საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 იერემია 1:1-52:34
  • იერემია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იერემია
  • ბიბლია
ბიბლია
იერემია

იერემია*

1 ბენიამინის+ მიწაზე, ანათოთში+ მცხოვრები ერთი მღვდლის, ხილკიას ძის, იერემიას+ სიტყვები, 2 რომელსაც გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იუდას მეფის, იოშიას,+ ამონის+ ძის დროს, მისი მეფობის მეცამეტე წელს.+ 3 და ასე ხდებოდა იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის დროიდან იუდას მეფე ციდკიას,+ იოშიას ძის, მეთერთმეტე წლის დასრულებამდე, მეხუთე თვეში+ იერუსალიმის მკვიდრთა გადასახლებამდე.

4 ასეთი იყო იეჰოვას სიტყვა, რომელიც გამომეცხადა: 5 „მანამდე გიცნობდი,+ ვიდრე მუცელში+ შეგქმნიდი, და განგწმინდე, ვიდრე საშვილოსნოდან გამოხვიდოდი.+ ხალხების წინასწარმეტყველად გაქციე“.

6 მე კი მივუგე: „ო, უზენაესო უფალო, იეჰოვა! არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო,+ მე ხომ ყმაწვილი ვარ“.+

7 იეჰოვამ მითხრა: „ნუ ამბობ, ყმაწვილი ვარო, რადგან ყველასთან უნდა წახვიდე, ვისთანაც გაგგზავნი, და ყველაფერი უნდა ილაპარაკო, რასაც გიბრძანებ.+ 8 ნუ შეგაშინებს მათი სახეები,+ რადგან შენთანა ვარ, რომ გიხსნა,+ — ამბობს იეჰოვა“.

9 მაშინ ხელი გამოიწოდა იეჰოვამ და ბაგეზე შემახო.+ მითხრა იეჰოვამ: „აი, ბაგეზე გიდებ ჩემს სიტყვებს.+ 10 იცოდე, რომ დღეს დაგაყენე ხალხებზე და სამეფოებზე,+ რათა ამოძირკვო, დაანგრიო, მოსპო და დაამხო,+ ააშენო და დარგო“.+

11 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: „რას ხედავ, იერემია?“

მე მივუგე: ნუშის ხის ამონაყარს ვხედავ-მეთქი.

12 იეჰოვამ მითხრა: „კარგად დაგინახავს, რადგან მე ვფხიზლობ ჩემი სიტყვის შესასრულებლად“.+

13 მეორედ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: „რას ხედავ?“

მე მივუგე: „ვხედავ ფართოპირიან ქვაბს, რომელსაც უბერავენ და რომლის პირიც ჩრდილოეთის საპირისპიროდაა მიმართული“.

14 იეჰოვამ მითხრა: „ჩრდილოეთიდან დაატყდება თავს უბედურება ქვეყნის ყველა მკვიდრს.+ 15 ვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოთა ყველა ტომს, — ამბობს იეჰოვა.+ — მოვლენ ისინი და თითოეული დადგამს თავის ტახტს იერუსალიმის კარიბჭეების შესასვლელებთან,+ გარშემო აღმართული გალავნისა და იუდას ყველა ქალაქის წინააღმდეგ.+ 16 გავუცხადებ მათ ჩემს განაჩენს, მთელი მათი ბოროტების გამო გამოტანილს,+ რადგან მიმატოვეს,+ სხვა ღმერთებისთვის აბოლებენ შესაწირავს+ და თავიანთი ნახელავის წინაშე ემხობიან.+

17 შენ კი წელი შემოისარტყლე,+ ადექი და უთხარი მათ ყველაფერი, რაც გიბრძანე. ნუ შეძრწუნდები მათ გამო,+ თავზარი რომ არ დაგცე მათ წინაშე. 18 აი, გამაგრებულ ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის გალავნად+ გაქციე დღეს მთელი ამ მიწის,+ იუდას მეფეების, მისი მთავრების, მისი მღვდლებისა და ამ მიწაზე მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ.+ 19 შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ,+ რადგან შენთანა ვარ,+ — ამბობს იეჰოვა, — რომ გიხსნა“.+

2 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:+ 2 «წადი, ყურში ჩასძახე იერუსალიმს და უთხარი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა:+ „კარგად მახსოვს ახალგაზრდობისას გამოვლენილი შენი სიკეთე*,+ შენი სიყვარული, როცა დანიშნული იყავი+ და უნდა გათხოვილიყავი, მახსოვს, როგორ დამყვებოდი უდაბნოში, მიწაზე, რომელზეც არაფერი დათესილა.+ 3 წმინდა იყო ისრაელი იეჰოვასთვის,+ ის იყო პირველი მოსავალი მისთვის“.+ ვინც კი ეცდებოდა მის შთანთქმას, დამნაშავე გახდებოდა,+ უბედურება დაატყდებოდა თავს, — თქვა იეჰოვამ».+

4 ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, იაკობის სახლო+ და ისრაელის სახლის ყველა საგვარეულოვ!+ 5 აი რას ამბობს იეჰოვა: «რა უსამართლობა ნახეს ჩემში თქვენმა მამებმა,+ რომ დამშორდნენ,+ უსარგებლო კერპებს გაჰყვნენ+ და თავადაც უსარგებლონი გახდნენ?!+ 6 არ თქვეს: „სად არის იეჰოვა, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის მიწიდან+ და გვატარა უდაბნოში — უკაცრიელი ველებისა+ და ორმოების, უწყლობისა+ და უკუნი სიბნელის+ მიწაზე, რომელზეც კაციშვილს არ გაუვლია და არ უცხოვრია?“

7 ბოლოს მიგიყვანეთ ბაღნარის მიწაზე, რომ გეჭამათ მისი ნაყოფი და მისი დოვლათი.+ მაგრამ თქვენ მიხვედით იქ, წაბილწეთ ჩემი მიწა და სისაძაგლედ+ აქციეთ ჩემი მემკვიდრეობა. 8 არ უთქვამთ მღვდლებს, სად არისო იეჰოვა.+ არ მიცნობდნენ ისინი,+ ვისაც კანონი ჰქონდა მინდობილი; მწყემსები მცოდავდნენ+ და წინასწარმეტყველებიც კი ბაალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ,+ მისდევდნენ მათ, ვისაც სარგებლობის მოტანა არ შეეძლო.+

9 ამიტომ შეგედავებით,+ — ამბობს იეჰოვა, — და თქვენი ვაჟების ვაჟებსაც შევედავები.+

10 გადადით ქითიმის+ ზღვისპირეთში და ნახეთ. ხალხი გააგზავნეთ კედარში,+ დაუკვირდით და ნახეთ, თუ ხდება ამის მსგავსი რამ.+ 11 განა ცვლის რომელიმე ერი თავის ღმერთებს+ მათში, რომლებიც ღმერთები არ არიან?!+ ჩემი ხალხი კი ცვლის ჩემს დიდებას იმაში, რაც უსარგებლოა.+ 12 განცვიფრებულებმა შეხედეთ ამას, ცანო, და შიშისგან აცახცახდით, — ამბობს იეჰოვა,+ — 13 რადგან ორ ცუდ რამეს აკეთებს ჩემი ხალხი: მტოვებს მე,+ ცოცხალი წყლის წყაროს,+ რათა ამოთხაროს თავისთვის ჭები, დაბზარული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებს.

14 განა მოსამსახურეა+ ისრაელი ან სახლში დაბადებული მონა?! რატომ იძარცვება ის? 15 დაჰღრიალებენ მას ფაფრიანი ლომები,+ ხმას გამოსცემენ.+ გამაოგნებელი გახადეს მისი მიწა. იწვის მისი ქალაქები და აღარავინ ცხოვრობს იქ.+ 16 ნოფისა+ და თახფენესის+ ძეებიც კი შენს თხემზე იკვებებოდნენ.+ 17 განა ეს არ დამართე საკუთარ თავს, როცა მიატოვე იეჰოვა, შენი ღმერთი,+ იმ დროს, როცა გზაზე გატარებდა?!+ 18 რად გინდა ახლა ეგვიპტის+ გზაზე ყოფნა და შიხორის+ წყლის სმა? რად გინდა ასურეთის+ გზაზე ყოფნა და მდინარის* წყლის სმა? 19 შენმა ბოროტებამ უნდა მიგითითოს დანაშაულზე+ და შენმა ორგულობამ უნდა გამხილოს.+ იცოდე და ნახე, რომ ცუდი და მწარეა+ იეჰოვას, შენი ღვთის, მიტოვება. არა გაქვს ჩემდამი შიში,+ — ამბობს უზენაესი+ უფალი, ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა.

20 დიდი ხნის წინათ დავლეწე შენი უღელი,+ დავწყვიტე შენი აპეურები; შენ კი თქვი, არ გემსახურებიო, რადგან ყველა მაღალ გორაზე და ყველა ფოთოლხშირი ხის+ ქვეშ იყავი გაშხლართული+ და მეძაობდი.+ 21 მე კი დარგული მყავდი, როგორც საუკეთესო წითელი ვაზი,+ ჭეშმარიტი თესლი. როგორ გადამექეცი გადაჯიშებულ უცხო ვაზად?!+

22 ტუტეშიც რომ დაიბანო და ნაცარტუტიც+ რომ არ დაიშურო, შენი დანაშაული მაინც ლაქად დარჩება ჩემ წინაშე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. 23 როგორ იტყვი, თავს არ ვიუწმინდურებ,+ ბაალებს არ დავყვებიო?!+ ნახე შენი გზა ველზე,+ შეხედე, რას აკეთებ. აქეთ-იქით უმიზნოდ დარბის თავის გზებზე სწრაფი დედალი აქლემი; 24 უდაბნოს შეჩვეული ზებრა+ თავისი სულის ვნებით ღრმად ისუნთქავს ქარს.+ ვინ მოაბრუნებს მას, როცა დაწყვილების დრო დაუდგება?! მის მძებნელთაგან არავინ დაიღლება. მაშინ იპოვიან მას, როცა დადგება მისი თვე. 25 ფეხს ნუ გაიშიშვლებ და ყელს ნუ გაიშრობ.+ შენ კი ამბობ: არაფერი გამოვა!+ შემიყვარდა უცხოები,+ მათ გავყვებიო.+

26 როგორც ქურდს რცხვენია, როცა წაასწრებენ, ასევე რცხვენიათ ისრაელის სახლის მკვიდრებსაც, რცხვენიათ მათ,+ მათ მეფეებს, მთავრებს, მღვდლებსა და წინასწარმეტყველებს.+ 27 ხეს ეუბნებიან, მამაჩემი ხარო+ და ქვას — შენ გამაჩინეო, მე კი ზურგს მაქცევენ, სახით არ ტრიალდებიან ჩემკენ,+ უბედურების დროს კი მეტყვიან, ადექი და გვიშველეო!+

28 სად არიან შენი ღმერთები, შენთვის რომ გაიკეთე?+ ადგნენ, თუკი შეუძლიათ შენი შველა უბედურების დროს.+ რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდა.+

29 რატომ მედავებით?+ რატომ მცოდავთ ყველა?+ — ამბობს იეჰოვა. — 30 უშედეგოდ დავკარი თქვენს ვაჟებს,+ მაინც არ ისწავლეს ჭკუა.+ როგორც ლომი სპობს, ისე თქვენი მახვილი შთანთქავს თქვენს წინასწარმეტყველებს.+ 31 თაობავ, დაუკვირდი იეჰოვას სიტყვას.+

ნუთუ უდაბნოდ ან წყვდიადის მიწად ვიქეცი ისრაელისთვის?!+ რატომ ამბობს ჩემი ხალხი, სადაც გვინდა, იქ ვივლით, შენთან აღარ მოვალთო?+ 32 განა დაივიწყებს ქალწული თავის სამკაულებს ან პატარძალი — თავის სარტყელს?! ჩემს ხალხს კი დიდი ხანია დავიწყებული ვყავარ.+

33 ქალო, გულდასმით რატომ იმზადებ გზას სიყვარულის საძებრად? ამის გამო გაწაფე შენი გზები ბოროტი საქმეებისთვის.+ 34 შენი ტანსაცმლის კალთებზე უდანაშაულო ღარიბი ხალხის*+ სისხლია;+ მაშინ კი არ მიპოვია ის, როცა სახლს ტეხდი, ის შენი ტანსაცმლის კალთებზეა.+

35 შენ კი ამბობ: უდანაშაულო ვარ, ამცდაო მისი რისხვა.+

შეგედავები, რომ ამბობ, არ ვცოდავო.+ 36 რატომ არაფრად აგდებ იმას, რომ გზას იცვლი?+ ისევე შერცხვები ეგვიპტის გამო,+ როგორც ასურეთის გამო შერცხვი.+ 37 ამიტომ წახვალ თავზე ხელებდადებული,+ რადგან უარყოფს იეჰოვა მათ, ვისზეც იმედებს ამყარებ, და ხელს ვერ გაგიმართავენ ისინი».

3 ნათქვამია: „თუ კაცი გაუშვებს თავის ცოლს, ის კი წავა მისგან და სხვა კაცისა გახდება, განა დაბრუნდება ეს კაცი ამ ცოლთან?!“+

განა არ წაიბილწა ეს მიწა?!+

«შენ ბევრთან მეძაობ+ და მე უნდა დამიბრუნდე?!+ — ამბობს იეჰოვა. — 2 მიაპყარი თვალი დატკეპნილ გზებს და ნახე,+ სად არ გაუპატიურებულხარ.+ გზების პირას ზიხარ საყვარლების მოლოდინში, როგორც არაბი უდაბნოში,+ და ბილწავ ქვეყანას მეძაობითა და ბოროტებით.+ 3 შეწყდა შხაპუნა წვიმები,+ არც გაზაფხულის წვიმა მოდის.+ შუბლი მეძავი ცოლის შუბლივით გაგიხდა. არ გინდა, რომ თავი დამცირებულად იგრძნო.+ 4 ახლა მომიხმობ: „მამაჩემო,+ ჩემი ახალგაზრდობის სანდო მეგობარი ხარ!+ 5 განა მარადიულად ნაწყენი უნდა იყო ან სამუდამოდ დადარაჯებული?!“+ აი, შენ თქვი ეს, მაგრამ აგრძელებდი ბოროტების კეთებას და წარმატებითაც».+

6 მეფე იოშიას+ დროს მითხრა იეჰოვამ: „ხედავ, რას აკეთებს ორგული ისრაელი?!+ მიდის და მეძაობს+ ყველა მაღალ მთაზე+ და ყველა ფოთოლხშირი ხის ქვეშ.+ 7 ყოველივე იმის შემდეგ, რაც მან ჩაიდინა, ვეუბნებოდი, რომ დაბრუნებულიყო ჩემთან, მაგრამ ის არ დაბრუნებულა,+ იუდა კი შესცქეროდა თავის ვერაგ დას.+ 8 როცა ეს ვნახე, გავუშვი+ ორგული ისრაელი მრუშობის გამო და მივეცი გაყრის მოწმობა,+ მაგრამ მისი და, ვერაგი იუდა, არ შეშინებულა; წავიდა და თავადაც მეძაობა დაიწყო.+ 9 ქარაფშუტობამ გაამეძავა, ბილწავდა ქვეყანას+ და მრუშობდა ქვებთან და ხეებთან.+ 10 მიუხედავად ამისა, მისი ვერაგი და იუდა მხოლოდ მოჩვენებითად+ დამიბრუნდა და არა მთელი გულით,+ — ამბობს იეჰოვა“.

11 კვლავ მითხრა იეჰოვამ: «ორგული ისრაელი უფრო მართალი სულისა აღმოჩნდა, ვიდრე ვერაგი იუდა.+ 12 წადი და გამოუცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთს:+

„დამიბრუნდი, განდგომილო ისრაელო, — ამბობს იეჰოვა.+ — რისხვით არ შეგხედავ,+ რადგან ერთგული ვარ,+ — ამბობს იეჰოვა. — მარადიულად არ დავრჩები ნაწყენი.+ 13 ოღონდ დაუკვირდი შენს დანაშაულს, რადგან შენი ღვთის, იეჰოვას წინააღმდეგ სცოდავ.+ ყველა ფოთოლხშირი ხის+ ქვეშ ადგებოდი უცხოებისკენ+ მიმავალ სხვადასხვა გზას, ჩემს ხმას კი არ უსმენდი, — ამბობს იეჰოვა“».

14 „დაბრუნდით, განდგომილო ძეებო,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან მე გავხდი თქვენი ქმარი,+ მე წაგიყვანთ, ერთს — ქალაქიდან და ორს — ტომიდან, და მიგიყვანთ სიონში.+ 15 მოგცემთ ჩემი გულისთვის სასურველ მწყემსებს,+ რომ გკვებონ ცოდნითა და წვდომის უნარით.+ 16 იმ დროს გამრავლდებით და ნაყოფს გამოიღებთ მიწაზე, — ამბობს იეჰოვა.+ — მეტად აღარ იტყვიან, აი იეჰოვას შეთანხმების კიდობანიო!+ გულშიც აღარ გაივლებენ, არც გაახსენდებათ+ და არც მოენატრებათ, აღარ გააკეთებენ მას. 17 მაშინ იერუსალიმს იეჰოვას ტახტს უწოდებენ+ და იქ, იერუსალიმში, იეჰოვას სახელის+ განსადიდებლად შეიკრიბება ყველა ხალხი.+ აღარ ივლიან თავიანთი ბოროტი და ჯიუტი გულით“.+

18 «იმ დროს იუდას სახლი ისრაელის სახლთან+ ერთად ივლის. ისინი ერთად+ გამოვლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან და მივლენ იმ მიწაზე, რომელიც თქვენს მამა-პაპას მივეცი მემკვიდრეობად.+ 19 ვთქვი: „რა სიხარულით დაგსვამდი ვაჟებს შორის და მოგცემდი სანუკვარ მიწას+ — დიდძალ ხალხთა მშვენიერ მემკვიდრეობას!“ ვთქვი: „მამას+ დამიძახებთ, გამომყვებით და აღარ გაბრუნდებით“. 20 მაგრამ როგორც ცოლი ტოვებს ვერაგულად თავის მეგობარს,+ შენც ასე ვერაგულად მომექეცი,+ ისრაელის სახლო, — ამბობს იეჰოვა».

21 ხმა ისმის დატკეპნილ გზებზე, ტირილი, ისრაელის ძეების ვედრება. გზა გაიმრუდეს,+ დაივიწყეს იეჰოვა, თავიანთი ღმერთი.+

22 „დაბრუნდით, განდგომილო ძეებო,+ და მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას“.+

„აქ ვართ! შენთან მოვდივართ, რადგან, იეჰოვა, შენ ხარ ჩვენი ღმერთი.+ 23 გორებიცა და აურზაურიც მთებზე+ — ორივე ნამდვილი სიცრუეა.+ ნამდვილად ჩვენს ღმერთში, იეჰოვაშია ისრაელის ხსნა.+ 24 ჩვენი ახალგაზრდობიდან სამარცხვინო რამ+ ჭამს ჩვენი მამა-პაპის ნაშრომს, მათ ცხვარ-ძროხას, მათ ვაჟებსა და ასულებს. 25 სირცხვილში+ ვწვებით, დამცირება გვფარავს,+ რადგან იეჰოვას, ჩვენს ღმერთს ვცოდავთ+ ახალგაზრდობიდან დღემდე ჩვენ და ჩვენი მამები,+ და არ ვემორჩილებით იეჰოვას, ჩვენი ღვთის ხმას“.+

4 «თუ დაბრუნდები, ისრაელო, — ამბობს იეჰოვა, — შეგიძლია დამიბრუნდე.+ თუ ჩემი გულისთვის მოიშორებ სისაძაგლეებს,+ მაშინ აღარ იხეტიალებ. 2 თუ დაიფიცებ:+ „ცოცხალია იეჰოვა, ჭეშმარიტი,+ სამართლიანი და მართალი!“+ მაშინ მისით იკურთხებიან ხალხები და მისით დაიკვეხნიან ისინი».+

3 აი რას ეუბნება იეჰოვა იუდას ხალხსა და იერუსალიმს: „დახანით სახნავი მიწა და ეკლებში ნუ დათესავთ.+ 4 წინადაიცვითეთ იეჰოვასთვის, მოიცილეთ გულის ჩუჩა,+ იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა თქვენი ბოროტი საქმეების გამო ცეცხლივით არ გამოვიდეს ჩემი რისხვა და არ აგიზგიზდეს, რასაც ვერავინ ჩააქრობს!“+

5 თქვით ეს იუდაში და გააცხადეთ იერუსალიმში,+ აუწყეთ და საყვირს ჩაჰბერეთ მთელ ქვეყანაში,+ ხმამაღლა შესძახეთ: „მოგროვდით და შევიდეთ გამაგრებულ ქალაქებში,+ 6 ნიშანი აღმართეთ სიონის მხარეს, თავი შეაფარეთ, ნუ გაჩერდებით!“ ვინაიდან უბედურებასა და დიდ დაცემას ვგზავნი ჩრდილოეთიდან.+ 7 ის გამოდის, როგორც ლომი ტევრიდან;+ დაიძრა ხალხთა გამანადგურებელი.+ გამოვიდა თავისი ადგილიდან, რათა გამაოგნებელი გახადოს შენი ქვეყანა. ნანგრევებად იქცევა შენი ქალაქები და არავინ იცხოვრებს იქ.+ 8 ამიტომ ჯვალო შემოირტყით,+ მკერდში იცემდეთ და ღრიალებდეთ,+ რადგან არ დამცხრალა იეჰოვას რისხვა ჩვენზე.+

9 „იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — გული შეუდრკებათ მეფესა+ და მთავრებს. გაოგნდებიან მღვდლები და გაოცდებიან წინასწარმეტყველები“.+

10 ვთქვი: „ვაიმე, უზენაესო უფალო იეჰოვა! ნამდვილად ატყუებ ამ ხალხს+ და იერუსალიმს, როცა ეუბნები, მშვიდობა გექნებათო,+ მახვილი კი სულამდე გვწვდება“.

11 იმ დროს ეტყვიან ამ ხალხსა და იერუსალიმს: „უდაბნოს დატკეპნილი გზებიდან მწველი ქარი მოდის+ ჩემი ხალხის ასულთან.+ არც გასანიავებლად მოდის და არც გასასუფთავებლად. 12 იქიდან მთელი ძალით მოდის ქარი ჩემთან. ახლა გამოვუცხადებ მათ ჩემს განაჩენს.+ 13 აი, საწვიმარი ღრუბელივით მოვა მტერი, ქარიშხალივითაა მისი ეტლები;+ მისი ცხენები არწივებზე სწრაფები არიან.+ ვაი ჩვენ, ვიძარცვებით! 14 გული გაისუფთავე, იერუსალიმო, ბოროტებისგან, რათა გადარჩე!+ როდემდე უნდა ბუდობდეს შენში მცდარი აზრები?!+ 15 ხმა მოდის დანიდან+ და რაღაც საზიანოს აცხადებს ეფრემის მთიანი მხარიდან.+ 16 უთხარით ეს ხალხებს, გააცხადეთ ეს იერუსალიმის წინააღმდეგ“.

„გუშაგები მოდიან შორეული ქვეყნიდან+ და ხმას იმაღლებენ იუდას ქალაქების წინააღმდეგ. 17 მინდვრის მცველებივით ყოველი მხრიდან შემოადგნენ მას,+ რადგან ის მე მეურჩება,+ — ამბობს იეჰოვა. — 18 შენი გზისა და საქმეების გამო მიიღებ საზღაურს.+ ეს არის უბედურება, რომელიც გეწია; მწარეა ის, რადგან გულამდე გწვდება“.

19 ვაი, ჩემი შიგნეული, ჩემი შიგნეული! მწვავე ტკივილი მაქვს გულში.+ შემეძრა გული,+ ვერ ვდუმდები, რადგან საყვირის დაყვირების ხმა, საბრძოლო განგაში+ ესმის ჩემს სულს. 20 დაცემა დაცემაზე ცხადდება, რადგან იძარცვება მთელი ქვეყანა.+ მოულოდნელად იძარცვება ჩემი კარვები,+ უეცრად — ჩემი კარვის ქსოვილები. 21 როდემდე უნდა ვხედავდე ნიშანს?! როდემდე უნდა მესმოდეს საყვირის ხმა?!+ 22 უგუნურია ჩემი ხალხი;+ ყურადღებას არ მაქცევს.+ უგუნური ვაჟები არიან; გაგების უნარი არა აქვთ.+ ცუდის კეთებაში არიან ბრძენნი, სიკეთის კეთება კი არ იციან.+

23 შევხედე ამ ქვეყანას და, აი, ცარიელი და უდაბური იყო.+ ცას ავხედე და აღარ ჰქონდა სინათლე.+ 24 მთებს შევხედე და, აი, იძვროდნენ ისინი და ირყეოდნენ გორები.+ 25 შევხედე და, აი, კაციშვილი არ იყო; ცის ყველა ფრინველი გაფრენილიყო.+ 26 შევხედე, და, აი, უდაბნოდ ქცეულიყო ბაღნარი და ყველა მისი ქალაქი დანგრეულიყო.+ ეს იეჰოვას გამო მოხდა, მისი მრისხანების გამო.

27 აი რას ამბობს იეჰოვა: „გაპარტახდება მთელი ქვეყანა.+ განა ბოლომდე არ შევმუსრავ მას?!+ 28 ამიტომ იგლოვებს ქვეყანა+ და მაღლა ცა დაბნელდება.+ ეს იმიტომ, რომ მე ვამბობ, მე ვწყვეტ და არ ვნანობ, არც გადავიფიქრებ.+ 29 მხედრებისა და მშვილდოსნების ხმაზე მთელი ქალაქი გარბის;+ ტევრებში შედიან და კლდეებზე ადიან.+ მიტოვებულია ყველა ქალაქი, არავინ ცხოვრობს იქ“.

30 ალისფერი ტანსაცმლით იმოსებოდი, ოქროს სამკაულებით ირთვებოდი, თვალებს შავი საღებავით იდიდებდი,+ მაგრამ ახლა რაღას იზამ, როცა გაძარცული ხარ?! ფუჭად ილამაზებდი თავს.+ მათ უარგყვეს, ვინც ვნებით ილტვოდა შენკენ, შენს სულს დაეძებენ.+ 31 მესმის ხმა, რომელიც ავადმყოფი ქალის ხმას ჰგავს, პირველად მშობიარე ქალის გაჭირვების ხმას,+ სიონის ასულის ხმას, ძლივს რომ სუნთქავს. ხელებს იშვერს+ ის და ამბობს: „ვაიმე, რადგან სული დამიტანჯეს მკვლელებმა!“+

5 წადით, მოიარეთ იერუსალიმის ქუჩები და ნახეთ, გაიგეთ, ეძებეთ მის მოედნებზე, თუ იპოვით კაცს,+ თუ არის ვინმე, ვინც სამართლიანად იქცევა,+ ვინც ერთგულებას ესწრაფვის,+ და მაშინ ვაპატიებ ამ ქალაქს. 2 რომც თქვან, ცოცხალიაო იეჰოვა, ისინი აშკარად ცრუდ დაიფიცებენ.+

3 ო, იეჰოვა, განა თვალს ერთგულებას არ აპყრობ?!+ შენ დაჰკარი მათ,+ მაგრამ ისინი ავად არ გამხდარან.+ შენ შემუსრე ისინი.+ არ სურდათ, ჭკუა ესწავლათ;+ სახეები კლდეზე მეტად გაიმაგრეს;+ უარს ამბობდნენ დაბრუნებაზე.+ 4 ვთქვი: მდაბიონი არიან, უგუნურად მოქმედებდნენ, რადგან უგულებელყვეს იეჰოვას გზა, თავიანთი ღვთის სამართალი.+ 5 წავალ დიდებულებთან და დაველაპარაკები-მეთქი,+ რადგან ისინი ყურადღებას მიაქცევენ იეჰოვას გზას, თავიანთი ღვთის სამართალს;+ ერთად დალეწავენ უღელს, დაწყვეტენ-მეთქი აპეურებს.+

6 ამიტომაც ესხმით თავს ლომი ტყიდან, უკაცრიელი ველის მგელი ძარცვავს მათ,+ ჯიქი უდარაჯდება მათ ქალაქებს.+ ვინც იქიდან გამოვა, ყველა დაიფლითება, რადგან გამრავლდა მათი ცოდვები და იმატა მათმა ორგულობამ.+

7 როგორ გაპატიო ეს?! მიმატოვეს შენმა ვაჟებმა და იმას ფიცულობენ,+ რაც ღმერთი არ არის.+ გავაძღე ისინი,+ მათ კი განაგრძეს მრუშობა;+ ჯგუფ-ჯგუფად დადიან მეძავის სახლში. 8 ძლიერი სათესლეების მქონე ახურებული ცხენებივით არიან. თითოეული თავისი მეგობრის ცოლს შესჭიხვინებს.+

9 „როგორ არ მოვკითხო ამისთვის პასუხი?! — ამბობს იეჰოვა.+ — როგორ არ ვიძიო* შური ამისთანა ხალხზე?!“+

10 „დაუარეთ მისი ვაზის მწკრივებს და მოსპეთ,+ მაგრამ ბოლომდე ნუ გაანადგურებთ.+ აყვავებული ლერწები დააცალეთ, ვინაიდან იეჰოვას არ ეკუთვნის ისინი.+ 11 ვერაგულად მექცევა ისრაელის სახლი და იუდას სახლი, — ამბობს იეჰოვა.+ — 12 ისინი უარყოფენ იეჰოვას და ამბობენ: არ არისო ის,+ არ გვეწევა უბედურება, არ ვიხილავთო მახვილსა და შიმშილს.+ 13 ქარს ემსგავსებიან წინასწარმეტყველები, ღვთის სიტყვა არ არის მათში.+ მათზევე ახდეს მათი სიტყვები“.

14 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი: „რადგან ამას ამბობენ, აი, ცეცხლად ვაქცევ ჩემს სიტყვებს შენს პირში.+ შეშა იქნება ეს ხალხი და ის შთანთქავს მათ“.+

15 „ისრაელის სახლო, აი, შორიდან მომყავს ხალხი თქვენ წინააღმდეგ,+ — ამბობს იეჰოვა. — ძველისძველი ხალხია ის,+ ძველი ხალხია, ხალხი, რომლის ენაც არ იცი და რომლის ლაპარაკსაც ვერ გაიგებ. 16 მათი კაპარჭი ღია საფლავივითაა. ყველანი ძლიერი კაცები არიან.+ 17 შეჭამენ შენს მოსავალს და შენს პურს,+ ეს ხალხი შეჭამს შენს ვაჟებსა და ასულებს, შეჭამენ შენს ცხვარ-ძროხას, შეჭამენ შენს ვაზსა და ლეღვს.+ მახვილით შემუსრავენ შენს გამაგრებულ ქალაქებს, რომელთა იმედიც გაქვს“.

18 «იმ დროსაც კი, — ამბობს იეჰოვა, — ბოლომდე არ გაგანადგურებთ.+ 19 იტყვით, რატომ დაგვმართაო ეს ყველაფერი იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა?+ შენ კი ეტყვი მათ: „როგორც მე მიმატოვეთ და ემსახურებით უცხო ღმერთს თქვენს ქვეყანაში, ასევე ემსახურებით უცხოებს იმ ქვეყანაშიც, რომელიც თქვენი არ არის“».+

20 თქვით იაკობის სახლში და გააცხადეთ იუდაში: 21 «ახლა ისმინე, სულელო და უგუნურო* ხალხო:+ თვალები აქვთ მათ და ვერ ხედავენ,+ ყურები აქვთ და არ ესმით.+ 22 „ნუთუ ჩემი არ გეშინიათ,+ — ამბობს იეჰოვა, — არ განიცდით მწვავე ტკივილებს ჩემ გამო,+ რომელმაც ქვიშა დავუდე ზღვას საზღვრად, სამარადისო წესად, რასაც ის ვერ დაარღვევს?! ღელავენ მისი ტალღები, მაგრამ ვერაფერს ხდებიან; ბობოქრობენ, მაგრამ მის იქით ვერ გადადიან.+ 23 ამ ხალხს კი ჯიუტი და ურჩი გული აქვს; გვერდზე გადაუხვიეს და თავიანთი გზით დადიან.+ 24 გულშიც არ ამბობენ, ახლა გვეშინოდესო იეჰოვასი, ჩვენი ღვთისა,+ რომელიც გვაძლევს კოკისპირულ წვიმას, შემოდგომის წვიმას და გაზაფხულის წვიმას თავის დროზე,+ და რომელიც მკის კვირებსაც კი იცავსო ჩვენთვის.+ 25 თქვენი დანაშაულის გამო შებრუნდა ეს ყველაფერი და თქვენი ცოდვების გამო შეკავდა თქვენთვის ყოველივე კარგი.+

26 ჩემს ხალხს შორის ბოროტი ხალხია.+ ისინი ყურადღებით იცქირებიან, როგორც ჩიტების დასაჭერად ჩასაფრებული მონადირეები.+ დამღუპველ მახეს აგებენ; ადამიანებს იჭერენ. 27 როგორც გალიაა ფრინველებით სავსე, ისე მათი სახლებია სიცრუით სავსე.+ ამიტომ არიან განდიდებულნი და გამდიდრებულნი.+ 28 გასუქებულნი+ და გაპრიალებულნი არიან, სავსენი ბოროტებით. ხელი რომ მოემართოთ,+ არ არჩევენ სასამართლო საქმეს,+ უმამო ბავშვისთვისაც კი;+ არ განიხილავენ ღარიბთა საქმეს“».

29 „როგორ არ მოვკითხო ამისთვის პასუხი?! — ამბობს იეჰოვა. — როგორ არ იძიოს შური ჩემმა სულმა ამისთანა ხალხზე?!+ 30 გამაოგნებელი მდგომარეობაა, საშინელება ხდება ქვეყანაში:+ 31 წინასწარმეტყველები სიცრუეს წინასწარმეტყველებენ,+ მღვდლები კი თავიანთი ძალაუფლებით ბატონობენ,+ და ჩემს ხალხს უყვარს ეს,+ მაგრამ რას იზამთ მაშინ, როცა ეს დასრულდება?!“+

6 თავს უშველეთ, ბენიამინის ძეებო, გაიქეცით იერუსალიმიდან, თეკოაში+ ჩაჰბერეთ საყვირს,+ ბეთ-ჰაქერემში+ ცეცხლით მიეცით ნიშანი, რადგან ჩრდილოეთიდან გამოჩნდა უბედურება და დიდი დაცემა.+ 2 მშვენიერ და განებივრებულ ქალს ჰგავს სიონის ასული.+ 3 მასთან მივიდნენ მწყემსები თავიანთ ფარებთან ერთად. მის გარშემო გაშალეს კარვები მის წინააღმდეგ;+ ყველამ თავისი წილი გადაძოვა.+ 4 მასთან საომრად მოემზადნენ*+ და თქვეს: ადექით და ავიდეთო შუადღისას!+

„ვაი ჩვენ, რადგან დღე იწურება და იზრდება საღამოს ჩრდილები!“

5 „ადექით, ღამით ავიდეთ და დავანგრიოთ მისი საცხოვრებელი კოშკები!“+

6 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მოჭერით ხეები+ და ყრილი აღმართეთ იერუსალიმის წინააღმდეგ.+ პასუხი უნდა მოეთხოვოს ამ ქალაქს;+ მხოლოდ ჩაგვრაა იქ.+ 7 როგორც ჭა ინახავს ცივად წყალს, ასევე ცივად ინახავს ის თავის ბოროტებას; ძალადობისა და ძარცვის ხმა ისმის იქ;+ ავადმყოფობა და უბედურებაა ჩემ თვალწინ მუდამ. 8 გამოსწორდი,+ იერუსალიმო, ზიზღით ზურგი რომ არ შეგაქციოს ჩემმა სულმა,+ რომ არ გაგაპარტახო და უკაცრიელ მიწად არ გაქციო!“+

9 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ვაზივით მოიმცვრევენ მათ, ვინც ისრაელისგან დარჩება.+ კიდევ გაიწოდე ხელი ყურძნის მკრეფავივით ვაზის პწკალებს შორის“.

10 „ვის უნდა ველაპარაკო და ვინ უნდა გავაფრთხილო, რომ მომისმინოს?! აი, წინადაუცვეთელია მათი ყური და არ შეუძლიათ ყურისგდება.+ აი, შეურაცხყოფად იქცა მათთვის იეჰოვას სიტყვა,+ არ მოსწონთ იგი.+ 11 ავივსე იეჰოვას რისხვით; დავიღალე მისი შეკავებით“.+

„ერთბაშად გადმოანთხიე ის ბავშვებზე ქუჩაში+ და ჭაბუკთა სამეგობროზე; კაცსაც შეიპყრობენ ცოლთან ერთად, მოხუცებულსაც — დღესრულთან ერთად.+ 12 სხვებს გადაეცემა საკუთრებად მათი სახლები, მინდვრები და ცოლები,+ რადგან ხელს გავიწვდი ამ ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ“, — ამბობს იეჰოვა.+

13 „ყველა, დიდიან-პატარიანად, უსამართლოდ იხვეჭს+ და ყველა, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე, სიცრუით მოქმედებს.+ 14 ზერელედ ცდილობენ უმკურნალონ ჩემი ხალხის მოტეხილობას+ და ამბობენ, მშვიდობაა, მშვიდობააო! როცა არ არის მშვიდობა.+ 15 განა შერცხვათ, რომ სისაძაგლე ჩაიდინეს?!+ არც რცხვენიათ და არც ის იციან, როგორ უნდა იგრძნონ თავი დამცირებულად.+ ამიტომ დაეცემიან მათ შორის, ვინც ეცემა;+ წაიბორძიკებენ, როცა პასუხს მოვთხოვ მათ“, — ამბობს იეჰოვა.

16 აი რას ეუბნებოდა მათ იეჰოვა: „გაჩერდით გზებზე, ნახეთ და გამოიკითხეთ ძველი გზები, სად არის კარგი გზა;+ იარეთ მასზე+ და შვება მოჰგვარეთ თქვენს სულებს“.+ ისინი კი ამბობდნენ, არ ვივლითო.+ 17 „გუშაგები+ დაგიყენეთ; ყურადღებით უსმინეთ საყვირის ხმას!“+ ისინი კი ამბობდნენ, ყურადღებას არ მივაქცევთო.+ 18 „ამიტომ, ისმინეთ, ხალხნო! იცოდე, კრებულო, რა მოუვა მათ. 19 ისმინე, დედამიწავ! აი, უბედურებას მოვუვლენ ამ ხალხს,+ მათი აზრების ნაყოფს,+ რადგან ყურადღებას არ აქცევდნენ ჩემს სიტყვებს და ჩემს კანონს უარყოფდნენ“.+

20 „რად მინდა შებადან+ თქვენი მოტანილი გუნდრუკი და შორეული ქვეყნიდან მოტანილი ტკბილი ლერწამი?! არ მსიამოვნებს თქვენი მთლიანად დასაწვავი შესაწირავები+ და თქვენი მსხვერპლი არ მანიჭებს სიამოვნებას“.+ 21 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „აი, დაბრკოლებებს+ დავუდებ ამ ხალხს და დაბრკოლდებიან ისინი, მამები ვაჟებთან ერთად; დაიღუპება მეზობელიცა და მისი მოძმეც“.+

22 აი რას ამბობს იეჰოვა: „აი, ჩრდილოეთის ქვეყნიდან მოდის ხალხი; დედამიწის კიდეებიდან აღსდგება დიდი ხალხი.+ 23 მშვილდი და ხელშუბი ეჭირებათ ხელში;+ სასტიკია ეს ხალხი, შეუბრალებელი. მათი ხმა ზღვის ხმასავით იქნება,+ ცხენებზე ამხედრდებიან.+ მეომრებივით მზად არიან შენთან საბრძოლველად, სიონის ასულო“.+

24 გავიგეთ ეს ამბავი და ხელები ჩამოვუშვით.+ გასაჭირმა შეგვიპყრო, ტკივილებმა მოგვიცვა მშობიარე ქალივით.+ 25 ველზე ნუ გახვალ და გზაზე ნუ ივლი, რადგან იქ მტრის მახვილია და ყოველი მხრიდან — შიში.+ 26 ჯვალო+ შემოირტყი და ნაცარში იგორავე,+ ჩემი ხალხის ასულო! მწარე მოთქმით იგლოვე+ ისე, როგორც ერთადერთ ვაჟს გლოვობენ ხოლმე, რადგან უეცრად მოვა ჩვენთან მძარცველი.+

27 „ლითონის შემმოწმებლად დაგაყენე ჩემს ხალხში, გულმოდგინე გამომკვლევად. დააკვირდები და შეამოწმებ მათ გზას.+ 28 ყველანი ჯიუტზე ჯიუტნი,+ ცილისმწამებელნი+ არიან და სპილენძსა და რკინას ჰგვანან; ყველანი დამღუპველნი არიან.+ 29 დამწვარია საბერვლები;+ მათი ცეცხლიდან მხოლოდ ტყვია გამოდის.+ ტყუილუბრალოდ წმენდს გულმოდგინედ, არ ცალკევდებიან ბოროტები.+ 30 დაწუნებულ ვერცხლს დაარქმევენ მათ,+ რადგან იეჰოვამ უარყო ისინი“.+

7 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას: 2 «დადექი იეჰოვას სახლის კარიბჭესთან, გააცხადე ეს სიტყვა+ და თქვი, ისმინეთ-თქო იეჰოვას სიტყვა, იუდას მკვიდრნო, ვინც შედიხართ ამ კარიბჭეებში იეჰოვას თაყვანსაცემად. 3 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები და ამ ადგილზე დაგტოვებთ საცხოვრებლად.+ 4 არ ენდოთ ცრუ სიტყვებს+ და არ თქვათ, იეჰოვას ტაძარი, იეჰოვას ტაძარი, იეჰოვას ტაძარიაო ეს! 5 თუ თქვენს გზებსა და საქმეებს გამოასწორებთ, თუ სამართალს გაუჩენთ კაცსა და მის მოძმეს,+ 6 თუ ხიზანს, უმამო ბავშვსა და ქვრივს არ დაჩაგრავთ+ და უდანაშაულო სისხლს არ დაღვრით ამ ადგილზე,+ თუ სხვა ღმერთებს არ გაჰყვებით თქვენდა საუბედუროდ,+ 7 მაშინ მეც დაგტოვებთ საცხოვრებლად ამ ადგილზე, მიწაზე, რომელიც თქვენს მამა-პაპას მივეცი, სამარადისოდ“».+

8 „იმედს ამყარებთ ცრუ სიტყვებზე, რაც არაფერს გარგებთ.+ 9 განა უნდა ქურდობდეთ,+ კლავდეთ,+ მრუშობდეთ,+ ცრუდ იფიცებდეთ,+ ბაალს უბოლებდეთ შესაწირავს+ და მიჰყვებოდეთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც აქამდე არ იცნობდით,+ 10 და განა უნდა მოდიოდეთ და დგებოდეთ ჩემ წინაშე ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება,+ და ამ სისაძაგლეების მიუხედავად ამბობდეთ, გადავრჩებითო?! 11 ხომ ხედავთ, რომ ყაჩაღების ბუნაგად იქცა+ ეს სახლი, რომელსაც ჩემი სახელი ეწოდება?!+ მეც ვხედავ ამას“, — ამბობს იეჰოვა.+

12 «ახლა კი წადით შილოში,+ სადაც ჩემი ადგილი იყო, სადაც თავდაპირველად დავამკვიდრე ჩემი სახელი,+ და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ხალხის, ისრაელის, ბოროტების გამო.+ 13 რაკი თქვენ აკეთებდით ამ ყოველივეს, — ამბობს იეჰოვა, — გელაპარაკებოდით, ადრე ვდგებოდი და გელაპარაკებოდით,+ თქვენ კი არ მისმენდით,+ გეძახდით, თქვენ კი არ მპასუხობდით,+ 14 ამიტომ, რაც შილოს+ დავმართე, იმავეს დავმართებ ამ სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება,+ რომლის იმედიც გაქვთ,+ და იმ ადგილს, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამა-პაპას. 15 მოგისვრით ჩემს თვალთაგან,+ როგორც მოვისროლე თქვენი ძმები, ეფრემის მთელი შთამომავლობა.+

16 შენ კი ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის, ნუ შემევედრები, ნუ ილოცებ და ნუ შემეხვეწები,+ რადგან არ მოგისმენ.+ 17 ვერ ხედავ, რას აკეთებენ იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში?!+ 18 ვაჟები ფიჩხს აგროვებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, ცოლები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის+ მსხვერპლად შესაწირავი კვერების გამოსაცხობად; დასაღვრელ შესაწირავს უღვრიან სხვა ღმერთებს,+ რომ შეურაცხმყონ.+ 19 განა მე შეურაცხმყოფენ?! — ამბობს იეჰოვა.+ — განა თავიანთ თავს არ შეურაცხყოფენ თავიანთი სახის შესარცხვენად?!+ 20 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, ჩემი რისხვა და ჩემი მრისხანება იღვრება ამ ადგილზე,+ ადამიანებზე, პირუტყვზე, მინდვრის ხეებსა+ და მიწის ნაყოფზე; იგიზგიზებს ის და არ ჩაქრება“.+

21 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „დაამატეთ თქვენი მთლიანად დასაწვავი შესაწირავი თქვენს მსხვერპლს და ჭამეთ ხორცი.+ 22 არ მილაპარაკია თქვენს მამა-პაპასთან, არაფერი მიბრძანებია მათთვის ეგვიპტის მიწიდან მათი გამოყვანის დღეს მთლიანად დასაწვავი შესაწირავისა და მსხვერპლის თაობაზე,+ 23 ეს სიტყვა კი ვუბრძანე მათ: დაემორჩილეთ ჩემს ხმას+ და ვიქნები თქვენი ღმერთი,+ თქვენ კი იქნებით ჩემი ხალხი; იარეთ-მეთქი იმ გზით,+ რომელზეც გიბრძანებთ სიარულს, რათა მოგემართოთ ხელი“.+ 24 მათ კი არ ისმინეს, ყურად არ იღეს,+ არამედ თავიანთი ბოროტი და ჯიუტი გულით+ მიჰყვებოდნენ თავიანთ ზრახვებს; ამიტომ, წინ წასვლის ნაცვლად უკან იხევდნენ+ 25 თქვენი მამა-პაპის ეგვიპტის მიწიდან გამოსვლის დღიდან დღემდე.+ მე გიგზავნიდით ყველა ჩემს მსახურს, წინასწარმეტყველებს; ყოველდღე ადრე ვდგებოდი და გიგზავნიდით მათ.+ 26 არ მისმინეს, ყური არ მათხოვეს,+ არ მოიდრიკეს ქედი;+ თავიანთ მამა-პაპაზე უარესად იქცეოდნენ!+

27 უთხარი მათ ყველა ეს სიტყვა,+ ისინი კი არ მოგისმენენ. დაუძახე მათ, ისინი კი პასუხს არ გაგცემენ.+ 28 უთხარი მათ: „ეს არის ერი, ხალხი, რომელიც არ ემორჩილება იეჰოვას, თავისი ღვთის ხმას,+ და არ იღებს დარიგებას.+ გაქრა ერთგულება, წაიშალა მათი ბაგეებიდან“.+

29 გადაიპარსეთ გრძელი თმა და გადაყარეთ;+ სამგლოვიარო სიმღერა იმღერეთ მოტიტვლებულ გორებზე,+ რადგან იეჰოვამ უარყო+ ეს თაობა და ის მიატოვებს თაობას, რომელზეც განრისხებულია.+ 30 „იუდას ძეები იმას აკეთებენ, რაც ცუდია ჩემს თვალში, — ამბობს იეჰოვა. — თავიანთ სისაძაგლეებს დებენ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, მის წასაბილწავად.+ 31 ჰინომის ძის ველზე+ აშენებენ თოფეთის მაღლობებს,+ რათა ცეცხლში დაწვან თავიანთი ვაჟები და ასულები,+ რაც არ მიბრძანებია და გულშიც არ გამივლია“.+

32 ამიტომ, აი, დადგება დღეები, — ამბობს იეჰოვა, — როცა აღარ ეწოდება მას თოფეთი და ჰინომის ძის ველი, არამედ სასაკლაო ველი.+ ისინი დამარხავენ მკვდრებს თოფეთში, თუნდაც არ იყოს იქ საკმარისი ადგილი.+ 33 ამ ხალხის გვამები ცის ფრინველებისა და მიწის მხეცების საჭმელი გახდება; არავინ დააფრთხობს მათ.+ 34 შევწყვეტ იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში სიხარულისა და მხიარულების ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას,+ რადგან განადგურდება ეს ქვეყანა».+

8 „იმ დროს, — ამბობს იეჰოვა, — ხალხი გამოიტანს იუდას მეფეების ძვლებს, მისი მთავრების ძვლებს, მღვდლების ძვლებს, წინასწარმეტყველებისა და იერუსალიმის მკვიდრთა ძვლებს მათი სამარხებიდან.+ 2 გაფანტავენ მათ მზის, მთვარისა და ცის მთელი ლაშქრის წინაშე, რომლებიც უყვართ და რომლებსაც ემსახურებიან, მიჰყვებიან,+ ეძებენ და რომელთა წინაშეც ემხობიან.+ არ შეაგროვებენ მათ და არ დამარხავენ. ნეხვივით ეყრება ისინი მიწის პირზე“.+

3 „ამ ბოროტი ოჯახიდან დარჩენილები სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებენ+ ყველგან, სადაც კი გავფანტავ მათ“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.

4 «ასე უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „დაეცემიან და აღარ ადგებიან?!+ თუ ერთი მობრუნდა, განა მეორეც არ მობრუნდება?!+ 5 რატომ იქცევა მუდამ ორგულად ეს ხალხი, იერუსალიმი? მზაკვრობას ჩასჭიდებიან,+ უარს ამბობენ მობრუნებაზე.+ 6 ყურს ვუგდებდი+ და ვუსმენდი.+ არასწორად ლაპარაკობდნენ. კაციშვილი არ ინანიებდა თავის ბოროტებას+ და არ ამბობდა, ეს რა ჩავიდინეო. თითოეული, როგორც ბრძოლაში შევარდნილი ცხენი, უბრუნდება იმ გზას, რომლითაც სხვები დადიან.+ 7 ცაში ყარყატმაც კი იცის თავისი დრო,+ გვრიტი,+ ნამგალა და შაშვიც ზუსტად იცავენ მოფრენის დროს, ჩემმა ხალხმა კი არ იცის იეჰოვას სამართალი“.+

8 როგორ ამბობთ, ბრძენები ვართ და იეჰოვას კანონიაო ჩვენთან?!+ მწერალთა ცრუ კალამი+ აშკარა სიცრუეს წერს. 9 ბრძენები შერცხვნენ, შეძრწუნდნენ;+ შეიპყრობენ მათ. აი, ისინი იეჰოვას სიტყვას უარყოფენ და რაღა სიბრძნე აქვთ?!+ 10 ამიტომ მივცემ მათ ცოლებს სხვა კაცებს, მათ მინდვრებს — დამპყრობლებს,+ რადგან ყველა, დიდიან-პატარიანად, უსამართლოდ იხვეჭს+ და ყველა, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე, სიცრუით მოქმედებს.+ 11 ზერელედ ცდილობენ უმკურნალონ ჩემი ხალხის ასულის მოტეხილობას+ და ამბობენ: მშვიდობაა, მშვიდობააო! როცა არ არის მშვიდობა.+ 12 განა შერცხვათ, სისაძაგლე რომ ჩაიდინეს?!+ არც რცხვენიათ და არც ის იციან, როგორ უნდა იგრძნონ თავი დამცირებულად.+

ამიტომ დაეცემიან მათ შორის, ვინც ეცემა. განკითხვის დროს+ წაიბორძიკებენ, — ამბობს იეჰოვა.+

13 მოსავლის აღებისას მოვაწევ განადგურებას, — ამბობს იეჰოვა.+ — არ შერჩება ვაზს ყურძენი+ და ლეღვის ხეს — ლეღვი, ფოთლებიც კი დაჭკნება. რასაც კი ვაძლევ, ყველაფერი გვერდს აუვლის მათ».

14 „რატომ ვსხედვართ მშვიდად? შევიკრიბოთ, შევიდეთ გამაგრებულ ქალაქებში+ და დავდუმდეთ იქ. იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, გვადუმებს,+ მოწამლულ წყალს გვასმევს,+ რადგან ვცოდავთ იეჰოვას. 15 მშვიდობის იმედი ჰქონდათ, მაგრამ კარგი არაფერი მომხდარა;+ იმედი ჰქონდათ, რომ განკურნების დრო დადგებოდა, მაგრამ, აი, ძლიერი შიში!+ 16 დანიდან+ ისმის მისი ცხენების ფრუტუნი, მთელ მიწას აზანზარებს+ მისი ულაყების ჭიხვინი. მოდიან ისინი, ჭამენ მიწას და ყველაფერს, რაც მასზეა, ქალაქსა და მის მცხოვრებლებს“.

17 „აი, გიგზავნით გველებს, შხამიან გველებს,+ რომლებსაც ვერ მონუსხავთ;+ დაგგესლავენ ისინი“, — ამბობს იეჰოვა.

18 დაუძლეველმა მწუხარებამ მომიცვა,+ გული დამიავადდა. 19 შორეული ქვეყნიდან ისმის ჩემი ხალხის ასულის ხმა, შველას რომ ითხოვს:+ „განა სიონში არაა იეჰოვა?!+ განა მისი მეფე არ არის იქ?!“+

„რატომ შეურაცხმყოფენ ქანდაკებებით, უსარგებლო უცხო ღმერთებით?“+

20 „სამკალმა ჩაიარა, ზაფხული მიიწურა, ჩვენ კი არ გადავრჩენილვართ!“+

21 ჩემი ხალხის ასულის მოტეხილობამ+ შემაძრწუნა.+ დავნაღვლიანდი და გავოგნდი.+ 22 ნუთუ აღარ არის ბალზამი გალაადში?!+ ნუთუ აღარც მკურნალია იქ?!+ მაშ, რატომ არ იკურნება+ ჩემი ხალხის ასული?+

9 ო, ნეტავ ჩემი თავი წყალი იყოს და თვალები — ცრემლის წყარო!+ მაშინ დღე და ღამე ვიტირებდი მათ, ვინც ჩემი ხალხის ასულს დაუხოცეს.+

2 ო, ნეტავ ისეთი ადგილი მქონდეს უდაბნოში, მგზავრებს რომ აქვთ ღამის გასათევად!+ დავტოვებდი ჩემს ხალხს და გავეცლებოდი მათ, რადგან ყველანი მრუშები არიან,+ ერთად თავმოყრილი ვერაგები.+ 3 მშვილდივით მოუზიდავთ ენები სიცრუით,+ ერთგულებას კი არ ავლენენ ამ მიწაზე.

„ბოროტებიდან ბოროტებაზე გადადიოდნენ და არაფრად ჩამაგდეს“,+ — ამბობს იეჰოვა.

4 „უფრთხილდით თითოეული თქვენს მოძმეს+ და არ ენდოთ ძმებს,+ რადგან ერთი მეორის ადგილის დაკავებას ცდილობს+ და ყოველი მოძმე ცილისმწამებელია,+ 5 თითოეული თავის მოძმეს აბრიყვებს,+ სიმართლეს არ ლაპარაკობენ. თავიანთ ენებს სიცრუის თქმას ასწავლიან.+ იღლებიან ბოროტების კეთებით.+

6 მზაკვრობის შუაგულში ზიხარ.+ მზაკვრები არიან და არ უნდათ, რომ მიცნობდნენ“,+ — ამბობს იეჰოვა.

7 ამიტომ, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „აი, ვადნობ მათ და შევამოწმებ,+ რადგან სხვაგვარად როგორ მოვექცე ჩემი ხალხის ასულს?!+ 8 მათი ენა სასიკვდილო ისარია,+ სიცრუის მთქმელი. პირით მშვიდობაზე ელაპარაკება კაცი თავის მოძმეს, გულში კი მახეს უგებს“.+

9 „განა პასუხი არ უნდა მოვთხოვო მათ ამის გამო?! — ამბობს იეჰოვა. — როგორ არ იძიოს შური ჩემმა სულმა ამისთანა ხალხზე?!+ 10 ავტირდები, გოდებას მოვყვები მთების გამო+ და სამგლოვიარო სიმღერებს ვიმღერებ უდაბური ადგილის საძოვრების გამო, რადგან გადაიწვება ისინი,+ კაციშვილი არ გაივლის მათზე და აღარ გაიგონებს ხალხი ცხვარ-ძროხის ხმას.+ ცის ფრინველები გაფრინდებიან და მხეცები გაიქცევიან, გადაიკარგებიან ისინი.+ 11 ქვების გროვად+ და ტურების ბუნაგად+ ვაქცევ იერუსალიმს, იუდას ქალაქებს კი გავაპარტახებ და გავაუკაცრიელებ.+

12 ვინ არის ბრძენი, რომ გაიგოს ეს?! ვის ელაპარაკა იეჰოვა, რომ თქვას ეს?!+ რატომ უნდა დაიღუპოს ქვეყანა?! რატომ უნდა გადაიბუგოს უდაბნოსავით, სადაც კაციშვილი ვეღარ გაივლის?!“+

13 თქვა იეჰოვამ: «რაკი მიატოვეს ჩემი კანონი, რომელიც მივეცი მათ, არ დაემორჩილნენ ჩემს ხმას და არ იარეს ჩემი კანონით,+ 14 არამედ აჰყვნენ თავიანთ ჯიუტ გულს+ და გაჰყვნენ ბაალის ქანდაკებებს,+ როგორც თავიანთმა მამებმა ასწავლეს,+ 15 ამიტომ, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აბზინდას ვაჭმევ+ ამ ხალხს და მოწამლულ წყალს ვასმევ,+ 16 გავფანტავ მათ იმ ერებში, რომლებსაც არც თვითონ იცნობდნენ და არც მათი მამები;+ მახვილს დავადევნებ მათ, ვიდრე არ გავწყვეტ“.+

17 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „შეგნებულად მოიქეცით და მოუხმეთ დამტირებელ ქალებს,+ რომ მოვიდნენ ისინი; მოაყვანინეთ დახელოვნებული ქალები,+ 18 რომ იჩქარონ და გოდებას მოჰყვნენ ჩვენზე. ცრემლად იღვრებოდეს ჩვენი თვალები და წყალი გადმოდიოდეს ჩვენი მბრწყინავი თვალებიდან.+ 19 გოდების ხმა ისმის სიონიდან:+ როგორ გავიძარცვეთ,+ როგორ შევრცხვითო! დავტოვეთ ქვეყანა, რადგან მათ გაგვინადგურესო საცხოვრებლები.+ 20 ისმინეთ, ქალებო, იეჰოვას სიტყვა და ყურად იღეთ მისი ბაგის სიტყვა! გოდება ასწავლეთ თქვენს ასულებს,+ თითოეულმა ქალმა სამგლოვიარო სიმღერა ასწავლოს თავის მეგობარს,+ 21 რადგან სიკვდილი შემოვიდა ჩვენს სარკმლებში, ჩვენს საცხოვრებელ კოშკებში, რათა აღარ დარჩნენ ბავშვები ქუჩაში და ჭაბუკები — მოედნებზე“.+

22 თქვი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „ადამიანთა გვამები დაეყრება, როგორც ნეხვი მინდვრის პირზე და როგორც მომკელის უკან დარჩენილი ახალმომკილი თავთავის ძნები; არავინ იქნება მათი შემგროვებელი“».+

23 აი რას ამბობს იეჰოვა: „ბრძენი ნუ იტრაბახებს თავისი სიბრძნით,+ ძლიერი ნუ იტრაბახებს თავისი ძალით+ და მდიდარი ნუ იტრაბახებს თავისი სიმდიდრით“.+

24 „თუ იტრაბახებს, მხოლოდ იმით იტრაბახოს, რომ შეუძლია ჩასწვდეს ცოდნას ჩემ შესახებ+ და რომ მიცნობს, იცის, რომ მე ვარ იეჰოვა,+ რომელსაც მსიამოვნებს+ სიკეთის*, სამართლიანობისა და სიმართლის გამოვლენა დედამიწაზე“,+ — ამბობს იეჰოვა.

25 „აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა პასუხს მოვთხოვ ყველა წინადაცვეთილს, მაგრამ მაინც წინადაუცვეთელს,+ 26 ეგვიპტეს,+ იუდას,+ ედომს,+ ამონის ძეებს,+ მოაბსა+ და უდაბნოს ყველა მცხოვრებს, ვისაც საფეთქელთან თმა აქვს შეკრეჭილი,+ რადგან ყველა ერი წინადაუცვეთელია და ისრაელის სახლიც წინადაუცვეთელია გულით“.+

10 ისმინე, ისრაელის სახლო, იეჰოვას სიტყვა, რომელსაც თქვენ წინააღმდეგ წარმოთქვამს! 2 აი რას ამბობს იეჰოვა: „ნუ ისწავლით ხალხთა გზას+ და ნუ შეგაშინებთ ციური ნიშნები, რაკი ხალხებს ეშინიათ მათი.+ 3 ხალხთა წეს-ჩვეულებები+ მხოლოდ ამონასუნთქია. ტყეში ჭრიან უბრალო ხეს,+ რომელსაც ხელოსანი საჭრისით ამუშავებს.+ 4 ოქრო-ვერცხლით ალამაზებენ მას,+ ლურსმნებითა და ჩაქუჩებით აჭედებენ, რომ არ მოირყეს.+ 5 კიტრის ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას ჰგვანან, ვერ ლაპარაკობენ.+ დაატარებენ მათ, რადგან ნაბიჯს ვერ დგამენ.+ ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან არ შეუძლიათ უბედურების მოტანა, მით უმეტეს — კარგის კეთება“.+

6 არავინ არის შენი მსგავსი, იეჰოვა!+ დიდებული ხარ და დიდი და ძლევამოსილია შენი სახელი!+ 7 ვის არ შეეშინდება შენი,+ ხალხთა მეფეო,+ რადგან შენ იმსახურებ ამას, რადგან ხალხთა ბრძენკაცებს შორის და მათ სამეფოებში არავინაა შენი მსგავსი!+ 8 უგუნურებიც არიან და სულელებიც;+ მხოლოდ ამაოებისკენ მოუწოდებს მათ ხე.+ 9 თარშიშიდან ფირფიტებად ნაჭედი ვერცხლი ჩამოაქვთ,+ უფაზიდან+ — ოქრო, ხელოსნისა და მჭედლის ნახელავი; მათი სამოსი ლურჯი ძაფისა და მოშინდისფრო შალისგანაა დამზადებული. ეს ყველაფერი ოსტატთა ნახელავია.+

10 იეჰოვა კი ჭეშმარიტად ღმერთია!+ ისაა ცოცხალი ღმერთი+ და მარადიული მეფე!+ მისი რისხვა დედამიწას შეარყევს+ და მის წყრომას ვერ გაუძლებენ ხალხები.+ 11 აი რას ეტყვით მათ: „ღმერთები,+ რომლებსაც არ შეუქმნიათ ცა და დედამიწა, აღიგვებიან დედამიწიდან+ და ამ ცისქვეშეთიდან“. 12 მან თავისი ძლიერებით შექმნა დედამიწა,+ სიბრძნით+ დააფუძნა ნაყოფიერი მიწა და გამჭრიახობით გადაჭიმა ცა.+ 13 მის ხმაზე წყალი ხმაურობს ცაში,+ ორთქლი ამოჰყავს მას დედამიწის კიდიდან,+ წყლის კარიბჭეებს ადგენს წვიმისთვის+ და ქარი გამოჰყავს თავისი საცავებიდან.+

14 უგუნურად იქცევიან, უცოდინრებივით.+ ყველა მჭედელი შერცხვება გამოსახულების გამო,+ რადგან სიცრუეა მათი ჩამოსხმული ქანდაკებები+ და სული არ არის მათში.+ 15 ფუჭი და დასაცინია ისინი.+ დაიღუპებიან განკითხვისას.+

16 იაკობის წილი*+ კი ასეთი არ არის, რადგან ისაა ყველაფრის შემქმნელი,+ ისრაელი კი მისი მემკვიდრეობის კვერთხია.+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი.+

17 აკრიფე მიწიდან შენი ტვირთი,+ გაჭირვებაში მცხოვრებო ქალო!+ 18 აი რას ამბობს იეჰოვა: „ამჯერად მოვისვრი დედამიწის მკვიდრებს+ და უბედურებას დავატეხ მათ, რათა მიხვდნენ ამას“.+

19 ვაიმე, რადგან დაქცეული ვარ!+ მოუშუშებელია ჩემი ჭრილობა, დარტყმით მოყენებული. ვამბობ: „ნამდვილად ესაა ჩემი ავადმყოფობა და მე უნდა ვატარო ის;+ 20 იძარცვება ჩემი კარავი, წყდება მისი თოკები;+ წავიდნენ ჩემგან ჩემი ვაჟები, აღარ არიან ისინი;+ აღარავინაა ჩემი კარვის გამშლელი ან ჩემი კარვის ქსოვილების აღმმართველი; 21 უგუნურად იქცევიან მწყემსები,+ არ ეძებენ იეჰოვას;+ ამიტომაც არ ავლენენ წვდომის უნარს და გაფანტულია მთელი მათი სამწყსო“.+

22 ისმინეთ ამბავი! მოდის ის და ჩრდილოეთის+ მიწიდან მოჰყვება დიდი გრუხუნი, რათა გააპარტახოს იუდას ქალაქები და ტურების ბუნაგად აქციოს.+

23 ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს.+ 24 გამომასწორე, იეჰოვა, სამართლიანობით+ და არა რისხვით,+ რომ არარაობად არ მაქციო.+ 25 გადმოღვარე შენი რისხვა ხალხებზე,+ რომლებიც უგულებელგყოფენ,+ და ტომებზე, რომლებიც არ უხმობენ შენს სახელს.+ ისინი ჭამენ იაკობს,+ ჭამენ და მუსრავენ მას;+ აპარტახებენ მის საცხოვრებელს.+

11 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას: 2 «ისმინეთ ამ შეთანხმების სიტყვები!

დაელაპარაკე+ იუდას ხალხს და იერუსალიმის მკვიდრებს, 3 უთხარი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „წყეულია კაცი, რომელიც არ ისმენს ამ შეთანხმების სიტყვებს,+ 4 თქვენს მამა-პაპას რომ ვუბრძანე ეგვიპტის მიწიდან,+ რკინის ღუმლიდან,+ მათი გამოყვანის დღეს: დაემორჩილეთ-მეთქი ჩემს ხმას, ყველაფერი ჩემი ბრძანებისამებრ გააკეთეთ;+ თქვენ იქნებით ჩემი ხალხი და მეც ვიქნები თქვენი ღმერთი+ 5 და შევასრულებ-მეთქი თქვენი მამა-პაპისთვის მიცემულ ფიცს,+ რომ მივცემდი მათ მიწას, სადაც რძე და თაფლი მოედინება,+ როგორც ეს დღესაა“».

მივუგე: „ამინ*, ო, იეჰოვა!“

6 კვლავ მითხრა იეჰოვამ: «გამოაცხადე ყველა ეს სიტყვა იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში+ და თქვი: „ისმინეთ ამ შეთანხმების სიტყვები და შეასრულეთ,+ 7 რადგან შევაგონებდი თქვენს მამა-პაპას ეგვიპტის მიწიდან გამოყვანის დღიდან დღემდე,+ ადრე ვდგებოდი და შევაგონებდი, ჩემს ხმას დაემორჩილეთ-მეთქი.+ 8 ისინი კი არ მისმენდნენ, ყურს არ მიგდებდნენ,+ თითოეული თავისი ბოროტი და ჯიუტი გულით დადიოდა,+ ამიტომ მეც მოვაწიე მათზე ამ შეთანხმების ყოველი სიტყვა, რისი შესრულებაც ვუბრძანე, მაგრამ არ შეასრულეს“».

9 კვლავ მითხრა იეჰოვამ: «შეთქმულნი არიან იუდეველები და იერუსალიმის მკვიდრნი.+ 10 ისინი უბრუნდებიან დანაშაულს თავიანთი მამა-პაპისა,+ რომლებმაც პირველად თქვეს უარი ჩემი სიტყვების მორჩილებაზე და გაჰყვნენ სხვა ღმერთებს, მათთვის რომ ემსახურათ.+ ისრაელის სახლი და იუდას სახლი არღვევს ჩემს შეთანხმებას, რომელიც მათ მამა-პაპას დავუდე.+ 11 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „აი, დავატეხ მათ უბედურებას,+ რასაც ვერ დააღწევენ თავს.+ შველას მთხოვენ, მაგრამ არ მოვუსმენ მათ.+ 12 იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის მკვიდრებს მოუწევთ წასვლა და საშველად იმ ღმერთების მოხმობა, რომლებსაც შესაწირავს უბოლებენ,+ მაგრამ არ შეუძლიათ მათი ხსნა უბედურების დროს.+ 13 რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდა,+ და რამდენი ქუჩაც არის იერუსალიმში, იმდენ სამსხვერპლოს უდგამთ სამარცხვინოს;+ დგამთ სამსხვერპლოებს ბაალისთვის შესაწირავის ასაბოლებლად“.+

14 არ ილოცო ამ ხალხისთვის, არ შემევედრო და არ ილოცო,+ რადგან არ მოვუსმენ მათ, როცა გაუბედურებულები მომიხმობენ!+

15 რაღა ესაქმება ჩემს სახლში მას, ვინც მიყვარს,+ ბევრი მათგანი ხომ ბოროტ განზრახვას+ ახორციელებს?!+ განა წმინდა ხორცით აგაცილებენ ისინი ამას,+ როცა უბედურება დაგატყდება?! გაიხარებ იმ დროს?!+ 16 ფოთოლხშირ, მშვენიერ და ლამაზნაყოფიან ზეთისხილის ხეს გიწოდებს იეჰოვა.+ ის დიდი გრგვინვის ხმაზე უკიდებს მას ცეცხლს; ლეწავენ ისინი მის ტოტებს.+

17 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, შენი დამრგველი,+ გეუბნება, რომ უბედურება დაგატყდება ისრაელის სახლისა+ და იუდას სახლის ბოროტების გამო, რომელსაც სჩადიან, რომ შეურაცხმყონ ბაალისთვის შესაწირავის აბოლებით».+

18 იეჰოვამ გამაგებინა და ვიცი. მაშინ დამანახვა მათი საქმეები.+ 19 დასაკლავად წაყვანილი მორჩილი ბატკანივით+ ვიყავი და არ ვიცოდი, რომ ჩემ წინააღმდეგ ბოროტებას იზრახავდნენ:+ „მოდი, მოვსპოთ ხე თავის ნაყოფიანად, მოვკვეთოთ ცოცხალთა ქვეყნიდან,+ რომ აღარ იხსენიებოდეს მისი სახელი“. 20 სიმართლით ასამართლებს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა;+ ის იკვლევს თირკმელებსა და გულს.+ ნეტავ ვნახავდე, როგორ იძიებ შურს მათზე, რადგან შენ განდობ ჩემს სასამართლო საქმეს.+

21 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა ანათოთელების+ წინააღმდეგ, რომლებიც ჩემს სულს დაეძებენ და მეუბნებიან, ნუ წინასწარმეტყველებ იეჰოვას სახელით,+ ჩვენი ხელით რომ არ მოკვდეო; 22 ამიტომ, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „განვიკითხავ მათ. მახვილი მოსპობს ჭაბუკებს,+ მათი ვაჟები და ასულები შიმშილით დაიხოცებიან.+ 23 მცირე ნაწილიც კი არ დარჩება მათგან, რადგან უბედურებას დავატეხ ანათოთელებს+ მათი განკითხვის წელს“.+

12 შენ მართალი ხარ,+ იეჰოვა, როცა ჩემი საჩივრით მოგმართავ, როცა სამართალზე გელაპარაკები. რატომ არის წარმატებული ბოროტი ხალხის გზა?+ რატომ არიან უდარდელად ვერაგი ადამიანები? 2 შენ დარგე ისინი, ფესვს იდგამენ, წინ მიიწევენ და ნაყოფიც გამოაქვთ; მათ პირთან ახლოს ხარ, მათი თირკმელებისგან* კი — შორს.+ 3 იეჰოვა, შენ კარგად მიცნობ,+ შენ მხედავ, ამოწმებ ჩემს გულს, შენთან არის თუ არა.+ გამოაცალკევე ისინი დასაკლავი ცხვარივით+ და დაკვლის დღისთვის გამოარჩიე. 4 როდემდე უნდა ხმებოდეს მიწა+ და ჭკნებოდეს მინდვრის ბალახი?!+ აღიგავნენ მხეცები და ფრინველები იქ მცხოვრებთა ბოროტების გამო,+ რომლებიც ამბობენ, ვერ ხედავსო ის ჩვენს მომავალს.

5 თუ ქვეითებთან ერთად სირბილი გღლის, ცხენებს როგორღა შეეჯიბრები სირბილში?+ იმედიანად ხარ მშვიდობიან ქვეყანაში?+ მაშ, როგორ მოიქცევი დიდებულ ტევრებს შორის იორდანის პირას?+ 6 შენი ძმებიცა და მამაშენის სახლეულობაც ვერაგულად გექცევიან და ხმამაღლა მოგყვირიან.+ ნუ ერწმუნები მათ მხოლოდ იმიტომ, რომ კარგ რამეს გეუბნებიან.+

7 „ვტოვებ ჩემს სახლს,+ ჩემს მემკვიდრეობას;+ მტრებს ვუგდებ ხელში მას, ვინც მიყვარს*.+ 8 ჩემი მემკვიდრეობა ისეა ჩემთვის, როგორც ლომი ტყეში; ხმას იმაღლებს ჩემ წინააღმდეგ, ამიტომაც შემძულდა იგი.+ 9 ჭრელ მტაცებელ ფრინველად მექცა ჩემი მემკვიდრეობა;+ მტაცებელი ფრინველები დასტრიალებენ მას.+ მოდით, შეიკრიბეთ, მინდვრის მხეცებო, სხვებიც მოიყვანეთ საჭმელად.+ 10 ბევრი მწყემსი+ სპობს ჩემს ვენახს+ და თელავს ჩემს ნაკვეთს;+ გაპარტახებულ უდაბნოდ აქცევენ ჩემს სასურველ+ ნაკვეთს. 11 გაპარტახდა+ და გახმა ის, გამიპარტახდა.+ მთელი მიწა გაპარტახდა, რადგან კაციშვილი არ არის ამის გულთან ახლოს მიმტანი.+ 12 უდაბნოს დატკეპნილი გზებით მოდიან მძარცველები. იეჰოვას მახვილი ნთქავს ყველაფერს ქვეყნის კიდით კიდემდე.+ არც ერთ ხორციელს არა აქვს მშვიდობა. 13 ხორბალს თესავენ, მაგრამ ეკალს იმკიან.+ არაქათი ეცლებათ, მაგრამ ამაოდ.+ შეარცხვენთ მათ თავიანთი ნაყოფი, რადგან აენთება იეჰოვას რისხვა მათზე“.

14 აი რას ამბობს იეჰოვა: „ყველა ჩემს ბოროტ მეზობელს,+ რომლებიც ეხებიან იმ სამკვიდროს, ჩემს ხალხს, ისრაელს რომ მივეცი,+ ვძირკვავ თავიანთი მიწიდან.+ იუდას სახლსაც ამოვძირკვავ მათი შუაგულიდან.+ 15 მათი ამოძირკვის შემდეგ კვლავ შევიწყალებ+ და დავაბრუნებ მათ, თითოეულს თავის სამკვიდროში და თითოეულს — თავის მიწაზე“.+

16 „თუ ისინი ჩემი ხალხის გზებს ისწავლიან და ჩემი სახელით დაიფიცებენ,+ ცოცხალიაო იეჰოვა, როგორც ჩემს ხალხს ასწავლეს ბაალის სახელით დაფიცება,+ მაშინ თვითონაც აშენდებიან ჩემს ხალხს შორის.+ 17 მაგრამ თუ არ დამემორჩილებიან, ამოვძირკვავ ამ ხალხს, ამოვძირკვავ და გავანადგურებ“,+ — ამბობს იეჰოვა.

13 აი რა მითხრა იეჰოვამ: „წადი, იყიდე სელის სარტყელი და წელზე შემოირტყი. წყალს ნუ მოახვედრებ“. 2 მეც იეჰოვას სიტყვისამებრ ვიყიდე სარტყელი და წელზე შემოვირტყი. 3 მეორედ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 4 „აიღე შენი ნაყიდი სარტყელი, რომელიც წელზე გაქვს შემორტყმული, ადექი, წადი ევფრატთან+ და კლდის ნაპრალში დამალე“. 5 მეც იეჰოვას ბრძანებისამებრ წავედი და დავმალე ის ევფრატთან.

6 მრავალი დღის შემდეგ კვლავ მითხრა იეჰოვამ: „ადექი, წადი ევფრატთან და აიღე სარტყელი, რომლის დამალვაც გიბრძანე“. 7 მეც წავედი ევფრატთან, ამოვთხარე და ამოვიღე სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დამალული მქონდა და, აი, დამპალიყო სარტყელი, აღარაფრად ვარგოდა.

8 მაშინ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 9 «აი რას ამბობს იეჰოვა: „ასევე დავალპობ იუდას სიამაყეს+ და იერუსალიმის დიდ სიამაყეს. 10 ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ სურს, დაემორჩილოს ჩემს სიტყვებს,+ რომელიც თავისი ჯიუტი გულით დადის+ და სხვა ღმერთებს დაჰყვება, რათა ემსახუროს მათ და ემხობოდეს მათ წინაშე,+ ამ უვარგის სარტყელს დაემსგავსება“. 11 „როგორც სარტყელი ეკვრის კაცის წელს, ასევე მივიკარი ისრაელის მთელი სახლი და იუდას მთელი სახლი,+ — ამბობს იეჰოვა, — რომ ჩემს ხალხად,+ სახელად,+ ქებად და მშვენებად ქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი არ დამემორჩილნენ“.+

12 ეს სიტყვა უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ყოველი დიდი დოქი ღვინით ივსება“.+ ისინი კი გეტყვიან: განა ჩვენ არ ვიცით, რომ ყოველი დიდი დოქი ღვინით ივსებაო?! 13 უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „სიმთვრალით+ ვავსებ ამ მიწის ყველა მკვიდრს, დავითის ტახტზე მსხდომ მეფეებს,+ მღვდლებს, წინასწარმეტყველებსა და იერუსალიმის ყველა მკვიდრს. 14 შევახეთქებ მათ ერთმანეთს, მამებსაც და ვაჟებსაც,+ — ამბობს იეჰოვა. — არ თანავუგრძნობ და არ შევიბრალებ მათ, არ დავინდობ მოსპობისგან“.+

15 ისმინეთ და ყური უგდეთ, ნუ იქნებით ამპარტავნები,+ რადგან თვით იეჰოვა გელაპარაკებათ.+ 16 დიდება მიაგეთ იეჰოვას,+ თქვენს ღმერთს, სანამ დღე დაუბნელებია+ და სანამ ფეხი ფეხზე წამოგიკრავთ ბინდში მთებზე.+ სინათლის მოლოდინში იქნებით,+ ის კი უკუნეთად+ და შავ ღრუბლად+ აქცევს მას. 17 თუ არ გაიგონებთ ამას,+ საფარში იტირებს ჩემი სული თქვენი სიამაყის გამო და ცრემლებად დაიღვრება. ცრემლები იდინებს ჩემი თვალებიდან,+ რადგან იეჰოვას ფარა+ ტყვედ იქნება წაყვანილი.

18 უთხარი მეფეს და დიდგვაროვან ქალბატონს:+ „ძირს დასხედით,+ რადგან მოგძვრებათ თავიდან თქვენი სილამაზის გვირგვინი“.+ 19 იკეტება სამხრეთის ქალაქები და არავინაა მათი გამღები. მთელი იუდა გადასახლებულია, მთლიანად არის გადასახლებული.+

20 თვალები აღაპყარი და შეხედე მათ, ვინც ჩრდილოეთიდან მოდის.+ სად არის შენთვის მოცემული ფარა, შენი მშვენიერი ფარა?+ 21 რას იტყვი, როცა ისინი, ვისაც თავიდან შენ თვითონ ასწავლიდი, როგორც სანდო მეგობრებს,+ განგიკითხავენ?+ განა მშობიარე ქალივით არ შეგიპყრობს მშობიარობის ტკივილები?!+ 22 როცა გულში იტყვი,+ რატომ დამატყდაო თავს ეს ყველაფერი,+ იცოდე, რომ შენი დიდი დანაშაულის გამო შემოგეძარცვა ტანსაცმლის კალთები+ და გეტკინა ქუსლები.

23 თუ შეიცვლის ქუშელი+ თავის კანს ან ჯიქი — თავის ხალებს?!+ მაშინ თქვენც შეძლებთ სიკეთის კეთებას, თქვენც, ვისაც ბოროტების კეთება გაქვთ ნასწავლი.+ 24 უდაბნოს ქარით გატაცებული ნამჯასავით+ გავფანტავ მათ.+ 25 ეს არის შენი წილი, ჩემგან გამოზომილი,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან დამივიწყე+ და სიცრუეზე ამყარებ იმედს.+ 26 სახეზე აგაფარებ შენი ტანსაცმლის კალთებს და გამოჩნდება შენი სირცხვილი,+ 27 შენი მრუშობა+ და ჭიხვინი,+ შენი თავაშვებული მეძაობა. შენს სისაძაგლეებს ვხედავ გორებზეც და მინდორშიც.+ ვაი შენ, იერუსალიმო! არ შეგიძლია სუფთად ყოფნა.+ როდემდე?»+

14 აი იეჰოვას ეს სიტყვა გამოეცხადა იერემიას გვალვაზე:+ 2 გლოვობს იუდა,+ დაცარიელებულია მისი კარიბჭეები.+ მწუხარებისგან მიწამდე დახრილან ისინი,+ ცას სწვდება იერუსალიმის ყვირილი.+ 3 მათი დიდებულები წყალზე გზავნიან მსახურებს.+ მიდიან ისინი წყალსატევებთან, მაგრამ წყალს ვერ პოულობენ,+ ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან. შერცხვენილნი+ და იმედგაცრუებულნი არიან, თავებს იფარავენ.+ 4 წვიმა არ მოდის ქვეყანაში, დასკდა მიწა,+ შერცხვენილნი არიან მიწათმოქმედნი, თავებს იფარავენ.+ 5 იგებს ფურირემი მინდორში, მაგრამ ტოვებს თავის ნაშიერს, რადგან არ არის ქორფა ბალახი. 6 ზებრები+ შიშველ გორებზე გაჩერებულან, ტურებივით ყლაპავენ ქარს, თვალები დაბინდვიათ უბალახობით.+ 7 ჩვენ წინააღმდეგ რომც ამოწმებდეს ჩვენი დანაშაული, იეჰოვა, შენი სახელისთვის იმოქმედე,+ რადგან ბევრ რამეს ჩავდივართ ორგულობით,+ შენ გცოდავთ!+

8 ო, ისრაელის იმედო+ და მხსნელო+ გასაჭირის დროს,+ რატომ დაემსგავსე ხიზანს ამ მიწაზე და მგზავრს, ღამის გასათევად გაჩერებულს?+ 9 რატომ დაემსგავსე გაოგნებულ კაცს ან ისეთ კაცს, რომელიც ძლიერია, მაგრამ შველა არ შეუძლია?+ შენ მაინც ჩვენ შორის ხარ,+ იეჰოვა, და შენი სახელით ვიწოდებით.+ ნუ მიგვატოვებ!

10 აი რას ამბობს იეჰოვა ამ ხალხზე: „უყვართ ხეტიალი,+ ფეხს არ აჩერებენ;+ ამიტომაც არ მოსწონს იეჰოვას ისინი.+ ემახსოვრება მას მათი დანაშაული და მოჰკითხავს მათ ცოდვებს“.+

11 კვლავ მითხრა იეჰოვამ: „არ ილოცო ამ ხალხის სასიკეთოდ!+ 12 არ ვისმენ მათ მუდარას, როცა მარხულობენ,+ არ მსიამოვნებს, როცა მთლიანად დასაწვავი შესაწირავი და მარცვლეული შესაწირავი მოაქვთ;+ მახვილით, შიმშილითა და ჭირით გავწყვეტ მათ“.+

13 მე მივუგე: „ო, უზენაესო უფალო იეჰოვა! წინასწარმეტყველები ეუბნებიან მათ, რომ არ იხილავენ მახვილს, არ იშიმშილებენ, და შენ მისცემ მათ ნამდვილ მშვიდობას ამ ადგილზე“.+

14 მითხრა იეჰოვამ: «სიცრუეს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველები ჩემი სახელით.+ მე არ გამიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, არც კი დავლაპარაკებივარ.+ ცრუ ხილვებს, მკითხაობას, ფუჭ სიტყვებსა+ და თავიანთი გულის მზაკვრობას გადმოგცემენ, როგორც წინასწარმეტყველებას.+ 15 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა წინასწარმეტყველებზე, რომლებიც ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ, მაგრამ მე არ გამიგზავნია, და რომლებიც ამბობენ, არც მახვილი გაივლის და არც შიმშილი იქნებაო ამ მიწაზე: „მახვილითა და შიმშილით მოეღებათ ბოლო ამ წინასწარმეტყველებს.+ 16 ის ხალხი, რომელსაც უწინასწარმეტყველებენ, იერუსალიმის ქუჩებში გადაიყრება შიმშილისა და მახვილის გამო, და არავინ დამარხავს მათ, მათ ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს.+ თავს დავატეხ მათივე უბედურებას“.+

17 უთხარი მათ ეს სიტყვა: „დღე და ღამე განუწყვეტლივ ცრემლად იღვრებოდეს ჩემი თვალები,+ რადგან დიდი დაცემით, მეტისმეტად მტკივნეული დარტყმით+ დაეცა ქალწული, ჩემი ხალხის ასული.+ 18 მინდორში გავალ და, აი, მახვილით დახოცილნი!+ ქალაქში შევალ და, აი, შიმშილით დასნეულებულები!+ უცხო ქვეყნისკენ მიეხეტებიან წინასწარმეტყველიცა და მღვდელიც“».+

19 ნუთუ საბოლოოდ უარყავი იუდა?!+ ნუთუ სიონიც კი შეიზიზღა შენმა სულმა?!+ რატომ დაგვკარი ისე, რომ ვეღარ ვიკურნებით?+ მშვიდობის იმედი გვქონდა, მაგრამ კარგი არაფერი მომხდარა; იმედი გვქონდა, რომ დადგებოდა განკურნების დრო, მაგრამ, აი, ძლიერი შიში!+ 20 ვაღიარებთ, იეჰოვა, ჩვენს ბოროტებას და ჩვენი მამა-პაპის დანაშაულს,+ რადგან გცოდავთ.+ 21 ნუ უგულებელგვყოფ შენი სახელის გულისთვის,+ ნუ მოიძულებ შენს დიდებულ ტახტს.+ გახსოვდეს ჩვენთან დადებული შეთანხმება, ნუ დაარღვევ მას.+ 22 თუ არის ხალხთა უსარგებლო კერპებს+ შორის წვიმის მომყვანი?! განა ცა თავისით იძლევა შხაპუნა წვიმას?!+ განა შენით არა, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო?!+ შენი იმედი გვაქვს, რადგან შენგან არის ეს ყოველივე.+

15 მითხრა იეჰოვამ: «მოსეც+ და სამუელიც+ რომ დამიდგნენ წინ, მაინც არ განვეწყობი* კეთილად ამ ხალხის მიმართ.+ განვდევნი მათ ჩემს თვალთაგან, რომ წავიდნენ.+ 2 თუ გკითხავენ, სად უნდა წავიდეთო, უპასუხე, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „სასიკვდილო ჭირისთვის განწესებულნი — სასიკვდილო ჭირისკენ! მახვილისთვის განწესებულნი — მახვილისკენ! შიმშილისთვის განწესებულნი — შიმშილისკენ!+ ტყვეობისთვის განწესებულნი — ტყვეობაში!“+

3 ოთხ რამეს მოვუვლენ მათ,+ — ამბობს იეჰოვა, — მახვილს მოვუვლენ დასახოცად, ძაღლებს — წასათრევად, ცის ფრინველებსა+ და მიწის მხეცებს — დასაჯიჯგნად და გასანადგურებლად. 4 შიშის ზარად ვაქცევ მათ დედამიწის ყველა სამეფოსთვის+ იუდას მეფე მენაშეს, ხიზკიას ძის გამო და იმის გამო, რაც მან ჩაიდინა იერუსალიმში.+ 5 ვინ შეგიბრალებს, იერუსალიმო? ვინ თანაგიგრძნობს+ და ვინ მოვა შენ მოსაკითხად?

6 შენ თვითონ მტოვებ,+ — ამბობს იეჰოვა, — ზურგს მაქცევ და მშორდები.+ შენ წინააღმდეგ გავიწვდი ხელს და მოგსპობ.+ დავიღალე შენი შებრალებით.+ 7 ფიწლით გავანიავებ+ მათ ამ ქვეყნის კარიბჭეებში; შვილებს დავუხოცავ;+ გავანადგურებ ჩემს ხალხს, რადგან არ მობრუნდნენ თავიანთი გზებიდან.+ 8 ჩემს თვალში ზღვის ქვიშაზე მეტად გამრავლდნენ მათი ქვრივები. შუადღისას+ მივიყვან მძარცველს დედასა და ჭაბუკთან; უეცრად დავცემ მათ შფოთსა და შიშის ზარს.+ 9 დაუძლურებულია შვიდი შვილის მშობელი დედა, სულს ღაფავს.+ ჯერ კიდევ დღისით ჩაესვენა მისი მზე;+ შერცხვენილი და დამდაბლებულია მისი მზე“. „მათგან დარჩენილებს მახვილს მივცემ მტრების წინაშე“,+ — ამბობს იეჰოვა».

10 ვაიმე,+ დედაჩემო, რომ გამაჩინე — კაცი, რომელიც მთელ დედამიწას ეკამათება და ედავება.+ არც სესხი გამიცია და არც არაფერი უსესხებიათ ჩემთვის, მაგრამ ყველანი მე მწყევლიან.+

11 იეჰოვა ამბობს: „მე შეგეწევი.+ უბედურებისა და გაჭირვების დროს+ მტერთან გამოგესარჩლები.+ 12 განა შეძლებს ვინმე რკინის, ჩრდილოეთის რკინის, და სპილენძის დამტვრევას?! 13 შენს სიმდიდრესა და შენს განძს მუქთად დავატაცებინებ+ მთელ შენს მხარეში ყველა შენი ცოდვის გამო.+ 14 უცხო ქვეყანაში გავატან მათ შენს მტრებს.+ ჩემი რისხვის ცეცხლი ანთია,+ თქვენ წინააღმდეგ არის ის ანთებული“.

15 შენ იცი,+ იეჰოვა, გამიხსენე,+ მომხედე და შური იძიე ჩემს მდევნელებზე.+ ნუ დამღუპავ შენი სულგრძელობით.+ ნახე, შენ გამო ვიტან შეურაცხყოფას.+ 16 მივიღე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი;+ შენი სიტყვა ჩემი მხიარულებაა,+ გულის სიხარულია,+ რადგან შენი სახელით ვიწოდები,+ იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო!+ 17 ლაზღანდარების სამეგობროში არ ვზივარ+ და არ ვხარობ.+ შენი ხელის გამო მარტო ვზივარ,+ რადგან რისხვით ამავსე.+ 18 რატომ არ ყუჩდება ჩემი ტკივილი?+ რატომ არ იკურნება ჩემი ჭრილობა,+ დარტყმით მოყენებული? არ იკურნება ის. მატყუარა წყაროს დაემსგავსე ჩემთვის,+ არასაიმედო წყლებს.+

19 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „თუ დაბრუნდები, მიგიღებ;+ ჩემ წინაშე დადგები.+ თუ გამოარჩევ ძვირფასს უფასურისგან, ჩემი ბაგესავით გახდები. ისინი დაგიბრუნდებიან შენ, მაგრამ შენ არ დაუბრუნდები მათ“.

20 „სპილენძის გამაგრებულ გალავნად გაქცევ+ ამ ხალხისთვის. შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ,+ რადგან შენთანა ვარ შენ გადასარჩენად და სახსნელად,+ — ამბობს იეჰოვა. — 21 გიხსნი ბოროტთა ხელიდან+ და ულმობელთა ხელიდან გამოგისყიდი“.

16 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 «ნუ მოიყვან ცოლს და ნუ იყოლიებ ამ ადგილზე ვაჟებსა და ასულებს,+ 3 რადგან აი რას ამბობს იეჰოვა ამ ადგილზე დაბადებულ ვაჟებსა და ასულებზე, მათ მშობელ დედებსა და მამებზე, რომლებსაც ამ ქვეყანაში ეყოლათ ისინი:+ 4 „სნეულებით დაიხოცებიან,+ არც იგლოვებენ მათ+ და არც დამარხავენ.+ ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე;+ მახვილითა და შიმშილით მოეღებათ ბოლო+ და მათი გვამები ცის ფრინველებისა და მიწის მხეცების საჭმელი გახდება“.+

5 აი რას ამბობს იეჰოვა: „ნუ შეხვალ სახლში, სადაც მგლოვიარეთა სუფრაა გაშლილი, ნუ წახვალ საგლოვად და ნუ თანაუგრძნობ მათ“.+

ვართმევ ამ ხალხს ჩემს მშვიდობას, — ამბობს იეჰოვა, — სიკეთესაც* და წყალობასაც;+ 6 დიდიან-პატარიანად დაიხოცებიან ამ მიწაზე. არ დაიმარხებიან+ და არავინ იცემს თავს მათ გამო, არავინ დაისერავს თავს,+ არც თავს გადაიპარსავს.+ 7 ნუგეშსაცემად პურს არ გაუნაწილებენ მკვდრის გამო მგლოვიარეებს,+ არც ნუგეშისცემის სასმისს დაალევინებენ მამის ან დედის გამო.+ 8 არ შეხვიდე სახლში, სადაც ნადიმია გამართული, მათთან ერთად დასაჯდომად და საჭმელ-სასმელად.+

9 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „თქვენ თვალწინ, თქვენს დღეებში შევწყვეტ ამ ადგილზე მხიარულების ხმას და სიხარულის ხმას, ნეფის ხმას და პატარძლის ხმას“.+

10 როცა ყველა ამ სიტყვას გადასცემ ამ ხალხს, ისინი გეტყვიან: რატომ გვიცხადებსო იეჰოვა მთელ ამ უბედურებას? რა დავაშავეთ და რით შევცოდეთო იეჰოვას, ჩვენს ღმერთს?+ 11 მიუგე მათ: „იმიტომ, რომ მიმატოვეს თქვენმა მამებმა,+ — ამბობს იეჰოვა, — და სხვა ღმერთებს მიჰყვებოდნენ, ემსახურებოდნენ და ემხობოდნენ მათ წინაშე,+ მე კი მიმატოვეს და არ დაიცვეს ჩემი კანონი.+ 12 თქვენ კი თქვენს მამებზე უარესად იქცევით,+ თქვენ-თქვენი ბოროტი და ჯიუტი გულებით+ დადიხართ და არ მემორჩილებით.+ 13 ამიტომ გადაგაგდებთ თქვენ ამ მიწიდან+ თქვენთვის და თქვენი მამებისთვის უცხო მიწაზე+ და დღედაღამ სხვა ღმერთების მსახურება+ მოგიწევთ იქ, რადგან არ შეგიწყალებთ“.

14 ამიტომ, აი, დადგება დრო,+ — ამბობს იეჰოვა, — როცა აღარ იტყვიან, ცოცხალიაო იეჰოვა, რომელმაც გამოიყვანაო ისრაელის ძეები ეგვიპტის მიწიდან!+ 15 არამედ იტყვიან: ცოცხალიაო იეჰოვა, რომელმაც გამოიყვანაო ისრაელის ძეები ჩრდილოეთის მიწიდან და ყველა იმ მიწიდან, სადაც გაფანტული ჰყავდა! და მე დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას.+

16 მოვაყვანინებ ბევრ მეთევზეს, — ამბობს იეჰოვა, — და ითევზავებენ მათზე; მერე მოვაყვანინებ ბევრ მონადირეს+ და ინადირებენ მათზე ყველა მთაზე, გორაზე და კლდის ნაპრალებში.+ 17 თვალი მიჭირავს ყველა მათ გზაზე; ვერ დამემალებიან, არც მათი დანაშაულია დამალული ჩემს თვალთაგან.+ 18 პირველ რიგში, მათი დანაშაულისა და ცოდვის გამო მივუზღავ მათ სრულად,+ რადგან შებღალეს ჩემი მიწა;+ თავიანთი სისაძაგლეებისა და საზიზღრობების გვამებით აავსეს ჩემი სამკვიდრო».+

19 ო, იეჰოვა, ჩემო ძალავ და ჩემო სიმაგრევ, ჩემო თავშესაფარო გასაჭირის დღეს,+ შენთან მოვლენ ხალხები დედამიწის კიდეებიდან+ და იტყვიან: „ჩვენმა მამა-პაპამ მართლაც აშკარა სიცრუე დაიმკვიდრა,+ ამაოება და ის, რაც უსარგებლო იყო“.+ 20 განა შეუძლია ადამიანს თავისთვის ღმერთების შექმნა, როცა ისინი ღმერთები არ არიან?!+

21 „ამიტომ, გავაგებინებ მათ, ერთხელ და სამუდამოდ დავანახვებ მათ ჩემს ხელსა და ჩემს ძლევამოსილებას+ და გაიგებენ, რომ იეჰოვაა ჩემი სახელი“.+

17 „რკინის კალმითაა ნაწერი+ იუდას ცოდვა, ალმასის წვერითაა ამოტვიფრული მათი გულის ფიცარზე+ და მათი სამსხვერპლოების რქებზე,+ 2 მათ ვაჟებსაც ახსოვთ სამსხვერპლოები ფოთოლხშირი ხეების გვერდით და მაღალ გორებზე მდგარი წმინდა ბოძები,+ 3 მთებზე მინდვრად. დავატაცებინებ შენს სიმდიდრესა და მთელ შენს განძს,+ დავატაცებინებ შენს მაღლობებს მთელ შენს მხარეში ჩადენილი ცოდვის გამო.+ 4 შენ თვითონ გაუშვი ხელიდან მემკვიდრეობა, რომელიც მოგეცი,+ და მეც შენი მტრების მსახურად გაქცევ უცხო მიწაზე;+ ცეცხლად აგანთოთ ჩემმა რისხვამ.+ მარადიულად იგიზგიზებს ის“.

5 აი რას ამბობს იეჰოვა: „წყეულია ის, ვინც ადამიანზე ამყარებს იმედს,+ ხორციელის მკლავს ენდობა+ და ვისი გულიც შორდება იეჰოვას.+ 6 ხრიოკ მიწაზე მდგომ ერთადერთ ხეს დაემსგავსება ის და ვერ იხილავს სიკეთის მოსვლას;+ დამკვიდრდება უდაბნოს გადახრუკულ ადგილზე, მარილიან მიწაზე, რომელზეც არავინ მკვიდრობს.+ 7 კურთხეულია კაცი, რომელიც იეჰოვაზე ამყარებს იმედს და ენდობა იეჰოვას.+ 8 იქნება ის წყალთან დარგული ხესავით, წყლის ნაკადულთან რომ იდგამს ფესვს; არ იხილავს პაპანაქების დადგომას და ხშირი ფოთლებით შეიმოსება.+ არ შეწუხდება გვალვიან წელს+ და არც ნაყოფის გამოღებას შეწყვეტს.

9 გული ყველაზე ვერაგი და უმართავია.+ ვინ შეიცნობს მას? 10 მე, იეჰოვა, ვიკვლევ გულს+ და ვამოწმებ თირკმელებს,+ რათა თითოეულს თავისი გზისამებრ+ და თავის საქმეთა ნაყოფისამებრ მივუზღა.+ 11 კაცი, რომელიც უსამართლობით იგროვებს სიმდიდრეს, ჰგავს კაკაბს, იმას რომ აგროვებს, რაც არ დაუდვია.+ თავისი დღეების შუაგზაზე მიატოვებს+ მას და ბოლოს უგუნური აღმოჩნდება“.+

12 დიდებული ტახტი დასაბამიდანვე ამაღლებულია;+ ისაა ჩვენი საწმინდრის ადგილსამყოფელი.+ 13 ო, იეჰოვა, ისრაელის იმედო,+ შერცხვება ყველა შენი მიმტოვებელი;+ ჩემგან* განდგომილნი+ მიწის მტვერზე დაიწერებიან, რადგან ტოვებენ ცოცხალი წყლის წყაროს, იეჰოვას.+ 14 განმკურნე, იეჰოვა, და განვიკურნები,+ გადამარჩინე და გადარჩენილი ვიქნები,+ რადგან შენ გაქებ!+

15 აი მეუბნებიან: „სად არის იეჰოვას სიტყვა?+ მოვიდეს!“ 16 არ მიმიტოვებია მწყემსობა და მოგყვებოდი, არ მსურდა უბედური დღის დადგომა. შენ იცი, რასაც ამბობს ჩემი ბაგე, ჩემი სიტყვები შენ თვალწინაა. 17 ნუ შემაძრწუნებ,+ შენა ხარ ჩემი თავშესაფარი უბედურების დროს.+ 18 შერცხვნენ ჩემი მდევნელები,+ მე კი ნუ შევრცხვები!+ დაე, თავზარი დაეცეთ მათ, მე კი ნუ დამეცემა თავზარი! უბედურება დაატეხე მათ,+ ორმაგი დაქცევით დააქციე!+

19 აი რა მითხრა იეჰოვამ: «წადი და დადექი ხალხის ძეთა კარიბჭესთან, საიდანაც შედიან და საიდანაც გადიან იუდას მეფეები, იერუსალიმის ყველა კარიბჭესთან დადექი+ 20 და უთხარი მათ, ისმინეთ-თქო იეჰოვას სიტყვა, იუდას მეფეებო, მთელო იუდა და იერუსალიმის მკვიდრნო, რომლებიც ამ კარიბჭეების გავლით შემოდიხართ!+ 21 აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „იფხიზლეთ თქვენს სულებზე,+ არანაირი ტვირთი არ იტვირთოთ შაბათ დღეს და არ შეიტანოთ იერუსალიმის კარიბჭეებით,+ 22 არ გამოიტანოთ ტვირთი თქვენი სახლებიდან შაბათ დღეს; არანაირი საქმე არ აკეთოთ.+ წმინდა ჰყავით შაბათი დღე, როგორც ვუბრძანე თქვენს მამა-პაპას;+ 23 მაგრამ არ მისმენდნენ ისინი და ყურს არ მიგდებდნენ,+ ჯიუტობდნენ,+ რომ არ მოესმინათ და არ მიეღოთ დარიგება“.+

24 „თუ ყველაფერში დამემორჩილებით,+ — ამბობს იეჰოვა, — შაბათ დღეს არანაირ ტვირთს არ შეიტანთ ამ ქალაქის კარიბჭეებით და წმინდაჰყოფთ შაბათ დღეს+ იმით, რომ ამ დღეს არანაირ საქმეს არ გააკეთებთ,+ 25 მაშინ ამ კარიბჭეების გავლით შევლენ დავითის ტახტზე+ მსხდომი მეფეები და მათი მთავრები,+ ეტლებსა და ცხენებზე ამხედრებულნი; შევლენ მეფეები და მათი მთავრები, იუდას ხალხი და იერუსალიმის მკვიდრნი; და მარადიულად დასახლებული იქნება ეს ქალაქი. 26 მოვა ხალხი იუდას ქალაქებიდან, იერუსალიმის შემოგარენიდან, ბენიამინის მიწიდან,+ ბარიდან,+ მთიდან+ და ნეგებიდან;+ მოიტანენ მთლიანად დასაწვავ შესაწირავს,+ მსხვერპლს,+ მარცვლეულ შესაწირავსა+ და გუნდრუკს,+ და სამადლობელ მსხვერპლს მიიტანენ იეჰოვას სახლში.+

27 მაგრამ თუ არ დამემორჩილებით — არ წმინდაჰყოფთ შაბათ დღეს, მაინც ატარებთ ტვირთს+ და შაბათ დღეს ტვირთით შეხვალთ იერუსალიმის კარიბჭეების გავლით, ცეცხლს დავანთებ მის კარიბჭეებში,+ შთანთქავს ის იერუსალიმის საცხოვრებელ კოშკებს+ და არ ჩაქრება“».+

18 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას: 2 „ადექი, ჩადი მეთუნის+ სახლში და იქ გაგაგონებ ჩემს სიტყვებს“.

3 მეც ჩავედი მეთუნესთან სახლში. მეთუნის ჩარხზე მუშაობდა ის. 4 გაუფუჭდა მეთუნეს ხელში ჭურჭელი, რომელსაც თიხისგან აკეთებდა. მეთუნე ხელმეორედ შეუდგა საქმეს და იგივე თიხისგან სხვა, მეთუნის თვალისთვის მოსაწონი, ჭურჭელი გააკეთა.+

5 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 6 «განა არ შემიძლია ამ მეთუნესავით მოგექცეთ, ისრაელის სახლო?! — ამბობს იეჰოვა. — აი, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო.+ 7 თუ ვიტყვი ხალხისა და სამეფოს წინააღმდეგ, რომ ამოვძირკვავ მას, დავანგრევ და მოვსპობ,+ 8 ის ხალხი კი, რომლის წინააღმდეგაც ვლაპარაკობდი,+ მობრუნდება თავისი ბოროტებისგან, მაშინ მეც გადავიფიქრებ და არ დავატეხ იმ უბედურებას, რის დატეხვასაც ვუპირებდი.+ 9 მაგრამ თუ ვიტყვი ხალხისა და სამეფოს შესახებ, რომ ავაშენებ მას და დავრგავ,+ 10 ის კი ცუდად მოიქცევა ჩემს თვალში და არ დაემორჩილება ჩემს ხმას,+ მაშინ მეც გადავიფიქრებ და არ გავუკეთებ იმ სიკეთეს, რის გაკეთებასაც ვუპირებდი.

11 ახლა უთხარი იუდეველებსა და იერუსალიმის მკვიდრებს, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „უბედურებას გიმზადებთ და ცუდს ვიზრახავ თქვენ წინააღმდეგ.+ მობრუნდით თითოეული თქვენ-თქვენი ბოროტი გზებიდან და გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები!“»+

12 მათ კი თქვეს: „არაფერი გამოვა!+ რადგან ჩვენივე ზრახვებს ავყვებით და თითოეული ჩვენ-ჩვენი ბოროტი და ჯიუტი გულებით ვივლით“.+

13 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „გაიკითხეთ ხალხებში, ვის გაუგონია მსგავსი რამ?! ისრაელის ქალწული საშინელებას სჩადის და ყოველგვარ ზღვარს სცდება.+ 14 განა გაქრება ლიბანის თოვლი ტრიალი მინდვრის კლდიდან?! განა ამოშრება უცხო მიწიდან მდინარი გრილი წყალი?! 15 ჩემმა ხალხმა კი დამივიწყა+ — შესაწირავს უბოლებენ არარაობას,+ აბრკოლებენ ისინი ხალხს მათ გზებზე,+ ძველ ბილიკებზე,+ უსწორმასწორო გზებით რომ ატარონ, 16 რათა გამაოგნებელი+ და სამარადისოდ დასასტვენი გახადონ თავიანთი მიწა;+ ყოველი გამვლელი გაოგნებული შეხედავს მას და თავს გააქნევს.+ 17 აღმოსავლეთის ქარივით გავფანტავ მათ მტრის წინაშე.+ ზურგს ვუჩვენებ მათ მათი უბედურების დროს და არა სახეს“.+

18 მათ თქვეს: „მოდით, რაღაც განვიზრახოთ იერემიას წინააღმდეგ,+ რადგან არ გაუქრება კანონი მღვდელს,+ რჩევა — ბრძენკაცს და სიტყვა — წინასწარმეტყველს.+ მოდით, დავკრათ მას ენით+ და არ მივაქციოთ ყურადღება მის სიტყვებს“.

19 მომხედე, იეჰოვა, და მოუსმინე ჩემი მოწინააღმდეგეების ხმას.+ 20 განა ბოროტებით უხდიან სიკეთისთვის?!+ ორმოს მითხრიან*.+ გახსოვდეს, რომ შენ წინაშე ვიდექი, მათზეც კი კარგი რომ მელაპარაკა და შენი რისხვა ამეცილებინა მათთვის.+ 21 ახლა კი მიეცი მათი ვაჟები შიმშილს+ და გადაეცი ისინი მახვილის ძალას;+ დაე, შვილმკვდარ და ქვრივ ქალებად იქცნენ მათი ცოლები,+ მათი კაცები სასიკვდილო ჭირმა გაწყვიტოს, მათი ჭაბუკები კი მახვილმა დახოცოს ბრძოლაში!+ 22 ყვირილი ისმოდეს მათი სახლებიდან, როცა მოულოდნელად შეასევ მოთარეშე რაზმს,+ რადგან ორმოს თხრიან ჩემ შესაპყრობად და ხაფანგს უგებენ ჩემს ფეხს.+

23 შენ კი, იეჰოვა, იცი ჩემ მოსაკლავად ჩაფიქრებული ყველა მათი ზრახვა.+ ნუ დაფარავ მათ დანაშაულს და ნუ წაშლი მათ ცოდვას შენს თვალთაგან; დაბრკოლდნენ შენ წინაშე!+ ამოქმედდი შენი რისხვის დროს მათ წინააღმდეგ!+

19 აი რა თქვა იეჰოვამ: «წადი და გამოართვი მეთუნეს+ თიხის დოქი. მოუხმე ხალხიდან რამდენიმე უხუცესს და მღვდლებიდანაც რამდენიმე უხუცესს. 2 გადი ჰინომის ძის ველზე,+ რომელიც თიხის ნატეხების კარიბჭის* შესასვლელთანაა, და იქ გამოაცხადე სიტყვები, რომლებსაც გეტყვი.+ 3 თქვი, ისმინეთ-თქო იეჰოვას სიტყვა, იუდას მეფეებო და იერუსალიმის მკვიდრნო,+ აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,+ ისრაელის ღმერთი:

„ისეთ უბედურებას დავატეხ ამ ადგილს, რომ მის გამგონეს ყურები შუილს დაუწყებს,+ 4 რადგან მიმატოვეს,+ ეს ადგილი ისეთი გახადეს, რომ აღარ იცნობა,+ შესაწირავს უბოლებენ აქ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდნენ+ არც თვითონ, არც მათი მამა-პაპა და არც იუდას მეფეები; უდანაშაულოთა სისხლით ავსებენ ამ ადგილს.+ 5 ააშენეს ბაალის მაღლობები, რომ თავიანთი ვაჟები ცეცხლში დაუწვან ბაალს, როგორც მთლიანად დასაწვავი შესაწირავი,+ რაც არც მიბრძანებია, არც მითქვამს+ და გულშიც არ გამივლია“.+

6 „ამიტომ, აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა ამ ადგილს აღარ უწოდებენ თოფეთს+ და ჰინომის ძის ველს,+ არამედ — სასაკლაო ველს. 7 ამ ადგილზე ჩავშლი იუდასა და იერუსალიმის ზრახვას,+ მახვილით დავცემ მათ თავიანთი მტრების წინაშე და მათი სულის მძებნელთა ხელით.+ მათ გვამებს ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივცემ საჭმელად.+ 8 გამაოგნებელსა და დასასტვენს გავხდი ამ ქალაქს.+ ყოველი გამვლელი შეხედავს მას და გაოგნდება; სტვენას მოჰყვებიან მთელი მისი უბედურების გამო.+ 9 საკუთარი ვაჟებისა და ასულების ხორცს ვაჭმევ მათ; თითოეული თავისი მოძმის ხორცს შეჭამს შევიწროებასა და გაჭირვებაში, რომლებშიც მტრები და მათი სულის მძებნელები ჩაყრიან მათ“.+

10 შენთან ერთად წამოსული კაცების თვალწინ დაამსხვრიე დოქი 11 და უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ისევე დავამსხვრევ ამ ხალხსა და ამ ქალაქს, როგორც ამსხვრევს კაცი მეთუნის ჭურჭელს, რომლის გამთელებაც შეუძლებელია;+ თოფეთში+ მანამდე დამარხავენ ხალხს, სანამ იქნება იქ დასამარხი ადგილი“.+

12 ასე მოვექცევი ამ ადგილს, — ამბობს იეჰოვა, — და მის მკვიდრებს, რომ თოფეთს+ დავამსგავსო ეს ქალაქი. 13 თოფეთივით გაუწმინდურდება იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლები,+ გაუწმინდურდება ყველა სახლი, რომლის ბანზეც შესაწირავს უბოლებდნენ ცის მთელ ლაშქარს+ და დასაღვრელ შესაწირავს უღვრიდნენ სხვა ღმერთებს».+

14 წამოვიდა იერემია თოფეთიდან,+ სადაც გაგზავნილი ჰყავდა ის იეჰოვას, რომ ეწინასწარმეტყველა, დადგა იეჰოვას სახლის ეზოში და მიმართა მთელ ხალხს:+ 15 «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აი, დავატეხ ამ ქალაქს და ყველა მის ქალაქს მთელ იმ უბედურებას, რაც მის შესახებ მითქვამს, რადგან გაჯიუტდნენ* და არ ემორჩილებიან ჩემს სიტყვებს“».+

20 მღვდელი ფაშხური, იმერის ძე,+ რომელიც იეჰოვას სახლის მთავარი გამგებელიც იყო,+ უსმენდა იერემიას, როცა ის ამ სიტყვებით წინასწარმეტყველებდა. 2 გაარტყა ფაშხურმა წინასწარმეტყველ იერემიას+ და დაადო მას ხუნდები,+ რომლებიც იეჰოვას სახლში, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან იყო. 3 მეორე დღეს ფაშხურმა მოხსნა იერემიას ხუნდები.+ იერემიამ უთხრა მას:

«აღარ გიწოდებს იეჰოვა+ ფაშხურს, არამედ — შიშს ყოველი მხრიდან.+ 4 აი რას ამბობს იეჰოვა: „შიშად გაქცევ საკუთარი თავისთვის და ყველა შენი მოყვარულისთვის; მტრების მახვილით დაეცემიან+ ისინი შენ თვალწინ;+ მთელ იუდას ბაბილონის მეფის ხელში ჩავაგდებ; ის ბაბილონში გადაასახლებს მათ და მახვილით დახოცავს.+ 5 ამ ქალაქში დაგროვილ მთელ ქონებას, მთელ შრომის ნაყოფს, მთელ ძვირფასეულობასა და იუდას მეფეების მთელ განძეულობას მათ მტრებს ჩავუგდებ ხელში.+ დაიტაცებენ ამ ყველაფერს, აიღებენ და ბაბილონში წაიღებენ.+ 6 შენ კი, ფაშხურ, და შენი სახლის ყველა მკვიდრს ტყვედ წაგასხამენ;+ ჩახვალ ბაბილონში, იქ მოკვდები და დაიმარხები ყველა შენს მოყვარულთან ერთად,+ რადგან სიცრუეს უწინასწარმეტყველებ მათ“».+

7 შენ მომატყუე, იეჰოვა, და მოტყუებული დავრჩი. შენი ძალა ჩემ წინააღმდეგ გამოიყენე და მძლიე.+ მთელი დღე სასაცილოდ მიგდებენ, ყველა დამცინის.+ 8 როგორც კი ლაპარაკს ვიწყებ, ყვირილი აღმომხდება ხოლმე. ძალადობისა და ძარცვის შესახებ ვყვირი.+ იეჰოვას სიტყვის გამო მთელი დღე შეურაცხმყოფენ და მასხრად მიგდებენ.+ 9 ვთქვი, აღარ ვახსენებ მას და მისი სახელით აღარ ვილაპარაკებ-მეთქი.+ ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით ამიგიზგიზდა ის გულში; დავიღალე მისი დაოკებით და ვეღარ მოვითმინე.+ 10 ბევრისგან ცუდი მესმოდა.+ შიში იყო ირგვლივ. „ილაპარაკეთ, რომ ჩვენც ვილაპარაკოთ მის შესახებ“.+ ყველა მოკვდავ ადამიანს, რომელიც მშვიდობას მისურვებს, ჩემი დაკოჭლების ნახვა სწადია:+ „იქნებ მოტყუვდეს,+ რომ ვძლიოთ და შური ვიძიოთ მასზე“. 11 მაგრამ იეჰოვა იყო ჩემთან,+ როგორც ძლიერი და შიშის მომგვრელი მეომარი.+ ამიტომ წაიბორძიკებენ ჩემი მდევნელები და ვერ მძლევენ.+ დიდად შერცხვებიან, რადგან ხელი არ მოემართებათ; დავიწყებას არ მიეცემა მათი მარადიული დამცირება.+

12 შენ კი, ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, ამოწმებ მართლებს;+ შენ ხედავ თირკმელებსა და გულს.+ ნეტავ ვნახავდე, როგორ იძიებ შურს მათზე,+ რადგან შენ განდობ ჩემს სასამართლო საქმეს!+

13 უმღერეთ იეჰოვას! აქეთ იეჰოვა, რადგან ის იხსნის ღარიბის სულს ბოროტმოქმედთა ხელიდან!+

14 დაწყევლილი იყოს ის დღე, როცა დავიბადე! ნუ იქნება კურთხეული დღე, როცა დედაჩემმა გამაჩინა!+ 15 დაწყევლილი იყოს კაცი, რომელმაც მამაჩემს ახარა, ვაჟი, ბიჭი შეგეძინაო და გაახარა იგი.+ 16 დაემსგავსოს ის კაცი იეჰოვას მიერ დამხობილ ქალაქებს, რომლებიც არ დანანებია მას.+ ყვირილი ესმოდეს მას დილით და განგაში — შუადღისას.+

17 რატომ არ მომკლა მან საშვილოსნოში, რომ ჩემს საფლავად ქცეულიყო დედაჩემი და მისი საშვილოსნო მარადიულად ორსული დარჩენილიყო?!+ 18 რატომ გამოვედი საშვილოსნოდან,+ რომ მეხილა გარჯა და მწუხარება,+ და ჩემი დღეები სირცხვილში გამელია?+

21 იეჰოვას სიტყვა+ გამოეცხადა იერემიას, როცა მეფე ციდკიამ+ გაგზავნა მასთან ფაშხური,+ მალქიას ძე, და მღვდელი ცეფანია,+ მაასეიას ძე, და დააბარა: 2 „დაეკითხე ჩვენთვის იეჰოვას,+ რადგან გვეომება ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი.+ იქნებ ადრინდელივით მოიმოქმედოს ჩვენთვის იეჰოვამ საოცარი საქმეები და გაგვეცალოს ნაბუქოდონოსორი“.+

3 იერემიამ მიუგო მათ: «ასე უთხარით ციდკიას, 4 ასე ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „თქვენ წინააღმდეგ შემოვაბრუნებ იმ საომარ იარაღს, ხელში რომ გიჭირავთ და რითაც ებრძვით ბაბილონის მეფესა+ და ქალდეველებს,+ რომლებმაც თქვენს გალავანს ალყა შემოარტყეს; შევაგროვებ მათ ქალაქის შუაგულში.+ 5 მე შეგებრძოლებით+ გაწვდილი ხელითა და ძლიერი მკლავით, რისხვით, მრისხანებითა და დიდი გულისწყრომით.+ 6 დავკრავ ამ ქალაქის მკვიდრებს, კაცსაც და პირუტყვსაც და დიდი ჭირით დაიხოცებიან“.+

7 „ამის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა, — იუდას მეფე ციდკიას, მის მსახურებს, ხალხსა და მათ, ვინც ამ ქალაქში დარჩება, ჭირისგან, მახვილისა და შიმშილისგან გადარჩენილებს, ჩავყრი ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის ხელში, მათი მტრებისა და მათი სულის მძებნელთა ხელში. ის დაჰკრავს მათ მახვილით;+ არ შეიბრალებს მათ, არც თანაუგრძნობს და არც შეიწყალებს“.+

8 ამ ხალხს კი უთხარი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „აი, თქვენ წინაშე ვდებ სიცოცხლის გზას და სიკვდილის გზას.+ 9 ვინც ქალაქში დარჩება, მახვილით, შიმშილითა და ჭირით დაიხოცება,+ ხოლო ვინც გავა და ჩაბარდება ქალდეველებს, რომლებიც ალყაში გაქცევენ, იცოცხლებს; ნადავლად თავისი სული ექნება“.+

10 „მიბრუნებული მაქვს პირი ამ ქალაქისკენ მის საუბედუროდ და არა სასიკეთოდ,+ — ამბობს იეჰოვა. — ხელში ჩაუვარდება ის ბაბილონის მეფეს,+ რომელიც ცეცხლს მისცემს მას“.+

11 ისმინეთ იეჰოვას სიტყვა იუდას მეფის სახლეულობაზე!+ 12 დავითის სახლო,+ აი რას ამბობს იეჰოვა: „სამართლიანი განაჩენი+ გამოიტანეთ ყოველ დილით+ და გამომძალველის ხელიდან დაიხსენით გაძარცული,+ რათა თქვენი ბოროტი საქმეების გამო ცეცხლივით არ გამოვიდეს ჩემი რისხვა+ და არ აგიზგიზდეს, რასაც ვერავინ ჩააქრობს“.+

13 „აი, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, ველის მკვიდრო ქალო,+ ვაკის კლდეო, — ამბობს იეჰოვა. — თქვენც, ვინც ამბობთ, ვინ გამოვაო ჩვენ წინააღმდეგ, ვინ შემოვაო ჩვენს სამყოფელში,+ 14 თქვენც მოგთხოვთ პასუხს+ თქვენი საქმეების ნაყოფისამებრ,+ — ამბობს იეჰოვა. — ცეცხლს გავაჩენ მის ტყეში+ და შთანთქავს ის ყველაფერს მის გარშემო“».+

22 აი რას ამბობს იეჰოვა: «ჩადი იუდას მეფის სასახლეში და იქ თქვი ეს სიტყვა, 2 თქვი, ისმინე-თქო იეჰოვას სიტყვა, დავითის ტახტზე მჯდომო იუდას მეფეო,+ ისმინე შენს მსახურებთან და შენს ხალხთან ერთად, რომლებიც ამ კარიბჭეების გავლით შემოდიხართ.+ 3 აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „ქმენით სამართალი და სიმართლე, გამომძალველის ხელიდან იხსენით გაძარცული; ცუდად ნუ მოექცევით ხიზანს, უმამო ბავშვსა და ქვრივს;+ ნუ ავნებთ+ მათ და ნუ დაღვრით ამ ადგილზე უდანაშაულო სისხლს.+ 4 თუ შეასრულებთ ამ სიტყვას, მაშინ ამ სახლის კარიბჭეთა გავლით შემოვლენ დავითის ტახტზე მსხდომი მეფეები,+ ეტლებსა და ცხენებზე ამხედრებულნი, შემოვა მეფე თავის მსახურებთან და თავის ხალხთან ერთად“.+

5 მაგრამ თუ არ დაემორჩილებით ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვფიცავ,+ — ამბობს იეჰოვა, — გაპარტახდება ეს სახლი.+

6 აი რას ამბობს იეჰოვა იუდას მეფის სახლზე: „გალაადივით ხარ ჩემთვის, ლიბანის მწვერვალივით.+ უდაბნოდ გაქცევ;+ ყველა ქალაქი გაუკაცრიელდება.+ 7 მოგივლენ* ამაოხრებლებს,+ თითოეულს თავისი იარაღით;+ გაგიჩეხენ საუკეთესო კედრებს+ და ცეცხლს მისცემენ.+ 8 მრავალი ხალხი ჩაუვლის ამ ქალაქს და ჰკითხავენ ერთმანეთს, რატომ მოექცაო იეჰოვა ასე ამ დიდ ქალაქს?+ 9 იტყვიან: იმიტომ, რომ მიატოვესო იეჰოვას, თავიანთი ღვთის, შეთანხმება,+ სხვა ღმერთების წინაშე ემხობოდნენ და ემსახურებოდნენო მათ“.+

10 ნუ დაიტირებთ მკვდარს+ და ნუ იგლოვებთ მას; წამსვლელი იტირეთ, რადგან ის ვეღარ დაბრუნდება და ვეღარ იხილავს თავისი ნათესავების მიწას. 11 აი რას ამბობს იეჰოვა იუდას მეფე შალუმზე*,+ იოშიას ძეზე, რომელიც თავისი მამის,+ იოშიას ნაცვლად მეფობს და წასულია ამ ადგილიდან: „ის ვეღარ დაბრუნდება. 12 მოკვდება იმ ადგილზე, სადაც გადაასახლეს, და ვეღარ იხილავს ამ მიწას“.+

13 ვაი მას, ვინც იშენებს სახლს,+ მაგრამ არა სიმართლით, და ზემოთა ოთახებს, მაგრამ არა სამართლიანობით, მუქთად ამუშავებს თავის მოძმეს, გასამრჯელოს არ აძლევს,+ 14 ვინც ამბობს: „ავიშენებ დიდ სახლს, ფართოზემოთაოთახებიანსა+ და განიერსარკმლებიანს. კედრით იქნება ის მოპირკეთებული+ და ალისფერი საღებავით შეღებილი“.+ 15 განა კვლავაც იმეფებ, რადგან კედრით მოგაქვს თავი?! განა მამაშენი არ ჭამდა, არ სვამდა და თან არ აღასრულებდა სამართალსა და სიმართლეს?!+ ამიტომაც მოემართა ხელი.+ 16 ის გამოესარჩლა საწყალსა და ღარიბს სასამართლოში+ და კიდეც მოემართა ხელი. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიცნობდა?! — ამბობს იეჰოვა. — 17 შენ კი თვალი და გული მხოლოდ უკანონო შემოსავლისკენ+ და უდანაშაულო სისხლის ღვრისკენ მიგიწევს,+ ფიქრობ, ვის რა გამოსტყუო და გამოსძალო.

18 ამიტომ, ასე ამბობს იეჰოვა იუდას მეფე იეჰოიაკიმზე,+ იოშიას ძეზე: „არ იგლოვებენ მას, ვაი, ჩემო ძმაო, ვაი, ჩემო დაოო! არ იგლოვებენ მას, ვაი, ბატონო, ვაი მის დიდებასო!+ 19 მამალი ვირივით დაიმარხება ის+ — წაათრევენ და იერუსალიმის კარიბჭეებს იქით გადააგდებენ“.+

20 ადი ლიბანზე+ და იყვირე, ხმა აიმაღლე ბაშანში!+ აბარიმიდან+ იყვირე, რადგან დაეცა ყველა, ვისაც ძლიერ უყვარდი!+ 21 გელაპარაკე, როცა უზრუნველი იყავი,+ შენ კი თქვი, არ დაგემორჩილებიო.+ ასეთია შენი გზა შენი ახალგაზრდობიდან, არ ემორჩილებოდი ჩემს ხმას.+ 22 ქარი დამწყემსავს ყველა შენს მწყემსს.+ ისინი, ვისაც ძლიერ უყვარხარ, ტყვეობაში წავლენ;+ მაშინ შერცხვები და დამცირდები მთელი შენი უბედურების გამო.+ 23 ლიბანში დამკვიდრებულო,+ კედრებში დაბუდებულო,+ ო, რა ოხვრას მოჰყვები, როცა მშობიარობის ტკივილები დაგეწყება,+ როცა მშობიარე ქალის ტკივილები შეგიპყრობს!»+

24 «ცოცხალი ვარ, — ამბობს იეჰოვა, — ქონია*,+ იუდას მეფეო, იეჰოიაკიმის+ ძეო, საბეჭდავი ბეჭედიც+ რომ იყო ჩემს მარჯვენაზე, წაგიძრობდი!+ 25 ჩაგაგდებ მათ ხელში, ვინც შენს სულს დაეძებს+, ვისიც გეშინია და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისა და ქალდეველთა ხელში.+ 26 გადაგაგდებთ შენ და შენს მშობელ დედას+ სხვა ქვეყანაში, სადაც არ დაბადებულხართ, და იქ მოკვდებით.+ 27 ვერ დაბრუნდებიან იმ ქვეყანაში, სადაც სული გაუწევთ.+ 28 ნუთუ არაფრად ჩასაგდები, დამსხვრეული+ ნაკეთობაა ეს კაცი, ქონია?!+ ნუთუ უსარგებლო ჭურჭელია?!+ რატომ უნდა იყოს ის და მისი შთამომავალი დანარცხებული და გადაგდებული უცხო ქვეყანაში?+

29 დედამიწავ, დედამიწავ, დედამიწავ, ისმინე იეჰოვას სიტყვა!+ 30 აი რას ამბობს იეჰოვა: „ჩაწერეთ ეს კაცი, როგორც უშვილო,+ კაცი, რომელსაც თავის სიცოცხლეში ხელი არ მოემართება. მისი შთამომავლებიდან არც ერთს არ მოემართება ხელი,+ რომ დაჯდეს დავითის ტახტზე+ და იმეფოს იუდაში“».

23 „ვაი მწყემსებს, რომლებიც სპობენ და ფანტავენ ჩემი საძოვრის ცხვარს!“+ — ამბობს იეჰოვა.

2 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, იმ მწყემსებზე, რომლებიც მწყემსავენ ჩემს ხალხს: „თქვენ გაფანტეთ ჩემი ცხვარი, მიმოფანტეთ ის და არ აქცევდით მას ყურადღებას“.+

„აი, განგიკითხავთ თქვენი ბოროტი საქმეების გამო“,+ — ამბობს იეჰოვა.

3 „მე თვითონ მოვუყრი თავს ჩემს დარჩენილ ცხვარს ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც გავფანტე ისინი.+ დავაბრუნებ მათ თავიანთ საძოვარზე,+ ინაყოფიერებენ და გამრავლდებიან.+ 4 დავუყენებ მათ მწყემსებს, რომლებიც დამწყემსავენ მათ.+ აღარ შეეშინდებათ, აღარც თავზარი დაეცემათ+ და აღარც დაიკარგებიან“, — ამბობს იეჰოვა.

5 „აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა დავითს აღვუდგენ მართალ ყლორტს.+ იმეფებს მეფე,+ გონივრულად მოიქცევა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს ქვეყანაში.+ 6 მის დროს გადარჩება იუდა+ და უსაფრთხოდ იცხოვრებს ისრაელი.+ აი სახელი, რომელსაც უწოდებენ მას: იეჰოვაა ჩვენი სიმართლე“.+

7 «ამიტომ, აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა აღარ იტყვიან, ცოცხალიაო იეჰოვა, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოიყვანაო ისრაელის ძეები.+ 8 არამედ იტყვიან: „ცოცხალია იეჰოვა, რომელმაც აიყვანა და გამოიყვანა ისრაელის სახლის შთამომავალი ჩრდილოეთის მიწიდან და ყველა იმ მიწიდან, სადაც გაფანტული მყავდაო ისინი“ და იცხოვრებენ თავიანთ მიწაზე».+

9 გული გამიტეხეს წინასწარმეტყველებმა. ყველა ძვალი შემეძრა. იეჰოვამ და მისმა წმინდა სიტყვებმა მთვრალ კაცს დამამსგავსა,+ ღვინომორეულ ვაჟკაცს. 10 მრუშებით+ აივსო ეს ქვეყანა.+ წყევლის გამო გლოვობს მიწა,+ გადახმა საძოვრები უდაბურ ადგილზე.+ ბოროტია მათი საქციელი, თავიანთ ძალას არასწორად იყენებენ.

11 „გაუწმინდურდა წინასწარმეტყველიცა და მღვდელიც.+ ჩემს სახლშიც კი ვპოულობ მათ ბოროტებას,+ — ამბობს იეჰოვა. — 12 ამიტომ მათი გზა სიბნელეში მოლიპულ ადგილს დაემსგავსება,+ სადაც ხელს ჰკრავენ და დაეცემიან“.+

„უბედურებას მოვაწევ მათზე მათი განკითხვის წელს,+ — ამბობს იეჰოვა. — 13 უწესობას ვხედავ სამარიის წინასწარმეტყველთა+ შორის. ისინი ბაალის მიერ აღძრული წინასწარმეტყველები არიან+ და ჩემს ხალხს, ისრაელს ახეტიალებენ.+ 14 საშინელებასა+ და მრუშობას+ ვხედავ იერუსალიმის წინასწარმეტყველთა შორის, და ვხედავ, რომ სიცრუით დადიან;+ ხელს უმართავენ ბოროტმოქმედებს, რომ არ მობრუნდნენ+ თავიანთი ბოროტებიდან. ჩემთვის სოდომივითაა+ ყოველი მათგანი, მისი მკვიდრნი კი — გომორასავით“.+

15 ამიტომ, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა წინასწარმეტყველებზე: „აი, აბზინდას ვაჭმევ მათ და მოწამლულ წყალს დავალევინებ,+ რადგან იერუსალიმის წინასწარმეტყველთაგან ვრცელდება განდგომილება+ მთელ ქვეყანაში“.

16 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „არ მოუსმინოთ იმ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ.+ ამაოებისკენ მიჰყავხართ მათ.+ საკუთარი გულის ხილვას ლაპარაკობენ+ და არა იმას, რაც იეჰოვას ბაგიდან მომდინარეობს.+ 17 მათ, ვინც უპატივცემულოდ მეპყრობა, ისინი კვლავ და კვლავ ეუბნებიან, იეჰოვა ამბობს, მშვიდობა გექნებათო.+ ყველას, თავისი ჯიუტი გულით მოსიარულეს,+ ეუბნებიან, უბედურება არ შეგემთხვევათო.+ 18 ვინ დგას მათ შორის, ვინც ახლოს+ არის იეჰოვასთან, რომ დაინახოს და ისმინოს მისი სიტყვა?+ ვინ უგდებს ყურს მის სიტყვას, რომ გაიგონოს?+ 19 აი, ქარიშხალივით გამოვა იეჰოვას რისხვა, ქარბორბალასავით+ და ბოროტთა თავზე დატრიალდება.+ 20 არ დაცხრება იეჰოვას რისხვა, სანამ არ შეასრულებს,+ სანამ არ აახდენს იმას, რაც მან გულში განიზრახა.+ უკანასკნელ დღეებში დაუკვირდებით ამას და შეიგნებთ.+

21 მე არ გამომიგზავნია ეს წინასწარმეტყველები, ისინი კი გამორბოდნენ; არ მილაპარაკია მათთან, ისინი კი წინასწარმეტყველებდნენ.+ 22 მათ შორის რომ ყოფილიყვნენ ისინი, ვინც ახლოს არიან+ ჩემთან, მაშინ გააგებინებდნენ ჩემს ხალხს ჩემს სიტყვებს, მოაბრუნებდნენ მათ ბოროტი გზიდან და ბოროტი საქმეებისგან“.+

23 „განა მხოლოდ ახლოს ვარ ღმერთი?! განა შორსაც ღმერთი არა ვარ?!“+ — ამბობს იეჰოვა.

24 „განა დამემალება კაცი სამალავში და განა ვერ დავინახავ?!“+ — ამბობს იეჰოვა.

„განა მე არ ვავსებ ცასა და დედამიწას?!+ — ამბობს იეჰოვა. — 25 მესმის, რასაც ამბობენ წინასწარმეტყველები, სიცრუეს რომ წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით:+ სიზმარი ვნახე, სიზმარი ვნახეო!+ 26 როდემდე უნდა ჰქონდეთ ეს გულში წინასწარმეტყველებს, სიცრუის წინასწარმეტყველებს, რომლებიც თავიანთი გულის მზაკვრობას წინასწარმეტყველებენ?+ 27 ცდილობენ, ჩემს ხალხს ჩემი სახელი დაავიწყონ თავიანთი სიზმრებით, რომლებსაც ერთმანეთს უყვებიან,+ როგორც მათმა მამებმა დაივიწყეს ჩემი სახელი ბაალის გამო.+ 28 წინასწარმეტყველმა, რომელმაც სიზმარი ნახა, მოყვეს ის; მან კი, ვისთანაც ჩემი სიტყვაა, სწორად ილაპარაკოს ჩემი სიტყვა“.+

„რა უნდა ბზეს მარცვალთან?“+ — ამბობს იეჰოვა.

29 „განა ცეცხლივით არ არის ჩემი სიტყვა,+ — ამბობს იეჰოვა, — და უროსავით, კლდეს რომ ამტვრევს?!“+

30 „ამიტომაც ვარ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ,+ — ამბობს იეჰოვა, — თითოეული თავის მოძმეს რომ ჰპარავს ჩემს სიტყვას“.+

31 „წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ ვარ, — ამბობს იეჰოვა, — რომლებიც ენას იმისთვის იყენებენ, რომ თქვან, სიტყვა მაქვსო მისგან!“+

32 „ცრუ სიზმრების წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ ვარ, — ამბობს იეჰოვა, — რომლებიც ყვებიან სიზმრებს და ჩემს ხალხს თავიანთი სიცრუითა+ და კვეხნით ახეტიალებენ“.+

„მე არ გამომიგზავნია ისინი, მათთვის არაფერი მიბრძანებია. ვერაფერს არგებენ ამ ხალხს“,+ — ამბობს იეჰოვა.

33 «როცა ეს ხალხი, წინასწარმეტყველი ან მღვდელი გკითხავს, რა არისო იეჰოვას ტვირთი*,+ მაშინ უთხარი მათ: „თქვენ ხართ ტვირთი* და თანაც როგორი!+ მიგატოვებთ მე“,+ — ამბობს იეჰოვა. — 34 იმ წინასწარმეტყველს, მღვდელს ან ხალხს, რომელიც ამბობს, ესაა იეჰოვას ტვირთიო, განვიკითხავ, მასაც და მის სახლეულობასაც.+ 35 აი რას ეკითხება თითოეული თქვენგანი თავის მოძმეს და თავის ძმას: რა გვიპასუხა იეჰოვამ და რა თქვაო იეჰოვამ?+ 36 იეჰოვას ტვირთს+ კი ნუღარ ახსენებთ,+ რადგან ყველას თავისი სიტყვა ექცა ტვირთად.+ თქვენ ცვლით+ ცოცხალი ღვთის, ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ჩვენი ღვთის სიტყვებს.

37 აი რას ჰკითხავ წინასწარმეტყველს: რა გიპასუხაო იეჰოვამ? რა თქვაო იეჰოვამ?+ 38 თუ კვლავ ილაპარაკებთ, აი, იეჰოვას ტვირთიო, მაშინ აი რას ამბობს იეჰოვა: „რადგან ამბობთ, ეს სიტყვა იეჰოვას ტვირთიაო, თუმცა შემოგითვალეთ, ნუ იტყვით, იეჰოვას ტვირთიო, 39 აი, აქა ვარ! საბოლოოდ უგულებელგყოფთ,+ მიგატოვებთ თქვენცა და ქალაქსაც, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამა-პაპას.+ 40 მოგაწევთ მარადიულ სირცხვილსა და დამცირებას, რომელიც არ მიეცემა დავიწყებას“».+

24 მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, იერუსალიმიდან გადაასახლა იუდას მეფე იექონია+ იეჰოიაკიმის ძე,+ იუდას მთავრები, ხელოსნები+ და ბურჯთა მშენებლები, რომ ბაბილონში წაეყვანა ისინი,+ იეჰოვამ მიჩვენა: აი, ორი კალათა ლეღვი იდგა იეჰოვას ტაძრის წინ. 2 ერთ კალათაში ძალიან კარგი ლეღვი იყო, საადრეო ლეღვს+ ჰგავდა, მეორე კალათაში კი — ძალიან ცუდი, იმდენად ცუდი, რომ შეუძლებელი იყო მისი ჭამა.

3 მითხრა იეჰოვამ: „რას ხედავ, იერემია?“ მივუგე: „ლეღვს, რომელიც ძალიან კარგია, და ლეღვს, რომელიც ძალიან ცუდია, იმდენად ცუდი, რომ შეუძლებელია მისი ჭამა“.+

4 მაშინ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 5 „აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: როგორც ამ კარგ ლეღვს, ისე, კარგი თვალით შევხედავ+ იუდადან გადასახლებულებს, რომელთაც ქალდეველთა მიწაზე+ ვგზავნი ამ ადგილიდან. 6 თვალს დავიჭერ მათზე მათივე სასიკეთოდ+ და დავაბრუნებ ამ მიწაზე;+ ავაშენებ და არ დავანგრევ, დავრგავ და არ ამოვძირკვავ.+ 7 მივცემ მათ გულს, რომელიც მიცნობს,+ რომ იეჰოვა ვარ. ისინი იქნებიან ჩემი ხალხი+ და მე ვიქნები მათი ღმერთი, რადგან მთელი გულით დამიბრუნდებიან.+

8 როგორც ცუდ ლეღვს, რომელიც იმდენად ცუდია, რომ შეუძლებელია მისი ჭამა,+ — ამბობს იეჰოვა, — ისე მოვექცევი იუდას მეფე ციდკიას,+ მის მთავრებს, იერუსალიმიდან დარჩენილებს, რომლებიც დარჩნენ ამ მიწაზე,+ და ეგვიპტის მიწაზე მცხოვრებლებს.+ 9 შიშის ზარად ვაქცევ მათ და უბედურებად დედამიწის ყველა სამეფოში,+ სასირცხვილოდ, სალაპარაკოდ, დასაცინად+ და დასაწყევლად+ ყველა იმ ადგილზე, სადაც გავფანტავ მათ.+ 10 მათ წინააღმდეგ გავგზავნი მახვილს,+ შიმშილსა+ და ჭირს,+ სანამ ბოლო არ მოეღებათ იმ მიწაზე, რომელიც მივეცი მათ და მათ მამა-პაპას“.+

25 სიტყვა გამოეცხადა იერემიას იუდას მთელ ხალხზე იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, მეფობის მეოთხე წელს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მეფობის პირველ წელს. 2 ეს სიტყვა იერემია წინასწარმეტყველმა წარმოთქვა იუდას მთელ ხალხზე და იერუსალიმის ყველა მკვიდრზე:

3 «იუდას მეფის, იოშია+ ამონის ძის, მეცამეტე წლიდან დღემდე უკვე ოცდასამი წელიწადია, რაც იეჰოვას სიტყვა არის ჩემთან; გელაპარაკებოდით, ადრე ვდგებოდი და გელაპარაკებოდით, თქვენ კი არ ისმენდით.+ 4 იეჰოვა გიგზავნიდათ თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს, ადრე დგებოდა და გზავნიდა მათ, მაგრამ თქვენ არ ისმენდით,+ ყურს არ უგდებდით.+ 5 გეუბნებოდნენ: „მობრუნდით თითოეული თქვენ-თქვენი ბოროტი გზებიდან და ბოროტი საქმეებისგან+ და იცხოვრეთ მიწაზე, რომელიც იეჰოვამ თქვენ და თქვენს მამა-პაპას დიდი ხნის წინათ მოგცათ, რომ ხანგრძლივად გეცხოვრათ მასზე.+ 6 არ გაჰყვეთ სხვა ღმერთებს, არ ემსახუროთ და არ დაემხოთ მათ წინაშე, რომ არ შეურაცხმყოთ თქვენი ნახელავით და უბედურება არ დაგატეხოთ“.+

7 „თქვენ კი არ მისმენდით, — ამბობს იეჰოვა, — რათა შეურაცხყოფა მოგეყენებინათ ჩემთვის თქვენი ნახელავით თქვენდა საუბედუროდ“.+

8 ამიტომ, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „რადგან არ დაემორჩილეთ ჩემს სიტყვებს, 9 აი, მოვუხმობ და წამოვიყვან ჩრდილოეთის ყველა ტომს,+ — ამბობს იეჰოვა, — მოვუხმობ ჩემს მსახურ ნაბუქოდონოსორსაც,+ ბაბილონის მეფეს, და წამოვიყვან მათ ამ მიწის წინააღმდეგ,+ მის მკვიდრთა წინააღმდეგ და მის მეზობელ ხალხთა წინააღმდეგ.+ გასანადგურებლად განვაწესებ მათ, გამაოგნებელს, დასასტვენს გავხდი+ და სამარადისოდ გავაპარტახებ.+ 10 მოვსპობ მათში სიხარულისა და მხიარულების ხმას,+ ნეფისა და პატარძლის ხმას,+ ხელსაფქვავის ხმასა+ და ლამპრის შუქს.+ 11 მთელი ეს მიწა განადგურდება და გაოგნდებიან მისი შემხედვარენი; ეს ხალხები სამოცდაათი წელი+ ემსახურებიან ბაბილონის მეფეს“.

12 „სამოცდაათი წლის დასრულების შემდეგ+ პასუხს მოვთხოვ ბაბილონის მეფეს და იმ ხალხს,+ — ამბობს იეჰოვა, — მათი დანაშაულის გამო, ასევე ქალდეველთა მიწას,+ და მარადიულად გავაპარტახებ.+ 13 მოვაწევ ამ მიწაზე ყველა ჩემს სიტყვას, რასაც მის წინააღმდეგ ვამბობ, ყველაფერს, რასაც იერემია წინასწარმეტყველებს ყველა ხალხის წინააღმდეგ და ამ წიგნშია ჩაწერილი.+ 14 ვინაიდან მრავალი ხალხი და დიდი მეფეები+ იმორჩილებენ მათ,+ მე მივუზღავ ამ ხალხებსაც და მეფეებსაც თავიანთი საქმეებისამებრ და თავიანთი ნახელავისამებრ“».+

15 აი რა მითხრა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: გამომართვიო რისხვის ღვინით სავსე სასმისი და დაალევინეო ყველა ხალხს, რომელთანაც გგზავნი.+ 16 დალიონ, იბარბაცონ და შეიშალონო იმ მახვილის გამო, რომელსაც ვუგზავნი.+

17 გამოვართვი იეჰოვას სასმისი და დავალევინე ხალხებს, რომლებთანაც იეჰოვამ გამგზავნა:+ 18 იერუსალიმს, იუდას ქალაქებს, მის მეფეებს, მის მთავრებს, რომ განადგურებული, გამაოგნებელი,+ დასასტვენი და დასაწყევლი გამხდარიყვნენ, როგორც ეს დღეს იქნება კიდეც;+ 19 ასევე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, მის მსახურებს, მის მთავრებსა და ყველა მის ხალხს,+ 20 მთელ ჭრელ ხალხს, უცის მიწის+ ყველა მეფეს, ფილისტიმელთა+ მიწის ყველა მეფეს — აშკელონის,+ ღაზის,+ ეკრონის+ და აშდოდში+ დარჩენილთა მეფეებს, 21 ედომს,+ მოაბსა+ და ამონის ძეებს,+ 22 ტვიროსის+ ყველა მეფეს, სიდონის+ ყველა მეფესა და ზღვისპირეთის კუნძულის მეფეებს, 23 დედანს,+ თემას,+ ბუზსა და ყველას, ვისაც საფეთქლებთან თმა აქვს შეკრეჭილი,+ 24 არაბთა+ ყველა მეფესა და უდაბნოში მცხოვრები ჭრელი ხალხის ყველა მეფეს, 25 ზიმრის ყველა მეფეს, ელამის+ ყველა მეფესა და მიდიელთა+ ყველა მეფეს, 26 ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ახლოს მცხოვრებს თუ შორს მცხოვრებს ერთიმეორის მიყოლებით, დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა სხვა სამეფოს; შეშაქის*+ მეფეც დალევს მათ შემდეგ.

27 «უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „დალიეთ, დათვერით, არწყიეთ და ისე დაეცით, რომ ვეღარ ადგეთ+ იმ მახვილის გამო, რომელსაც გიგზავნით“.+ 28 თუ უარს გეტყვიან და არ გამოგართმევენ სასმისს და არ დალევენ, მაშინ უთხარი, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „უეჭველად დალევთ!+ 29 აი, უბედურება უნდა მოვაწიო ქალაქს,+ რომელსაც ჩემი სახელი ეწოდება, და თქვენ როგორღა გადაურჩებით სასჯელს?!“+

„ვერ გადაურჩებით სასჯელს, რადგან მახვილს მოვუხმე დედამიწის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.

30 შენ კი უწინასწარმეტყველებ მათ ყველა ამ სიტყვას და ეტყვი: „ლომივით დაიღრიალებს მაღლიდან იეჰოვა,+ თავისი წმინდა სამყოფლიდან დაიგრგვინებს;+ დაუღრიალებს თავის სამკვიდროს; საწნახელში მწნეხელივით შესძახებს დედამიწის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ“.+

31 „დედამიწის კიდეებს მისწვდება ხმა, რადგან დავა აქვს იეჰოვას ხალხებთან.+ ის თავად განსჯის ყოველ ხორციელს;+ მახვილის ძალას გადასცემს ბოროტებს“,+ — ამბობს იეჰოვა.

32 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „აი, ხალხიდან ხალხში გადადის უბედურება;+ დიდი ქარიშხალი ამოვარდება დედამიწის კიდეებიდან.+ 33 იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე იქნებიან.+ არ იგლოვებენ მათ, არ შეაგროვებენ და არ დამარხავენ,+ ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე“.+

34 იღრიალეთ, მწყემსებო, და იყვირეთ!+ იგორავეთ,+ ფარის დიდებულებო,+ რადგან მოვიდა თქვენი დაკვლისა და გაფანტვის დღეები;+ ძვირფასი ჭურჭელივით დაემხობით!+ 35 თავშესაფარი მოესპოთ მწყემსებს და გასაქცევი — ფარის დიდებულებს.+ 36 ისმინე! მწყემსების ყვირილი და ფარის დიდებულების ღრიალი ისმის, რადგან იეჰოვა ანადგურებს მათ საძოვარს. 37 იეჰოვას მრისხანების გამო უსიცოცხლოდ იქცა მშვიდობიანი საცხოვრებელი ადგილები.+ 38 ის ლომივით გამოვიდა თავისი ბუნაგიდან,+ რადგან გაოგნებას იწვევს მათი მიწა სასტიკი მახვილისა და მისი მრისხანების გამო».+

26 იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, მეფობის დასაწყისში ეს სიტყვა გამოცხადდა იეჰოვასგან: 2 «აი რას ამბობს იეჰოვა: „დადექი იეჰოვას სახლის ეზოში+ და იუდას ყველა ქალაქზე, რომლებიც იეჰოვას სახლში თაყვანსაცემად მოდიან, წარმოთქვი ყველა სიტყვა, რასაც მათთვის სათქმელად გიბრძანებ,+ ერთი სიტყვაც არ დააკლო.+ 3 იქნებ მოგისმინონ და მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან+ და მეც გადავიფიქრო ის უბედურება, რომლის დატეხვასაც ვუპირებ მათ მათი ბოროტი საქმეების გამო.+ 4 უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: თუ არ მომისმენთ და არ ივლით+ ჩემი მოცემული კანონით+ 5 და არ მოისმენთ, რასაც გეუბნებიან ჩემი მსახური წინასწარმეტყველები, რომლებსაც გიგზავნით, ადრე ვდგები და გიგზავნით, მაგრამ არ უსმენთ,+ 6 მაშინ მეც შილოსავით გავხდი ამ სახლს,+ ამ ქალაქს კი დედამიწაზე მცხოვრები ხალხების დასაწყევლად ვაქცევ“».+

7 მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა და მთელმა ხალხმა მოისმინეს სიტყვები, რომლებსაც იერემია წარმოთქვამდა იეჰოვას სახლში.+ 8 როცა იერემიამ დაასრულა მთელი ხალხისთვის იმის გადაცემა, რაც იეჰოვამ უბრძანა, შეიპყრეს ის მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა და მთელმა ხალხმა და უთხრეს: „მოსაკლავი ხარ!+ 9 რატომ წინასწარმეტყველებ იეჰოვას სახელით, შილოსავით+ გახდებაო ეს სახლი, ეს ქალაქი კი გაპარტახდება და გაუკაცრიელდებაო?“ მთელი ხალხი იეჰოვას სახლში იერემიას გარშემო იკრიბებოდა.

10 გაიგეს ეს სიტყვები იუდას მთავრებმაც, მეფის სასახლიდან იეჰოვას სახლში+ ავიდნენ და იეჰოვას ახალი კარიბჭის შესასვლელთან დასხდნენ.+ 11 მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა უთხრეს მთავრებსა და მთელ ხალხს: „ეს კაცი სიკვდილს იმსახურებს,+ რადგან ის წინასწარმეტყველებს ამ ქალაქზე, როგორც მოისმინეთ კიდეც საკუთარი ყურით“.+

12 მაშინ იერემიამ მიმართა მთავრებსა და მთელ ხალხს: „იეჰოვამ გამომგზავნა, რომ მეწინასწარმეტყველებინა ამ სახლსა და ამ ქალაქზე ყველა ის სიტყვა, რაც მოისმინეთ.+ 13 გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები,+ დაემორჩილეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას ხმას და იეჰოვაც გადაიფიქრებს იმ უბედურების მოხდენას, რომელსაც თქვენზე წარმოთქვამს.+ 14 აი, მე თქვენს ხელში ვარ;+ ის მიყავით, რაც კარგი და სწორია თქვენს თვალში;+ 15 ოღონდ იცოდეთ, რომ თუ მომკლავთ, უდანაშაულო სისხლს დაიდებთ თქვენც, ეს ქალაქიც და მისი მკვიდრნიც,+ რადგან ნამდვილად იეჰოვამ გამომგზავნა თქვენთან ყველა ამ სიტყვის სათქმელად“.+

16 მაშინ მთავრებმა+ და მთელმა ხალხმა უთხრეს მღვდლებსა და წინასწარმეტყველებს: „ეს კაცი არ იმსახურებს სიკვდილს,+ რადგან ჩვენი ღვთის, იეჰოვას სახელით გველაპარაკება“.+

17 წამოდგა ქვეყნის ზოგიერთი უხუცესი და მიმართა მთელ კრებულს:+ 18 «მორეშეთელი+ მიქა+ წინასწარმეტყველებდა იუდას მეფე ხიზკიას+ დროს და იუდას მთელ ხალხს ეუბნებოდა, აი რას ამბობსო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მინდორივით გადაიხვნება სიონი,+ ნანგრევების გროვად იქცევა იერუსალიმი,+ ტყიან მაღლობად — ტაძრის მთა“.+ 19 განა მოკლეს იგი იუდას მეფე ხიზკიამ და იუდას ხალხმა?! განა არ შეეშინდა მას იეჰოვასი, გული არ მოულბო იეჰოვას+ და იეჰოვამაც არ გადაიფიქრა იმ უბედურების მოხდენა, რაც მათზე ჰქონდა წარმოთქმული?!+ ასე დიდ უბედურებას მოვუტანთ ჩვენს სულებს.+

20 იყო კიდევ ერთი კაცი, რომელიც იეჰოვას სახელით წინასწარმეტყველებდა — ურია, შემაიას ძე, კირიათ-იეარიმიდან.+ იერემიას სიტყვების მსგავსად ისიც ამ ქალაქისა და ამ მიწის წინააღმდეგ წინასწარმეტყველებდა. 21 მეფე იეჰოიაკიმმა,+ მთელმა მისმა ძლიერმა ხალხმა და მთავრებმა მოისმინეს მისი სიტყვები; მეფემ მოსაკლავად დაუწყო მას ძებნა.+ როგორც კი ეს ურიამ გაიგო, შეეშინდა,+ გაიქცა და ეგვიპტეში ჩავიდა. 22 მეფე იეჰოიაკიმმა კაცები გაგზავნა ეგვიპტეში — ელნათანი, აქბორის ძე,+ და სხვა კაცებიც მასთან ერთად. 23 წამოიყვანეს ეგვიპტიდან ურია და მიჰგვარეს მეფე იეჰოიაკიმს, რომელმაც დაჰკრა მას მახვილი+ და მისი გვამი უბრალო ხალხის სასაფლაოზე დააგდო».

24 ახიკამის,+ შაფანის+ ძის, ხელიც იფარავდა იერემიას, რომ არ ჩავარდნილიყო ხალხის ხელში და არ მოეკლათ იგი.+

27 იუდას მეფე იეჰოიაკიმის, იოშიას+ ძის, მეფობის დასაწყისში ეს სიტყვა გამოეცხადა იერემიას იეჰოვასგან: 2 «აი რა მითხრა იეჰოვამ: „გაიკეთე თოკები და უღელი+ და კისერზე დაიდგი.+ 3 გაუგზავნე ისინი ედომის+ მეფეს, მოაბის+ მეფეს, ამონის ძეების+ მეფეს, ტვიროსის+ მეფესა და სიდონის+ მეფეს იმ მაცნეების ხელით, რომლებიც იერუსალიმში იუდას მეფე ციდკიასთან მოდიან. 4 ეს ბრძანება მიეცი მათ, რომ გადასცენ თავიანთ ბატონებს:

აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+ აი რა უნდა უთხრათ თქვენს ბატონებს: 5 ჩემი ძლიერებითა+ და გაწვდილი მკლავით+ შევქმენი დედამიწა,+ ადამიანები+ და ცხოველები+ დედამიწის ზურგზე, და იმას ვაძლევ, ვისაც საჭიროდ ვთვლი.+ 6 ახლა ყველა ეს ქვეყანა ჩემს მსახურს,+ ბაბილონის მეფე+ ნაბუქოდონოსორს ჩავუგდე ხელში, მინდვრის მხეცებიც მას მივეცი მსახურებად.+ 7 ყველა ხალხი უნდა ემსახუროს მას,+ მის ვაჟსა და მის შვილიშვილს, სანამ მისი ქვეყნის დროც არ მოვა.+ მრავალი ხალხი და დიდი მეფეები დაიმორჩილებენ მას.+

8 თუ რომელიმე ხალხი და სამეფო არ ემსახურება მას, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, და ბაბილონის მეფის უღელს კისერზე არ დაიდგამს, მახვილით,+ შიმშილითა+ და ჭირით+ დავსჯი იმ ხალხს, — ამბობს იეჰოვა, — სანამ მისი ხელით ბოლოს არ მოვუღებ მათ.+

9 თქვენ კი არ მოუსმინოთ თქვენს წინასწარმეტყველებს,+ მკითხავებს, სიზმრების მხილველებს,+ გრძნეულებსა და ჯადოქრებს,+ რომლებიც გეუბნებიან, არ მოგიწევთო ბაბილონის მეფისთვის მსახურება,+ 10 რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი, რათა თქვენი მიწიდან შორს იყოთ წაყვანილნი. გაგფანტავთ და დაიღუპებით.+

11 იმ ხალხს, რომელიც ბაბილონის მეფის უღელს დაიდგამს კისერზე და ემსახურება მას, თავის მიწაზე მოვასვენებ, — ამბობს იეჰოვა, — დაამუშავებენ მას და იცხოვრებენ მასზე“».+

12 იუდას მეფე ციდკიასაც+ ვუთხარი ყველა ეს სიტყვა:+ „კისერზე დაიდგით ბაბილონის მეფის უღელი, ემსახურეთ მას და მის ხალხს და იცოცხლეთ.+ 13 რატომ უნდა დაიხოცოთ შენ და შენი ხალხი მახვილით,+ შიმშილითა+ და ჭირით+ ისე, როგორც ამას იეჰოვა ეუბნება ხალხს, რომელიც ბაბილონის მეფეს არ ემსახურება?! 14 არ მოუსმინოთ იმ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გეუბნებიან: არ მოგიწევთო ბაბილონის მეფისთვის მსახურება;+ სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი.+

15 მე არ გამომიგზავნია ისინი, — ამბობს იეჰოვა, — ცრუდ წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით, რათა გაგფანტოთ+ და დაიღუპოთ+ თქვენც და ის წინასწარმეტყველებიც, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ“.+

16 მღვდლებსა და მთელ ამ ხალხს ვუთხარი, აი რას ამბობს-მეთქი იეჰოვა: „არ მოუსმინოთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ, აი, იეჰოვას სახლის ნივთებს მალე დააბრუნებენო,+ რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი.+ 17 არ მოუსმინოთ მათ. ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და იცოცხლეთ.+ რატომ უნდა განადგურდეს ეს ქალაქი?!+ 18 თუ ისინი წინასწარმეტყველები არიან და იეჰოვას სიტყვაა მათთან, მაშინ შეეხვეწონ ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას,+ რომ იეჰოვას სახლში, იუდას მეფის სასახლესა და იერუსალიმში დარჩენილი ნივთები არ აღმოჩნდეს ბაბილონში“.

19 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა სვეტებზე,+ ზღვაზე,+ საზიდრებსა+ და ქალაქში დარჩენილ ნივთებზე,+ 20 რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს არ წაუღია მაშინ, როცა იუდას მეფე იექონია,+ იეჰოიაკიმის ძე, იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა იუდასა და იერუსალიმის ყველა წარჩინებულთან ერთად;+ 21 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, იეჰოვას სახლში, იუდას მეფის სასახლესა და იერუსალიმში დარჩენილ ნივთებზე:+ 22 „ბაბილონში წაიღებენ მათ+ და იქ დარჩება ისინი იმ დღემდე, სანამ არ გავიხსენებ მათ,+ — ამბობს იეჰოვა. — ავიღებ მათ და ამ ადგილზე დავაბრუნებ“.+

28 იმავე წელს, იუდას მეფე ციდკიას+ მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს, გაბაონელმა+ წინასწარმეტყველმა ხანანიამ,+ აზურის ძემ, იეჰოვას სახლში მღვდლებისა და მთელი ხალხის თვალწინ მითხრა, 2 აი რას ამბობსო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „დავამტვრევ ბაბილონის მეფის უღელს+ 3 და ორ წელიწადში ამ ადგილზე დავაბრუნებ იეჰოვას სახლის ყველა იმ ნივთს, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა+ ამ ადგილიდან წაიღო ბაბილონში მისატანად“. 4 „ამ ადგილზე დავაბრუნებ იუდას მეფე იექონიას,+ იეჰოიაკიმის+ ძეს, და ყველას, ვინც იუდადან ბაბილონშია გადასახლებული,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან დავამტვრევ ბაბილონის მეფის უღელს“.+

5 მიუგო იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს იეჰოვას სახლში მდგომი მღვდლებისა და მთელი ხალხის თვალწინ,+ 6 თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: „ამინ*!+ ასე ქნას იეჰოვამ! იეჰოვამ განამტკიცოს შენი სიტყვები, რომლითაც იწინასწარმეტყველე და დააბრუნოს ამ ადგილზე იეჰოვას სახლის ნივთები და ყველა, ვინც ბაბილონშია გადასახლებული!+ 7 მაგრამ ისმინე ის სიტყვა, რომელსაც შენი და მთელი ამ ხალხის გასაგონად ვამბობ,+ 8 ძველი დროიდან მოყოლებული ჩემზე და შენზე ადრე მცხოვრები წინასწარმეტყველებიც+ მრავალ ქვეყანასა და დიდ სამეფოს უწინასწარმეტყველებდნენ ომს, უბედურებასა და ჭირს.+ 9 როცა მშვიდობის წინასწარმეტყველის სიტყვა სრულდება,+ მაშინ ცხადი ხდება, რომ ის ნამდვილად იეჰოვას გამოგზავნილი წინასწარმეტყველია“.+

10 მაშინ ჩამოხსნა ხანანია წინასწარმეტყველმა იერემია წინასწარმეტყველს კისრიდან უღელი და დაამტვრია.+ 11 შემდეგ კი ხანანიამ+ მთელი ხალხის თვალწინ თქვა, აი რას ამბობსო იეჰოვა:+ „ორ წელიწადში ასევე გადავაგდებ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის უღელს ყველა ხალხის კისრიდან და დავამტვრევ მას“.+ და წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავის გზაზე.+

12 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას+ მას შემდეგ, რაც ხანანია წინასწარმეტყველმა იერემია წინასწარმეტყველს კისრიდან უღელი გადაუგდო და დაუმტვრია: 13 «წადი და უთხარი ხანანიას, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „ხის უღელი+ კი დაამტვრიე, მაგრამ მის ნაცვლად რკინის უღელს გააკეთებ“.+ 14 რადგან აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „რკინის უღელს დავადგამ ყველა ამ ხალხს კისერზე, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს რომ ემსახურონ;+ უნდა ემსახურონ მას.+ მინდვრის მხეცებსაც მას ჩავაბარებ“».+

15 კვლავ უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია+ წინასწარმეტყველს: «მისმინე, ხანანია! იეჰოვას არ გამოუგზავნიხარ, შენ თვითონ აიმედებ ამ ხალხს სიცრუით.+ 16 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „აი, მოგაშორებ მიწის პირიდან. წელსვე მოკვდები,+ რადგან აშკარად ურჩად ლაპარაკობ იეჰოვას წინააღმდეგ“».+

17 იმავე წლის მეშვიდე თვეს მოკვდა ხანანია წინასწარმეტყველი.+

29 ეს არის იმ წერილის სიტყვები, რომელიც იერემია წინასწარმეტყველმა გაუგზავნა იერუსალიმიდან გადასახლებულ ხალხს შორის დარჩენილ უხუცესებს, მღვდლებს, წინასწარმეტყველებსა და მთელ ხალხს, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა,+ 2 მას შემდეგ, რაც მეფე იექონიამ,+ დიდგვაროვანმა ქალბატონმა,+ კარისკაცებმა, იუდასა და იერუსალიმის მთავრებმა,+ ხელოსნებმა და ბურჯთა მშენებლებმა+ დატოვეს იერუსალიმი. 3 ელაშამ, შაფანის+ ძემ, და გემარიამ, ხილკიას ძემ, რომლებიც იუდას მეფე ციდკიამ+ გაგზავნა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან, საკუთარი ხელით გადასცეს მათ ეს წერილი, რომელშიც ეწერა:

4 «აი რას ეუბნება ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ყველა გადასახლებულს, ვინც მან იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა:+ 5 „აიშენეთ სახლები და იცხოვრეთ იქ, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფი.+ 6 მოიყვანეთ ცოლები და გააჩინეთ ვაჟები და ასულები,+ ცოლები შერთეთ თქვენს ვაჟებს და გაათხოვეთ თქვენი ასულები, რათა მათაც გააჩინონ ვაჟები და ასულები; გამრავლდით და არ დაცოტავდეთ. 7 მშვიდობა ეძებეთ იმ ქალაქში, სადაც გადაგასახლეთ და ლოცვით შეავედრეთ იეჰოვას ის, რადგან მისი მშვიდობა თქვენი მშვიდობა იქნება.+ 8 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: არ მოგატყუონ წინასწარმეტყველებმა, თქვენ შორის რომ არიან, და თქვენმა მკითხავებმა;+ არ მოუსმინოთ მათ, ვინც სიზმრებს ხედავენ და ხსნიან მათ,+ 9 რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით. მე არ გამომიგზავნია ისინი“,+ — ამბობს იეჰოვა».

10 «აი რას ამბობს იეჰოვა: „როცა სამოცდაათი წელი შესრულდება ბაბილონში, მაშინ მოგხედავთ+ და განვამტკიცებ ჩემს სასიკეთო სიტყვას და დაგაბრუნებთ ამ ადგილზე“.+

11 „რადგან ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის,+ — ამბობს იეჰოვა, — მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას,+ რომ მომავალი და იმედი მოგცეთ.+ 12 მომიხმობთ, მოხვალთ, ლოცვით მომმართავთ და მეც მოგისმენთ“.+

13 „ძებნას დამიწყებთ და მიპოვით,+ რადგან მთელი გულით დამიწყებთ ძებნას.+ 14 თავს გაპოვნინებთ,+ — ამბობს იეჰოვა, — შევკრებ თქვენს ტყვეებს და გამოგკრებთ ყველა ხალხიდან და ყველა ადგილიდან, სადაც გაგფანტეთ,+ — ამბობს იეჰოვა. — დაგაბრუნებთ იმ ადგილზე, საიდანაც გადაგასახლეთ“.+

15 თქვენ კი ამბობთ, იეჰოვამ წინასწარმეტყველები დაგვიყენაო ბაბილონში.

16 აი რას ეუბნება იეჰოვა დავითის ტახტზე მჯდომ მეფესა+ და ამ ქალაქში მცხოვრებ მთელ ხალხს, თქვენს ძმებს, რომლებიც არ ყოფილან გადასახლებულნი თქვენთან ერთად,+ 17 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „აი, მათ წინააღმდეგ ვგზავნი მახვილს,+ შიმშილსა+ და ჭირს.+ დავამსგავსებ მათ დამსკდარ ლეღვს, რომელიც იმდენად ცუდია, რომ შეუძლებელია მისი ჭამა“.+

18 „მახვილით, შიმშილითა და ჭირით დავედევნები მათ, შიშის ზარად ვაქცევ დედამიწის ყველა სამეფოსთვის,+ გამაოგნებლად, დასასტვენად და შეურაცხყოფად — იმ ხალხებში, რომლებშიც გავფანტავ მათ,+ 19 რადგან არ უსმენენ ჩემს სიტყვას, — ამბობს იეჰოვა, — რომელსაც ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით ვუგზავნი, ადრე ვდგები და ვუგზავნი მათ.+

თქვენ კი არ მისმენთ“,+ — ამბობს იეჰოვა.

20 ისმინე იეჰოვას სიტყვა ყველა გადასახლებულო,+ ვინც იერუსალიმიდან ბაბილონში გაგგზავნეთ,+ 21 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ახაბზე, კოლაიას ძეზე, და ციდკიაზე, მაასეიას ძეზე, რომლებიც სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით:+ „აი, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის ხელში ჩავყრი მათ და ის თქვენ თვალწინ დახოცავს მათ.+ 22 ასეთი წყევლა წამოვა მათ გამო იუდადან ბაბილონში გადასახლებულთა შორის: იეჰოვამ გაგხადოსო ციდკიასავით და ახაბივით,+ რომლებიც ცეცხლზე შეწვაო ბაბილონის მეფემ!+ 23 რადგან უგუნურებას სჩადიან ისრაელში,+ თავიანთი მოძმეების ცოლებთან მრუშობენ+ და ჩემი სახელით ცრუდ ლაპარაკობენ სიტყვას, რომელიც მათთვის არ მიბრძანებია.+

ვიცი ეს და ამის მოწმე ვარ“,+ — ამბობს იეჰოვა».

24 «ნეხელამელ შემაიას+ უთხარი, 25 აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რადგან იერუსალიმში მყოფ მთელ ხალხს, მღვდელ ცეფანიას,+ მაასეიას ძეს, და ყველა მღვდელს შენი სახელით უგზავნი წერილებს+ ასეთი სიტყვებით: 26 „იეჰოვამ დაგაყენა მღვდლად იეჰოიადა მღვდლის ნაცვლად, რათა იეჰოვას სახლის მთავარ ზედამხედველად ექციე+ ყველა შეშლილისა+ და წინასწარმეტყველისთვის, და მათთვის კისერზე და ხელ-ფეხზე ხუნდები დაგედო.+ 27 რატომ არ კიცხავ ანათოთელ იერემიას,+ რომელიც გიწინასწარმეტყველებთ?!+ 28 ამიტომაც შემოგვითვალა მან ბაბილონში: დიდხანს გაგრძელდებაო ეს. აიშენეთ სახლები და იცხოვრეთო იქ, გააშენეთ ბაღები და ჭამეთო მათი ნაყოფი...“».+

29 წაუკითხა ეს წერილი ცეფანია+ მღვდელმა იერემია წინასწარმეტყველს.

30 მაშინ იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას: 31 «შეუთვალე ყველა გადასახლებულს,+ აი რას ამბობს-თქო იეჰოვა ნეხელამელ შემაიაზე: „რადგან გიწინასწარმეტყველებდათ შემაია, თუმცა მე არ გამომიგზავნია ის, და სიცრუით ცდილობდა თქვენს დაიმედებას,+ 32 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: განვიკითხავ ნეხელამელ შემაიასა+ და მის შთამომავლობას.+

კაციშვილი არ ეყოლება ამ ხალხში,+ ვერ ნახავს იმ სიკეთეს, რასაც ჩემს ხალხს გავუკეთებ,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან აშკარად ურჩად ლაპარაკობს იეჰოვას წინააღმდეგ“».+

30 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას: 2 «აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „წიგნში ჩაწერე ყველა ის სიტყვა, რასაც გეტყვი.+ 3 აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა შევკრებ ჩემს დატყვევებულ ხალხს, ისრაელსა და იუდას,+ და დავაბრუნებ იმ მიწაზე, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას, ისინი კვლავაც დაისაკუთრებენ მას“,+ — ამბობს იეჰოვა».

4 აი სიტყვები, რომლებიც იეჰოვამ უთხრა ისრაელსა და იუდას, 5 აი რას ამბობს იეჰოვა: „კანკალის, შიშის ხმა გვესმის,+ არ არის მშვიდობა. 6 იკითხეთ და ნახეთ, თუ შობს მამაკაცი. მაშ, რატომ ვხედავ ყოველ ვაჟკაცს მშობიარე ქალივით+ თეძოებზე ხელებდადებულს და ყველას სახეგაფითრებულს?!+ 7 ვაი, რადგან დიდია ეს დღე,+ არ არის სხვა მისი მსგავსი!+ იაკობის გასაჭირის დროა,+ მაგრამ ის გადაურჩება მას“.

8 „იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — კისრიდან ჩამოვხსნი და დავუმტვრევ უღელს, დავუწყვეტ აპეურებს+ და მეტად აღარ დაიმორჩილებენ მას უცხოები. 9 ისინი ემსახურებიან თავიანთ ღმერთ იეჰოვას და თავიანთ მეფე დავითს,+ რომელსაც მოვუვლენ“.+

10 „ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, — ამბობს იეჰოვა, — და თავზარი ნუ დაგეცემა, ისრაელო,+ რადგან გიხსნი შორეთიდან და ვიხსნი შენს შთამომავლებს მათი ტყვეობის ქვეყნიდან.+ დაბრუნდება იაკობი, მოისვენებს, მშვიდად იქნება და არავინ დააფრთხობს მას“.+

11 „შენთანა ვარ, — ამბობს იეჰოვა, — რომ გიხსნა;+ შევმუსრავ ყველა ხალხს, რომელთა შორისაც გაგფანტე,+ შენ კი არ შეგმუსრავ.+ სამართლიანი დასჯით გამოგასწორებ, დაუსჯელს არ დაგტოვებ“.+

12 აი რას ამბობს იეჰოვა: „უკურნებელია შენი მოტეხილობა;+ არ იკურნება დარტყმით მიყენებული შენი ჭრილობა.+ 13 არავინ გესარჩლება, რომ წყლული მოგიშუშდეს.+ არ არსებობს განსაკურნავი საშუალება, განკურნება შენთვის.+ 14 ყველა შენმა საყვარელმა დაგივიწყა,+ აღარ გეძებენ. მტერივით დაგკარი,+ სასტიკივით დაგსაჯე+ შენი მრავალი დანაშაულის გამო;+ გაგიმრავლდა ცოდვები.+ 15 რატომ ყვირი შენი მოტეხილობის გამო?+ არ ყუჩდება შენი ტკივილი შენი მრავალი დანაშაულის გამო; გაგიმრავლდა ცოდვები.+ მე დაგმართე ეს. 16 ამიტომ შთაინთქმებიან შენი შთამნთქმელები,+ შენი მოწინააღმდეგეები ტყვეობაში წავლენ.+ გაიქურდებიან შენი გამქურდავები და გაიძარცვებიან შენი მძარცველები“.+

17 „განგკურნავ და მოგიშუშებ დარტყმებით მიყენებულ ჭრილობებს,+ — ამბობს იეჰოვა. — განდევნილ ქალს გიწოდებდნენ,+ ეს არის სიონი, რომელსაც არავინ ეძებსო“.+

18 აი რას ამბობს იეჰოვა: „აი, ვაგროვებ იაკობის კარვებიდან დატყვევებულებს,+ შევიბრალებ მის კარვებს. თავის გორაკზე აშენდება ქალაქი+ და თავის ადგილზე იდგება საცხოვრებელი კოშკი.+ 19 სამადლობლისა და სიცილის ხმა გამოვა მათგან.+ გავამრავლებ და არ დაცოტავდებიან,+ რიცხობრივად გავზრდი და უმნიშვნელონი არ გახდებიან.+ 20 მისი ვაჟები ძველებურად იქნებიან, ჩემ წინაშე განმტკიცდება მისი საკრებულო.+ განვიკითხავ ყველა მის მჩაგვრელს.+ 21 მისგან გამოვა მისი დიდებული+ და მისი შუაგულიდან — მისი მმართველი.+ მოვიახლოებ მას და ისიც მომიახლოვდება“.+

„ვინ მისცა გული გირაოდ, რომ მომიახლოვდეს?!+ — ამბობს იეჰოვა. — 22 თქვენ იქნებით ჩემი ხალხი+ და მე ვიქნები თქვენი ღმერთი“.+

23 აი, ქარიშხალივით, ყველაფრის აღმგველი გრიგალივით გამოდის იეჰოვას რისხვა;+ ბოროტთა თავზე დატრიალდება ის.+ 24 არ დაცხრება იეჰოვას მრისხანება, სანამ არ აღასრულებს, სანამ ბოლომდე არ მიიყვანს იმას, რაც გულში განიზრახა.+ უკანასკნელ დღეებში დაუკვირდებით ამას.+

31 „იმ დროს, — ამბობს იეჰოვა, — ისრაელის ყველა ოჯახის ღმერთი ვიქნები, ისინი კი ჩემი ხალხი იქნებიან“.+

2 აი რას ამბობს იეჰოვა: „იმ ხალხმა, რომელიც მახვილს გადაურჩა, წყალობა პოვა უდაბნოში,+ როცა ისრაელი სიმშვიდის მოსაპოვებლად+ მიდიოდა“. 3 შორიდან მეჩვენა იეჰოვა და მითხრა: „მარადიული სიყვარულით შეგიყვარე,+ და ამიტომაც მოგიზიდე სიკეთით*.+ 4 კვლავ აგაშენებ და აშენდები,+ ისრაელის ქალწულო, მოიხდენ შენს დაირებს და გახვალ მოცინართა ცეკვის საცეკვაოდ.+ 5 კვლავ გააშენებ ვენახებს სამარიის მთებზე.+ მევენახეები გააშენებენ მათ და მოიხმარენ.+ 6 დადგება დღე, როცა ყარაულები ეფრემის მთიან მხარეში დაიძახებენ: ადექით, ავიდეთო სიონში იეჰოვასთან, ჩვენს ღმერთთან!“+

7 აი რას ამბობს იეჰოვა: „სიხარულით შესძახეთ იაკობს, იყიჟინეთ ხალხთა შორის პირველებმა!+ გამოაცხადეთ,+ ხოტბა შეასხით და თქვით: იეჰოვა, იხსენიო შენი ხალხი, დარჩენილი ისრაელები!+ 8 აი, გამომყავს ისინი ჩრდილოეთის ქვეყნიდან+ და შევკრებ მათ დედამიწის კიდეებიდან.+ მათ შორის იქნებიან ბრმა და კოჭლი, ორსული და მშობიარე — ყველანი ერთად.+ დიდ კრებულად დაბრუნდებიან აქ.+ 9 ტირილით მოვლენ,+ წყალობის ვედრებით, როცა მოვიყვან მათ. წყალუხვ ხევში ვატარებ მათ,+ სწორი გზით, სადაც არ დაბრკოლდებიან. ისრაელისთვის მამა ვარ,+ ეფრემი კი პირმშოა ჩემი“.+

10 ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, ხალხებო, და შორეულ კუნძულებზე გააცხადეთ:+ „ის, ვინც ფანტავს ისრაელს, შეკრებს მას,+ და როგორც მწყემსი იცავს თავის ფარას, ისე დაიცავს მას.+ 11 იეჰოვა გამოისყიდის იაკობს+ და დაიხსნის მასზე ძლიერის ხელიდან.+ 12 ისინი მოვლენ, სიხარულით შესძახებენ სიონის მაღლობზე+ და გაბრწყინდებიან, რადგან კარგია იეჰოვა,+ გაბრწყინდებიან მარცვლეულის, ახალი ღვინის,+ ზეთისა და ცხვარ-ძროხის+ ნაშიერთა გამო. მათი სული კარგად მორწყულ ბაღს+ დაემსგავსება, მეტად აღარ დასუსტდებიან“.+

13 „მაშინ ცეკვით მოილხენს ქალწული, მოილხენენ ჭაბუკები და მოხუცებულები — ყველანი ერთად.+ გლოვას სიხარულად ვუქცევ, ვანუგეშებ, მწუხარებას გავუქარვებ და გავახარებ მათ.+ 14 მღვდლების სულებს ნოყიერი საკვებით გავაძღობ,+ ჩემი ხალხი კი ჩემი სიკეთით* გაძღება“,+ — ამბობს იეჰოვა.

15 „აი რას ამბობს იეჰოვა: ხმა ისმის რამაში,+ გოდება და მწარე ტირილი,+ თავის ვაჟებს+ დასტირის რახელი.+ არ სურს ნუგეში ვაჟების გამო,+ რადგან აღარ არიან ისინი“.+

16 აი რას ამბობს იეჰოვა: „ნუღარ იტირებ ხმამაღლა და ნუღარ დაღვრი ცრემლს,+ რადგან დაჯილდოვდება შენი საქმე, — ამბობს იეჰოვა, — დაბრუნდებიან ისინი მტრის ქვეყნიდან.+

17 არსებობს შენთვის მომავლის იმედი,+ — ამბობს იეჰოვა, — ვაჟები თავიანთ მხარეში დაბრუნდებიან“.+

18 «მესმის, როგორ გლოვობს თავის თავს ეფრემი:+ „შენ გამომასწორე,+ როგორც გაუწვრთნელი ხბო,+ რათა გამოვსწორებულიყავი. დამაბრუნე და მეც დავბრუნდები,+ რადგან შენა ხარ იეჰოვა, ჩემი ღმერთი.+ 19 მოვბრუნდი და მოვინანიე;+ მას შემდეგ, რაც მიმახვედრეს, თეძოზე დავირტყი ხელი;+ შემრცხვა და დამცირებულად ვიგრძენი თავი,+ რადგან ახალგაზრდობის დროინდელი სირცხვილი მიტარებია“».+

20 „განა ჩემი ძვირფასი ძე და ნალოლიავები შვილი არ არის ეფრემი?!+ რამდენადაც მის წინააღმდეგ ვლაპარაკობდი, იმდენად კარგად გავიხსენებ მას.+ ამიტომ შიგნეული შემეძრა მის გამო.+ უეჭველად შევიბრალებ მას“,+ — ამბობს იეჰოვა.

21 „აღიმართე ნიშნები გზაზე, დაიყენე სანიშნე ბოძები.+ გული დაუდე გზას, რომლითაც უნდა იარო,+ დაბრუნდი, ისრაელის ქალწულო, დაუბრუნდი შენს ქალაქებს!+ 22 როდემდე უნდა უხვევდე ხან აქეთ, ხან იქით,+ ორგულო ასულო?!+ იეჰოვა რაღაც ახალს ქმნის დედამიწაზე: ქალი დასტრიალებს ვაჟკაცს“.

23 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „კიდევ იტყვიან ამ სიტყვას იუდას მიწაზე და მის ქალაქებში, როცა შევკრებ მათ ტყვეებს: იეჰოვამ გაკურთხოსო,+ სიმართლის სამკვიდროვ,+ წმინდა მთაო!+ 24 იქ დამკვიდრდება იუდა და ყველა მისი ქალაქი, იქ დამკვიდრდებიან მიწათმოქმედნი და ფარასთან ერთად მოსიარულენი.+ 25 მე გავაძღობ დაღლილ სულს და ავავსებ ყოველ დასუსტებულ სულს“.+

26 ამაზე გამეღვიძა და გავახილე თვალი. მეამა ძილი.

27 „აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა დავთესავ ისრაელის სახლსა და იუდას სახლს ადამიანისა და პირუტყვის თესლით“.+

28 „როგორც ვფხიზლობდი, რომ ამომეძირკვა, დამექცია, დამენგრია, მომესპო და ზიანი მიმეყენებინა მათთვის,+ ასევე ვიფხიზლებ, რომ ავაშენო და დავრგო ისინი,+ — ამბობს იეჰოვა. — 29 იმ დღეებში აღარ იტყვიან, მამებმა მკვახე ყურძენი ჭამეს და მათ ვაჟებს კბილები მოეკვეთათო;+ 30 ყველა თავისი დანაშაულისთვის მოკვდება.+ ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება“.

31 „აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — და ახალ შეთანხმებას+ დავუდებ ისრაელის სახლსა+ და იუდას სახლს,+ 32 მაგრამ არა ისეთ შეთანხმებას, მათ მამა-პაპას რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე ეგვიპტის მიწიდან გამოსაყვანად,+ და რომელი შეთანხმებაც დაარღვიეს,+ თუმცა მე მათი ქმარი+ ვიყავი“, — ამბობს იეჰოვა.

33 „ეს არის შეთანხმება,+ რომელსაც დავუდებ მათ იმ დროის შემდეგ,+ — ამბობს იეჰოვა. — ჩავუდებ მათ ჩემს კანონს+ და გულებში ჩავუწერ.+ მათი ღმერთი ვიქნები და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან“.+

34 „აღარავინ ასწავლის თავის მოძმეს ან თავის ძმას+ და არ ეტყვის: შეიცანიო იეჰოვა!+ რადგან ყოველ მათგანს, დიდიან-პატარიანად, შეცნობილი ვეყოლები,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვას“.+

35 აი რას ამბობს იეჰოვა, რომელიც მზით ანათებს დღეს,+ ღამის გასანათებლად კი მთვარესა+ და ვარსკვლავებს+ უდგენს წესს,+ რომელიც აღელვებს ზღვას და აბობოქრებს მის ტალღებს,+ და რომლის სახელიც ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა:+ 36 „თუ ეს წესები გაქრება ჩემ წინაშე,+ — ამბობს იეჰოვა, — მაშინ ისრაელის შთამომავლობაც აღარასოდეს იარსებებს ჩემ წინაშე როგორც ერი“.+

37 აი რას ამბობს იეჰოვა: „თუ მაღლა ზეცა გაიზომება და დაბლა დედამიწის საფუძვლები გამოიკვლევა,+ მაშინ მეც უარვყოფ ისრაელის მთელ შთამომავლობას იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ“,+ — ამბობს იეჰოვა.

38 „აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა იეჰოვასთვის აშენდება ქალაქი+ ხანანელის+ კოშკიდან კუთხის კარიბჭემდე.+ 39 ლარი+ გადაიჭიმება გარების გორამდე და გოისკენ გაუხვევს. 40 გვამებისა+ და ქონნარევი ნაცრის+ მთელი ველი, ტერასები კედრონის ხევამდე,+ ცხენის კარიბჭის+ კუთხემდე მზის ამოსავლის მხარეს წმინდა იქნება იეჰოვასთვის;+ მარადიულად არ ამოიძირკვება და არ დაინგრევა“.+

32 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას იუდას მეფე ციდკიას მეფობის მეათე წელს,+ ანუ ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთვრამეტე წელს.+ 2 იმ დროს ბაბილონის მეფის ჯარს იერუსალიმი ალყაში ჰყავდა მოქცეული,+ იერემია წინასწარმეტყველი კი იუდას მეფის სასახლეში, მცველების ეზოში+ იყო დამწყვდეული, 3 იუდას მეფე ციდკიამ დაამწყვდია+ იგი და უთხრა:

„რატომ წინასწარმეტყველებ,+ აი რას ამბობსო იეჰოვა: აი, მე ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს და ის დაიპყრობსო მას;+ 4 თავს ვერ დაიძვრენს იუდას მეფე ციდკია ქალდეველთა ხელიდან, რადგან უეჭველად ხელში ჩაუვარდება ბაბილონის მეფეს, პირისპირ დაელაპარაკება და საკუთარი თვალით იხილავსო მას;+ 5 ის ბაბილონში წაიყვანსო ციდკიას და ის იქ დარჩება, სანამ ყურადღებას არ მივაქცევ მას,+ — ამბობსო იეჰოვა, — თუმცა ებრძვით ქალდეველებს, ხელი არ მოგემართებათო?“+

6 თქვა იერემიამ: «იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა: 7 „აი ხანამელი, მამაშენის ძმის შალუმის ძე, მოდის შენთან, რომ გითხრას: იყიდეო ჩემი მინდორი, ანათოთში+ რომ მაქვს, რადგან შენა გაქვს გამოსყიდვის უფლება“».+

8 იეჰოვას სიტყვისამებრ მოვიდა ჩემთან ხანამელი, მამაჩემის ძმისშვილი, მცველების ეზოში+ და მთხოვა: „იყიდე ჩემი მინდორი, ანათოთში+ რომ მაქვს, ბენიამინის+ მიწაზე, რადგან შენა გაქვს მემკვიდრეობისა და გამოსყიდვის უფლება; იყიდე შენთვის“. მაშინ მივხვდი, რომ ეს იეჰოვას სიტყვა იყო.+

9 მეც ვიყიდე ხანამელისგან,+ მამაჩემის ძმისშვილისგან მინდორი, ანათოთში+ რომ იყო. მივუწონე ფული+ — შვიდი შეკელი და ათი ვერცხლი. 10 დავწერე საბუთი,+ დავბეჭდე,+ მოწმეები მოვიყვანე+ და სასწორზე ფული ავწონე.+ 11 ავიღე ნასყიდობის საბუთი, მცნებისა და წესისამებრ დაბეჭდილი+ და ერთიც — დაუბეჭდავი. 12 მივეცი ნასყიდობის საბუთი ბარუქს,+ მახსეიას ძის ნერიას+ ძეს, ხანამელის, მამაჩემის ძმისშვილის, და მოწმეების თვალწინ, რომლებმაც ხელი მოაწერეს ნასყიდობის საბუთს,+ ასევე ყველა იუდეველის თვალწინ, რომლებიც მცველების ეზოში+ ისხდნენ.

13 მათ თვალწინ ვუბრძანე ბარუქს, 14 «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აიღე ეს საბუთები — როგორც დაბეჭდილი, ისე დაუბეჭდავი ნასყიდობის საბუთი.+ ჩადე ისინი თიხის ჭურჭელში, რათა დიდხანს შეინახოს“. 15 რადგან აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „კვლავ იყიდიან სახლებს, მინდვრებსა და ვენახებს ამ ქვეყანაში“».+

16 მას შემდეგ, რაც ბარუქს,+ ნერიას ძეს,+ ნასყიდობის საბუთი მივეცი, ლოცვით+ მივმართე იეჰოვას: 17 „ო, უზენაესო უფალო იეჰოვა!+ შენი დიდი ძალითა+ და გაწვდილი მკლავით+ შექმენი ცა და დედამიწა. არაფერია შეუძლებელი შენთვის,+ 18 შენ ათასობით ადამიანისადმი სიკეთეს* ავლენ,+ მამების დანაშაულს მათივე შვილებს მიუზღავ უბეში,+ ჭეშმარიტო ღმერთო, დიდებულო,+ ძლიერო,+ ლაშქართა+ ღმერთი იეჰოვაა შენი სახელი;+ 19 დიდებულო განმზრახველო,+ მრავლისმოქმედო,+ თვალები ღია გაქვს ადამიანთა ყველა გზის დასანახავად,+ რათა ყველას თავისი გზისამებრ და საქმეების ნაყოფისამებრ მიაგო;+ 20 შენ დღემდე ახდენ ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის მიწაზე, ისრაელში და სხვა ხალხში,+ სახელი რომ მოიხვეჭო, როგორც დღეს.+ 21 შენ გამოიყვანე შენი ხალხი, ისრაელი, ეგვიპტის მიწიდან+ ნიშნებითა და სასწაულებით,+ ძლიერი ხელით, გაწვდილი მკლავითა და დიდი შიშით.+

22 შენ მიეცი მათ ეს მიწა, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას შეჰფიცე,+ მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ 23 ისინი მოვიდნენ და დაეუფლნენ მას,+ მაგრამ არ დაემორჩილნენ შენს ხმას და არ იარეს შენი კანონით.+ არ შეასრულეს შენი ბრძანებები,+ ამიტომაც დაატეხე მათ მთელი ეს უბედურება.+ 24 აი, მიწაყრილი+ გააკეთა ხალხმა ქალაქის დასაპყრობად;+ მახვილის,+ შიმშილისა+ და ჭირის გამო+ მთელი ქალაქი ხელში ჩაუვარდება ქალდეველებს,+ რომლებიც ებრძვიან მას. სრულდება ის, რაც თქვი, და თვითონაც ხედავ ამას.+ 25 შენ კი, უზენაესო უფალო იეჰოვა, მითხარი, მინდორი იყიდე+ და მოწმეები მოიყვანეო,+ თუმცა ეს ქალაქი ქალდეველებს უნდა ჩაუვარდეს ხელში“.+

26 მაშინ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იერემიას: 27 „მე ვარ იეჰოვა, ყოველი ხორციელის ღმერთი.+ განა არის რაიმე შეუძლებელი ჩემთვის?!+ 28 ამიტომ, ასე ამბობს იეჰოვა: აი, მე ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ქალდეველებსა და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და ის დაიპყრობს მას.+ 29 ქალდეველები, რომლებიც ებრძვიან ამ ქალაქს, შევლენ იქ, ქალაქს ცეცხლს მისცემენ და გადაბუგავენ მას+ და სახლებს, რომელთა ბანებზეც შესაწირავს უბოლებენ ბაალს და დასაღვრელ შესაწირავს სწირავენ სხვა ღმერთებს, რომ შეურაცხმყონ.+

30 ისრაელისა და იუდას ძეები ახალგაზრდობიდანვე იმას აკეთებდნენ, რაც ცუდი იყო ჩემს თვალში;+ ისრაელის ძეები თავიანთი ნახელავით შეურაცხმყოფენ,+ — ამბობს იეჰოვა. — 31 ეს ქალაქი, მისი აშენების დღიდან დღემდე მხოლოდ რისხვასა+ და მრისხანებას იწვევს ჩემში, და მოვიშორებ მას თვალთაგან+ 32 ისრაელისა+ და იუდას+ ძეების მთელი ბოროტების გამო, რომელსაც ისინი სჩადიან, რომ შეურაცხმყონ+ თვითონ, მათმა მეფეებმა,+ მთავრებმა,+ მღვდლებმა+ და წინასწარმეტყველებმა,+ იუდას ხალხმა და იერუსალიმის მკვიდრებმა. 33 ზურგს მაქცევდნენ, სახით არ ბრუნდებოდნენ ჩემკენ;+ ვასწავლიდი, ადრე ვდგებოდი და ვასწავლიდი, მაგრამ არც ერთს არ უნდოდა მოსმენა და ჭკუის სწავლა.+ 34 თავიანთ სისაძაგლეებს დებდნენ იმ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა წაებილწათ ის.+ 35 ჰინომის ძის ველზე+ ბაალის მაღლობები ააშენეს,+ რათა მოლექისთვის+ ცეცხლში გაეტარებინათ+ თავიანთი ვაჟები და ასულები, რაც არ მიბრძანებია+ და არც გულში გამივლია, რომ ეს სისაძაგლე+ ეკეთებინათ და ამით შეეცოდა იუდას.+

36 ახლა აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქზე, რომელზეც ამბობთ, მახვილის, შიმშილისა და ჭირის გამო ბაბილონის მეფეს ჩაუვარდებაო ხელში:+ 37 აი, მე შევკრებ მათ ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც გავფანტავ ჩემი რისხვით, მრისხანებითა და დიდი გულისწყრომით;+ დავაბრუნებ მათ ამ ადგილზე და უსაფრთხოდ ვაცხოვრებ.+ 38 ისინი ჩემი ხალხი იქნებიან+ და მე მათი ღმერთი ვიქნები.+ 39 ერთ გულს+ და ერთ გზას მივცემ, რათა ყოველთვის ეშინოდეთ ჩემი, მათი და მათი ვაჟების სასიკეთოდ.+ 40 სამარადისო შეთანხმებას დავუდებ მათ,+ ზურგს არ შევაქცევ, რათა სიკეთე გავუკეთო.+ ჩემს შიშს ჩავუდებ გულში, რომ არ განმიდგნენ.+ 41 გავიხარებ მათ გამო და სიკეთეს გავუკეთებ,+ ჭეშმარიტებით დავრგავ მათ ამ მიწაზე+ მთელი გულითა და სულით“.

42 „აი რას ამბობს იეჰოვა: როგორც მთელ ამ უბედურებას ვატეხ ამ ხალხს, ასევე მივცემ იმ ყოველივე კარგს, რასაც ვამბობ მათზე.+ 43 მინდვრებს იყიდიან ამ მიწაზე,+ რომელზეც იტყვით: აი გაპარტახებული+ მიწა, სადაც არც კაცი და არც პირუტყვი არ ჭაჭანებს, ქალდეველებს ჩაუვარდაო ის ხელში.+

44 ფულით იყიდიან მინდვრებს, დაწერენ საბუთებს,+ დაბეჭდავენ და მოწმეებს აიყვანენ+ ბენიამინის მიწაზე,+ იერუსალიმის შემოგარენში,+ იუდას ქალაქებში,+ მთისა და ბარის ქალაქებში+ და სამხრეთის ქალაქებში,+ რადგან დავაბრუნებ მათ ტყვეებს,+ — ამბობს იეჰოვა“.

33 მეორედ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იერემიას, როცა ის ჯერ კიდევ მცველების ეზოში+ იყო ჩაკეტილი: 2 «აი რას ამბობს იეჰოვა, დედამიწის შემოქმედი,+ იეჰოვა, მისი შემქმნელი,+ მისი დამფუძნებელი,+ იეჰოვაა მისი სახელი:+ 3 მომიხმე და პასუხს გაგცემ,+ გეტყვი დიდსა და ჩაუწვდომელს, რაც არ იცი“.+

4 „აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქის სახლებსა და იუდას მეფეების სასახლეებზე, რომლებიც დაინგრევა მიწაყრილისა და მახვილის გამო,+ 5 და მათზე, რომლებიც ქალდეველებთან საბრძოლველად მოდიან, რათა არემარე იმ ხალხის გვამებით აივსოს, რომლებსაც რისხვითა და მრისხანებით ვხოცავ,+ და რომელთა ბოროტების გამო სახეს ვმალავ ამ ქალაქისგან:+ 6 აი, განვკურნავ და გამოვაჯანმრთელებ მას;+ განვკურნავ მათ და გავუმჟღავნებ უსაზღვრო მშვიდობასა და ჭეშმარიტებას;+ 7 დავაბრუნებ იუდასა და ისრაელის ტყვეებს+ და ავაშენებ მათ ისევე, როგორც თავდაპირველად;+ 8 განვწმენდ მათ ყველა მათი დანაშაულისგან, რითაც მცოდავენ,+ და ვაპატიებ ყველა მათ დანაშაულს, რითაც მცოდავენ;+ 9 ის სიხარულის სახელად იქცევა ჩემთვის,+ ქებად და სილამაზედ — დედამიწის ყველა ერის წინაშე, რომლებიც გაიგებენ, რა სიკეთეს ვუკეთებ მათ.+ შეეშინდებათ+ და შეშფოთდებიან+ მთელი იმ სიკეთისა და მშვიდობის გამო, რასაც ვაძლევ მას“.+

10 «აი რას ამბობს იეჰოვა: ამ ადგილზე, რომელზეც იტყვით, ეს არის გაპარტახებული მიწა, სადაც არც კაცი და არც პირუტყვი არ ჭაჭანებსო, იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში, რომლებიც გაპარტახებულია,+ სადაც არც კაცია, არც მკვიდრი და არც პირუტყვი, კვლავ გაისმება+ 11 სიხარულისა და მხიარულების ხმა,+ ნეფისა და პატარძლის ხმა, მათი ხმა, ვინც იტყვის: „ადიდეთ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, რადგან კარგია იეჰოვა,+ მარადიულია მისი სიკეთე*!“+

სამადლობელ შესაწირავს მიიტანენ იეჰოვას სახლში,+ რადგან დავაბრუნებ ამ ქვეყნიდან წაყვანილ ტყვეებს, როგორც თავდაპირველად,+ — ამბობს იეჰოვა».

12 „აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: ამ გაპარტახებულ მიწაზე, სადაც არ ჭაჭანებს არც კაცი და არც პირუტყვი,+ და ყველა მის ქალაქში კვლავ ექნებათ მწყემსებს საძოვრები ფარის მოსასვენებლად.+

13 მთისა და ბარის ქალაქებში,+ სამხრეთის ქალაქებში,+ ბენიამინის მიწაზე,+ იერუსალიმის შემოგარენში+ და იუდას ქალაქებში+ ფარა კვლავ დამთვლელის ხელში გაივლის,+ — ამბობს იეჰოვა“.

14 „აი, დადგება დრო,+ — ამბობს იეჰოვა, — როცა შევასრულებ იმ კარგ სიტყვას,+ რომელსაც ვამბობ ისრაელის სახლსა+ და იუდას სახლზე. 15 იმ დღეებში და იმ დროს აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს,+ რომელიც სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს ამ მიწაზე.+ 16 იმ დროს გადარჩება იუდა+ და უსაფრთხოდ იცხოვრებს იერუსალიმი.+ აი რა დაერქმევა მას: იეჰოვაა ჩვენი სიმართლე“.+

17 „აი რას ამბობს იეჰოვა: არ მოაკლდება დავითს ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომი კაცი.+ 18 ლევიან მღვდლებსაც არ მოაკლდებათ კაცი, რომელიც შემომწირავს მთლიანად დასაწვავ შესაწირავს, ამიბოლებს მარცვლეულ შესაწირავს და ყოველთვის შემომწირავს მსხვერპლს“.+

19 კვლავ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იერემიას: 20 „აი რას ამბობს იეჰოვა: თუ შეძლებდით დაგერღვიათ ჩემი შეთანხმება დღესთან და ჩემი შეთანხმება ღამესთან, რომ დღე და ღამე თავის დროზე აღარ შენაცვლებოდა ერთმანეთს,+ 21 მაშინ ჩემს მსახურ დავითთან დადებული ჩემი შეთანხმებაც დაირღვეოდა+ და აღარ ეყოლებოდა ვაჟი, რომელიც მის ტახტზე იმეფებდა;+ იგივე დაემართებოდა ჩემს მსახურებთან, ლევიან მღვდლებთან დადებულ შეთანხმებასაც.+ 22 როგორც აურაცხელია ცის ლაშქარი და განუზომელია ზღვის ქვიშა,+ ასევე გავამრავლებ დავითის, ჩემი მსახურის, შთამომავლებს და ლევიანებს, რომლებიც მემსახურებიან“.+

23 კვლავ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იერემიას: 24 „განა ვერ ხედავ, რას ლაპარაკობს ეს ხალხი, იეჰოვა თავისივე ამორჩეულ ორივე საგვარეულოს+ უარყოფსო?! უპატივცემულოდ ექცევიან ჩემს ხალხს,+ რათა მან, როგორც ერმა, აღარ იარსებოს მათ წინაშე.

25 აი რას ამბობს იეჰოვა: თუ არ დამიდვია შეთანხმება დღესთან და ღამესთან+ და არ დამიდგენია წესები ცისთვის და დედამიწისთვის,+ 26 მაშინ იაკობისა და ჩემი მსახური დავითის შთამომავლებსაც უარვყოფდი,+ რომ აღარ ამეყვანა მისი შთამომავლობიდან მმართველები აბრაამის, ისაკისა და იაკობის შთამომავლებისთვის. შევკრებ მათ ტყვეებს+ და შევიბრალებ მათ“.+

34 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას, როცა ბაბილონის მეფე+ ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ჯარი,+ მისი ქვეშევრდომი ყველა სამეფო დედამიწაზე+ და ყველა ხალხი ებრძოდა იერუსალიმსა და მის ქალაქებს:+

2 „აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას მეფე ციდკიას,+ უთხარი მას, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: ბაბილონის მეფის ხელში ჩავაგდებ ამ ქალაქს+ და ის გადაწვავს მას.+ 3 თავს ვერ დააღწევ მისი ხელიდან, რადგან დაგიჭერენ და მის ხელში ჩაგაგდებენ.+ საკუთარი თვალით იხილავ ბაბილონის მეფეს,+ პირისპირ დაელაპარაკები მას და ბაბილონში მიხვალ. 4 ისმინე იეჰოვას სიტყვა, იუდას მეფე ციდკია!+ აი რას ამბობს შენზე იეჰოვა: არ მოკვდები მახვილით, 5 მშვიდად მოკვდები.+ როგორც შენს მამებს უკმევდნენ, რომლებიც შენამდე მეფობდნენ,+ შენც ისევე გიკმევენ+ და დაგიტირებენ,+ ვაი, ბატონოო,+ რადგან მე ვამბობ ამ სიტყვას, — ამბობს იეჰოვა“.

6 უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ყველა ეს სიტყვა+ იუდას მეფე ციდკიას იერუსალიმში, 7 როცა ბაბილონის მეფის ჯარი ებრძოდა იერუსალიმსა და იუდას დარჩენილ ქალაქებს,+ ლაქიშსა+ და აზეკას,+ რადგან ეს გამაგრებული ქალაქებიღა+ დარჩა აუღებელი იუდას ქალაქებს შორის.+

8 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას მას შემდეგ, რაც მეფე ციდკიამ შეთანხმება დაუდო იერუსალიმში მყოფ მთელ ხალხს, რომ თავისუფლებას გამოუცხადებდა მათ,+ 9 რათა თითოეულს გაეთავისუფლებინა თავისი მსახური თუ მოახლე, ებრაელი+ კაცი თუ ებრაელი ქალი, მსახურად რომ აღარ ჰყოლოდა იუდეველი, თავისი ძმა.+ 10 დაემორჩილნენ ყველა მთავარი+ და მთელი ხალხი, ვისთანაც დადებული იყო შეთანხმება, რომ გაათავისუფლებდა თითოეული თავის მსახურსა თუ მოახლეს და აღარ იყოლიებდა მსახურად; დაემორჩილნენ და გაუშვეს ისინი.+ 11 შემდეგ კი გადაიფიქრეს+ და უკან დაიბრუნეს გათავისუფლებული მსახურები და მოახლეები, კვლავ დაიმორჩილეს ისინი და მსახურებად და მოახლეებად გაიხადეს.+ 12 ამიტომ იეჰოვამ იერემიას იეჰოვას სიტყვა გამოუცხადა:

13 „აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: მე დავუდე შეთანხმება თქვენს მამა-პაპას+ ეგვიპტის მიწიდან,+ მონობის სახლიდან,+ მათი გამოყვანის დღეს და ვუთხარი: 14 შვიდი წლის თავზე თითოეულმა გაუშვას თავისი ძმა,+ ებრაელი,+ რომელმაც თავი მოგყიდა+ და ექვს წელიწადს გემსახურა. გაათავისუფლე და გაუშვი-მეთქი შენგან. მაგრამ თქვენმა მამა-პაპამ არ მისმინა, ყურიც არ მათხოვა.+ 15 თქვენ კი მობრუნდით დღეს და სწორად მოიქეცით ჩემს თვალში, როცა თითოეულმა თავისუფლება გამოუცხადეთ თქვენ-თქვენს მოძმეს და შეთანხმება დადეთ ჩემ წინაშე+ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება.+ 16 მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეთ,+ შებღალეთ ჩემი სახელი+ და თითოეულმა უკან დაიბრუნეთ თქვენ-თქვენი მსახურები და მოახლეები, რომლებიც გაათავისუფლეთ მათი სულის სურვილისამებრ, დაიმორჩილეთ ისინი და მსახურებად და მოახლეებად გაიხადეთ.+

17 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: თქვენ არ დამემორჩილეთ და არ გამოუცხადეთ თავისუფლება+ თქვენ-თქვენს ძმასა და მოძმეს. აი, მე გიცხადებთ თავისუფლებას,+ — ამბობს იეჰოვა, — მახვილისთვის,+ ჭირისთვის+ და შიმშილისთვის.+ შიშის ზარად გაქცევთ დედამიწის ყველა სამეფოსთვის.+ 18 ჩემი შეთანხმების დამრღვევებს,+ რომლებმაც არ დაიცვეს იმ შეთანხმების სიტყვები, რომელიც ხბოს ორად გაჭრისას+ და მის ნაჭრებს შორის გავლისას დადეს ჩემ წინაშე,+ 19 იუდას მთავრებსა და იერუსალიმის მთავრებს,+ კარისკაცებს, მღვდლებსა და ამ მიწაზე მცხოვრებ მთელ ხალხს, რომლებმაც გაიარეს ხბოს ნაჭრებს შორის, 20 ჩავაგდებ მათი მტრების ხელში და მათი სულის მძებნელთა ხელში.+ მათი გვამები ცის ფრინველებისა და მიწის მხეცების საჭმელი გახდება.+ 21 იუდას მეფე ციდკიასა+ და მის მთავრებს მტრების ხელში ჩავაგდებ, მათი სულის მძებნელებისა და ბაბილონის მეფის ჯარის ხელში,+ რომელიც უკან იხევს თქვენგან.+

22 აი, მე ვბრძანებ, — ამბობს იეჰოვა, — და დავაბრუნებ მათ ამ ქალაქში,+ გაილაშქრებენ მის წინააღმდეგ, დაიპყრობენ და გადაწვავენ მას.+ გავაპარტახებ იუდას ქალაქებს და გავაუკაცრიელებ“.+

35 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, დროს: 2 „წადი რექაბელთა+ სახლში, დაელაპარაკე მათ და მიიყვანე იეჰოვას სახლის ერთ-ერთ სასადილო ოთახში და ღვინო დაალევინე“.

3 მეც წამოვიყვანე იააზანია, ხაბაცინიას ძის იერემიას ძე, მისი ძმები, ყველა მისი ვაჟი და რექაბელთა მთელი სახლეულობა. 4 მივიყვანე ისინი იეჰოვას სახლში, ჭეშმარიტი ღვთის კაცის, იგდალიას ძის, ხანანის ძეების სასადილო ოთახში,+ რომელიც მაასეიას, კარის მცველ შალუმის+ ძის, სასადილო ოთახის ზემოთ მდებარე მთავრების სასადილო ოთახის გვერდით იყო. 5 რექაბელთა სახლის ძეებს ღვინით სავსე ფიალები და თასები დავუდგი და ვუთხარი: „დალიეთ ღვინო“.

6 მათ კი მომიგეს: «ვერ დავლევთ ღვინოს, რადგან იონადაბმა, რექაბის+ ძემ, ჩვენმა წინაპარმა, გვიბრძანა: „არასოდეს დალიოთ ღვინო, არც თქვენ და არც თქვენმა ვაჟებმა.+ 7 სახლები არ აიშენოთ, თესლი არ დათესოთ; არც ვენახი გააშენოთ, არც დაეპატრონოთ მას. მთელი სიცოცხლე კარვებში იცხოვრეთ, რათა დღეგრძელი იყოთ იმ მიწის პირზე, რომელზეც ხიზნობთ“.+ 8 ამიტომ, ჩვენც ვემორჩილებით ჩვენი წინაპრის იეჰონადაბის, რექაბის ძის, ხმას ყველაფერში, რაც გვიბრძანა,+ და არ ვსვამთ ღვინოს მთელი ჩვენი სიცოცხლე არც ჩვენ, არც ჩვენი ცოლები, არც ჩვენი ვაჟები და არც ჩვენი ასულები;+ 9 არ ვიშენებთ სახლებს საცხოვრებლად, რომ არც ვენახი გვქონდეს, არც ყანა და არც თესლი. 10 კარვებში ვცხოვრობთ, ვემორჩილებით და ვასრულებთ ყველაფერს, რაც ჩვენმა წინაპარმა, იონადაბმა+ გვიბრძანა.+ 11 მაგრამ როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ამ ქვეყნის წინააღმდეგ გამოვიდა,+ ვთქვით: მოდი, შევიდეთ იერუსალიმში ქალდეველთა ჯარისა და სირიელთა ჯარის გამო, და იერუსალიმში ვიცხოვროთ».+

12 კვლავ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იერემიას: 13 „აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას ხალხსა და იერუსალიმის მკვიდრებს: განა მუდმივად არ გესმით მოწოდება, რომ დაემორჩილოთ ჩემს სიტყვებს?!+ — ამბობს იეჰოვა. — 14 სრულდება იეჰონადაბის, რექაბის+ ძის სიტყვები, რომლებიც მან თავის ძეებს უბრძანა, არ დაელიათ ღვინო, და ისინიც დღემდე არ სვამენ ღვინოს, რადგან თავიანთი წინაპრის ბრძანებას ემორჩილებიან.+ მე კი გელაპარაკებით, ადრე ვდგები და გელაპარაკებით,+ მაგრამ არ მემორჩილებით.+ 15 გიგზავნიდით ყველა ჩემს მსახურს, წინასწარმეტყველებს,+ ადრე ვდგებოდი, გიგზავნიდით მათ და გეუბნებოდით: მობრუნდით-მეთქი თითოეული თქვენი ბოროტი გზიდან+ და გამოასწორეთ თქვენი საქმეები,+ ნუ გაჰყვებით სხვა ღმერთებს, რომ ემსახუროთ მათ.+ იცხოვრეთ მიწაზე, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამა-პაპას.+ მაგრამ თქვენ ყური არ მათხოვეთ და არ მომისმინეთ.+ 16 რექაბის+ ძის, იეჰონადაბის ძეები ასრულებენ თავიანთი წინაპრის ბრძანებას,+ ეს ხალხი კი არ მისმენს“.+

17 „ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი, ისრაელის ღმერთი: მოვაწევ იუდაზე და იერუსალიმის ყველა მკვიდრზე მთელ იმ უბედურებას, რომელიც მათზე წარმოვთქვი,+ რადგან ველაპარაკებოდი და არ მისმენდნენ, ვეძახდი და არ მპასუხობდნენ“.+

18 უთხრა იერემიამ რექაბელთა სახლეულობას: «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „რადგან ემორჩილებით თქვენი წინაპრის, იეჰონადაბის ბრძანებას,+ კვლავაც იცავთ ყველა მის ბრძანებას და ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც მან გიბრძანათ,+ 19 ამიტომ, ასე ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: არ მოაკლდება იონადაბს, რექაბის ძეს, მუდამ ჩემ წინაშე+ მდგომი კაცი“».+

36 იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, მეფობის მეოთხე წელს იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას: 2 „აიღე გრაგნილი+ და დაწერე მასზე ყველა სიტყვა,+ რომელსაც ისრაელის, იუდას+ და ყველა ხალხის წინააღმდეგ გეუბნები+ იმ დღიდან, რაც პირველად დაგელაპარაკე, იოშიას დროიდან დღემდე.+ 3 იქნებ მოისმინოს იუდას სახლმა, რა უბედურების დატეხვას ვუპირებ,+ რომ მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან,+ რათა ვაპატიო დანაშაული და ცოდვა“.+

4 მოუხმო იერემიამ ბარუქს,+ ნერიას ძეს, რათა გრაგნილზე დაეწერა ბარუქს იერემიას პირით წარმოთქმული იეჰოვას ყოველი სიტყვა, რომელიც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.+ 5 შემდეგ იერემიამ ბარუქს დაავალა: „ჩაკეტილი ვარ, არ შემიძლია იეჰოვას სახლში შესვლა;+ 6 შედი იეჰოვას სახლში და მარხვის დღეს+ ხალხის გასაგონად ხმამაღლა წაიკითხე ის გრაგნილი, რომელშიც ჩემი პირით წარმოთქმული იეჰოვას სიტყვებია+ ჩაწერილი; ხმამაღლა წაიკითხე+ იუდას მთელი ხალხის გასაგონადაც, რომლებიც თავიანთი ქალაქებიდან არიან მოსული. 7 იქნებ მისწვდეს იეჰოვას მათი ვედრება+ და მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან,+ რადგან დიდია რისხვა და მრისხანება, რასაც იეჰოვა ამ ხალხის წინააღმდეგ წარმოთქვამს“.+

8 ბარუქი,+ ნერიას ძე, იერემია წინასწარმეტყველის დავალებისამებრ მოიქცა და იეჰოვას სახლში+ ხმამაღლა წაიკითხა წიგნიდან+ იეჰოვას სიტყვები.

9 იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, მეხუთე წლის მეცხრე თვეში,+ იერუსალიმის მთელმა ხალხმა და იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში ჩამოსულმა მთელმა ხალხმა მარხვა გამოაცხადა იეჰოვას წინაშე.+ 10 ბარუქმა მთელი ხალხის გასაგონად წიგნიდან ხმამაღლა წაიკითხა იერემიას სიტყვები იეჰოვას სახლში, გემარიას,+ გადამწერი+ შაფანის+ ძის, სასადილო ოთახში,+ რომელიც ზემო ეზოში, იეჰოვას სახლის ახალი კარიბჭის შესასვლელთან+ იყო.

11 მიქაიამ, შაფანის+ ძის გემარიას ძემ, მოისმინა იეჰოვას ყველა სიტყვა, რომელიც წიგნში იყო ჩაწერილი. 12 ჩავიდა ის მეფის სასახლეში, მწერლის სასადილო ოთახში, და, აი, იქ ისხდა ყველა მთავარი: მწერალი ელიშამა,+ დელაია+ შემაიას ძე, ელნათანი+ აქბორის ძე,+ გემარია+ შაფანის ძე,+ ციდკია ხანანიას ძე და ყველა სხვა მთავარი. 13 გადასცა მიქაიამ+ მათ ყველა ის სიტყვა, რაც მოისმინა მაშინ, როცა ბარუქი ხმამაღლა უკითხავდა ხალხს წიგნს.+

14 მაშინ მთავრებმა ბარუქთან+ გაგზავნეს იეჰუდი,+ ქუშის ძის შელემიას ძის ნეთანიას ძე, და შეუთვალეს: „აიღე ხელში გრაგნილი, რომელიც ხმამაღლა წაუკითხე ხალხს, და მოდი“. ბარუქმაც, ნერიას ძემ, აიღო ხელში გრაგნილი და მივიდა მათთან.+ 15 უთხრეს მას: „დაბრძანდი და წაიკითხე ის ჩვენ გასაგონად“. ბარუქმაც+ ხმამაღლა წაუკითხა.

16 როგორც კი ეს სიტყვები მოისმინეს, ერთმანეთს შიშით გადახედეს და ბარუქს უთხრეს: „აუცილებლად გადავცემთ მეფეს ყოველ ამ სიტყვას“.+ 17 და შემდეგ სთხოვეს ბარუქს: „გვითხარი, როგორ ჩაწერე მისი პირით წარმოთქმული ყოველი ეს სიტყვა?“+ 18 ბარუქმა მიუგო მათ: „თავისი პირით მკარნახობდა ყველა ამ სიტყვას და მეც მელნით+ ვწერდი წიგნში“. 19 ბოლოს მთავრებმა უთხრეს ბარუქს: „წადი, დაიმალეთ შენცა და იერემიაც, რომ არავინ იცოდეს თქვენი ადგილსამყოფელი“.+

20 მივიდნენ ისინი მეფესთან, ეზოში,+ გრაგნილი მწერალ ელიშამას+ სასადილო ოთახში+ შეინახეს და ყოველი სიტყვა მეფეს გადასცეს.

21 მეფემ გაგზავნა იეჰუდი+ გრაგნილის მოსატანად; მანაც წამოიღო ის მწერალ+ ელიშამას+ სასადილო ოთახიდან და ხმამაღლა წაუკითხა ის მეფესა და მეფესთან მდგომ ყველა მთავარს. 22 მეცხრე თვეს+ მეფე ზამთრის სასახლეში+ იჯდა და ღუმელი+ ენთო მის წინაშე. 23 როგორც კი იეჰუდი სამ-ოთხ სვეტს წაუკითხავდა, ის მწერლის დანით ჭრიდა მას და ღუმელში დანთებულ ცეცხლში ყრიდა, სანამ მთელი გრაგნილი ღუმელში დანთებულ ცეცხლში არ ჩააგდო.+ 24 არ შეშინებიათ მათ+ და არც ტანსაცმელი შემოუხევიათ მეფესა და მის მსახურებს, ყოველ ამ სიტყვას რომ ისმენდნენ.+ 25 ელნათანი,+ დელაია+ და გემარია+ ემუდარებოდნენ მეფეს, რომ არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ მან არ მოუსმინა მათ.+ 26 უბრძანა მეფემ იერახმეელს, მეფის ძეს, სერაიას, აზრიელის ძეს, და შელემიას, აბდეელის ძეს, მოეყვანათ მწერალი ბარუქი და წინასწარმეტყველი იერემია,+ მაგრამ იეჰოვა მალავდა მათ.+

27 კვლავ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იერემიას მას შემდეგ, რაც მეფემ დაწვა გრაგნილი, რომელშიც იერემიას პირით+ წარმოთქმული სიტყვები ჰქონდა ბარუქს+ ჩაწერილი: 28 „აიღე სხვა გრაგნილი და დაწერე მასზე ყველა ის სიტყვა, რაც იმ პირველ გრაგნილზე ეწერა, იუდას მეფე იეჰოიაკიმმა რომ დაწვა.+ 29 იუდას მეფე იეჰოიაკიმს კი უთხარი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: შენ დაწვი ეს გრაგნილი+ და თქვი, რატომ დაწერე,+ ბაბილონის მეფე მოვა, მოსპობს ამ მიწას და გაწყვეტსო მასზე კაცსა თუ პირუტყვს?+ 30 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა იუდას მეფე იეჰოიაკიმზე: არავინ ეყოლება მას დავითის ტახტზე მჯდომი,+ მისი გვამი კი დღისით სიცხეში ეგდება+ და ღამით — ყინვაში. 31 პასუხს მოვთხოვ მას,+ მის შთამომავალს და მის მსახურებს მათი დანაშაულის გამო.+ მოვუვლენ მათ, იერუსალიმის მკვიდრებსა და იუდას ხალხს, მთელ იმ უბედურებას, რაც ნათქვამი მაქვს მათზე,+ მაგრამ მათ არ ისმინეს“.+

32 აიღო იერემიამ სხვა გრაგნილი და მისცა მწერალ ბარუქს, ნერიას ძეს;+ მან კი დაწერა მასზე იერემიას პირით წარმოთქმული ყველა სიტყვა,+ რაც ეწერა იმ წიგნში, იუდას მეფე იეჰოიაკიმმა ცეცხლში რომ დაწვა.+ ამ სიტყვებს ბევრი მსგავსი სიტყვა დაემატა.

37 ქონიას,+ იეჰოიაკიმის+ ძის ნაცვლად, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაამეფა იუდას მიწაზე,+ გამეფდა მეფე ციდკია,+ იოშიას+ ძე. 2 ის, მისი მსახურები და იმ მიწის ხალხი არ ისმენდნენ იეჰოვას სიტყვებს,+ იერემია წინასწარმეტყველის მიერ თქმულს.+

3 მეფე ციდკიამ იერემია წინასწარმეტყველთან გაგზავნა იეჰუქალი,+ შელემიას ძე, და ცეფანია,+ მღვდელ მაასეიას ძე,+ და შეუთვალა: „გთხოვ, ლოცვით მიმართე ჩვენთვის იეჰოვას, ჩვენს ღმერთს“.+ 4 ხალხს შორის მიმოდიოდა იერემია,+ რადგან ჯერ კიდევ არ ჰყავდათ საპყრობილეში ჩაგდებული. 5 ფარაონის ჯარი გამოვიდა ეგვიპტიდან.+ ქალდეველებმა, რომლებსაც ალყაში ჰყავდათ მოქცეული იერუსალიმი, გაიგეს ეს ამბავი და გაეცალნენ იერუსალიმს.+ 6 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემია წინასწარმეტყველს: 7 «ასე ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, უთხარითო იუდას მეფეს, რომელმაც ჩემთან შესაკითხად გამოგგზავნათ:+ „აი, თქვენ დასახმარებლად გამოსულ ფარაონის ჯარს თავის მიწაზე, ეგვიპტეში, დაბრუნება მოუწევს.+ 8 დაბრუნდებიან ქალდეველები, გაილაშქრებენ ამ ქალაქზე, დაიპყრობენ მას და ცეცხლს მისცემენ“.+ 9 აი რას ამბობს იეჰოვა: „ნუ მოიტყუებთ სულებს იმით,+ რომ ამბობთ, გაგვეცლებიანო ქალდეველები, რადგან არ გაგეცლებიან. 10 თქვენთან მებრძოლი ქალდეველების მთელი ჯარიც რომ დაგემარცხებინათ+ და მათ მხოლოდ განგმირულებიღა დარჩენოდათ,+ მაინც წამოდგებოდა თითოეული თავ-თავის კარავში და გადაწვავდა ამ ქალაქს“».

11 როცა ქალდეველთა ჯარი ფარაონის+ ჯარის გამო გაეცალა იერუსალიმს,+ 12 იერემია იერუსალიმიდან ბენიამინის+ მიწაზე წავიდა თავის ხალხს შორის თავისი წილის მისაღებად. 13 როცა ის ბენიამინის კარიბჭესთან+ მივიდა, იქ დახვდა ზედამხედველი, სახელად ირია, ხანანიას ძის შელემიას ძე. მან შეიპყრო იერემია წინასწარმეტყველი და უთხრა: „შენ ქალდეველების მხარეს გადადიხარ!“ 14 იერემიამ მიუგო: „ტყუილია!+ მე არ გადავდივარ ქალდეველების მხარეს“. მაგრამ ირიამ არ უსმინა მას. შეიპყრო იერემია და მთავრებთან მიიყვანა. 15 მთავრები+ განურისხდნენ იერემიას,+ დაარტყეს+ მას და ჩასვეს საპატიმროში,+ მწერალ იეჰონათანის სახლში,+ რომელსაც საპყრობილედ იყენებდნენ.+ 16 ჩასვეს იერემია ჭის სახლში+ გაკეთებულ დილეგში და თაღოვან ოთახებში. მან მრავალი დღე დაყო იქ.

17 მეფე ციდკიამ მოაყვანინა ის და თავისი სასახლის სამალავში გამოკითხვა დაუწყო.+ ჰკითხა: „არის სიტყვა იეჰოვასგან?“ იერემიამ მიუგო: „არის!“ და უთხრა: „ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები!“+

18 იერემიამ ჰკითხა მეფე ციდკიას: „რა შეგცოდეთ შენ, შენს მსახურებსა და ამ ხალხს,+ საპყრობილეში რომ ჩამაგდეთ? 19 ახლა სად არიან თქვენი წინასწარმეტყველები, რომლებიც გიწინასწარმეტყველებდნენ, არ გამოვაო ბაბილონის მეფე თქვენსა და ამ მიწის წინააღმდეგ?!+ 20 გთხოვ, მისმინე, ჩემო მეფე-ბატონო, იქნებ შეისმინო ჩემი ვედრება+ და არ დამაბრუნო მწერალ იეჰონათანის სახლში,+ რომ არ მოვკვდე იქ“.+ 21 მაშინ ბრძანა მეფე ციდკიამ და დაპატიმრებული იერემია მცველების ეზოში გადაიყვანეს;+ თითო მრგვალი პური ეძლეოდა მას ყოველდღიურად მცხობელთა ქუჩიდან,+ სანამ პური არ გამოილია ქალაქში.+ ცხოვრობდა იერემია მცველების ეზოში.+

38 გაიგონეს შეფატია მათანიას ძემ, გედალია ფაშხურის ძემ, იუქალ+ შელემიას ძემ და ფაშხურ მალქიას+ ძემ ის სიტყვები, რომლებსაც იერემია ეუბნებოდა მთელ ხალხს,+ 2 აი რას ამბობსო იეჰოვა: „ვინც ამ ქალაქში დარჩება საცხოვრებლად, მახვილით,+ შიმშილითა+ და ჭირით+ მოკვდება. ვინც ქალდეველებთან გადავა, ცოცხალი დარჩება, თავისი სული ექნება ნადავლად და იცოცხლებს“.+ 3 აი რას ამბობსო იეჰოვა: „ეს ქალაქი ბაბილონის მეფის ჯარს ჩაუვარდება ხელში და ის დაიპყრობს მას“.+

4 სთხოვეს მთავრებმა მეფეს: „მოაკვლევინე ეს კაცი,+ რადგან ამ სიტყვებით ის ხელიდან ძალას აცლის ქალაქში დარჩენილ მებრძოლებს და მთელ ხალხს.+ ეს კაცი მშვიდობის კი არა, უბედურების მოტანას ცდილობს ამ ხალხისთვის“. 5 მეფე ციდკიამ მიუგო მათ: „აი, თქვენს ხელთაა ის, რადგან რას გააწყობს მეფე თქვენთან?!“+

6 წაიყვანეს მათ იერემია და ჩააგდეს მეფის ძის, მალქიას ჭაში,+ რომელიც მცველების ეზოში+ იყო. თოკით ჩაუშვეს იერემია ჭაში. ჭაში წყალი არ იდგა, მხოლოდ ტალახი იყო, და იერემია ნელ-ნელა ეფლობოდა ტალახში.+

7 ეთიოპმა+ საჭურისმა ებედ-მელექმა, რომელიც მეფის სასახლეში იყო, გაიგო, რომ იერემია ჭაში ჰყავდათ ჩაგდებული. მეფე ბენიამინის კარიბჭესთან+ იჯდა. 8 გამოვიდა ებედ-მელექი მეფის სასახლიდან და უთხრა მეფეს: 9 „მეფე-ბატონო, ბოროტად მოექცნენ ეს კაცები იერემია წინასწარმეტყველს, რომელიც ჭაში ჩააგდეს, რათა იქ შიმშილით+ მოკვდეს,+ რადგან პური აღარ არის ქალაქში“.

10 მაშინ უბრძანა მეფემ ეთიოპ ებედ-მელექს: „წაიყვანე ოცდაათი კაცი და ამოიყვანე იერემია წინასწარმეტყველი ჭიდან, სანამ მომკვდარა“.+ 11 ებედ-მელექმაც წაიყვანა კაცები, ჩავიდა მეფის სასახლის საგანძურის+ ქვემოთ, იქიდან აიღო ძონძები და ძველმანები და თოკებით ჩაუშვა იერემიასთან ჭაში.+ 12 უთხრა ეთიოპმა ებედ-მელექმა იერემიას: „ეს ძონძები და ძველმანები ამოიდე იღლიებში, ვიდრე თოკებს ამოიდებდე“. იერემიაც ასე მოიქცა.+ 13 თოკებით ამოათრიეს იერემია და ამოიყვანეს ჭიდან. და ცხოვრობდა იერემია მცველების ეზოში.+

14 მეფე ციდკიამ მოაყვანინა იერემია წინასწარმეტყველი+ მესამე შესასვლელთან,+ რომელიც იეჰოვას სახლში იყო,+ და უთხრა მეფემ იერემიას: „რაღაცას გკითხავ და არაფერი დამიმალო“.+ 15 იერემიამ მიუგო ციდკიას: „ხომ მომკლავ, თუ გეტყვი. რომც მოგცე რჩევა, მაინც არ მომისმენ“.+ 16 მაშინ მეფე ციდკიამ შეჰფიცა იერემიას სამალავში: „ცოცხალია იეჰოვა, რომელმაც ეს სული შეგვიქმნა,+ არ მოგკლავ და არც იმ კაცების ხელში ჩაგაგდებ, რომლებიც შენს სულს დაეძებენ“.+

17 მიუგო იერემიამ ციდკიას, აი რას ამბობსო იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი,+ ისრაელის ღმერთი:+ „თუ გახვალ ბაბილონის მეფის მთავრებთან,+ იცოცხლებ*, არ გადაიწვება ეს ქალაქი და შენ და შენი სახლეულობა ცოცხალი დარჩებით.+ 18 მაგრამ თუ არ გახვალ ბაბილონის მეფის მთავრებთან, ეს ქალაქი ქალდეველებს ჩაუვარდება ხელში, ისინი გადაწვავენ+ მას და ვერც შენ დააღწევ თავს მათი ხელიდან“.+

19 მაშინ მეფე ციდკიამ მიუგო იერემიას: „იმ იუდეველების მეშინია, რომლებიც ქალდეველების მხარეს გადავიდნენ,+ მეშინია, მათ ხელში რომ არ ჩამაგდონ და არ შეურაცხმყონ“.+ 20 იერემიამ უთხრა მას: «არ ჩაგაგდებენ მათ ხელში. გთხოვ, დაემორჩილე იეჰოვას ხმას, რასაც მე გეუბნები, ხელი მოგემართება+ და იცოცხლებს შენი სული. 21 თუ უარს იტყვი მათთან გასვლაზე,+ მაშინ, აი რა მაჩვენა იეჰოვამ: 22 აი, ბაბილონის მეფის მთავრებთან+ გაჰყავთ იუდას მეფის სასახლეში დარჩენილი+ ყველა ქალი; ისინი ამბობენ:

„გაცდუნეს+ და გძლიეს+ იმ კაცებმა, რომლებთანაც მშვიდობა გქონდა.

ლაფში ჩაგაფლობინეს ფეხი და გაგეცალნენ“.+

23 ყველა შენი ცოლი და ვაჟი ქალდეველებთან გაჰყავთ და ვერც შენ დააღწევ თავს მათი ხელიდან.+ ბაბილონის მეფე ჩაგიგდებს ხელში და შენ გამო გადაიწვება ეს ქალაქი».+

24 მაშინ ციდკიამ უთხრა იერემიას: „კაციშვილმა არ გაიგოს ეს ამბავი, რომ არ მოკვდე. 25 თუ მთავრები+ გაიგებენ, რომ გელაპარაკე, მოვლენ და გკითხავენ, გვითხარი, რაზე ელაპარაკეო მეფეს, არაფერი დაგვიმალო და არ მოგკლავთო, და რა გითხრაო მეფემ, 26 უთხარი, წყალობას ვთხოვდი მეფეს, რომ არ დავებრუნებინე იეჰონათანის+ სახლში და იქ არ მოვმკვდარიყავი-თქო“.

27 მივიდნენ მთავრები იერემიასთან და გამოკითხვა დაუწყეს. მან მეფის ნაბრძანები სიტყვებისამებრ უპასუხა მათ,+ ისინი კი გაჩუმდნენ, რადგან ვერაფერი შეიტყვეს. 28 ცხოვრობდა იერემია მცველების ეზოში+ იერუსალიმის დაპყრობის დღემდე+ და მაშინ შესრულდა ეს ყველაფერი, როცა იერუსალიმი დაიპყრეს.+

39 იუდას მეფე ციდკიას მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვეს,+ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ჯარით მოადგა იერუსალიმს და ალყა შემოარტყა მას.+

2 ციდკიას მეფობის მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს, გატყდა ქალაქი.+ 3 ბაბილონის მეფის ყველა მთავარი შევიდა იქ და დასხდნენ ისინი შუა კარიბჭესთან:+ ნერგალ-შარეცერი, სამგარ-ნებუ, სარსექიმი, რაბსარისი*, რაბმაგი* ნერგალ-შარეცერი და ბაბილონის მეფის ყველა სხვა მთავარი.

4 როგორც კი იუდას მეფე ციდკიამ და ყველა მეომარმა დაინახეს ისინი, გაიქცნენ+ და ღამით გავიდნენ ქალაქიდან მეფის ბაღის გზით,+ ორმაგი გალავნის კარიბჭის გავლით, და დაადგნენ არაბას+ გზას. 5 დაედევნა მათ ქალდეველთა ჯარი+ და დაეწია ციდკიას იერიხონის ხრიოკ ველზე.+ აიყვანეს ის და მიჰგვარეს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს რიბლაში,+ ხამათის მიწაზე,+ რომ მას განაჩენი გამოეტანა მისთვის.+ 6 რიბლაში ბაბილონის მეფემ თვალწინ+ დაუხოცა+ ვაჟები ციდკიას და დახოცა იუდას ყველა წარჩინებული;+ 7 ციდკია კი დააბრმავა+ და სპილენძის ბორკილები დაადო, რომ ბაბილონში წაეყვანა.

8 ქალდეველებმა გადაწვეს მეფის სასახლე და ხალხის სახლები+ და დაანგრიეს იერუსალიმის გალავანი.+ 9 ნებუზარადანმა,+ მცველთა უფროსმა,+ ქალაქში დარჩენილი ხალხი, მის მხარეზე გადასულები და სხვა დარჩენილი ხალხი ბაბილონში გადაასახლა.+

10 ზოგიერთები, მდაბიო ხალხი, რომელსაც არაფერი ებადა, ნებუზარადანმა, მცველთა უფროსმა, იუდას მიწაზე დატოვა,+ მისცა მათ ვენახები და სავალდებულო სამუშაო დააკისრა იმ დღეს.+

11 ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, ნებუზარადანის, მცველთა უფროსის პირით ბრძანა იერემიაზე: 12 „წაიყვანე და თვალი გეჭიროს მასზე, ნურაფერს ავნებ.+ როგორც გეტყვის, ისე მოექეცი“.+

13 ხალხი გაგზავნეს მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა,+ რაბსარისმა ნებუშაზბანმა, რაბმაგმა ნერგალ-შარეცერმა და ბაბილონის მეფის ყველა გავლენიანმა პირმა; 14 გაგზავნეს და მცველების ეზოდან+ მოაყვანინეს იერემია და ჩააბარეს გედალიას,+ შაფანის+ ძის ახიკამის+ ძეს, რათა თავის სახლში წაეყვანა და ხალხთან ერთად ეცხოვრა.

15 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას, როცა ის მცველების ეზოში+ იყო დამწყვდეული: 16 «წადი და უთხარი ეთიოპ ებედ-მელექს,+ აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აი, შევასრულებ ჩემს სიტყვებს ამ ქალაქის საუბედუროდ და არა სასიკეთოდ,+ შენ თვალწინ შესრულდება ეს სიტყვები იმ დღეს“.+

17 „გიხსნი იმ დღეს,+ — ამბობს იეჰოვა, — და არ ჩავარდები მათ ხელში, ვისიც გეშინია.+

18 გადაგარჩენ და არ დაეცემი მახვილით. ნადავლად შენი სული გექნება,+ რადგან ჩემზე იყავი დაიმედებული,+ — ამბობს იეჰოვა“».

40 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას მას შემდეგ, რაც მცველთა უფროსმა, ნებუზარადანმა,+ გაგზავნა ის რამიდან,+ სადაც მას წაყვანილი ჰყავდა იგი ჯერ კიდევ ხელებზე ბორკილდადებული ბაბილონში გადასახლებულ ყველა იერუსალიმელთან და იუდეველთან ერთად.+ 2 წაიყვანა მცველთა უფროსმა იერემია და უთხრა: „იეჰოვამ, შენმა ღმერთმა თქვა, რომ უბედურებას დაატეხდა ამ ადგილს,+ 3 რათა შეესრულებინა და გაეკეთებინა იეჰოვას ის, რაც ნათქვამი ჰქონდა, რადგან სცოდავდით იეჰოვას და არ ემორჩილებოდით მის ხმას; ამიტომაც დაგემართათ ეს.+ 4 აი, გათავისუფლებ ხელებზე დადებული ბორკილებისგან. თუ გინდა, გამომყევი ბაბილონში, წამოდი და თვალს დავიჭერ შენზე.+ მაგრამ თუ არ გინდა ჩემთან ერთად ბაბილონში წამოსვლა, მაშინ ნუ წამოხვალ. აი, მთელი მიწა შენ წინაა! სადაც გირჩევნია, სადაც გინდა, იქ წადი“.+

5 მას ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, დაბრუნებულიყო თუ არა, როცა ნებუზარადანმა უთხრა: „დაბრუნდი გედალიასთან,+ შაფანის+ ძის ახიკამის+ ძესთან, რომელიც ბაბილონის მეფემ იუდას ქალაქებზე დააყენა, იცხოვრე მასთან, ხალხს შორის; ან სადაც სწორად მიგაჩნია, იქ წადი“.+

მცველთა უფროსმა მისცა მას სარჩო, საჩუქარი და გაუშვა.+ 6 იერემიაც მივიდა გედალიასთან,+ ახიკამის ძესთან, მიცფაში+ და ცხოვრობდა მასთან, იმ მიწაზე დარჩენილ ხალხს შორის.

7 გაიგო ველად მყოფი ჯარის ყველა მეთაურმა+ და მათმა ხალხმა, რომ ბაბილონის მეფემ მთელ მიწაზე დააყენა გედალია ახიკამის ძე და მას ჩააბარა კაცები, ქალები, ბავშვები და იმ მიწაზე მცხოვრები ზოგიერთი მდაბიო, რომლებიც ბაბილონში არ გადაუსახლებიათ.+ 8 გედალიასთან მიცფაში მივიდნენ ისმაელი,+ ნეთანიას ძე, იოხანანი+ და იონათანი, კარეახის ძეები, სერაია, თანხუმეთის ძე, ნეტოფათელი+ ეფაის ძეები და იეზანია,+ მააქათელი+ კაცის ძე, თავიანთ ხალხთან ერთად.+ 9 გედალიამ,+ შაფანის+ ძის ახიკამის+ ძემ, დაუფიცა+ მათ და მათ ხალხს და უთხრა: „ნუ შეგეშინდებათ ქალდეველებისთვის მსახურება. კვლავაც იცხოვრეთ ამ მიწაზე, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და ხელი მოგემართებათ.+ 10 მე აქ მიცფაში+ ვიცხოვრებ, რათა წარვდგე ქალდეველთა წინაშე, რომლებიც მოვლენ ჩვენთან. თქვენ კი შეაგროვეთ ღვინო,+ ზაფხულის ხილი* და ზეთი, შეინახეთ ისინი თქვენს ჭურჭლებში და იცხოვრეთ ქალაქებში, რომლებსაც დაეპატრონეთ“.

11 მოაბში, ამონის ძეთა შორის, ედომსა და ყველა სხვა ქვეყანაში მყოფმა იუდეველებმა გაიგეს,+ რომ ბაბილონის მეფემ დაუტოვა იუდას ნაწილი ხალხისა და მათზე გედალია,+ შაფანის ძის ახიკამის ძე დააყენა. 12 ნელ-ნელა ყველა იუდეველმა დაიწყო დაბრუნება იმ ადგილებიდან, სადაც გაფანტულნი იყვნენ; მოდიოდნენ იუდას მიწაზე, გედალიასთან, მიცფაში;+ ძალიან ბევრ ღვინოსა და ზაფხულის ხილს აგროვებდნენ.

13 იოხანანი,+ კარეახის+ ძე, და ველად მყოფი ჯარის ყველა მეთაური+ მივიდნენ გედალიასთან მიცფაში. 14 უთხრეს მას: „არ გაგიგია, რომ ბაალისმა, ამონის ძეთა+ მეფემ, გამოგზავნა ისმაელი,+ ნეთანიას+ ძე, რათა დაგკრას* და მოგკლას?“ მაგრამ არ დაუჯერა+ მათ გედალიამ, ახიკამის ძემ.

15 უთხრა იოხანანმა,+ კარეახის ძემ, გედალიას სამალავ ადგილას მიცფაში: „წავალ ახლა და დავკრავ ისმაელს, ნეთანიას ძეს, ისე, რომ ვერავინ გაიგებს ამას.+ რატომ უნდა დაჰკრას მან სასიკვდილოდ შენს სულს?! რატომ უნდა დაიფანტოს შენთან თავმოყრილი იუდეველები და რატომ უნდა დაიღუპოს იუდას დარჩენილი ნაწილი?!“+ 16 მაგრამ გედალიამ,+ ახიკამის+ ძემ, მიუგო იოხანანს, კარეახის ძეს: „ნუ იზამ ამას, ტყუილია, რასაც ისმაელზე ამბობ“.+

41 მეშვიდე თვეს, ისმაელი,+ ელიშამას+ ძის ნეთანიას ძე, რომელიც სამეფო გვარს ეკუთვნოდა+ და სამეფო კარზე ერთ-ერთი გავლენიანი პირი იყო, ათ კაცთან ერთად+ მივიდა მიცფაში+ გედალიასთან, ახიკამის ძესთან, და ერთად ჭამეს პური მიცფაში.+ 2 შემდეგ წამოდგნენ ისმაელი, ნეთანიას ძე, და მასთან მყოფი ათი კაცი და მახვილით დასცეს გედალია, შაფანის ძის ახიკამის ძე.+ ასე მოკლა მან ბაბილონის მეფის მიერ იმ მიწაზე დაყენებული კაცი.+ 3 დახოცა ისმაელმა ის იუდეველები, რომლებიც გედალიასთან იყვნენ მიცფაში, და იქ მყოფი ქალდეველები, მეომარი ხალხი.

4 გედალიას მოკვლიდან მეორე დღეს, როცა ჯერ კიდევ არავინ იცოდა ამის შესახებ,+ 5 შექემიდან,+ შილოდან+ და სამარიიდან+ მოვიდა ოთხმოცი წვერმოპარსული,+ ტანსაცმელშემოხეული და ტანდასერილი კაცი.+ ხელში ეჭირათ მარცვლეული შესაწირავი და გუნდრუკი,+ რომელიც იეჰოვას სახლში მიჰქონდათ. 6 ისმაელი, ნეთანიას ძე, ტირილით გამოვიდა მიცფიდან მათ შესაგებებლად.+ შეხვედრისას უთხრა მათ: „მოდით გედალიასთან, ახიკამის ძესთან“. 7 როგორც კი შუაგულ ქალაქში შევიდნენ, ისმაელმა, ნეთანიას ძემ, და მასთან მყოფმა კაცებმა დახოცეს ისინი და ჭაში ჩაყარეს.+

8 მათ შორის აღმოჩნდა ათი კაცი, რომლებმაც მაშინვე უთხრეს ისმაელს: „ნუ დაგვხოცავ, მინდორში გადამალული გვაქვს ხორბალი, ქერი, ზეთი და თაფლი“.+ მანაც თავი შეიკავა და მათ ძმებთან ერთად აღარ დაუხოცავს ისინი. 9 დიდი ჭა, სადაც ისმაელმა+ დახოცილთა გვამები ჩაყარა, ისრაელის მეფე ბააშას გამო ჰქონდა ამოთხრილი მეფე ასას.+ ეს ჭა აავსო ისმაელმა, ნეთანიას ძემ, დახოცილებით.

10 დაატყვევა ისმაელმა მიცფაში+ დარჩენილნი: მეფის ასულები+ და მიცფაში დარჩენილი ხალხი,+ რომლებიც მცველთა უფროსმა, ნებუზარადანმა ჩააბარა გედალიას, ახიკამის ძეს.+ ისმაელმა, ნეთანიას ძემ, დაატყვევა ისინი და წავიდა, რათა ამონის ძეებთან+ გადასულიყო.

11 გაიგეს იოხანანმა,+ კარეახის ძემ, და მასთან მყოფმა ჯარის მეთაურებმა+ რა ბოროტებაც ჩაიდინა ისმაელმა, ნეთანიას ძემ. 12 წაიყვანეს კაცები, დაიძრნენ ისმაელთან, ნეთანიას ძესთან, საბრძოლველად, და გაბაონის დიდ წყლებთან+ მიაგნეს მას.

13 იოხანანის, კარეახის ძის, და მასთან მყოფი ჯარის მეთაურების დანახვისას გაიხარა ისმაელთან მყოფმა მთელმა ხალხმა. 14 მთელი ხალხი, რომელიც ისმაელმა მიცფიდან+ ტყვედ წამოასხა, მობრუნდა და მივიდა იოხანანთან, კარეახის ძესთან. 15 ისმაელი, ნეთანიას ძე, კი გაექცა+ იოხანანს რვა კაცთან ერთად, რათა ამონის ძეებთან გადასულიყო.

16 იოხანანმა,+ კარეახის ძემ, და მასთან ერთად მყოფმა ჯარის მეთაურებმა გაბაონიდან წამოიყვანეს და დააბრუნეს დარჩენილი ხალხი: მებრძოლი კაცები, მათი ცოლები, ბავშვები და კარისკაცები, რომლებიც ისმაელმა, ნეთანიას ძემ, მიცფიდან წამოიყვანა გედალიას,+ ახიკამის ძის, მოკვლის შემდეგ. 17 წამოვიდნენ და ღამის გასათევ ადგილზე გაჩერდნენ ქიმჰამში, ბეთლემთან+ ახლოს, რათა გზა გაეგრძელებინათ და ეგვიპტეში ჩასულიყვნენ+ 18 ქალდეველთა+ შიშით,+ რადგან ისმაელ ნეთანიას ძემ მოკლა გედალია ახიკამის ძე,+ ბაბილონის მეფეს რომ ჰყავდა დაყენებული იმ მიწაზე.+

42 ჯარის ყველა მეთაური, იოხანანი,+ კარეახის ძე, იეზანია*,+ ჰოშაიას ძე,+ და მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად მივიდნენ 2 და სთხოვეს იერემია წინასწარმეტყველს: „შეისმინე ჩვენი ვედრება და ლოცვით მიმართე იეჰოვას, შენს ღმერთს, ჩვენთვის,+ ამ დარჩენილი ხალხისთვის, რადგან ბევრნი ვიყავით და ცოტანიღა დავრჩით,+ როგორც თავადაც ხედავ; 3 გვითხრას იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, რა გზით ვიაროთ და როგორ მოვიქცეთ“.+

4 მიუგო მათ იერემია წინასწარმეტყველმა: „კეთილი, ლოცვით მივმართავ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, თქვენი სიტყვისამებრ;+ გეტყვით ყველა სიტყვას, რითაც იეჰოვა გიპასუხებთ,+ არაფერს დაგიმალავთ“.+

5 მათ კი მიუგეს იერემიას: „იეჰოვა იყოს ჭეშმარიტი და ერთგული მოწმე ჩვენ წინააღმდეგ,+ თუ ზუსტად არ მოვიქცევით ყველა იმ სიტყვისამებრ, რითაც იეჰოვა, შენი ღმერთი, გამოგგზავნის ჩვენთან.+ 6 კარგი იქნება თუ ცუდი, დავემორჩილებით იეჰოვას, ჩვენი ღვთის ხმას, რომელთანაც გგზავნით, რათა ხელი მოგვემართოს იეჰოვას, ჩვენი ღვთის ხმის მორჩილებით“.+

7 ათი დღის შემდეგ იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას.+ 8 მოუხმო მან იოხანანს, კარეახის ძეს, მასთან ერთად მყოფ ჯარის ყველა მეთაურს და მთელ ხალხს დიდიან-პატარიანად,+ 9 და უთხრა მათ: «აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რომელთანაც გამგზავნეთ თქვენი ვედრების გადასაცემად:+ 10 „თუ იცხოვრებთ ამ მიწაზე,+ მეც აგაშენებთ და არ დაგაქცევთ, დაგრგავთ და არ ამოგძირკვავთ,+ რადგან ვინანებ იმ უბედურების გამო, რომელიც დაგმართეთ.+ 11 ნუ შეგეშინდებათ ბაბილონის მეფის, რომლის შიშიც გაქვთ.+

ნუ შეგეშინდებათ მისი,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან თქვენთანა ვარ, რომ გადაგარჩინოთ და გიხსნათ მისი ხელიდან.+ 12 წყალობას გიყოფთ მე; ის შეგიწყალებთ და დაგაბრუნებთ თქვენს მიწაზე.+

13 მაგრამ თუ იტყვით, არ ვიცხოვრებთო ამ მიწაზე, რომ არ დაემორჩილოთ იეჰოვას, თქვენი ღვთის, ხმას,+ 14 და იტყვით: ეგვიპტეში წავალთ,+ სადაც არც ომს ვიხილავთ, არც საყვირის ხმას გავიგონებთ და არც პური მოგვშივდება, იქ ვიცხოვრებთო,+ 15 მაშინ ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, იუდადან დარჩენილებო, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: თუ პირს იბრუნებთ ეგვიპტისკენ, წახვალთ იქ და მას შეეხიზნებით,+ 16 მაშინ ეგვიპტის მიწაზე მოგწვდებათ მახვილი,+ რომელიც გაშინებთ, და ფეხდაფეხ დაგედევნებათ ეგვიპტეში შიმშილი,+ რომლის შიშიც გაქვთ, და იქ დაიხოცებით.+ 17 ყველა, ვინც პირს იბრუნებს ეგვიპტისკენ, რომ შეეხიზნოს მას, მახვილით, შიმშილითა და ჭირით დაიხოცება;+ ვერავინ გადაურჩება და ვერავინ დააღწევს თავს უბედურებას, რომელსაც მოვაწევ მათზე“.+

18 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „როგორც იერუსალიმის მკვიდრებზე გადმოვღვარე ჩემი რისხვა და მრისხანება,+ ისევე გადმოვღვრი ჩემს რისხვას თქვენზე, რადგან ეგვიპტეში მიდიხართ. დაგწყევლიან, გაოგნდებიან, შეგაჩვენებენ, სასირცხვილო გახდებით+ და ვეღარ იხილავთ ამ ადგილს“.+

19 იუდადან დარჩენილებო, იეჰოვა ლაპარაკობს თქვენ წინააღმდეგ, არ წახვიდეთ ეგვიპტეში!+ იცოდეთ, თქვენ წინააღმდეგ ვამოწმებ დღეს,+ 20 რომ დანაშაულს სჩადიხართ თქვენი სულების წინააღმდეგ;+ თქვენ თვითონ გამგზავნეთ იეჰოვასთან, თქვენს ღმერთთან, და მითხარით, ლოცვით მიმართე იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, და გვითხარი ყველაფერი, რასაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იტყვის და შევასრულებთო.+ 21 ამას გეუბნებით დღეს, მაგრამ თქვენ არ დაემორჩილებით იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას და არც იმას, რითაც გამომგზავნა თქვენთან.+ 22 იცოდეთ, რომ მახვილით,+ შიმშილითა და ჭირით დაიხოცებით იმ ადგილზე, სადაც ხიზნობა გსურთ».+

43 როგორც კი იერემიამ დაასრულა ხალხისთვის მათი ღვთის, იეჰოვას, ყოველი სიტყვის გადაცემა, ყოველი იმ სიტყვისა,+ რითაც იეჰოვამ, მათმა ღმერთმა გაგზავნა მათთან, 2 აზარია ჰოშაიას+ ძემ, იოხანან+ კარეახის ძემ და ყველა კადნიერმა კაცმა+ უთხრეს იერემიას: „სიცრუეს ლაპარაკობ,+ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, არ გამოუგზავნიხარ, რომ გეთქვა, ეგვიპტეში არ წახვიდეთ და არ შეეხიზნოთო მას,+ 3 არამედ ბარუქმა,+ ნერიას ძემ, წაგაქეზა ჩვენ წინააღმდეგ, ქალდეველთა ხელში რომ ჩავცვივდეთ და დაგვხოცონ ან ბაბილონში გადაგვასახლონ“.+

4 არ დაემორჩილნენ იოხანანი, კარეახის ძე, ჯარის მეთაურები და ხალხი იეჰოვას ხმას,+ რომ იუდას მიწაზე დარჩენილიყვნენ საცხოვრებლად.+ 5 იოხანანმა, კარეახის ძემ, და ჯარის მეთაურებმა წაიყვანეს იუდადან დარჩენილები, რომლებიც დაბრუნდნენ ყველა ხალხიდან, სადაც გაფანტულები იყვნენ, რათა ცოტა ხანი ეცხოვრათ იუდას მიწაზე:+ 6 კაცები, მათი ცოლები, ბავშვები, მეფის ასულები+ და ყველა*, ვინც მცველთა უფროსმა, ნებუზარადანმა+ დატოვა გედალიასთან,+ შაფანის+ ძის ახიკამის+ ძესთან, ასევე იერემია წინასწარმეტყველი და ბარუქი,+ ნერიას ძე. 7 ბოლოს ჩავიდნენ ეგვიპტეში,+ რადგან არ დაემორჩილნენ იეჰოვას ხმას და თახფანხესს+ მიაღწიეს.

8 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას თახფანხესში: 9 «აიღე დიდი ქვები და იუდეველთა თვალწინ დამალე დუღაბში, იმ აგურებს შორის, რომლითაც თახფანხესში, ფარაონის სასახლის შესასვლელთან ტერასებია აშენებული.+ 10 უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ვგზავნი და წამოვიყვან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს,+ ჩემს მსახურს,+ და ტახტს დავუდგამ სწორედ ამ ქვებზე, მე რომ დავმალე, და გაშლის მათზე თავის დიდებულ კარავს. 11 მოვა ის და დაჰკრავს ეგვიპტის მიწას.+ სასიკვდილო ჭირი მას, ვინც სასიკვდილო ჭირისთვისაა; ტყვეობა მას, ვინც ტყვეობისთვისაა; მახვილი მას, ვინც მახვილისთვისაა.+ 12 ცეცხლს ავაგიზგიზებ ეგვიპტის ღმერთების სახლებში.+ ცეცხლს მისცემს ის მათ და ტყვედ წაასხამს; ისევე შემოიცვამს ეგვიპტის მიწას, როგორც მწყემსი შემოიცვამს თავის ტანსაცმელს,+ და მშვიდობით წამოვა იქიდან. 13 დალეწავს ბეთ-შემეშის სვეტებს ეგვიპტის მიწაზე და გადაწვავს ეგვიპტის ღმერთების სახლებს“».

44 იერემიას გამოეცხადა სიტყვა ყველა იუდეველისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ეგვიპტეში+ — მიგდოლში,+ თახფანხესში,+ ნოფში+ და ფათროსის+ მიწაზე: 2 «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „თქვენ იხილეთ მთელი უბედურება, რომელიც მოვაწიე იერუსალიმსა+ და იუდას ყველა ქალაქს; გაპარტახებულია ეს ადგილები და არავინ ცხოვრობს იქ+ 3 იმ ბოროტების გამო, რომელსაც სჩადიოდნენ ჩემი შეურაცხყოფისთვის, შესაწირავის ასაბოლებლად+ რომ მიდიოდნენ და ემსახურებოდნენ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არც თვითონ იცნობდნენ, არც თქვენ იცნობდით და არც თქვენი მამა-პაპა.+ 4 გიგზავნიდით ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს, ადრე ვდგებოდი, გიგზავნიდით და გეუბნებოდით,+ გთხოვთ, ნუ ჩაიდენთ-მეთქი სისაძაგლეს, რომელიც მძულს.+ 5 მათ კი არ მისმინეს,+ ყურიც არ დამიგდეს, რომ მობრუნებულიყვნენ თავიანთი ბოროტებისგან და სხვა ღმერთებისთვის აღარ აებოლებინათ შესაწირავი.+ 6 ამიტომ გადმოვღვარე ჩემი მრისხანება და ჩემი რისხვა და აგიზგიზდა ის იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში;+ გაპარტახდნენ, გაუდაბურდნენ, როგორც დღეს არის“.+

7 ახლა აი რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი, ისრაელის ღმერთი: „რატომ ატეხთ თქვენს სულებს დიდ უბედურებას,+ რომ მოისპოს იუდადან კაცი და ქალი, ბავშვი და ჩვილი+ და მცირედნიც აღარ დარჩეთ? 8 შეურაცხმყოფთ თქვენი ნამოქმედარით, როცა სხვა ღმერთებს უბოლებთ შესაწირავს+ ეგვიპტეში, რომელსაც ეხიზნებით, რათა მოისპოთ და წყევლად და სირცხვილად იქცეთ დედამიწის ყველა ხალხს შორის.+ 9 ხომ არ დაგავიწყდათ თქვენი მამა-პაპის,+ იუდას მეფეებისა+ და მათი ცოლების+ ბოროტი საქმეები, თქვენი და თქვენი ცოლების ბოროტი საქმეები,+ რომლებსაც სჩადიოდით იუდას მიწაზე და იერუსალიმის ქუჩებში?! 10 დღემდე არ მოდრეკილხართ,+ არ შეშინებულხართ+ და არ გივლიათ ჩემი კანონითა+ და წესებით, რომლებიც დაგიდგინეთ თქვენ და თქვენს მამა-პაპას“.+

11 ამიტომ, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აი, პირს ვიბრუნებ თქვენკენ თქვენდა საუბედუროდ და მთელი იუდას მოსასპობად.+ 12 შევიპყრობ იუდადან დარჩენილებს, რომლებმაც პირი იბრუნეს ეგვიპტეში წასასვლელად, რომ შეეხიზნონ მას;+ ყოველ მათგანს ბოლო მოეღება ეგვიპტის მიწაზე;+ მახვილით დაეცემიან; შიმშილით+ მოეღება ბოლო ყველას დიდიან-პატარიანად; მახვილითა და შიმშილით დაიხოცებიან. წყევლად, გამაოგნებლად, შესაჩვენებლად და სასირცხვილოდ იქცევიან.+ 13 მახვილით, შიმშილითა და ჭირით მოვთხოვ პასუხს ეგვიპტის მიწაზე დასახლებულებს ისევე, როგორც იერუსალიმს.+ 14 იუდადან დარჩენილთაგან, რომლებიც ეგვიპტის მიწას ეხიზნებიან,+ ვერავინ უშველის თავს და ვერავინ გადარჩება, რომ დაბრუნდნენ იუდას მიწაზე, სადაც სული მიუწევთ დასაბრუნებლად და საცხოვრებლად;+ ვერავინ დაბრუნდება ზოგიერთი გადარჩენილის გარდა“».

15 კაცებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ მათი ცოლები შესაწირავს უბოლებდნენ სხვა ღმერთებს,+ დიდ ჯგუფად მდგარმა ქალებმა და ეგვიპტის მიწაზე,+ ფათროსში+ დასახლებულებმა მიუგეს იერემიას: 16 „არ მოვისმენთ სიტყვას, რომელსაც იეჰოვას სახელით გვეუბნები,+ 17 ჩვენი პირიდან გამოსული სიტყვისამებრ გავაკეთებთ ყველაფერს,+ შესაწირავს ავუბოლებთ ცის დედოფალს+ და დავუღვრით მას დასაღვრელ შესაწირავს,+ როგორც ვაკეთებდით ჩვენ+ და როგორც ჩვენი მამა-პაპა,+ ჩვენი მეფეები+ და ჩვენი მთავრები აკეთებდნენ იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში; მაშინ პურით ვძღებოდით და კარგად ვცხოვრობდით, უბედურება არ გვინახავს.+ 18 მას მერე, რაც ცის დედოფალს აღარ ვუბოლებთ შესაწირავს+ და აღარ ვუღვრით დასაღვრელ შესაწირავს, ყველაფერი მოგვაკლდა და მახვილითა და შიმშილით ვიხოცებით.+

19 როცა შესაწირავს ვუბოლებდით და დასაღვრელ შესაწირავს ვუღვრიდით+ ცის დედოფალს,+ განა ჩვენი ქმრების დაუკითხავად ვუცხობდით მსხვერპლად შესაწირავ კვერებს იმისათვის, რომ მისი ქანდაკება გაგვეკეთებინა და დასაღვრელი შესაწირავი დაგვეღვარა მისთვის?!“+

20 მთელ ხალხს — კაცებს, მათ ცოლებსა და ყველას, ვინც ასე უპასუხა — იერემიამ მიუგო: 21 „განა არ ემახსოვრებოდა და გულში არ ექნებოდა იეჰოვას,+ რომ შესაწირავს აბოლებდით იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში+ თქვენ+ და თქვენი მამა-პაპა,+ თქვენი მეფეები,+ თქვენი მთავრები+ და მიწის ხალხი?! 22 ბოლოს ვეღარ აიტანა იეჰოვამ ეს, რადგან ბოროტი იყო თქვენი საქმეები და სისაძაგლეებს სჩადიოდით.+ ამიტომ გაპარტახდა თქვენი მიწა, გამაოგნებელი, დასაწყევლი და უკაცრიელი გახდა, როგორც დღეს არის.+ 23 შესაწირავს აბოლებდით,+ სცოდავდით იეჰოვას,+ არ ემორჩილებოდით იეჰოვას ხმას+ და არ დადიოდით მისი კანონის,+ წესებისა და შეხსენებებისამებრ, ამიტომაც დაგატყდათ თავს ის უბედურება, რაც დღეს გჭირთ“.+

24 კიდევ უთხრა იერემიამ მთელ ხალხს და ყველა ქალს: «ისმინე იეჰოვას სიტყვა, ეგვიპტეში მყოფო მთელო იუდავ!+ 25 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „თქვენ და თქვენი ცოლები+ თქვენი ხელით ასრულებთ იმას, რასაც თქვენ, ქალებო, ამბობთ, შევასრულებთო ჩვენს აღთქმებს,+ შესაწირავს ავუბოლებთო ცის დედოფალს+ და დასაღვრელ შესაწირავს დავუღვრითო მას.+ ქალებო, თქვენ შეასრულებთ კიდეც თქვენს აღთქმებს, დაიცავთ კიდეც თქვენს აღთქმებს“.

26 ამიტომ ისმინე იეჰოვას სიტყვა, ეგვიპტეში დასახლებულო მთელო იუდავ:+ „ჩემს დიდებულ სახელს ვფიცავ,+ — ამბობს იეჰოვა, — რომ მთელ ეგვიპტეში არც ერთი იუდეველის პირი აღარ მოუხმობს ჩემს სახელს+ და აღარ იტყვის, ცოცხალიაო უზენაესი უფალი იეჰოვა.+ 27 ვფხიზლობ მათ საუბედუროდ და არა მათ სასიკეთოდ;+ მახვილითა და შიმშილით მოეღება ბოლო ეგვიპტის მიწაზე მყოფ ყველა იუდეველს, სანამ სულ არ გაწყდებიან.+ 28 ცოტანი გადაურჩებიან მახვილს და დაბრუნდებიან ეგვიპტიდან იუდას მიწაზე;+ იუდადან დარჩენილები, რომლებიც ეგვიპტის მიწას ეხიზნებიან, გაიგებენ, ვისი სიტყვა სრულდება — ჩემი თუ მათი“».+

29 „ეს იქნება იმის ნიშანი თქვენთვის,+ — ამბობს იეჰოვა, — რომ განგიკითხავთ ამ ადგილზე, რათა გაიგოთ, რომ ჩემი სიტყვები თქვენდა საუბედუროდ შესრულდება:+ 30 აი რას ამბობს იეჰოვა: ფარაონ ხოფრას, ეგვიპტის მეფეს,+ თავისი მტრებისა და თავისი სულის მაძიებლების ხელში ჩავაგდებ,+ როგორც იუდას მეფე ციდკია ჩავაგდე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის ხელში — მისი მტრისა და სულის მაძიებლის ხელში“.+

45 სიტყვა, რომელიც უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ბარუქს,+ ნერიას ძეს, როცა მან იერემიას პირით+ ნათქვამი სიტყვები ჩაწერა წიგნში იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, მეფობის მეოთხე წელს:

2 «აი რას ამბობს შენზე იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ბარუქ: 3 „შენ ამბობ, ვაიმე,+ რადგან ტკივილზე მწუხარება დამიმატაო იეჰოვამ! ოხვრამ დამქანცა და მოსასვენებლად ადგილს ვერ ვპოულობო“.+

4 „უთხარი მას, ასე ამბობს-თქო იეჰოვა: აი, რასაც ვაშენებ, თავადვე ვანგრევ და რასაც ვრგავ, თავადვე ვძირკვავ, მთელ მიწასაც კი.+ 5 შენ კი დიდ რამეს ეძებ შენთვის.+ ნუ ეძებ.+

უბედურებას დავატეხ ყოველ ხორციელს,+ — ამბობს იეჰოვა, — შენ კი შენს სულს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც კი წახვალ“».+

46 იეჰოვას ეს სიტყვა გამოეცხადა იერემია წინასწარმეტყველს ხალხებზე+ — 2 ეგვიპტეზე,+ ეგვიპტის მეფის,+ ფარაონ ნექოს*, ჯარზე, რომელიც ქარხემიშში,+ მდინარე ევფრატთან იდგა და რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაამარცხა იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის მეფობის მეოთხე წელს: 3 „ჩაამწკრივეთ პატარა და დიდი ფარები და გადით საბრძოლველად,+ 4 მხედრებო, შეკაზმეთ ცხენები, ამხედრდით მათზე, დადექით მუზარადებით, გააპრიალეთ შუბები და ჯავშნით+ შეიმოსეთ!

5 რატომ ვხედავ მათ თავზარდაცემულებს? უკან იხევენ, მათი ვაჟკაცები შეიმუსრნენ; გარბიან უკანმოუხედავად.+ შიშია ირგვლივ,+ — ამბობს იეჰოვა. — 6 ნუ ეცდება გაქცევას სწრაფი, ნურც თავის გადარჩენას — ძლიერი.+ ბორძიკობენ და ეცემიან+ ჩრდილოეთით,+ მდინარე ევფრატის ნაპირზე.

7 ვინ მოდის მდინარე ნილოსივით, იმ მდინარეებივით, რომელთა წყლებიც აბობოქრებულია?+ 8 ეგვიპტე მოდის მდინარე ნილოსივით,+ მდინარეებივით ბობოქრობენ წყლები.+ ის ამბობს, ავალ, დავფარავო დედამიწას, ადვილად მოვსპობო ქალაქსა და მის მკვიდრთ.+ 9 ადით, ცხენებო! გაშმაგებით გაქანდით, ეტლებო! გამოვიდნენ ძლიერები, ქუში+ და ფუტი,+ რომლებსაც მომარჯვებული აქვთ ფარი, და ლუდიმი,+ რომელსაც მომარჯვებული და მოზიდული აქვს მშვილდი.

10 ეს უზენაესი უფლის, ლაშქართა ღვთის, იეჰოვას დღეა, დღე შურისძიებისა, როცა ის შურს იძიებს თავის მტრებზე.+ მახვილი შთანთქავს და გაძღება, დარწყულდება მათი სისხლით, რადგან უზენაეს+ უფალს, ლაშქართა ღმერთ იეჰოვას, მსხვერპლშეწირვა+ აქვს ჩრდილოეთის მიწაზე მდინარე ევფრატთან.+

11 ადი გალაადში და შეიძინე ბალზამი,+ ეგვიპტის ქალწულო ასულო!+ განსაკურნავად რას აღარ მიმართავ, მაგრამ ამაოდ, ვერ განიკურნები.+ 12 ხალხებს ესმით შენი სირცხვილი+ და მიწას ავსებს შენი ყვირილი.+ ვაჟკაცი ვაჟკაცს ედება ფეხებში+ და ორივენი ერთად ეცემიან“.

13 სიტყვა, რომელიც იეჰოვამ უთხრა იერემია წინასწარმეტყველს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მოსვლაზე და მის მიერ ეგვიპტის დამარცხებაზე:+ 14 «თქვით ეგვიპტეში და გამოაცხადეთ მიგდოლში,+ ნოფსა+ და თახფანხესში,+ თქვით: „დადექი, გაემზადე,+ რადგან მახვილი შთანთქავს ყველაფერს შენ ირგვლივ.+ 15 რატომ წაილეკნენ შენი ძლიერები?+ ვეღარ ძლებენ, რადგან იეჰოვამ განდევნა ისინი.+ 16 ბევრი ბორძიკობს, ეცემა. ერთმანეთს ეუბნებიან, ადექი, დავბრუნდეთო ჩვენს ხალხთან და ჩვენი ნათესავების მიწაზე სასტიკი მახვილის გამო“. 17 აცხადებენ, მხოლოდ ხმაურიაო ფარაონი, ეგვიპტის მეფე.+ ხელიდან გაუშვაო სადღესასწაულო დრო.+

18 ცოცხალი ვარ, — ამბობს მეფე, რომლის სახელიც ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა,+ — როგორიც თაბორია+ მთათა შორის და ქარმელია+ ზღვასთან, ისეთივე იქნება ის, როცა მოვა. 19 გაიმზადე ბარგი გადასახლებისთვის,+ ეგვიპტის ასულო,+ მკვიდრო ქალო, რადგან ხალხს გააოგნებს ნოფი,+ ცეცხლს მიეცემა და არავინ იცხოვრებს იქ.+ 20 ულამაზესი დეკეულია ეგვიპტე. კოღო მოდის ჩრდილოეთიდან მის წინააღმდეგ.+ 21 მისი დაქირავებული ჯარისკაცებიც ნასუქი ხბოებივით არიან.+ ნებდებიან ისინი+ და ერთიანად გარბიან. ვეღარ ძლებენ,+ რადგან მოვიდა მათი უბედურების დღე, მათი განკითხვის დრო.+

22 მისი ხმა სრიალა გველის სისინს ჰგავს;+ კაცები ძალ-ღონეს მოიკრებენ და გაემართებიან მისკენ, შეშის შემგროვებლებივით ცულებით მივლენ მასთან. 23 გაუჩეხენ ტყეს,+ — ამბობს იეჰოვა, — თუმცა გაუვალია იგი. კალიებზე+ მეტნი არიან, თვლა არა აქვთ. 24 შერცხვება ეგვიპტის ასული;+ ჩრდილოეთის+ ხალხს ჩაუვარდება ხელში.

25 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი ამბობს: აი, განვიკითხავ ნოს+ ამონს,+ ფარაონს, ეგვიპტეს, მის ღმერთებსა+ და მის მეფეებს,+ ფარაონსა და ყველას, ვისაც მისი იმედი აქვს.+

26 ჩავაგდებ მათ მათი სულების მძებნელების, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისა+ და მისი მსახურების ხელში; შემდეგ კი ის ძველებურად დამკვიდრდება,+ — ამბობს იეჰოვა».

27 „შენ კი ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, და თავზარი ნუ დაგეცემა, ისრაელ,+ რადგან გიხსნი შორეთში და შენს შთამომავლებს ვიხსნი მათი ტყვეობის ქვეყნიდან.+ დაბრუნდება იაკობი, მოისვენებს, მშვიდად იქნება და არავინ დააფრთხობს მას.+ 28 ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, — ამბობს იეჰოვა, — რადგან შენთანა ვარ.+ შევმუსრავ ყველა ხალხს, რომელთა შორისაც გაგფანტე,+ შენ კი არ შეგმუსრავ,+ თუმცა სამართლიანად დაგსჯი,+ დაუსჯელს არ დაგტოვებ“.+

47 იეჰოვას ეს სიტყვა გამოეცხადა იერემია წინასწარმეტყველს ფილისტიმელებზე,+ ვიდრე ფარაონი დაამარცხებდა ღაზას.+ 2 აი რას ამბობს იეჰოვა:

„აი, წყლები მოედინება+ ჩრდილოეთიდან+ და წამლეკავ მდინარედ იქცევა. დატბორავს მიწას და ყველაფერს, რაც მასზეა, ქალაქსა და მის მკვიდრთ.+ აყვირდება ხალხი და იღრიალებს ყველა,+ ვინც იმ მიწაზე ცხოვრობს. 3 აღარ მობრუნდებიან მამები ვაჟებისკენ მისი ულაყების თქარუნზე,+ საბრძოლო ეტლების გრიალზე+ და ბორბლების ხმაურზე,+ რადგან ჩამოუშვებენ ხელებს; 4 ვინაიდან მოდის ფილისტიმელთა ძარცვის დღე,+ რომ მოესპოს ტვიროსსა+ და სიდონს+ ყველა გადარჩენილი შემწე.+ იეჰოვა ძარცვავს კუნძულ ქაფთორიდან+ წამოსულ ფილისტიმელთა დარჩენილ ნაწილს.+ 5 გაქაჩლდა+ ღაზა,+ დადუმდა აშკელონი.+ როდემდე დაისერავთ თავს, მათ ველზე დარჩენილებო?!+

6 იეჰოვას მახვილო,+ როდისღა გაჩერდები?! ჩაეგე ქარქაშში,+ დამშვიდდი და დადუმდი.

7 როგორ გაჩერდეს, როცა თვით იეჰოვამ უბრძანა?! აშკელონისა და ზღვისპირეთისთვისაა ის.+ მან იქაურობისთვის განაწესა ის“.

48 აი რას ეუბნება ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+ მოაბს:+ «ვაი ნებოს,+ რადგან იძარცვება ის! შერცხვენილია და დატყვევებულია კირიათაიმი.+ შერცხვენილია და თავზარდაცემულია თავშესაფარი მაღლობზე.+ 2 აღარ აქებენ მოაბს.+ ხეშბონში+ უბედურებას უმზადებენ მას: მოდი, აღვგავოთო ის, როგორც ერი.+

შენც დადუმდი, მადმენ, მახვილი მოგდევს უკან. 3 ყვირილი ისმის ხორონაიმიდან,+ ძარცვაა იქ და დიდი დაქცევა. 4 დაქცეულია მოაბი.+ მისი ბავშვების ყვირილი ისმის. 5 ტირილით ადიან ლუხითის+ გზაზე — ტირილია იქ. ხალხს ესმის, როგორ ეშვებიან დაქცევის გამო მწუხარების ყვირილით+ ხორონაიმის გზაზე.

6 გაიქეცით, გადაირჩინეთ სულები+ და უდაბნოში მდგარ ღვიას დაემსგავსებით!+ 7 რაკი საკუთარ საქმეებსა და განძეულზე ხარ დაიმედებული, შენც შეგიპყრობენ;+ ქემოშსაც+ გადაასახლებენ+ თავის მღვდლებთან და მთავრებთან ერთად.+ 8 ყველა ქალაქში შევა მძარცველი,+ ვერც ერთი ქალაქი ვერ გადარჩება.+ როგორც იეჰოვა ამბობს, განადგურდება ველი და მოისპობა ვაკე.

9 გზაზე ნიშანი მიეცით მოაბს, რადგან წავა ნანგრევებად ქცეული;+ ხალხს გააოგნებს მისი ქალაქები და არავინ იცხოვრებს იქ.+

10 დაწყევლილი იყოს ის, ვინც დაუდევრად ასრულებს იეჰოვას დავალებას;+ დაწყევლილი იყოს ის, ვინც სისხლის ღვრისგან აკავებს მახვილს!

11 მოაბელები ახალგაზრდობიდანვე+ უდარდელად არიან, მშვიდად დგანან თავიანთ თხლეზე.+ ერთი ჭურჭლიდან მეორეში არ გადაუღიათ ისინი, არც გადაუსახლებიათ. ამიტომაც შეინარჩუნეს გემო, სუნიც არ შეცვლიათ.

12 ამიტომ, აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — გავუგზავნი მათ გადამღებლებს, და გადაიღებენ მათ;+ დაუცარიელებენ ჭურჭლებს და დაუმსხვრევენ დიდ დოქებს. 13 შერცხვებიან მოაბელები ქემოშის+ გამო, ისევე როგორც ისრაელის სახლია შერცხვენილი ბეთელის, თავისი იმედის გამო.+ 14 როგორ ბედავთ იმის თქმას, ძლიერნი+ და ძალ-ღონით სავსენი ვართო საომრად?!

15 იძარცვება მოაბი, გამოდიან მისი ქალაქების წინააღმდეგ.+ მისი რჩეული ჭაბუკები დასახოცად მიდიან,+ — ამბობს მეფე, რომლის სახელიც ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა.+

16 მოახლოვდა მოაბელთა უბედურება, გამალებით მოიჩქარის ის.+ 17 თანაუგრძნობენ მათ გარშემო მყოფნი და მათი სახელის მცოდნენი.+ თქვით: „ო, როგორ გადატყდა ძლიერების კვერთხი, კვერთხი სილამაზისა!“+

18 დათმე დიდება და დაჯექი მწყურვალი, დიბონის+ ასულო,+ მკვიდრო ქალო, რადგან შენზე მოდის მოაბის მძარცველი. ის გაგინადგურებს ციხესიმაგრეებს.+

19 გაჩერდი და გზას დააკვირდი, აროერის+ მკვიდრო ქალო. ჰკითხე გაქცეულ კაცს და თავდახსნილ ქალს, რა ხდება-თქო?+ 20 შერცხვენილია მოაბი, რადგან თავზარი დაეცა.+ იღრიალე და იყვირე. თქვით არნონში,+ რომ იძარცვება მოაბი. 21 სასჯელმა მოაწია ვაკე ქვეყანაზე,+ ხოლონზე, იაჰაცზე,+ მეფაათზე,+ 22 დიბონზე,+ ნებოზე,+ ბეთ-დიბლათაიმზე, 23 კირიათაიმზე,+ ბეთ-გამულზე, ბეთ-მეონზე,+ 24 კერიოთზე,+ ბოცრაზე+ — მოაბის ყველა ქალაქზე, შორეულზეც და მახლობელზეც.

25 რქა* მოეკვეთა მოაბს+ და მკლავი მოსტყდა,+ — ამბობს იეჰოვა. — 26 დაათვრეთ ის,+ რადგან თვით იეჰოვას გაუმედიდურდა;+ თავის ნარწყევში+ გორაობს მოაბი, დასაცინი გახდა.

27 განა არ დასცინოდი ისრაელს?!+ ნუთუ ქურდებს შორის იყო ის?!+ შენ ყოველთვის თავს აქნევდი, როცა მის წინააღმდეგ ლაპარაკობდი.

28 მოაბის მკვიდრნო, დატოვეთ ქალაქები და კლდეზე დასახლდით.+ დაემსგავსეთ მტრედს, რომელიც ნაპრალის პირას იშენებს ბუდეს».+

29 „გვსმენია მოაბის სიამაყეზე+ — მეტისმეტად ამპარტავანია ის — გვსმენია მისი დიდებულების, სიამაყის, ამპარტავნობისა და მისი გულის მედიდურობის შესახებ“.+

30 „ვიცი, რომ მრისხანეა ის, — ამბობს იეჰოვა, — მაგრამ ასე არ იქნება... ფუჭია მისი სიტყვები...+ ასე არ მოიქცევა.+ 31 ამიტომაც გოდებას მოვყვები მოაბზე, ვიყვირებ მთელი მოაბის გამო.+ იგლოვებენ კირ-ხერესის+ მკვიდრთ.

32 შენ უფრო მეტად დაგიტირებ, ვიდრე იაზერს,+ სიბმას+ ვაზო, ზღვა გადაკვეთა შენმა აყვავებულმა ყლორტებმა. ზღვამდე, იაზერამდე+ მიაღწიეს მათ. შენს ზაფხულის ხილსა*+ და მოკრეფილ ყურძენს მძარცველი დაესხა.+ 33 სიხარული და მხიარულება წაერთვა ხილნარსა და მოაბის მიწას;+ გავაქრე ღვინო საწნახლიდან,+ აღარავინ დაწურავს ღვინოს შეძახილით; შეძახილი შეძახილს აღარ დაემსგავსება“.+

34 „ხეშბონიდან+ ელალესა+ და იაჰაცამდე+ მიაწვდინეს ყვირილის ხმა,+ ცოარიდან+ — ხორონაიმსა+ და ეგლათ-შელიშიამდე;+ ნიმრიმის+ წყლებიც კი დაიწრიტა. 35 გავანადგურებ მოაბში მას, ვისაც შესაწირავი მიაქვს მაღლობზე და ვინც თავის ღმერთს შესაწირავს უბოლებს,+ — ამბობს იეჰოვა. — 36 ამიტომ სალამურივით ამიკვნესდება გული მოაბის გამო,+ სალამურივით ამიკვნესდება გული კირ-ხერესის+ მკვიდრთა გამო; ამიტომ მოისპობა მთელი მისი მონაგარი.+ 37 ყველა თავი მელოტია+ და ყველა წვერი შეკრეჭილი.+ ყველა ხელი დასერილია+ და ყველა წელი ჯვალოშემოკრული!“+

38 „მოთქვამენ მოაბის ყველა ბანზე და მოედანზე;+ უსარგებლო ჭურჭელივით დავამსხვრიე მოაბი,+ — ამბობს იეჰოვა. — 39 ო, როგორაა ის შეძრწუნებული! იღრიალეთ! ო, როგორ იხევს უკან მოაბი! შერცხვენილია ის.+ დასაცინი და შემაძრწუნებელია მოაბი გარშემო მყოფთათვის“.

40 «აი რას ამბობს იეჰოვა: „როგორც არწივი აცხრება თავის მსხვერპლს,+ ისე გაშლის ის ფრთებს მოაბზე.+ 41 დაიპყრობენ ქალაქებს და აიღებენ მის სიმაგრეებს. იმ დღეს მშობიარობით გატანჯული ქალის გულს დაემსგავსება მოაბელი ვაჟკაცების გული“».+

42 „მოისპობა მოაბი, როგორც ერი,+ რადგან იეჰოვას გაუმედიდურდა.+ 43 შიში, ორმო და ხაფანგია შენზე, მოაბის მკვიდრო,+ — ამბობს იეჰოვა. — 44 შიშისგან გაქცეული ორმოში ჩავარდება, ორმოდან ამოსული ხაფანგში გაებმება.+

მოვაწევ მასზე, მოაბზე, მისი განკითხვის წელს,+ — ამბობს იეჰოვა. — 45 გაქცეულნი დაუძლურებულნი დგანან ხეშბონის+ ჩრდილში. ცეცხლი გამოვა ხეშბონიდან და ალი — სიხონიდან,+ და შთანთქავს ის მოაბის საფეთქლებსა და შფოთის ვაჟების თხემს.+

46 ვაი შენ, მოაბ!+ იღუპება ქემოშის+ ხალხი. ტყვედ წაასხეს შენი ვაჟები და ასულები. 47 უკანასკნელ დღეებში შევკრებ მოაბელ ტყვეებს,+ — ამბობს იეჰოვა. — აქამდეა მოაბის განაჩენი“.+

49 აი რას ეუბნება იეჰოვა ამონის+ ძეებს: „განა არა ჰყავს ისრაელს ვაჟები ან მემკვიდრე?! რატომ დაეპატრონა მალქამი+ გადს?+ რატომ ცხოვრობს მისი ხალხი ისრაელის ქალაქებში?“+

2 „ამიტომ, აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა ავტეხ საომარ განგაშს+ ამონელთა რაბას+ წინააღმდეგ. განადგურებულ გორაკად იქცევა+ ის და მისი მიმდებარე ქალაქები+ ცეცხლს მიეცემა.+

ისრაელის დამპატრონებლებს ისრაელი დაეპატრონება,+ — ამბობს იეჰოვა.

3 იღრიალე,+ ხეშბონო,+ რადგან იძარცვება აი! იყვირეთ რაბას მიმდებარე ქალაქებო! ჯვალო შემოირტყით,+ მოთქვამდეთ და დახეტიალებდეთ ქვით ნაშენ ფარეხებს შორის, რადგან გადაასახლებენ მალქომს,+ მის მღვდლებსა და მთავრებს — ყველას ერთად.+ 4 რატომ ტრაბახობ შენი ველებით, შენი წყალუხვი ველით,+ ორგულო ასულო, შენს საგანძურზე+ რომ ხარ დაიმედებული და ამბობ, ვინ მოვაო ჩემთან?“+

5 „საშინელებას მოგაწევ,+ — ამბობს უზენაესი+ უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — ყველასგან, ვინც შენ გარშემოა. თითოეული თქვენი მიმართულებით გაიფანტებით+ და არავინ იქნება გაქცეულთა შემკრები“.

6 „შემდეგ კი შევკრებ დატყვევებულ ამონის+ ძეებს, — ამბობს იეჰოვა“.

7 აი რას ეუბნება ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ედომს: „აღარ არის სიბრძნე+ თემანში?!+ გაუქრათ რჩევა გონიერებს?! წახდა მათი სიბრძნე?!+ 8 გაიქეცით!+ უკან დაიხიეთ! დაბლა ჩადით დასამალავად,+ დედანის მკვიდრნო!+ ესავის უბედურებას მოვაწევ მას, იმ დროს, როცა განვიკითხავ.+ 9 ყურძნის მკრეფავები რომ მოსულიყვნენ შენთან, განა არ დაგიტოვებდნენ ნამცვრევს?! ქურდები რომ მოსულიყვნენ ღამით, განა მხოლოდ იმდენს არ წაგართმევდნენ, რამდენსაც მოისურვებდნენ?!+ 10 მე კი გავაშიშვლებ ესავს,+ გამოვაჩენ მის საფარს+ და ვერ დაიმალავს თავს.+ გაიძარცვებიან მისი შთამომავლები, მისი ძმები და მისი მეზობლები,+ და აღარ იქნება ის.+ 11 მიატოვე უმამო ბავშვები!+ მე შევუნარჩუნებ მათ სიცოცხლეს, მე მომენდობიან შენი ქვრივები“.+

12 აი რას ამბობს იეჰოვა: „აი, თუმცა მათთვის ჩვეული არ არის ამ თასის შესმა, მაინც მოუწევთ დალევა.+ განა შენ დაუსჯელი დარჩები?! არ დარჩები დაუსჯელი, რადგან მაინც დალევ“.+

13 „ჩემს თავს ვფიცავ,+ — ამბობს იეჰოვა, — რომ გამაოგნებლად,+ სირცხვილად, განადგურებად და წყევლად იქცევა ბოცრა.+ სამარადისოდ გაპარტახდება მისი ყველა ქალაქი“.+

14 ამბავი მოვისმინე იეჰოვასგან, დესპანია გაგზავნილი ხალხებთან და ამბობს: „შეიკრიბეთ და გამოდით მის წინააღმდეგ, მზად იყავით საბრძოლველად!“+

15 „აი, დაგაპატარავე ხალხებს შორის და ადამიანებს შორის საძულველად გაქციე.+ 16 იმან გაცდუნა, რომ სხვები კანკალებდნენ შენ გამო, შენი გულის კადნიერებამ გაცდუნა,+ კლდის მყუდრო ადგილის მკვიდრო, მაღალ გორას ჩაჭიდებულო. ძირს ჩამოგიყვან,+ თუმცა არწივივით მაღლა იშენებ ბუდეს,+ — ამბობს იეჰოვა. — 17 გააოგნებს ედომი ხალხებს.+ გაოგნდება ყოველი გამვლელი და სტვენას მოჰყვება მთელი მისი უბედურების გამო.+ 18 როგორც სოდომის, გომორისა და მისი მეზობელი ქალაქების დამხობის+ შემდეგ, — ამბობს იეჰოვა, — ისე იქაც არავინ იცხოვრებს და კაციშვილი არ შეეხიზნება+ მას.

19 აი, ლომივით+ მივა ის იორდანის პირას გადაჭიმული დიდებული ტევრებიდან მუდმივ საცხოვრებელში,+ მაგრამ მყისვე გავაქცევ მისგან.+ რჩეულს დავაყენებ მასზე. ვინ არის ჩემი მსგავსი?!+ ვინ შემომედავება?!+ რომელი მწყემსი დამიდგება წინ?!+ 20 ამიტომ მოისმინეთ იეჰოვას გადაწყვეტილება, ედომის+ წინააღმდეგ მიღებული, და ის, რაც თემანის+ მკვიდრთა წინააღმდეგ განუზრახავს: წაათრევენ ბატკნებს და გააპარტახებენ მათ საცხოვრებელს მათ გამო.+ 21 იძვრის მიწა მათი დაცემის ხმაზე.+ ყვირილი+ ისმის! წითელ ზღვაზეც+ კი ისმის ეს ხმა. 22 აი, არწივივით აფრინდება ვიღაც და დააცხრება+ მას, ფრთებს გაშლის ბოცრაზე;+ იმ დღეს მშობიარობით გატანჯული ქალის გულს დაემსგავსება ედომელი ვაჟკაცების გული“.+

23 დამასკოს:+ „შერცხვენილნი არიან ხამათი+ და არფადი,+ რადგან ცუდი ამბავი გაიგეს. გამბედაობა დაეკარგათ.+ ღელავს ზღვა, ვერ მშვიდდება.+ 24 გამბედაობა დაკარგა დამასკომ. გაიქცა ის, ძრწოლამ აიტანა.+ მშობიარე ქალივით იტანჯება, მშობიარობის ტკივილებმა+ შეიპყრო. 25 რატომ არ ტოვებენ ქების ქალაქს, სიხარულის ქალაქს?+

26 ამიტომაც დაეცემიან მოედნებზე მისი ჭაბუკები, იმ დღეს დადუმდება ყველა მეომარი,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 27 ცეცხლს გავაჩაღებ დამასკოს გალავანზე და შთანთქავს ის ბენ-ჰადადის საცხოვრებელ კოშკებს“.+

28 აი რას ეუბნება იეჰოვა კედარს+ და ხაცორის+ სამეფოებს, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაამარცხა:+ „ადექით, ადით კედარში და გაძარცვეთ აღმოსავლეთის ძეები.+ 29 წაიღებენ მათ კარვებს+ და წაასხამენ მათ ფარას,+ წაიღებენ მათი კარვის ქსოვილებსა+ და მათ ნივთებს, წაიყვანენ მათ აქლემებს.+ დაუყვირებენ, შიშიაო ირგვლივ!“+

30 „გაიქეცით, შორს გაიქეცით, ძირს ჩამოდით დასამალავად, ხაცორის+ მკვიდრნო, — ამბობს იეჰოვა, — რადგან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა+ გადაწყვეტილება მიიღო თქვენ წინააღმდეგ და რაღაც განიზრახა“.

31 „ადექით, გამოდით უდარდელი+ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც უსაფრთხოდ+ ცხოვრობს!“ — ამბობს იეჰოვა.

„არც კარები აქვთ მათ და არც ურდულები; მარტო ცხოვრობენ ისინი.+ 32 დაიტაცებენ მათ აქლემებს+ და ურიცხვ ცხვარ-ძროხას. გავფანტავ მათ ქარის ყველა მიმართულებით,+ მათ, ვისაც თმა აქვთ შეკრეჭილი საფეთქლებთან;+ ყოველი ახლომდებარე კუთხიდან მოვუვლენ უბედურებას, — ამბობს იეჰოვა. — 33 ტურების ბუნაგად+ იქცევა ხაცორი,+ სამარადისოდ გაპარტახდება. არავინ იცხოვრებს იქ და კაციშვილი არ შეეხიზნება მას“.+

34 იუდას მეფე ციდკიას+ მეფობის დასაწყისში იეჰოვას ეს სიტყვა გამოეცხადა იერემია წინასწარმეტყველს ელამის+ შესახებ: 35 «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „გადავტეხ ელამის+ მშვილდს, მათი ძლიერების საწყისს. 36 მოვუვლენ ელამს ოთხ ქარს ცის ოთხივე კიდიდან.+ გავფანტავ მათ ამ ქარების+ მიმართულებით და არ დარჩება ერი, სადაც გაფანტული+ ელამელები არ მივლენ“».

37 „შევაძრწუნებ ელამელებს მათი მტრებისა და მათი სულების მძებნელთა წინაშე. უბედურებას მოვუვლენ მათ, ჩემს მრისხანებას,+ — ამბობს იეჰოვა, — მახვილს დავადევნებ, სანამ არ შევმუსრავ მათ“.+

38 „ელამში+ დავიდგამ ტახტს, მოვსპობ იქ მეფესა და მთავრებს“, — ამბობს იეჰოვა.

39 „უკანასკნელ დღეებში+ შევკრებ ელამელ+ ტყვეებს“, — ამბობს იეჰოვა.

50 სიტყვა, რომელიც წარმოთქვა იეჰოვამ ბაბილონის,+ ქალდეველთა+ მიწის შესახებ, იერემია წინასწარმეტყველის პირით: 2 «თქვით ეს ხალხებში და გამოაცხადეთ,+ ნიშანი აღმართეთ,+ გამოაცხადეთ, არაფერი დამალოთ, თქვით: „დაპყრობილია ბაბილონი,+ შერცხვენილია ბელი*,+ შეძრწუნებულია მეროდაქი, შერცხვენილია მისი ქანდაკებები,+ შეძრწუნებულია მისი ნეხვიანი კერპები“. 3 რადგან მის წინააღმდეგ მოდის ხალხი ჩრდილოეთიდან.+ ის გამაოგნებლად აქცევს მის მიწას და აღარავინ იცხოვრებს იქ.+ გაქცეულია კაციცა და პირუტყვიც;+ აღარ არიან ისინი».+

4 «იმ დღეებში და იმ დროს,+ — ამბობს იეჰოვა, — ისრაელის ძეები იუდას ძეებთან ერთად მოვლენ.+ ტირილით ივლიან+ და იეჰოვას, თავიანთ ღმერთს დაუწყებენ ძებნას.+ 5 სიონისკენ იბრუნებენ პირს, კითხვა-კითხვით დაადგებიან მისკენ მიმავალ გზას+ და იტყვიან, მოდით, შევუერთდეთ იეჰოვას მარადიული შეთანხმებით, რომელიც დავიწყებას არ მიეცემაო.+ 6 ჩემი ხალხი იქცა ცხვრის ფარად, რომელიც იღუპება;+ მათივე მწყემსები ახეტიალებენ მათ,+ უაზროდ დაატარებენ მთებში.+ ერთი მთიდან მეორე მთაზე გადადიან და ერთი გორიდან — მეორე გორაზე. დაივიწყეს თავიანთი მოსასვენებელი ადგილი.+ 7 მათი მპოვნელები ჭამენ მათ+ და მათი მტრები ამბობენ:+ „არ ვიქნებით დამნაშავენი,+ რადგან შესცოდეს იეჰოვას — სიმართლის სამყოფელს+ და მათი მამა-პაპის იმედს,+ იეჰოვას“».

8 „გაიქეცით ბაბილონიდან, წადით ქალდეველთა მიწიდან,+ გახდით ფარის წინამძღოლი ცხოველივით.+ 9 აი, ბაბილონის წინააღმდეგ ჩრდილოეთის მიწიდან+ აღვძრავ და გამოვიყვან დიდი ხალხების კრებულს და მის წინააღმდეგ დაეწყობიან ისინი.+ იქიდან დაიპყრობენ მას.+ მათი ისრები ჰგავს ძლიერი კაცის ისრებს, რომლებიც შვილებს უხოცავს მშობლებს, არ ბრუნდება ის უკან მიზნის მიუღწევლად.+ 10 ნადავლად იქცევა ქალდეა.+ გაძღებიან მისი მძარცველები“,+ — ამბობს იეჰოვა.

11 „ხარობდით+ და მხიარულობდით, როცა ძარცვავდით ჩემს მემკვიდრეობას.+ კუნტრუშებდით, როგორც დეკეული ქორფა ბალახზე,+ ულაყებივით ჭიხვინებდით.+ 12 შერცხვა დედათქვენი.+ გაწბილებულია თქვენი მშობელი დედა.+ აი, ყველაზე მდაბიოა ის ხალხებს შორის, უწყლო უდაბნო და ხრიოკია.+ 13 იეჰოვას რისხვის გამო გაუკაცრიელდება+ ის და მთლიანად გაპარტახდება.+ ვინც ბაბილონს ჩაუვლის, გაოგნებული შეხედავს მას და სტვენას მოჰყვება მთელი მისი უბედურების გამო.+

14 დაეწყვეთ ბაბილონის წინააღმდეგ ყოველი მხრიდან,+ მშვილდის მომზიდველებო,+ ესროლეთ მას,+ არ დაზოგოთ ისრები, რადგან იეჰოვას შესცოდა მან!+ 15 საომარი ყიჟინა დაეცით მის წინააღმდეგ ყოველი მხრიდან.+ ჩამოშვებული აქვს ხელები,+ ეცემა მისი სვეტები და ინგრევა მისი გალავნები,+ რადგან იეჰოვას შურისძიებაა ეს.+ შური იძიეთ მასზე; როგორც თვითონ იქცეოდა, ისე მოექეცით მას.+ 16 მოსპეთ მთესველი ბაბილონში+ და მკის დროს ნამგლის დამჭერი. სასტიკი მახვილის გამო თითოეული თავის ხალხს დაუბრუნდება, თითოეული თავის ქვეყანაში გაიქცევა.+

17 დაფანტული ცხვარია+ ისრაელი; ლომები ფანტავენ+ მას. პირველად ასურეთის მეფემ შთანთქა+ ის, ახლა კი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი უხრავს ძვლებს.+ 18 ამიტომ, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: აი, განვიკითხავ ბაბილონის მეფესა და მის მიწას, ისევე როგორც ასურეთის+ მეფე განვიკითხე. 19 დავაბრუნებ ისრაელს თავის საძოვარზე,+ მოძოვს ის ქარმელსა+ და ბაშანში,+ გაძღება მისი სული ეფრემისა+ და გალაადის+ მთიან მხარეში“.

20 „იმ დღეებში და იმ დროს,+ — ამბობს იეჰოვა, — დაუწყებენ ძებნას ისრაელის დანაშაულს,+ მაგრამ აღარ იქნება ის; იუდას ცოდვებს+ — მაგრამ ვერ იპოვიან მათ, რადგან ვაპატიებ მათ, ვისაც დავტოვებ“.+

21 „გამოდი მერათაიმის მიწისა და ფეკოდის+ მკვიდრთა წინააღმდეგ.+ გაიჟლიტონ და განადგურდნენ ისინი, — ამბობს იეჰოვა, — ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გიბრძანე.+ 22 ბრძოლის ხმაა ქვეყანაში და დიდი დაქცევა.+ 23 ო, როგორ მოიკვეთა და გადატყდა+ მთელი ქვეყნის ურო!+ ო, რა გამაოგნებელი გახდა ბაბილონი ხალხთა შორის!+ 24 მახე დაგიგე და შენც გაები, ბაბილონო, ისე, რომ ვერც მიხვდი.+ გიპოვეს და შეგიპყრეს კიდეც, რადგან იეჰოვას წინააღმდეგ გამოდიოდი.+

25 ხსნის იეჰოვა თავის საცავს და გამოაქვს თავისი რისხვის იარაღები.+ საქმე აქვს უზენაეს+ უფალს, ლაშქართა ღმერთ იეჰოვას, ქალდეველთა+ მიწაზე. 26 მიდი მასთან შორეთიდან;+ გააღე მისი ბეღლები.+ ზვინის დამდგმელებივით+ ააზვინე ის და გასანადგურებლად+ განაწესე. არავინ დარჩეს მას.+ 27 გაუჟლიტე ყველა მოზვერი,+ სასაკლაოზე ჩავიდნენ ისინი!+ ვაი მათ, რადგან დადგა მათი დღე, მათი განკითხვის დრო!+

28 ისმის ბაბილონიდან+ გაქცეულთა და თავდაღწეულთა ხმა, რათა ამცნონ სიონში ჩვენი ღვთის, იეჰოვას შურისძიების,+ თავისი ტაძრის გამო შურისძიების შესახებ.+

29 მოუხმეთ მშვილდოსნებს ბაბილონის წინააღმდეგ, ყველას, მშვილდის მომზიდველს.+ დაბანაკდით მის გარშემო, ნურავინ დააღწევს თავს იქიდან!+ მიუზღეთ მას მისი ნამოქმედარისამებრ,+ მისი საქმეებისამებრ მოექეცით,+ რადგან იეჰოვას, ისრაელის წმინდას გაუკადნიერდა.+ 30 ამიტომაც დაეცემიან მოედნებზე+ მისი ჭაბუკები, იმ დღეს დადუმდება ყველა მისი მეომარი“,+ — ამბობს იეჰოვა.

31 „აი, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ,+ კადნიერებავ,+ — ამბობს უზენაესი+ უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — რადგან დადგება შენი დღე, დრო, როცა განგიკითხავ. 32 წაიბორძიკებს და დაეცემა კადნიერება+ და არავინ ეყოლება წამომყენებელი.+ ცეცხლს გავაჩაღებ მის ქალაქებში და შთანთქავს ის მთელ მის შემოგარენს“.+

33 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ისრაელის ძეები და იუდას ძეები დაჩაგრულნი არიან, შეიპყრეს ისინი მათმა დამატყვევებლებმა,+ არ უნდათ მათი გაშვება.+ 34 მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი,+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი.+ ის განიხილავს მათ სასამართლო საქმეს,+ რომ შვება მისცეს მათ მიწას+ და შეაშფოთოს ბაბილონის მცხოვრებნი“.+

35 „მახვილია ქალდეველთა+ წინააღმდეგ, — ამბობს იეჰოვა, — ბაბილონის მკვიდრთა,+ მის მთავართა+ და მის ბრძენთა წინააღმდეგ.+ 36 მახვილია ფუჭად მოლაპარაკეთა+ წინააღმდეგ — უგუნურად მოიქცევიან+ ისინი. მახვილია მის ძლიერ კაცთა+ წინააღმდეგ — შეძრწუნდებიან+ ისინი. 37 მახვილია მათი ცხენებისა+ და საომარი ეტლების წინააღმდეგ, მახვილია იქ მყოფი მთელი ჭრელი ხალხის წინააღმდეგ+ — ქალებს დაემსგავსებიან+ ისინი. მახვილია მისი განძეულობის+ წინააღმდეგ — გაიძარცვება ის. 38 განადგურებაა მის წყლებზე — დაშრება+ ისინი. ქანდაკებების+ ქვეყანაა ის და შეშლილებივით იქცევიან თავიანთი საზარელი ხილვების გამო. 39 ამიტომ ღრიალა ცხოველებთან ერთად იცხოვრებენ უწყლო მხარის ბინადრები და სირაქლემები დაიბუდებენ+ იქ; აღარ დასახლდება იქაურობა და აღარ ექნება მას სამკვიდრო თაობიდან თაობაში“.+

40 „როგორც ღვთის მიერ სოდომის, გომორისა+ და მისი მეზობელი ქალაქების+ დამხობის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა, — ისე იქაც არავინ იცხოვრებს და კაციშვილი არ შეეხიზნება მას.+

41 აი, ხალხი მოდის ჩრდილოეთიდან; დიდი ხალხი+ და დიდი მეფეები+ წამოვლენ დედამიწის კიდეებიდან.+ 42 მშვილდი და ხელშუბი აქვთ მომარჯვებული.+ სასტიკნი არიან და არავის შეიწყალებენ.+ მათი ხმა აღელვებული ზღვის ხმასავითაა,+ ცხენებზე ამხედრდებიან;+ ბაბილონის ასულო, ერთსულოვნად ჩამწკრივებულან შენ წინააღმდეგ საბრძოლველად.+

43 გაიგო ბაბილონის მეფემ მათი ამბავი+ და ჩამოუშვა ხელები.+ გასაჭირია! მწვავე ტკივილებმა შეიპყრო ის მშობიარე ქალივით.+

44 აი, ლომივით მივა ის იორდანის პირას გადაჭიმული დიდებული ტევრებიდან მუდმივ საცხოვრებელში,+ მაგრამ მყისვე გავაქცევ მისგან.+ რჩეულს დავაყენებ მასზე.+ ვინ არის ჩემი მსგავსი?!+ ვინ შემომედავება?!+ რომელი მწყემსი დამიდგება წინ?!+ 45 ამიტომ მოისმინეთ ბაბილონის წინააღმდეგ+ მიღებული იეჰოვას გადაწყვეტილება+ და ის, რაც ქალდეველთა მიწის წინააღმდეგ განუზრახავს.+ წაათრევენ ბატკნებს+ და გააპარტახებენ მათ საცხოვრებელს+ მათ გამო. 46 ბაბილონის დაპყრობის ხმაზე შეიძვრება მიწა+ და ყვირილს გაიგონებენ ხალხები“.+

51 აი რას ამბობს იეჰოვა: „გამანადგურებელ ქარს+ აღვძრავ ბაბილონის წინააღმდეგ+ და ლებ-კამაის* მცხოვრებთა წინააღმდეგ. 2 გამნიავებლებს გავუგზავნი ბაბილონს და გაანიავებენ მას, დააცარიელებენ+ მის მიწას, რადგან ყოველი მხრიდან მოადგებიან მას უბედურების დღეს.+

3 ნუ მოზიდავს მშვილდს მშვილდის მომზიდველი.+ ნურავინ წამოდგება ჯავშნით.

ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს;+ გასანადგურებლად განაწესეთ მთელი მისი ჯარი.+ 4 დაეცემიან დახოცილები ქალდეველთა+ მიწაზე და განგმირულები — მის ქუჩებში.+

5 არ დაუქვრივებია ისრაელი და იუდა+ თავიანთ ღმერთს, ლაშქართა ღმერთ იეჰოვას.+ ისრაელის წმინდის თვალში ქალდეველთა მიწა სავსეა დანაშაულით.+

6 გაიქეცით ბაბილონიდან,+ გადაირჩინეთ თქვენ-თქვენი სულები.+ უსიცოცხლონი ნუ გახდებით მისი დანაშაულის+ გამო, რადგან ეს იეჰოვას შურისძიების დროა;+ სამაგიეროს უხდის მას.+ 7 იეჰოვას ხელში ოქროს თასი იყო ბაბილონი,+ მთელი დედამიწის დამათრობელი;+ მისი ღვინით თვრებოდნენ+ ხალხები, ამიტომაც იქცევიან შეშლილებივით.+ 8 მოულოდნელად დაეცა ბაბილონი და დაიმტვრა.+ იღრიალეთ+ მის გამო, ბალზამი აიღეთ მისი ტკივილის დასაამებლად,+ იქნებ განიკურნოს“.

9 „ვმკურნალობდით ბაბილონს, მაგრამ არ იკურნებოდა. თავი დაანებეთ,+ თითოეული ჩვენ-ჩვენს ქვეყანაში წავიდეთ,+ რადგან ცას მისწვდა მისი განაჩენი, ღრუბლიან ცამდე ავიდა.+ 10 სიმართლეს მოიმოქმედებს იეჰოვა ჩვენთვის.+ მოდით, სიონში ვილაპარაკოთ ჩვენი ღვთის, იეჰოვას საქმეზე“.+

11 „წამახეთ ისრები,+ ამოეფარეთ მრგვალ ფარებს. იეჰოვამ აღძრა მიდიელთა+ მეფეების სული, რადგან ბაბილონის განადგურება აქვს ჩაფიქრებული.+ იეჰოვას შურისძიებაა ეს, შურისძიება მისი ტაძრისთვის.+ 12 ნიშანი აღმართეთ+ ბაბილონის გალავნის წინააღმდეგ, გაამაგრეთ დაცვა,+ დააყენეთ გუშაგები, მზად გყავდეთ ჩასაფრებულები,+ რადგან განიზრახა იეჰოვამ და შეასრულებს იმას, რაც წარმოთქვა ბაბილონელებზე“.+

13 „დიდ წყლებზე დამკვიდრებულო ქალო,+ დიდი განძის მფლობელო,+ მოაწია შენმა აღსასრულმა,+ ბოლო მოეღო შენს მოგებას.+ 14 საკუთარი სული დაიფიცა ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ,+ აგავსებო ხალხით, როგორც კალიებით,+ და ისინი ყიჟინას დასცემენო+ შენზე. 15 თავისი ძლიერებით შექმნა მან დედამიწა,+ სიბრძნით+ განამტკიცა ნაყოფის მომცემი მიწა+ და გამჭრიახობით+ გადაჭიმა ცა.+ 16 მის ხმაზე წყალი ხმაურობს ცაში, ორთქლი ამოჰყავს დედამიწის კიდიდან,+ წყლის კარიბჭეებს უდგენს წვიმას+ და თავისი საცავებიდან გამოჰყავს ქარი. 17 უგუნურად იქცევიან, უცოდინარებივით.+ ყველა მჭედელი შერცხვება გამოსახულების+ გამო, რადგან სიცრუეა+ მათი ჩამოსხმული ქანდაკებები და სული არ არის მათში.+ 18 ფუჭი+ და დასაცინი+ არიან ისინი. დაიღუპებიან განკითხვისას.+

19 იაკობის წილი* კი მათ არ ჰგავს,+ რადგან ის ყველაფრის შემქმნელია,+ თავისი მემკვიდრეობის კვერთხისაც;+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი“.+

20 „ხელკეტი ხარ ჩემს ხელში, საომარი იარაღი,+ შენით შევმუსრავ ხალხებს, შენით მოვსპობ სამეფოებს, 21 შენით შევმუსრავ ცხენსა და მხედარს, შენით შევმუსრავ ეტლსა და მეეტლეს,+ 22 შენით შევმუსრავ კაცსა და ქალს, შენით შევმუსრავ მოხუცსა და ყმაწვილს, შენით შევმუსრავ ჭაბუკსა და ქალწულს, 23 შენით შევმუსრავ მწყემსსა და მის ფარას, შენით შევმუსრავ მიწათმოქმედსა და მის წყვილად შებმულ პირუტყვს, შენით შევმუსრავ გამგებლებსა და მმართველებს. 24 სამაგიეროს გადავუხდი ბაბილონსა და ქალდეის ყველა მკვიდრს მთელი იმ ბოროტების გამო, რომელიც ჩაიდინეს სიონში თქვენ თვალწინ“,+ — ამბობს იეჰოვა.

25 „აი, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ,+ დამღუპველო მთავ,+ — ამბობს იეჰოვა, — მთელი დედამიწის დამღუპველო.+ ხელს გავიწვდი შენზე, კლდეებიდან დაგაგორებ და გადაბუგულ მთად გაქცევ“.+

26 „ქვასაც კი ვერ აიღებს შენგან ხალხი კუთხის ქვად თუ ქვაკუთხედად,+ რადგან სამარადისოდ გაპარტახდები“,+ — ამბობს იეჰოვა.

27 „აღმართეთ ნიშანი მიწაზე,+ ჩაჰბერეთ საყვირს ხალხთა შორის. გაამზადეთ*+ მის წინააღმდეგ ხალხები. მოუხმეთ მის წინააღმდეგ არარატის,+ მინისა და აშქენაზის+ სამეფოებს. მის წინააღმდეგ დააყენეთ ჯარის შემკრები. გამოიყვანეთ ცხენები+ ბუსუსებიანი კალიებივით. 28 გაამზადეთ მის წინააღმდეგ ხალხები, მიდიის მეფეები,+ მისი გამგებლები, მისი მმართველები და მთელი მათი სამფლობელო. 29 შეიძრას დედამიწა და მწვავე ტკივილები დაეწყოს,+ რადგან ბაბილონის წინააღმდეგ აქვს იეჰოვას განზრახვა, რათა გამაოგნებლად აქციოს და გააუკაცრიელოს ბაბილონის მიწა.+

30 ბრძოლა შეწყვიტეს ბაბილონის ძლიერებმა; სიმაგრეებში სხედან. დაილია მათი ძალა,+ ქალებივით გახდნენ.+ გადამწვარია მისი საცხოვრებლები, დამტვრეულია მისი ურდულები.+

31 მალემსრბოლი მალემსრბოლის შესახვედრად გარბის, მაცნე — მაცნის შესახვედრად,+ რათა აცნობოს ბაბილონის მეფეს, რომ ყოველი მხრიდან დაპყრობილია მისი ქალაქი,+ 32 დაიკავეს ფონი,+ გადაწვეს ჭილის ნავები და შეძრწუნებულნი არიან მეომრები“.+

33 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „კალოსა ჰგავს ბაბილონის ასული.+ დროა მაგრად დაიტკეპნოს. ცოტაც და მისი მკის დროც დადგება“.+

34 «შემჭამა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა,+ თავგზა ამიბნია; ცარიელ ჭურჭლად მაქცია; როგორც დიდმა გველმა,+ ისე გადამყლაპა, ჩემი ძვირფასეულობით აივსო მუცელი, ჩამომრეცხა. 35 „ისეთივე ძალადობით მოექცნენ ბაბილონს, როგორითაც მე მომექცნენ!“ — იტყვის სიონის მკვიდრი ქალი.+ „ქალდეის მკვიდრებზე იყოს ჩემი სისხლი!“ — იტყვის იერუსალიმი».+

36 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „მე განვიხილავ შენს სასამართლო საქმეს+ და შურს ვიძიებ+ შენ გამო. ამოვაშრობ მის ზღვას და დავაშრობ მის ჭებს.+ 37 ქვების გროვად იქცევა ბაბილონი,+ ტურების ბუნაგად,+ გაოგნდებიან და სტვენას მოჰყვებიან მისი შემხედვარენი, არავინ იცხოვრებს იქ.+ 38 ყველანი ერთად იღრიალებენ ფაფრიანი ლომებივით, ლომის ბოკვრებივით დაიწყებენ ბრდღვინვას“.

39 „როცა გახურდებიან, ნადიმს გავუმართავ და დავათრობ, რათა გაიხარონ;+ მარადიული ძილით დაიძინებენ და ვერ გამოიღვიძებენ,+ — ამბობს იეჰოვა. — 40 დასაკლავად ჩავიყვან მათ, როგორც ვერძებს, როგორც ერკემლებსა და ვაცებს“.+

41 „ო, როგორ დაიპყრეს შეშაქი+ და როგორ დაატყვევეს მთელი დედამიწის ქება!+ როგორ გაოგნდნენ ხალხები+ ბაბილონის შემხედვარე! 42 ზღვამ გადაუარა ბაბილონს, მრავალმა ტალღამ დაფარა.+ 43 მისმა ქალაქებმა ხალხი გააოგნა, უწყლო მიწად და ხრიოკად იქცა ისინი.+ მისი ქალაქები იქცა მიწად, სადაც არავინ იცხოვრებს, კაციშვილი არ გაივლის მათზე.+ 44 განვიკითხავ ბელს*+ ბაბილონში და პირიდან ამოვანთხევინებ იმას, რაც ჩაყლაპა.+ აღარ იდინებენ მისკენ ხალხები.+ ბაბილონის გალავანიც დაეცემა.+

45 გამოდი მისგან, ჩემო ხალხო,+ და გადაირჩინეთ+ თქვენ-თქვენი სულები იეჰოვას მრისხანებისგან.+ 46 თუ არადა, შეგიდრკებათ გული+ და შეგეშინდებათ იმ ამბისა, რომელსაც გაიგებთ ამ მიწაზე. ერთ წელიწადში მოვა ამბავი, მას შემდეგ, მომდევნო წელს კი — სხვა ამბავი, და იქნება ძალადობა დედამიწაზე და მმართველი მმართველის წინააღმდეგ გამოვა. 47 ამიტომ, აი, დადგება დრო, როცა განვიკითხავ ბაბილონის ქანდაკებებს;+ მთელი მისი მიწა შერცხვება და მისი ხალხი დახოცილი ეყრება იქ.+

48 სიხარულით შესძახებენ+ ბაბილონის გამო ცა და მიწა და ყველაფერი, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან მოვლენ მისი მძარცველები,+ — ამბობს იეჰოვა. — 49 როგორც ბაბილონმა დასცა ისრაელის დახოცილები,+ ისე დაეცნენ ბაბილონში მთელი დედამიწის დახოცილები.+

50 მახვილსგადარჩენილნო, იარეთ, ნუ გაჩერდებით.+ შორიდანვე გახსოვდეთ იეჰოვა+ და გულში გქონდეთ იერუსალიმი“.+

51 „შერცხვენილები ვართ,+ რადგან შეურაცხყოფას ვისმენთ.+ დამცირებამ დაგვიფარა სახე,+ რადგან უცხოები გამოვიდნენ იეჰოვას სახლის წმინდა ადგილების წინააღმდეგ“.+

52 „ამიტომ, აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა განვიკითხავ მის ქანდაკებებს+ და აკვნესდებიან განგმირულები მთელ მის მიწაზე“.+

53 „ცაშიც რომ ავიდეს ბაბილონი+ და მიუწვდომელ სიმაღლეს მიაღწიოს მისმა ძლიერებამ,+ მძარცველებს მოვუვლენ მას“,+ — ამბობს იეჰოვა.

54 „ისმინეთ! ყვირილი ისმის ბაბილონიდან,+ დიდი დაცემის ხმა — ქალდეველთა+ მიწიდან, 55 რადგან ძარცვავს იეჰოვა ბაბილონს. ის ჩაახშობს იქ დიდ ხმას,+ მათი ტალღები დიდი წყლებივით აბობოქრდება+ და გაისმება მათი ხმაური. 56 რადგან დაესხმება მას, ბაბილონს, მძარცველი;+ შეიპყრობენ მის ძლიერებს.+ დაილეწება მათი მშვილდები,+ რადგან იეჰოვა შურისგების ღმერთია+ და სამაგიეროს მიუზღავს მათ.+ 57 დავათრობ მის მთავრებს, მის ბრძენკაცებს, მის გამგებლებს, მმართველებსა და მის ძლიერებს.+ მარადიული ძილით დაიძინებენ და ვერ გამოიღვიძებენ“,+ — ამბობს მეფე,+ რომლის სახელიც ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა.+

58 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „თუმცა განიერია ბაბილონის გალავანი, მაინც დაინგრევა;+ თუმცა მაღალია მისი კარიბჭეები, ცეცხლს მიეცემა.+ ტყუილუბრალოდ იშრომებენ ხალხები+ და ცეცხლისთვის იშრომებენ ერები,+ ქანცს გაიწყვეტენ“.

59 სიტყვა უბრძანა იერემია წინასწარმეტყველმა სერაიას, მახსეიას+ ძის ნერიას ძეს,+ როცა ის იუდას მეფე ციდკიას მეფობის მეოთხე წელს მასთან ერთად წავიდა ბაბილონში (სერაია სამეფო კარის მესაწოლე იყო). 60 იერემიამ ერთ წიგნში+ ჩაწერა ყველა ის უბედურება, რაც ბაბილონს უნდა დასტყდომოდა, ბაბილონზე ნათქვამი ყველა ეს სიტყვა. 61 უთხრა იერემიამ სერაიას: «როგორც კი ჩახვალ ბაბილონში და დაინახავ მას, ხმამაღლა წაიკითხე ყველა ეს სიტყვა.+ 62 თქვი: „ო, იეჰოვა, შენ ლაპარაკობ ამ ადგილზე, რომ მოსპო ის და არავინ იცხოვროს იქ,+ არც ადამიანმა და არც პირუტყვმა, და სამარადისოდ გაპარტახდეს“. 63 როცა დაამთავრებ ამ წიგნის კითხვას, შეაბი მას ქვა, შუაგულ ევფრატში+ ჩააგდე 64 და თქვი: „ასე ჩაიძირება და აღარასოდეს აღდგება ბაბილონი იმ უბედურების გამო, რომელსაც დავატეხ მას;+ ქანცს გაიწყვეტენ ისინი“».+

აქამდეა იერემიას სიტყვები.

52 ოცდაერთი წლისა იყო ციდკია,+ როცა გამეფდა,+ და თერთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში;+ დედამისი იყო ხამუტალი,+ ლიბნელი+ იერემიას ასული. 2 ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში+ იეჰოიაკიმის+ მსგავსად. 3 განარისხა იეჰოვა იმან, რაც იერუსალიმსა და იუდაში ხდებოდა, და განდევნა მან ისინი თავის თვალთაგან.+ განუდგა ციდკია ბაბილონის მეფეს.+ 4 მისი მეფობის მეცხრე წელს,+ მეათე თვის მეათე დღეს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ჯარით მოადგა იერუსალიმს;+ დაბანაკდნენ ისინი, კედელი შემოავლეს მას და ალყაში მოაქციეს.+ 5 მეფე ციდკიას მეფობის მეთერთმეტე წლამდე ალყაში იყო ქალაქი მოქცეული.+

6 მეოთხე თვის მეცხრე დღეს+ შიმშილი გაძლიერდა ქალაქში, აღარ იყო პური იმ მიწაზე მცხოვრები ხალხისთვის.+ 7 ბოლოს გატყდა ქალაქი;+ ღამით, როცა ქალაქის ირგვლივ იყვნენ ქალდეველები, გაიქცა ყველა მეომარი+ და გავიდნენ ისინი ქალაქიდან ორმაგი გალავნის კარიბჭის გავლით, მეფის ბაღთან+ რომ არის, და დაადგნენ არაბას+ გზას. 8 დაედევნა ქალდეველთა ჯარი მეფეს+ და დაეწივნენ ისინი ციდკიას+ იერიხონის ხრიოკ ველზე; მთელი ჯარი შემოეფანტა მას.+ 9 შეიპყრეს მეფე და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს+ რიბლაში,+ ხამათის+ მიწაზე, რომ მას განაჩენი გამოეტანა+ მისთვის. 10 ბაბილონის მეფემ თვალწინ დაუხოცა ვაჟები ციდკიას,+ ასევე დახოცა იუდას ყველა მთავარი რიბლაში,+ 11 ციდკია კი დააბრმავა.+ სპილენძის ბორკილები დაადო მას ბაბილონის მეფემ, ბაბილონში წაიყვანა+ და სიკვდილამდე საპატიმროში ჰყავდა.

12 მეხუთე თვის მეათე დღეს, ბაბილონის მეფის, მეფე ნაბუქოდონოსორის მეფობის მეცხრამეტე წელს,+ ნებუზარადანი,+ მცველთა უფროსი, რომელიც ბაბილონის მეფის წინაშე იდგა, იერუსალიმში შევიდა. 13 გადაწვა იეჰოვას სახლი,+ მეფის სასახლე და ყველა სახლი იერუსალიმში;+ ცეცხლს მისცა დიდი სახლები.+ 14 მცველთა უფროსის თანმხლებმა ქალდეველთა ჯარმა დაანგრია იერუსალიმის მთელი გალავანი.+

15 მდაბიო ხალხიდან ზოგიერთი, ქალაქში დარჩენილი ხალხი,+ ბაბილონის მეფის მხარეზე გადასულები და დარჩენილი ოსტატები მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა გადაასახლა.+ 16 იმ მიწაზე მცხოვრები მდაბიო ხალხიდან ზოგიერთი კი მცველთა უფროსმა, ნებუზარადანმა, მევენახეებად და სავალდებულო სამუშაოების შემსრულებლად დატოვა.+

17 იეჰოვას სახლის სპილენძის სვეტები,+ საზიდრები+ და სპილენძის ზღვა,+ რომელიც იეჰოვას სახლში იყო, ქალდეველებმა დაამტვრიეს და მთელი სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.+ 18 თან წაიღეს+ ქილები, ნიჩბები,+ პატრუქის ნამწვის მოსაცილებლები,+ თასები,+ სასმისები და სპილენძის ყველა ნივთი, რასაც მსახურებისას იყენებდნენ. 19 წაიღო მცველთა უფროსმა+ ხალასი ოქროსა+ და ხალასი ვერცხლისგან+ დამზადებული ავზები,+ საცეცხლურები, თასები,+ ქილები, სალამპრეები,+ სასმისები და სხვა თასები. 20 ასევე წაიღო ორი სვეტი,+ ზღვა,+ თორმეტი სპილენძის ხარი,+ ზღვის ქვეშ რომ იყო, საზიდრები, რომლებიც მეფე სოლომონმა იეჰოვას სახლისთვის გააკეთა.+ სპილენძის ამ ნაკეთობებს წონა არ ჰქონდა.+

21 თითოეული სვეტი სიმაღლით თვრამეტი წყრთა+ იყო, გარშემო თორმეტი წყრთა ძაფი შემოევლებოდა,+ სისქით კი — ოთხი თითის დადება*, ღრუიანი იყო ის. 22 მას სპილენძის ბუღაური ჰქონდა,+ ერთი ბუღაური სიმაღლით ხუთი წყრთა+ იყო; მის ირგვლივ ბადისებური ნაკეთობა ბროწეულებითურთ მთლიანად სპილენძისა იყო;+ ასეთივე იყო მეორე სვეტიც ბროწეულებითურთ.+ 23 ოთხმოცდათექვსმეტი ბროწეული იყო ირგვლივ, მთლიანობაში — ასი ბროწეული ბადისებური ნაკეთობის ირგვლივ.+

24 გარდა ამისა, მცველთა უფროსმა წაიყვანა უფროსი მღვდელი სერაია,+ მეორე მღვდელი ცეფანია+ და სამი კარის მცველი,+ 25 ქალაქიდან წაიყვანა ერთი კარისკაცი, იგივე მეომართა ზედამხედველი, მეფესთან დაახლოებული+ ქალაქში მყოფი შვიდი კაცი, მხედართმთავრის მწერალი, რომელიც იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხს კრებდა ჯარისთვის, და იმ მიწაზე მცხოვრები სამოცი კაცი, რომლებიც ქალაქში აღმოჩნდნენ.+ 26 წაიყვანა ისინი მცველთა უფროსმა, ნებუზარადანმა,+ და მიჰგვარა ბაბილონის მეფეს რიბლაში.+ 27 დაჰკრა მათ+ და დახოცა ისინი ბაბილონის მეფემ რიბლაში,+ ხამათის+ მიწაზე. ასე გადაასახლეს იუდა თავისი მიწიდან.+

28 აი ხალხი, რომელიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა: მეშვიდე წელს — სამი ათას ოცდასამი იუდეველი;+

29 ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთვრამეტე წელს+ — რვაას ოცდათორმეტი სული იერუსალიმიდან;

30 ნაბუქოდონოსორის მეფობის ოცდამესამე წელს მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა გადაასახლა იუდეველები — შვიდას ორმოცდახუთი სული;+

მთლიანობაში ოთხი ათას ექვსასი სული გადაასახლეს.

31 იუდას მეფე იეჰოიაქინის+ გადასახლებიდან ოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთორმეტე თვის ოცდამეხუთე დღეს, ბაბილონის მეფე ევილ-მეროდაქმა თავისი გამეფების წელს თავი აუწია+ იუდას მეფე იეჰოიაქინს და საპყრობილიდან გამოიყვანა. 32 კარგად ელაპარაკა მას და ბაბილონში მასთან მყოფ სხვა მეფეებზე მაღლა დაუდგა ტახტი.+ 33 გაიხადა მან პატიმრის ტანსაცმელი+ და მის წინაშე ჭამდა+ პურს მთელი სიცოცხლე.+ 34 ყოველდღიურად ეძლეოდა მას სარჩო ბაბილონის მეფისგან, სიკვდილის დღემდე,+ მთელი სიცოცხლე.

ნიშნავს: იაჰი ხსნის (საშვილოსნოს) ან იაჰი განადიდებს.

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.

ანუ ევფრატის.

იგივე ცაბაოთი.

სიტყვასიტყვით — ხალხის სულების სისხლი. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

სიტყვასიტყვით — იძიოს ჩემმა სულმა. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

სიტყვასიტყვით — უგულო ან ცუდი ზრახვების მქონე.

სიტყვასიტყვით — განიწმინდნენ.

იხილეთ 2:2-ის სქოლიო.

იაკობის წილში იგულისხმება ღმერთი.

ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!

იგულისხმება ადამიანის ღრმა გრძნობები.

სიტყვასიტყვით — უყვარს ჩემს სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

სიტყვასიტყვით — ჩემი სული მაინც არ განეწყობა. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

იხილეთ 2:2-ის სქოლიო.

იერემია ლაპარაკობს იეჰოვას სახელით.

სიტყვასიტყვით — ორმოს უთხრიან ჩემს სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

როგორც ჩანს, იგივე ნაცრის კარიბჭე.

სიტყვასიტყვით — კისერი გაიმაგრეს.

სიტყვასიტყვით — განვწმენდ.

იგივე იეჰოახაზი.

სეპტუაგინტის, სირიული თარგმანისა და ვულგატის მიხედვით — იექონია, 2 მფ. 24:6—15-ში — იეჰოიაქინი.

აქ გამოყენებული ებრაული სიტყვა მასსას მეორე მნიშვნელობა არის ცნობა.

„თქვენ ხართ ტვირთი“ — ებრაულად ეთ-მაჰ-მასსა. ხალხისთვის პასუხის გასაცემად იერემიამ, მითითებისამებრ, სიტყვათა თამაშს მიმართა.

შესაძლოა იგულისხმებოდეს ბაბილონი.

ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!

იხილეთ 2:2-ის სქოლიო.

ებრაულად ტუვ, რაც ნიშნავს მაღალზნეობრიობას, უბიწობას, სიტყვასიტყვით — სიკარგეს.

იხილეთ 2:2-ის სქოლიო.

იხილეთ 2:2-ის სქოლიო.

სიტყვასიტყვით — იცოცხლებს შენი სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

სამეფო კარის მთავარი მოხელის ტიტული.

ანუ მთავარი ჯადოქარი (მკითხავი, ასტროლოგი); დიდებულთა მთავარი.

იგულისხმება ლეღვი, შესაძლოა ფინიკიც.

სიტყვასიტყვით — დაჰკრას შენს სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

იგივე იააზანია 2 მფ. 25:23-ში და იგივე აზარია 43:2-ში.

სიტყვასიტყვით — ყველა სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.

იგივე ნეხაო.

ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.

იხილეთ 40:10-ის სქოლიო.

ბაბილონელთა ღვთაება.

ქალდეის (ბაბილონის) ერთ-ერთი სავარაუდო სახელი.

იაკობის წილში იგულისხმება ღმერთი.

სიტყვასიტყვით — განწმინდეთ.

ბაბილონელთა ღვთაება.

თითის დადება უდრის 1,85 სანტიმეტრს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება