საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა არის ღვთის ნება?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • რა არის ღვთის ნება?

      ღმერთს სურს, მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრებით დავტკბეთ მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე!

      თუმცა, შეიძლება იკითხოთ: როგორ გახდება ეს შესაძლებელი? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამას ღვთის სამეფო აქცევს რეალობად. ღვთის ნებაა, რომ ყველამ გაიგოს ამ სამეფოსა და კაცობრიობასთან დაკავშირებული ღვთის განზრახვის შესახებ (ფსალმუნი 37:11, 29; ესაია 9:7).

      ღმერთს ჩვენთვის კარგი სურს

      როგორც მოსიყვარულე მამას საუკეთესო სურს შვილებისთვის, ისე ჩვენს ზეციერ მამას უნდა, რომ ბედნიერი ცხოვრებით დავტკბეთ უსასრულოდ (ესაია 48:17, 18). ის გვპირდება, რომ „ღვთის ნების შემსრულებელი . . . სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17).

      ღმერთს სურს, მისი ბილიკებით ვიაროთ

      ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ჩვენი შემოქმედი „გვასწავლის თავის გზებს“, რათა „მისი ბილიკებით“ სიარული შევძლოთ (ესაია 2:2, 3). მან „გამოყო ხალხი თავისი სახელისთვის“, რათა თავისი ნება მთელ დედამიწას გააგებინოს (საქმეები 15:14).

      ღმერთს სურს, მის თაყვანისმცემლობაში გავერთიანდეთ

      იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობა ადამიანებს კი არ ყოფს, არამედ ნამდვილი სიყვარულით აერთიანებს (იოანე 13:35). ვინ ასწავლის დღეს ხალხს მთელ მსოფლიოში, როგორ ემსახურონ ღმერთს გაერთიანებულად? ამ კითხვაზე პასუხს ამ ბროშურიდან მიიღებთ.

      გაიგეთ მეტი

      გსურთ შეისწავლოთ ბიბლია? სწავლობთ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას? თუ არა, გსურთ დაიწყოთ ბიბლიის უფასო შესწავლა? თქვენ დაინახავთ, რომ ეს ღმერთთან დაახლოების საუკეთესო საშუალებაა.

      გსურთ მიიღოთ ლიტერატურა? შეგიძლიათ ეწვიოთ ადგილობრივ სამეფო დარბაზს ან გაესაუბროთ რომელიმე იეჰოვას მოწმეს და თქვენს ენაზე შეუკვეთოთ ლიტერატურა, რომელიც ბიბლიის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. ამ ლიტერატურის მიღება უფასოდ შეგიძლიათ.

      ჩვენი ვებ-გვერდი. ეწვიეთ იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ ვებ-გვერდს. ამ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლია და ნახოთ ან ამობეჭდოთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამოცემული პუბლიკაციები 750-ზე მეტ ენაზე.

  • ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 1

      ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

      იეჰოვას მოწმე დანიიდან

      დანია

      იეჰოვას მოწმეები ტაივანში

      ტაივანი

      იეჰოვას მოწმეები ვენესუელაში

      ვენესუელა

      იეჰოვას მოწმეები ინდოეთში

      ინდოეთი

      რამდენ იეჰოვას მოწმეს იცნობთ? შეიძლება ზოგი მათგანი თქვენი მეზობელი, თანამშრომელი ან თანაკლასელია. შესაძლოა ბიბლიურ თემებზე გისაუბრიათ მათთან. სინამდვილეში ვინ არიან იეჰოვას მოწმეები და რატომ აცნობენ თავიანთ მრწამსს სხვებს?

      ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ჩვენ სხვადასხვა ერისა და სოციალური ფენის წარმომადგენლები ვართ. ზოგი ჩვენგანი სხვადასხვა რელიგიას მიეკუთვნებოდა, ზოგს კი საერთოდ არ სწამდა ღმერთი. მაგრამ სანამ იეჰოვას მოწმეები გავხდებოდით, თითოეული კარგად გავეცანით ბიბლიის სწავლებებს (საქმეები 17:11). დავრწმუნდით ნასწავლის ჭეშმარიტებაში და პირადად გადავწყვიტეთ, იეჰოვა ღმერთისთვის გვეცა თაყვანი.

      ბიბლიის შესწავლა ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება. როგორც ყველას, ჩვენც გვიწევს პრობლემებთან და საკუთარ სისუსტეებთან ჭიდილი. მაგრამ ვცდილობთ, ყოველდღე ბიბლიური პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ, ეს კი ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ფსალმუნი 128:1, 2). სწორედ ამიტომ ვუზიარებთ სხვებს სასიხარულო ცნობას, რომელიც ბიბლიის მეშვეობით გავიგეთ.

      ჩვენ ღვთისმოსაწონი ფასეულობებით ვცხოვრობთ. როგორც ბიბლია გვასწავლის, ღვთისმოსაწონი ფასეულობებით ცხოვრება ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. გარდა ამისა, ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრება გვეხმარება, სხვების მიმართ პატივისცემა გამოვავლინოთ, ვიყოთ პატიოსნები და სიკეთე გავუკეთოთ ყველას. თუ ბიბლიური ფასეულობებით იცხოვრებთ, საზოგადოების ღირსეული წევრები გახდებით. იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან ხალხს, მტკიცე ოჯახები ჰქონდეთ და ზნეობრივად სუფთად იცხოვრონ. აშკარაა, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის“, რადგან საერთაშორისო საძმოს წევრები ვართ. ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში და არც რასობრივი ბარიერი არ არსებობს ჩვენ შორის. მართალია, ჩვენი ორგანიზაციის თითოეული წევრი ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ მთლიანობაში განსაკუთრებულ საძმოს ვქმნით (საქმეები 4:13; 10:34, 35).

      • რა აქვთ საერთო სხვებთან იეჰოვას მოწმეებს?

      • რა ისწავლეს იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიიდან, რაც მართლაც ფასეულია?

  • რატომ ვიწოდებით იეჰოვას მოწმეებად?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
    • გაკვეთილი 2

      რატომ ვიწოდებით იეჰოვას მოწმეებად?

      ნოე

      ნოე

      აბრაამი და სარა

      აბრაამი და სარა

      მოსე

      მოსე

      იესო ქრისტე

      იესო ქრისტე

      ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენი რელიგია ახლად ჩამოყალიბებულია. თუმცა, ჯერ კიდევ 2 700 წელზე მეტი ხნის წინათ ჭეშმარიტი ღვთის მსახურები მის მოწმეებად იწოდებოდნენ (ესაია 43:10—12). 1931 წლამდე ჩვენ ბიბლიის მკვლევრების სახელით ვიყავით ცნობილი. მაშ, რატომ ვიწოდებით დღეს იეჰოვას მოწმეებად?

      ეს სახელი ღვთის ვინაობას უსვამს ხაზს. უძველესი ხელნაწერების თანახმად, ღვთის სახელი, იეჰოვა, ათასობით ადგილას გვხვდება ბიბლიაში. ბევრ თარგმანში ეს სახელი შეცვლილია ისეთი ტიტულებით, როგორიცაა უფალი ან ღმერთი. მაგრამ ჭეშმარიტმა ღმერთმა თავად გაუმჟღავნა მოსეს თავისი პირადი სახელი, იეჰოვა, და უთხრა: „ეს არის ჩემი სახელი მარადიულად“ (გამოსვლა 3:15). ამგვარად მან განასხვავა საკუთარი თავი ყველა ცრუ ღმერთისგან. ჩვენ გვეამაყება, რომ ღვთის წმინდა სახელით ვიწოდებით.

      ეს სახელი ჩვენს მისიაზე მოწმობს. ძველი დროიდან მოყოლებული უამრავი ადამიანი, რომელთა შორის პირველი მართალი კაცი, აბელი, იყო, იეჰოვას შესახებ ამოწმებდა. საუკუნეების მანძილზე ნოე, აბრაამი, სარა, მოსე, დავითი და სხვებიც შეურთდნენ „მოწმეთა დიდ ღრუბელს“ (ებრაელები 11:4—12:1). როგორც სასამართლოზე ვინმე უდანაშაულო ადამიანს მოწმედ უდგება, ისე ჩვენც ვუმოწმებთ და ვამცნობთ ხალხს ჭეშმარიტებას ღვთის შესახებ.

      ჩვენ ვბაძავთ იესოს. ბიბლია მას უწოდებს „ერთგულ და ჭეშმარიტ მოწმეს“ (გამოცხადება 3:14). იესომ თავად თქვა, რომ ღვთის სახელი გამოუცხადა ადამიანებს და მის შესახებ ჭეშმარიტება დაამოწმა (იოანე 17:26; 18:37). ამიტომ, ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები უნდა იწოდებოდნენ იეჰოვას სახელით და ამ სახელს სხვებს ამცნობდნენ. სწორედ ამას აკეთებენ იეჰოვას მოწმეები.

      • რატომ ეწოდათ ბიბლიის მკვლევრებს იეჰოვას მოწმეები?

      • რა დროიდან ჰყავს მოწმეები იეჰოვას დედამიწაზე?

      • ვინ იყო იეჰოვას უდიდესი მოწმე?

      გაიგეთ მეტი

      როცა იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრას დაესწრებით, ეცადეთ, უკეთ გაიცნოთ კრების წევრები. ჰკითხეთ მათ: „რატომ გახდით იეჰოვას მოწმეები?“

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება