საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „პატიება“
  • პატიება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პატიება
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იეჰოვას მიმტევებლობა უბადლოა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • ხარ თუ არა მიმტევებელი იეჰოვას მსგავსად?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
  • მაპატიებს ღმერთი?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • იეჰოვა ღმერთი „მზად არის პატიებისთვის“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „პატიება“

პატიება

დამნაშავისთვის დანაშაულის მიტევება; წყენის დავიწყება და უარის თქმა დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე; ებრაული სიტყვა ნასა’, რომელიც ზოგჯერ პატიებად ითარგმნება, აგრეთვე გამოყენებულია აწევის, აპყრობის, აღმართვის (დბ. 13:14; ფს. 28:2; იერ. 4:6), აღებისა (დბ. 27:3) და წართმევის მნიშვნელობით (რც. 16:15). თუმცა ამ სიტყვის ძირითადი მნიშვნელობაა ტარება (დბ. 47:30; 1მფ. 2:26). იმ კონტექსტებში, სადაც პატიებად ითარგმნა, ნასა’ ტარებასაც გულისხმობს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ აზაზელისთვის განკუთვნილ თხას თან მიჰქონდა ხალხის დანაშაული, მესიის შესახებ კი ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ის ხალხის ცოდვას ატარებდა (ლვ. 16:8, 10, 22; ეს. 53:12). მის მიერ სხვების დანაშაულის ტარებამ შესაძლებელი გახადა მათთვის ცოდვების პატიება (იხ. აზაზელი).

ებრაული სიტყვა ნასაʼ გამოიყენება როგორც ღვთის, ისე ადამიანების მიერ სხვებისთვის პატიების აღსანიშნავად (დბ. 18:24, 26; 50:17), სალახ კი მხოლოდ ღვთის მიერ პატიებაზე მიუთითებს. ამ უკანასკნელში იგულისხმება შემცოდველის მიმართ ღვთის კეთილგანწყობილების აღდგენა პატიების შესახებ მისი ლოცვის ან სხვის მიერ მისთვის აღვლენილი ლოცვის საპასუხოდ (რც. 14:19, 20; 1მფ. 8:30).

იმ კონტექსტებში, სადაც ებრაული სიტყვა ნასაʼ პატიების ან მიტევების აზრს ატარებს, სეპტუაგინტაში გამოყენებულია სიტყვა აფიემი. ამ სიტყვის ძირითადი მნიშვნელობაა გაშვება. ის აგრეთვე შეიძლება ნიშნავდეს პატიებასა და მიტევებას. რომაელების 4:7-ში მოციქულ პავლეს ციტატა მოჰყავს ფსალმუნის 32:1-დან (31:1, LXX), სადაც საუბარია ურჩობის პატიებაზე. ამ მუხლში პავლემ გამოიყენა სიტყვა აფიემის ერთ-ერთი ფორმა, რომლითაც სეპტუაგინტაში გადმოტანილია ებრაული სიტყვა ნასაʼ. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ეს სიტყვა სხვა მუხლებშიც გვხვდება და მიუთითებს როგორც ღვთის მიერ, ისე ადამიანის მიერ ცოდვებისა და ვალების პატიებაზე (მთ. 6:12, 14, 15; 18:32, 35).

იეჰოვა ღმერთის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა ის, რომ პატიობს ცოდვებს პატიების მთხოვნელთ. თუმცა ის დაუსჯელს არ ტოვებს მათ, ვინც განზრახ ეწინააღმდეგება მას და მის სამართლიან საქმეებს (გმ. 34:6, 7).

ისრაელისთვის მიცემული კანონის თანახმად, ღვთისა და მოძმის წინააღმდეგ ცოდვის ჩამდენი ნაპატიები რომ ყოფილიყო, ჯერ კანონში ჩაწერილი მოთხოვნისამებრ უნდა გამოესწორებინა თავისი დანაშაული და შემდეგ, უმრავლეს შემთხვევაში, იეჰოვასთვის ცხოველური შესაწირავი მიეტანა (ლვ. 5:5—6:7). პავლე აქედან გამომდინარე ამბობდა: „კანონის თანახმად, თითქმის ყველაფერი სისხლით წმინდავდება და სისხლის დაუღვრელად პატიება არ ხდება“ (ებ. 9:22). მაგრამ სისხლიან შესაწირავს არ შეეძლო ადამიანის ცოდვების წარხოცვა და სინდისის სრულყოფილად განწმენდა (ებ. 10:1—4; 9:9, 13, 14). ნამდვილი პატიების შესაძლებლობას ნაწინასწარმეტყველები ახალი შეთანხმება იძლეოდა, რომელსაც საფუძვლად იესო ქრისტეს გამოსასყიდი ედო (იერ. 31:33, 34; მთ. 26:28; 1კრ. 11:25; ეფ. 1:7). ჯერ კიდევ დედამიწაზე ყოფნისას დამბლადაცემული კაცის განკურნებით იესომ დაამტკიცა, რომ ცოდვების პატიების ძალაუფლება ჰქონდა (მთ. 9:2—7).

იეჰოვა „მრავლის მიმტევებელია“, რაც კარგად ჩანს იესოს მაგალითებიდან გზასაცდენილ შვილსა და მეფეზე, რომელმაც თავის მონას 10 000 ტალანტის (60 მლნ. დინარი ანუ დაახლ. $40 მლნ.) ოდენობის ვალი აპატია, მაშინ როცა ამ მონამ სხვა მონას ასი დინარის (დაახლ. $70) ოდენობის ვალი არ აპატია (ეს. 55:7; ლკ. 15:11—32; მთ. 18:23—35). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იეჰოვა ზედმეტად გულჩვილი არ არის და უგვანი საქციელის ჩამდენს დაუსჯელს არ ტოვებს (ფს. 99:8). იესო ნავეს ძემ გააფრთხილა ისრაელი, რომ იეჰოვა მათ განდგომილებას არ აპატიებდა (იეს. 24:19, 20; შდრ. ეს. 2:6—9).

არსებობს მოთხოვნები, რომლებსაც ღმერთი მონანიების მსურველ შემცოდველს უდგენს. ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ცოდვა ჩაიდინა, აღიაროს, რომ ღმერთს შესცოდა, ბოლომდე გაამხილოს თავისი დანაშაული, იგრძნოს გულწრფელი სინანული და მოიწადინოს ცუდი გზის მიტოვება (ფს. 32:5; 51:4; 1ინ. 1:8, 9; 2კრ. 7:8—11). დამნაშავემ შეძლებისდაგვარად უნდა გამოასწოროს დანაშაული და აანაზღაუროს ზარალი (მთ. 5:23, 24). ამის შემდეგ ღმერთს ლოცვაში უნდა სთხოვოს პატიება ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე (ეფ. 1:7; იხ. მონანიება).

გარდა ამისა, ყოველი ქრისტიანის ვალია, აპატიოს სხვას მის წინააღმდეგ თუნდაც მრავალგზის ჩადენილი დანაშაული (ლკ. 17:3, 4; ეფ. 4:32; კლ. 3:13). ღმერთი არ პატიობს მათ, ვინც სხვებს არ პატიობს (მთ. 6:14, 15). მაშინაც კი, თუ სერიოზული დანაშაულის გამო „ბოროტი ადამიანები“ ირიცხებიან ქრისტიანული კრებიდან, გულწრფელი მონანიების შემდეგ მათ შეიძლება თავის დროზე მიეტევოთ ცოდვები. ასეთების მიმართ კრების ყველა წევრმა სიყვარული უნდა გამოავლინოს (1კრ. 5:13; 2კრ. 2:6—11). მაგრამ ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მათი პატიება, ვინც ბოროტი განზრახვით, შეგნებულად სცოდავს და არ ინანიებს. ასეთები ღვთის მტრები ხდებიან (ებ. 10:26—31; ფს. 139:21, 22).

კარგია ღმერთს ლოცვაში სხვებისთვის, თუნდაც მთელი კრებისთვის ვთხოვოთ პატიება. ასე მოიქცა მოსე, როცა აღიარა მთელი ისრაელის დანაშაული და იეჰოვას პატიება სთხოვა. ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება (რც. 14:19, 20). სოლომონმაც ტაძრის მიძღვნის დროს ლოცვით მიმართა იეჰოვას და სთხოვა, ეპატიებინა თავისი ხალხისთვის, როცა ისინი შესცოდავდნენ და შემდეგ მიატოვებდნენ უკეთურ გზას (1მფ. 8:30, 33—40, 46—52). ეზრა ხალხის წარმომადგენლის როლში გამოვიდა, როცა საჯაროდ აღიარა ტყვეობიდან დაბრუნებული იუდეველების ცოდვები. მისმა მხურვალე ლოცვამ და მოწოდებამ შედეგი გამოიღო — იეჰოვასგან პატიების მისაღებად ხალხი მოქმედებისკენ აღიძრა (ეზრ. 9:13—10:4, 10—19, 44). იაკობი მოუწოდებს სულიერად დასუსტებულს, მოუხმოს კრების უხუცესებს, რათა მათ ილოცონ მისთვის, და „თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება“ (იაკ. 5:14—16). მაგრამ არსებობს „სასიკვდილო ცოდვაც“, ანუ წმინდა სულის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა, როცა ადამიანი შეგნებულად აგრძელებს ცოდვის ჩადენას. ეს უპატიებელი ცოდვაა და ქრისტიანს ასეთი ცოდვის ჩამდენისთვის ლოცვა არ მართებს (1ინ. 5:16; მთ. 12:31; ებ. 10:26, 27; იხ. ცოდვა; სული (II)).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება