საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 იობი 1:1-42:17
  • იობი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იობი
  • ბიბლია
ბიბლია
იობი

იობი

1 უცის მიწაზე+ ცხოვრობდა ერთი უმწიკვლო,+ მართალი,+ ღვთისმოშიში+ და ბოროტებისგან შორს მდგარი+ კაცი, სახელად იობი*.+ 2 მას შვიდი ვაჟი და სამი ასული ჰყავდა.+ 3 ჰყავდა ასევე შვიდი ათასი ცხვარი, სამი ათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი ჭაკი ვირი+ და უამრავი მსახური. ის ყველაზე დიდებული კაცი იყო მთელ აღმოსავლეთში.+

4 მისი ვაჟები სტუმრად დადიოდნენ ერთმანეთთან და თითოეული თავის დღეს მართავდა ნადიმს.+ იწვევდნენ ხოლმე თავიანთ სამივე დას, რომ მათთან ერთად ეჭამათ და ესვათ. 5 როცა ნადიმის დღეები ჩაივლიდა, იობი შეუთვლიდა ხოლმე, განწმენდილიყვნენ.+ იგი დილით ადრე დგებოდა და მათი რიცხვის მიხედვით სწირავდა დასაწვავ მსხვერპლს,+ ამბობდა: „იქნებ შესცოდეს ჩემმა ვაჟებმა და დაგმეს+ ღმერთი თავიანთ გულში“.+ ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.+

6 ერთ დღეს, როდესაც ჭეშმარიტი ღვთის შვილები*+ იეჰოვას წინაშე წარდგნენ,+ სატანაც*+ მივიდა და დადგა მათ შორის.+

7 ჰკითხა იეჰოვამ სატანას: „საიდან მოდიხარ?“ სატანამ მიუგო იეჰოვას: „ვიხეტიალე+ და შემოვიარე დედამიწა“.+ 8 იეჰოვამ უთხრა სატანას: „შეამჩნიე ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე,+ უმწიკვლო,+ მართალი,+ ღვთისმოშიში+ კაცია და ბოროტებისგან შორს დგას“.+ 9 მიუგო სატანამ იეჰოვას: „მერედა ტყუილად აქვს იობს ღვთის შიში?+ 10 შენ არ მფარველობ მას,+ მის სახლს და ყველაფერს, რაც აქვს? შენ აკურთხე მისი ხელის ნამოქმედარი+ და გაამრავლე მისი საქონელი მთელ მიწაზე. 11 აბა, გაიწოდე ხელი და შეახე მის ქონებას; ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“.+ 12 იეჰოვამ უთხრა სატანას: „აი, შენს ხელშია ყველაფერი, რაც აქვს. ოღონდ პირადად მას არ შეახო ხელი!“ წავიდა სატანა იეჰოვასგან.+

13 ერთ დღეს იობის ვაჟები და ასულები თავიანთი უფროსი ძმის სახლში შეიკრიბნენ, რომ ეჭამათ და ღვინო დაელიათ.+ 14 მივიდა იობთან მაცნე+ და უთხრა: „როცა ხარები ხნავდნენ+ და ვირები მათ გვერდით ძოვდნენ, 15 სებელები+ თავს დაესხნენ და წაასხეს საქონელი, მსახურები კი მახვილით დახოცეს. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“.+

16 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მოვიდა და თქვა: „ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან,+ აბრიალდა და შთანთქა ცხვარიცა და მსახურებიც. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“.

17 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მოვიდა და თქვა: „ქალდეველების+ სამი რაზმი თავს დაესხა აქლემებს და წაასხეს, მსახურები კი მახვილით დახოცეს. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“.

18 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მოვიდა და თქვა: „შენი ვაჟები და ასულები თავიანთი უფროსი ძმის სახლში ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ.+ 19 უდაბნოს მხრიდან დიდი ქარი+ ამოვარდა და სახლის ოთხივე კუთხეს ეძგერა, ახალგაზრდებს თავზე დაემხოთ და დაიხოცნენ. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“.

20 ადგა იობი, შემოიხია+ მოსასხამი, თავი გადაიპარსა,+ პირქვე+ დაეცა მიწაზე+ 21 და თქვა:

„შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან+

და შიშველი დავბრუნდები.+

იეჰოვამ მომცა+ და იეჰოვამ წაიღო.+

კვლავაც კურთხეული იყოს იეჰოვას სახელი“.+

22 ყოველივეს მიუხედავად არ შეუცოდავს იობს და ცუდი არაფერი დაუბრალებია ღვთისთვის.+

2 ერთ დღეს, როდესაც ჭეშმარიტი ღვთის შვილები* იეჰოვას წინაშე წარდგნენ, სატანაც* მივიდა და დადგა მათ შორის იეჰოვას წინაშე.+

2 ჰკითხა იეჰოვამ სატანას: „საიდან მოდიხარ?“ სატანამ მიუგო იეჰოვას: „ვიხეტიალე და შემოვიარე დედამიწა“.+ 3 იეჰოვამ უთხრა სატანას: „შეამჩნიე ჩემი მსახური იობი?+ არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე, უმწიკვლო, მართალი,+ ღვთისმოშიში+ კაცია და ბოროტებისგან შორს დგას.+ ის კვლავაც უმწიკვლოა,+ შენ კი მაქეზებ,+ რომ უმიზეზოდ დავღუპო იგი“.+ 4 სატანამ+ მიუგო იეჰოვას: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის* სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი.+ 5 აბა, გაიწოდე ხელი, შეახე მის ძვალსა და ხორცს, და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“.+

6 იეჰოვამ უთხრა სატანას: „აი, შენს ხელშია იგი. ოღონდ მის სიცოცხლეს* გაუფრთხილდი!“ 7 წავიდა სატანა იეჰოვასგან+ და თავიდან ფეხებამდე დააწყლულა+ იობი. 8 აიღო იობმა თიხის ჭურჭლის ნატეხი მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა.+

9 ბოლოს ცოლმა უთხრა: „ისევ შენს უმწიკვლობას ეჭიდები?+ დასწყევლე ღმერთი და მოკვდი!“ 10 მან მიუგო: „რა უგუნური+ ქალივით ლაპარაკობ! მარტო კარგი უნდა მივიღოთ ჭეშმარიტი ღვთისგან და ცუდი — არა?“+ ყოველივეს მიუხედავად სიტყვითაც კი არ შეუცოდავს+ იობს.

11 გაიგო იობის სამმა მეგობარმა ყველა იმ უბედურების შესახებ, რაც მას დაატყდა თავს. წამოვიდნენ თავ-თავიანთი სახლებიდან თემანელი ელიფაზი,+ შუახელი ბილდადი+ და ნაამათელი ცოფარი,+ შეხვდნენ ერთმანეთს, როგორც დათქმული ჰქონდათ,+ რათა მისულიყვნენ, თანაეგრძნოთ და ენუგეშებინათ იგი.+ 12 ჯერ კიდევ შორიდან დაინახეს, მაგრამ ვერ იცნეს. ხმამაღლა დაიწყეს ტირილი, შემოიხიეს+ მოსასხამები და თავზე მტვერს იყრიდნენ.+ 13 მასთან ერთად ისხდნენ+ მიწაზე შვიდ დღე-ღამეს და ერთი სიტყვაც არ უთქვამთ მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ დიდ ტკივილს+ განიცდიდა.

3 ამის შემდეგ გახსნა იობმა ბაგე, დასწყევლა თავისი დღე+ 2 და თქვა:

 3 „ის დღე დაიქცეს, როცა დავიბადე,+

და ის ღამე, როცა თქვეს, ვაჟკაცი ჩაისახაო!

 4 დაბნელდეს ის დღე.

ნუ მოხედავს მას ღმერთი მაღლიდან

და ნურც განათდება.

 5 დაუბრუნდეს სიბნელესა და უკუნეთს.

წვიმის ღრუბელმა გადაფაროს იგი.

თავზარი დასცეს იმან, რაც დღეს აბნელებს.+

 6 ის ღამე უკუნეთმა შეიპყროს,+

არ გაიხაროს წელიწადის დღეებს შორის

და არ შევიდეს მთვარისმიერი თვეების რიცხვში.

 7 უნაყოფოდ იქცეს ის ღამე

და არ გაისმას მხიარული შეძახილი.+

 8 დასწყევლონ ის დღის მაწყევრებმა,

მათ, ვისაც ლევიათანის*+ გაღვიძება შეუძლია.

 9 დაბნელდეს მისი ბინდის ვარსკვლავები

და ელოდოს სინათლეს, რომელიც არ მოვა.

არ იხილოს განთიადის ნათელი.

10 ვინაიდან არ დაუხშო დედაჩემს საშვილოსნოს კარი,+

რათა დაემალა გასაჭირი ჩემს თვალთაგან.

11 რატომ საშვილოსნოშივე არ მოვკვდი?+

რატომ მუცლიდან გამოსვლისთანავე არ გავთავდი?

12 რატომ მიმიღეს მუხლებმა

ანდა ძუძუმ,+ რომელსაც ვწოვდი?

13 ახლა ხომ ვიწვებოდი და მშვიდად ვიქნებოდი,+

მეძინებოდა და მოვისვენებდი+

14 დედამიწის მეფეებთან და მრჩევლებთან ერთად,+

რომელთა აშენებულიც პარტახდება,+

15 ან ოქროს მფლობელ მთავრებთან

და ვერცხლით სახლის ამავსებლებთან.

16 რატომ არ მოვწყდი მუცელს+ ფარულად

იმ ჩვილებივით, რომელთაც სინათლე არ უნახავთ?+

17 სადაც ბოროტებმა შეწყვიტეს მრისხანება,+

და სადაც ძალაგამოლეულნი განისვენებენ;+

18 სადაც პატიმრები უზრუნველად არიან,

არ ესმით მეთვალყურის ხმა, რომელსაც სამუშაოდ მიჰყავს ისინი;+

19 სადაც დიდი და პატარა თანასწორნი არიან,+

და სადაც მონა თავისუფალია ბატონისგან.

20 რატომ აძლევს ის სინათლეს შეწუხებულს,

და სულგამწარებულს+ — სიცოცხლეს?

21 რატომ არ კვდებიან სიკვდილს მონატრებულები,+

თუმცა დამალულ განძზე მეტად ეძებენ მას?

22 სიხარულით აღტაცებულები

ხარობენ, რადგან იპოვეს დასამარხი ადგილი.

23 რატომ აძლევს ის სინათლეს ვაჟკაცს, რომლის გზაც არა ჩანს,+

და რომელსაც ღმერთი ზღუდავს?+

24 ვინაიდან ჩემს პურს ჩემი ოხვრა უსწრებს წინ+

და ჩემი ღრიალი წყლების ღრიალსა ჰგავს.+

25 საშინელება დამატყდა თავს, ის, რაც მაშინებდა.

შემემთხვა ის, რაც მზარავდა.+

26 არ ვყოფილვარ უზრუნველად და მშვიდად,

მოსვენება არ მინახავს, და მაინც რისხვა მატყდება თავს“.

4 თემანელმა ელიფაზმა+ მიუგო:

 2 «სიტყვა რომ შემოგბედოს ვინმემ, ხომ არ დაიქანცები?

მაგრამ ვინ შეაკავებს სიტყვებს?

 3 ბევრი გამოგისწორებია+

და ბევრი დასუსტებული ხელი განგიმტკიცებია.+

 4 შენს სიტყვებს წაქცეული ფეხზე დაუყენებია+

და ჩაკეცილი მუხლები გაუმაგრებია.+

 5 შენ კი დაიქანცე, როცა იგივე შეგემთხვა,

და შეშფოთდი, როცა იგივე გეწია.

 6 თუ ღვთისმოშიში ხარ, იმედი არ უნდა გქონდეს?!

თუ უმწიკვლოდ+ დადიხარ, იმედიანად არ უნდა იყო?!

 7 აბა, გაიხსენე, თუ დაღუპულა ვინმე უდანაშაულო?

თუ ამოწყვეტილან სადმე მართლები?+

 8 მე რაც მინახავს, ისინი იმკიან საზღაურს, ვინც სიავეს სჩადის

და ვისაც სხვებისთვის უბედურება მოაქვს.+

 9 ღვთის სულის შებერვაზე იღუპებიან

და ბოლოს უღებს მათ მისი რისხვის სული.

10 ლომი ღრიალებს, ლომის ხმა ისმის,

ძლიერ ლომებსაც ემტვრევათ კბილები.

11 ნანადირევის გარეშე კვდება ლომი

და ლომის ბოკვრებს აცალკევებენ.

12 სიტყვა მომეპარა

და ჩურჩული ჩამესმა ყურში;+

13 ღრმა ძილი მიპყრობდა,

როცა მშფოთვარე ფიქრები მომეძალა ღამის ხილვაში.

14 შიშმა მომიცვა და კანკალმა ამიტანა.

ძვლებში დამიარა შიშმა.

15 სულმა გადამიარა სახეზე

და თმა ამებურძგნა.

16 რაღაც გაჩერდა,

მაგრამ ვერ გავარჩიე.

ის რაღაც ჩემ თვალწინ იდგა.

სიწყნარე იყო, მერე კი ხმა მომესმა:

17 „შეიძლება მოკვდავი კაცი ღმერთზე სამართლიანი იყოს

ან ადამიანი მის შემოქმედზე წმინდა?“

18 არ ენდობა ის თავის მსახურებს

და თავის მაცნეებს* ბრალსა სდებს.

19 მით უმეტეს, თიხის სახლებში მცხოვრებთ,

რომელნიც მტვრისგან+ არიან აღებულნი.

ჩრჩილზე სწრაფად იმუსრებიან.

20 დილიდან საღამომდე იმსხვრევიან,

სამუდამოდ იღუპებიან და არავის სწყდება გული.

21 განა ისე არ ემხობიან, როგორც თოკგამომძვრალი კარავი?

კვდებიან, რადგან არა აქვთ სიბრძნე».

5 „მოუხმე! განა გიპასუხებს ვინმე?

ან რომელ წმინდას მიმართავ?

 2 უგუნურს ტანჯვა მოკლავს

და მას, ვინც ადვილად ცდუნდება, შური მოუღებს ბოლოს.

 3 მინახავს უგუნური, ფესვი რომ ჰქონდა გადგმული,+

მაგრამ უმალვე დამიწყევლია მისი კერა.

 4 მისი ვაჟებისგან შორს არის ხსნა,+

კარიბჭესთან იჩაგრებიან და არავინ ჰყავთ მხსნელი.

 5 რასაც იმკის, მშიერი უჭამს;

კაუჭიდან უხსნიან ხორცს

და მახე სტაცებს პირს მათ ქონებას.

 6 მტვრიდან არ ჩნდება ზიანი,

და მიწიდან არ აღმოცენდება გასაჭირი.

 7 როგორც ნაპერწკალი ადის მაღლა,

ისე კაცი იბადება გასაჭირისთვის.

 8 მე ღმერთს მივმართავდი,

ღმერთს წარვუდგენდი ჩემს საქმეს,+

 9 მას, ვინც დიდებულ, ჩაუწვდომელ საქმეებს აკეთებს

და ურიცხვ საოცრებას ახდენს;+

10 მას, ვინც აწვიმებს დედამიწის ზედაპირს+

და წყალს უგზავნის ტრიალ მინდვრებს;+

11 მას, ვინც მდაბიოებს ამაღლებს,+

რათა ხსნით ამაღლდნენ დამწუხრებულები;

12 მას, ვინც ფუშავს გამჭრიახთა ზრახვებს,+

რომ მათმა ხელმა ნაყოფი არ გამოიღოს;

13 მას, ვინც ბრძენებს ცბიერებაში იჭერს,+

რომ ცბიერთა რჩევამ დაბნეულობა გამოიწვიოს.+

14 ისინი დღისითაც სიბნელეში ხვდებიან

და ხელის ცეცებით დადიან, თითქოს ღამე იყოს;+

15 მას, ვინც იხსნის კაცს მათი პირის მახვილისგან,

და ღარიბს — ძლიერის ხელიდან,+

16 რათა მდაბიოს იმედი მიეცეს,+

უმართლოებმა კი პირი მოკუმონ.+

17 ბედნიერია კაცი, რომელსაც ღმერთი შეაგონებს.+

ყოვლისშემძლისგან აღზრდას ნუ უგულებელყოფ!

18 ის აყენებს კაცს ტკივილს და ის უხვევს იარას;

ის აყენებს ჭრილობას და თავისივე ხელით კურნავს.

19 ექვსჯერ დაგიხსნის გასაჭირიდან+

და შვიდჯერ არაფერი შეგემთხვევა საზიანო.+

20 შიმშილობისას სიკვდილისგან გიხსნის+

და ომის დროს — მახვილისგან.

21 ენით გაშოლტვას დაემალები+

და გაძარცვისა არ შეგეშინდება.

22 ძარცვასა და შიმშილზე გაგეცინება

და მხეცი ვერ შეგაშინებს.

23 მინდვრის ქვებთან დადებ შეთანხმებას

და მხეცი მშვიდობიანად იცხოვრებს შენთან.+

24 ნახავ, რომ კარვად მშვიდობა გექნება.

წახვალ, იხილავ საძოვრებს და არაფერი მოგაკლდება.

25 ნახავ, რომ შთამომავლები მრავლად გეყოლება+

და შენი მოდგმა მიწის მცენარეებივით გამრავლდება.+

26 ჭარმაგი ჩახვალ საფლავში,+

როგორც თავის დროზე გროვდება ძნები.

27 აი, ეს გამოვარკვიეთ. ასეა ეს.

შეისმინე და იცოდე“.

6 იობმა მიუგო:

 2 „ნეტავ მთლიანად აიწონებოდეს ჩემი ტანჯვა+

და სასწორზე დაიდებოდეს ჩემი უბედურება!

 3 ზღვის ქვიშაზე მძიმეა იგი,

ამიტომ ვეღარ ვსაზღვრავ, რას ვამბობ.+

 4 ყოვლისშემძლის ისრებია ჩემში,+

მათ შხამსა სვამს ჩემი სული;+

საშინელებები მატყდება ღვთისგან.+

 5 განა გაიგებ ზებრის+ ხმას საძოვარზე?

თუ ბღავის ხარი, როცა წინ საკვები აქვს?

 6 განა იჭმება უგემური საჭმელი უმარილოდ?

თუ აქვს ტუხტის ბლანტ წვენს გემო?

 7 გული* არაფერზე მიმდის.

ასეთი საჭმელი საზიზღრობაა ჩემთვის.

 8 ნეტავ ჩემი თხოვნა შესრულდებოდეს

და ღმერთი იმედს არ გამიცრუებდეს!

 9 ნეტავ ადგებოდეს და შემმუსრავდეს,

არ შეაკავებდეს ხელს და მომკვეთდეს!+

10 ეს მაინც მანუგეშებდა;

აუტანელი ტკივილის მიუხედავად სიხარულით ვიხტუნებდი.+

თუმცა არ ვყოფილვარ მისგან ნუგეშცემული, წმინდის+ სიტყვები არ დამიმალავს.+

11 სადღა მაქვს ძალა, რომ ვიცადო?+

განა რა მელის, რომ სიცოცხლე* გავიხანგრძლივო?

12 განა ქვის ძალა მაქვს?

თუ სპილენძისაა ჩემი სხეული?

13 განა შემიძლია ჩემს თავს ვუშველო?

განა წართმეული არა მაქვს შრომის უნარი?

14 ვინც სიკეთეს* უკავებს თავის მოძმეს,+

ის ყოვლისშემძლის შიშსაც მიატოვებს.+

15 ჩემი ძმები ვერაგულად მეპყრობიან,+ ზამთრის ნიაღვარივით არიან,

ხევივით, რომელშიც შრება ზამთრის ნიაღვარი.

16 გაშავებულია ყინულისგან

და მასში ქრება თოვლი.

17 თავის დროზე შრება+ და ჩუმდება;

დაცხება და ადგილზევე ორთქლდება.+

18 გზიდან უხვევს ის,

უდაბურ ადგილზე გადის და იღუპება.

19 მას გაჰყურებენ თემის+ ქარავნები

და ელოდებიან სებელი+ მოგზაურები.

20 შერცხვებათ, რადგან მისი იმედი ჰქონდათ.

მიდიან ადგილზე და იმედგაცრუებულები რჩებიან.+

21 ახლა თქვენ არარაობა ხართ,+

ხედავთ საშინელებას და გეშინიათ.+

22 განა მითხოვია თქვენთვის, რამე მომეცით-მეთქი,

ან რამე მაჩუქეთ-მეთქი თქვენი დოვლათიდან,

23 დამიხსენით მოწინააღმდეგის ხელიდან+

და სასტიკთაგან გამომისყიდეთ-მეთქი?+

24 ამიხსენით და გავჩუმდები,+

გამაგებინეთ, რა შეცდომა დავუშვი.+

25 მართლის ნათქვამი მტკივნეული არ არის.+

მაგრამ რას აჩვენებს თქვენი მხილება?+

26 ჩემი სიტყვების მხილება გინდათ?

ქარივითაა+ სასოწარკვეთილის სიტყვები.+

27 თქვენ უმამო ბავშვზეც+ კი იყრიდით წილს

და მეგობარს გაყიდდით!+

28 ახლა ყური დამიგდეთ

და ნახავთ, თუ ვიცრუო+ თქვენ წინაშე.

29 მობრუნდით, ნუ იქნება უმართლობა,

მობრუნდით, ჩემი სიმართლე ჯერ კიდევ აქ არის.+

30 განა მაქვს ენაზე უმართლობა?

თუ ვერ გრძნობს ჩემი სასა უბედურებას?“

7 „განა მოკვდავი ადამიანის ცხოვრება სავალდებულო სამუშაო+ არ არის დედამიწაზე?

და მისი დღეები მოჯამაგირის+ დღეებს არა ჰგავს?

 2 მონასავით ქოშინით ისწრაფვის ჩრდილისკენ,+

და მოჯამაგირესავითაა, გასამრჯელოს+ რომ ელოდება.

 3 ასევე ვარ მეც, წილად მხვდა უსარგებლო მთვარისმიერი თვეები+

და გასაჭირით სავსე ღამეები+ მერგო.

 4 როცა ვწვები, ვამბობ, ნეტავ როდის ავდგები-მეთქი.+

საღამო რომ იწურება, კვლავ მოუსვენრობა მიპყრობს დილის ბინდამდე.

 5 სხეული მატლებმა+ და მტვერმა+ დამიფარა.

დამისკდა კანი და იშლება.+

 6 ჩემი დღეები თითისტარის ტრიალზე სწრაფად+ გადის

და უიმედოდ სრულდება.+

 7 გახსოვდეს, რომ ქარია ჩემი ცხოვრება.+

კარგს ვეღარაფერს იხილავს ჩემი თვალი.

 8 თვალი, რომელიც მხედავს, ვეღარ მიხილავს.

ჩემკენ გექნება თვალები მოპყრობილი, მაგრამ მე აღარ ვიქნები.+

 9 ღრუბელი მიდის და ქრება,

და ვინც სამარეში* ჩადის, აღარ ამოვა.+

10 აღარ დაუბრუნდება სახლს

და თავის კერას მეტად აღარ ეცოდინება იგი.+

11 მეც აღარ შევაკავებ ჩემს ბაგეს.

სულშეწუხებული* ვილაპარაკებ,

სულგამწარებული* ვიქნები.+

12 ზღვა ვარ თუ ზღვის დიდი ცხოველი,

დარაჯი+ რომ დამიყენო?

13 როცა ვთქვი, ჩემი სარეცელი მანუგეშებს

და ჩემი საწოლი ამატანინებს-მეთქი წუხილს,

14 შენ სიზმრებით შემაძრწუნე

და ხილვებით შემაშინე

15 ისე, რომ სულის* გაგუდვა და

სიკვდილი+ მირჩევნია ჩემი ძვლების ყურებას.

16 უარს ვამბობ.+ არ მინდა უსასრულოდ ცხოვრება.

გამეცალე, რადგან ერთი ამოსუნთქვაა ჩემი დღეები.+

17 ვინ არის მოკვდავი კაცი,+ რომ ზრდი

და თავს არ ანებებ?

18 ყოველ დილით აპყრობ ყურადღებას

და ყოველთვის სცდი?+

19 რატომ არ მაშორებ მზერას+

და არ მეშვები, რომ ნერწყვი ჩავყლაპო?

20 მე თუ შევცოდე, შენ რას გიშავებ, ადამიანთა მეთვალყურევ?+

იმიტომ ამომიღე მიზანში, რომ ტვირთად გქცეოდი?

21 რატომ არ მპატიობ ცოდვას+

და არ ხუჭავ თვალს ჩემს დანაშაულზე?

ახლა მტვერში+ ჩავწვები,

ძებნას დამიწყებ და აღარ ვიქნები“.

8 მიუგო შუახელმა ბილდადმა:+

 2 «როდემდე უნდა ლაპარაკობდე ასე?+

შენი ბაგეთა სიტყვები ძლიერი ქარია+ და მეტი არაფერი.

 3 განა ამრუდებს ღმერთი სამართალს?+

ამრუდებს ყოვლისშემძლე სიმართლეს?+

 4 თუ შენმა ვაჟებმა შესცოდეს,

იმიტომაც ჩაუგდო მან ისინი მათივე ურჩობას ხელში.

 5 ღმერთი რომ გეძებნა+

და ყოვლისშემძლისთვის შეწყალება გეთხოვა,

 6 წმინდა და მართალი რომ ყოფილიყავი,+

გაიღვიძებდა იგი შენთვის

და აღგიდგენდა სიმართლის კერას.

 7 შენი დასაწყისი უმნიშვნელო იქნებოდა

იმ სიდიადესთან შედარებით, რაც ბოლოს გექნებოდა.+

 8 აბა, მოიძიე უწინდელ თაობებში+

და ყურადღება მიაქციე იმას, რაც მათ მამებს გამოუკვლევიათ.+

 9 ჩვენ მხოლოდ გუშინ გავჩნდით+ და არაფერი ვიცით,

რადგან ჩრდილივით არის ჩვენი დღეები დედამიწაზე.+

10 განა არ დაგარიგებენ ისინი და არ გეტყვიან

და გულიდან არ ილაპარაკებენ?

11 განა გაიზრდება პაპირუსი+ უჭაობოდ?

თუ გაიზრდება ლერწამი უწყლოდ?

12 ჯერ კიდევ ნორჩი იქნება და მოუწყვეტელი,

როცა გახმება ყველა სხვა ბალახზე ადრე.+

13 ასეთია ღვთის დამვიწყებელთა+ გზები;

იმედი გაუცრუვდება განდგომილს,+

14 ვისაც დასაყრდენი აღარა აქვს

და ვინც ობობის სახლს+ ეყრდნობა.

15 დაეყრდნობა თავის სახლს, მაგრამ ის ვერ გაუძლებს.

მოეჭიდება, მაგრამ ის ვერ დაიჭერს.

16 იგი წყლით არის გაჯერებული მზის გულზე

და მისი რტოები იზრდება მის ბაღში.+

17 ქვების გროვაში ჩახლართვია ფესვები

და ქვის სახლს შეჰყურებს.

18 თუ ადგილზევე შთაინთქმება,+

ის უეჭველად უარყოფს მას და ეტყვის: „არასოდეს მინახიხარ“.+

19 აი, ასე სრულდება მისი გზა+

და სხვები აღმოცენდებიან მტვრიდან.

20 არ უარყოფს ღმერთი უმწიკვლოს

და არც ბოროტმოქმედის ხელს ჩასჭიდებს ხელს.

21 ის აგივსებს პირს სიცილით

და ბაგეებს — მხიარული ყიჟინით.

22 შენი მოძულეები სირცხვილით+ შეიმოსებიან

და აღარ იდგება ბოროტთა კარავი».

9 მიუგო იობმა:

 2 «ვიცი, რომ ეს ასეა.

მაგრამ მოკვდავი კაცი როგორ გამოვა მართალი ღმერთთან?+

 3 თუ მასთან შეკამათებას მოისურვებს,+

კაცი ათასიდან ერთზეც ვერ გასცემს პასუხს.

 4 გულით ბრძენია ის და ძალით ძლიერი.+

ვინ შეძლებს, გაუჯიუტდეს მას და უვნებელი დარჩეს?+

 5 მთებს ძრავს+ იგი და ხალხმა არც კი იცის.

მან დაამხო ისინი თავისი რისხვით.+

 6 დედამიწას არყევს

და მის სვეტებს+ აზანზარებს.

 7 მზეს ეუბნება, არ გამოანათოო,

და ვარსკვლავებს ახშობს.+

 8 თავად განავრცობს ზეცას+

და თელავს ზღვის აზვირთებულ ტალღებს.+

 9 ის ქმნის აშის*, ქესილისა*

და ქიმას* თანავარსკვლავედებს+ და სამხრეთის შიდა დარბაზებს*.

10 ის იქმს ჩაუწვდომელ,+ დიდებულ საქმეებსა

და ურიცხვ საოცრებას.+

11 აი, ჩამივლის და ვერ ვხედავ,

მოძრაობს და ვერ ვამჩნევ.+

12 მოიტაცებს და ვინ დაუდგება წინ?

ვინ ეტყვის, რას აკეთებო?+

13 არ შეიკავებს ღმერთი რისხვას.+

მის წინაშე დაემხობიან მოიერიშის+ მხარდამჭერები,

14 და მე როგორღა გავცე პასუხი!

სიტყვები უნდა შევარჩიო.+

15 მართალიც რომ ვყოფილიყავი, არ შევეპასუხებოდი.+

შეწყალებას ვთხოვდი ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს.+

16 რომც მოვუხმო, განა მიპასუხებს?+

ვერ დავიჯერებ, რომ ყურს დაუგდებს ჩემს ხმას.

17 ქარიშხლით მაყენებს ტკივილს

და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს.+

18 სიმწრით მავსებს

და სულს არ მათქმევინებს.+

19 თუ ვინმეა ძალით ძლიერი, ის არის;+

და თუ ვინმეა სამართალში ძლიერი, ნეტავ მომიხმობდეს!

20 მართალიც რომ ვყოფილიყავი, ჩემი ბაგეები დამნაშავედ გამომაცხადებდა.

უმწიკვლოც რომ ვყოფილიყავი, იგი უკანონობაში დამადანაშაულებდა.

21 უმწიკვლოც რომ ვყოფილიყავი, არ მეცოდინებოდა;

უარს ვიტყოდი სიცოცხლეზე.

22 ერთი რამ ცხადია. ამიტომაც ვამბობ:

„ის ბოლოს უღებს უმწიკვლოსაც და ბოროტსაც“.+

23 თუ წყალდიდობა უცაბედად მოიტანს სიკვდილს,

სიცილად არ ეყოფა უდანაშაულოების უბედურება.

24 ბოროტის ხელშია დედამიწა.+

ის უფარავს მსაჯულებს სახეს.

თუ არა ის, მაშ ვინღა?

25 მალემსრბოლზე სწრაფად გარბიან ჩემი დღეები,+

მიქრიან და კარგს ვეღარაფერს იხილავენ.

26 ლერწმის ნავებივით ჩაიარეს,

არწივივით, რომელიც საჭმლის ძიებაში აქეთ-იქით დაქრის.+

27 თუ ვიტყოდი, დავივიწყებ-მეთქი ჩემს საწუხარს,+

იერს შევიცვლი+ და გავბრწყინდები-მეთქი,

28 შემაშინებდა ჩემი ტკივილები.+

ვიცი, რომ არ მცნობ უდანაშაულოდ.

29 მაინც დამნაშავე ვიქნები.

რატომღა ვირჯები ტყუილუბრალოდ?+

30 თოვლის წყლითაც რომ დავბანილიყავი

და ნაცარტუტით გამეწმინდა ხელები,+

31 შენ მაინც ორმოში ამომავლებდი

და შემიძულებდა ჩემი ტანსაცმელი.

32 ის ჩემსავით კაცი+ კი არ არის, რომ პასუხი გავცე

და ერთად წარვდგეთ სასამართლოზე.

33 არავინ არის ჩვენი განმსჯელი,+

რომ ორივეს დაგვადოს ხელი.

34 მომაცილოს თავისი ჯოხი+

და ნუ შემაძრწუნებს მისი შიში.

35 ვილაპარაკებ და არ შემეშინდება მისი,

რადგან ასე არა ვარ განწყობილი».

10 «შეიზიზღა ჩემმა სულმა სიცოცხლე.+

წუხილს მივეცემი და

სულგამწარებული ვილაპარაკებ.

 2 ვეტყვი ღმერთს: „ნუ მცნობ დამნაშავედ.

გამაგებინე, რატომ მედავები!

 3 განა რას გარგებს, ცუდს რომ აკეთებ,+

უარყოფ შენი ხელით ნაშრომს,+

და შენს სინათლეს ბოროტთა რჩევებზე ანათებ.

 4 განა ხორციელის თვალები გაქვს?+

თუ მოკვდავი კაცივით ხედავ?+

 5 განა შენი დღეები მოკვდავი კაცის დღეებსა ჰგავს+

ან შენი წლები ადამიანის დღეებივითაა,

 6 ჩემს შეცდომას რომ ეძიებდე+

და ჩემს ცოდვას პოულობდე,

 7 როცა იცი, რომ არაფერი დამიშავებია+

და ვერავინ დამიხსნის შენი ხელიდან?+

 8 შენმა ხელმა გამომძერწა+

და სრულად გამომსახა, მაგრამ შენ მაინც შთამნთქავ.

 9 ნუ დაგავიწყდება, რომ თიხისგან+ შემქმენი

და მტვერს დაუბრუნებ ჩემს თავს.+

10 განა რძესავით არ გადმომღვარე

და ყველივით არ შემადედე?!+

11 კანითა და ხორცით შემმოსე,

ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე.+

12 სიცოცხლე და სიკეთე* მიბოძე+

და მზრუნველობით+ დაიცავი ჩემი სული.

13 ყველაფერი გულში გქონდა დაფარული

და კარგად ვიცი, რომ შენგან მოდის.

14 თუ ცოდვა ჩავიდინე და მხედავდი+

და ჩემი დანაშაულის გამო უდანაშაულოდ არ მცნობ,+

15 თუ რამე დავაშავე, ვაი ჩემს თავს!+

და თუ მართალი ვარ, არ ავწევ თავს,+

რადგან სირცხვილნაჭამი ვარ და გაჭირვებით სავსე.+

16 თუ ამპარტავნულად მოვიქცევი,+ ლომივით ინადირებ ჩემზე+

და საოცრებად წარდგები ჩემ წინაშე.

17 ახალ მოწმეებს გამოიყვან ჩემ წინააღმდეგ

და უფრო განრისხდები ჩემზე.

ჩემს უბედურებას უბედურება ემატება.

18 რატომ გამომიყვანე საშვილოსნოდან?+

არ შეიძლებოდა, გავმქრალიყავი და თვალს არ ვენახე,

19 არარსებულივით ვყოფილიყავი

და მუცლიდან საფლავში მოვხვედრილიყავი?“

20 განა დღეგრძელი ვარ?+

ჩამომცილდეს იგი, მომაშოროს მზერა, რომ ცოტა გავიხარო,+

21 სანამ წავალ — და აღარ დავბრუნდები+ —

უკუნი სიბნელითა და წყვდიადით+ მოცულ მიწაში;

22 მიწაში, სადაც წყვდიადს, უკუნ სიბნელესა

და უწესრიგობას დაუსადგურებია, სადაც სინათლე წყვდიადივითაა».

11 მიუგო ნაამათელმა ცოფარმა:+

 2 „განა ამდენი სიტყვა უპასუხოდ დარჩება,

ან გამართლდება მკვეხარა?

 3 განა გააჩუმებს კაცს შენი ფუჭსიტყვაობა?

თუ მოჰყვები დაცინვას, განა არ გაიკიცხები?+

 4 შენ იმასაც ამბობ, ჩემი დარიგება+ წმინდაა

და შენს თვალში სუფთა+ ვარო.

 5 ნეტავ დაილაპარაკებდეს ღმერთი

და გახსნიდეს ბაგეებს შენ მიმართ!+

 6 მაშინ გეტყოდა სიბრძნის საიდუმლოებებს,

რადგან მრავლისმომცველია სიბრძნე*.

იმასაც გაიგებდი, რომ ღმერთმა დაივიწყა შენი ზოგიერთი დანაშაული შენ სასიკეთოდ.+

 7 ჩასწვდები ღვთის სიღრმეებს?+

ან მისწვდები ყოვლისშემძლის საზღვრებს?

 8 ცაზე მაღალია. რას გახდები?

სამარეზე* ღრმაა.+ რა გაგეგება?

 9 დედამიწაზე დიდია ზომით,

ზღვაზე ვრცელია.

10 თუ ჩაივლის, ვინმეს ხელს დაადებს

და სასამართლოს მოიწვევს, ვინ შეეწინააღმდეგება?

11 კარგად იცის, ვინ ცრუობს.+

როცა სიავეს დაინახავს, განა უყურადღებოდ დატოვებს?

12 ვიდრე უჭკუო კაცს კარგი ზრახვები გაუჩნდება,

ზებრა დაიბადება ადამიანად.

13 თუ გულს ნამდვილად მოამზადებ

და ღვთისკენ აღაპყრობ ხელს,+

14 თუ მოაშორებ შენს ხელს სიავეს

და არ დაამკვიდრებ უმართლობას შენს კარავში,

15 მაშინ ღირსეულად ასწევ თავს,+

განმტკიცდები და შიში არ გექნება.

16 გასაჭირს დაივიწყებ

და ის ჩავლილი წყალივით გემახსოვრება.

17 შუადღეზე მეტად გაბრწყინდება შენი სიცოცხლის დღეები.+

სიბნელე დილად გადაიქცევა.+

18 გამოავლენ ნდობას, რადგან იმედი გექნება.

ყურადღებით მიმოიხედავ და უსაფრთხოდ დაიძინებ.+

19 გაიმართები და არავინ დაგაფრთხობს.

ხალხი მშვიდ გუნებაზე დაგაყენებს.+

20 ბოროტებს თვალები დაუბრმავდებათ,+

მათი თავშესაფარი დაიქცევა+

და მათი იმედი სულის* დაღუპვა იქნება“.+

12 მიუგო იობმა:

 2 „ხალხი მართლაც თქვენ ყოფილხართ,

თქვენთან ერთად მოკვდება სიბრძნე!+

 3 მეც მაქვს გული,+

თქვენზე ნაკლები არც მე ვარ.+

ვინ არ იცის ეს ყველაფერი?!

 4 მოძმის დასაცინი გავხდი,+

როცა ღმერთს ვუხმობდი პასუხის მისაღებად.+

დასცინიან მართალსა და უმწიკვლოს.

 5 უზრუნველი კაცი განადგურების შესახებ აზრსაც კი არაფრად აგდებს,+

ის მერყევთათვის არის გამზადებული.+

 6 უზრუნველად არის მძარცველთა კარავი+

და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ღვთის განმარისხებლები,

რომლებმაც ღმერთი* თავიანთი ხელით მოიყვანეს.+

 7 აბა, ჰკითხე შინაურ ცხოველებს და გასწავლიან,+

ცის ფრინველებს, და გეტყვიან.+

 8 დაუკვირდი მიწას და გასწავლის,+

ზღვის თევზები+ მოგახსენებენ.

 9 რომელმა მათგანმა არ იცის,

რომ ეს იეჰოვას ხელის ნამოქმედარია;+

10 ვის ხელშიცაა ყოველი ცოცხლის სული*,+

და ყოველი ხორციელის სული*?!+

11 განა ყური ვერ არჩევს სიტყვებს,+

და სასა — საჭმლის გემოს?!+

12 განა სიბრძნე მოხუცებს არა აქვთ,+

და გაგების უნარი — დღეთა სიმრავლეს?!

13 მასთანაა სიბრძნე და ძლევამოსილება;+

მისგან არის რჩევა და გაგების უნარი.+

14 აჰა, ის ანგრევს, რომ აღარ აშენდეს,+

ის უკეტავს კაცს შესასვლელს, რომ აღარ გაიხსნას.+

15 აკავებს წყლებს და ისინიც შრებიან;+

აგზავნის მათ და ცვლიან მიწის პირს.+

16 მასთან არის ძალა და სიბრძნე*;+

მისია შეცდომის დამშვები და მაცდუნებელი.+

17 მრჩევლებს ფეხშიშველს ატარებს,+

და მოსამართლეებს აგიჟებს.

18 მეფეებს ბორკილებს ხსნის+

და თვითონ არტყამს სარტყელს თეძოებზე.

19 ფეხშიშველს ატარებს მღვდლებს+

და ამხობს ტახტზე სამარადჟამოდ მსხდომთ.+

20 ბაგეებს უხშობს ერთგულებს

და მოხუცებულებს გონიერებას ართმევს.

21 თავლაფს ასხამს წარჩინებულებს+

და ძლიერთა სარტყელს უშვებს.

22 სიბნელეში ღრმად დაფარულს აჩენს+

და უკუნეთი სინათლეზე გამოჰყავს.

23 ერებს აძლიერებს გასანადგურებლად+

და განავრცობს მათ, რომ წაასხას.

24 ქვეყნის თავკაცებს გონიერებას ართმევს,

რათა უგზო-უკვლოდ ახეტიალოს უკაცრიელ ადგილას.+

25 ხელის ცეცებით დადიან სიბნელეში,+ სადაც არ არის სინათლე,

მთვრალებივით ახეტიალებს მათ“.+

13 „ეს ყველაფერი ნახა ჩემმა თვალმა,

მოისმინა ჩემმა ყურმა და მიხვდა.

 2 რაც თქვენ იცით, ის მეც კარგად ვიცი.

თქვენზე ნაკლები არც მე ვარ.+

 3 მაგრამ მე ყოვლისშემძლეს დაველაპარაკებოდი+

და ღმერთთან შეკამათებას მოვისურვებდი.

 4 თქვენ კი სხვებს სიცრუით სახელს ულახავთ;+

ყველანი უსარგებლო მკურნალები ხართ.+

 5 ნეტავ საერთოდ არ ამოგეღოთ ხმა,

სიბრძნეში ჩაგეთვლებოდათ!+

 6 მოისმინეთ ჩემი პასუხი+

და ყური დაუგდეთ ჩემს ბაგეთა ღაღადს.

 7 ილაპარაკებთ უმართლობას

და სიცრუეს ღვთის გულისათვის?+

 8 მოექცეოდით მას მიკერძოებით+

ან გამოესარჩლებოდით ჭეშმარიტ ღმერთს სასამართლოში?

 9 განა კარგი იქნებოდა, მას რომ გამოეკვლიეთ?+

მასაც ისე მოატყუებდით, როგორც მოკვდავ ადამიანს ატყუებენ?

10 ის უეჭველად შეგაგონებდათ,+

თუ ფარულად მიკერძოებას გამოავლენდით.+

11 განა არ შეგაშინებდათ მისი დიდება

და მისი შიში არ შეგიპყრობდათ?+

12 თქვენი დაუვიწყარი სიტყვები ნაცრის იგავებია,

თიხისაა თქვენი ფარები.+

13 ხმა არ ამოიღოთ, მე უნდა ვილაპარაკო.

მერე, რაც გინდა, ის მომივიდეს!

14 რატომ მიჭირავს სული კბილით*

და რატომ მიდევს სული ხელისგულზე?+

15 რომც მოვეკალი, მაინც მას არ დაველოდებოდი?+

მაინც შევეკამათებოდი მას ჩემი გზებისთვის.

16 ის იქნებოდა ჩემი მხსნელი,+

რადგან ვერც ერთი განდგომილი ვერ წარდგება მის წინაშე.+

17 კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვა+

და ჩემი ნათქვამი ყურად იღეთ.

18 აი წარვადგინე სასამართლო საქმე.+

კარგად ვიცი, რომ მართალი ვარ.

19 ვინ შემეკამათება?+

ახლა რომ გავჩუმდე, ნამდვილად მოვკვდები.

20 ორ რამეს ნუ მიზამ

და არ დავიმალები შენ წინაშე.+

21 ხელი მომარიდე

და შენი შიში ნუ შემაძრწუნებს.+

22 მომიხმე, რომ გიპასუხო,

ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე.

23 რა დავაშავე და რა შევცოდე?

გამაგებინე, რაში გეურჩე და რა ცოდვა ჩავიდინე.

24 რატომ მალავ სახეს+

და რატომ მთვლი შენს მტრად?+

25 მოფარფატე ფოთოლს აფრიალებ

და გამხმარ ნამჯას დევნი?

26 რაც ჩემთვის მწარეა, იმას წერ ჩემ წინააღმდეგ,+

და ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი დანაშაულის შედეგებს მაწვნევინებ.+

27 ხუნდებში მაყოფინებ ფეხებს+

და ჩემს გზებს დარაჯობ;

ზღვარს უვლებ ჩემს ტერფებს.

28 ეს კაცი კი გაიხრწნა და დაილია,+

როგორც ჩრჩილისგან შეჭმული ტანსაცმელი“.+

14 „კაცი, ქალის ნაშობი,+

დღემოკლეა+ და შფოთით აღსავსე.+

 2 ყვავილივით იშლება, მაგრამ მოწყვეტილია,+

ჩრდილივით ჩაიქროლებს+ და წყვეტს არსებობას.

 3 თვალი მისკენ გაქვს მიპყრობილი

და სასამართლოზე+ წარმადგენ შენ წინაშე.

 4 ვინ შექმნის წმინდას უწმინდურისგან?+

ვერავინ.

 5 თუ მისი დღეები დადგენილია,+

მისი თვეების რიცხვი შენს ხელშია.

წესი გაქვს მისთვის დადებული, რომ არ გადავიდეს.

 6 მოაშორე მზერა, რომ დაისვენოს,+

და მოჯამაგირესავით იგრძნოს კმაყოფილება თავისი დღით.

 7 ხესაც კი აქვს იმედი,

თუ მოჭრიან, ისევ ამოიყრის+

და არ შეწყვეტს არსებობას მისი რტო.

 8 თუ მიწაში ფესვი დაუბერდა

და ნიადაგში ძირკვი ჩაუკვდა,

 9 როგორც კი წყალი მოხვდება, კვლავ ამოიყრის+

და ტოტი ახალი ნერგივით ექნება.+

10 მაგრამ ვაჟკაცი კვდება და დამარცხებული გდია.

იღუპება ადამიანი, და სადღაა იგი?+

11 ქრება წყალი ზღვიდან,

მდინარე იწრიტება და შრება.+

12 კაციც წვება და აღარ დგება.+

არ გაიღვიძებენ, სანამ ცა აღარ იქნება,+

აღარც წამოდგებიან.+

13 ნეტავ დამმალავდე სამარეში*,+

დამიფარავდე, სანამ შენი რისხვა მიიქცეოდეს,

დამიდგენდე დროს+ და გამიხსენებდე!+

14 თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?+

დავიცდი მთელი ჩემი მონური სამუშაოს* განმავლობაში,+

სანამ შვება მოვიდოდეს.+

15 დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ,+

ვინაიდან მოგენატრება შენი ხელის ქმნილება.

16 შენ ითვლი ჩემს ნაბიჯებს+

და ჩემი ცოდვის მეტს არაფერს ეძებ.+

17 ჩემი ურჩობა ჩანთაშია დალუქული,+

შენ წაუსვი წებო ჩემს დანაშაულს.

18 მთა დაეცემა და დაიშლება,

კლდეც კი დაიძვრება თავისი ადგილიდან.

19 წყალი ქვასაც კი ცვეთს

და ნიაღვარი მიწის მტვერს ჩამორეცხავს.

შენც ასე ანადგურებ მოკვდავი კაცის იმედს.

20 შენ სამუდამოდ ჯაბნი მას და ისიც ქრება.+

სახეს უმახინჯებ და იშორებ.

21 მის ვაჟებს პატივს მიაგებენ, მაგრამ მან ეს არ იცის.+

ისინი უმნიშვნელოები ხდებიან, მაგრამ ის არ ფიქრობს მათზე.

22 სანამ ხორცი აქვს, ეტკიება,

და სანამ სული უდგას, იგლოვებს“.

15 მიუგო თემანელმა ელიფაზმა:

 2 „განა ბრძენი კაცი პასუხად ამაო ცოდნას+ გამოიყენებს

ან აივსებს მუცელს აღმოსავლეთის ქარით?+

 3 მარტო სიტყვით მხილება უსარგებლოა

და მარტო ლაპარაკი — ფუჭი.

 4 შენ ღვთის შიშს ძალას უკარგავ

და ღმერთზე დაფიქრებას არაფრად აგდებ.

 5 შენი დანაშაული შენსავე ბაგეებს წვრთნის

და ცბიერთა ენას ირჩევ.

 6 მე კი არა, შენი პირი გამხელს ბოროტებაში

და შენი ბაგეები პასუხობს შენსავე წინააღმდეგ.+

 7 განა შენ დაიბადე პირველი?!+

თუ გორებამდე+ გაჩნდი მშობიარობის ტკივილებით?!

 8 განა უსმენ ღვთის საიდუმლო საუბარს+

და განა სიბრძნე შენით შემოიფარგლება?!

 9 რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით?+

რა გესმის ისეთი, რაც ჩვენ არ გვესმის?

10 ჭაღარათმიანებიც ჩვენა ვართ და მოხუცებიც,+

მამაშენზე ხნიერები.

11 განა საკმარისი არ არის შენთვის ნუგეშისცემა ღვთისგან

ან რბილად ნათქვამი სიტყვა?

12 რამ გაგადიდგულა

და რას აბრიალებ თვალებს?

13 ღვთის წინააღმდეგ მიგიბრუნებია სული

და უშვებ სიტყვებს პირიდან.

14 ვინ არის მოკვდავი კაცი, სუფთა რომ იყოს,+

ან ქალის შობილი ვინ იქნება მართალი?

15 აი, არ ენდობა ის თავის წმინდებს+

და ზეცაც არ არის სუფთა მის თვალში.+

16 მით უმეტეს, როცა ვინმე საძულველი და გახრწნილია,+

კაცი, რომელიც წყალივით სვამს უმართლობას.

17 მე გეტყვი და მომისმინე!+

რაც მინახავს, იმას მოგიყვები,

18 ბრძენთა ნათქვამს,+

რაც მამებისგან მოუსმენიათ და არ დაუმალავთ.

19 მხოლოდ მათ მიეცათ მიწა

და უცხოს არ გაუვლია მათ შორის.

20 ბოროტი მთელი თავისი დღე და მოსწრება იტანჯება,

სასტიკი კაცისთვის შემონახული წლების განმავლობაში.

21 საშინელებათა ხმა ესმის,

მშვიდობის დროს კი მძარცველი ესხმის თავს.+

22 მას არ სჯერა, რომ ის სიბნელიდან გამოვა;+

მახვილისთვის არის შემონახული.

23 ლუკმაპურის საშოვნელად დახეტიალებს, მაგრამ სად არის?+

კარგად იცის, რომ შავი დღე+ შერჩება ხელში.

24 გასაჭირი და ტანჯვა აძრწუნებს მას.+

ისინი ისევე სჯაბნიან მას, როგორც თავდასხმისთვის გამზადებული მეფე,

25 რადგან ღვთის წინააღმდეგ სწევს ხელს

და ცდილობს, ყოვლისშემძლეზე ძლიერად აჩვენოს თავი.+

26 ქედმოუდრეკლად ისწრაფვის მის წინააღმდეგ

სქელკოპიანი ფარებით,

27 სახეს ქონით იფარავს

და ფერდებს ისუქებს.+

28 გასაპარტახებლად გამზადებულ ქალაქებში ცხოვრობს;

ისეთ სახლებში, სადაც ხალხი არ იცხოვრებს,

რაც მხოლოდ ქვების გროვებად ქცევისთვის არის განწირული.

29 ვერ გამდიდრდება და სიმდიდრეს ვერ დაიგროვებს,

ვერც მათ შენაძენს განავრცობს დედამიწაზე.+

30 ვერ გაექცევა სიბნელეს,

ალი გამოაშრობს მის რტოს

და გაქრება, როცა ის სულს შეუბერავს.+

31 ნუ ენდობა არარაობას გზასაცდენილი,

რადგან სანაცვლოდ მხოლოდ არარაობას მიიღებს.

32 ეს მისი დღის დადგომამდე შესრულდება.

არ აყვავდება მისი ყლორტი.+

33 ვაზივით იშორებს დაუმწიფებელ ყურძენს

და ზეთისხილივით იცლის ყვავილებს,

34 რადგან უნაყოფოა განდგომილთა კრებული+

და ცეცხლი შთანთქავს მექრთამეების კარვებს.+

35 იქ ისახება უბედურება და იქ იშობა სიავე,+

და მათი მუცელი მზაკვრობას ამზადებს“.

16 მიუგო იობმა:

 2 „ბევრი ასეთი რამ გამიგია.

ყველანი ვაი-ნუგეშისმცემლები ხართ!+

 3 ექნება დასასრული ფუჭ სიტყვებს?+

რამ გაგამწარათ, ასე რომ მპასუხობთ?

 4 მეც ვილაპარაკებდი თქვენნაირად.

თქვენ რომ ჩემს ადგილას ყოფილიყავით,

განა დაგიპირისპირდებოდით მჭევრმეტყველებით+

და დავიწყებდი თავის ქნევას თქვენ წინააღმდეგ?+

 5 ჩემი პირი სიტყვებით განგამტკიცებდათ+

და ჩემი ბაგეები ნუგეშით შეაჩერებდა. . .

 6 ვლაპარაკობ და ტკივილი არ მიყუჩდება+

და რომ გავჩერდე, გამიქრება?

 7 დამქანცა მან+

და ყველა ჩემთან შეკრებილი დააქცია.

 8 შენ შემიპყარი კიდეც, რასაც მოწმობს ის,+

რომ ჩემი სიმჭლევე ჩემ წინააღმდეგაა და ამოწმებს ჩემ წინაშე.

 9 მისი რისხვა მფლეთს და მემტერება იგი.+

კბილებს მიღრჭიალებს.+

მტერი ჩემზე ილესავს თვალებს.+

10 ფართოდ დაუღიათ პირი+

და შეურაცხყოფის მოსაყენებლად სახეში მირტყამენ.

ბევრი შეიყარა ჩემ წინააღმდეგ.+

11 ღმერთმა პატარა ბიჭებს გადამცა ხელთ

და ბოროტთა ხელში ჩამაგდო.+

12 უზრუნველად უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მარყევს იგი,+

კისერში ჩამავლო ხელი და მამტვრევს,

თავის სამიზნედ მხდის.

13 მისი მშვილდოსნები+ გარს შემომერტყნენ.

დამიხეთქა თირკმელები+ და არ ვებრალები,

მიწაზე დამიცალა ნაღვლის ბუშტი.

14 ნაწილ-ნაწილ მანგრევს,

ღონიერი კაცივით მესხმის თავს.+

15 ჯვალო+ შევიკერე სხეულის დასაფარავად

და ჩემი დიდება* მტვერში გავხვიე.+

16 ტირილისგან+ სახე გამიწითლდა

და ქუთუთოებზე უკუნეთი ჩამომაწვა,+

17 თუმცა ჩემს ხელს ძალადობა არ გაჰკარებია

და ჩემი ლოცვა სუფთაა.+

18 მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს+

და ნუ პოვებს მოსასვენებელს ჩემი მოთქმა!

19 ახლა ზეცაში მყავს დამმოწმებელი

და ჩემი მოწმე მაღლაა.+

20 ჩემი მეგობრები ჩემ წინააღმდეგ შუამავლობენ.+

ძილგამკრთალი შეჰყურებს ღმერთს ჩემი თვალი.+

21 უნდა გადაწყდეს საქმე ღმერთსა და კაცს შორის,

ისევე როგორც კაცის ძესა და მის მოძმეს შორის წყდება.+

22 კიდევ რამდენიმე წელიც

და იმ გზით წავალ, რომლითაც აღარ დავბრუნდები“.+

17 «გამიტყდა სული*+ და გაილია ჩემი დღეები;

მზადაა საფლავი ჩემთვის.+

 2 დამცინიან+

და მათ ურჩობას უმზერს ჩემი თვალი.

 3 თავდებად დამიდექი.+

სხვა ვინ დამკრავს ხელს ხელზე+ პირობის ნიშნად?

 4 ვინაიდან შენ დაუხშე გული, რომ გონიერება არ ჰქონოდათ;+

ამიტომაც არ განადიდებ მათ.

 5 ის შეიძლება მეგობრებს ეუბნება, რომ შეეზიარონ,

მაგრამ მის ვაჟებს თვალები უბნელდებათ.+

 6 ხალხის სალაპარაკო გამხადა,+

სახეში რომ ეფურთხებინათ ჩემთვის.+

 7 სიმწრისგან თვალთ მაკლდება+

და აჩრდილს ემსგავსება ჩემი სხეულის ნაწილები.

 8 მართალი ხალხი განცვიფრებული შეჰყურებს ამას;

უდანაშაულოც კი აღშფოთდება განდგომილზე.

 9 მართალი მყარად დგას თავის გზაზე,+

და სუფთა ხელის+ მქონე ძლიერდება.+

10 მიდით, განაგრძეთ,

მაინც ვერ ვპოვე ბრძენი თქვენ შორის.+

11 ჩაიარა ჩემმა დღეებმა+ და ჩამეშალა გეგმები+

და გულის საწადელი.

12 დღეს ღამედ აქცევენ,+ ამბობენ:

„ახლოა ნათელი ბნელთან“.

13 თუ დავიცდი, სახლად სამარე* მექნება;+

სიბნელეში+ გავიშლი საწოლს.

14 ორმოს+ შევძახებ: „მამა ხარ ჩემი!“

მატლს+ კი: „დედა და და ხარ ჩემი!“

15 მაშ სადღაა ჩემი იმედი+

და ჩემს იმედს ვინ იხილავს?

16 სამარის ურდულებთან მივლენ,

როცა ჩვენ ყველანი მიწაში ჩავალთ».+

18 მიუგო შუახელმა ბილდადმა:

 2 „ხალხო*, როდისღა მორჩებით ლაპარაკს?

უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ გვალაპარაკოთ.

 3 რატომ უნდა ვიყოთ ცხოველები+

და უწმინდურები თქვენს თვალში?

 4 ის რისხვით იფლეთს სულს*.

განა გაუკაცრიელდება დედამიწა შენ გამო

ან დაიძვრება კლდე ადგილიდან?

 5 ბოროტთა სინათლეც ჩაქრება+

და აღარ იელვებს მისი ნაპერწკალი.

 6 სინათლეს ბნელი მოიცავს მის კარავში+

და ლამპარი ჩაუქრება.

 7 მისი მძლავრი ნაბიჯები დამოკლდება.

მისივე რჩევა დაამხობს მას,+

 8 ვინაიდან უეჭველად გაებმება ბადეში ფეხით

და ხლართებზე ივლის.+

 9 ხაფანგი ქუსლით დაიჭერს+

და მახეში+ იქნება გაბმული.

10 მიწაზე თოკია მისთვის დამალული

და მის ბილიკზე ხაფანგია დაგებული.

11 ყოველი მხრიდან უეცარი შიში აფრთხობს+

და ფეხდაფეხ მისდევს.

12 ძალა ეცლება

და უბედურება+ მის წასაფორხილებლად არის ჩასაფრებული.

13 ის კანს შემოაჭამს,

სიკვდილის პირმშო კი — კიდურებს.

14 მისი კარვიდან იმედი გაქრება+

და საშინელებათა მეფეს მიჰგვრის მას.

15 მის კარავში დამკვიდრდება ის, რაც მისი არ არის.

გოგირდი+ იქნება მიმობნეული მის კერაზე.

16 ძირში ფესვები გაუხმება+

და მაღლა ტოტები ჩამოუხმება.

17 გაქრება მიწიდან მისი სახსენებელი+

და ქუჩაში აღარ გაისმება მისი სახელი.

18 სინათლიდან სიბნელეში გააგდებენ

და ნაყოფიერი მიწიდან განდევნიან.

19 არც შთამომავლობა ეყოლება და არც მოდგმა;+

ვერავინ გადარჩება მისი ხიზნობის ადგილას.

20 იმ დღეს დასავლეთის ხალხი განცვიფრებული დაიწყებს ყურებას

და აღმოსავლეთის ხალხს კანკალი შეიპყრობს.

21 ასეთია დამნაშავის კარავი

და მისი კერა, ვინც არ იცნობს ღმერთს!“

19 მიუგო იობმა:

2 «როდემდე უნდა მიშფოთებდეთ სულს+

და მმუსრავდეთ სიტყვით?+

3 ათჯერ გამკიცხეთ

და არა გრცხვენიათ, ასე დაუნდობლად რომ მექცევით.+

4 თუ შეცდომა დავუშვი,+

ეს ჩემი შეცდომაა.

5 ჩემთან რომ მედიდურობთ+

და ირწმუნებით, დამცირება სამართლიანად დაიმსახურეო,+

6 იცოდეთ, რომ ღმერთმა შემიყვანა შეცდომაში

და საჭერი ბადე შემომარტყა გარს.+

7 აი ვღაღადებ, ძალადობაა-მეთქი! მაგრამ არავინ მპასუხობს.+

შველას ვითხოვ, მაგრამ არ არის სამართალი.+

8 გზა ქვის კედლით ჩამიკეტა+ და ვეღარ გადავდივარ;

სიბნელე დაასადგურა ჩემს სავალზე.+

9 დიდება შემომაძარცვა+

და თავიდან გვირგვინი მომხსნა.

10 ყველანაირად მაჩოქებს, წასულია ჩემი საქმე.

ხესავით ძირკვავს ჩემს იმედს.

11 ჩემზეა ანთებული მისი რისხვა+

და მტრად მთვლის.

12 მწყობრად მოდის მისი რაზმი და გზას აღმართავენ ჩემკენ.+

ჩემი კარვის ირგვლივ დაბანაკდნენ.

13 ჩემს ძმებს დამაცილა+

და ვინც მიცნობდა, ზურგი მაქცია.

14 აღარა მყავს ახლობლები+

და ნაცნობებმა დამივიწყეს.

15 ჩემს სახლს შემოხიზნულებსა+ და ჩემს მხევლებს ვეუცხოები,

უცხოელივით გავხდი მათ თვალში.

16 ვეძახი ჩემს მონას, მაგრამ არ მპასუხობს;

ჩემი პირით ვევედრები, რომ შემიბრალოს.

17 ჩემმა ცოლმა ჩემი ამოსუნთქვა შეიზიზღა+

და დედაჩემის მუცლიდან გამოსულმა ვაჟებმა შეიძულეს ჩემი სუნი.

18 ყმაწვილებმაც უარმყვეს;+

წამოვიწევი და აუგს ამბობენ ჩემზე.

19 ყველა ჩემმა ახლობელმა შემიძულა+

და ვინც მიყვარდა, ჩემ წინააღმდეგ წავიდა.+

20 ჩემი ძვლები კანსა და ხორცს მიეწება+

და ძლივსღა ვცოცხლობ*.

21 შემიბრალეთ, მეგობრებო, შემიბრალეთ,+

ღვთის ხელი შემეხო.+

22 თქვენ რატომღა მდევნით, როგორც ღმერთი მდევნის?+

განა არ კმარა თქვენთვის ჩემი ხორცი?

23 ნეტავ დაიწერებოდეს ჩემი სიტყვები!

ნეტავ ჩაიწერებოდეს ისინი წიგნში!

24 ნეტავ სამუდამოდ ამოიტვიფრებოდეს

კლდეში საჭრისითა+ და ტყვიით!

25 კარგად ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი,+

ის ჩემ შემდეგ მოვა და მიწაზე აღსდგება.+

26 კანი რომ შემომეცლება, ასე მოხდება!

თუმცა გაძვალტყავებული მაინც ვიხილავ ღმერთს.

27 მე თვითონ ვიხილავ მას.+

ჩემი თვალი იხილავს მას, და არა სხვისი.

გამიჩერდა თირკმელები,

28 თქვენ კი ამბობთ: „რატომ ვდევნით?“+

როცა მთავარი მიზეზი ჩემშია.

29 შეუშინდით მახვილს,+

რადგან მახვილი დანაშაულის წინააღმდეგ არის მიმართული,

რათა იცოდეთ, რომ არის მოსამართლე».+

20 მიუგო ნაამათელმა ცოფარმა:

 2 „ამიტომ მპასუხობს მშფოთვარე ფიქრები,

შინაგანად აღელვებული ვარ.

 3 შეურაცხმყოფელი შეგონება მესმის

და სული მპასუხობს გაგების უნარის გარეშე, რომელიც მე მაქვს.

 4 ოდითგანვე იცი,

რომ დედამიწაზე ადამიანის გაჩენის შემდეგ+

 5 ბოროტი ხალხის ყიჟინი ხანმოკლეა+

და განდგომილის სიხარული — დროებითი?

 6 თუმცა ზეცას აღწევს მისი დიდება+

და ღრუბლებს სწვდება თავით,

 7 სამუდამოდ ქრება თავისივე განავალივით;+

მისი მნახველები იკითხავენ, სად არისო.+

 8 სიზმარივით გაფრინდება და ვეღარ იპოვიან,

და ღამის ხილვასავით განიდევნება.+

 9 თვალი, რომელიც მას ხედავდა, ვეღარ დაინახავს+

და ვეღარც თავისი კერა იხილავს მას.+

10 მისი ვაჟები მდაბიო ხალხს სთხოვენ წყალობას

და საკუთარი ხელით დააბრუნებს ძვირფასეულობას.+

11 მისი ძვლები ახალგაზრდული ჯან-ღონით იყო სავსე,

მაგრამ მასთან ერთად ჩაესვენება მიწაში.+

12 თუ ცუდი ეტკბილება პირში

და ენის ქვეშ დაიდნობს,

13 თუ დაენანება, არ მიატოვებს

და სასაზე გაიჩერებს,

14 საჭმელი ნაწლავებშივე გარდაექმნება

და კობრას გესლად გადაიქცევა მასში.

15 შთანთქმულ სიმდიდრეს უკანვე ამოანთხევს;

ღმერთი ამოართმევს მუცლიდან.

16 კობრას შხამს მოწოვს

და გველგესლას ენა მოკლავს.+

17 ვეღარასოდეს იხილავს წყლის ნაკადებს,+

თაფლისა და კარაქის ნიაღვრებს.

18 შეძენილ ქონებას უკან დააბრუნებს და ვეღარ შთანთქავს,

როგორც ნავაჭრ სიმდიდრეს, რომლითაც ვერ გაიხარებს.+

19 ვინაიდან შემუსრა და მიაგდო მდაბიოები,

დაეპატრონა სახლს, რომელიც მას არ აუშენებია.+

20 აღარ ექნება შინაგანი სიმშვიდე

და ძვირფასეულობით ვერ იხსნის თავს.+

21 აღარაფერი დარჩა შესაჭმელად;

ამიტომაც დიდხანს ვერ გასტანს მისი კეთილდღეობა.

22 სიუხვის მწვერვალს რომ მიაღწევს, შეწუხებული იქნება.+

მთელი ძალით დაატყდება თავს უბედურება.

23 ასეც მოხდეს. მუცლის ამოსავსებად

მას თავის მგზნებარე რისხვას გაუგზავნის+

და ნაწლავებში აწვიმებს.

24 რკინის იარაღს გაექცევა,+

მაგრამ სპილენძის მშვილდი გააპობს.

25 შუბი გაუვლის ზურგში

და ელვარე იარაღი — ნაღველში;+

საშინელებები დაატყდება თავს.+

26 სიბნელე იქნება მისი განძისთვის შემონახული;

აუბრიალებელი ცეცხლი შთანთქავს მას.+

მის კარავში დარჩენილს კი ცუდად წაუვა საქმე.

27 ზეცა გამოაჩენს მის დანაშაულს+

და მიწა აღსდგება მის წინააღმდეგ.

28 თავსხმა წაულეკავს სახლს

და მისი რისხვის დღეს ბევრი რამ გადმოიღვრება.+

29 ღვთისგან ეს ხვდება წილად ბოროტეულს,+

ეს არის მისი კუთვნილი მემკვიდრეობა ღვთისგან“.

21 მიუგო იობმა:

 2 «კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვა

და ეს იყოს თქვენი ნუგეშისცემა.

 3 დამაცადეთ ლაპარაკი

და სათქმელს რომ ვიტყვი, მერე დამცინეთ სათითაოდ.+

 4 განა ვეუბნები ადამიანს ჩემს საწუხარს?

რატომ ითმენს ჩემი სული?

 5 ჩემკენ მოაბრუნეთ სახე, მომაჩერდით

და პირზე ხელი აიფარეთ.+

 6 ამის გაფიქრებაც კი მზარავს

და სხეული მიცახცახებს.

 7 რატომ ცოცხლობენ ბოროტები,+

აღწევენ ხანდაზმულობას და მეტისმეტადაც მდიდრდებიან?+

 8 მათი შთამომავლობა განმტკიცებულია მათ გვერდით

და მათი მოდგმა — მათ თვალწინ.

 9 მშვიდობაა მათ სახლებში, შიში არ ეკარებათ+

და არც ღვთის კვერთხია მოღერებული მათზე.

10 მისი ბუღა ამაკებს და თესლს ტყუილად არა ღვრის;

მისი ძროხა იგებს+ და არ ბერწდება.

11 უშვებენ თავიანთ ყმაწვილებს, როგორც ფარას,

და მათი ვაჟები დაკუნტრუშებენ.

12 ხმამაღლა მღერიან დაირისა და ქნარის ხმაზე,+

სტვირი უკრავს და ისინიც მხიარულობენ.

13 დღეებს კარგად ატარებენ+

და მყისვე ჩადიან სამარეში*.

14 ჭეშმარიტ ღმერთს ეუბნებიან: „მოგვშორდი!+

არ გვანიჭებს სიხარულს შენი გზების ცოდნა.+

15 ვინ არის ყოვლისშემძლე, რომ მას ვემსახუროთ?+

რას გვარგებს მასთან ურთიერთობა?“+

16 მათი კეთილდღეობა მათ ხელში არ არის.+

ბოროტთა რჩევა შორს არის ჩემგან.+

17 რამდენჯერ ჩამქრალა ბოროტთა ლამპარი+

და რამდენჯერ დასტეხიათ თავს უბედურება?

რამდენჯერ არგუნა განადგურება თავისი რისხვით?+

18 განა ემსგავსებიან ბზეს ქარში+

ან ნამჯას, ქარიშხლის მოტაცებულს?

19 ღმერთი ადამიანის სიავეს მისივე შვილებს შეუნახავს.+

მიაგებს მას, რომ შეიგნოს.+

20 საკუთარი თვალით დაინახავს თავის დაცემას

და ყოვლისშემძლის რისხვას შესვამს.+

21 როგორღა გაიხარებს თავისი სახლით,

როცა მისი თვეთა რიცხვი ორჯერ შემცირდება?+

22 განა ღმერთსაც ასწავლის სიბრძნეს,+

როცა ის თვითონ ასამართლებს დიდებულებს?!+

23 თავისი სრული კეთილდღეობის დროს მოკვდება,+

როცა უზრუნველად და უდარდელად იქნება,

24 როცა ქონით გაევსება ბარძაყები

და ჯერ კიდევ ნედლი ექნება ძვლის ტვინი.

25 სხვა კი სულგამწარებული მოკვდება,

როცა კარგი არაფერი უგემია.+

26 ერთად ჩაწვებიან მიწაში+

და მატლები დაეხვევიან.+

27 ვიცი თქვენი ფიქრები

და ზრახვები, გინდათ, ჩემდამი ძალადობა გამოავლინოთ.+

28 ვინაიდან ამბობთ: „სად არის წარჩინებულის სახლი

და სად არის ბოროტმოქმედთა კარვები?“+

29 არ გიკითხავთ მოგზაურთათვის

და არ უკვირდებით მათ ნათქვამს,

30 რომ უბედურების დღეს დაცულია ბოროტი+

და დახსნილია რისხვის დღეს?

31 ვინ ეტყვის მას პირში მისი გზების შესახებ+

და ვინ მიაგებს მას ნამოქმედარის მიხედვით?+

32 საფლავში ჩაიტანენ+

და სამარხს დარაჯს დაუყენებენ.

33 ეტკბილება მიწის ბელტები+

და თან წაიყოლებს ადამიანთა მოდგმას;+

მის წინ მყოფთ კი სათვალავი არ ჰქონდათ.

34 რა ამაოდ ცდილობთ ჩემს ნუგეშისცემას,+

მცდარია თქვენი პასუხები!»

22 მიუგო თემანელმა ელიფაზმა:

 2 «რას არგებს ღმერთს კაცი+

ან რას არგებს მას წვდომის უნარის მქონე?

 3 განა განიცდის ყოვლისშემძლე რაიმე კმაყოფილებას შენი სიმართლით,+

ან რა გამორჩენა აქვს, თუ უმწიკვლოდ დადიხარ?+

 4 განა შეგაგონებს შენი ღვთისმოშიშების გამო

და წარდგება შენ გვერდით სასამართლოზე?+

 5 განა უკვე არ აჭარბებს შენი ცუდი საქმეები?+

აღარ ექნება შენს დანაშაულს ბოლო?

 6 უმიზეზოდ ართმევ გირაოს შენს ძმებს+

და ტანსაცმელს ხდი შიშველ-ტიტვლებს.

 7 დაღლილს წყალს არ ასმევ

და მშიერს პურს უკავებ.+

 8 ძლიერი კაცისაა ეს ქვეყანა+

და ვისაც მიკერძოებით ექცევიან, ის მკვიდრობს მასზე.

 9 ქვრივებს ხელცარიელს აგზავნი

და უმამო ბავშვებს მკლავებში ძალა აქვთ გამოცლილი.+

10 ამიტომაც გაქვს ირგვლივ კაკანათები დაგებული+

და უეცარი შიში გაძრწუნებს.

11 ამიტომაც არის სიბნელე, რომ ვერ ხედავდე,

და წყლის დიდი ნიაღვარი გფარავს.

12 განა ღმერთი მაღლა ცაში არ არის?+

ვარსკვლავების სიმრავლესაც+ შეხედე მაღლა.

13 მაგრამ მაინც ამბობ: „ღმერთმა რა იცის?!

შეუძლია მას შავი ღრუბლიდან გასამართლება?

14 ღრუბლები აქვს საფრად, რომ ვერ ხედავდეს,

და ცის კამარაზე მიმოდის“.

15 კვლავ იდგები ძველ გზაზე,

რომელიც სიავის მქმნელთა გათელილია,

16 მათი, რომლებიც დროზე ადრე მოიტაცეს,+

რომელთა საძირკველიც+ წყალივით გადაიღვარა

17 და რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთს ეუბნებიან, მოგვშორდი!+

რას გახდება ჩვენთან ყოვლისშემძლეო?

18 მაგრამ მან მაინც დოვლათით აუვსო მათ სახლები;+

მე კი ბოროტთა რჩევა მომაშორა.+

19 მართლები დაინახავენ და გაიხარებენ,+

უმწიკვლოებიც იცინებენ მათზე:

20 „ამოწყდნენ ჩვენი მოწინააღმდეგენი

და ვინც ამოსაწყვეტი დარჩა, ცეცხლი შეჭამს“.

21 დაუახლოვდი მას, შეინარჩუნე მშვიდობა

და სიკეთე გეწევა.

22 მიიღე მისი ბაგის კანონი

და გულში ჩაიდე მისი ნათქვამი.+

23 თუ დაუბრუნდები ყოვლისშემძლეს,+ აშენდები.

თუ მოაშორებ უმართლობას შენს კარავს,

24 თუ ძვირფას მადანს მიწაში ჩადებ

და ოფირის ოქროს+ — ხევის ლოდებში,

25 მაშინ ყოვლისშემძლეც ძვირფასი მადანივით

და საუკეთესო ვერცხლივით იქნება შენთვის.+

26 მაშინ პოვებ ნეტარებას+

და ღვთისკენ მიაპყრობ სახეს.+

27 შეევედრები და ის მოგისმენს,+

და შეასრულებ შენს აღთქმებს.+

28 რასაც გადაწყვეტ, შეგისრულდება,

და შენს გზებს სინათლე გაანათებს.+

29 დამდაბლდები, როცა ქედმაღლურად ილაპარაკებ,+

მაგრამ თავდახრილს ის იხსნის.+

30 უმწიკვლოს გადაარჩენს+

და დახსნილი იქნები შენი სუფთა ხელის გამო».+

23 მიუგო იობმა:

 2 „ჩემი საწუხარი+ დღესაც კი ურჩობაა,

ოხვრით მაქვს დამძიმებული ხელი.

 3 ნეტავ ვიცოდე, სად ვიპოვო ის!+

პირდაპირ მის სამყოფელთან მივიდოდი.+

 4 სასამართლო საქმეს წარვუდგენდი მას

და პასუხებით ავივსებდი ბაგეებს.

 5 გავიგებდი იმ სიტყვებს, რითაც მიპასუხებდა,

და დავუფიქრდებოდი მის ნათქვამს.+

 6 დამიპირისპირდებოდა თავისი უსაზღვრო ძლიერებით?

არა! ნამდვილად მომისმენდა.+

 7 მართალი მოაგვარებდა მასთან საქმეს

და ჩემი მოსამართლისგან თავს დავიხსნიდი.

 8 აღმოსავლეთით მივდივარ, მაგრამ ის იქ არ არის.

უკან ვბრუნდები და ვერ ვამჩნევ მას.+

 9 მარცხნივ მივდივარ, სადაც მოქმედებს, მაგრამ ვერ ვხედავ,

მარჯვნივ ბრუნდება და მაინც ვერ ვხედავ.

10 კარგად იცის, რა გზას ვადგავარ,+

თუ გამომცდის, ოქროსავით გადავდნები.+

11 მყარად მიდგას ფეხი მის კვალზე,

მის გზას მივყვები და არ ვუხვევ.+

12 არ გადავდივარ მისი ბაგით ნათქვამ მცნებას.+

ჩემთვის დაწესებულზე მეტად ვიცავ მისი ბაგით ნათქვამს.+

13 ერთი აზრი აქვს და ვინ შეეწინააღმდეგება?!+

თავისი სულის სურვილს განახორციელებს.+

14 ჩემთვის დაწესებულს ბოლომდე შეასრულებს+

და ამგვარ საქმეებს ბევრს აკეთებს.

15 ამიტომაც მაშფოთებს იგი;

ყურადღებით ვარ და მეშინია მისი.+

16 სწორედ ღმერთმა დააშინა ჩემი გული+

და შემაძრწუნა ყოვლისშემძლემ.+

17 ვერც სიბნელემ გამაჩუმა

და ვერც წყვდიადმა, რამაც სახე დამიფარა“.

24 „რატომ არა აქვს ყოვლისშემძლეს დრო დანიშნული+

და ვინც იცნობს მას, რატომ ვერ ხედავს მის დღეებს?+

 2 არიან ისეთები, რომლებიც მიჯნას სწევენ;+

ფარას იტაცებენ, რომ თვითონ მწყემსონ.

 3 მიერეკებიან უმამო ბავშვთა ვირებს

და ქვრივის ხარი გირაოდ მიჰყავთ.+

 4 ღარიბებს გზიდან აცდენენ,+

დედამიწაზე დაჩაგრულები კი იმალებიან.

 5 აი, ზებრასავით+ გადიან უდაბნოში

საჭმლის საძებრად;

ხრიოკიდან იღებენ პურს თავიანთი შვილებისთვის.

 6 ისინი მინდორში აგროვებენ საქონლის საკვებს

და ბოროტთა ვენახებს სწრაფად ძარცვავენ.

 7 შიშვლები, უტანსაცმლოდ ათევენ ღამეს+

და დასაფარებელი არაფერი აქვთ სიცივეში.+

 8 მთის ქარიშხლით ილუმპებიან

და კლდეს ეკვრიან, რადგან არა აქვთ თავშესაფარი.+

 9 ისინი უმამო ბავშვს მკერდიდან იტაცებენ+

და რაც საწყლებს აცვიათ, გირაოდ მიაქვთ.+

10 შიშვლებს უტანსაცმლოდ მოუწევთ წასვლა

და მშივრებს — ძნების ტარება.+

11 ტერასებად აშენებულ კედლებთან ატარებენ შუადღეს,

ყურძენს საწნახელში წურავენ, მაგრამ მაინც სწყურიათ.+

12 ქალაქიდან მომაკვდავთა კვნესა ისმის,

სასიკვდილოდ დაჭრილთა სულები შველას ითხოვენ+

და ღმერთიც კი არ მიიჩნევს ამას არასწორად.+

13 ისინი სინათლის წინააღმდეგ+ მოჯანყეთა შორის არიან.

არ ცნეს მისი გზები

და მის სავალზე არ დამკვიდრდნენ.

14 კაცისმკვლელი დღისით დგება

და კლავს საწყალსა და ღარიბს,+

ღამით კი ჩვეულებრივი ქურდი ხდება.+

15 მრუშის თვალი+ დაბინდებას მოელის;+

ამბობს, ვერავინ მომკრავს თვალსო,+

და სახეს იფარავს.

16 ღამით სახლებში იჭრებიან,

დღისით კი თავიანთთვის იკეტებიან;

არ იციან დღის სინათლე.+

17 მათთვის დილა უკუნეთია,+

რადგან იციან, რა არის უკუნეთის უეცარი საშინელება.

18 ის ჩქარა მიდის წყლის ზედაპირზე.

დედამიწაზე მათი ნაკვეთი დაიწყევლება;+

ვეღარ დაუბრუნდება თავისი ვენახების გზას.

19 როგორც გვალვა და სიცხე ნთქავს თოვლის წყალს,

ისე სამარე* ნთქავს შემცოდველებს!+

20 დაივიწყებს მას საშვილოსნო და მატლი ტკბილად გამოწოვს.+

აღარავინ გაიხსენებს მას,+

უმართლობა კი ხესავით აიჩეხება.+

21 ის საქმეს იჭერს უნაყოფო ქალთან, რომელსაც შობის უნარი აქვს წართმეული,

და ქვრივთან,+ რომელსაც კარგს არაფერს უკეთებს.

22 თავისი ძლიერებით წაასხამს იგი ძლიერ ხალხს;

ადგება, მაგრამ სიცოცხლის იმედი არ ექნება.

23 თავდაჯერებულს გახდის მას,+ რომ თავი გაიტანოს,

ის კი თავისი თვალით დააკვირდება მათ გზებს.+

24 ცოტა ხნით განდიდდებიან, მერე კი აღარ იქნებიან;+

დამდაბლდებიან+ და სხვებივით ამოიძირკვებიან,

თავთავებივით მოიკვეთებიან.

25 ახლა ვინღა გამომიყვანს მატყუარად?

ან ვინ აქცევს არარაობად ჩემს სიტყვას?“

25 მიუგო შუახელმა ბილდადმა:+

 2 „მმართველობა და შიში მას ეკუთვნის,+

ის ამყარებს მშვიდობას თავის სიმაღლეებში.

 3 განა აქვს თვლა მის რაზმებს?

ვის არ ანათებს თავის სინათლეს?

 4 როგორ იქნება მოკვდავი კაცი ღმერთთან მართალი+

ან როგორ იქნება ქალის ნაშობი წმინდა?!+

 5 აი, მთვარეც კი ვერ კაშკაშებს,

და არც ვარსკვლავებია მის თვალში სუფთა.

 6 მით უმეტეს, მოკვდავი კაცი, რომელიც მატლია,

და კაცის ძე, რომელიც ჭიაყელაა!“+

26 მიუგო იობმა:

 2 „როგორ დაეხმარე ძალაგამოლეულს!

როგორ დაიხსენი უძლური მკლავი!+

 3 რა რჩევა მიეცი სიბრძნეს მოკლებულს+

და რა სიბრძნე* ასწავლე ხალხს!

 4 ვის ეუბნები ამ სიტყვებს

და ვისი სუნთქვა გამოდის შენგან?

 5 კანკალებენ უსიცოცხლოები

წყლებისა და მათ ბინადართა ქვეშ.+

 6 გაშიშვლებულია სამარე* მის წინაშე+

და მიუსაფარია ხრწნის ადგილი.

 7 სიცარიელეზე განავრცო ჩრდილოეთი+

და არაფერზე დაჰკიდა დედამიწა.

 8 თავის ღრუბლებში ახვევს წყლებს+

და ღრუბლები მათ ქვეშ არ სკდება.

 9 ფარავს ტახტს

ღრუბლით+ და ზედ ავლებს.

10 წყლების ზედაპირს წრე შემოავლო,+

სადაც სინათლეს სიბნელე ცვლის.

11 ზანზარებენ ზეცის სვეტები,

მისი შერისხვით გაოგნებულები.

12 თავისი ძალით ააღელვა ზღვა+

და თავისი გაგების უნარით ნაკუწებად+ აქცია მოიერიშე*.+

13 თავისი ქარით მოასწორა ზეცა+

და თავისი ხელით განგმირა სრიალა გველი.+

14 აი, მისი გზების კიდეები,+

მასზე ჩურჩულით გვესმის!

მაგრამ ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?“+

27 განაგრძო იობმა იგავებით+ ლაპარაკი:

 2 „ცოცხალია ღმერთი,+ რომელმაც წამართვა სამართალი,+

და ცოცხალია ყოვლისშემძლე, რომელმაც სული გამიმწარა,+

 3 სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავ

და ღვთის სული* მიდგას ნესტოებში,+

 4 არ იტყვის ჩემი ბაგეები უმართლობას

და ჩემი ენა არ წარმოთქვამს სიცრუეს.

 5 ვერ გიწოდებთ მართლებს, ხალხო!+

სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!+

 6 ჩავეჭიდე ჩემს სიმართლეს და არ დავთმობ;+

არც ერთი ჩემი დღის გამო არ დამცინებს ჩემი გული.+

 7 ყოველმხრივ ბოროტად იქცეს ჩემი მტერი,+

და ჩემი მოწინააღმდეგე — ნამდვილ დამნაშავედ.

 8 რა იმედი აქვს განდგომილს, თუ ის მოკვეთს მას,+

თუ ღმერთი სულს წაართმევს?+

 9 განა მოისმენს ღმერთი მის ღაღადს,

თუ გასაჭირი დაატყდება თავს?+

10 თუ ყოვლისშემძლეში პოვებს ნეტარებას?

განა ყოველთვის მოუხმობს ღმერთს?

11 მე გასწავლით თქვენ ღვთის ხელით.

არ დავმალავ იმას, რაც ყოვლისშემძლეს აქვს განზრახული.+

12 თქვენ ხომ ყველამ ნახეთ ხილვები

და რატომღა ისულელებთ თავს?+

13 ასეთია ბოროტი კაცის ხვედრი ღვთისგან;+

ყოვლისშემძლისგან სასტიკთა მემკვიდრეობას მიიღებენ.

14 თუ ვაჟები გაუმრავლდება, მახვილისთვის გაუმრავლდება+

და მის შთამომავლობას საკმარისი საჭმელი არ ექნება.

15 მისიანი, ვინც გადარჩება, სასიკვდილო ჭირის დროს დაიმარხება,

და მათი ქვრივები არ დაიტირებენ მათ.+

16 თუ ვერცხლს მიწასავით დაახვავებს

და სამოსელს თიხასავით მოამზადებს,

17 მისი მომზადებულით მართალი შეიმოსება+

და მის ვერცხლში უდანაშაულოს ექნება წილი.

18 ჩრჩილივით აიშენა სახლი

და კარავივით,+ გუშაგი რომ დგამს.

19 მდიდარი იქნება, როცა დაწვება, მაგრამ არაფერი შეუგროვდება;

გაახელს თვალებს და აღარაფერი იქნება.+

20 უეცარი შიში წყალივით შეიპყრობს მას+

და ღამით ქარიშხალი მოიტაცებს.

21 წაიღებს აღმოსავლეთის ქარი+ და გაქრება იგი,

თავისი ადგილიდან ახვეტს მას.+

22 დაეძგერება და არ შეიბრალებს,+

ის კი შეეცდება, გაექცეს მის ძალას.+

23 დაცინვის ნიშნად ტაშს შემოჰკრავენ+

და მისივე ადგილიდან დაუწყებენ სტვენას“.+

28 «არსებობს ვერცხლის მოსაპოვებელი

და ოქროს გასაწმენდი ადგილი.+

 2 რკინას მიწიდან იღებენ+

და ქვიდან ადნობენ სპილენძს.

 3 ბოლო მოუღო მან სიბნელეს;

კიდითკიდემდე ეძებს+

ქვას წყვდიადსა და უკუნ სიბნელეში.

 4 გათხარა მაღარო ადამიანთა საცხოვრებლიდან შორს,+

მივიწყებულ ადგილებში, ადამიანთა სავალიდან შორს.

ჩაეშვა ზოგი მოკვდავი და დაკიდებულია.

 5 მიწიდან აღმოცენდება საკვები,+

მაგრამ მიწა შიგნიდან თითქოს ცეცხლით ამობრუნებულაო.

 6 მისი ქვები საფირონის+ ადგილია;

მასშია ოქროს მტვერი.

 7 არც ერთმა მტაცებელმა ფრინველმა+ არ იცის ის ბილიკი,

არც შავ ძერას+ მოუკრავს თვალი მისთვის;

 8 ის არც დიდ მტაცებელ ცხოველებს გაუტკეპნიათ;

არც ლომს გაუვლია მასზე.

 9 კაჟისკენ იწვდის ხელს

და ძირფესვიანად აყირავებს მთებს.

10 კლდეებში წყალუხვი არხები გაჰყავს+

და ყველანაირ ძვირფასეულობას ხედავს მისი თვალი.

11 მდინარეებს სათავეშივე ხერგავს+

და დაფარული სინათლეზე გამოაქვს.

12 სიბრძნე კი — სად შეიძლება იპოვო?+

სად არის გაგების უნარი?

13 მოკვდავმა არ იცის მისი ფასი;+

ვერ იპოვი მიწაზე, სადაც ხალხი ცხოვრობს.

14 ღრმა წყალმა თქვა:

„არ არის ის ჩემში“.

ზღვამაც თქვა: „არ არის ის ჩემთან“.+

15 არ გაიცვლება ის სუფთა ოქროზე+

და არ აიწონება ვერცხლი მის საფასურად.

16 ვერ გადაიხდი მასში ოფირის ოქროს,+

ვერც იშვიათ ონიქსს და ვერც საფირონს.

17 ვერც ოქრო შეედრება მას და ვერც მინა.

ის არც ხალასი ოქროს ჭურჭელზე გაიცვლება.

18 მარჯანი+ და მთის ბროლი რა სახსენებელია,

ქისა სიბრძნე კი ქისა მარგალიტზე+ ძვირფასია.

19 ვერ შეედრება მას ქუშის ტოპაზი;+

ბაჯაღლო ოქროსაც კი ვერ გადაიხდი მასში.

20 სიბრძნე კი — საიდან მოდის,+

და სად არის გაგების უნარი?

21 დამალულია ყველა ცოცხლის თვალთაგან;+

ცის ფრინველებისთვისაც დაფარულია.

22 განადგურება და სიკვდილი ამბობენ:

„ჩვენი ყურით მოვისმინეთ მისი ამბავი“.

23 მხოლოდ ღმერთს ესმის მისი გზა+

და მხოლოდ მან იცის მისი ადგილი,

24 რადგან დაჰყურებს იგი დედამიწის კიდეებს+

და მთელ ცისქვეშეთს ხედავს,

25 ქარს რომ წონა დაუდგინოს+

და წყლებს ზომები დაუწესოს.+

26 როცა წვიმას წესი დაუდო+

და მგრგვინავ საწვიმარ ღრუბელს გზა მისცა,

27 მაშინ იხილა სიბრძნე და გამოაცხადა;

მოამზადა ის, გამოიკვლია

28 და ადამიანს უთხრა:

„იეჰოვას შიში — აი, ეს არის სიბრძნე,+

გაგების უნარი კი ის არის, რომ ზურგი აქციო ბოროტებას“».+

29 განაგრძო იობმა იგავებით ლაპარაკი:

 2 «ნეტავ ისევ წარსულ მთვარისმიერ თვეებში ვცხოვრობდე,+

როცა ღმერთი მმფარველობდა;+

 3 როცა თავზე მანათებდა თავის ლამპარს

და მისი სინათლით დავდიოდი სიბნელეში.+

 4 ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროს,+

როცა ჩემს კარავში ღმერთთან სიახლოვე სუფევდა;+

 5 როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლისშემძლე

და ჩემ გარშემო იყვნენ ჩემი მსახურები;

 6 როცა კარაქში ვავლებდი ჩემს ნაბიჯებს

და კლდიდან ზეთის ნაკადები იღვრებოდა ჩემთვის;+

 7 როცა ქალაქის კარიბჭესთან გავდიოდი+

და მოედანზე ადგილს ვიმზადებდი.+

 8 როცა ბიჭები ჩემ დანახვაზე იმალებოდნენ

და მოხუცები ფეხზე დგებოდნენ.+

 9 სათქმელისგან მთავრებიც თავს იკავებდნენ

და პირზე ხელს იფარებდნენ.+

10 დიდებულები ხმას ვერ იღებდნენ

და ენა სასაზე ეკვროდათ.+

11 ყური მისმენდა და ბედნიერად მთვლიდა,

თვალი მხედავდა და მემოწმებოდა,

12 ვინაიდან ვიხსნიდი დაჩაგრულს, რომელიც შველას ითხოვდა,+

უმამო ბავშვსა და ყველა უმწეოს.+

13 დასაღუპავად განწირულის კურთხევა+ მე მეძლეოდა

და ქვრივს გულს ვუხარებდი.+

14 სიმართლით ვიმოსებოდი, ის კი მე მმოსავდა.+

ჩემი სამართალი მოსასხამივითა და თავსაბურავივით იყო.

15 ბრმისთვის თვალი ვიყავი+

და კოჭლისთვის — ფეხი;

16 ღარიბებისთვის ნამდვილი მამა ვიყავი+

და უცნობის სასამართლო საქმესაც ვარჩევდი.+

17 დამნაშავეს ყბებს ვუმტვრევდი+

და კბილებიდან ვგლეჯდი მსხვერპლს.

18 ვამბობდი: „ჩემს სამყოფელში მოვკვდები+

და დღეებს ქვიშასავით გავიმრავლებ.+

19 ჩემი ფესვი წყლამდეა გადგმული+

და ნამი დევს ღამით ჩემს ტოტზე.

20 არ ჭკნება ჩემი დიდება

და ჩემი ხელი კვლავაც გაისვრის მშვილდს“.

21 მე მისმენდნენ ისინი და მე მელოდნენ;

როცა რჩევას ვაძლევდი, ჩუმად იყვნენ.+

22 ჩემი სიტყვის მერე აღარაფერს ამბობდნენ

და ცვარად ედებოდა მათ ჩემი სიტყვა;+

23 წვიმასავით მელოდნენ+

და ფართოდ უღებდნენ პირს გაზაფხულის წვიმას.+

24 გავუღიმებდი და არ სჯეროდათ,

არ იშორებდნენ ჩემი სახის ნათელს.+

25 გზას ვურჩევდი მათ და თავკაცად ვიჯექი;

ისე ვცხოვრობდი, როგორც მეფე თავის ჯარს შორის,+

და მგლოვიარეებს ნუგეშისმცემლად ვყავდი».+

30 „ახლა კი ჩემზე

უმცროსები+ დამცინიან,+

რომელთა მამებსაც

ჩემი ფარის ძაღლების გვერდითაც კი არ დავაყენებდი.

 2 რას მარგებდა მათი მკლავის ძალა?

დაილია მათი ძლიერება.+

 3 უნაყოფონი არიან სიდუხჭირისა და შიმშილის გამო,

ღრღნიან უწყლო ადგილს,+

გუშინ ქარიშხალმა რომ გააპარტახა.

 4 მარილიან ბალახს კრეფდნენ ბუჩქებთან

და ბუჩქის ფესვები იყო მათი საჭმელი.

 5 გარიყულები იყვნენ საზოგადოებიდან+

და ხალხი ისე უყვიროდა მათ, როგორც ქურდებს.

 6 ხევის ფერდობზე მკვიდრობენ,

მიწის ღრმულებსა და კლდეებში.

 7 ბუჩქებიდან ღაღადებენ

და ჭინჭრებში ეხუტებიან ერთმანეთს.

 8 უგუნურისა+ და უსახელოს ძეები

შოლტით არიან განდევნილნი ქვეყნიდან.

 9 ახლა მე გავხდი მათი სასიმღერო+

და დასაცინი.+

10 შემიძულეს, შორს უჭირავთ თავი ჩემგან+

და არ იკავებენ თავს, სახეში მაფურთხებენ.+

11 ვინაიდან მოუშვა მან ჩემი მშვილდის ლარი და დამამდაბლა.

ლაგამი მიუშვეს მათ ჩემ წინააღმდეგ.

12 ჩემ მარჯვნივ წამოიმართნენ ეს ნაშიერნი.

ფეხი კი გამითავისუფლეს,

მაგრამ დამღუპველ დაბრკოლებებს მიქმნიან.+

13 დამინგრიეს სავალი;

მარტო იმაში დამეხმარნენ, რომ უბედურება შემმთხვეოდა,+

მშველელი არ დასჭირვებიათ.

14 თითქოს დიდი ნაპრალიდან გამოდიანო,

ქარიშხალივით მოგრიალდნენ.

15 თავზარი დამეცა,

თითქოს ქარმა წაიღო ჩემი წარჩინებულობა

და ღრუბელივით გადაიარა ჩემმა ხსნამ.

16 ჩემშივე იცლება ჩემი სული;+

გაჭირვების დღეები+ მიპყრობენ.

17 ღამით ძვლები+ დამებურღა და დამძვრა,

ტკივილი მღრღნის და არ მიყუჩდება.+

18 მომეტებულმა ძალამ სახე უცვალა ჩემს სამოსელს,

ჩემი მოსასხამის საყელოსავით მარტყია გარს.

19 თიხას დამაბრუნა,

რომ მიწასა და ნაცარს დავმსგავსებოდი.

20 შველასა გთხოვ, მაგრამ არ მპასუხობ;+

ვდგავარ, რომ ყურადღება მომაქციო.

21 იცვლები, რომ სასტიკად მომეპყრო,+

მთელი შენი მკლავის ძლიერებით მემტერები.

22 ჯერ ქარზე მაყენებ, რომ გავიქროლო,

მერე კი გრგვინვით მანადგურებ.

23 კარგად ვიცი, რომ სიკვდილს დაუბრუნებ ჩემს თავს,+

ყველა ცოცხლის შესაკრებელ სახლში.

24 მაგრამ არავინ სწევს ხელს უბრალო ნანგრევების გროვაზე,+

არც არავის დაუძლურებისას ისმის საშველად ღაღადი მისი უბედურების გამო.

25 გაჭირვებულისთვის ვტიროდი+

და დამწუხრებული მქონდა სული ღარიბის გამო.+

26 კარგს ველოდი, მაგრამ ცუდი შემემთხვა;+

სინათლეს ველოდი, მაგრამ წყვდიადმა დაისადგურა.

27 ამიდუღდა ნაწლავები და არ ჩუმდება,

გაჭირვების დღეები დამიდგა.

28 დანაღვლიანებული+ დავდიოდი, მზე არ მინათებდა,

კრებულში ვდგებოდი და შველას ვითხოვდი.

29 ძმად გავუხდი ტურებს

და მეგობრად — სირაქლემის+ ასულებს.

30 კანი ჩამიშავდა+ და ამძვრა,

ძვლები კი სიმშრალისგან გამიხურდა.

31 ჩემი ქნარი მხოლოდ გლოვისთვის არის,

ჩემი სტვირი კი — მოტირალთა ხმისთვის“.

31 „შეთანხმება დავუდე ჩემს თვალებს+

და როგორღა შევხედავდი ქალწულს გულისთქმით?!+

 2 რა წილი გვაქვს მაღლა მყოფი ღვთისგან,+

ანდა რა მემკვიდრეობას ვიღებთ ყოვლისშემძლისგან მაღლიდან?

 3 განა დამნაშავეთათვის არ არის უბედურება+

და ვაება — სიავის მქნელთათვის?

 4 განა არ ხედავს იგი ჩემს გზებს+

და არ ითვლის ჩემს ნაბიჯებს?

 5 თუ ცრუ კაცებთან ერთად მივლია+

და მზაკვრობის ჩასადენად ამიჩქარებია ფეხი,+

 6 ზუსტ სასწორზე ამწონის+

და გაიგებს ღმერთი, რომ უმწიკვლო ვარ.+

 7 თუ ჩემი ნაკვალევი გზიდან უხვევს+

და ჩემი გული ჩემს თვალს აჰყოლია,+

ან თუ რაიმე ნაკლი მისტმასნებია ჩემს ხელს,+

 8 მაშინ დავთესავ თესლს და სხვამ შეჭამოს,+

ჩემი შთამომავლები კი ამოიძირკვონ.

 9 თუ ცდუნებულა ქალით ჩემი გული+

და თუ ჩავსაფრებულვარ+ ჩემი მეგობრის შესასვლელთან,

10 მაშინ სხვა კაცს დაუფქვას ჩემმა ცოლმა

და სხვა კაცებმა ჩაიმუხლონ მასზე.+

11 ეს იქნებოდა თავაშვებულობა

და დანაშაული, რომელიც მოსამართლეთა ყურადღებას მიიპყრობდა.+

12 ეს არის გამანადგურებელი, შთამნთქმელი ცეცხლი,+

რომელიც მთელ ჩემს ნამოქმედარს ძირფესვიანად მოედებოდა.

13 თუ უარი მეთქვას სამართლის გაჩენაზე ჩემი მონისთვის

ან ჩემი მხევლისთვის, როცა ჩემ წინააღმდეგ ჰქონდათ სასამართლო საქმე,

14 რაღას ვიზამ, როცა ღმერთი აღიმართება?!

როცა პასუხს მომთხოვს, რას ვუპასუხებ?+

15 ვინც მე შემქმნა დედის მუცელში, განა მანვე არ შექმნა ისიც?+

განა მან არ გამოგვსახა საშვილოსნოში?!

16 თუ წამირთმევია საწყლისთვის სიხარული+

და დამივსია ქვრივისთვის თვალები,+

17 თუ მიჭამია მარტოს ლუკმა,

როცა უმამო ბავშვს ლუკმა არ ჰქონია+

18 (ჩემი ახალგაზრდობიდანვე ჩემთან იზრდებოდა, როგორც მამასთან,

და დედაჩემის მუცლიდანვე ვწინამძღოლობდი მას).

19 თუ დამინახავს უტანსაცმლოდ მომაკვდავი+

ან ღარიბი, რომელსაც არ ჰქონდა სამოსელი,

20 თუ არ ვუკურთხებივარ მის საზარდულს+

და არ გამთბარა ჩემი ვერძის მატყლით,+

21 თუ მომიქნევია ხელი უმამო ბავშვისთვის,+

როცა ვხედავდი, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა კარიბჭესთან,+

22 მაშინ ამომვარდეს ბეჭი მხრიდან

და მკლავი გადამიტყდეს მხრის ძვალში.

23 ვინაიდან მეშინოდა, უბედურება არ დამტეხოდა ღვთისგან,

რადგან მის დიდებას+ ვერ გავუძლებდი.

24 თუ დამემყარებინოს ოქროზე ნდობა

და თუ მეთქვას ოქროსთვის, ჩემი იმედი ხარ-მეთქი,+

25 თუ გამხარებოდეს ჩემი ქონების სიუხვე+

და ჩემი ხელით შეძენილი დოვლათი,+

26 თუ მენახოს, როგორ ანათებს სინათლე,

ან როგორ მოძრაობს საუცხოო მთვარე,+

27 თუ ცდუნებულა ჩემი გული ფარულად+

და თუ შეხებია ჩემი ხელი საკოცნელად ჩემს ბაგეს*,

28 ესეც დანაშაული იქნებოდა, რომელიც მოსამართლეთა ყურადღებას მიიპყრობდა,

რადგან მაღლა მყოფ ჭეშმარიტ ღმერთს უარვყოფდი.

29 თუ გამხარებოდეს იმის განადგურება, ვისაც ყველაზე მეტად ვძულდი,+

ან თუ მემხიარულოს მის ცუდ ამბავზე. . .

30 არ ჩამიდენინებია ცოდვა ჩემი სასისთვის

და არ მითხოვია მისი სულის დაწყევლა.+

31 თუ არ ეთქვა ჩემს ხალხს,

ვინ არ გამძღარაო მისი საჭმლით?. .+

32 არც ერთ ხიზანს არ გაუთენებია ღამე გარეთ,+

ყოველთვის ღია მქონდა კარი მგზავრისთვის.

33 თუ დამეფაროს ცოდვა+ ადამიანივით

და დამემალოს დანაშაული პერანგის ჯიბეში. . .

34 შემაძრწუნებდა ხალხის სიმრავლე

ან საგვარეულო შემიძულებდა და თავზარი დამეცემოდა.

დავდუმდებოდი და კარში არ გავიდოდი.

35 ნეტავ ვინმე მომისმენდეს+

და ჩემი ხელმოწერილის საფუძველზე მიპასუხებდეს ყოვლისშემძლე!+

ან საბუთი მაინც შეადგინოს ჩემმა მოწინააღმდეგემ სასამართლოზე;

36 მხრებით ვატარებდი მას.

გვირგვინად შემოვიკრავდი თავზე.

37 მოვახსენებდი ჩემს ყოველ ნაბიჯს+

და მთავარივით მივეახლებოდი.

38 თუ ჩემს მიწას ჩემივე წინააღმდეგ დაეჩივლოს საშველად,

და მის ხნულებს ეტიროთ,

39 თუ მუქთად+ მეჭამოს მისი ნაყოფი

და მის მფლობელთა სულს ჩემ გამო ქოშინი დაეწყოს,+

40 მაშინ ხორბლის ნაცვლად ეკლიანი სარეველა ამოვიდეს,+

ქერის ნაცვლად კი — მყრალი სარეველა“.

ასე დასრულდა იობის სიტყვები.

32 შეწყვიტა იმ სამმა კაცმა პასუხის გაცემა იობისთვის, რადგან მართალი იყო იგი საკუთარ თვალში.+ 2 მაგრამ აღეგზნო რამის საგვარეულოდან ბუზელი+ ბარაქელის ვაჟის, ელიჰუს რისხვა. იობზე აენთო მისი რისხვა, რადგან საკუთარ სულს ღმერთზე მართლად აცხადებდა.+ 3 მისი სამი მეგობრის მიმართაც აენთო მისი რისხვა, რადგან პასუხი ვერ იპოვეს და ღმერთი ბოროტი გამოჰყავდათ.+ 4 აცდიდა ელიჰუ იობს ლაპარაკს, ვინაიდან ისინი მასზე უფროსები იყვნენ.+ 5 დაინახა ელიჰუმ, რომ იმ სამი კაცის ბაგეს+ პასუხი აღარ ჰქონდა, და მისი რისხვა კიდევ უფრო აღეგზნო. 6 ბუზელი ბარაქელის ვაჟმა ელიჰუმ უთხრა მათ:

«მე ახალგაზრდა ვარ,

თქვენ კი მოხუცები;+

ამიტომ ვიხევდი უკან და ვშიშობდი

თქვენთვის ჩემი ცოდნის გაცხადებას.

 7 ვთქვი, დღეებმა თვითონ ილაპარაკონ

და წელთა სიმრავლემ გააცხადოს-მეთქი სიბრძნე.+

 8 სწორედ მოკვდავი კაცის სული

და ყოვლისშემძლის სუნთქვა იძლევა გაგების უნარს.+

 9 მარტო დღეგრძელები არ არიან ბრძენები+

და მარტო მოხუცებულებს არა აქვთ განსჯის უნარი.+

10 ამიტომ ვამბობ: „მომისმინეთ,

მეც გაგიცხადებთ ჩემს ცოდნას!“

11 ხალხო, გაცდიდით ლაპარაკს,

ყურს ვუგდებდი თქვენს მსჯელობას,+

სანამ შეგეძლოთ სათქმელის მოძებნა.

12 თქვენკენ მქონდა ყურადღება მოპყრობილი

და ვერც ერთმა ვერ ამხილეთ იობი,

ვერც ერთმა ვერ გაეცით პასუხი მის სიტყვებს,

13 ამიტომ ნუ იტყვით: „სიბრძნე ვიპოვეთ,+

ღმერთი სდებს მას მსჯავრს და არა ადამიანი“.

14 არ მოუმართავს მას სიტყვები ჩემ წინააღმდეგ

და არც მე ვუპასუხებ მას თქვენი სიტყვებით.

15 შეძრწუნდნენ და აღარაფერი უპასუხიათ;

სიტყვა წაერთვათ.

16 დავიცადე, რადგან აღარ ლაპარაკობდნენ,

გაჩერდნენ და აღარაფერს პასუხობდნენ.

17 მეც ვიტყვი ჩემს პასუხს

და მეც გავაცხადებ ჩემს ცოდნას.

18 ავივსე სიტყვებით

და სული მომაწვა+ მუცელში.

19 ისეა ჩემი მუცელი, როგორც ღვინო თავმოუხდელ ჭურჭელში,

როგორც ახალი ტიკი გასკდომის პირას.+

20 ვილაპარაკებ, რომ შვება ვიგრძნო,

გავხსნი ჩემს ბაგეებს, რომ პასუხი გაგცეთ.+

21 არავის მიმართ გამოვიჩენ მიკერძოებას+

და ადამიანს პირფერობით არაფერს ვუწოდებ.+

22 არც ვიცი, როგორ ვუწოდო,

რადგან ჩემი შემქმნელი+ უმალვე წამიღებდა».

33 «ახლა შენ გთხოვ, იობ, მოისმინო ჩემი სიტყვები

და ყური დაუგდო ჩემს ნათქვამს.

 2 უნდა გავხსნა ბაგე

და ჩემმა ენამ და სასამ+ ერთად უნდა ილაპარაკონ.

 3 ჩემი სიტყვები გულის სიმართლიდან მომდინარეობს+

და ჩემს ცოდნას გულწრფელად გადმოსცემს ჩემი ბაგე.+

 4 თვით ღვთის სულმა შემქმნა+

და ყოვლისშემძლის სუნთქვამ მომცა სიცოცხლე.+

 5 გამეცი პასუხი, თუ შეგიძლია,

მომმართე, დამიდექი.

 6 ჭეშმარიტი ღვთისთვის ერთნი ვართ, მეც და შენც.+

მეც თიხისგან ვარ გამოსახული.+

 7 ჩემი არ შეგეშინდება და არ შეგაძრწუნებ,

არაფრით არ დაგამძიმებ.+

 8 შენ ჩემ გასაგონად თქვი

და მეც ვისმენდი შენს სიტყვებს:

 9 „წმინდა და უცოდველი ვარ,+

სუფთა და უდანაშაულო.+

10 მიზეზს ეძებს იგი, რომ შემეწინააღმდეგოს,

თავის მტრად მიმიჩნევს.+

11 ხუნდებში მაყოფინებს ფეხებს+

და ჩემს გზებს დარაჯობს“.+

12 მე გეუბნები, რომ ამაში არა ხარ მართალი,+

რადგან ბევრად დიდია ღმერთი მოკვდავ კაცზე.+

13 რატომ ედავები მას?+

განა იმიტომ, რომ შენს ყველა სიტყვას არ პასუხობს?!+

14 ღმერთი ერთხელ ამბობს

და ორჯერ,+ — ყურადღებას კი არ აქცევენ, —

15 სიზმარსა+ და ღამის ხილვაში,+

როცა ღრმა ძილით შეპყრობილები

თავიანთ საწოლებზე თვლემენ.+

16 სწორედ მაშინ უხსნის ყურს მათ+

და თავის შეგონებას ბეჭდავს მათში,

17 რომ ჩამოაშოროს კაცი თავის საქმეს+

და ვაჟკაცი სიამაყისგან+ დაიფაროს.

18 არ უშვებს საფლავში* მის სულს+

და მახვილს არიდებს მის სიცოცხლეს.+

19 მას ტკივილი ამხილებს თავის საწოლზე

და არ უწყნარდება ძვლები.

20 მისმა სიცოცხლემ პური შეიზიზღა,+

მისმა სულმა კი — საყვარელი საჭმელი.

21 ხორცი დაელია და აღარ უჩანს,

ძვლები კი, რომლებიც არ უჩანდა, უშიშვლდება.

22 საფლავს უახლოვდება მისი სული*,+

მისი სიცოცხლე კი — სიცოცხლის მომსწრაფველებს.

23 თუ ჰყავს მაცნე*,

შუამავალი, ათასიდან ერთი მაინც,

რომ უთხრას კაცს, როგორ მოიქცეს სიმართლით,

24 ის მოიწონებს მას და იტყვის:

„ნუ ჩავარდება საფლავში,+

ვიპოვე გამოსასყიდი!+

25 განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად+

და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“.+

26 შეევედრება ღმერთს, რომ მოიწონოს იგი;+

იხილავს მის სახეს და იყიჟინებს.

ის აღუდგენს მოკვდავ კაცს თავის სიმართლეს.

27 უმღერებს ხალხს და იტყვის:

„შევცოდე+ და სიმართლე გავამრუდე,

ეს არ უნდა გამეკეთებინა.

28 მან გამოისყიდა ჩემი სული საფლავში+ ჩავარდნისგან;

ჩემი სიცოცხლე სინათლეს იხილავს“.

29 ღმერთი უკეთებს ამ ყველაფერს

ადამიანს ორჯერ და სამჯერ,

30 საფლავიდან რომ დააბრუნოს მისი სული,+

რათა ცოცხალთა ნათელი მოეფინოს მას.+

31 ყურადღებით იყავი, იობ! მომისმინე!

ჩუმად იყავი, მე უნდა ვილაპარაკო.

32 თუ რაიმე გაქვს სათქმელი, გამეცი პასუხი.

ილაპარაკე, რადგან მომწონს შენი სიმართლე.

33 თუ არადა, მე მომისმინე.+

ჩუმად იყავი და მე გასწავლი სიბრძნეს».

34 განაგრძო ელიჰუმ და თქვა:

 2 «მოუსმინეთ, ბრძენნო, ჩემს სიტყვებს

და, მცოდნენო, ყური დამიგდეთ,

 3 რადგან ყური არჩევს სიტყვებს,+

როგორც სასა — საჭმლის გემოს.+

 4 ავირჩიოთ სამართალი

და ჩვენვე გავიგოთ, რა არის კარგი.

 5 ვინაიდან იობმა თქვა: „მე მართალი ვარ,+

მაგრამ ღმერთმა წამართვა სამართალი.+

 6 განა ვიტყუები ჩემს სამართალში?

უკურნებელია ჩემი მწვავე ჭრილობა, თუმცა უდანაშაულო ვარ“.+

 7 რომელი ვაჟკაცი ჰგავს იობს,+

წყალივით რომ სვამდეს დაცინვას?+

 8 სიავის მქნელებთან მეგობრობისა

და ბოროტთა გზას ადგას.+

 9 ვინაიდან ასე თქვა: „რას არგებს კაცს,+

თუ ღმერთში პოვებს კმაყოფილებას?“

10 ამიტომ მომისმინეთ, თქვენ, ვისაც გაგებული გული გაქვთ.+

შორს არის ღვთისგან ბოროტება+

და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა!+

11 ვინაიდან მისი საქციელისამებრ მიუზღავს+ იგი ადამიანს

და მისი გზისამებრ მიაგებს მას.

12 არ მოქმედებს ღმერთი ბოროტებით+

და ყოვლისშემძლე არ ამრუდებს სამართალს.+

13 ვინ ჩააბარა მას დედამიწა

და ვინ მიანდო მას მთელი ნაყოფიერი მიწა?

14 თუ თავის გულს მიაქცევს ვინმესკენ

და თავისთან წაიღებს მის სულსა* და სუნთქვას,+

15 ყველა ხორციელი მოკვდება

და მტვერს დაუბრუნდება ადამიანი.+

16 თუ გაქვს გაგების უნარი, მოისმინე,

ყური დაუგდე ჩემს სიტყვებს.

17 განა იბატონებს სამართლიანობის მოძულე?+

თუ ძლიერი მართალია, განა გამოაცხადებ მას ბოროტად?+

18 ვინ ეტყვის მეფეს, უვარგისი ხარო?

წარჩინებულს — ბოროტი ხარო?+

19 ერთია ის, ვისაც მიკერძოება არ გამოუჩენია მთავრების მიმართ

და არ გაურჩევია საწყალი წარჩინებულისგან,+

რადგან ყველა მისი ხელის ნამოქმედარია.+

20 მყისვე კვდებიან+ ისინი შუაღამისას;+

ირყევა ხალხი და მიდიან,

ხელშეუხებლად მიდიან ძლიერები.+

21 ვინაიდან ადამიანის გზას დაჰყურებს მისი თვალები+

და მის ნაბიჯებს ხედავს იგი.

22 არ არსებობს არც სიბნელე და არც უკუნეთი,

სადაც სიავის მქნელები დაიმალებოდნენ.+

23 არ უნიშნავს დროს არც ერთ ადამიანს

სასამართლოზე ღმერთთან წარსადგომად.

24 ყოველგვარი გამოძიების გარეშე მუსრავს ძლიერებს+

და მათ ადგილზე სხვებს აყენებს;+

25 ვინაიდან ამჩნევს მათ საქმეებს+

და ღამით ამხობს მათ, ისინი კი იმუსრებიან.+

26 ყველას თვალწინ

ურტყამს მათ, როგორც ბოროტებს,+

27 რადგან გადაუხვიეს და აღარ მიჰყვებიან მას,+

არც ერთ მის გზას არ უკვირდებიან.+

28 საწყალთა ღაღადი სწვდება მას

და ისიც ისმენს დაჩაგრულთა ღაღადს.+

29 როცა ის სიმშვიდეს ჩამოაგდებს, ვინ დასდებს მსჯავრს?

და როცა სახეს იფარავს,+ ვინ იხილავს მას?

სულ ერთია, ერი+ იქნება თუ კაცი,

30 რათა არ იმეფოს განდგომილმა+

და არ იყოს ხალხისთვის მახე+ დაგებული.

31 ვინ ეტყვის ღმერთს:

„დავიტანჯე, თუმცა არ ვიქცევი სამარცხვინოდ.+

32 თუმცა ვერაფერს ვხედავ, მაინც მასწავლე,

და თუ რაიმე უმართლობა ჩამიდენია,

აღარ გავიმეორებ“.+

33 განა მოგაგებს შენი სურვილისამებრ, როცა მის სამართალს უარყოფ,

როცა ეს არჩევანი შენია და არა ჩემი?

ილაპარაკე, რაც იცი.

34 გაგებული გულის+ მქონე ხალხიც მეტყვის

და ბრძენი ვაჟკაციც, რომელიც მისმენს,

35 არ იცის იობმა, რას ლაპარაკობს+

და წვდომის უნარი არ ჩანს მის სიტყვებშიო.

36 მამა, ბოლომდე გამოიცადოს იობი

სიავის მქნელებს შორის გაცემული პასუხების გამო,+

37 რადგან თავის ცოდვას ურჩობას უმატებს;+

ხელს ხელს ურტყამს ჩვენ შორის და ბევრს ლაპარაკობს ჭეშმარიტი ღვთის წინააღმდეგ».+

35 განაგრძო ელიჰუმ და თქვა:

 2 „ეს მიგაჩნია სამართლად?

ამბობ, ჩემი სიმართლე ღვთისას აღემატებაო.+

 3 იმასაც ამბობ, ეს რას გარგებსო?+

განა ახლა იმაზე მეტი სარგებლობა მაქვს, ვიდრე შეცოდებისასო?+

 4 მე შეგეპასუხებით შენც

და შენს მეგობრებსაც.+

 5 ახედე ცას+ და

შეხედე ღრუბლებს,+ შენზე მაღლა არიან ისინი.

 6 თუ მართლა შესცოდავ, რას დაუშავებ მას?+

თუ კიდევ უფრო გაურჩდები, რას უზამ მას?

 7 მართალიც რომ იყო, რას შემატებ მას,

ან რას მიიღებს იგი შენი ხელიდან?+

 8 შენმა ბოროტებამ შეიძლება ავნოს შენნაირ კაცს+

და შენმა სიმართლემ არგოს ადამიანის ძეს.+

 9 შველას ითხოვენ დიდი ჩაგვრის გამო;+

შველას ითხოვენ დიდებულთა მკლავის გამო,+

10 მაგრამ მაინც არავინ ამბობს, სად არის ღმერთი, ჩემი დიდებული შემოქმედი,+

ღამით სასიმღეროდ აღმძვრელიო.+

11 ჩვენ უფრო მეტს გვასწავლის,+ ვიდრე ცხოველებს;+

უფრო მეტად გვაბრძენებს, ვიდრე ფრინველებს.

12 ღაღადებენ ისინი, მაგრამ არ პასუხობს იგი,+

ბოროტები და ამაყები+ არიან.

13 მხოლოდ სიცრუეს არ უსმენს ღმერთი+

და ამას არ უყურებს ყოვლისშემძლე.+

14 მით უმეტეს, როცა ამბობ, რომ ვერ ხედავ მას!+

სასამართლო საქმე მის წინაშეა და ამიტომ მოუთმენლად უნდა დაელოდო მას.+

15 ახლა კი, რადგან ის რისხვით პასუხს არ გთხოვს,+

ის არც მეტისმეტ დაუფიქრებლობას აქცევს ყურადღებას.+

16 იობი კი სულ ტყუილუბრალოდ ხსნის ბაგეებს,

უცოდინარობით ბევრს ლაპარაკობს“.+

36 განაგრძო ელიჰუმ და თქვა:

 2 „ცოტაც მომითმინე და გიჩვენებ,

რომ ჯერ კიდევ არის სიტყვები ღვთის სასარგებლოდ.

 3 შორიდან მოვიტან ჩემს ცოდნას

და ჩემი გამომსახველის სიმართლეს გავაცხადებ.+

 4 არ არის სიცრუე ჩემს სიტყვებში,

ის — სრულყოფილი ცოდნის+ მფლობელია შენ წინაშე.

 5 ძლევამოსილია+ ღმერთი და არ უარყოფს კაცს,

ძლევამოსილია გულის ძლიერებით.

 6 არც ერთ ბოროტს არ დატოვებს ცოცხალს,+

დაჩაგრულებს კი სამართალს გაუჩენს.+

 7 არ მოარიდებს თვალს არც ერთ მართალს,+

არც მეფეებს ტახტზე. . . +

სამუდამოდ დასხამს მათ და ისინიც დიდებას მოიხვეჭენ.

 8 თუ მათ ბორკილები დაედებათ,+

გაჭირვების თოკით დაიბმებიან.

 9 მაშინ ეტყვის მათ, როგორ იქცევიან

და რაში სცოდავენ, რადგან მეტისმეტად ამაყდებიან.

10 გაუხსნის მათ ყურებს შეგონებისთვის+

და ეტყვის, რომ ზურგი უნდა აქციონ სიავის ქმნას.+

11 თუ დაემორჩილებიან და ემსახურებიან,

მათ დღეებს კარგი დასასრული ექნება

და მათი წლებიც ნეტარებით დასრულდება.+

12 მაგრამ, თუ არ დაემორჩილებიან, მახვილით+ დაიღუპებიან+

და უცოდინარობაში დაიხოცებიან.

13 გულით განდგომილები რისხვას აღვივებენ.+

შველას არ ითხოვენ, რადგან შებორკილი ჰყავს მას.

14 ისინი* ახალგაზრდები დაიხოცებიან,+

მათი სიცოცხლე კი ტაძრის მეძავ მამაკაცებს შორის დასრულდება.+

15 საწყალს გაჭირვებისგან იხსნის

და ჩაგვრის დროს გაუხსნის მათ ყურებს.

16 უეჭველად დაგიხსნის გაჭირვების ხახიდან!+

სანაცვლოდ დიდი სივრცე+ იქნება და არა შეზღუდული;

შენი მაგიდა შენდა სანუგეშოდ ნოყიერებით აივსება.+

17 ბოროტის წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო განაჩენს+ დაინახავ;

სასამართლო განაჩენი და სამართლიანობა ერთმანეთს ჩაეჭიდება.

18 გაფრთხილდი, რომ რისხვამ+ ღვარძლიანი ტაშის დაკვრაში არ ჩაგითრიოს.

გზიდან არ გადაგიყვანოს დიდმა გამოსასყიდმა.+

19 განა გიშველის დახმარებისთვის ღაღადი?+ არა, მთელი შენი ძალისხმევაც კი

არ გიშველის გასაჭირში.+

20 ქოშინით ნუ ესწრაფი ღამეს,

როცა ხალხი თავისი ადგილსამყოფლიდან მიდის.

21 გაფრთხილდი, რომ არ გადაუხვიო სიავის ქმნისკენ,+

ვინაიდან ეს არჩიე გაჭირვებას.+

22 ღმერთი დიდებულად მოქმედებს თავისი ძლიერებით.

ვინ არის მისი მსგავსი მოძღვარი?

23 ვინ მოჰკითხავს მას პასუხს+

და ვინ ეტყვის, უმართლობა ჩაიდინეო?+

24 გახსოვდეს, რომ დიდება უნდა მიაგო მის საქმეებს,+

რომლებსაც ხალხი უმღერის.+

25 მთელი კაცობრიობა მათ შეჰყურებს

და მოკვდავი ადამიანი მათ შესცქერის შორიდან.+

26 ღმერთი იმაზე მეტად არის განდიდებული, ვიდრე ჩვენ ვიცით;+

გამოუკვლეველია მის წელთა რიცხვი.+

27 მაღლა ააქვს წყლის წვეთები+ და

ისინიც წვიმად და ნისლად იცრებიან,

28 რათა ღრუბლებმა იწვეთონ+

და წვეთები უხვად ასხურონ კაცობრიობას.

29 მართლაც, ვინ რას გაუგებს ღრუბლების ფენას

და მისი კარვის გრუხუნს?+

30 თავისი სინათლე მასზე განავრცო+

და ზღვას ფსკერი დაუფარა;

31 მათი საშუალებით ხალხებს ესარჩლება+

და უხვად იძლევა საკვებს.+

32 ხელში უჭირავს ელვა

და ბრძანებას აძლევს მას თავდამსხმელის წინააღმდეგ.+

33 გრგვინვა+ გვაუწყებს მასზე

და პირუტყვი — მის მოახლოებაზე“.

37 «ძგერას მიწყებს გული+ ამის გამო

და საგულიდან მივარდება.

 2 ხალხო, მოუსმინეთ მის მქუხარე ხმას+

და მისი პირიდან გამომავალ გრგვინვას.

 3 მთელ ცისქვეშეთში უშვებს მას

და ელვას+ დედამიწის კიდეებს აწვდენს.

 4 შემდეგ მჭექარე ხმა ისმის,

თავის აღმატებულ+ ხმას აქუხებს+

და არ აკავებს მას, როცა გამოსცემს.+

 5 საოცრად ქუხს ღმერთი თავისი ხმით,+

დიდებულ და ჩვენთვის ჩაუწვდომელ საქმეებს აკეთებს.+

 6 თოვლს ეუბნება: „დაეშვი მიწისკენ“,+

იმავეს ეუბნება თავსხმასაც და ძლიერ კოკისპირულ წვიმასაც.+

 7 ყოველ კაცს ბეჭედს ასვამს ხელზე,

რომ ყველა მოკვდავმა იცოდეს მისი საქმე.

 8 მიდის მხეცი ჩასასაფრებლად,

თავის სამალავში ბინადრობს.+

 9 შიდა ოთახიდან+ მოდის ქარიშხალი

და ჩრდილოეთიდან უბერავს სიცივე.+

10 ღვთის სუნთქვა წარმოქმნის ყინულს+

და წყალი სივრცეშია შეკავებული*.+

11 ღრუბელს სინოტივით ამძიმებს

და მისი სინათლე+ ფანტავს ღრუბლებს.

12 ისინი მისი ხელმძღვანელობით ბრუნავენ თავიანთი საქმის შესასრულებლად,

საითკენაც არ უნდა უბრძანოს+ ნაყოფიერი მიწის პირზე.

13 გასაჯოხად+ იქნება ეს თუ მიწისთვის,+

ან კიდევ სიკეთისთვის*,+ იგი შედეგს გამოაღებინებს.

14 ყური დაუგდე ამას, იობ,

გაჩერდი და დაუკვირდი ღვთის საოცარ საქმეებს.+

15 იცი, როდის მისცა მათ ბრძანება+

და როდის გამოანათებინა თავის ღრუბელს?

16 იცი, როგორ ჩერდებიან ღრუბლები,+

სრულყოფილი ცოდნის მფლობელის საოცარი საქმეები?+

17 როგორ ცხელდება შენი ტანსაცმელი,

როცა მიწას სამხრეთის ქარი აწყნარებს?+

18 შეგიძლია მასთან ერთად გამოჭედო ცა+

ისეთივე მაგარი, როგორიც ჩამოსხმული სარკეა?

19 გვითხარი, რა ვუთხრათ მას,

ვერ ვპოულობთ სიტყვებს სიბნელის გამო.

20 უნდა ემცნოს მას, რომ ლაპარაკი მსურს?

განა უთქვამს ვინმეს, რომ ეს ეუწყება მას?+

21 სინამდვილეში ვერ ხედავენ ისინი სინათლეს.

ის კაშკაშებს ცაში,

როცა გადაივლის ქარი და წმენდს ცას.

22 ჩრდილოეთიდან ოქროს სიდიადე მოდის.

შიშის მომგვრელია ღვთის დიდება;+

23 ჩვენ კი არ შეგვიცნია ყოვლისშემძლე.+

აღმატებულია იგი ძლიერებით+

და არ დააკნინებს+ სამართლიანობასა+ და უხვ სიმართლეს.+

24 ამიტომაც ეშინოდეს ხალხს მისი.+

იგი არაფრად აგდებს მათ, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია».+

38 მიუგო იეჰოვამ იობს ქარიშხლიდან:+

 2 «ვინ არის ეს, რომ განზრახულს

უცოდინარი სიტყვებით აბნელებს?+

 3 ვაჟკაცივით შემოისარტყლე წელი,

შეგეკითხები და მიპასუხე.+

 4 სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი?+

მითხარი, თუ გაქვს გაგების უნარი.

 5 თუ იცი, ვინ დაუწესა საზღვრები,

და ვინ გადაჭიმა მასზე ლარი საზომად?

 6 სად აქვს ჩადგმული საყრდენები+

და ვინ დაუდო ქვაკუთხედი,

 7 როცა ერთად ჟრიამულობდნენ დილის ვარსკვლავები+

და ღვთის ძეები*+ ყიჟინებდნენ?

 8 ვინ ჩაუკეტა კარიბჭეები ზღვას,+

რომელმაც ისე დაიწყო დენა, თითქოს საშვილოსნოდან ამოხეთქაო,

 9 როცა სამოსლად ღრუბელი მივეცი

და სახვევად — მწუხრი?

10 დავუდგინე წესი,

დავუყენე კარიბჭეები და ურდულები+

11 და ვუთხარი: „აქამდე მოხვალ, მეტს აღარ,+

აქ გაჩერდება შენი მედიდური ტალღები“.+

12 შენ მიეცი ბრძანება დილას შენი ადრინდელი დღეებიდან?+

შენ მიუჩინე ადგილი განთიადს,

13 რომ მოეცვა დედამიწის კიდეები

და ბოროტები იქიდან განედევნა?+

14 ის თიხასავით იცვლება,+ როცა ბეჭედს ასვამენ,

და თითქოს ყველაფერი იმოსება და წამოიმართება.

15 უწყდებათ ბოროტებს თავიანთი სინათლე+

და აღმართული მკლავი ემუსრებათ.+

16 ჩასულხარ ზღვის ფსკერზე

და გივლია+ ღრმა წყლის საძებრად?+

17 გახსნილა შენ წინაშე სიკვდილის კარიბჭეები+

ან შეგიძლია უკუნეთის კარიბჭეების+ ხილვა?

18 ჩასწვდომიხარ დედამიწის ვეება სივრცეებს?+

მითხარი, თუ შეგიცნია ეს ყველაფერი.

19 სად არის სინათლის სამკვიდროს გზა?+

სიბნელის ადგილი სადაა,

20 რომ თავის საზღვარზე მიიყვანო

და გაიგო მისი სახლის გზები?

21 იქნებ იმიტომ იცი, რომ მაშინ გაჩნდი,+

და დიდია შენი დღეების რიცხვი?!

22 შესულხარ თოვლის+ საცავებში

ან სეტყვის+ საცავებს თუ ხედავ,

23 რომელსაც უბედურებისთვის ვინახავ,

ბრძოლისა და ომის+ დღისთვის?

24 სად არის გზა, რომლითაც სინათლე ნაწილდება

და რომლითაც აღმოსავლეთის ქარი+ ვრცელდება დედამიწაზე?

25 ვინ დაყო სანიაღვრე არხი

და მგრგვინავი, საწვიმარი ღრუბლის გზა,+

26 რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწასა+

და უდაბნოს, სადაც კაციშვილი არ არის,

27 დაარწყულოს ქარიშხლით გაუდაბურებული და გაპარტახებული ადგილები

და აღმოაცენოს ბალახი?+

28 ჰყავს წვიმას+ მამა

ან ვინ წარმოშვა ნამი?+

29 სინამდვილეში ვისი მუცლიდან გამოდის ყინული

ან ვინ ბადებს ციურ ჭირხლს?+

30 თითქოს ქვაში იმალება წყალი

და მყარდება+ ღრმა წყლის ზედაპირი.

31 შეგიძლია შეკრა ქიმას თანავარსკვლავედის* საკვრელები

ან შეგიძლია მოუშვა ქესილის თანავარსკვლავედის*+ საბელები?

32 შეგიძლია თავის დანიშნულ დროს გამოიყვანო მაზაროთის თანავარსკვლავედი*

და აშის თანავარსკვლავედსა* და მის ვაჟებს გაუძღვე?

33 იცი, რა წესებია ზეცაში,+

ან შეგიძლია მისი კანონები დედამიწაზე დაადგინო?

34 შეგიძლია ხმა მიაწვდინო ღრუბლებს,

რომ წყლის დიდმა ნაკადმა დაგფაროს?+

35 შეგიძლია წარგზავნო ელვა, რომ წავიდეს

და გითხრას, აქა ვარო?

36 ვინ ჩადო სიბრძნე+ ღრუბლებში

ან გაგების უნარი+ — ციურ მოვლენაში?

37 ზუსტად ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით

და ვინ გადმოაპირქვავებს წყლის ზეციურ ჭურჭლებს,+

38 როცა მტვერი ჩამოსხმულ მასად იქცევა

და მიწის ბელტები ერთმანეთს ეკვრის?

39 შეგიძლია ლომისთვის ნანადირევის მოპოვება

და ძლიერი ლომებისთვის+ ცხოველური მადის დაკმაყოფილება,

40 როცა სამალავში არიან ჩამსხდრები+

ან საფარში — ჩასაფრებულები?

41 ვინ უმზადებს ყორანს საჭმელს,+

როცა მისი ბახალები საშველად ღმერთს შესჩხავიან,

საჭმელად არაფერი აქვთ და დაძრწიან?»

39 „იცი კლდის ჯიხვთა მშობიარობის დრო?+

თვალს თუ ადევნებ ფურირმებს,+ როცა ტკივილებით მშობიარობენ?

 2 ითვლი, როდის უსრულდებათ მთვარისმიერი თვეები?

თუ იცი მათი მშობიარობის დრო?

 3 იმუხლებიან, აგდებენ თავიანთ ნაშიერებს

და თავისუფლდებიან მშობიარობის ტკივილებისგან.

 4 ძლიერდებიან მათი ნაშიერები და ტრიალ მინდორში იზრდებიან.

მიდიან და აღარ უბრუნდებიან მათ.

 5 ვინ მიუშვა ნებაზე ზებრა+

და ვინ აუშვა გარეული ვირის საბელი,

 6 ვისაც საბინადროდ უკაცრიელი ველი მივეცი

და სამყოფლად — მარილის ქვეყანა?+

 7 დასცინის ის აფორიაქებულ ქალაქს

და არ ესმის მდევრის+ ხმა.

 8 საძოვრად+ მთებს მოივლის

და ყველანაირ მწვანე მცენარეს+ ეძებს.

 9 მოინდომებს გარეული ხარი, მოგემსახუროს+

ან გაატარებს ღამეს შენს ბაგასთან?

10 შეაბამ საბელებით გარეულ ხარს სახნავად

ან გააფარცხვინებ+ ველებს?

11 მიენდობი მის უშრეტ ძლიერებას

და მიანდობ მას შენს სამუშაოს?

12 გექნება იმედი, რომ თესლს დაგიბრუნებს

და კალოზე მოგიგროვებს?

13 განა სიხარულით აბარტყუნებს ფრთებს დედალი სირაქლემა

ან აქვს მას ყარყატისნაირი+ ფრთები და ბუმბული?

14 მიწაზე ტოვებს კვერცხებს

და მტვერში ინახავს თბილად;

15 ავიწყდება, რომ შეიძლება ფეხმა დაამტვრიოს

და მინდვრის მხეცებმა გათელონ.

16 უხეშად ეპყრობა თავის შვილებს, თითქოს სხვისები ყოფილიყვნენ.+

ტყუილად შრომობს, რადგან არ ეშინია.

17 ვინაიდან დაავიწყა ღმერთმა სიბრძნე

და წილად არ არგუნა გაგების უნარი.+

18 როცა ფრთებს ააფრიალებს,

დასცინის ცხენსა და მის მხედარს.

19 შეგიძლია ცხენს ძალა მისცე?+

შეგიძლია კისერი ფრიალა ფაფრით შეუმოსო?

20 შეგიძლია კალიასავით ახტუნო?

შიშის მომგვრელია მისი დიდებული ჭიხვინი.+

21 ველს ფლოქვებს+ სცემს და ძლიერებით ხარობს.

წინ იჭრება, იარაღს+ რომ შეეგებოს.

22 შიშზე ეცინება და არ ძრწუნდება,+

არც მახვილის გამო იხევს უკან.

23 მასზე ჩხარუნობს კაპარჭი,

მახვილი შუბი და ხელშუბი.

24 გრგვინვითა და გაშმაგებით ნთქავს მიწას

და საყვირის ხმას არ უჯერებს.

25 როგორც კი გაისმება საყვირის ხმა, შესძახებს: აჰა!

შორიდანვე გრძნობს ბრძოლის სუნს,

მთავართა შეძახილებსა და საომარ ყიჟინას.+

26 შენი გაგების უნარის წყალობით დაფრინავს შევარდენი

და სამხრეთის ქარისკენ შლის ფრთებს?

27 შენი ბრძანებით ფრენს ზემოთ არწივი+

და იშენებს მაღლა ბუდეს,+

28 კლდეზე ბინადრობს და ათევს ღამეს

კლდის ქიმსა და მიუწვდომელ ადგილზე?

29 იქიდან ეძებს საჭმელს+

და შორს იყურება მისი თვალი.

30 სისხლს წრუპავენ მისი მართვეები

და სადაც დახოცილები არიან, ისიც იქ არის“.+

40 განაგრძო იეჰოვამ და უთხრა იობს:

 2 „უნდა ედავებოდეს ყოვლისშემძლეს შარიანი კაცი?+

ღვთის მამხილებელმა თავად გასცეს პასუხი“.+

3 მიუგო იობმა იეჰოვას:

 4 „არარაობა გავხდი.+

რა გიპასუხო?

პირზე მაქვს ხელი აფარებული.+

 5 ერთხელ ვილაპარაკე და პასუხად აღარაფერს ვიტყვი,

მეორეჯერაც, მაგრამ აღარაფერს დავუმატებ“.

6 ქარიშხლიდან+ იეჰოვამ იობს სთხოვა:

 7 „ვაჟკაცივით შემოისარტყლე წელი,+

შეგეკითხები და მიპასუხე.+

 8 ნუთუ დაუკარგავ ძალას ჩემს სამართალს?

ნუთუ ბოროტად გამომაცხადებ, შენ რომ მართალი გამოხვიდე?+

 9 ნუთუ ისეთი მკლავი გაქვს, როგორიც ჭეშმარიტ ღმერთს?+

შეგიძლია მისი მსგავსი ხმით დაიგრგვინო?+

10 აბა, შეიმოსე აღმატებულებითა+ და დიდებით,+

ღირსებითა+ და სიდიადით!+

11 გადმოაფრქვიე შენი მგზნებარე რისხვა,+

დაინახე ყოველი ამპარტავანი და დაამცირე;

12 დაინახე ყოველი ამპარტავანი და დაამდაბლე,+

ბოროტები კი ადგილზევე გათელე.

13 ერთად ჩამალე ისინი მტვერში+

და სახეები აუხვიე დაფარულ ადგილას.

14 მე თავად შეგაქებ,

რადგან შენი მარჯვენა დაგიხსნის.

15 აი ბეჰემოთი, რომელიც ჩემი შექმნილია, ისევე როგორც შენ.

ის მწვანე ბალახს ჭამს,+ როგორც ხარი.

16 ძალა თეძოებში აქვს

და ძლიერება+ — მუცლის ძარღვებში.

17 კედარივით ხრის კუდს

და ჩაწნულია მისი ბარძაყის ძარღვები.

18 მისი ძვლები სპილენძის მილებია,

მისი მაგარი ძვლები გამოჭედილი რკინის ჯოხებივითაა.

19 ის არის ღვთის გზების საწყისი.

მის შემქმნელს+ შეუძლია მასზე მახვილი მიიტანოს.

20 მთები აძლევენ მას ნაყოფს;+

გარეული ცხოველები იქვე თამაშობენ.

21 წვება ეკლიანი ლოტოსის ხეების ქვეშ,

ლერწმის+ საფარსა და ჭაობში.+

22 ეკლიანი ლოტოსის ხეები მას ჩრდილით ფარავს

და ხევში ამოსული ალვის ხეები არტყია გარს.

23 თუ მდინარე აბობოქრდა, ის არ დარბის თავზარდაცემული.

იორდანეც+ რომ მიასკდეს, მაინც მშვიდად არის.

24 ვინ დაიჭერს მას მისივე თვალწინ?

ბარჯით ვინ გაუხვრეტს ცხვირს?“

41 „გამოათრევ ლევიათანს*+ თევზსაჭერი კაუჭით

ან დაუჭერ ენას თოკით?

2 გაუყრი ნესტოებში+ ლელქაშს

ან გაუხვრეტ ყბებს ეკლით?

3 დაგიწყებს ვედრებას

ან რბილად ლაპარაკს?

4 დაგიდებს შეთანხმებას,

რომ სამუდამო მონად გაგიხდეს?

5 თუ დაუწყებ თამაშს, როგორც ჩიტს,

ან დააბამ შენი გოგოებისთვის?

6 განა გაგირიგდებიან ამხანაგები მასზე?

გაიყოფენ მას ვაჭრები ერთმანეთში?

7 დაუფარავ ტყავს ბარჯებით+

ან თავს — ჭვილთებით?

8 შეახე მას ხელი

და გახსოვდეს მისი ბრძოლა; იგივე აღარ გააკეთო.

9 იმედი გაგიცრუვდება;

მის დანახვაზეც კი დაეცემი.

10 ისეთი გულადი არავინ არის, რომ ის განარისხოს

და მე ვინღა დამიდგება წინ?!+

11 ვინ რა მომცა პირველმა, მე რომ გადავუხადო?+

ცისქვეშეთში ყველაფერი ჩემია.+

12 ვილაპარაკებ მისი სხეულის ნაწილებზეც,

მის სიძლიერესა და ნატიფ აღნაგობაზე.

13 ვის გაუხდია მისთვის სამოსელი?

ვინ შეაღწევს მის ორმაგ ყბაში?

14 ვის გაუხსნია მისი პირისახის კარი?

შიშის მომგვრელია მისი კბილები.

15 მისი ჯავშანთა წყება მისი სიამაყეა,

თითქოს მკვრივი ბეჭდით არის შეკრულიო.

16 მჭიდროდ ეკვრიან ერთიმეორეს

და ჰაერიც კი ვერ ატანს მათ შორის.

17 ერთმანეთს ისე არიან მიწებებული

და ჩაჭიდებული, რომ ვერავინ დააცალკევებს.

18 დაცემინებისას შუქს აფრქვევს

და მისი თვალები განთიადის სხივებივითაა.

19 ელვას უშვებს პირიდან და

ნაპერწკლებიც კი სცვივა.

20 ნესტოებიდან კვამლს უშვებს,

თითქოს ბუხარში ლელქაში იწვებაო.

21 სულით* ნაკვერჩხლებს აღვივებს

და პირიდან ალს უშვებს.

22 კისერში აქვს ძალა

და მის წინაშე მყოფთ უიმედობა აცახცახებს.

23 ხორცის ნაკეცები ერთმანეთზე აქვს შეწებებული,

თითქოს ჩამოსხმულიაო, არ ინძრევა.

24 ქვასავით აქვს გული ჩამოსხმული,

ქვედა დოლაბივით.

25 წამოიმართება და ძლიერები ფრთხებიან,+

თავზარდაცემულები საგონებელში ცვივდებიან.

26 ვერ დასძლევს მას ვერც ერთი მახვილი,

ვერც შუბი, ვერც ლახვარი და ვერც ისარი.+

27 რკინას+ ბზედ მიიჩნევს

და სპილენძს — დამპალ ხედ.

28 ვერ გააქცევს მას ისარი;

შურდულის ქვა+ მისთვის ნამჯად არის ქცეული.

29 ხელკეტი ნამჯაა მისთვის+

და ხელშუბის შხუილზე ეცინება.

30 ქვედა ნაწილი წვეტიანი კეცის ნატეხებივითა აქვს.

ტალახზე კევრივით+ ხოხავს.

31 ქვაბივით ადუღებს სიღრმეებს

და ზღვას ნელსაცხებლის ქვაბს ამსგავსებს.

32 ანათებინებს თავის კვალს,

თითქოს გაჭაღარავებულაო ღრმა წყალი.

33 მიწაზე არავინაა მისი მსგავსი,

ისე შექმნილი, რომ შიში არ ეკარებოდეს.

34 მაღლა ყველაფერს ხედავს.

ის არის ყველა დიდი და საოცარი ცხოველის მეფე“.

42 მიუგო იობმა იეჰოვას:

 2 „ახლა ვიცი, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია.+

არ არსებობს შენთვის განუხორციელებელი განზრახვა.+

 3 ამბობდი, ვინ არის ეს, უცოდინარობით რომ აბნელებსო განზრახულს?+

ვლაპარაკობდი, მაგრამ არ მესმოდა ის,

რაც ჩემთვის მეტად გასაოცარი და ჩაუწვდომელია.+

 4 ამბობდი, მომისმინე და მე ვილაპარაკებო;

შეგეკითხები და მიპასუხეო.+

 5 ყურმოკვრით მქონდა შენზე გაგონილი,

მაგრამ ახლა ნამდვილად გხედავს ჩემი თვალი.

 6 ამიტომ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები

და მტვერსა და ნაცარში ვინანიებ“.+

7 მას შემდეგ, რაც წარმოთქვა იეჰოვამ ეს სიტყვები იობის მიმართ, თემანელ ელიფაზსაც უთხრა იეჰოვამ:

„აღეგზნო ჩემი რისხვა შენზე და შენს ორ მეგობარზე,+ რადგან ჭეშმარიტება+ არ ილაპარაკეთ ჩემზე, როგორც ჩემმა მსახურმა იობმა ილაპარაკა. 8 ახლა წაიყვანეთ თქვენთვის შვიდი ხარი და შვიდი ვერძი,+ წადით ჩემს მსახურ იობთან+ და შესწირეთ დასაწვავი მსხვერპლი, ჩემი მსახური იობი კი ილოცებს+ თქვენთვის. მხოლოდ მას მოვუსმენ, რათა არ შეგარცხვინოთ, რადგან არ ილაპარაკეთ ჩემზე ჭეშმარიტება, როგორც ჩემმა მსახურმა იობმა ილაპარაკა“.+

9 წავიდნენ თემანელი ელიფაზი, შუახელი ბილდადი და ნაამათელი ცოფარი და ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვამ უთხრა მათ, და იეჰოვამაც მოუსმინა იობს.

10 როცა ილოცა თავისი მეგობრებისთვის,+ დაიხსნა იეჰოვამ იობი ტყვეობიდან+ და იმაზე ორჯერ მეტი მისცა იეჰოვამ იობს, ვიდრე მას მანამდე ჰქონდა.+ 11 და მიდიოდნენ მასთან მისი და-ძმები და მისი ადრინდელი ნაცნობები.+ მასთან ერთად ჭამდნენ პურს+ მისივე სახლში, თანაუგრძნობდნენ და ანუგეშებდნენ ყველა იმ უბედურების გამო, რაც იეჰოვამ დაუშვა, რომ თავს დასტყდომოდა მას; თითოეული აძლევდა ფულსა და ოქროს სამკაულს.

12 იეჰოვამ იობის ბოლო წლები პირვანდელზე+ მეტად აკურთხა.+ ასე რომ, ჰყავდა იობს თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი ჭაკი ვირი. 13 შეეძინა ასევე შვიდი ვაჟი და სამი ასული.+ 14 პირველს დაარქვა იემიმა, მეორეს — კეცია, მესამეს კი — კერენ-ჰაფუქი. 15 მთელ ქვეყანაზე არც ერთი ქალი არ იყო ისეთი ლამაზი, როგორც იობის ასულები. თავიანთ ძმებთან ერთად მათაც მიიღეს მემკვიდრეობა მამისგან.+

16 ამის შემდეგ იობმა კიდევ ას ორმოც წელს იცოცხლა+ და მოესწრო შვილებსა და შვილიშვილებს+ — ოთხ თაობას. 17 ბოლოს მოკვდა იობი, მოხუცი და დღეებით მაძღარი.+

ნიშნავს მტრობის ობიექტს. ეს არ არის დბ. 46:13-ში მოხსენიებული იობი.

ანუ ანგელოზები.

ანუ მოწინააღმდეგე, დედანში განსაზღვრული არტიკლით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სატანა პიროვნებაა.

ანუ ანგელოზები.

იხილეთ 1:6-ის სქოლიო სიტყვა სატანასთან.

სიტყვასიტყვით — სულის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

სიტყვასიტყვით — სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

სეპტუაგინტის მიხედვით ზღვაში მობინადრე უშველებელი არსება.

ანუ ანგელოზებს.

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.

ან შეწუხებული სულით ვილაპარაკებ. სული — ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.

ან სული მექნება გამწარებული. სული — ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის დიდი დათვის თანავარსკვლავედი.

არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის ორიონის თანავარსკვლავედი.

არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის ვარსკვლავთა გროვა კუროს თანავარსკვლავედში.

ვარაუდობენ, რომ ესენი არიან ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედები.

იხილეთ 6:14-ის სქოლიო.

ანუ პრაქტიკული სიბრძნე.

იხილეთ 7:9-ის სქოლიო.

ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

როგორც ჩანს, იგულისხმება კერპი.

ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.

ანუ პრაქტიკული სიბრძნე.

სიტყვასიტყვით — რატომ მიჭირავს კბილებით ხორცი.

იხილეთ 7:9-ის სქოლიო.

გამოთქმა „მონური სამუშაო“ გამოიყენება სიკვდილის მონობის სიმბოლოდ.

სიტყვასიტყვით — რქა.

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.

იხილეთ 7:9-ის სქოლიო.

როგორც ჩანს, იგულისხმება იობი და მისნაირ მდგომარეობაში მყოფი ხალხი ან ისინი, ვინც მას თანაუგრძნობდა.

ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

სიტყვასიტყვით — კბილის ნუნით გადავრჩი.

იხილეთ 7:9-ის სქოლიო.

იხილეთ 7:9-ის სქოლიო.

ანუ პრაქტიკული სიბრძნე.

იხილეთ 7:9-ის სქოლიო.

შესაძლოა ზღვაში მობინადრე უშველებელი არსება.

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.

როგორც ჩანს, იგულისხმება ჰაეროვანი კოცნა კერპების თაყვანისცემის დროს. კერპების კოცნა ნახსენებია 1 მფ. 19:18-სა და ოს. 13:2-შიც.

სიტყვასიტყვით — ორმოში.

ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

ანუ ანგელოზი.

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.

სიტყვასიტყვით — მათი სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

ანუ გაყინული.

იხილეთ 6:14-ის სქოლიო.

ანუ ანგელოზები.

იხილეთ 9:9-ის სქოლიო „ქიმას თანავარსკვლავედთან“.

იხილეთ 9:9-ის სქოლიო „ქესილის თანავარსკვლავედთან“.

უცნობი თანავარსკვლავედი.

იხილეთ 9:9-ის სქოლიო „აშის თანავარსკვლავედთან“.

იხილეთ 3:8-ის სქოლიო.

ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება