ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 5
გამართული კითხვა
1 ტიმოთე 4:13
ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: ზუსტად ისე წაიკითხე ტექსტი, როგორც წერია.
ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:
- კარგად მოემზადე. დაფიქრდი, რატომ დაიწერა ეს მონაკვეთი. ივარჯიშე არა მხოლოდ ცალკეული სიტყვების, არამედ რამდენიმე სიტყვის ერთად წარმოთქმაში. ნუ ჩაამატებ, ნუ ჩაყლაპავ და ნუ ჩაანაცვლებ სიტყვებს. ყურადღება მიაქციე სასვენ ნიშნებს. 
- სწორად წარმოთქვი თითოეული სიტყვა. თუ არ იცი, როგორ გამოთქვა ესა თუ ის სიტყვა, მოუსმინე ჩვენი პუბლიკაციების აუდიოჩანაწერებს ან სთხოვე დახმარება კარგ წამკითხველს. 
- ილაპარაკე გასაგებად. გარკვევით წარმოთქვი სიტყვები, თავი სწორად დაიჭირე და საკმარისად გააღე პირი. შეეცადე, სიტყვაში ყველა მარცვალი წარმოთქვა.