საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • my მოთხ. 10
  • დიდი წარღვნა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დიდი წარღვნა
  • ბიბლიური მოთხრობები
  • მსგავსი მასალა
  • წარღვნას რვა ადამიანი გადაურჩა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ნოეს კიდობანი
    ბიბლიური მოთხრობები
  • ნოეს კიდობანი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • „ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადარჩნენ“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
იხილეთ მეტი
ბიბლიური მოთხრობები
my მოთხ. 10
წყალზე მოტივტივე კიდობანი

მოთხრობა 10

დიდი წარღვნა

კიდობნის გარეთ ხალხი ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობდა. მათ ისევ არ სჯეროდათ, რომ წარღვნა მოხდებოდა და, ალბათ, უწინდელზე მეტად დასცინოდნენ ნოეს. მაგრამ მალე მათ საქმე სასაცილოდ აღარ ექნებოდათ.

მოულოდნელად კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ნოე მართალი აღმოჩნდა. კიდობანში შესვლა უკვე ძალიან გვიანი იყო. კიდობნის კარი იეჰოვამ მაგრად ჩაკეტა.

მალე დაბლობი წყალმა დაფარა. წყლის დიდ ნიაღვრებს საშინელი ხმაურით მიჰქონდა ხეები და დიდი ლოდები. ხალხი შიშმა შეიპყრო. ისინი გორაკებისკენ გაიქცნენ. ოჰ, როგორ ნანობდნენ, რომ არ დაუჯერეს ნოეს და არ შევიდნენ კიდობანში, სანამ კარი ღია იყო! მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო.

წყალი სულ უფრო და უფრო მატულობდა, რადგან 40 დღე-ღამე გადაუღებლად წვიმდა. ბოლოს წყალმა მთის მწვერვალებს მიაღწია და მალე ყველაზე მაღალი მთებიც კი დაფარა. ღვთის სიტყვა ზუსტად შესრულდა და კიდობნის გარეთ დარჩენილი ყველა ადამიანი და ცხოველი დაიღუპა, კიდობანში მყოფნი კი გადარჩნენ.

წარღვნის წყლებმა კიდობნის გარდა ყველაფერი დაფარა

ნოემ და მისმა ვაჟებმა კიდობანი კარგად ააგეს. ის წყლის ზედაპირზე ტივტივებდა. ერთ დღესაც წვიმა შეწყდა და მზემ გამოანათა. გარშემო მხოლოდ წყალი იყო. ერთადერთი, რის დანახვაც შეიძლებოდა, წყალზე მოტივტივე კიდობანი იყო.

ბუმბერაზები დაიხოცნენ. ისინი მეტად აღარ დაჩაგრავდნენ ხალხს. მათთან ერთად დაიხოცნენ მათი დედები და სხვა ბოროტი ადამიანები. მაგრამ რა დაემართათ მათ მამებს?

ბუმბერაზების მამები ჩვეულებრივი ადამიანები არ იყვნენ. ისინი ანგელოზები იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე ჩამოვიდნენ, რომ ადამიანებივით ეცხოვრათ. როცა წარღვნა დაიწყო, ისინი სხვებთან ერთად არ დახოცილან. მათ დატოვეს ხორციელი სხეულები და ზეცაში ავიდნენ. მაგრამ ღმერთმა მათ ნება არ დართო, რომ ანგელოზების ოჯახს დაბრუნებოდნენ, ამიტომ ისინი სატანას შეუერთდნენ. ბიბლიაში მათ დემონები ეწოდებათ.

ღმერთმა ქარი ამოაგდო და წყალმა კლება დაიწყო. ხუთი თვის შემდეგ კიდობანი ერთი მთის მწვერვალზე გაჩერდა. გავიდა დღეები და ნოეს ოჯახმა შეძლო მთის მწვერვალების დანახვა. წყალი ნელ-ნელა კლებულობდა.

ნოემ კიდობნიდან ყორანი გაუშვა. ის მიფრინავდა და ისევ უკან ბრუნდებოდა, რადგან დასაჯდომ ადგილს ვერ პოულობდა. რამდენჯერაც გაუშვა ნოემ, ყორანი იმდენჯერ უკან დაბრუნდა, რომ კიდობანზე დაესვენა.

ნოეს აინტერესებდა, დაშრა თუ არა წყალი, და ამჯერად მტრედი გაუშვა. მაგრამ მტრედიც უკან დაბრუნდა, რადგან ბუდის გასაკეთებელი ადგილი ვერ იპოვა. მოგვიანებით ნოემ მეორედ გაუშვა მტრედი და როცა ის უკან დაბრუნდა, ნისკარტში ზეთისხილის ყლორტი ჰქონდა. ნოე მიხვდა, რომ წყალი დაშრა. მან მტრედი მესამედაც გაუშვა. მტრედმა მშრალი ადგილი იპოვა და უკან აღარ დაბრუნებულა.

ღმერთმა უთხრა ნოეს: ‘გამოდი კიდობნიდან. შენი ოჯახიც და ცხოველებიც გამოიყვანე’. ისინი კიდობანში ერთ წელზე მეტხანს იყვნენ. ამიტომ წარმოგიდგენია, რა გახარებულები იქნებოდნენ, რომ ცოცხლები იყვნენ და მიწაზე ფეხი დადგეს!

დაბადება 7:10—24; 8:1—17; 1 პეტრე 3:19, 20.

კითხვები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება