვენებლად წვება, ქალი კი საბანს აფარებს, ხოლო, როცა წყალს სთხოვს, რძეს აძლევს. სისერა იაელს ეუბნება, რომ კარვის შესასვლელთან დადგეს და თუ ვინმე იკითხავს, არ გაამხილოს მისი ადგილსამყოფელი. მალევე სისერას ღრმად ეძინება.

იეჰოვამ ქალის ხელით მოუღო ბოლო ძლიერ და სასტიკ მეომარს.

იაელი ხვდება, რომ მოქმედების დროა და კარვის პალოს და ჩაქუჩს იღებს, რომლის გამოყენებაც კარავში მცხოვრებ ქალებს ხშირად უწევთ. შემდეგ სისერას თავთან ჩაიმუხლება და გადამწყვეტი მომენტიც დგება. ერთი ზედმეტი მოძრაობაც კი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. მაგრამ იაელი შეცდომას არ უშვებს – ერთი დარტყმა და საფეთქელში პალოჩარჭობილი სისერა უსულოდ გდია მის ფერხთით.

მალევე იაელის კარავთან ბარაკი მიდის, რომელიც სისერას გამოედევნა. იაელი მასთან შესახვედრად გამოდის და ეუბნება: „მოდი და გაჩვენებ იმ კაცს, შენ რომ ეძებ“. ბარაკი შიგნით შედის და საკუთარი თვალით ხედავს, როგორ შესრულდა წინასწარმეტყველ დებორას სიტყვები: „ქალის ხელში ჩააგდებს იეჰოვა სისერას!“.

გამარჯვების სიმღერაში ბარაკი და დებორა ხოტბას ასხამენ იაელს. ამ შემთხვევის შემდეგ იაელი ბიბლიაში აღარ მოიხსენიება, თუმცა დღესაც კი, 3 200 წლის შემდეგ, მისი მაგალითი ბევრ რამეს გვასწავლის. მართალია, ღვთის მსახურები იარაღით ხელში არ ვიბრძვით, მაგრამ ყველანი სულიერ ბრძოლაში ვართ ჩართული. ამიტომ დღეს ისე, როგორც არასდროს, იაელივით ჩვენც გვჭირდება გაბედულება.

წაიკითხეთ:

  • მსაჯულები 4:9, 11, 17–22; 5:24–31

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა იაელის გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რით ჰგავს სისერასთან გამართული ბრძოლა არმაგედონის ომს? (w19.09 8, 9 ¶3–6)

  2. 2) რა აკავშირებდა იაელის ქმარს, კენიელ ხებერს, ისრაელთან? (it „ხებერი“ №2)

  3. 3) მრავალი წლის შემდეგაც კი, რაში არწმუნებდა ისრაელებს მათი წინაპრების გამარჯვება სისერასა და იაბინზე? (w08 10/15 14, 15 ¶12–15)

  4. 4) რით არის აღსანიშნავი ის, თუ როგორ შეაქო დებორამ იაელი, და ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან? (w15 8/1 15 ¶2) სურათი 1

დებორა და ბარაკი გამარჯვების სიმღერას მღერიან, სხვა ისრაელები კი დაირებით ხელში ცეკვავენ.

სურათი 1

სურათი 1

რას სწავლობთ

  • იაელის მსგავსად რა შემთხვევებში შეიძლება დასჭირდეს გაბედულება ქრისტიან დას, რომლის მეუღლეც არ იზიარებს მის რწმენას?

  • იაელი არც წინასწარმეტყველი იყო და არც მეომარი, თუმცა რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. როგორ დაგვეხმარება მისი მაგალითი, თუ რაიმე გარემოებები გვზღუდავს? სურათი 2

    ფოტოკოლაჟი: 1) ხანდაზმული და, რომელიც ინვალიდის ეტლში ზის, ბარათს კონვერტში ფულთან ერთად დებს; 2) ცოლ-ქმარი გახარებული კითხულობს ბარათს.

    სურათი 2

  • კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ იაელს გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ იაელს?

გაიგეთ მეტი

ნახეთ, როგორ აღძრავს ახალგაზრდა დას იაელის მაგალითი ქადაგებისკენ.

„სიმხდალის ნაცვლად გაბედულება გამოიჩინეთ! – მიჰბაძეთ არა მეროზის მკვიდრთ, არამედ იაელს“ (1:40)

იაელი ერთ-ერთია იმ მრავალ ქალს შორის, რომელთაგანაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. გაეცანით ზოგიერთ მათგანს.

„რისი სწავლა შეგვიძლია ბიბლიაში მოხსენიებული ქალებისგან?“ (ijwbq სტატია 161)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება