ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 34, 35
ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობას სავალალო შედეგები მოჰყვება
შეგვიძლია კარგ საზოგადოებად მივიჩნიოთ მეზობლები, თანამშრომლები თუ თანაკლასელები, რომლებიც კარგი თვისებებით გამოირჩევიან? როგორ განვსაზღვროთ, რომელია ცუდი საზოგადოება და რომელი — კარგი?
- დამეხმარება მათთან ურთიერთობა იეჰოვასთან დაახლოებაში? 
- მათი საუბრიდან გამომდინარე, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი? (მათ. 12:34). 
ჰკითხე საკუთარ თავს: რა გავლენას ახდენს ჩემი სამეგობრო წრე იეჰოვასთან ჩემს ურთიერთობაზე?