საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 გოდება 1:1-5:22
  • გოდება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გოდება
  • ბიბლია
ბიბლია
გოდება

გოდება*

א [ალეფ]

1 ო, როგორ მარტოდმარტო+ ზის ერთ დროს ხალხით სავსე ქალაქი!+

როგორ დაემსგავსა ქვრივს+ ის, ვინც ერთ დროს ხალხმრავალი იყო ხალხებს შორის!+

როგორ შრომობს მონურად+ ერთ დროს ქალბატონი სამთავროთა შორის!

ב [ბეთ]

 2 გულამოსკვნილი ტირის ღამით+ და ცრემლები ჩამოსდის ლოყებზე.+

არავინ ჰყავს მანუგეშებელი თავის მოყვარულთაგან.+

ყველა მეგობარი ვერაგულად ექცევა,+ მტრად ექცა.+

ג [გიმელ]

 3 გადასახლებულია იუდა გაჭირვებისა+ და მონური შრომის+ გამო.

სხვა ხალხებს შორის უწევს ცხოვრება.+ ვერ პოულობს სიმშვიდეს.

ყველა მდევნელი მაშინ დაეწია მას, როცა უჭირდა.+

ד [დელეთ]

 4 გლოვობენ სიონის გზები, რადგან არავინ მიდის დღესასწაულზე.+

განადგურდა ყველა მისი კარიბჭე,+ ოხრავენ მისი მღვდლები.+

დამწუხრებულან მისი ქალწულები, გამწარებულა თვითონ.+

ה [ჰე]

 5 სათავეში მოექცნენ მისი მოწინააღმდეგეები.+ არხეინად არიან მისი მტრები.+

იეჰოვამ დაამწუხრა ის ცოდვათა სიმრავლის+ გამო,

ამიტომ მისი შვილები ტყვედ მიდიან მოწინააღმდეგის წინაშე.+

ו [ვავ]

 6 ტოვებს სიონის ასულს მთელი მისი ბრწყინვალება.+

მისი მთავრები ირმებს ჰგვანან, საძოვარს რომ ვერ პოულობენ.+

ძალაგამოცლილნი მიდიან მდევრის წინ.+

ז [ზაინ]

 7 თავისი გაჭირვებისა და თავისი ხალხის უსახლკარობის დროს გაიხსენა იერუსალიმმა

მთელი ძვირფასეულობა, რაც ძველი დროიდან ჰქონდა.+

მისი ხალხი მოწინააღმდეგეს ჩაუვარდა ხელში, მშველელი არ ჰყოლია,+

და იხილეს ის მოწინააღმდეგეებმა და იცინეს მისი დაცემის გამო.+

ח [ხეთ]

 8 აშკარა ცოდვა+ ჩაიდინა იერუსალიმმა, ამიტომაც იქცა სისაძაგლედ.+

ყველა, ვინც პატივს სცემდა მას, ისე ეპყრობა, როგორც უღირსს,+ რადგან ხედავენ მის სიშიშვლეს.+

ოხრავს+ ის და ზურგით ტრიალდება.

ט [ტეთ]

 9 ტანსაცმლის კალთებზე აქვს თავისი უწმინდურება.+ არ ახსოვდა, რა მომავალი ელოდა,+

შემზარავად ეცემა დაბლა. არა ჰყავს ნუგეშისმცემელი.+

ო, იეჰოვა, იხილე ჩემი გაჭირვება,+ რადგან გამედიდურდა მტერი!+

י [ჲოდ]

10 ხელი აქვს გაწვდილი მოწინააღმდეგეს მის ძვირფასეულობაზე.+

ხედავს ის თავის საწმინდარში შემავალ ხალხებს,+

რომლებისთვისაც ნაბრძანები გქონდა, შენს კრებულში არ შესულიყვნენ.

כ [ქაფ]

11 ოხრავს მთელი მისი ხალხი, პურს დაეძებს.+

ძვირფასეულობას საჭმელში ცვლიან, რომ სული მოითქვან.+

იხილე, იეჰოვა, და ნახე, რომ უღირს ქალს დავემსგავსე.+

ל [ლამედ]

12 განა ეს არაფერს ნიშნავს თქვენთვის, გზაზე გამვლელებო?! შეხედეთ და დაინახეთ.+

განა არსებობს ჩემთვის მოყენებული ტკივილის მსგავსი მწვავე ტკივილი,+

რომლითაც იეჰოვა გვამწუხრებს თავისი მრისხანების დღეს?!+

מ [მემ]

13 მაღლიდან ცეცხლს მიგზავნის ძვლებში+ და იმორჩილებს თითოეულ მათგანს.

ბადეს უგებს ჩემს ფეხს.+ უკან მაბრუნებს.

ბეჩავ ქალად მაქცევს, მთელი დღე ავად ვარ.+

נ [ნუნ]

14 ის ფხიზლობს, რომ დაინახოს ჩემი ცოდვები,+ მის ხელში გადახლართულა ისინი;

კისერზე მაწევს.+ ბრკოლდება ჩემი ძალა.

იეჰოვა მათ ხელში მაგდებს, ვისაც წინ ვერ აღვუდგები.+

ס [სამეხ]

15 იეჰოვამ მოისროლა ჩემგან ყველა ჩემი ძლიერი კაცი.+

კრებულს იწვევს ჩემ წინააღმდეგ ჩემი ჭაბუკების შესამუსრავად.+

იეჰოვა თელავს იუდას ქალწული ასულის+ საწნახელს.+

ע [აინ]

16 ამის გამო ვტირი ქალივით.+ წყლად იღვრება თვალები, ჩემი თვალები.+

შორს არის ჩემი ნუგეშისმცემელი, ვინც სულს მომათქმევინებდა.

დამიბეჩავდნენ ვაჟები,+ რადგან გამედიდურდა მტერი.+

פ [ფე]

17 გაწვდილი აქვს სიონს ხელები.+ არა ჰყავს ნუგეშისმცემელი.+

იეჰოვამ უბრძანა ყველას იაკობის გარშემო, რომ უმტრონ მას.+

სისაძაგლედ იქცა იერუსალიმი მათთვის.+

צ [ცადე]

18 მართალია იეჰოვა,+ რადგან ვეურჩე მის ბაგეს.+

მისმინეთ, ხალხებო, და იხილეთ ჩემი ტკივილი!

ტყვედ მიჰყავთ ჩემი ქალწულები და ჩემი ჭაბუკები.+

ק [კოფ]

19 ვუხმობ მათ, ვისაც ძლიერ ვუყვარდი,+ ისინი კი მატყუებენ.

დაიხოცნენ ქალაქში ჩემი მღვდლები და ჩემი მოხუცები,+

როცა სულის მოსათქმელად საჭმლის ძებნა მოუწიათ.+

ר [რეშ]

20 ნახე, იეჰოვა, რა დიდ გასაჭირში ვარ, მიდუღს შიგნეული!+

გული შემეძრა ჩემი+ დიდი ურჩობის გამო.+

გარეთ მახვილმა წამართვა შვილები,+ სახლშიც სიკვდილია.+

ש [შინ]

21 ხალხს ესმის, როგორ ვოხრავ ქალივით.+ არა მყავს ნუგეშისმცემელი.+

ყველა ჩემმა მტერმა გაიგო ჩემი უბედურება.+ ხარობენ, რადგან თავად შენ მოახდინე ეს.+

შენ მოაწევ დღეს, რომელიც გამოაცხადე,+ რათა მე დამემსგავსონ.+

ת [თავ]

22 შენ წინაშე იყოს მთელი მათი ბოროტება!+ მათაც ისე სასტიკად მოექეცი,

როგორც მე — მთელი ჩემი ცოდვების გამო.+

ბევრს ვოხრავ,+ დამისნეულდა გული.+

א [ალეფ]

2 ო, როგორ ფარავს იეჰოვა ღრუბლებით სიონის ასულს თავისი რისხვისას!+

ციდან მიწაზე ამხობს+ ისრაელის მშვენებას.+

არ იხსენებს თავის ფეხსადგამს+ რისხვის დღეს.

ב [ბეთ]

 2 შთანთქავს იეჰოვა იაკობის საცხოვრებლებს+ და არ იბრალებს მათ.

რისხვით ანგრევს იუდას ასულის სიმაგრეებს;+

მიწასთან ასწორებს,+ ბღალავს სამეფოსა+ და მის მთავრებს.+

ג [გიმელ]

 3 მრისხანებით კვეთს ისრაელს ყველა რქას*.+

უკან მიაქვს თავისი მარჯვენა, არ აჩერებს მტერს;+

ირგვლივ ყველაფრის შთამნთქმელი ცეცხლივით გიზგიზებს ის იაკობში.+

ד [დელეთ]

 4 მოზიდული აქვს მშვილდი როგორც მტერს,+ მომარჯვებული აქვს მარჯვენა+

როგორც მოწინააღმდეგეს;+ ხოცავდა ყველას, ვინც თვალისთვის ძვირფასი+ იყო;

ცეცხლივით ღვრის+ თავის რისხვას სიონის ასულის კარავში.+

ה [ჰე]

 5 მტრად იქცა იეჰოვა.+ ნთქავს ის ისრაელს,+

ნთქავს მის საცხოვრებელ კოშკებს+ და ანგრევს თავის სიმაგრეებს.+

გლოვასა და გოდებას უმრავლებს იუდას ასულს.+

ו [ვავ]

 6 ბაღში ჩადგმული კარავივით+ ანგრევს თავის კარავს.+ სპობს თავის დღესასწაულს.

დავიწყებას აძლევს იეჰოვა დღესასწაულს და შაბათს სიონში,+

თავისი მძვინვარებით უგულებელყოფს მეფესაც და მღვდელსაც.+

ז [ზაინ]

 7 მიაგდო იეჰოვამ თავისი სამსხვერპლო,+ უგულებელყო თავისი საწმინდარი.+

მტერს უგდებს ხელში მისი საცხოვრებელი კოშკების კედლებს.+

ხმა აიმაღლეს იეჰოვას სახლში, როგორც დღესასწაულის დროს.+

ח [ხეთ]

 8 სიონის ასულის კედლების+ დანგრევას აპირებს იეჰოვა;

ჭიმავს ლარს.+ ხელს არ აკავებს განადგურებისგან.+

გლოვას აწყებინებს ყრილსა და გალავანს,+ ერთად ეცლებათ ძალა.

ט [ტეთ]

 9 მიწაში ეფლობა მისი კარიბჭეები.+ ის სპობს და ლეწავს მის ურდულებს.

მისი მეფე და მთავრები სხვა ხალხებს შორის არიან.+ აღარ არსებობს კანონი.+

აღარც მის წინასწარმეტყველებს აქვთ ხილვა იეჰოვასგან.+

י [ჲოდ]

10 მდუმარედ სხედან+ მიწაზე სიონის ასულის უხუცესები;

მტვერს იყრიან თავზე,+ ჯვალო აქვთ შემორტყმული.+

მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს.+

כ [ქაფ]

11 ცრემლების ღვრით მეღლება თვალები,+ მიდუღს შიგნეული.+

მიწაზე მეღვრება ღვიძლი+ ჩემი ხალხის ასულის დაცემის გამო,+

რადგან გული მისდით ბავშვებსა და ჩვილებს ქალაქის მოედნებზე.+

ל [ლამედ]

12 დედებს ეკითხებოდნენ, სად არისო მარცვალი და ღვინო,+

რადგან სასიკვდილოდ დაჭრილებივით მისდით გული ქალაქის მოედნებზე

და დედებს უბეში ეღვრებათ მათი სული.

מ [მემ]

13 რის მოწმედ გაგხადო? რას შეგადარო, იერუსალიმის ასულო?+

რას გაგატოლო, რომ განუგეშო, სიონის ქალწულო ასულო?+

ზღვასავით დიდია შენი დაცემა.+ ვინ განგკურნავს?!+

נ [ნუნ]

14 შენი წინასწარმეტყველები უსარგებლო და ფუჭ ხილვებს ხედავენ+ შენი გულისთვის,

არ გამოააშკარავეს შენი დანაშაული, შენთვის ტყვეობა რომ აერიდებინათ,+

უსარგებლო და მაცდურ ცნობებს ხედავდნენ შენი გულისთვის.+

ס [სამეხ]

15 ტაშს უკრავს+ ყველა გამვლელი შენი შემხედვარე.

უსტვენენ,+ თავს აქნევენ+ იერუსალიმის ასულის შემხედვარე და ამბობენ:

„ეს ის ქალაქი არ არის, რომელზეც ამბობდნენ, სრულყოფილად ლამაზია, მთელი დედამიწის სიხარულიაო?“+

פ [ფე]

16 ყველა შენი მტერი პირს აღებს შენზე.+

უსტვენენ და კბილებს აღრჭიალებენ,+ ამბობენ: „ჩავყლაპავთ მას.+

ამ დღეს ველოდით+ და მოვესწარით კიდეც! ვიხილეთ!“+

ע [აინ]

17 ახორციელებს იეჰოვა თავის განზრახვას;+ ასრულებს იმას, რაც ნათქვამი ჰქონდა,+

რაც ნაბრძანები ჰქონდა დიდი ხნის წინათ;+ ანგრევს და არ იბრალებს.+

შენზე ახარებს მტერს.+ რქას უმაღლებს შენს მოწინააღმდეგეებს.+

צ [ცადე]

18 მათი გული შეღაღადებს იეჰოვას,+ სიონის ასულის გალავანო!+

დღედაღამ ღვარე ცრემლი მდინარესავით.+

ნუ გახდები უგრძნობი, ნუ შეშრება შენი თვალის გუგა.

ק [კოფ]

19 ადექი! იკვნესე ღამით, დილის გუშაგობის დაწყებიდანვე.+

წყალივით გადმოღვარე გული+ იეჰოვას სახის წინაშე;+

ხელები გაიწოდე მისკენ+ შენი შვილების სულებისთვის,

შიმშილისგან გული რომ მისდით ყველა ქუჩის თავში.+

ר [რეშ]

20 შეხედე, იეჰოვა, და დაინახე+ ის, ვისაც ასე სასტიკად ექცევი.

განა ქალები თავის მუცლის ნაყოფს უნდა ჭამდნენ, ბავშვებს, რომლებიც თავად გააჩინეს,+

ანდა იეჰოვას საწმინდარში უნდა კლავდნენ მღვდელსა და წინასწარმეტყველს?!+

ש [შინ]

21 ბავშვი და მოხუცი+ მიწაზე წვანან ქუჩებში.+

ჩემი ქალწულები და ჩემი ჭაბუკები მახვილით ეცემიან.+

შენ კლავ მათ შენი რისხვის დღეს,+ ხოცავ+ და არ იბრალებ.+

ת [თავ]

22 როგორც დღესასწაულის დროს,+ ისე მოუხმე ხალხს ყველა იმ ადგილიდან, სადაც გახიზნულნი არიან.

ვერავინ უშველა თავს იეჰოვას რისხვის დღეს და არავინ გადარჩენილა;+

მტერმა შემუსრა ყველა ჩემი გაჩენილი და გაზრდილი.+

א [ალეფ]

3 მე ვარ კაცი, მისი რისხვის კვერთხის გამო გაჭირვების+ მნახველი.

 2 მიმიძღვის, სინათლეში კი არა, სიბნელეში მატარებს.+

 3 მთელი დღე ჩემ წინააღმდეგ აბრუნებს ხელს.+

ב [ბეთ]

 4 გამილია ხორცი და კანი,+ დამიმტვრია ძვლები.+

 5 კედელი აღმიმართა, რომ შხამიანი მცენარე+ შემომრტყმოდა+ და გაჭირვებაში ჩავვარდნილიყავი.

 6 ბნელ ადგილებში+ დამსვა დიდი ხნის მკვდარივით.+

ג [გიმელ]

 7 თითქოს ქვის კედლით ჩამკეტა, რომ არ გავსულიყავი;+ სპილენძის მძიმე ბორკილები+ დამადო.

 8 როცა შველას ვითხოვ და დახმარებისთვის შევღაღადებ, ლოცვას მიფერხებს.+

 9 თლილი ქვებით მიხერგავს გზას;+ გზებს მირევს.+

ד [დელეთ]

10 ჩასაფრებული დათვია ის ჩემთვის,+ საფარში დამალული ლომია.+

11 გზა-კვალს მირევს, უმოქმედოდ მტოვებს, მაბეჩავებს.+

12 მოზიდული აქვს მშვილდი+ და ისრის სამიზნედ მაყენებს.+

ה [ჰე]

13 თირკმელებში მიტარებს ისრებს, თავისი კაპარჭის ძეებს.+

14 ჩემს მოწინააღმდეგეთა დასაცინი+ გავხდი, მთელი დღე ჩემზე მღერიან.+

15 სიმწარეს არ მაკლებს,+ აბზინდით+ მაძღობს.

ו [ვავ]

16 ხრეშით მიმტვრევს კბილებს.+ ნაცარში მომკუნტა.+

17 ისე მომისროლე, რომ მშვიდობა აღარა აქვს ჩემს სულს. რაც კარგია, ყველაფერი მავიწყდება.+

18 ვამბობ, მეკარგება-მეთქი დიდება და იეჰოვას მოლოდინი.+

ז [ზაინ]

19 გახსოვდეს ჩემი გაჭირვება და უსახლკარობა,+ აბზინდა და შხამიანი მცენარე;+

20 გაიხსენებს შენი სული და ჩემკენ დაიხრება.+

21 ამას გავახსენებ ჩემს გულს,+ ამიტომაც დაველოდები.+

ח [ხეთ]

22 იეჰოვას სიკეთის*+ წყალობით არ გვეღება ბოლო,+ რადგან უსასრულოა მისი წყალობა.+

23 ყოველ დილით ახლდება ის.+ დიდია შენი ერთგულება.+

24 „იეჰოვაა ჩემი წილი,+ — ამბობს ჩემი სული, — ამიტომაც დაველოდები მას“.+

ט [ტეთ]

25 კარგია იეჰოვა მისი მოიმედისთვის,+ მისი მძებნელისთვის*.+

26 კარგია, როცა კაცი ხსნას ელის+ იეჰოვასგან,+ თუნდაც მდუმარედ.+

27 კარგია, კაცი ახალგაზრდობაშივე რომ ატარებს ტვირთს.+

י [ჲოდ]

28 იჯდეს მარტო და დუმდეს,+ რადგან მისგან აქვს ეს ტვირთი.+

29 მტვერში ჩაემხოს,+ იქნებ არსებობს იმედი.+

30 ლოყა მიუშვიროს დამრტყმელს;+ სრულად იტვირთოს შეურაცხყოფა.+

כ [ქაფ]

31 ვინაიდან სამუდამოდ არ მოისვრის მას იეჰოვა,+

32 თუმცა ამწუხრებს,+ იწყალებს კიდეც თავისი დიდი სიკეთით.+

33 გულში არა აქვს ადამიანების დაჩაგვრა და დამწუხრება.+

ל [ლამედ]

34 ფეხქვეშ რომ თელავენ+ დედამიწის ყველა პატიმარს,+

35 უზენაესის სახის წინაშე კაცს სამართლის დაცვაზე უარს რომ ეუბნებიან+

36 და სამართალს რომ უმრუდებენ კაცს სასამართლოში, არ იწონებს ამას იეჰოვა.+

מ [მემ]

37 ვინ თქვა, რომ რაღაც უნდა მოხდეს, როცა იეჰოვას არ უბრძანებია ეს?+

38 შეუძლებელია, უზენაესის ბაგიდან გამოვიდეს ცუდიც და კარგიც.+

39 როგორ უნდა წუწუნებდეს ცოცხალი კაცი,+ ვაჟკაცი, თავისი ცოდვის გამო?!+

נ [ნუნ]

40 ვეძებოთ ჩვენი გზები+ და გამოვიკვლიოთ ისინი, დავუბრუნდეთ იეჰოვას.+

41 ხელებთან ერთად გულებიც აღვაპყროთ ზეციერი ღვთისკენ:+

42 „შევცოდეთ და ურჩად მოვიქეცით.+ შენ არ გვაპატიე.+

ס [სამეხ]

43 რისხვით გვიკეტავ+ მოსასვლელს და გვდევნი;+ გვკლავ და არ გვიბრალებ.+

44 ღრუბლებით კეტავ შენთან მოსასვლელს,+ ლოცვებმა რომ ვერ გამოაღწიონ მათში.+

45 ნარჩენებად და ნაგვად გვაქცევ ხალხებს შორის“.+

פ [ფე]

46 ყველა ჩვენს მტერს ჩვენზე დაუღია პირი.+

47 შიში და ორმო გვხვდა წილად,+ გაპარტახება და დაქცევა.+

48 ცრემლად იღვრება ჩემი თვალი ჩემი ხალხის ასულის დაქცევის გამო.+

ע [აინ]

49 იღვრება ჩემი თვალი და არ გაჩერდება, არ მოისვენებს,+

50 სანამ იეჰოვა არ გადმოიხედავს და არ დაინახავს ზეციდან თავის ხალხს.+

51 არ ინდობს ჩემი თვალი ჩემს სულს+ ჩემი ქალაქის ასულების გამო.+

צ [ცადე]

52 ჩემი მტრები უმიზეზოდ+ ნადირობენ ჩემზე, როგორც ჩიტზე.+

53 ორმოში დამიდუმეს სიცოცხლე+ და ქვები დამაყარეს.

54 წყლებმა გადამიარა თავზე;+ ვთქვი, დავიღუპე-მეთქი!+

ק [კოფ]

55 იეჰოვა, ყველაზე ღრმა ორმოდან მოვუხმე შენს სახელს.+

56 ისმინე ჩემი ხმა,+ ყურს ნუ მომარიდებ, როცა შვებას, შველას გთხოვ!+

57 შენ მომიახლოვდი იმ დღეს, როცა მოგიხმობდი,+ და მითხარი: „ნუ გეშინია!“+

ר [რეშ]

58 შენ გამოესარჩლე ჩემს სულს,+ იეჰოვა, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე.+

59 იეჰოვა, ხედავ შენ იმ ბოროტებას, რაც მე გამიკეთეს.+ შენ აღასრულე ჩემი სამართალი!+

60 ხედავ შენ მათ შურისძიებას, ყველაფერს, რაც ჩემ წინააღმდეგ განუზრახავთ.+

ש [სინ] ან [შინ]

61 იეჰოვა, გესმის შენ, როგორ შეურაცხმყოფენ, გესმის ყველაფერი, რაც ჩემ წინააღმდეგ განუზრახავთ,+

62 ჩემი მოწინააღმდეგეების ბაგეთა სიტყვები+ და მათი ჩურჩული, მთელი დღე რომ ჩურჩულებენ ჩემზე.+

63 სხედან თუ დგანან,+ უყურე მათ! ჩემზე მღერიან ისინი.+

ת [თავ]

64 იეჰოვა, შენ მიუზღავ მათ მათივე ნამოქმედარისამებრ,+

65 კადნიერ გულს მისცემ+ და დაწყევლი მათ,+

66 რისხვით დაედევნები და მოსპობ მათ+ იეჰოვას ცისქვეშეთიდან.+

א [ალეფ]

4 როგორ კარგავს ბზინვარებას მბზინავი ოქრო, ხალასი ოქრო!+

როგორ მიმოიფანტა ყოველი ქუჩის თავში+ წმინდა ქვები!+

ב [ბეთ]

 2 სიონის ძვირფასი ძეები,+ რომლებიც ხალას ოქროს უტოლდებოდნენ,

როგორ დაემსგავსნენ თიხის დიდ დოქებს, მექოთნის+ ხელით ნაკეთებს!

ג [გიმელ]

 3 ტურებიც კი აწვდიან ძუძუს, ძუძუს აწოვებენ თავიანთ ლეკვებს;

ჩემი ხალხის ასული კი სასტიკდება,+ როგორც სირაქლემები უდაბნოში.+

ד [დელეთ]

 4 ძუძუთა ბავშვის ენა წყურვილისგან სასას ეკრობა,+

ბავშვები პურს ითხოვენ,+ მაგრამ არავინ აძლევს.+

ה [ჰე]

 5 ნუგბარის მჭამელები გაოგნდნენ ქუჩებში;+

ალისფერ ქსოვილებში გაზრდილები+ ნაცრის+ გროვას ეხვევიან.

ו [ვავ]

 6 დანაშაულის გამო მიღებულმა ჩემი ხალხის ასულის სასჯელმა სოდომის+ ცოდვის სასჯელს გადააჭარბა,

იმ ქალაქის სასჯელს, რომელიც უცბად დაემხო და რომელსაც ხელი არ მიშველებია.+

ז [ზაინ]

 7 მისი ნაზირები*+ თოვლზე სუფთანი,+ რძეზე თეთრნი

და მარჯანზე წითურნი+ იყვნენ, საფირონივით ბზინავდნენ.+

ח [ხეთ]

 8 შავზე შავია მათი სახე, ქუჩებში ვერ ცნობენ მათ;+

კანი ძვლებზე მისჭკნობიათ,+ ხესავით გამოშრობიათ.

ט [ტეთ]

 9 მახვილით+ დახოცილები შიმშილით+ დახოცილებზე ბედნიერები არიან,

რადგან ისე გამოიფიტნენ მინდვრის ნაყოფს მოკლებულნი, თითქოს ვინმემ განგმირაო.

י [ჲოდ]

10 თანამგრძნობი ქალები საკუთარი ხელით ხარშავენ თავიანთ შვილებს,+

ნუგეშის პურად ქცეულან ისინი ჩემი ხალხის ასულის დაქცევისას.+

כ [ქაფ]

11 აფრქვევს იეჰოვა თავის რისხვას,+ ღვრის მრისხანებას;+

აჩაღებს სიონში ცეცხლს, რომელიც ნთქავს მის საძირკვლებს.+

ל [ლამედ]

12 დედამიწის მეფეებსა და მიწის მკვიდრებს არ სჯეროდათ,+

რომ მოწინააღმდეგე და მტერი შევიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებში.+

מ [მემ]

13 მისი წინასწარმეტყველების ცოდვათა და მისი მღვდლების+ დანაშაულთა გამო

მართალთა სისხლის მღვრელები აღმოჩნდნენ იქ.+

נ [ნუნ]

14 ბრმებივით დაეხეტებიან+ ქუჩებში.+ ისე არიან სისხლში გასვრილნი,+

რომ ვერავინ ეხება მათ ტანსაცმელს.+

ס [სამეხ]

15 „ჩამოგვეცალეთ, უწმინდურებო!+ — უყვირიან მათ. — ჩამოგვეცალეთ, ჩამოგვეცალეთ! არ შეგვეხოთ!“+

უსახლკარონი+ არიან, დახეტიალებენ.+ ლაპარაკობენ ერებში: „ვეღარ იცხოვრებენ ხიზნებად.+

פ [ფე]

16 იეჰოვას სახემ დაყო+ ისინი, აღარ გადმოხედავს მათ.+

მღვდლებსაც კი არ გაუწევს ხალხი ანგარიშს,+ მოხუცებულებსაც კი არ შეიწყალებენ“.+

ע [აინ]

17 თუმცა ცოცხლები ვართ, გვეღლება თვალები დახმარების ამაო მოლოდინში.+

აქეთ-იქით ცქერისას ვეძებთ ხალხს, რომელიც ხსნას ვერ მოგვიტანს.+

צ [ცადე]

18 ჩვენს ნაბიჯებს უსაფრდებიან,+ ამიტომ არავინ დადის ჩვენს მოედნებზე.

მოაწია ჩვენმა აღსასრულმა; გაილია ჩვენი დღეები, რადგან მოდის ჩვენი აღსასრული.+

ק [კოფ]

19 ცის არწივებზე სწრაფები არიან ჩვენი მდევრები.+

გაშმაგებით მოგვდევენ მთებზე,+ უდაბნოში გვისაფრდებიან.+

ר [რეშ]

20 ჩვენი ნესტოების სუნთქვა,+ იეჰოვას ცხებული,+ მათ დიდ ორმოშია დატყვევებული,+

ის, ვისზეც ვამბობდით, მის ჩრდილქვეშ+ ვიცხოვრებთო ხალხებს შორის.+

ש [შინ]

21 გაიხარე+ და იმხიარულე, ედომის ასულო,+ უცის მიწის მკვიდრო!+

შენთანაც ჩამოივლის სასმისი,+ დათვრები და გაშიშვლდები.+

ת [თავ]

22 ბოლო ეღება შენს დანაშაულს, სიონის ასულო;+ ის მეტად აღარ გადაგასახლებს.+

ის პასუხს გთხოვს დანაშაულისთვის, ედომის ასულო, ააშკარავებს შენს ცოდვებს.+

5 იეჰოვა, გახსოვდეს რა დაგვემართა,+ შემოგვხედე და დაინახე ჩვენი შეურაცხყოფა!+

 2 ჩვენი მემკვიდრეობა უცხოებს გადაეცათ, ჩვენი სახლები — უცხოელებს.+

 3 უმამო შვილებს დავემსგავსეთ,+ ჩვენი დედები ქვრივებს+ ჰგვანან.

 4 ფულით ვსვამთ ჩვენს წყალს,+ ფასით ვიღებთ ჩვენს შეშას.

 5 ლამის კისერში გვწვდნენ მდევნელები.+ დავიქანცეთ, მოსვენება არა გვაქვს.+

 6 ეგვიპტეს+ გავუშვირეთ ხელი,+ ასურეთს+ — პურით რომ გავძღეთ.

 7 ჩვენმა მამა-პაპამ შესცოდა;+ ისინი აღარ არიან, ჩვენ კი მათ დანაშაულს ვატარებთ.+

 8 მსახურები ბატონობენ ჩვენზე;+ არავინ არის მათი ხელიდან ჩვენი დამხსნელი.+

 9 საფრთხეში ვიგდებთ სულს პურის შემოსატანად,+ რადგან მახვილია უდაბნოში.

10 ღუმელივით გაგვიხურდა კანი შიმშილით დატანჯულებს.+

11 ისინი ამცირებენ ქალებს სიონში,+ ქალწულებს — იუდას ქალაქებში.

12 მთავრებს ცალი ხელით კიდებენ;+ არც მოხუცებულთა სახეს სცემენ პატივს.+

13 ჭაბუკებიც კი იღებენ ხელსაფქვავს,+ ყმაწვილები შეშის სიმძიმით ბორძიკობენ.+

14 მოხუცებულები აღარ სხედან კარიბჭეებში,+ ჭაბუკები აღარ უკრავენ საკრავებზე.+

15 გაქრა ჩვენი გულის სიხარული; გლოვად გვექცა ცეკვა.+

16 გვირგვინი ჩამოგვივარდა+ თავიდან. ვაი ჩვენ, რადგან შევცოდეთ!+

17 ამიტომ დაგვიავადდა გული,+ ამიტომ დაგვაკლდა თვალისჩინი;+

18 გაპარტახდა სიონის მთა,+ მელიები დაძრწიან იქ.+

19 შენ კი, იეჰოვა, მარადიულად იჯდები ტახტზე,+ შენი ტახტი თაობიდან თაობაშია!+

20 რატომ დაგვივიწყე სამუდამოდ+ და რატომ დაგვტოვე მრავალ დღეს?+

21 იეჰოვა, დაგვაბრუნე შენთან+ და ჩვენც ხალისით დაგიბრუნდებით! განგვიახლე დღეები, ისე როგორც დიდი ხნის წინათ;+

22 თუმცა უარგვყავი+ და ძლიერ განგვირისხდი.+

ებრაულ ტექსტში წიგნი დასათაურებულია პირველი სიტყვით ექაჰ, რაც ნიშნავს: როგორ!

ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.

სიტყვასიტყვით — მისი მძებნელის სულისთვის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

ანუ გამორჩეულები, მიძღვნილები, გამოცალკევებულები.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება