ეზეკიელი*
1 ოცდამეათე წელს, მეოთხე თვეს, თვის მეხუთე დღეს, როცა გადასახლებულ+ ხალხს შორის ვიყავი მდინარე ქებართან,+ გაიხსნა ცა+ და ვიხილე ღვთიური ხილვები.+ 2 თვის მეხუთე დღეს, მეფე იეჰოიაქინის+ გადასახლებიდან მეხუთე წელს, 3 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა+ ეზეკიელს,+ მღვდელ ბუზის ძეს, ქალდეველთა+ მიწაზე, მდინარე ქებართან. და იეჰოვას ხელი იყო იქ მასზე.+
4 ვიხილე: აი, ძლიერი ქარიშხალი+ მოდიოდა ჩრდილოეთიდან, სქელი ღრუბლები+ და მოგიზგიზე ცეცხლი;+ მის* გარშემო სინათლე იყო, მისი* შუაგულიდან კი ოქროსა და ვერცხლის შენადნობის მსგავსი რაღაც მოჩანდა.+ 5 მის შუაგულში ცოცხალი ქმნილების მსგავსი ოთხი არსება იყო,+ და აი როგორ გამოიყურებოდნენ ისინი: ადამიანს ჰგავდნენ, 6 თითოეულს ოთხ-ოთხი სახე+ და ოთხ-ოთხი ფრთა+ ჰქონდა. 7 ფეხები სწორი ჰქონდათ, ტერფები ხბოს ჩლიქებს+ მიუგავდათ; გაპრიალებული სპილენძივით+ უბზინავდათ ისინი. 8 ფრთებქვეშ, ოთხივე მხარეს ადამიანის ხელები ჰქონდათ,+ ოთხივეს ჰქონდა სახეები და ფრთები.+ 9 მათი ფრთები ერთმანეთს ეხებოდა. სვლისას არ ტრიალდებოდნენ, თითოეული პირდაპირ მიდიოდა.+
10 აი როგორი იყო მათი სახეები: ოთხივეს ჰქონდა ადამიანის+ სახე, მარჯვნივ+ — ლომის+ სახე, მარცხნივ+ ხარის+ სახე ჰქონდა ოთხივეს და ოთხივეს ჰქონდა არწივის სახე.+ 11 ასეთი იყო მათი სახეები. ფრთები+ მაღლა აეშალათ. თითოეულს ორი ფრთა ჰქონდა, რომლებითაც ერთმანეთს ეხებოდნენ, სხვა ორი ფრთა კი სხეულს ფარავდა.+
12 თითოეული პირდაპირ მიდიოდა.+ საითკენაც სული აღძრავდა, იქით მიდიოდნენ.+ სვლისას არ ტრიალდებოდნენ.+ 13 ცოცხალი ქმნილების მსგავსი არსებები გარეგნულად მოგიზგიზე ნაკვერჩხალს+ ჰგავდნენ. ცოცხალ ქმნილებებს შორის ჩირაღდნების+ მსგავსი რაღაცეები მოძრაობდნენ წინ და უკან, კაშკაშა იყო მათი ცეცხლი და ცეცხლიდან ელვა გამოდიოდა.+ 14 ელვას ჰგავდნენ ცოცხალი არსებები, როცა მიმოდიოდნენ.+
15 როცა ცოცხალ არსებებს შევყურებდი, დავინახე, რომ მიწაზე ცოცხალი არსებების+ გვერდით იყო თითო ბორბალი, თითოეულის ოთხივე სახესთან.+ 16 ბორბლები+ თავიდან ბოლომდე კაშკაშებდა ქრიზოლითივით+; ოთხივე ერთმანეთს ჰგავდა. ბორბლის აგებულება ისეთი იყო, თითქოს ბორბალი ბორბალში+ ზისო. 17 სვლისას ისინი ოთხივე მხარეს მოძრაობდნენ,+ მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ.+ 18 მათი სალტეები შიშის მომგვრელი სიმაღლისა იყო; ოთხივეს სალტეები ირგვლივ თვალებით იყო სავსე.+ 19 როცა ცოცხალი არსებები მიდიოდნენ, ბორბლებიც გვერდით მიჰყვებოდნენ, როცა ცოცხალი არსებები მიწიდან აიწეოდნენ, ბორბლებიც იწეოდნენ.+ 20 საითკენაც სული აღძრავდა, იქით მიდიოდნენ, რადგან სული აღძრავდა მათ; ბორბლებიც იწეოდნენ მათ გვერდით, რადგან ცოცხალი არსებების სული იყო ბორბლებში. 21 როცა ისინი მიდიოდნენ, ესენიც თან მიჰყვებოდნენ; როცა ისინი ჩერდებოდნენ, ესენიც ჩერდებოდნენ; როცა ისინი მიწიდან იწეოდნენ, ბორბლებიც იწეოდნენ მათ გვერდით, რადგან ცოცხალი არსებების სული იყო ბორბლებში.+
22 ცოცხალი არსებების თავზემოთ სივრცის+ მსგავსი რაღაც იყო, რაც მოწიწების მომგვრელი ყინულის ელვარებას ჰგავდა; ის მათ თავზემოთ იყო გადაჭიმული.+ 23 სივრცის ქვეშ მათი ფრთები ერთმანეთის გვერდიგვერდ იყო გასწორებული. თითოეულს ჰქონდა ორი ფრთა, ერთ მხარეს რომ ფარავდა, და კიდევ ორი, სხეულის მეორე მხარეს რომ ფარავდა. 24 როცა მიდიოდნენ, გავიგონე მათი ფრთების ხმა, რომელიც ჰგავდა დიდი წყლების ხმას,+ ყოვლისშემძლის ხმას, გრგვინვის ხმასა+ და ბანაკის ხმას.+ როცა ჩერდებოდნენ, ფრთებს დაბლა უშვებდნენ.
25 ხმა გაისმა სივრცის ზემოდან, რომელიც მათ თავზემოთ იყო (როცა ისინი ჩერდებოდნენ, ფრთებს დაბლა უშვებდნენ). 26 სივრცის ზემოთ, მათ თავზემოთ რომ იყო, საფირონის ქვის+ მსგავსი ტახტისმაგვარი+ რამ იყო. ამ ტახტისმაგვარზე იჯდა ვიღაც, ადამიანის მსგავსი.+ 27 დავინახე რაღაც, რაც ჰგავდა ოქროსა და ვერცხლის შენადნობის ბზინვარებას+ და რაც გარემოცული იყო შიგნიდან გამოსული რაღაც ცეცხლისმაგვარით,+ იქიდან, რაც მის თეძოებს ჰგავდა, და მათ ზემოთ ცეცხლისმაგვარი რამ გამოდიოდა; დავინახე, რომ ცეცხლისმაგვარი რამ იყო იქ, რაც მის თეძოებს ჰგავდა, და იმის ქვემოთ, და სინათლე იყო მის ირგვლივ. 28 სიკაშკაშე, რომელიც მის გარშემო იყო, ჰგავდა ცისარტყელას,+ ღრუბლებში წვიმიან დღეს გაჩენილს. ეს იეჰოვას დიდების მსგავსი რამ იყო.+ როცა ეს ვიხილე, პირქვე დავემხვე+ და გავიგონე მოლაპარაკის ხმა.
2 მითხრა მან: „კაცის ძეო,+ ფეხზე დადექი, რომ გელაპარაკო“.+ 2 როგორც კი დამელაპარაკა, სული შემოვიდა ჩემში+ და ფეხზე წამომაყენა, რომ მომესმინა მისთვის, ვინც მელაპარაკებოდა.+
3 მითხრა მან: «კაცის ძეო, მე გგზავნი ისრაელის ძეებთან,+ ურჩ ხალხებთან, რომლებიც მეურჩებიან;+ დღემდე მცოდავენ ისინი თავიანთი მამა-პაპის მსგავსად.+ 4 მე გგზავნი უტიფარი სახისა+ და ჯიუტი გულის+ მქონე ძეებთან, უთხარი მათ: „აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“. 5 გინდ მოგისმინონ,+ გინდ არა,+ რადგან ურჩია ეს სახლი,+ იმას მაინც გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.+
6 შენ კი, კაცის ძეო, ნუ შეგეშინდება მათი,+ ნურც მათი სიტყვები შეგაშინებს, რადგან ჯიუტები არიან,+ იჩხვლიტებიან;+ მორიელებს+ შორის გიწევს ცხოვრება. მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს,+ მათი სახეები თავზარს ნუ დაგცემს,+ რადგან ურჩია ეს სახლი.+ 7 უთხარი მათ ჩემი სიტყვები, გინდ მოგისმინონ, გინდ არა, რადგან ურჩნი არიან.+
8 შენ კი, კაცის ძეო, ისმინე, რასაც გეუბნები. ნუ გაურჩდები ამ ურჩი სახლივით.+ გააღე პირი და შეჭამე ის, რასაც გაძლევ».+
9 გავიხედე და დავინახე ჩემკენ გამოწვდილი ხელი,+ აი გრაგნილი იყო მასში.+ 10 მან ჩემ წინაშე გაშალა ეს ორივე მხრიდან ნაწერი გრაგნილი.+ მასში ჩაწერილი იყო სამგლოვიარო სიმღერები, კვნესა და მოთქმა.+
3 მითხრა მან: „კაცის ძეო, ჭამე, რასაც შენ წინ ხედავ. შეჭამე ეს გრაგნილი+ და წადი, ელაპარაკე ისრაელის სახლს“.
2 მეც გავაღე პირი და მან მაჭამა ეს გრაგნილი.+ 3 მან მითხრა: „კაცის ძეო, გაიძღე მუცელი, რათა გაივსო შიგნეული ამ გრაგნილით, რომელსაც გაძლევ“. მეც დავიწყე ჭამა და თაფლივით მეტკბო პირში.+
4 კვლავ მითხრა მან: „კაცის ძეო, წადი, მიდი ისრაელის სახლთან+ და ჩემი სიტყვებით ელაპარაკე მათ. 5 გაურკვეველ+ და რთულ ენაზე+ მოლაპარაკე ხალხთან კი არ იგზავნები, არამედ ისრაელის სახლთან, 6 და არა გაურკვეველ და რთულ ენაზე მოლაპარაკე მრავალ ხალხთან, რომელთა სიტყვებიც არ გესმის.+ მათთან რომ გამეგზავნე, ისინი მოგისმენდნენ.+ 7 ისრაელის სახლი კი არ მოისურვებს შენ მოსმენას, რადგან მათ არ სურთ ჩემი მოსმენა,+ ყველანი შუბლმაგარნი და გულქვანი+ არიან ისრაელის სახლში. 8 აი, მათი სახესავით გიმაგრებ სახეს+ და მათი შუბლივით გიმაგრებ შუბლს.+ 9 ალმასივით, კაჟზე+ უფრო მეტად გიმაგრებ შუბლს. ნუ შეგეშინდება+ მათი და მათი სახეები+ თავზარს ნუ დაგცემს, ეს ხომ ურჩი სახლია“.+
10 კვლავ მითხრა: „კაცის ძეო, გულთან მიიტანე+ და ყურით მოისმინე ყველა ის სიტყვა, რასაც გეუბნები. 11 წადი და მიდი გადასახლებულ+ ხალხთან, შენი ხალხის ძეებთან; ელაპარაკე მათ, გინდ მოგისმინონ, გინდ არა, უთხარი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა“.+
12 გამიტაცა სულმა*+ და ზურგს უკან მომესმა ძლიერი შხუილის ხმა:+ „კურთხეული იყოს იეჰოვას დიდება თავისი ადგილიდან“.+ 13 ისმოდა ცოცხალი არსებების ფრთების ცემის ხმა,+ ბორბლების ხმა მათ გვერდით+ და ძლიერი შხუილის ხმა. 14 გამიტაცა სულმა+ და წამიღო, გამწარებული გავყევი განრისხებული სულით, ძლიერი იყო იეჰოვას ხელი ჩემზე.+ 15 მივედი გადასახლებულ ხალხთან თელ-აბიბში, მდინარე ქებართან+ რომ ცხოვრობდნენ,+ და დავსახლდი იქ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. შვიდ დღეს ვიცხოვრე მათთან გაოგნებულმა.+
16 მეშვიდე დღის ბოლოს იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა:
17 „კაცის ძეო, ისრაელის სახლის გუშაგად დამიდგენიხარ.+ მოისმინე ჩემი ბაგიდან გამოსული სიტყვა და ჩემი სახელით გააფრთხილე ისინი.+ 18 როცა ბოროტს ვეტყვი, მოკვდები-მეთქი,+ შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი, რომ გააფრთხილო ბოროტი, მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან, რათა ცოცხალი დარჩეს,+ ის ბოროტი მოკვდება+ თავისი დანაშაულის გამო, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.+ 19 მაგრამ თუ გააფრთხილებ ბოროტს,+ ის კი არ მიატოვებს ბოროტებას და არ მობრუნდება თავისი ბოროტი გზიდან, მოკვდება+ ის თავისი დანაშაულის გამო, შენ კი დაიხსნი შენს სულს.+ 20 თუ მართალი მიატოვებს სიმართლეს+ და უსამართლოდ მოიქცევა, და მეც დაბრკოლების ლოდს+ დავუდებ წინ, მოკვდება ის, რადგან შენ არ გაგიფრთხილებია. თავისი ცოდვის გამო მოკვდება+ ის და მისი მართალი საქმეები არ გაიხსენება,+ მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.+ 21 თუ მართალს გააფრთხილებ, რომ არ შესცოდოს,+ და ისიც არ შესცოდავს, იცოცხლებს ის, რადგან გაფრთხილებული+ იყო, და შენც დაიხსნი შენს სულს“.+
22 იეჰოვას ხელი იყო იქ ჩემზე და მითხრა მან: „ადექი, გადი ველზე+ და იქ დაგელაპარაკები“. 23 მეც ავდექი, გავედი ველზე და, აი, იეჰოვას დიდება იდგა იქ,+ იმ დიდების მსგავსი, რომელიც მდინარე ქებართან+ ვიხილე, და პირქვე დავემხვე.+ 24 სული შემოვიდა ჩემში+ და ფეხზე წამომაყენა.+ მელაპარაკა ის და მითხრა:
„წადი, სახლში ჩაიკეტე. 25 კაცის ძეო, აი, შემოგახვევენ თოკებს და ისე შეგკრავენ, რომ ვერ იარო მათ შორის.+ 26 სასაზე მიგიკრავ ენას+ და დადუმდები;+ არ იქნები მათი მამხილებელი,+ რადგან ურჩია+ ეს სახლი. 27 როცა დაგელაპარაკები, ბაგეს გაგიხსნი და ეტყვი მათ,+ აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა. მომსმენმა მოისმინოს,+ ხოლო ვისაც არ უნდა მოსმენა, ნუ მოისმენს, რადგან ურჩია ეს სახლი“.+
4 „შენ კი, კაცის ძეო, აიღე აგური, წინ დაიდე და ამოკვეთე მასზე ქალაქი, იერუსალიმი.+ 2 ალყა შემოარტყი მას,+ ააშენე კედელი+ და გააკეთე მიწაყრილი მის წინააღმდეგ,+ განალაგე ბანაკები და გარშემო კედლის სანგრევი იარაღები დააყენე.+ 3 აიღე რკინის კეცი და რკინის კედლად დადგი შენსა და ქალაქს შორის, მისკენ იბრუნე პირი, ალყაში მოექცევა ის და იერიში მიიტანე მასზე. ეს იქნება ნიშანი ისრაელის სახლისთვის.+
4 დაწექი მარცხენა გვერდზე და დაიდე მასზე ისრაელის სახლის დანაშაული.+ რამდენი დღეც იწვები მასზე, იმდენ ხანს იტვირთებ მათ დანაშაულს. 5 სამას ოთხმოცდაათ+ დღედ გიდგენ მათი დანაშაულის+ წლებს და შენ იტვირთებ ისრაელის სახლის დანაშაულს. 6 შენ გაასრულებ მათ.
მეორედ მარჯვენა გვერდზე დაწექი და ორმოცი დღე იტვირთე იუდას სახლის დანაშაული.+ წელიწადზე დღეს, თითო წელიწადზე თითო დღეს გიდგენ.+ 7 იერუსალიმის ალყისკენ იბრუნე პირი,+ მკლავი გაიშიშვლე და იწინასწარმეტყველე მის წინააღმდეგ.
8 აი, თოკებით+ შეგკრავ, რომ ერთი გვერდიდან მეორეზე არ გადაბრუნდე, სანამ არ გაასრულებ შენი ალყის დღეებს.
9 აიღე ხორბალი,+ ქერი, ცერცვი,+ ოსპი,+ ფეტვი და ასლი;+ ერთ ჭურჭელში ჩაყარე ისინი და მოიმზადე მათგან პური მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა გვერდზე იწვები; სამას ოთხმოცდაათ დღეს შეჭამ მას.+ 10 შენი დღიური საჭმელი წონით ოცი შეკელი იქნება.+ დროგამოშვებით შეჭამ მას.
11 წყალსაც აწყვით დალევ — ჰინის მეექვსედს. დროგამოშვებით დალევ მას.
12 ქერის კვერს+ შეჭამ; ადამიანის გამომშრალ განავალზე+ გამოაცხობ მას მათ თვალწინ“. 13 კვლავ თქვა იეჰოვამ: „ასევე შეჭამენ ისრაელის ძეები თავიანთ უწმინდურ პურს+ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც გავფანტავ მათ“.+
14 ვთქვი: „ო, უზენაესო უფალო იეჰოვა! აი, ჩემი სული არ წაბილწულა;+ ახალგაზრდობიდან მოყოლებული დღემდე არ მიჭამია არც ლეში, არც დაგლეჯილი ცხოველი,+ არ გაჰკარებია ჩემს პირს უწმინდური ხორცი“.+
15 მან მითხრა: „კარგი, საქონლის ნაკელს გაძლევ ადამიანის გამომშრალი განავლის ნაცვლად, მასზე მოიმზადე პური“. 16 კვლავ მითხრა: „კაცის ძეო, აი ვამტვრევ იერუსალიმში პურის საკიდელ ჯოხებს;+ წონით და სიმწრით შეჭამენ პურს+ და აწყვით და შიშის ზარით დალევენ წყალს,+ 17 რათა მოაკლდეთ პური და წყალი, გაოგნებულებმა შეხედონ ერთმანეთს და დალპნენ თავიანთ დანაშაულში“.+
5 «კაცის ძეო, აიღე ბასრი მახვილი და დალაქის სამართებელივით მოიტარე ის თავსა და წვერზე.+ აიღე სასწორი და თმა ნაწილებად დაყავი. 2 მესამედი ცეცხლში დაწვი შუაგულ ქალაქში ალყის დღეების გასრულებისთანავე,+ აიღე კიდევ ერთი მესამედი და მახვილით დაკუწე ქალაქის გარშემო,+ ბოლო მესამედი კი ქარში გაფანტე; მახვილს ვიშიშვლებ და დავადევნებ მათ.+
3 აიღე ბოლო მესამედიდან ცოტაოდენი თმა და ტანსაცმლის კალთაში შეახვიე;+ 4 დანარჩენი კი აიღე, ცეცხლში ჩაყარე და დაწვი; გამოვა იქიდან ცეცხლი, რომელიც მოედება ისრაელის მთელ სახლს.+
5 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ეს არის იერუსალიმი, ხალხების შუაგულში დავაყენე ის, ქვეყნებით შემოვსაზღვრე; 6 ბოროტებით ეურჩებოდა ის ჩემს სამართალს სხვა ხალხებზე მეტად+ და ჩემს წესებს — სხვა ქვეყნებზე მეტად, რომლებიც მის გარშემო არიან, რადგან უარყვეს ჩემი სამართალი და არ დადიოდნენ ჩემი წესების თანახმად“.+
7 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რადგან თქვენს მეზობელ სხვა ხალხებზე უფრო მშფოთვარენი იყავით,+ არ დადიოდით ჩემი წესებით და არ აღასრულებდით ჩემს სამართალს,+ არამედ თქვენ გარშემო მცხოვრები ხალხების სამართალს აღასრულებდით,+ 8 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: აი გამოვდივარ შენ წინააღმდეგ,+ ქალაქო, და შენში აღვასრულებ ჩემს სამართალს ხალხების თვალწინ;+ 9 შენი სისაძაგლეების გამო ისეთ რამეს გავაკეთებ შენში, რაც არ გამიკეთებია და რის მსგავსსაც აღარასოდეს გავაკეთებ.+
10 ამიტომ შენში მამები თავიანთ ვაჟებს შეჭამენ,+ ვაჟები კი — თავიანთ მამებს; აღვასრულებ შენში სამართალს და ქარის ყველა მიმართულებით გავფანტავ შენს დარჩენილებს“.+
11 „ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რაკი შენი სიბილწეებითა+ და სისაძაგლეებით+ წაბილწე ჩემი საწმინდარი, მეც შეგამცირებ,+ არ შეგიბრალებს ჩემი თვალი+ და არ შეგიწყალებ.+ 12 შენი მესამედი ჭირით დაიხოცება,+ შიმშილით მოეღებათ ბოლო შენში;+ კიდევ ერთი მესამედი მახვილით დაეცემა შენ გარშემო; ბოლო მესამედს კი ქარის ყველა მიმართულებით გავფანტავ,+ მახვილს ვიშიშვლებ და დავადევნებ.+ 13 მაშინ დასრულდება ჩემი რისხვა,+ დაცხრება მათ გამო აღძრული ჩემი მრისხანება+ და დავმშვიდდები;+ როცა გადმოვცლი მათზე ჩემს რისხვას, მიხვდებიან, რომ მე, იეჰოვა, დაჟინებით მოვითხოვდი განსაკუთრებულ ერთგულებას.+
14 აგაოხრებ და შეგარცხვენ მეზობელ ხალხებში ყველა გამვლელის თვალწინ.+ 15 შერცხვები+ და სალანძღავად,+ გამაფრთხილებელ მაგალითად+ და შიშის ზარად იქცევი შენი მეზობელი ხალხებისთვის, როცა რისხვითა და მრისხანებით აღვასრულებ შენში სამართალს და რისხვით დაგსჯი.+ მე, იეჰოვა, ვამბობ ამას.
16 როცა გამოგიგზავნით შიმშილის მომაკვდინებელ ისრებს,+ დამღუპველ ისრებს, რომლებსაც თქვენ დასაღუპავად გამოვგზავნი,+ შიმშილს გავაძლიერებ თქვენში და გადავტეხ პურის საკიდელ ჯოხებს.+ 17 მოგივლენთ შიმშილსა და მძვინვარე მხეცებს,+ შვილებს წაგართმევენ ისინი; ჭირი+ და სისხლი+ გაივლის შენში და მახვილს მოგივლენ.+ მე, იეჰოვა, ვამბობ ამას“».
6 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, პირი იბრუნე ისრაელის მთებისკენ და უწინასწარმეტყველე+ მათ.+ 3 უთხარი, ისრაელის მთებო, ისმინეთ-თქო უზენაესი უფლის, იეჰოვას სიტყვა!+ აი რას ეუბნება-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა მთებსა და გორებს,+ ხევებსა და ველებს: „აი, მე მოგივლენთ მახვილს და გავანადგურებ თქვენს მაღლობებს.+ 4 გაპარტახდება თქვენი სამსხვერპლოები+ და დაიმტვრევა თქვენი სასაკმევლეები; თქვენს დახოცილებს თქვენივე ნეხვიანი კერპების წინ დაგიყრით.+ 5 ისრაელის ძეების გვამებს თავიანთი ნეხვიანი კერპების წინ დავყრი და თქვენი სამსხვერპლოების გარშემო მიმოვფანტავ თქვენს ძვლებს.+ 6 განადგურდება+ ყველა ქალაქი, სადაც კი ცხოვრობთ,+ დაცარიელდება მაღლობები, რათა განადგურდეს ისინი,+ რათა გაპარტახდეს და დაიმტვრეს თქვენი სამსხვერპლოები,+ გაქრეს თქვენი ნეხვიანი კერპები,+ დაიმტვრეს თქვენი სასაკმევლეები+ და აღიგავოს თქვენი ნახელავი. 7 დაეცემიან დახოცილები თქვენ შორის+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+
8 მაშინ დაგიტოვებთ ნაწილს — ხალხებს შორის მახვილსგადარჩენილებს, როცა სხვა ქვეყნებში გაიფანტებით.+ 9 მათ, ვინც გადარჩება თქვენ შორის, ვემახსოვრები ხალხებში, რომლებთანაც ტყვედ იქნებიან წაყვანილნი,+ რადგან გულს მტკენს მათი გარყვნილი გული, ჩემგან განმდგარი,+ და მათი თვალები, რომლებიც თავიანთი ნეხვიანი კერპებისკენ გაურბით გარყვნილების ჩასადენად.+ სახეზე აესახებათ საკუთარი თავისადმი სიძულვილი იმ ბოროტების გამო, რასაც სჩადიან სისაძაგლეში ჩაფლულნი.+ 10 გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა; ამაოდ არ ვამბობდი,+ რომ ამ უბედურებას დავატეხდი მათ“.+
11 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ხელი ხელს შემოჰკარი,+ ფეხი დააბაკუნე და თქვი, ვაიო, ისრაელის სახლის ყველა ამაზრზენი სისაძაგლის გამო,+ რადგან მახვილით,+ შიმშილითა+ და ჭირით დაეცემიან.+ 12 შორს მყოფი ჭირით მოკვდება,+ ახლოს მყოფი მახვილით დაეცემა, დარჩენილი და გადარჩენილი შიმშილით მოკვდება; გადმოვცლი მათზე ჩემს რისხვას.+ 13 გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა,+ როცა მათი დახოცილები ეყრებიან მათ ნეხვიან კერპებს შორის,+ მათი სამსხვერპლოების გარშემო,+ ყველა მაღალ გორაზე,+ ყველა მთის მწვერვალზე,+ ყველა ფოთოლხშირი ხისა+ და დატოტვილი დიდი ხის ქვეშ+ — იქ, სადაც დამამშვიდებელ სურნელებას აღუვლენენ თავიანთ ნეხვიან კერპებს.+ 14 გავიწვდი ხელს მათ წინააღმდეგ+ და გავაპარტახებ ამ მიწაზე ყველა იმ ადგილს, სადაც ისინი ცხოვრობენ; იმაზე მეტად გაპარტახდება იქაურობა, ვიდრე დიბლას მხარეს მდებარე უდაბნო. გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».
7 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, აი რას ეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა ისრაელის მიწას: „აღსასრული, აღსასრული დაუდგა მიწის ოთხივე კიდეს!+ 3 აღსასრულმა მოაწია შენზე,+ ჩემს რისხვას ვგზავნი შენ წინააღმდეგ, შენი გზისამებრ გაგასამართლებ+ და მოგაწევ ყველა შენს სისაძაგლეს. 4 არ შეგიბრალებს ჩემი თვალი+ და არ შეგიწყალებ, შენი გზისამებრ მოგაგებ და მიხვდები, რომ ყველა შენი სისაძაგლის შედეგს იმკი;+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+
5 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „უბედურება, აი, არნახული უბედურება მოდის!+ 6 აღსასრული მოდის,+ აღსასრული მოდის! ის გაიღვიძებს თქვენთვის, აი, ის მოდის!+ 7 უბედურების გვირგვინი მოდის შენთან, მიწის მკვიდრო, დადგება ეს დრო, ახლოა ეს დღე.+ ყიჟინის ნაცვლად შფოთია მთებზე.
8 მალე გადმოვღვრი შენზე ჩემს მრისხანებას+ და გადმოვცლი ჩემს რისხვას,+ შენი გზისამებრ გაგასამართლებ+ და მოგაწევ ყველა შენს სისაძაგლეს. 9 არ შეგიბრალებს ჩემი თვალი+ და არ შეგიწყალებ.+ შენი გზისამებრ მოგაგებ და მიხვდები, რომ ყველა შენი სისაძაგლის შედეგს იმკი;+ გაიგებთ, რომ მე, იეჰოვა გცემთ.+
10 აი, მოდის ის დღე!+ გზაშია უბედურების გვირგვინი.+ გაიფურჩქნა კეტი,+ აყვავდა კადნიერება.+ 11 ძალადობა ბოროტების დამსჯელ კეტად იქცა;+ ვერ იხსნიან საკუთარ თავს, ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე, ვერც მათი სიმდიდრე დაიხსნის მათ. ღირსება აქვთ წართმეული. 12 დადგება ის დრო, მოახლოვდება ის დღე. ნუ გაიხარებს მყიდველი+ და ნუ იგლოვებს გამყიდველი, რადგან რისხვაა მთელ ამ ბრბოზე. 13 ვერ დაუბრუნდება გამყიდველი გაყიდულს, ცოცხლებს შორის რომც იყოს; რადგან ხილვა მთელი ამ ბრბოსთვისაა. ვერავინ დაბრუნდება და ვერავინ დაიმკვიდრებს სიცოცხლეს თავისი დანაშაულით.
14 ჩაჰბერეს საყვირს,+ ყველა მოემზადა, მაგრამ არავინ მიდის საბრძოლველად, რადგან ჩემი რისხვაა მთელ მის ბრბოზე.+ 15 გარეთ მახვილია,+ შიგნით კი — ჭირი და შიმშილი;+ მინდორში მყოფი მახვილით მოკვდება, ქალაქში მყოფებს შიმშილი და ჭირი შთანთქავს,+ 16 გადარჩენილები კი თავს უშველიან+ და ველის მტრედებივით+ იქნებიან მთებში; ყოველი მათგანი იკვნესებს თავისი დანაშაულის გამო. 17 ყველა ხელი ეშვება,+ ყველა მუხლზე წყალი ჩამოდის*.+ 18 ჯვალოში არიან გახვეული,+ კანკალს აუტანია ისინი.+ ყველას სახე შერცხვენილია+ და ყველას თავი — მელოტი.+
19 ქუჩებში გადაყრიან თავიანთ ვერცხლს, სისაძაგლედ იქცევა მათი ოქრო. ვერც მათი ვერცხლი და ვერც მათი ოქრო ვერ დაიხსნის მათ იეჰოვას რისხვის დღეს.+ სულს ვერ გაიძღობენ, შიგნეულს ვერ გაივსებენ, რადგან ეს ექცათ მათ დაბრკოლების ლოდად და დანაშაულის მიზეზად.+ 20 მორთულობის სილამაზე სიამაყის მიზეზად იქცა. ამით გააკეთეს თავიანთი საზიზღარი ქანდაკებები,+ თავიანთი სისაძაგლეები.+ ამიტომ სისაძაგლედ ვაქცევ მას მათთვის.+ 21 უცხოებს ჩავუგდებ მას ხელში გასაძარცვავად და დედამიწის ბოროტებს — ნადავლად;+ ისინი წაბილწავენ მას.
22 პირს ვიბრუნებ მათგან,+ ისინი წაბილწავენ ჩემს დაფარულ ადგილს. შევლენ იქ ყაჩაღები და წაბილწავენ მას.+
23 გააკეთე ჯაჭვი,+ რადგან სისხლიანი განაჩენით+ აივსო მიწა და ქალაქი — ძალადობით.+ 24 მოვიყვან ხალხებიდან+ ყველაზე ბოროტებს და ისინი დაისაკუთრებენ მათ სახლებს.+ გავაქრობ მათ ძლიერთა სიამაყეს+ და წაიბილწება მათი საწმინდრები.+ 25 მოვა ტანჯვა, მშვიდობას დაუწყებენ ძებნას, მაგრამ არ იქნება ის.+ 26 უბედურებას უბედურება მოჰყვება,+ ერთ ამბავს — მეორე ამბავი; ხალხი წინასწარმეტყველის ხილვას დაუწყებს ძებნას,+ მღვდელს კანონი გაუქრება და უხუცესს — რჩევა.+ 27 იგლოვებს მეფე+ და თავკაცი სასოწარკვეთილებით შეიმოსება,+ იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხს ხელები აუკანკალდება. მათი გზისამებრ მოვექცევი მათ+ და მათი სამართლისამებრ განვსჯი;+ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+
8 მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს ჩემს სახლში ვიჯექი და წინ იუდას უხუცესები მესხდნენ,+ როცა იქ უზენაესი უფლის, იეჰოვას ხელი დაეშვა ჩემზე.+ 2 გავიხედე და დავინახე რაღაც ცეცხლის მსგავსი;+ ცეცხლი ენთო+ იქ, რაც მის თეძოებს ჰგავდა, და მის ქვემოთ, მისი თეძოებიდან ზემოთ კი რაღაც ანათებდა, რაც ოქროსა და ვერცხლის შენადნობის ბზინვარებას ჰგავდა.+ 3 მან გამოიწოდა რაღაც ხელისმაგვარი+ და თმაზე წამავლო; სულმა*+ ცასა და დედამიწას შორის ამიტაცა და ღვთიური ხილვებით მიმიყვანა იერუსალიმში,+ შიდა კარიბჭის შესასვლელთან,+ ჩრდილოეთს რომ გაჰყურებს, სადაც მკვიდრობს მოშურნეობის სიმბოლო, რომელიც მოშურნეობას აღძრავს.+ 4 აი, ისრაელის ღვთის დიდება იყო იქ,+ იმის მსგავსი, რაც ველზე ვიხილე.
5 მან მთხოვა: „კაცის ძეო, თვალი მიაპყარი ჩრდილოეთს“. მეც თვალი მივაპყარი ჩრდილოეთს და, აი, სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთ მხარეს, შესასვლელთან ის მოშურნეობის+ სიმბოლო იყო. 6 კვლავ მითხრა მან: „კაცის ძეო, ხედავ, რა დიდ სისაძაგლეს სჩადიან ისინი,+ რას სჩადის აქ ისრაელის სახლი იმისათვის, რომ განვშორდე ჩემს საწმინდარს?+ შენ სხვა დიდ სისაძაგლეებსაც ნახავ“.
7 მიმიყვანა მან ეზოს შესასვლელთან; შევხედე და დავინახე, ხვრელი იყო კედელში. 8 მთხოვა მან: „კაცის ძეო, გამოთხარე კედელი“.+ მეც გამოვთხარე კედელი და, აი, შესასვლელი იყო იქ. 9 მითხრა: „შედი და ნახე, რა ამაზრზენ სისაძაგლეებს სჩადიან აქ“.+ 10 მეც შევედი და აი რა დავინახე: მთელ კედელზე ირგვლივ ყველანაირი ქვეწარმავლის, საზიზღარი ცხოველისა+ და ისრაელის სახლის ყველა ნეხვიანი კერპის+ გამოსახულება+ იყო ამოკვეთილი. 11 მათ წინ იდგა ისრაელის სახლის სამოცდაათი უხუცესი,+ მათ შორის შაფანის+ ვაჟი იააზანიაც; თითოეულს თავისი სასაკმევლე ეჭირა ხელში და საკმევლის ღრუბელს სურნელი ასდიოდა.+ 12 მითხრა მან: „ხედავ, კაცის ძეო, რას სჩადიან სიბნელეში ისრაელის სახლის უხუცესები?!+ რას სჩადის თითოეული შიდა ოთახებში, სადაც გამოსახულებები აქვთ ამოკვეთილი?! ისინი ამბობენ, ვერ გვხედავსო იეჰოვა,+ მიატოვაო იეჰოვამ ეს მიწა“.
13 კვლავ მითხრა მან: „შენ სხვა დიდ სისაძაგლეებსაც ნახავ, რასაც ისინი სჩადიან“.+ 14 და მიმიყვანა იეჰოვას სახლის ჩრდილოეთი კარიბჭის შესასვლელთან და, აი, ქალები ისხდნენ იქ და ღმერთ თამუზს დასტიროდნენ.
15 კვლავ მითხრა: „ხედავ ამას, კაცის ძეო?! ამ დიდ სისაძაგლეებზე უარეს სისაძაგლეებსაც+ ნახავ“. 16 მან შემიყვანა იეჰოვას სახლის+ შიდა ეზოში და, აი, იეჰოვას ტაძრის შესასვლელთან, წინკარსა და სამსხვერპლოს შორის,+ ოცდახუთიოდე კაცი იყო;+ ზურგი იეჰოვას ტაძრისთვის მიექციათ,+ სახე კი აღმოსავლეთისკენ მიებრუნებინათ და აღმოსავლეთით, მზის წინაშე ემხობოდნენ.+
17 მითხრა მან: „ხედავ ამას, კაცის ძეო?! განა ცოტაა იუდას სახლისთვის იმ სისაძაგლეების კეთება, რასაც აქ სჩადიან, რომ უნდათ, მიწაც ძალადობით აავსონ+ და კვლავაც შეურაცხმყონ?! აი, ჩემს ცხვირთან მოაქვთ ყლორტი. 18 ამიტომ, მეც რისხვით ვიმოქმედებ.+ არ შეიბრალებს მათ ჩემი თვალი და არ შევიწყალებ.+ ხმამაღლა ჩამძახებენ ყურში, მაგრამ არ გავიგონებ მათ ხმას“.+
9 მან ჩემ გასაგონად ხმამაღლა დაიძახა: „ახლოს მოვიდნენ ქალაქის განმკითხველნი, თითოეული თავისი გამანადგურებელი იარაღით ხელში!“
2 აი, ექვსი კაცი მოდიოდა ზემო,+ ჩრდილოეთი კარიბჭის მხრიდან, თითოეული თავისი შემმუსვრელი იარაღით ხელში. მათ შორის იყო ერთი სელით შემოსილი კაცი,+ რომელსაც თეძოსთან სამელნე ჰქონდა; მოვიდნენ და სპილენძის სამსხვერპლოსთან დადგნენ.+
3 ისრაელის ღვთის დიდება,+ რომელიც ქერუბიმების+ ზემოთ იყო, ასცილდა მათ და ტაძრის* ზღურბლთან დაეშვა.+ მან დაუძახა სელით შემოსილ კაცს,+ რომელსაც თეძოსთან სამელნე ჰქონდა. 4 იეჰოვამ უთხრა მას: „გაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ადამიანებს, რომლებიც ოხრავენ და კვნესიან+ მთელი იმ სისაძაგლის გამო, რაც იქ ხდება“.+
5 სხვებს კი უთხრა ჩემ გასაგონად: „მიჰყევით მას, გაიარეთ ქალაქში და შემუსრეთ ხალხი. ნუ შეიბრალებს მათ თქვენი თვალი და ნუ შეიწყალებთ;+ 6 დახოცეთ და გაანადგურეთ მოხუცი, ჭაბუკი, ქალწული, პატარა ბავშვი თუ ქალი,+ ოღონდ ნუ მიეკარებით მას, ვისაც ნიშანი აქვს.+ ჩემი საწმინდრიდან დაიწყეთ“.+ მათაც დაიწყეს მოხუცებისგან, რომლებიც ტაძრის წინ იყვნენ.+ 7 შემდეგ უთხრა მათ: „წაბილწეთ ტაძარი და ეზოები დახოცილებით აავსეთ,+ წადით!“ ისინიც წავიდნენ და დაიწყეს მუსვრა ქალაქში.
8 როცა ისინი მუსრავდნენ და მე გადავრჩი, პირქვე დავემხვე+ და წამოვიძახე: „ვაიმე,+ უზენაესო უფალო იეჰოვა! ნუთუ გაანადგურებ ისრაელის მთელ დარჩენილ ნაწილს, შენს რისხვას რომ ღვრი იერუსალიმზე?“+
9 მან მითხრა: „ძალიან, ძალიან დიდია+ ისრაელისა და იუდას სახლის დანაშაული,+ აივსო მიწა სისხლის ღვრით+ და ქალაქი — უსინდისობით;+ ისინი ამბობენ, მიატოვაო იეჰოვამ ეს მიწა,+ ვერ ხედავსო იეჰოვა.+ 10 არ შეიბრალებს მათ ჩემი თვალი+ და არ შევიწყალებ.+ მათ თავზე მოვაწევ მათივე გზას“.+
11 აი, სელით შემოსილმა კაცმა, რომელსაც თეძოზე სამელნე ჰქონდა, სიტყვა მოიტანა: „როგორც მიბრძანე, ისე გავაკეთე“.+
10 კვლავ გავიხედე და დავინახე, რომ იმ სივრცის+ მაღლა, რომელიც ქერუბიმების თავზემოთ იყო, მათ მაღლა, საფირონის ქვის+ მსგავსი, ტახტისმაგვარი+ რამ გამოჩნდა. 2 უთხრა მან სელით შემოსილ კაცს:+ „შედი მბრუნავ ბორბლებს+ შორის, ქერუბიმების ქვემოთ, აივსე ორივე მუჭი მოგიზგიზე ნაკვერჩხლებით,+ ქერუბიმებს შორის რომ არის, და ქალაქს მოაფრქვიე“.+ და ისიც შევიდა ჩემ თვალწინ.
3 ამ კაცის შესვლისას ქერუბიმები ტაძრის მარჯვნივ იდგნენ და ღრუბელი ავსებდა შიდა ეზოს;+ 4 ასცილდა იეჰოვას დიდება+ ქერუბიმებს და ტაძრის ზღურბლთან დაეშვა; ტაძარი ნელ-ნელა ღრუბლით+ აივსო, ეზოც სავსე იყო იეჰოვას დიდების ბრწყინვალებით. 5 ქერუბიმების ფრთების ხმა+ გარეთა ეზოში ისმოდა, თითქოს ყოვლისშემძლე ღმერთი ლაპარაკობდა.+
6 როცა მან უბრძანა სელით შემოსილ კაცს, აიღე ცეცხლი მბრუნავ ბორბლებს შორის, ქერუბიმებს შორის რომ არისო, ისიც შევიდა და დადგა ბორბლის გვერდით. 7 მაშინ ერთმა ქერუბიმმა ხელი გაიწოდა ცეცხლისკენ,+ რომელიც ქერუბიმებს შორის ენთო,+ აიღო ის და ორივე მუჭში ჩაუდო სელით შემოსილ კაცს,+ მანაც აიღო ის და გამოვიდა. 8 ქერუბიმების ფრთებქვეშ ადამიანის ხელისმაგვარი რამ ჩანდა.+
9 ვუყურებდი და, აი, ოთხი ბორბალი იყო ქერუბიმების გვერდით, თითო ბორბალი თითო ქერუბიმის+ გვერდით; ბორბლები ქრიზოლითის ქვასავით კაშკაშებდა. 10 ოთხივე ერთმანეთს ჰგავდა, თითქოს ბორბალი ბორბალში ზისო.+ 11 ისინი ოთხივე მხარეს მოძრაობდნენ; სვლისას მიმართულებას არ იცვლიდნენ, რადგან საითაც თავი ჰქონდათ მიმართული, იქით მიდიოდნენ; სვლისას მიმართულებას არ იცვლიდნენ.+ 12 მათი ტანი, ზურგი, ხელები, ფრთები და ბორბლები ირგვლივ სავსე იყო თვალებით.+ ოთხივეს თავ-თავისი ბორბალი ჰქონდა. 13 ჩემ გასაგონად გაისმა ბორბლებისადმი მიმართული ძახილი: „მბრუნავო ბორბლებო!“
14 თითოეულს ოთხ-ოთხი სახე+ ჰქონდა: პირველი სახე ქერუბიმისა იყო, მეორე — ადამიანისა,+ მესამე — ლომისა და მეოთხე — არწივისა.+
15 მაღლა იწეოდნენ ქერუბიმები+ (ესენი იგივე ცოცხალი არსებები იყვნენ, რომლებიც მდინარე ქებართან ვიხილე)+ 16 და როცა ქერუბიმები მიდიოდნენ, ბორბლებიც თან მიჰყვებოდნენ;+ როცა ქერუბიმები ფრთებს მაღლა სწევდნენ, რომ მიწიდან მაღლა აწეულიყვნენ, არ იცვლიდნენ ბორბლები მიმართულებას და გვერდიდან არ სცილდებოდნენ.+ 17 როცა ისინი ჩერდებოდნენ, ესენიც ჩერდებოდნენ; როცა ისინი იწეოდნენ,+ ესენიც მათთან ერთად იწეოდნენ, რადგან ცოცხალი არსებების სული იყო მათში.+
18 ასცილდა იეჰოვას დიდება+ ტაძრის ზღურბლს და ქერუბიმების ზემოთ გაჩერდა.+ 19 ქერუბიმებმა ასწიეს ფრთები და ჩემ თვალწინ აიწივნენ მიწიდან.+ როცა წავიდნენ, ბორბლებიც გვერდით გაჰყვნენ. დადგნენ იეჰოვას სახლის აღმოსავლეთი კარიბჭის შესასვლელთან; ისრაელის ღვთის დიდება იყო მათზე, მათ ზემოთ.
20 ეს ის ცოცხალი არსებები+ არიან, რომლებიც მდინარე ქებართან+ ისრაელის ღვთის ქვემოთ ვიხილე, ამიტომ მივხვდი, რომ ისინი ქერუბიმები იყვნენ. 21 ოთხივეს ოთხ-ოთხი სახე+ და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრთებქვეშ კი — ადამიანის ხელისმაგვარი რამ. 22 მათი სახეები ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც მდინარე ქებართან ვიხილე.+ თითოეული პირდაპირ მიდიოდა.+
11 სულმა+ ამიტაცა+ და მიმიყვანა იეჰოვას სახლის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა,+ და, აი, კარიბჭის შესასვლელთან ოცდახუთი კაცი+ დავინახე, მათ შორის იააზანია, აზურის ვაჟი, და ფელატია, ბენაიას ვაჟი, ხალხის მთავრები.+ 2 მაშინ ღმერთმა მითხრა: „კაცის ძეო, ესენი არიან კაცები, რომლებიც სიავეს იზრახავენ და ცუდ რჩევას იძლევიან ამ ქალაქის საუბედუროდ,+ 3 ამბობენ: განა ახლოს არ არისო სახლების შენების დრო?+ ის ფართოპირიანი ქვაბია,+ ჩვენ კი — ხორციო.
4 ამიტომ, იწინასწარმეტყველე მათზე, იწინასწარმეტყველე, კაცის ძეო“.+
5 მაშინ იეჰოვას სული* გადმოვიდა ჩემზე+ და მითხრა ღმერთმა: «თქვი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა:+ „მართალს ამბობ, ისრაელის სახლო, ვიცი, რაც მოგდის აზრად.+ 6 თქვენ გაამრავლეთ დახოცილები ქალაქში, დახოცილებით აავსეთ მისი ქუჩები“».+ 7 „ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: თქვენი დახოცილები, რომლებიც იქ დაყარეთ, სწორედ ისინი არიან ხორცი,+ თავად ის ფართოპირიანი ქვაბია,+ თქვენ კი გაგიყვანენ იქიდან“.+
8 „მახვილის გეშინიათ+ და სწორედ მახვილს მოვაწევ თქვენზე, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+ — 9 გამოგიყვანთ იქიდან, ჩაგაგდებთ უცხოთა ხელში+ და აღვასრულებ თქვენზე განაჩენს.+ 10 მახვილით დაეცემით;+ ისრაელის საზღვარზე+ გაგასამართლებთ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+ 11 არ იქნება ის თქვენთვის ფართოპირიანი ქვაბი+ და არც თქვენ იქნებით ხორცი მასში. ისრაელის საზღვარზე გაგასამართლებთ 12 და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, რადგან არ დადიოდით ჩემი წესებისამებრ და არ ასრულებდით ჩემს სამართალს,+ არამედ თქვენი მეზობელი ხალხების სამართალს ასრულებდით“.+
13 როგორც კი დავასრულე წინასწარმეტყველება, მოკვდა ფელატია, ბენაიას ვაჟი.+ პირქვე დავემხვე და ხმამაღლა შევღაღადე:+ „ვაიმე, უზენაესო უფალო იეჰოვა!+ ნუთუ მთლიანად შემუსრავ ისრაელიდან დარჩენილებს?!“+
14 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 15 «კაცის ძეო, იერუსალიმის მკვიდრნი ეუბნებიან შენს ძმებს,+ შენს ძმებს, შენი გამოსყიდვის უფლებით დაინტერესებულებს, და ისრაელის მთელ სახლს: ჩამოშორდითო იეჰოვას, ჩვენ გვეკუთვნისო ეს მიწა, ჩვენ მოგვეცაო ის სამკვიდროდ.+ 16 ამიტომ თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „თუმცა შორს წავიყვანე ისინი ხალხებში და გავფანტე სხვა ქვეყნებში,+ ცოტა ხნით მაინც ვიქცევი მათთვის საწმინდრად იმ ქვეყნებში, სადაც მივიდნენ“.+
17 ამიტომ თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „შეგკრებთ ხალხებიდან და შეგაგროვებთ იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც გაფანტული ხართ, და მოგცემთ ისრაელის მიწას.+ 18 მივლენ ისინი იქ და მოაშორებენ იქიდან ყველა სიბილწესა და სისაძაგლეს.+ 19 მივცემ მათ ერთ გულს+ და ახალ სულს ჩავუდგამ;+ ქვის გულს მოვაშორებ სხეულიდან+ და ხორცის გულს ჩავუდებ,+ 20 რათა იარონ ჩემი წესებით, დაიცვან ჩემი სამართალი და შეასრულონ ისინი,+ რომ იყვნენ ჩემი ხალხი+ და მეც ვიყო მათი ღმერთი“.+
21 „მათ თავზე კი, რომელთა გულიც თავიანთ სიბილწეებსა და სისაძაგლეებს მისდევს,+ მოვაწევ მათივე გზას“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».+
22 ასწიეს ფრთები ქერუბიმებმა,+ ბორბლებიც მათ ახლოს იყვნენ.+ ისრაელის ღვთის დიდება+ იყო მათზე, მათ ზემოთ.+ 23 ასცილდა იეჰოვას დიდება+ ქალაქს და დადგა მთის თავზე+ ქალაქის აღმოსავლეთით.+ 24 ამიტაცა+ სულმა+ და ღვთის სულით ნაჩვენებ ხილვაში ქალდეაში გადასახლებულ ხალხთან+ გადამიყვანა. ამცილდა ხილვა, რომელიც ვიხილე. 25 ვუამბე გადასახლებულ ხალხს ყველაფერი, რაც იეჰოვამ მიჩვენა.+
12 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 „კაცის ძეო, ურჩ სახლში+ ცხოვრობ. თვალები აქვთ, რომ დაინახონ, მაგრამ ვერ ხედავენ,+ ყურები აქვთ, რომ მოისმინონ, მაგრამ არ ესმით,+ რადგან ურჩია ეს სახლი.+ 3 შენ კი, კაცის ძეო, გაიმზადე ბარგი გადასახლებისთვის და დღისით წადი გადასახლებაში მათ თვალწინ. წადი მათ თვალწინ გადასახლებაში, შენი ადგილიდან სხვა ადგილზე. იქნებ დაინახონ, თუმცა ურჩია ეს სახლი.+ 4 გამოიტანე დღისით შენი ბარგი, გადასახლებისთვის გამზადებული ბარგის მსგავსი, მათ თვალწინ, და საღამოს გახვალ გადასახლებაში წაყვანილივით მათ თვალწინ.+
5 მათ თვალწინ გამოთხარე კედელი და იქიდან გაიტანე შენი ბარგი.+ 6 მათ თვალწინ მხარით ატარებ მას; სიბნელეში გაიტან. სახეს დაიფარავ, რომ მიწას ვერ ხედავდე, რადგან ნიშნად+ გაქციე ისრაელის სახლისთვის“.+
7 მეც ისე მოვიქეცი, როგორც ნაბრძანები მქონდა.+ დღისით გამოვიტანე ჩემი ბარგი, გადასახლებისთვის გამზადებული ბარგის მსგავსი, და საღამოს ჩემი ხელით გამოვთხარე კედელი, სიბნელეში გავიტანე ბარგი და მხარით ვატარე ის მათ თვალწინ.
8 დილით კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 9 «კაცის ძეო, არ გითხრა ისრაელის სახლმა, ურჩმა სახლმა,+ რას აკეთებო? 10 უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი ცნობა თავკაცისთვის+ — განაჩენია გამოტანილი იერუსალიმისა და იქ მყოფი მთელი ისრაელის სახლისთვის“.
11 უთხარი: „ნიშანი+ ვარ თქვენთვის. რაც მე გავაკეთე, იმავეს გაუკეთებენ მათ. გადასახლებაში წავლენ, ტყვეობაში.+ 12 მათ შორის მყოფი თავკაცი მხარით ატარებს ბარგს სიბნელეში და გავა. კედელს გამოთხრიან, რათა იქიდან გაიტანონ ბარგი.+ სახეს დაიფარავს, რომ არ იხილოს მიწა საკუთარი თვალით“. 13 გავშლი თავკაცზე ჩემს ბადეს,+ გაებმება ის ჩემს სანადირო ბადეში და წავიყვან მას ბაბილონში, ქალდეველთა მიწაზე,+ მაგრამ ის ვერ დაინახავს მას და იქ მოკვდება.+ 14 ყველა მის გარშემო მყოფს, მის დამხმარეს, და ყველა მის სამხედრო რაზმს გავფანტავ ქარის ყველა მიმართულებით+ და მახვილს დავადევნებ.+ 15 გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა გავფანტავ მათ ხალხებში და მიმოვფანტავ ქვეყნებში.+ 16 დავტოვებ რამდენიმე კაცს, ვინც მახვილს,+ შიმშილსა და ჭირს გადაურჩება, რათა მთელ თავიანთ სისაძაგლეზე+ მოუთხრონ ხალხებს, რომლებთანაც მივლენ;+ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა».
17 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 18 «კაცის ძეო, კანკალით ჭამე შენი პური, შფოთითა და წუხილით სვი შენი წყალი.+ 19 უთხარი იმ მიწის ხალხს, აი რას ეუბნება-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა ისრაელის მიწაზე მცხოვრებ იერუსალიმის მკვიდრთ:+ „წუხილით შეჭამენ თავიანთ პურს და თავზარდაცემულნი დალევენ თავიანთ წყალს, რათა დაცარიელდეს მიწა+ მასზე მცხოვრებთა ძალადობის გამო.+ 20 განადგურდება დასახლებული ქალაქები+ და გაპარტახდება მიწა;+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+
21 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 22 «კაცის ძეო, ეს რა გამონათქვამი გაქვთ ისრაელის მიწაზე,+ დრო გადის+ და ყველა ხილვა ქარწყლდებაო?!+ 23 ამიტომ, უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „გავაუქმებ ამ გამონათქვამს და აღარ მოიყვანენ მას ანდაზად ისრაელში“.+ უთხარი მათ, ახლოვდება დრო+ და ყველა ხილვა აღსრულდება-თქო. 24 აღარ იქნება ისრაელის სახლში ფუჭი ხილვა+ და პირფერული მკითხაობა.+ 25 „მე, იეჰოვა, ვიტყვი იმ სიტყვას, რომელსაც ვიტყვი, და შესრულდება ის,+ აღარ გადაიდება,+ რადგან თქვენს დროს+ ვიტყვი სიტყვას, ურჩო სახლო, და შევასრულებ მას, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“».
26 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 27 «კაცის ძეო, ასე ამბობს ისრაელის სახლი: ხილვა, რომელსაც ის ხედავს, შორეული დღეებისთვის არისო და შორეულ დროზე წინასწარმეტყველებსო ის.+ 28 ამიტომ უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ჩემი სიტყვებიდან არც ერთი აღარ გადაიდება;+ რასაც ვიტყვი, შესრულდება“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».+
13 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარმეტყველებზე,+ რომლებიც წინასწარმეტყველებენ, და უთხარი მათ, ვინც იმას წინასწარმეტყველებენ, რაც გულში აქვთ,+ ისმინეთ იეჰოვას სიტყვა,+ 3 აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ვაი სულელ+ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თავიანთ სულს მიჰყვებიან,+ მაშინ, როცა არაფერი უხილავთ!+ 4 ისრაელო, შენი წინასწარმეტყველები გაპარტახებულ ადგილებში მყოფ მელიებს დაემსგავსნენ.+ 5 ვერ ჩადგებით კედლის შენანგრევებში+ და ვერც ქვის გალავანს+ აუშენებთ ისრაელის სახლს, მტკიცედ რომ იდგეთ ბრძოლისას იეჰოვას დღეს“.+ 6 „ფუჭ ხილვას ხედავენ და ცრუდ მკითხაობენ+ ისინი, ვინც ამბობენ, ასე ამბობსო იეჰოვა, მაშინ, როცა იეჰოვას არ გაუგზავნია ისინი, და ელოდებიან სიტყვის შესრულებას.+ 7 განა ფუჭ ხილვას არ ხედავთ და ცრუდ არ მკითხაობთ, როცა ამბობთ, ასე ამბობსო იეჰოვა, მაშინ, როცა მე არაფერი მითქვამს?!“+
8 „ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: რაკი ტყუილს ამბობთ და ცრუ ხილვას ხედავთ, თქვენ წინააღმდეგ გამოვდივარ,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. 9 მომართული მაქვს ხელი წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, რომლებიც ფუჭ ხილვას ხედავენ და ცრუდ მკითხაობენ.+ აღარ იქნებიან ისინი ჩემი ხალხის სამეგობროში,+ არ აღირიცხებიან ისრაელის სახლში+ და ვერ მივლენ ისრაელის მიწაზე;+ გაიგებთ, რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა,+ 10 რადგან გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს და ეუბნებიან, მშვიდობააო, როცა არ არის მშვიდობა;+ დგამენ ტიხარს, მაგრამ ამაოდ+ ლესავენ მას ბათქაშით“.+
11 უთხარი მათ, ვინც ბათქაშით ლესავს, რომ ჩამოინგრევა ის. წამლეკავი თავსხმა მოვა და, თქვენ, სეტყვის მარცვლებო, ჩამოცვივდებით, და ქარიშხალი დახეთქს კედელს.+ 12 აი, ჩამოინგრევა კედელი. განა არ გეტყვიან, სად არისო ბათქაში, რომლითაც გალესეთ?!+
13 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ჩემი მრისხანებით ამოვარდება ქარიშხალი, ჩემი რისხვით მოვარდება წამლეკავი თავსხმა და მრისხანებით წამოვა შემმუსვრელი სეტყვა.+ 14 დავანგრევ კედელს, რომელსაც ბათქაშით ლესავთ, და მიწასთან გავასწორებ, გამოჩნდება მისი საძირკველი.+ დაეცემა ის და თქვენც ბოლო მოგეღებათ იქ; გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+
15 „გადმოვცლი ჩემს რისხვას ამ კედელზე და მათზე, ვინც ბათქაშით ლესავს მას, და გეტყვით: აღარ არის კედელი და აღარ არიან მისი მლესავები,+ 16 ისრაელის წინასწარმეტყველები, რომლებიც უწინასწარმეტყველებენ იერუსალიმს და ხილვაში მშვიდობას ხედავენ+ მისთვის, როცა არ არის მშვიდობა“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+
17 შენ კი, კაცის ძეო, პირი იბრუნე+ შენი ხალხის ასულებისკენ, რომლებიც იმას წინასწარმეტყველებენ,+ რაც გულში აქვთ,+ და იწინასწარმეტყველე მათ წინააღმდეგ. 18 თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ვაი ქალებს, რომლებიც სულების მოსანადირებლად+ ერთმანეთზე აკერებენ ზონრებს ყველა იდაყვისთვის და აკეთებენ ყველა ზომის* რიდეს! ჩემი ერის სულებზე ნადირობთ, ქალებო, და გგონიათ, თქვენს სულებს ცოცხლად შეინარჩუნებთ?! 19 როგორ ბედავთ ჩემ შეურაცხყოფას ჩემი ხალხის წინაშე ერთი მუჭა ქერისა და ლუკმა პურისთვის,+ რათა დახოცოთ სულები, რომლებიც არ არიან დასახოცი,+ და ცოცხლად დატოვოთ სულები, რომლებმაც არ უნდა იცოცხლონ, იმით, რომ ატყუებთ ჩემს ხალხს, ტყუილის მომსმენთ!“+
20 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ქალებო, აღვდგები თქვენი ზონრების წინააღმდეგ, რითაც ნადირობთ სულებზე, თითქოს ისინი ფრინველები ყოფილიყვნენ; ჩამოგგლეჯთ მათ მკლავებიდან და გავუშვებ სულებს, რომლებზეც ისე ნადირობთ, როგორც ფრინველებზე.+ 21 დავგლეჯ თქვენს რიდეებს და თქვენი ხელიდან დავიხსნი ჩემს ხალხს, აღარ იქნებიან ისინი ნანადირევი თქვენს ხელში; გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+ 22 რაკი სიცრუით+ გულს უწუხებდით მართალს, როცა მე ტკივილი არ მიმიყენებია მისთვის, და ხელს უმართავდით ბოროტს,+ რომ არ მობრუნებულიყო თავისი ბოროტი გზიდან და არ გადარჩენილიყო,+ 23 ამიტომ ვეღარ იხილავთ სიცრუეს,+ ქალებო, და ვეღარ+ იმკითხავებთ;+ დავიხსნი ჩემს ხალხს თქვენი ხელიდან+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+
14 მოვიდა ისრაელის ზოგიერთი უხუცესი ჩემთან და დაჯდა ჩემ წინ.+ 2 მაშინ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 3 «კაცის ძეო, ეს კაცები გულის კარს უღებენ ნეხვიან კერპებს და თავიანთი სახის წინ იდებენ დაბრკოლების ლოდს, რომელიც მათი დანაშაულის მიზეზი ხდება.+ განა უნდა ვუპასუხო მათ, როცა შემეკითხებიან?!+ 4 ამიტომ, ელაპარაკე მათ და უთხარი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ისრაელის სახლიდან იმ კაცს, რომელიც გულის კარს უღებს ნეხვიან კერპებს+ და სახის წინ იდებს დაბრკოლების ლოდს, რომელიც მისი დანაშაულის მიზეზი ხდება, და მიდის წინასწარმეტყველთან, მე, იეჰოვა, მისი ნეხვიანი კერპების სიმრავლისამებრ ვუპასუხებ,+ 5 რათა შიშით შევიპყრო ისრაელის სახლის გული,+ რადგან ყველანი გამეცალნენ თავიანთი ნეხვიანი კერპების გამო“.+
6 ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „დაბრუნდით, ზურგი აქციეთ თქვენს ნეხვიან კერპებს+ და პირი მოარიდეთ თქვენს სისაძაგლეებს;+ 7 რადგან ნებისმიერ კაცს ისრაელის სახლიდან ან ისრაელს შეხიზნულთაგან, რომელიც აღარ მომყვება+ და გულის კარს უღებს ნეხვიან კერპებს, სახის წინ იდებს დაბრკოლების ლოდს, რომელიც მისი დანაშაულის მიზეზი ხდება, და მიდის წინასწარმეტყველთან, რომ რაღაც მკითხოს,+ მე, იეჰოვა, თავად ვუპასუხებ მას. 8 პირს ვიბრუნებ ამ კაცისკენ მის საუბედუროდ,+ ნიშნად+ და ანდაზად ვაქცევ+ მას და მოვკვეთ ჩემი ხალხიდან;+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+
9 თუ წინასწარმეტყველი მოტყუვდება და იტყვის სიტყვას, ეს მე, იეჰოვამ შევაცდინე ის წინასწარმეტყველი.+ ხელს გავიწვდი მის წინააღმდეგ და მოვსპობ მას ჩემი ხალხიდან, ისრაელიდან.+ 10 მოუწევთ მათ თავიანთი დანაშაულის ტვირთვა.+ შემკითხველისა და წინასწარმეტყველის დანაშაული ერთნაირი იქნება,+ 11 რათა აღარ ჩამომცილდეს ისრაელის სახლი,+ აღარ იხეტიალოს და აღარ გაიუწმინდუროს თავი თავისი ცოდვებით. ისინი ჩემი ხალხი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».+
12 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 13 „კაცის ძეო, თუ ქვეყანა შემცოდავს და ორგულად მოიქცევა,+ გავიწვდი ხელს მის წინააღმდეგ და გადავუმტვრევ პურის საკიდელ ჯოხებს,+ მოვუვლენ შიმშილს+ და მოვუსპობ ადამიანსა და პირუტყვს“.+ 14 „და ეს სამი კაციც, ნოე,+ დანიელი+ და იობი,+ რომ ყოფილიყო იქ, თავიანთი სიმართლით+ მხოლოდ საკუთარ სულს გადაირჩენდნენ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.+
15 „მძვინვარე მხეცები რომ გამეშვა მიწაზე,+ შვილები დაეხოცათ+ მისთვის და ისე გაპარტახებულიყო ის, რომ აღარავის გაევლო იქ მხეცების შიშით,+ 16 ეს სამი კაციც რომ ყოფილიყო იქ, ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ისინიც კი ვერ გადაარჩენდნენ ვაჟებსა და ასულებს; მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ, მიწა კი გაპარტახდებოდა“.+
17 „მახვილი რომ მომევლინა იმ მიწაზე+ და მეთქვა, მახვილმა დაიაროსო ის მიწა, და მომესპო იქ ადამიანი და პირუტყვი,+ 18 ეს სამი კაციც რომ ყოფილიყო იქ,+ ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ისინიც კი ვერ გადაარჩენდნენ ვაჟებსა და ასულებს; მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ“.+
19 „ჭირი რომ მომევლინა იმ მიწაზე+ და ჩემი რისხვა სისხლთან ერთად გადმომეღვარა მასზე+ ადამიანისა და პირუტყვის მოსასპობად, 20 ნოე,+ დანიელი+ და იობიც+ რომ ყოფილიყვნენ იქ,+ ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ისინიც კი ვერ გადაარჩენდნენ ვაჟსა და ასულს; თავიანთი სიმართლით მხოლოდ საკუთარ სულს გადაირჩენდნენ“.+
21 «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „იგივე მოხდება, როცა ოთხ მკაცრ სასჯელს+ — მახვილს, შიმშილს, მძვინვარე მხეცებსა და ჭირს+ — მოვუვლენ იერუსალიმს ადამიანისა და პირუტყვის მოსასპობად.+ 22 მაგრამ აი იქ დარჩება გადარჩენილთა ჯგუფი, რომელსაც გამოიყვანენ იქიდან.+ აი ვაჟები და ასულები! ისინი მოდიან თქვენთან და თქვენ იხილავთ მათ გზასა და მათ საქმეებს.+ თქვენც ნუგეშცემულნი იქნებით იმ უბედურების გამო, რომელსაც მოვაწევ იერუსალიმზე, იმ ყველაფრის გამო, რასაც მოვაწევ მასზე“».
23 „ისინი განუგეშებენ, როცა დაინახავთ მათ გზასა და მათ საქმეებს. გაიგებთ, რომ უმიზეზოდ არ გავაკეთებ იმ ყოველივეს, რასაც მის საუბედუროდ გავაკეთებ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.+
15 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 „კაცის ძეო, რით განსხვავდება სხვა ხეებისგან ვაზი+ ან მისი ყლორტი, ტყის ხეებს შორის რომ არის? 3 განა გაკეთდება მისგან კეტი საქმის შესასრულებლად?! განა აკეთებენ მისგან კაუჭს რაღაცის ჩამოსაკიდებლად?! 4 აი, ცეცხლში დასაწვავად ჩააგდებენ მას.+ ცეცხლი შთანთქავს მის ორივე ბოლოს, დაიწვება მისი შუაგული.+ განა გამოდგება ის რამეში?! 5 აი, ხელუხლებელი არაფრისთვის ვარგა, და თუ ცეცხლი შთანთქავს და დაიწვება, რისთვისღა ივარგებს?!“+
6 «ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „როგორც ტყის ხეთაგან ვაზი მივეცი ცეცხლს საწვავად, ასევე ვაძლევ იერუსალიმის მკვიდრებს.+ 7 პირი ვიბრუნე მათკენ მათ საუბედუროდ.+ გამოვიდნენ ცეცხლიდან, მაგრამ მაინც ცეცხლი შთანთქავს მათ.+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა პირს ვიბრუნებ მათკენ მათ საუბედუროდ“».+
8 „გავაპარტახებ ამ მიწას,+ რადგან ორგულად იქცევიან,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.
16 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, გააგებინე+ იერუსალიმს მისი სისაძაგლეები.+ 3 უთხარი, აი რას ეუბნება-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა იერუსალიმს: „წარმოშობით ქანაანის მიწიდან+ იყავი, იქ დაიბადე. მამა ამორეველი+ გყავდა, დედა კი — ხეთელი.+ 4 იმ დღეს, როცა დაიბადე,+ არც ჭიპლარი გადაუჭრიათ შენთვის, არც წყლით დაბანილხარ, რომ გასუფთავებულიყავი, არც მარილით გახეხილხარ და არც სახვევებში შეხვეულხარ. 5 არავის თვალს შებრალებიხარ, რომ ერთი რამ მაინც გაეკეთებინა შენთვის თანაგრძნობის ნიშნად;+ მინდვრის პირას ეგდე, რადგან მოძულებული იყო შენი სული იმ დღეს, როცა დაიბადე.
6 გვერდით ჩაგიარე და დაგინახე, სისხლში რომ იქნევდი ფეხებს, და გითხარი სისხლში მწოლიარეს, იცოცხლე-მეთქი!+ გითხარი სისხლში მწოლიარეს, იცოცხლე-მეთქი! 7 მინდვრის აღმონაცენივით გაგამრავლე, რომ გაზრდილიყავი,+ გამაღლებულიყავი და მშვენიერი სამკაულებით გამოსულიყავი.+ მკერდი შეგევსო, ხშირი თმა გაგეზარდა, როცა ჯერ კიდევ შიშველ-ტიტველი იყავი“.
8 გვერდით ჩაგიარე და დაგინახე, აი, ალერსის დრო დაგდგომოდა;+ კალთა გადაგაფარე,+ სიშიშვლე დაგიფარე, შემოგფიცე და შეთანხმება დაგიდე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — და შენ ჩემი გახდი.+ 9 წყლით დაგბანე,+ სისხლი ჩამოგრეცხე და ზეთი წაგისვი;+ 10 მოქარგული ტანსაცმელი ჩაგაცვი,+ ფეხი სელაპის ტყავით შეგიმოსე,+ ძვირფასი სელი მოგახვიე+ და მდიდრული ქსოვილით შეგმოსე; 11 სამკაულებით მოგრთე, ხელზე სამაჯურები+ გაგიკეთე და ყელზე ყელსაბამი+ ჩამოგკიდე; 12 ცხვირზე რგოლი+ გაგიკეთე, ყურებზე — საყურეები+ და თავზე ლამაზი გვირგვინი+ დაგადგი. 13 თავს იმკობდი ოქრო-ვერცხლით; ძვირფასი სელით, მდიდრული ქსოვილითა და მოქარგული ტანსაცმლით+ იმოსებოდი; წმინდად დაფქულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს+ ჭამდი. ძალიან, ძალიან გალამაზდი და თანდათან მეფობისთვის შესაფერისი გახდი».+
14 „ჩემმა ნაბოძებმა ბრწყინვალებამ გაასრულყოფილა შენი სილამაზე და ამით გაითქვი სახელი ხალხებში,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.
15 „მაგრამ შენს სილამაზეს დაენდე+ და შენმა სახელმა გაგამეძავა;+ ყველა გამვლელთან მეძაობდი,+ მათი გახდა შენი სილამაზე. 16 აიღე შენი ტანსაცმელი, მოიწყვე ჭრელ-ჭრელი მაღლობები+ და მეძაობდი მათზე+ — ასეთი რამ არც უნდა მომხდარიყო და არც უნდა მოხდეს. 17 იღებდი ჩემი მოცემული ოქრო-ვერცხლით გაკეთებულ შენს ლამაზ ნივთებს,+ მამაკაცის ქანდაკებებს იკეთებდი+ და მეძაობდი მათთან.+ 18 იღებდი შენს მოქარგულ ტანსაცმელს და აფარებდი მათ, ჩემს ზეთსა და ჩემს საკმეველს+ უდგამდი წინ. 19 ჩემი მოცემული პურიც — წმინდად დაფქული ფქვილი, ზეთი და თაფლი, რომელსაც გაჭმევდი+ — მათ წინაშე დადგი დამამშვიდებელ სურნელებად+ და ეს ასე გრძელდებოდა, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.
20 «აგყავდა შენი ვაჟები და შენი ასულები, რომლებიც მე გამიჩინე,+ და მსხვერპლად სწირავდი მათ, რათა შთაენთქათ.+ ნუთუ არ იყო საკმარისი ეს საქციელი — შენი მეძაობა?! 21 შენ ხოცავდი ჩემს ვაჟებს,+ ცეცხლში ატარებდი მათ და კერპებს აძლევდი.+ 22 როცა სისაძაგლეებს სჩადიოდი და მეძაობდი, არ გაგხსენებია შენი ახალგაზრდობის დღეები, შიშველ-ტიტველი რომ იყავი და სისხლში იქნევდი ფეხებს.+ 23 მთელი შენი ბოროტების შემდეგ (ვაი, ვაი შენ,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა) 24 აღმართე გორაკი და მაღლობი გაიკეთე ყველა მოედანზე.+ 25 ყველა გზის თავში აღმართე მაღლობი,+ სისაძაგლედ აქციე შენი სილამაზე,+ ყველა გამვლელს ფეხებს უჩაჩხავდი,+ მოუხშირე მეძაობას.+ 26 მეძაობდი ეგვიპტის ძეებთან,+ შენს დიდხორციან მეზობლებთან;+ და უფრო და უფრო მოუხშირე მეძაობას ჩემ შეურაცხსაყოფად. 27 აი, გავიწვდი ხელს შენ წინააღმდეგ,+ შეგიმცირებ სარჩოს+ და გადაგცემ შენ მოძულე ქალთა+ სულის წადილს,+ ფილისტიმელთა ასულების,+ იმ ქალების სულის წადილს, რომლებიც გაოგნებული არიან შენი თავაშვებული საქციელით.+
28 მეძაობდი ასურეთის ძეებთან, რადგან ვერ დაკმაყოფილდი;+ მეძაობდი მათთან, მაგრამ მაინც ვერ დაკმაყოფილდი. 29 ამიტომ გაახშირე მეძაობა ქანაანის მიწაზეც+ და ქალდეველებთანაც,+ მაგრამ მაინც ვერ დაკმაყოფილდი. 30 ო, როგორ ავივსე შენზე რისხვით,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — შენი საქციელის, უსირცხვილო მეძავი ქალის+ საქმის გამო!+ 31 ყველა გზის თავში გორაკი აღიმართე და ყველა მოედანზე მაღლობი გაიკეთე, თუმცა იმით არ ჰგავდი მეძავს, რომ გძულდა გასამრჯელო. 32 მრუში ცოლი ქმრის ნაცვლად უცხოებს იღებს.+ 33 მეძავებს საჩუქარს აძლევენ,+ შენ კი თვითონ ასაჩუქრებ ყველა შენს ვნებიან საყვარელს;+ ქრთამს სთავაზობ, რომ ყველა მხრიდან მოვიდნენ შენთან+ სამეძაოდ. 34 შენი მეძაობით არ ჰგავხარ სხვა ქალებს, ყველაფერი პირიქით ხდება; შენსავით არავის უმეძავია, რადგან შენ აძლევ გასამრჯელოს, როცა შენთვის არაფერი მოუციათ; ასე რომ, ყველაფერი პირიქით ხდება.
35 ამიტომ, მეძავო,+ ისმინე იეჰოვას სიტყვა,+ 36 აი რას გეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი გარეთ ღვრი შენს ვნებას+ და მეძაობისას გაშიშვლებულია შენი სასირცხო ადგილები+ შენი ვნებიანი საყვარლებისა+ და შენი საძაგელი ნეხვიანი კერპების+ წინაშე, რაკი მათ მიეცი შენი ძეების სისხლი,+ 37 შევკრებ ყველას, ვისაც ვნებით უყვარდი და ვისაც ასიამოვნებდი, ყველას, ვინც გიყვარდა, და ყველას, ვინც გძულდა; ერთად შევკრებ მათ ყოველი მხრიდან შენ წინააღმდეგ; გავაშიშვლებ მათ წინაშე შენს სასირცხო ადგილებს+ და იხილავენ მთელ შენს სიშიშვლეს.
38 მრუში+ და სისხლისმღვრელი ქალის განაჩენით განგსჯი+ და რისხვისა და მოშურნეობის სისხლს დაგანთხევ.+ 39 მათ ხელში ჩაგაგდებ, დაამხობენ შენს გორაკს+ და დაანგრევენ შენს მაღლობებს,+ გაგხდიან ტანსაცმელს,+ წაიღებენ შენს ლამაზ ნივთებს+ და შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ. 40 კრებულს გამოიყვანენ შენ წინააღმდეგ,+ ქვებით ჩაგქოლავენ+ და მახვილით მოგკლავენ.+ 41 ცეცხლს მისცემენ შენს სახლებს+ და მრავალი ქალის თვალწინ აღასრულებენ შენში განაჩენს;+ შეგაწყვეტინებ მეძაობას+ და აღარ გასცემ გასამრჯელოს. 42 დავაცხრობ შენზე ჩემს რისხვას+ და ჩამოგშორდება ჩემი მოშურნეობა;+ გავჩერდები და აღარ ვიგრძნობ თავს შეურაცხყოფილად“.
43 რაკი არ გახსოვდა შენი ახალგაზრდობის დღეები+ და შემაშფოთე ყოველივე ამით,+ მეც მოვაწევ შენივე გზას შენს თავზე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — მეტად აღარ მოიქცევი თავაშვებულად და აღარ ჩაიდენ სისაძაგლეს.
44 აი ის, ვინც ანდაზას+ იტყვის შენზე, ასე იტყვის: რაც დედაა, ასულიც ის არისო!+ 45 შენ დედაშენის შვილი ხარ,+ რომელსაც სძულდა ქმარი+ და ვაჟები, შენი დების და ხარ, რომლებმაც თავიანთი ქმრები და ვაჟები შეიძულეს. დედა ხეთელი+ გყავდათ, მამა — ამორეველი».+
46 «შენი უფროსი და სამარიაა+ თავისი მიმდებარე ქალაქებით,+ შენ მარცხნივ რომ ცხოვრობს; შენი უმცროსი და, შენ მარჯვნივ მცხოვრები, სოდომია+ თავისი მიმდებარე ქალაქებით.+ 47 თუმცა არ დადიოდი მათი გზებით და არც მათ სისაძაგლეებს სჩადიოდი,+ სულ ცოტა ხანში მათზე უარესად მოიქეცი ყველა შენს გზაზე.+ 48 ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — შენს დას, სოდომს თავისი მიმდებარე ქალაქებით, არ ჩაუდენია ის, რაც შენ და შენმა მიმდებარე ქალაქებმა ჩაიდინეთ.+ 49 აი რა იყო შენი დის, სოდომის დანაშაული: სიამაყე,+ პურის სიუხვე,+ მშვიდობით განცდილი უზრუნველობა,+ რაც ჰქონდა მასაც და მის მიმდებარე ქალაქებსაც,+ და ის, რომ ხელს არ უმართავდა დაჩაგრულსა+ და ღარიბს.+ 50 კვლავ ამპარტავნობდნენ+ და სისაძაგლეს სჩადიოდნენ ჩემ წინაშე;+ ბოლოს მეც მოვიშორე ისინი, რადგან ასე იყო საჭირო.+
51 „სამარიას+ შენი ცოდვების ნახევარიც კი არ ჩაუდენია. მათზე მეტად გაიმრავლე სისაძაგლეები და შენი ჩადენილი სისაძაგლეების გამო შენი დები მართლებად გამოაჩინე.+ 52 მაშ, იტვირთე შენი დამცირება, როცა შენს დებს გაამართლებ. შენი ცოდვების გამო, რომლებიც მათთან შედარებით უფრო მეტი სისაძაგლით ჩაიდინე, ისინი შენზე მართლები არიან.+ შერცხვი და იტვირთე შენი დამცირება, რადგან მართლებად წარმოაჩენ შენს დებს“.
53 შევკრებ მათ ტყვეებს+ — სოდომისა და მისი მიმდებარე ქალაქების ტყვეებს, სამარიისა და მისი მიმდებარე ქალაქების ტყვეებს; შევკრებ მათ შორის მყოფ შენს ტყვეებსაც,+ 54 რომ იტვირთო შენი დამცირება;+ დამცირებულად იგრძნობ თავს იმის გამო, რაც გაგიკეთებია და რითაც ანუგეშე ისინი.+ 55 შენი დები — სოდომი თავისი მიმდებარე ქალაქებით და სამარია თავისი მიმდებარე ქალაქებით დაუბრუნდებიან თავიანთ პირვანდელ მდგომარეობას, და შენ შენს მიმდებარე ქალაქებთან ერთად დაუბრუნდები პირვანდელ მდგომარეობას.+ 56 შენი და სოდომი არ აღმოჩნდა იმის ღირსი, რომ მასზე გელაპარაკა შენი სიამაყის დღეს,+ 57 სანამ არ გამოვლინდა შენი ბოროტება,+ როგორც მაშინ, როცა შეურაცხგყოფდნენ სირიის ასულები+ და მის გარშემო მყოფნი, ფილისტიმელთა ასულები,+ ყოველი მხრიდან რომ გესხმოდნენ თავს და გამცირებდნენ.+ 58 თავადვე უნდა იტვირთო+ შენი თავაშვებულობა+ და შენი სისაძაგლეები, — ამბობს იეჰოვა».
59 «ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ისე მოგექცევი, როგორც შენ იქცევი,+ რადგან არაფრად ჩააგდე ფიცი და დაარღვიე ჩემი შეთანხმება.+ 60 მე გავიხსენებ ჩემს შეთანხმებას, რომელიც შენი ახალგაზრდობის დღეებში+ დაგიდე, და მარადიულ შეთანხმებას დაგიდებ.+ 61 გაგახსენდება შენი გზები+ და დამცირებულად იგრძნობ თავს, როცა მიიღებ შენს დებს — შენზე უფროსებსა და შენზე უმცროსებს; მოგცემ მათ როგორც ასულებს,+ მაგრამ არა შენთან დადებული შეთანხმების გამო“.+
62 მე დაგიდებ შეთანხმებას;+ გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა, 63 რომ გახსოვდეს და შეგრცხვეს+ და დამცირებულმა პირიც ვეღარ გააღო,+ როცა გაპატიებ*+ ყველა შენს ნამოქმედარს, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
17 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, თქვი გამოცანა+ და შეთხზე იგავი ისრაელის სახლზე,+ 3 თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „დიდი არწივი,+ დიდფრთიანი,+ გრძელბუმბულიანი, ხშირი და ჭრელი ბუმბულით დაფარული, მიფრინდა ლიბანში+ და მოგლიჯა კედრის+ კენწერო.+ 4 მოსტეხა ზემოთა ყლორტი, წაიღო ქანაანის მიწაზე+ და დარგო ვაჭართა ქალაქში. 5 შემდეგ აიღო იმ მიწიდან თესლი,+ დასათეს მინდორში მიიტანა და ტირიფივით უხვ წყალთან+ დათესა. 6 აღმოცენდა ის და ნელ-ნელა ლერწებგაშლილი ტანდაბალი+ ვაზი გახდა, თავისკენ ხრიდა ფოთლებს და ქვემოთ უშვებდა ფესვებს. საბოლოოდ ის ვაზად იქცა, ლერწები გამოიღო და დაიტოტა.+
7 იყო კიდევ ერთი დიდი არწივი,+ დიდფრთიანი და განიერბუმბულიანი,+ და ამ ვაზმა ხარბად გაუშვა მისკენ ფესვები.+ ფოთლები გაიშვირა მისკენ, რომ სხვაგან მოერწყო მას და არა იქ, სადაც დარგული იყო, ბაღის კვლებში.+ 8 ის უკვე დარგული იყო კარგ მინდორში უხვ წყლებთან,+ რათა დატოტვილიყო, ნაყოფი გამოეღო და დიდებულ ვაზად ქცეულიყო“.
9 თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „განა გაიხარებს* ის?!+ განა არ ამოთხრის ვინმე მის ფესვებს+ და არ გააფუჭებს მის ნაყოფს?! განა არ გახმება მისი ახალმოტეხილი ყლორტები?!+ გახმება ის. ძლიერი მკლავი და ხალხის სიმრავლე არ იქნება საჭირო მის ფესვიანად ამოსაგდებად. 10 აი, გადარგულია ის, მაგრამ გაიხარებს?! განა მთლიანად არ გახმება, თითქოს აღმოსავლეთის ქარი შეეხოო?!+ ბაღის კვლებში გახმება, იქ, სადაც აღმოცენდა“».+
11 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 12 «უთხარი ურჩ სახლს,+ განა არ იცით-თქო, რას ნიშნავს ეს?! თქვი: „აი, ბაბილონის მეფე მოვიდა იერუსალიმში და წაიყვანა მისი მეფე+ და მისი მთავრები და მიიყვანა თავისთან ბაბილონში.+ 13 მან სამეფო შთამომავლობიდან+ აიყვანა ერთი, დაუდო შეთანხმება და ფიცით შეეკრა მას,+ ქვეყნის წარჩინებულები კი წაიყვანა,+ 14 რათა სამეფო დამდაბლებულიყო+ და თავისით ვეღარ წამომდგარიყო, რათა მხოლოდ ამ შეთანხმების დაცვით მდგარიყო.+ 15 ის კი განუდგა+ მას, მაცნეები გაგზავნა ეგვიპტეში, რომ იქ მიეცათ მისთვის ცხენები+ და ბევრი ხალხი. განა მოემართება მას ხელი?! განა გადარჩება ამის გამკეთებელი და შეთანხმების დამრღვევი?! განა გადარჩება?!“+
16 „ცოცხალი ვარ,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — მოკვდება ის ბაბილონში,+ იმ მეფის ადგილსამყოფელში, რომელმაც ის გაამეფა, რომლის ფიციც+ არაფრად ჩააგდო და რომლის შეთანხმებაც დაარღვია. 17 ვერ დაეხმარება მას ფარაონი ომში+ დიდი ჯარითა და მრავალრიცხოვანი კრებულით, მიწაყრილიც რომ გააკეთოს, კედელიც რომ შემოავლოს და ალყაში მოაქციოს მრავალთა* მოსასპობად.+ 18 არაფრად ჩააგდო მან ფიცი+ და დაარღვია შეთანხმება, აი, ხელი ჰქონდა მიცემული,+ მაგრამ ეს ყველაფერი ჩაიდინა. ვერ გადარჩება“.+
19 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ცოცხალი ვარ, ჩემს ფიცს, რომელიც მან არაფრად ჩააგდო,+ და ჩემს შეთანხმებას, რომელიც დაარღვია, მისივე თავზე მოვაწევ. 20 გავშლი მასზე ჩემს ბადეს და გაებმება ის ჩემს სანადირო ბადეში.+ წავიყვან მას ბაბილონში და იქ შევედავები მას ჩემდამი გამოვლენილი ორგულობის გამო.+ 21 მახვილით დაეცემიან მისი რაზმებიდან გაქცეულები, დარჩენილები კი ქარის ყველა მიმართულებით გაიფანტებიან.+ გაიგებთ, რომ მე, იეჰოვა ვამბობ ამას“.+
22 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ავიღებ და დავრგავ კედრის კენწეროს.+ მისი ზემო ტოტებიდან მოვწყვეტ ნორჩ ტოტს+ და გადავრგავ მაღალ და დიდებულ მთაზე.+ 23 ისრაელის მაღალ მთაზე გადავრგავ მას;+ დაიტოტება, ნაყოფს გამოიღებს+ და დიდებულ კედრად+ იქცევა. ყველანაირი ფრთოსანი დაიბუდებს მის ძირში და მის ფოთოლთა ჩრდილქვეშ.+ 24 გაიგებენ მინდვრის ხეები, რომ მე, იეჰოვა+ ვამცირებ მაღალ ხეს+ და ვამაღლებ დაბალს,+ ვახმობ ჯერ კიდევ ნედლს+ და ვაყვავებ გამხმარს. მე, იეჰოვა ვამბობ ამას და ვაკეთებ კიდეც“».+
18 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 „რას ნიშნავს ეს ანდაზა, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ, მამებმა მკვახე ყურძენი ჭამეს და კბილები ვაჟებს მოეკვეთათო?+
3 ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — მეტად აღარ იტყვით ამ ანდაზას ისრაელში. 4 ყველა სული* ჩემია,+ როგორც მამის სული,+ ისე ძის სული ჩემია.+ სული, რომელიც სცოდავს,+ მოკვდება.+
5 თუ კაცი მართალია და სამართლიანად და სიმართლით იქცევა,+ 6 მთებზე+ არ ჭამს,+ თვალებს ისრაელის სახლის ნეხვიან კერპებს არ აპყრობს,+ თავისი მოძმის ცოლს არ ბილწავს+ და არ ეკარება ქალს, ყოველთვიური სისხლდენით გაუწმინდურებულს,+ 7 ცუდად არავის ეპყრობა,+ ვალში აღებულ გირაოს აბრუნებს,+ არ ძარცვავს+ და არაფერი მიაქვს, მშიერს თავის პურს აძლევს+ და შიშველს აცმევს,+ 8 სარგებლით არაფერს იძლევა+ და ვახშს არ იღებს,+ უსამართლობას ხელს არიდებს,+ ჭეშმარიტ სამართალს აჩენს კაცსა და კაცს შორის,+ 9 ჩემი წესებით დადის+ და ჩემს სამართალს იცავს სიმართლის აღსასრულებლად,+ მაშინ მართალია ის,+ იცოცხლებს,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
10 თუ კაცს ჰყავს ყაჩაღი+ და სისხლისმღვრელი ვაჟი+ და აი რას სჩადის ის 11 (თუმცა თვითონ მსგავს არაფერს სჩადის) — მთებზე ჭამს,+ თავისი მოძმის ცოლს ბილწავს,+ 12 საწყალსა და ღარიბს ცუდად ეპყრობა,+ ძარცვავს+ და მიაქვს, გირაოს არ აბრუნებს,+ თვალებს ნეხვიან კერპებს აპყრობს,+ ის სისაძაგლეს სჩადის.+ 13 თუ ვახშით გასცემს+ და სარგებელს იღებს,+ ვერ იცოცხლებს ის. ყველა ამ სისაძაგლეს სჩადის.+ ის უეჭველად მოკვდება. მისი სისხლი მასზევე იქნება.+
14 აი, თუ კაცს ჰყავს ვაჟი, რომელიც ხედავს ყველა ცოდვას, რასაც მამამისი სჩადის — ხედავს, მაგრამ თვითონ მსგავსს არაფერს აკეთებს:+ 15 მთებზე არ ჭამს, თვალებს ისრაელის სახლის ნეხვიანი კერპებისკენ არ აპყრობს,+ თავისი მოძმის ცოლს არ ბილწავს,+ 16 ცუდად არავის ეპყრობა,+ გირაოს არ ითვისებს,+ არ ძარცვავს+ და არაფერი მიაქვს, მშიერს თავის პურს აძლევს+ და შიშველს აცმევს,+ 17 საწყალს არ ჩაგრავს, ვახშს+ და სარგებელს+ არ იღებს, ჩემს სამართალს იცავს+ და ჩემი წესებით დადის,+ მაშინ არ მოკვდება ის მამის დანაშაულის გამო,+ იცოცხლებს.+ 18 მამამისი კი, რომელიც აშკარა გამომძალველი იყო,+ ძარცვავდა ძმას+ და ყველაფერს ცუდს სჩადიოდა თავის ხალხში,+ მოკვდება თავისი დანაშაულის გამო.+
19 იკითხავთ, რატომ არ უნდა მოეკითხოსო ვაჟს მამის დანაშაული?+ იმიტომ, რომ სამართლიანად და სიმართლით იქცევა ვაჟი,+ იცავს ჩემს ყველა წესს და ასრულებს მათ.+ იცოცხლებს ის.+ 20 სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება.+ ვაჟს არაფერი მოეკითხება მამის დანაშაულის გამო და არც მამას მოეკითხება ვაჟის დანაშაულის გამო.+ მართლის სიმართლე მასთანვე იქნება+ და ბოროტის ბოროტებაც მასთანვე იქნება.+
21 თუ ბოროტი მიატოვებს თავის ცოდვებს, რომლებსაც სჩადის,+ დაიცავს ჩემს წესებს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა,+ მაშინ იცოცხლებს ის, არ მოკვდება.+ 22 არც ერთი ცოდვა, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენდება.+ სიმართლით რომ იქცევა, ამიტომ იცოცხლებს.+
23 განა მახარებს ბოროტის სიკვდილი?!+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — განა ის არ გამახარებს, რომ მობრუნდეს თავისი გზიდან და იცოცხლოს?!+
24 თუ მართალი მიატოვებს სიმართლეს და უსამართლოდ მოიქცევა,+ ჩაიდენს მთელ იმ სისაძაგლეს, რასაც ბოროტი სჩადის,+ და იცოცხლებს, მაშინ მისი არც ერთი მართალი საქმე არ გაიხსენება.+ მოკვდება ის თავისი ორგულობის გამო და ცოდვის გამო, რომელსაც სჩადის.+
25 თქვენ იტყვით, სამართლიანი არ არისო იეჰოვას გზა.+ ისმინე, ისრაელის სახლო! ჩემი გზა არ არის სამართლიანი?!+ განა თქვენი გზები არ არის უსამართლო?!+
26 თუ მართალი მიატოვებს სიმართლეს, უსამართლოდ მოიქცევა+ და ამის გამო მოკვდება, თავისი უსამართლობის გამო მოკვდება ის.+
27 თუ ბოროტი მიატოვებს ბოროტებას, რასაც სჩადის, და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა,+ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს თავის სულს.+ 28 როცა დაინახავს+ და მიატოვებს თავის ცოდვებს, რომლებსაც სჩადის,+ იცოცხლებს ის, არ მოკვდება.+
29 იტყვის ისრაელის სახლი, სამართლიანი არ არისო იეჰოვას გზა.+ ჩემი გზა არ არის სამართლიანი, ისრაელის სახლო?!+ განა თქვენი გზები არ არის უსამართლო?!+
30 ამიტომ, თითოეულს თქვენი გზისამებრ გაგასამართლებთ,+ ისრაელის სახლო, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+ — მობრუნდით, მიატოვეთ თქვენი ცოდვები,+ არაფერი გექცეთ დაბრკოლების ლოდად, დანაშაულის მიზეზად.+ 31 ჩამოიცილეთ თქვენი ცოდვები,+ რომლითაც სცოდავთ, და შეიქმენით ახალი გული+ და ახალი სული.+ რატომ უნდა მოკვდე,+ ისრაელის სახლო?!
32 რადგან არ მახარებს, როცა ვინმე კვდება,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — მობრუნდით და იცოცხლეთ“.+
19 «შენ კი წამოიწყე სამგლოვიარო სიმღერა+ ისრაელის თავკაცებზე+ 2 და თქვი: „რა იყო დედაშენი? ძუ ლომი ლომებს შორის.+ ფაფრიან ლომებს შორის იწვა და ბოკვრებს ზრდიდა.
3 ნელ-ნელა გამოზარდა ერთ-ერთი ბოკვერი.+ ფაფრიან ლომად იქცა ის და ნანადირევის დაგლეჯა ისწავლა;+ ადამიანსაც კი ჭამდა. 4 შეიტყვეს ხალხებმა მის შესახებ. მათ მიერ ამოთხრილ ორმოში დაიჭირეს ის და კავებით წაიყვანეს ეგვიპტეში.+
5 როცა ძუ ლომმა დაინახა, რომ ამაოდ ელოდა და იმედი გაუქრა, მაშინ თავისი ბოკვრებიდან სხვა ბოკვერი აიყვანა+ და ფაფრიან ლომად აქცია. 6 დაიარებოდა ის ლომებს შორის; ფაფრიან ლომად იქცა. ნელ-ნელა ნანადირევის დაგლეჯა ისწავლა+ და ადამიანსაც კი ჭამდა.+ 7 იცოდა, სად ჰქონდათ მათ საცხოვრებელი კოშკები და გაუნადგურა მათ ქალაქები,+ გაპარტახდა მიწა და ყველგან ისმოდა მისი ღრიალი.+ 8 აღსდგნენ ხალხები მის წინააღმდეგ მეზობელი სამთავროებიდან+ და ბადე ესროლეს;+ მათ მიერ ამოთხრილ ორმოში დაიჭირეს ის;+ 9 კავებით შეიყვანეს გალიაში და მიუყვანეს ბაბილონის მეფეს.+ სანადირო ბადეებით წაიყვანეს ის, რათა აღარავის გაეგო მისი ხმა ისრაელის მთებში.+
10 დედაშენი+ ჰგავდა წყლის პირას დარგულ ვაზს, ვაზს შენს სისხლში.+ წყლის სიუხვით მსხმოიარე და უხვტოტიანი გახდა.+ 11 მმართველთა კვერთხებად გამოსადეგ ძლიერ ღეროებად ექცა ისინი.+ სხვა ტოტებს ასცილდა ის და თავისი სიმაღლისა და ხშირი ფოთლების გამო ადვილი დასანახავი გახდა.+ 12 მაგრამ საბოლოოდ რისხვით ამოიძირკვა,+ მიწაზე დააგდეს და აღმოსავლეთის ქარმა გაუხმო ნაყოფი.+ მოსტეხეს მას ძლიერი ღერო, გახმა+ და ცეცხლმა შთანთქა ის.+ 13 ახლა უდაბნოშია ის დარგული,+ უწყლო და გვალვიან მიწაზე.+ 14 ცეცხლი გამოვიდა მისი ღეროდან;+ შთანთქა მისი ყლორტები, მისი ნაყოფი, და აღარ შერჩა მას ძლიერი ღერო, აღარ შერჩა მმართველობის კვერთხი.+
ესაა სამგლოვიარო სიმღერა, რომელიც სამგლოვიარო სიმღერადვე დარჩება“».+
20 მეშვიდე წლის მეხუთე თვეს, თვის მეათე დღეს, მოვიდა ისრაელის ზოგიერთი უხუცესი, რათა შეკითხვოდა იეჰოვას,+ და ჩემ წინ დაჯდა.+ 2 მაშინ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 3 «კაცის ძეო, ელაპარაკე ისრაელის უხუცესებს და უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმისთვის მოხვედით, რომ მკითხოთ?+ ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — არ გიპასუხებთ“.+
4 გაასამართლებ მათ? კაცის ძეო, გაასამართლებ მათ?+ გააგებინე მათ თავიანთი მამა-პაპის სისაძაგლეები.+ 5 უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ დღეს, როცა ავირჩიე ისრაელი,+ ხელი აღვმართე+ და შევფიცე იაკობის სახლის შთამომავლებს+ და თავი გავუმჟღავნე ეგვიპტის მიწაზე;+ ხელი აღვმართე და შევფიცე მათ, მე ვარ-მეთქი იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+ 6 იმ დღეს ხელი აღვმართე+ და შევფიცე მათ, რომ გამოვიყვანდი ეგვიპტის მიწიდან იმ მიწაზე, რომელიც მათთვის დავზვერე, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ ის იყო ყველა ქვეყნის მშვენება.+ 7 ვუთხარი მათ, გადაყარეთ-მეთქი თქვენ-თქვენი სისაძაგლეები, რისკენაც თვალი გაგირბით,+ და ნუ წაიბილწებით ეგვიპტის ნეხვიანი კერპებით;+ მე ვარ-მეთქი იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+
8 ისინი კი მეურჩნენ+ და არ მოინდომეს ჩემი მოსმენა. არც ერთმა არ გადაყარა სისაძაგლეები, რისკენაც თვალი გაურბოდათ, და არ მიატოვეს ეგვიპტის ნეხვიანი კერპები.+ ამიტომ, პირობა დავდე, რომ რისხვას გადმოვღვრიდი მათზე, რათა გადმომეცალა მათზე ჩემი მრისხანება შუაგულ ეგვიპტეში.+ 9 ჩემი სახელისთვის ვიმოქმედე, რათა არ შებღალულიყო ის იმ ხალხების თვალში, რომელთა შორისაც იყვნენ ისინი,+ რადგან ხალხების თვალწინ გავუმჟღავნე მათ თავი ეგვიპტის მიწიდან გამოყვანისას.+ 10 გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის მიწიდან და უდაბნოში მივიყვანე.+
11 მივეცი მათ ჩემი წესები+ და გავაგებინე ჩემი სამართალი,+ რათა ეცოცხლა მათ დამცველს.+ 12 ჩემი შაბათები მივეცი მათ,+ როგორც ნიშანი მე და მათ შორის,+ რათა სცოდნოდათ, რომ მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი.
13 ისრაელის სახლი კი მეურჩა უდაბნოში;+ არ იარეს ჩემი წესებით+ და უარყვეს ჩემი სამართალი,+ რომლის დაცვაც აცოცხლებს კაცს.+ მეტისმეტად შებღალეს ჩემი შაბათები.+ ამიტომ, პირობა დავდე, რომ რისხვას გადმოვღვრიდი მათზე უდაბნოში მათ შესამუსრავად.+ 14 ჩემი სახელისთვის ვიმოქმედე, რათა არ შებღალულიყო ის იმ ხალხების თვალში, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი.+ 15 ხელი აღვმართე და შევფიცე მათ უდაბნოში,+ რომ არ შევიყვანდი იმ მიწაზე, რომელიც მიცემული მქონდა, იქ, სადაც რძე და თაფლი მოედინება+ (ის არის ყველა ქვეყნის მშვენება),+ 16 რაკი უარყვეს ჩემი სამართალი, არ იარეს ჩემი წესებით და შებღალეს ჩემი შაბათები, რადგან თავიანთი ნეხვიანი კერპებისკენ მიუწევდათ გული.+
17 დაენანა ისინი ჩემს თვალს და შემაკავა მათი განადგურებისგან,+ აღარ შევმუსრე ისინი უდაბნოში. 18 ვუთხარი მათ ძეებს უდაბნოში:+ თქვენი მამა-პაპის წესებით ნუ ივლით,+ მათ სამართალს ნუ დაიცავთ+ და მათი ნეხვიანი კერპებით ნუ წაიბილწებით-მეთქი;+ 19 მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ იარეთ ჩემი წესებით,+ დაიცავით ჩემი სამართალი+ და შეასრულეთ ისინი;+ 20 წმინდა ჰყავით ჩემი შაბათები+ და ნიშნად იქნება ისინი მე და თქვენ შორის, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+
21 ძეებიც მეურჩნენ,+ არ იარეს ჩემი წესებით, არ დაიცვეს და არ აღასრულეს ჩემი სამართალი, რომლის დაცვაც აცოცხლებს კაცს.+ შებღალეს ჩემი შაბათები.+ ამიტომ, პირობა დავდე, რომ რისხვას გადმოვღვრიდი მათზე და გადმოვცლიდი მათზე ჩემს მრისხანებას უდაბნოში.+ 22 უკან წავიღე ხელი+ და ჩემი სახელისთვის ვიმოქმედე, რათა არ შებღალულიყო ის იმ ხალხების თვალში, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი.+ 23 ხელი აღვმართე და შევფიცე მათ უდაბნოში,+ რომ გავფანტავდი მათ ხალხებში, მიმოვფანტავდი სხვა ქვეყნებში,+ 24 რადგან არ აღასრულეს ჩემი სამართალი,+ უარყვეს ჩემი წესები,+ შებღალეს ჩემი შაბათები+ და თავიანთი მამა-პაპის ნეხვიანი კერპებისკენ გაექცათ თვალი.+ 25 მეც ნება მივეცი, რომ ჰქონოდათ ცუდი წესები და სამართალი, რომლითაც ვერ იცოცხლებდნენ;+ 26 ნება მივეცი, გაუწმინდურებულიყვნენ თავიანთი ძღვნით, ცეცხლში რომ ატარებდნენ საშვილოსნოს გამღებ ყოველ ბავშვს,+ რათა დამექცია ისინი და მიმხვდარიყვნენ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+
27 ამიტომ, კაცის ძეო, ელაპარაკე ისრაელის სახლს და უთხარი,+ აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „მგმობდა თქვენი მამა-პაპა თავისი ორგულობით;+ 28 მივიყვანე ისინი მიწაზე,+ რომლის მიცემაც აღმართული ხელით შევფიცე,+ და დაინახეს თუ არა მაღალი გორა+ და დატოტვილი ხე, დაიწყეს იქ მსხვერპლშეწირვა+ და შეურაცხმყოფელი შესაწირავის მიტანა, დამამშვიდებელი სურნელების აღვლენა+ და დასაღვრელი შესაწირავების დაღვრა.+ 29 ვუთხარი: ეს მაღლობი, რომლისკენაც მიდიხართ, რა მაღლობია, რომ დღემდე მაღლობი ერქვას-მეთქი?“+
30 ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „განა თქვენი მამა-პაპასავით არ იუწმინდურებთ თავს+ და მათ სისაძაგლეებთან არ სჩადიხართ გარყვნილებას?!+ 31 განა თქვენი ძღვნით — თქვენი ძეების ცეცხლში გატარებით+ — დღემდე არ იუწმინდურებთ თავს თქვენი ნეხვიანი კერპების გულისთვის?!+ და ახლა პასუხი უნდა გაგცე, ისრაელის სახლო?!“+
ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — არ გიპასუხებთ.+ 32 არ შესრულდება+ ის, რაც აზრად მოგდით,+ როცა ამბობთ, მოდი, სხვა ხალხებისა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ერების მსგავსად+ ვემსახუროთო ხესა და ქვას».+
33 «ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ძლიერი ხელით, გაწვდილი მკლავითა+ და გადმოღვრილი რისხვით ვიმეფებ თქვენზე.+ 34 გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც ძლიერმა ხელმა, გაწვდილმა მკლავმა და გადმოღვრილმა რისხვამ გაგფანტათ.+ 35 მიგიყვანთ ხალხთა უდაბნოში+ და იქ შეგედავებით პირისპირ.+
36 როგორც თქვენს მამა-პაპას ვედავე უდაბნოში ეგვიპტის მიწაზე,+ თქვენც ისე შეგედავებით, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 37 კეტქვეშ გაგატარებთ+ და შეთანხმების კავშირს შევკრავ თქვენთან.+ 38 მოგაშორებთ მათ, ვინც მეურჩება და მცოდავს.+ გამოვიყვან მათ მათი ხიზნობის ქვეყნიდან, თუმცა ვერ მივლენ ისრაელის მიწაზე;+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+
39 ისრაელის სახლო, აი რას გეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა: „წადით და ემსახურეთ თქვენ-თქვენს ნეხვიან კერპებს.+ ამის შემდეგაც თუ არ მომისმენთ, მეტად ვეღარ შებღალავთ ჩემს წმინდა სახელს თქვენი ძღვნითა და თქვენი ნეხვიანი კერპებით“.+
40 რადგან ჩემს წმინდა მთაზე, ისრაელის მაღალ მთაზე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — იქ, იმ მიწაზე მემსახურება ისრაელის მთელი სახლი უკლებლივ.+ იქ მოგიწონებთ თქვენ, იქ მოვითხოვ თქვენს შესაწირავებსა და ძღვნად მოტანილ პირველ ნაყოფებს — ყველა თქვენს წმინდა ძღვენს.+ 41 მოგიწონებთ დამამშვიდებელი სურნელების გამო,+ და ეს მაშინ მოხდება, როცა გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ იმ ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული ხართ,+ და თქვენით განვიწმინდები ხალხების თვალწინ.+
42 გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა,+ როცა მიგიყვანთ ისრაელში,+ მიწაზე, რომლის მიცემაც აღმართული ხელით შევფიცე თქვენს მამა-პაპას. 43 გაგახსენდებათ იქ თქვენი გზები+ და თქვენი საქმეები, რომლითაც თავი გაიუწმინდურეთ,+ და სახეზე აღგებეჭდებათ საკუთარი თავისადმი სიძულვილი მთელი იმ ბოროტების გამო, რასაც სჩადიოდით.+ 44 გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა,+ როცა ჩემი სახელის გამო+ არ მოგექცევით თქვენი ბოროტი გზებისა და თქვენი გახრწნილი საქმეებისამებრ,+ ისრაელის სახლო, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
45 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 46 «კაცის ძეო, სამხრეთისკენ იბრუნე პირი+ და აწვეთე+ სიტყვები სამხრეთს, უწინასწარმეტყველე სამხრეთის მინდვრის ტყეს. 47 უთხარი სამხრეთის ტყეს, ისმინე-თქო იეჰოვას სიტყვა, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, ცეცხლს ავაგიზგიზებ+ შენდა საუბედუროდ, შთაგინთქავს ის ყველა ნედლსა თუ გამხმარ ხეს;+ არ ჩაქრება აბრიალებული ალი,+ დაწვავს ის ყველა სახეს სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.+ 48 ყველა ხორციელი დაინახავს, რომ მე, იეჰოვამ დავანთე ის, და არ ჩაქრება“».+
49 ვთქვი: „ვაი, უზენაესო უფალო იეჰოვა! ჩემზე ამბობენ, სულ იგავებით ლაპარაკობსო!“+
21 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, პირი იბრუნე იერუსალიმისკენ, აწვეთე+ სიტყვები წმინდა ადგილებისკენ+ და იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწის წინააღმდეგ.+ 3 უთხარი ისრაელის მიწას, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ,+ ქარქაშიდან ამოვიღებ ჩემს მახვილს+ და მოგისპობ მართალსა და ბოროტს.+ 4 ქარქაშიდან ამოვა ჩემი მახვილი, რომ მოგისპო მართალი და ბოროტი, ამოვა ყოველი ხორციელის საუბედუროდ სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.+ 5 გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე, იეჰოვამ ამოვიღე ჩემი მახვილი ქარქაშიდან+ და უკან აღარ ჩაბრუნდება ის“.+
6 შენ კი, კაცის ძეო, თეძოების კანკალით ოხრავდე,+ სიმწრით ოხრავდე მათ თვალწინ.+ 7 თუ გკითხეს, რატომ ოხრავო,+ უთხარი, ამბის გამო-თქო.+ მოხდება ეს+ და დადნება ყველა გული,+ დაეშვება ყველა ხელი, დამწუხრდება ყველა სული და ყველა მუხლზე წყალი ჩამოვა*.+ უეჭველად მოვა+ და მოხდება ეს, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
8 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 9 «კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე და თქვი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „თქვი, მახვილი, მახვილი!+ გალესილია+ ის და გაპრიალებული, 10 იმიტომ გაილესა, რომ ხოცოს, იმიტომ გაპრიალდა, რომ ბზინავდეს-თქო“».+
„განა არ უნდა ვხარობდეთ?!“+
„განა ჩემი ვაჟის+ კვერთხს ისევე უარყოფს,+ როგორც ყოველ ხეს?!+
11 გასაპრიალებლად აძლევენ მახვილს, რომ ხელში დაიჭირონ. გალესილი და გაპრიალებულია მახვილი, რომ მკვლელს მიეცეს ხელში.+
12 იყვირე და იღრიალე,+ კაცის ძეო, რადგან ჩემი ხალხის წინააღმდეგ+ და ისრაელის თავკაცების წინააღმდეგაა ის;+ ჩემს ხალხთან ერთად გადაუყრიან მათ მახვილს.+ ამიტომ ხელი დაირტყი ბარძაყზე.+ 13 აი, შემოწმდა,+ და რა მოხდება, თუ ის კვერთხსაც უარყოფს?+ აღარ იარსებებს ის,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
14 შენ კი, კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე და ხელი ხელს დაჰკარი;+ სამჯერ უნდა განმეორდეს+ — მახვილი! მოსაკლავად მოღერებულა ეს მახვილი. დიდებულთა მოსაკლავი მახვილია, გარს რომ უვლის მათ.+ 15 გულის დასადნობად+ და მათ კარიბჭეებთან დაცემულთა გასამრავლებლად+ დავიწყებ მახვილით ხოცვას. ვაი, ბზინავს ის, გაპრიალებულია, რომ ხოცოს!+ 16 ბასრი გამოდექი,+ გაემართე მარჯვნივ! შენი ადგილი დაიკავე, გაემართე მარცხნივ! წადი ყველგან, სადაც პირს მიმართავ! 17 მეც დავკრავ ხელს ხელზე+ და დავაცხრობ+ ჩემს რისხვას.+ მე, იეჰოვა ვამბობ ამას“.
18 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 19 «შენ კი, კაცის ძეო, ორი გზა აირჩიე, ბაბილონის მეფის მახვილმა რომ გაიაროს.+ ორივე ერთი მიწიდან უნდა გამოდიოდეს, გზის მაჩვენებელი დააყენე,+ ქალაქისკენ მიმავალი გზის თავში დააყენე ის. 20 ერთი გზა აირჩიე მახვილისთვის ამონის ძეების რაბას წინააღმდეგ,+ მეორე კი — იუდას წინააღმდეგ, გამაგრებული იერუსალიმის წინააღმდეგ.+ 21 ბაბილონის მეფე სამკითხაოდ გაჩერდა გზაჯვარედინთან, ორი გზის გასაყარზე.+ ისრებს არხევს, თერაფიმის მეშვეობით ეძებს პასუხს,+ ღვიძლს უყურებს. 22 მკითხაობისას მისმა მარჯვენამ იერუსალიმში წასვლა აჩვენა, რომ დაედგათ კედლის სანგრევი იარაღები,+ გამოეცხადებინათ ხალხის ხოცვა, აეტეხათ განგაში,+ კარიბჭეებთან დაედგათ კედლის სანგრევი იარაღები, შემოევლოთ მიწაყრილი და კედელი ალყად.+ 23 გაცრუვდა ეს მკითხაობა მათ თვალში,+ ვინც შეჰფიცა მათ.+ ის იხსენებს დანაშაულს,+ რომ შეიპყროს ისინი.+
24 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „თქვენი ცოდვების გამჟღავნებით გაახსენეთ მას თქვენი დანაშაული, რათა გამჟღავნდეს თქვენი ცოდვები თქვენი საქმეებისამებრ; რადგან გაგიხსენეს,+ ხელით დაგიჭერენ“.+
25 შენ კი, სასიკვდილოდ დაჭრილო ისრაელის+ ბოროტო თავკაცო,+ რომლის დღეც დადგა ბოლო დანაშაულის დროს,+ 26 აი რას გეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა: „მოიძვრე თავსაბურავი, მოიცილე გვირგვინი!+ ყველაფერი სხვაგვარად იქნება.+ აამაღლე დაბალი+ და დაამდაბლე მაღალი!+ 27 ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას!+ არავისი არ იქნება ის, სანამ არ მოვა კანონით უფლებამოსილი,+ — მას გადავცემ“.+
28 შენ კი, კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა ამონის ძეებზე და მათგან მომდინარე შეურაცხყოფაზე. თქვი: „მახვილი, მახვილია მოღერებული, რომ ხოცოს, გაპრიალებულია, რომ ელვარებდეს და ნთქავდეს,+ 29 რადგან სიცრუეს ხედავენ შენთვის, სიცრუეს გიმკითხავებენ,+ რათა დაგდონ დახოცილთა კისერზე, იმ ბოროტი ხალხის კისერზე, რომელთა დღეც ბოლო დანაშაულის დროს დადგა.+ 30 ჩააბრუნე ის ქარქაშში. შენი შექმნის ადგილას, შენს მშობლიურ მიწაზე+ გაგასამართლებ. 31 შენზე გადმოვღვრი ჩემს რისხვას.+ ჩემი მრისხანების ცეცხლს დაგიბერავთ და ჩაგაგდებთ უგუნური ხალხის ხელში, რომელიც გაწაფულია მოსპობაში.+ 32 შენით აბრიალდება ცეცხლი.+ შენი სისხლი ქვეყნის შუაგულში დაიღვრება. არ გაიხსენები, რადგან მე, იეჰოვა ვამბობ ამას“».+
22 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, შენ გაასამართლებ,+ გაასამართლებ სისხლისმღვრელ ქალაქს?+ გააგებინებ მას ყველა მის სისაძაგლეს?+ 3 თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ო, ქალაქო, სისხლს რომ ღვრი+ შენ შიგნით, სანამ მოაწევდეს შენი აღსასრული,+ ნეხვიან კერპებს რომ აკეთებ, რათა გაუწმინდურდე;+ 4 სისხლის ღვრაში ხდები დამნაშავე+ და შენი გაკეთებული ნეხვიანი კერპებით უწმინდურდები.+ იწურება შენი დღეები და მიაღწევ შენი წლების დასასრულს. ამიტომ შეურაცხსაყოფად გაქცევ ხალხებისთვის და მასხრად ასაგდებად — ყველა ქვეყნისთვის.+ 5 შენი მახლობელი და შენგან შორს მყოფი ქვეყნები მასხრად აგიგდებენ შენ, ვისაც უწმინდური სახელი გაქვს და ვინც შფოთით ხარ სავსე.+ 6 აი, ისრაელის თავკაცები+ არიან შენში, თითოეულს თავისი მკლავის იმედი აქვს და სისხლის ღვრისკენ ისწრაფვის.+ 7 დედ-მამას სიძულვილით ეპყრობიან შენში;+ ხიზანს სძალავენ+ და უმამო ბავშვსა და ქვრივს ცუდად ეპყრობიან შენში“».+
8 „ჩემს წმინდა ადგილებს არაფრად აგდებ და ჩემს შაბათებს ბღალავ.+ 9 ცილს სწამებენ შენში, რათა სისხლი დაღვარონ;+ შენს მთებზე ჭამენ ისინი;+ თავაშვებულად იქცევიან შენს შუაგულში.+ 10 მამის სიშიშვლეს აჩენენ შენში+ და ამცირებენ ყოველთვიური სისხლდენით გაუწმინდურებულ ქალს.+ 11 კაცი სისაძაგლეს სჩადის შენში მოძმის ცოლთან,+ თავის რძალს ბილწავს თავაშვებულობით+ და თავის დას, მამამისის ასულს შეურაცხყოფს.+ 12 ქრთამს იღებენ შენში სისხლის დასაღვრელად.+ სარგებელსა+ და ვახშს იღებ+ და მოგებას ძალადობითა+ და შენი მოძმეების გამოძალვით იღებ,+ მე კი დამივიწყე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
13 აი, ხელი ხელს შემოვკარი+ შენი უკანონო შემოსავლისა+ და სისხლის ღვრის გამო, რაც შენში ხდება.+ 14 განა გაგიძლებს გული+ ან ექნებათ ძალა შენს ხელებს იმ დღეებში, როცა შენ წინააღმდეგ ვიმოქმედებ?+ მე, იეჰოვა ვამბობ ამას და გავაკეთებ კიდეც.+ 15 გაგფანტავ ხალხებში და მიმოგფანტავ ქვეყნებში,+ მოვსპობ უწმინდურებას შენში.+ 16 შეიბღალები ხალხების თვალწინ და გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+
17 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 18 «კაცის ძეო, ხენჯად+ იქცა ჩემთვის ისრაელის სახლი. ყოველი მათგანი ღუმელშია სპილენძივით, კალასავით, რკინასა და ტყვიასავით. ხენჯად, ვერცხლის ხენჯად იქცნენ ისინი.+
19 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რადგან ყველანი ხენჯივით+ გახდით, ამიტომ შეგკრებთ შუაგულ იერუსალიმში.+ 20 როგორც ვერცხლს, სპილენძს, რკინას,+ ტყვიასა და კალას აგროვებენ ღუმელში, რათა გააღვივონ+ ცეცხლი და დაადნონ ისინი,+ მეც შევაგროვებ მათ ჩემი რისხვითა და ჩემი მრისხანებით, შეგიბერავთ და დაგადნობთ. 21 შეგკრებთ, დაგიბერავთ ჩემი მრისხანების+ ცეცხლით და დადნებით იქ.+ 22 როგორც ვერცხლი დნება ღუმელში, თქვენც ისევე დადნებით იქ; გაიგებთ, რომ მე, იეჰოვამ გადმოვღვარე ჩემი რისხვა თქვენზე“».+
23 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 24 «კაცის ძეო, უთხარი მას: „განუწმენდელი მიწა ხარ, შერისხვის დღეს წვიმით მოურწყველი.+ 25 შეთქმულან იქ მისი წინასწარმეტყველები,+ მსხვერპლის მგლეჯელ მბრდღვინავ ლომს ჰგვანან.+ სულს შთანთქავენ ისინი,+ განძი და ძვირფასეულობა მიაქვთ;+ ქვრივებს ამრავლებენ იქ.+ 26 მისი მღვდლები ჩემს კანონს არღვევენ+ და ჩემს წმინდა ადგილებს ბღალავენ;+ არ ასხვავებენ+ წმინდას ჩვეულებრივისგან,+ ხალხს არ აჩვენებენ სხვაობას უწმინდურსა და წმინდას შორის,+ ჩემს შაბათებს თვალს არიდებენ,+ შებღალული ვარ მათ შორის.+ 27 მისი მთავრები მსხვერპლის მგლეჯელ მგლებს ჰგვანან, სისხლს ღვრიან+ და სულებს სპობენ უსამართლო მოგების მოსახვეჭად.+ 28 მისი წინასწარმეტყველები მათთვის ლესავენ ბათქაშით,+ სიცრუეს ხედავენ+ და სიცრუეს უმკითხავებენ+ მათ, ასე ამბობსო უზენაესი უფალი იეჰოვა, როცა იეჰოვას არაფერი უთქვამს. 29 იმ მიწის ხალხს გამოძალვა აქვს ჩაფიქრებული და ახორციელებს გეგმას,+ ძარცვით გლეჯენ ერთმანეთს,+ დაჩაგრულსა და ღარიბს ცუდად ეპყრობიან,+ ხიზანს სძალავენ და სამართალს ართმევენ“.+
30 ვეძებდი მათ შორის კაცს, რომელიც შეაკეთებდა ქვის გალავანს+ და შენანგრევში დადგებოდა+ ჩემ წინაშე ამ მიწის დასაცავად, რომ არ მომესპო ის,+ მაგრამ ვერავინ ვიპოვე. 31 ამიტომ, გადმოვღვრი ჩემს რისხვას+ მათზე; ჩემი მრისხანების ცეცხლით შევმუსრავ მათ.+ მათ თავზე მოვაწევ მათივე გზას,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
23 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:+ 2 «კაცის ძეო, იყო ორი ქალი, ერთი დედის შვილი.+ 3 ეგვიპტეში დაიწყეს მათ მეძაობა;+ ახალგაზრდობაში მეძაობდნენ.+ იქ დაეჭყლიტათ ძუძუები,+ იქ დაუსრისეს ქალწულობის მკერდი. 4 უფროსს ოჰოლა ერქვა, მის დას კი — ოჰოლიბა. ჩემები გახდნენ ისინი+ და გააჩინეს ვაჟები და ასულები.+ ოჰოლა ერქვა სამარიას,+ ოჰოლიბა კი — იერუსალიმს.+
5 დაიწყო მეძაობა ოჰოლამ,+ როცა ჯერ კიდევ ჩემი იყო; ვნებით ილტვოდა მათკენ, ვისაც ვნებიანად უყვარდა ის+ — მეზობელი ასურელებისკენ:+ 6 ლურჯ ქსოვილში გამოწყობილი გამგებლებისკენ და მმართველებისკენ, ცხენებზე ამხედრებული მიმზიდველი ჭაბუკებისკენ. 7 მეძაობდა ის მათთან, ასურეთის რჩეულ ძეებთან. თავი გაიუწმინდურა მათ ნეხვიან კერპებთან, ყველასთან, ვისკენაც ვნებით ილტვოდა.+ 8 არ მიუტოვებია ეგვიპტეში დაწყებული მეძაობა; წვებოდნენ მასთან მის ახალგაზრდობაში, დაუსრისეს ქალწულობის მკერდი, ვნებიანად ეძლეოდნენ გარყვნილებას მასთან.+ 9 ამიტომაც ჩავაგდე ის თავისი ვნებიანი საყვარლების ხელში,+ ასურეთის ძეების ხელში, რომლებისკენაც ვნებით ილტვოდა.+ 10 მათ გამოუჩინეს სიშიშვლე.+ წაიყვანეს მისი ვაჟები და ასულები,+ თავად კი მახვილით მოკლეს. სახელი გაუტყდა ქალებს შორის, განაჩენი აღასრულეს მასზე.
11 როცა მისმა დამ, ოჰოლიბამ დაინახა ეს,+ მასზე უარესად მიეცა ავხორცობას; მისმა მეძაობამ მისი დის გარყვნილებას გადააჭარბა.+ 12 ვნებით ილტვოდა ასურეთის ძეებისკენ:+ მეზობლად მცხოვრები გემოვნებით ჩაცმული გამგებლებისა და მმართველებისკენ, ცხენებზე ამხედრებული მიმზიდველი ჭაბუკებისკენ.+ 13 დავინახე, რომ ორივეს ერთი გზა ჰქონდა, რადგან მანაც გაიუწმინდურა თავი.+ 14 უმატა მეძაობას, როცა დაინახა კედელზე ამოკვეთილი კაცის გამოსახულებები,+ ამოკვეთილი და ალისფრად შეღებილი+ ქალდეველთა გამოსახულებები; 15 წელზე სარტყლები+ ჰქონდათ შემორტყმული, გრძელი თავსაბურავები ეხურათ, ყველანი მეომრებს ჰგავდნენ, ბაბილონის ძეებს, ქალდეაში დაბადებულებს. 16 თვალი მოჰკრა თუ არა, ვნება აღეძრა მათდამი+ და ქალდეაში მაცნეები გაუგზავნა მათ.+ 17 მოდიოდნენ ბაბილონის ძეები მასთან, მის სასიყვარულო სარეცელზე და ბილწავდნენ მას თავიანთი გარყვნილებით.+ წაიბილწა ის მათ გამო და ზიზღით ზურგი აქცია მათ მისმა სულმა.
18 აჩენდა თავის მეძაობას და სიშიშვლეს;+ ამიტომ ზიზღით აქცია მას ზურგი ჩემმა სულმა, როგორც მის დას.+ 19 ახალგაზრდობის დღეები+ გაიხსენა, ეგვიპტეში რომ მეძაობდა,+ და უმატა მეძაობას.+ 20 მისი ვნებიანი ლტოლვა იმ ხარჭების ლტოლვას ჰგავდა, რომელთა პატრონებსაც ასო მამალი ვირივით აქვთ და რომელთა სასქესო ორგანოც ულაყის სასქესო ორგანოს ჰგავს.+ 21 ახალგაზრდობის დროინდელ შენს თავაშვებულობას იხსენებდი, როცა ეგვიპტიდან მოყოლებული მკერდს ასრესინებდი+ შენი სიყმაწვილის ძუძუების გულისთვის.+
22 ამიტომ, ოჰოლიბა, აი რას გეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა: „შენ წინააღმდეგ აღვძრავ შენს ვნებიან საყვარლებს,+ რომლებსაც ზიზღით აქცია ზურგი შენმა სულმა, და ყოველი მხრიდან მოგაყენებ მათ:+ 23 ბაბილონის ძეებს,+ ყველა ქალდეველს,+ ფეკოდს,+ შოას და კოას, მათთან ერთად ასურეთის ყველა ძეს, მიმზიდველ ჭაბუკებს, გამგებლებსა და მმართველებს, მეომრებსა და რჩეულებს — ცხენებზე ამხედრებულებს. 24 საომარი ეტლებისა და ბორბლების გრუხუნით მოვლენ შენ წინააღმდეგ,+ ხალხთა კრებულით, დიდი თუ პატარა ფარით და მუზარადით. ყოველი მხრიდან შემოგადგებიან, მათ მივცემ გასამართლების უფლებას და თავიანთი სამართლით განგსჯიან.+ 25 შენკენ მოვმართავ ჩემს წყრომას+ და რისხვით იმოქმედებენ ისინი შენ წინააღმდეგ.+ მოგჭრიან ცხვირსა და ყურებს, ხოლო რაც დაგრჩება, მახვილით დაეცემა. წაიყვანენ+ შენს ვაჟებსა და ასულებს,+ შენგან დარჩენილს კი ცეცხლი შთანთქავს.+ 26 გაგხდიან ტანსაცმელს+ და წაიღებენ შენს ლამაზ ნივთებს.+ 27 ბოლოს მოვუღებ შენს თავაშვებულობას+ და ეგვიპტიდან მოყოლებულ შენს მეძაობას.+ აღარ მიაპყრობ თვალებს მათ და აღარ გაიხსენებ ეგვიპტეს“.
28 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ჩაგაგდებ მათ ხელში, ვინც გძულს, მათ ხელში, ვისაც ზიზღით ზურგი აქცია შენმა სულმა.+ 29 სიძულვილით მოგექცევიან, წაგართმევენ მთელი შენი შრომის ნაყოფს და დაგტოვებენ შიშველ-ტიტველს.+ გამოჩნდება შენი გარყვნილების სიშიშვლე, შენი თავაშვებულობა და მეძაობა.+ 30 ასე მოგექცევიან, რადგან მეძავივით დასდევდი ხალხებს+ და მათი ნეხვიანი კერპებით იუწმინდურებდი თავს.+ 31 შენი დის გზით დადიხარ,+ ამიტომაც მის სასმისს მოგცემ ხელში“.+
32 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „შესვამ შენი დის სასმისს, ღრმასა და განიერს;+ დასაცინი, მასხრად ასაგდები გახდები, რადგან ტევადია სასმისი;+ 33 სიმთვრალითა და მწუხარებით აივსები, გაოგნებისა და გაპარტახების სასმისით, შენი დის — სამარიის სასმისით. 34 დალევ და გამოცლი მას,+ მის თიხის ნატეხებს დახრავ და ძუძუებს დაიგლეჯ,+ რადგან მე ვამბობ ამას, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.
35 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი დამივიწყე+ და ზურგს უკან მომისროლე,+ შენს თავაშვებულობასა და მეძაობას იტვირთებ“».
36 მკითხა იეჰოვამ: «კაცის ძეო, გაასამართლებ+ ოჰოლას და ოჰოლიბას?+ გააგებინებ, რა სისაძაგლეები ჩაიდინეს?+ 37 მრუშობენ+ ისინი, სისხლიანი აქვთ ხელები,+ თავიანთ ნეხვიან კერპებთან მრუშობენ.+ თავიანთი ვაჟებიც კი, რომლებიც მე გამიჩინეს, ცეცხლში გაუტარეს მათ საჭმელად.+ 38 აი კიდევ რა გამიკეთეს: იმ დღეს წაბილწეს+ ჩემი საწმინდარი+ და შებღალეს ჩემი შაბათები.+ 39 როცა თავიანთი ვაჟები დაუკლეს თავიანთ ნეხვიან კერპებს,+ იმავე დღეს ჩემს საწმინდარშიც მოვიდნენ მის შესაბღალავად.+ აი ამას აკეთებენ ჩემს სახლში.+ 40 ამასთანავე, დაიბარეს შორიდან მომავალი კაცები, რომლებსაც მაცნე+ გაუგზავნეს, და ისინიც მოვიდნენ,+ ვისი გულისთვისაც დაიბანე,+ თვალები შეიღებე+ და თავი სამკაულებით მოირთე.+ 41 დიდებულ ტახტზე დაჯექი,+ რომლის წინაც სუფრა იყო გაშლილი,+ და ჩემი საკმეველი+ და ზეთი დადე მასზე.+ 42 უდარდელი ბრბოს ხმა ისმოდა+ იქ, უდაბნოდან მოიყვანეს ლოთები+ უამრავი ხალხიდან მოსულ კაცებთან; ქალებს ხელებზე სამაჯურები გაუკეთეს და ლამაზი გვირგვინები დაადგეს თავზე.+
43 მაშინ ვთქვი მასზე, ვინც მრუშობით+ დაუძლურდა, ახლა კვლავ გააგრძელებს-მეთქი მრუშობას.+ 44 ისინი მოდიოდნენ მასთან, როგორც მეძავთან; მოდიოდნენ ოჰოლასთან და ოჰოლიბასთან, როგორც თავაშვებულ ქალებთან.+ 45 მართალი კაცები+ გაასამართლებენ მას და მრუში+ და სისხლისმღვრელი ქალის განაჩენს გამოუტანენ;+ მრუშები არიან და სისხლიანი აქვთ ხელები.+
46 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „გამოვა კრებული მათ წინააღმდეგ,+ საშინელ შესახედავს გახდის და გაძარცვავს მათ;+ 47 კრებული ჩაქოლავს+ მათ და მახვილით დახოცავს; გაწყვეტენ მათ ვაჟებსა და ასულებს+ და ცეცხლს მისცემენ მათ სახლებს.+ 48 ბოლოს მოვუღებ თავაშვებულობას+ იმ მიწაზე,+ ჭკუას ისწავლის ყველა ქალი და არც ერთი აღარ მოგბაძავთ თავაშვებულობაში.+ 49 თქვენზე მოაწევენ ისინი თქვენს თავაშვებულობას,+ თქვენი ნეხვიანი კერპების ცოდვებს იტვირთებთ, და გაიგებთ რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა“».+
24 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა მეცხრე წლის მეათე თვის მეათე დღეს: 2 «კაცის ძეო, დაწერე შენთვის ამ დღის, სწორედ ამ დღის სახელი; სწორედ ამ დღეს შეუტია ბაბილონის მეფემ იერუსალიმს.+ 3 შეთხზე იგავი ამ ურჩ სახლზე+ და თქვი მასზე,
აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „დადგი ფართოპირიანი ქვაბი, დადგი და წყალი ჩაასხი მასში.+ 4 ჩააწყვე მასში ნაჭრები,+ საუკეთესო ნაჭრები, ბარძაყი და ბეჭი, და საუკეთესო ძვლებით გაავსე ის. 5 აიღე საუკეთესო ცხვარი,+ ქვემოდან კუნძები შემოუწყვე და ხარშე მისი ნაჭრები და ძვლები“».+
6 «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ვაი სისხლისმღვრელ ქალაქს,+ ფართოპირიან ქვაბს, რომელსაც ჟანგი აქვს მოდებული, არ მოსცილებია ის! სათითაოდ ამოიღე იქიდან ნაჭრები,+ წილს ნუ ყრი მათზე.+ 7 მასშია მისი სისხლი;+ პიტალო კლდეზე დაღვარა ის; მიწაზე არ დაუღვრია, მტვრით რომ არ დაეფარა.+ 8 რისხვა რომ აღმეძრა შურისძიებისთვის,+ პიტალო კლდეზე დავტოვე მისი სისხლი, რომ არ დაფარულიყო ის“.+
9 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ვაი სისხლისმღვრელ ქალაქს!+ თავად მე გავაჩაღებ დიდ კოცონს;+ 10 მოაგროვე ბევრი კუნძი, დაანთე ცეცხლი და კარგად მოხარშე ხორცი; გადმოასხი ხორცის ნახარში, ძვლები კი ჩახრაკე. 11 ცარიელი დატოვე ის ნაკვერჩხლებზე, რომ გახურდეს. გაცხელდება სპილენძი და გადნება მასში მისი სიბინძურე.+ გაქრეს მისი ჟანგი!+ 12 წვალებაა! ღლის ის მას, მაგრამ დიდი ჟანგი მაინც არ ეცლება.+ ცეცხლში ჩააგდონ თავის ჟანგიანად!“
13 თავაშვებულობა იყო შენს სიბინძურეში;+ ამიტომაც გაგწმინდე, მაგრამ არ გასუფთავდი შენი სიბინძურისგან.+ მეტად აღარ გასუფთავდები, სანამ ჩემს რისხვას არ დავაცხრობ შენზე.+ 14 მე, იეჰოვა ვამბობ ამას.+ ეს მოხდება+ და მე ვიმოქმედებ. არ გადავიფიქრებ,+ არ შეგიბრალებ+ და არც დამენანები.+ შენი გზებისამებრ და შენი საქმეებისამებრ გაგასამართლებენ ისინი,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
15 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 16 „კაცის ძეო, დავკრავ+ და წაგართმევ იმას, რაც ძვირფასია შენს თვალში;+ მკერდში ნუ იცემ, ნუ იტირებ და ცრემლებს ნუ დაღვრი.+ 17 უსიტყვოდ ოხრავდე, გლოვა არ გამართო მკვდრისთვის,+ თავსაბურავი წაიკარი თავზე+ და სანდლები ჩაიცვი ფეხზე,+ არ დაიფარო ულვაშები+ და არ შეჭამო კაცების მოცემული პური“.+
18 დილით ხალხს ველაპარაკე, საღამოს კი მოკვდა ჩემი ცოლი. დილით ისე მოვიქეცი, როგორც ნაბრძანები მქონდა. 19 მეკითხებოდა ხალხი, არ გვეტყვი, რას ნიშნავსო ჩვენთვის ის, რასაც შენ აკეთებ?+ 20 ვუთხარი მათ, გამომეცხადა-მეთქი იეჰოვას სიტყვა: 21 «უთხარი ისრაელის სახლს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი შევბღალავ ჩემს საწმინდარს,+ თქვენს საამაყო ძლიერებას,+ იმას, რაც ძვირფასია თქვენს თვალში,+ რასაც თქვენი სულები თანაუგრძნობენ, თქვენს ვაჟებსა და ასულებს, რომლებიც დატოვეთ — მახვილით დაეცემიან ისინი.+ 22 თქვენც ჩემსავით მოიქცევით. ულვაშებს არ დაიფარავთ+ და კაცების მოცემულ პურს არ შეჭამთ.+ 23 თავზე თავსაბურავები გეფარებათ და ფეხზე სანდლები გეცმევათ. მკერდში არ იცემთ და არ იტირებთ,+ დალპებით თქვენს დანაშაულში+ და კვნესით შესჩივლებთ ერთმანეთს.+ 24 ნიშნად+ იქცა ეზეკიელი თქვენთვის. იმავეს გააკეთებთ, რასაც ის აკეთებს. როცა ეს მოხდება,+ გაიგებთ, რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა“».+
25 „შენ, კაცის ძეო, იმ დღეს, როცა წავართმევ მათ სიმაგრეს, მშვენებას, რომელიც მათ ახარებს, იმას, რაც ძვირფასია მათ თვალში,+ და მათი სულის საწადელს, მათ ვაჟებსა და ასულებს,+ 26 იმ დღეს განა არ მოვა შენთან გადარჩენილი ამის შესატყობინებლად?!+ 27 იმ დღეს გაიხსნება შენი ბაგე გადარჩენილისთვის,+ ილაპარაკებ და აღარ დადუმდები.+ ნიშნად იქცევი+ მათთვის, და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+
25 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, პირი იბრუნე ამონის ძეებისკენ და იწინასწარმეტყველე მათ საუბედუროდ.+ 3 უთხარი ამონის ძეებს, ისმინეთ-თქო უზენაესი უფლის, იეჰოვას სიტყვა, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ამბობთ, ახიაო, ჩემს საწმინდარზე, რადგან შეიბღალა ის, და ისრაელის მიწაზე, რადგან გაპარტახდა ის, და იუდას სახლზე, რადგან გადასახლებაში წავიდა ის,+ 4 ამიტომ აღმოსავლელთა სამკვიდროდ გაქცევ;+ დასცემენ ისინი შენში კედელშემოვლებულ ბანაკებს და თავიანთ კარვებს დადგამენ შენში, შენს ნაყოფს შეჭამენ და შენს რძეს დალევენ.+ 5 რაბას+ აქლემების საძოვრად ვაქცევ და ამონის ძეების ქვეყანას — ფარების მოსასვენებელ ადგილად;+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+
6 «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ტაშს უკრავდი,+ ფეხებს აბაკუნებდი და ზიზღით სავსე სულით ხარობდი ისრაელის მიწის შემხედვარე,+ 7 ამიტომ აი ხელი მაქვს გაწვდილი შენ წინააღმდეგ+ და შენს თავს დავატაცებინებ ხალხებს. მოგსპობ ხალხთაგან და აღგგვი ქვეყნებიდან;+ გაგწყვეტ+ და გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა“.
8 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი მოაბი+ და სეირი+ ამბობენ, აი, იუდას სახლი ისეთივეა, როგორიც სხვა ხალხებიო,+ 9 ამიტომ მივუშვებ მტერს მოაბის ფერდობზე — ქალაქებზე, სასაზღვრო ქალაქებზე ანუ ქვეყნის მშვენებაზე, ბეთ-იეშიმოთზე,+ ბაალ-მეონზე,+ თვით კირიათაიმზე+ — 10 აღმოსავლელებს.+ მივუშვებ მათ ამონის ძეებზეც.+ დაეუფლებიან მას, რომ აღარ იხსენიებოდნენ+ ამონის ძეები ხალხებს შორის. 11 განაჩენს აღვასრულებ მოაბზე+ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+
12 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ედომი შურისგებით ექცეოდა იუდას სახლს, დიდ ბოროტებას სჩადიოდა, შურს იძიებდა მათზე,+ 13 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: ედომის წინააღმდეგ გავიწვდი ხელს+ და მოვუსპობ მას კაცსაც და პირუტყვსაც,+ გავაპარტახებ მას თემანიდან+ დედანამდე;+ მახვილით დაეცემიან ისინი. 14 შურს ვიძიებ ედომზე ჩემი ხალხის, ისრაელის, ხელით;+ ჩემი რისხვისა და მრისხანებისამებრ მოექცევიან ისინი ედომს. გაიგებენ, რას ნიშნავს ჩემი შურისძიება,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.
15 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ფილისტიმელები შურისგებით იქცეოდნენ+ და გაუთავებელი მტრობის გამო+ ზიზღით სავსე სულით იძიებდნენ შურს მათ მოსასპობად,+ 16 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: აი, ვიწვდი მკლავს ფილისტიმელთა წინააღმდეგ+ და მოვსპობ ქერეთელებს+ და აღვგვი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ყველა დანარჩენს.+ 17 მრისხანე მხილებით იქ დიდ საქმეებს აღვასრულებ შურის საძიებლად;+ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა შურს ვიძიებ მათზე“».+
26 მეთერთმეტე წელს, თვის პირველ დღეს, იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა: 2 «კაცის ძეო, რაკი ტვიროსი+ ამბობს იერუსალიმზე,+ ახია! გატყდაო ის+ — ხალხთა კარები!+ შემობრუნდებიანო ჩემკენ, მე ავივსები, ის კი განადგურდაო,+ 3 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, ტვიროსო, და შენ წინააღმდეგ მოვიყვან მრავალ ხალხს ისე,+ როგორც ზღვას მოაქვს ტალღები.+ 4 ისინი დაანგრევენ ტვიროსის გალავანს+ და დააქცევენ მის კოშკებს;+ მტვერს გადავფხეკ მას და პიტალო კლდედ ვაქცევ. 5 ბადეების გასაშრობ+ ადგილად იქცევა ის ზღვის შუაგულში“.+
„მე ვამბობ ამას, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ხალხები დაიტაცებენ მას. 6 მისი მიმდებარე ქალაქები, ველზე რომ დგანან, მახვილით დაეცემიან და გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ იეჰოვა“.+
7 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი ჩრდილოეთიდან მოვიყვან ტვიროსის წინააღმდეგ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს,+ მეფეთა მეფეს,+ ცხენებითა+ და საომარი ეტლებით,+ მხედრებითა და ხალხის დიდი კრებულით.+ 8 მახვილით დასცემს შენს მიმდებარე ქალაქებს, ველზე რომ დგანან, ალყად შემოგავლებს კედელს და გააკეთებს მიწაყრილს,+ აღგიმართავს დიდ ფარს; 9 კედლის სანგრევ იარაღს დაჰკრავს შენს გალავანს და მახვილით დააქცევს შენს კოშკებს. 10 მისი ცხენების სიმრავლის გამო მტვრით დაიფარები.+ შეირყევა შენი გალავანი მხედრების, ბორბლებისა და საომარი ეტლების ხმაზე, როცა შემოვა ის შენი კარიბჭეების გავლით, როგორც ზღუდეგარღვეულ ქალაქში შედიან ხოლმე. 11 თავისი ცხენების ფლოქვებით გაგითელავს ქუჩებს;+ მახვილით დაგიხოცავს ხალხს და მიწაზე დაემხობა შენი ძლიერების სვეტები. 12 გაძარცვავენ შენს სიმდიდრეს+ და დაიტაცებენ შენს ნავაჭრ საქონელს,+ დააქცევენ შენს გალავანს და დაანგრევენ შენს სასურველ სახლებს; შენს ქვებს, ხესა და მტვერს წყალში ჩაყრიან“.
13 „შევწყვეტ შენს სიმღერებს, შენს ხმაურს,+ და მეტად აღარ გაისმება შენი ქნარების ხმა.+ 14 პიტალო კლდედ გაქცევ;+ ბადეების გასაშრობი ადგილი გახდები;+ აღარასდროს აშენდები, რადგან მე, იეჰოვა ვამბობ ამას“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+
15 აი რას ეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა ტვიროსს: „განა არ შეიძვრება+ კუნძულები შენი დაცემის ხმაზე, როცა იკვნესებს სასიკვდილოდ დაჭრილი, როცა ხოცვა-ჟლეტა ატყდება შენში?! 16 თავისი ტახტებიდან+ ჩამოვლენ ზღვის მთავრები+ და გაიხდიან თავიანთ მოსასხამებს, გაიძრობენ თავიანთ მოქარგულ ტანსაცმელს. კანკალით შეიმოსებიან ისინი; მიწაზე დასხდებიან,+ კანკალი აიტანთ+ და გაოგნებულები შემოგხედავენ. 17 სამგლოვიარო სიმღერას იმღერებენ შენზე+ და გეტყვიან:
როგორ დაიღუპეო ზღვის ხალხით დასახლებულო,+ ქებულო ქალაქო, ზღვაში გაძლიერებულო,+ შენც და შენი მკვიდრნიც, შიშის ზარს რომ სცემდით დედამიწის მკვიდრთ! 18 ახლა კი აკანკალდებიანო კუნძულები შენი დაცემის დღეს; ზღვის კუნძულებს შეაშფოთებს შენი გაუჩინარება“.+
19 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „როცა განადგურებულ ქალაქად გაქცევ, გაუკაცრიელებულ ქალაქებს დაგამსგავსებ, როცა ღრმა წყალს გადაგატარებ და დიდი წყალი დაგფარავს,+ 20 მაშინ ჩაგიყვან ორმოში ჩამსვლელებთან ერთად, ძველი დროის ხალხთან;+ გაცხოვრებ ყველაზე დაბალ მიწაზე+ დიდი ხნის გაპარტახებულ ადგილებთან ერთად და ორმოში ჩამსვლელებთან ერთად,+ რათა აღარ იყო დასახლებული; დავამშვენებ ცოცხალთა ქვეყანას.+
21 უეცრად დაგცემ შიშის ზარს+ და აღარ იქნები; ძებნას დაგიწყებენ,+ მაგრამ სამარადისოდ ვერ გიპოვიან“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
27 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა, 2 კაცის ძეო, სამგლოვიარო სიმღერა+ იმღერე ტვიროსზე 3 და უთხარიო ტვიროსს,
შენ, ზღვის შესასვლელებთან მცხოვრებო,+ ხალხებთან მოვაჭრე ქალო, მრავალ კუნძულთან მოვაჭრევ,+ აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: «ტვიროსო, შენ თქვი, სრულყოფილად ლამაზი ვარო.+ 4 ზღვის გულში გაქვს სამფლობელოები.+ შენმა მშენებლებმა სრულყვეს შენი სილამაზე.+ 5 სენირიდან+ წამოღებული ღვიისგან გააკეთეს შენი ფიცრები; ლიბანის+ კედარი აიღეს და ანძა გაგიკეთეს; 6 ბაშანის დიდი ხეებისგან გაგიკეთეს ნიჩბები, ქითიმის+ კუნძულებიდან მოტანილი სპილოს ძვლისა და კვიპაროსისგან — ცხვირი; 7 ეგვიპტური ფერადი სელისა+ იყო შენი გაშლილი აფრები; ელიშას+ კუნძულებიდან მოტანილი ლურჯი ძაფისა+ და მოშინდისფრო შალისგან+ იყო გაკეთებული გემბანზე შენი საფარი.
8 სიდონისა+ და არვადის+ მკვიდრნი იყვნენ შენი მენიჩბეები. შენში იყვნენ შენი ოსტატები,+ ტვიროსო, ისინი იყვნენ შენი მეზღვაურები.+ 9 გებალის+ მოხუცებულები და მისი ოსტატები შენს ღარებს გმანავდნენ.+ შენში იყო ზღვის ყველა ხომალდი მეზღვაურებითურთ სავაჭრო საქონლის გადასაცვლელ-გადმოსაცვლელად. 10 სპარსელები,+ ლუდიმები+ და ფუტელები+ მეომრებად გყავდა ჯარში; ფარსა და მუზარადს გკიდებდნენ ისინი;+ მათ შეგძინეს ბრწყინვალება. 11 არვადის+ ძეები შენს ჯართან ერთად იყვნენ შენს გალავანზე ირგვლივ, მამაცი ვაჟკაცები გყავდა კოშკებზე. თავიანთ მრგვალ ფარებს ჰკიდებდნენ შენს გალავანზე ირგვლივ.+ მათ სრულყვეს შენი სილამაზე.
12 შენთან ვაჭრობდა თარშიში+ დოვლათის სიუხვის გამო;+ მისი ვერცხლის, რკინის, კალისა და ტყვიის სანაცვლოდ იძლეოდი შენს საქონელს.+ 13 იავანი,+ თუბალი+ და მეშექი+ ვაჭრობდნენ შენთან. ადამიანებისა*+ და სპილენძის ნივთების სანაცვლოდ იძლეოდი შენს საქონელს. 14 თოგარმას+ სახლიდან მოგყავდა ცხენები, ბედაურები და ჯორები, რომელთა სანაცვლოდაც იძლეოდი შენს საქონელს. 15 დედანის+ ძეები ვაჭრობდნენ შენთან. მრავალი კუნძული შენთვის ვაჭრობდა; სპილოს ძვალი+ და აბანოზი მოჰქონდათ შენთვის ძღვნად. 16 შენთან ვაჭრობდა ედომი შენი ნახელავის სიუხვის გამო; ფირუზის,+ მოშინდისფრო შალის, ფერადი ქსოვილების, ძვირფასი ქსოვილების, მარჯნისა და ლალის სანაცვლოდ იძლეოდი შენს საქონელს.
17 იუდა და ისრაელის მიწა ვაჭრობდნენ შენთან. ნუგბარის, მინითის+ ხორბლის,+ თაფლის,+ ზეთისა და ბალზამის+ სანაცვლოდ იძლეოდი შენს საქონელს.+
18 შენთან ვაჭრობდა დამასკო+ ხელბონის ღვინითა+ და მოწითალო-მონაცრისფრო შალით, რადგან უხვად გქონდა ყველანაირი ნახელავი და დოვლათი. 19 ვედანი და უზალის იავანი საქონელს გიცვლიდნენ; ნაჭედ რკინას, კასიასა და ლერწამს+ გაძლევდნენ შენი საქონლის სანაცვლოდ. 20 შენთან ვაჭრობდა დედანი+ ნაქსოვი საცხენოსნო ტანსაცმლით. 21 შენთვის ვაჭრობდნენ არაბები+ და კედარის თავკაცები;+ ბატკნებით, ვერძებითა და ვაცებით+ ვაჭრობდნენ შენთან. 22 შენთან ვაჭრობდნენ შებასა+ და რაამას+ ვაჭრები; ყველანაირი საუკეთესო სუნამოს, ყოველგვარი ძვირფასი ქვისა და ოქროს სანაცვლოდ იძლეოდი შენს საქონელს.+ 23 ხარანი,+ ქანე და ედემი,+ შებას+ ვაჭრები, აშური+ და ქილმადი შენთან ვაჭრობდნენ. 24 შენთან ვაჭრობდნენ ისინი შენს ბაზრებზე საუცხოო ტანსაცმლით, ლურჯი და ფერადი ქსოვილებისგან დამზადებული მოსასხამებით, ორფერი ხალიჩებითა და დაგრეხილი, გამძლე თოკებით.
25 თარშიშის+ ხომალდები იყვნენ შენი ქარავნები, შენი გადასაცვლელი საქონლის გადამზიდავები. ამიტომ აივსე და ძლიერ განდიდდი შუაგულ ზღვაში.+
26 დიდ წყლებში გაგიყვანეს შენმა ნიჩბოსნებმა;+ შუაგულ ზღვაში დაგამსხვრია აღმოსავლეთის ქარმა.+ 27 შენი დოვლათი და საქონელი,+ შენი გადასაცვლელი საქონელი,+ შენი ზღვაოსნები და მეზღვაურები,+ შენი ღარების დამგმანავები,+ შენი სავაჭრო საქონლის გადამცვლელები და მეომრები,+ შენში, მთელ შენს კრებულში, შენს შუაგულში რომ არიან, შუა ზღვაში ჩაცვივდებიან შენი დაცემის დღეს.+
28 არემარე შეიძვრება შენი მეზღვაურების ყვირილზე.+ 29 ნიჩბოსნები, ზღვაოსნები და მეზღვაურები ჩამოვლენ თავ-თავიანთი ხომალდებიდან და მიწაზე დადგებიან.+ 30 ხმით დაგიტირებენ და მწარედ აყვირდებიან,+ თავზე მტვერს დაიყრიან+ და ნაცარში იგორავებენ.+ 31 თავს გადაიპარსავენ შენ გამო,+ ჯვალოს მოიხვევენ+ და სულგამწარებულნი+ მწარე მოთქმით დაგიტირებენ. 32 გოდებას მოჰყვებიან, სამგლოვიარო სიმღერას იმღერებენ შენზე და დაგიტირებენ:+
„ვინაა ტვიროსის მსგავსი,+ შუაგულ ზღვაში რომ დადუმებულა?!+ 33 შუაგულ ზღვიდან+ გასული შენი საქონლით+ აძღობდი მრავალ ხალხს;+ შენი დოვლათითა და შენი გადასაცვლელი საქონლის სიუხვით გაამდიდრე დედამიწის მეფეები.+ 34 ახლა კი წყლის სიღრმეებში ჩაგლეწა ზღვამ.+ მოისპო შენი გადასაცვლელი საქონელი და მთელი შენი კრებული+ შენს შუაგულში. 35 გაოგნებულნი შემოგხედავენ კუნძულების მკვიდრნი+ და მათი მეფეები აკანკალდებიან თავზარდაცემულნი;+ სახეები აელეწებათ.+ 36 ხალხთა ვაჭრები სტვენას მოჰყვებიან შენ გამო.+ უეცრად შიშის ზარი დაგეცემა და სამარადისოდ გაქრები“».+
28 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, უთხარი ტვიროსის მთავარს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა:
„რაკი გადიდგულდი+ და ამბობ, ღმერთი ვარო,+ ღვთის ადგილზე ვზივარ,+ შუაგულ ზღვაში ვზივარო,+ როცა ადამიანი ხარ+ და არა ღმერთი+ და შენს გულს ღვთის გულს უტოლებ... 3 აი, დანიელზე ბრძენი ხარ,+ არ არსებობს შენთვის ჩაუწვდომელი საიდუმლო;+ 4 შენი სიბრძნითა და გამჭრიახობით მდიდრდები, საგანძურებში ოქრო-ვერცხლს იგროვებ;+ 5 შენი დიდი სიბრძნითა+ და ნავაჭრით+ მოიხვეჭე სიმდიდრე,+ შენმა სიმდიდრემ გაგადიდგულა“.+
6 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი შენს გულს ღვთის გულს უტოლებ,+ 7 მოგივლენ უცხოებს,+ უსასტიკესთ ხალხთა შორის,+ იშიშვლებენ მახვილს შენი სიბრძნის მშვენების წინააღმდეგ და შებღალავენ შენს ბრწყინვალებას.+ 8 ორმოში ჩაგიყვანენ+ და შუაგულ ზღვაში მოკლულის სიკვდილით მოკვდები.+ 9 განა იტყვი შენი მკვლელის წინაშე,+ ღმერთი ვარო, როცა ადამიანი ხარ შენი შემბღალავების ხელში და არა ღმერთი?!“+
10 წინადაუცვეთელთა სიკვდილით მოკვდები უცხოთა ხელით,+ რადგან მე ვამბობ ამას, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
11 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 12 «კაცის ძეო, სამგლოვიარო სიმღერა იმღერე ტვიროსის მეფეზე+ და უთხარი მას, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა:
„სიბრძნით სავსე ხარ+ და სრულყოფილად ლამაზი,+ შენ ასვამ ბეჭედს ნიმუშს. 13 ედემში, ღვთის ბაღში იყავი.+ ძვირფასი ქვები გფარავდა — ლალი, ტოპაზი და იასპი, ქრიზოლითი, ონიქსი+ და ჟადეიტი, საფირონი, ფირუზი+ და ზურმუხტი. ოქროსი გქონდა ყველა ბუდე. შენი შექმნის დღეს დამზადდა ისინი. 14 მფარველი ცხებული ქერუბიმი ხარ, მე დაგაყენე შენ. ღვთის წმინდა მთაზე იყავი.+ ცეცხლოვან ქვებს შორის მიმოდიოდი. 15 უბიწო იყავი შენს გზაზე შენი შექმნის დღიდან,+ სანამ უმართლობა არ იქნა ნაპოვნი შენში.+
16 შენი ნავაჭრის სიუხვის+ გამო ძალადობით აივსე და შენც შესცოდე.+ ღვთის მთიდან გაგაძევებ შებღალულს,+ მფარველო ქერუბიმო, და მოგსპობ ცეცხლოვან ქვებს შორის!
17 გაგადიდგულა შენმა სილამაზემ;+ სიბრძნე მოგისპო შენმა ბრწყინვალებამ.+ მოგისვრი მიწაზე,+ დაგსვამ მეფეთა წინაშე, რომ გიყურონ.+
18 შენი მრავალი დანაშაულით,+ შენი უსამართლო ნავაჭრით+ შებღალე შენი საწმინდრები. ცეცხლს გამოვიყვან შენგან და ის გშთანთქავს;+ ფერფლად გაქცევ მიწაზე ყველა შენი მხილველის თვალწინ.+ 19 ყველა, ვინც გიცნობს ხალხებს შორის, გაოგნებული შემოგხედავს.+ უეცრად შიშის ზარი დაგეცემა და სამარადისოდ აღარ იარსებებ“».+
20 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 21 «კაცის ძეო, პირი იბრუნე სიდონისკენ+ და იწინასწარმეტყველე მის საუბედუროდ, 22 უთხარი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ,+ სიდონო, და განვდიდდები შენს შუაგულში;+ გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა განაჩენს აღვასრულებ+ მასზე და განვიწმინდები მისით.+ 23 ჭირს მოვუვლენ მას და სისხლს — მის ქუჩებს.+ დაეცემიან იქ მოკლულები ყოველი მხრიდან წამოსული მახვილით;+ და გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ იეჰოვა.+ 24 აღარ იქნებიან ისრაელის სახლისთვის მტანჯველ ეკლად+ ან მტკივნეულ ნარად ისინი, ვინც მის ირგვლივაა, ვინც ზიზღით ეპყრობა მას; და გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა“.
25 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „როდესაც შევკრებ ხალხებში გაფანტულ ისრაელის სახლს,+ მათ შორის განვიწმინდები ხალხების თვალწინ.+ იცხოვრებენ თავიანთ მიწაზე,+ რომელიც ჩემს მსახურ იაკობს მივეცი.+ 26 უსაფრთხოდ იცხოვრებენ+ მასზე, ააშენებენ სახლებს+ და გააშენებენ ვენახებს;+ უსაფრთხოდ იცხოვრებენ,+ როცა აღვასრულებ განაჩენს ყველა მათ მოძულეზე ირგვლივ;+ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი“».
29 მეათე წელს, მეათე თვის მეთორმეტე დღეს, იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა: 2 «კაცის ძეო, პირი იბრუნე ფარაონისკენ, ეგვიპტის მეფისკენ,+ და იწინასწარმეტყველე მის საუბედუროდ და მთელი ეგვიპტის საუბედუროდ.+ 3 ილაპარაკე და თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, ფარაონო, ეგვიპტის მეფეო,+ ნილოსის არხში+ გაწოლილო ზღვის დიდო ურჩხულო,+ რომელიც ამბობ, ჩემიაო ჩემი ნილოსი, მე, მე შევიქმენიო ის.+ 4 კავებს ამოგდებ ყბებში+ და ქერცლზე მოგაწებებ შენი ნილოსის არხების თევზებს; ამოგიყვან შენი ნილოსის არხებიდან შენს ქერცლზე მოკრულ ნილოსის არხების თევზებთან ერთად. 5 მიგატოვებ უდაბნოში, შენცა და შენი ნილოსის არხების თევზებსაც.+ მინდვრის პირას დაეცემი;+ არ აგკრეფენ და არ შეგაგროვებენ. მიწის მხეცებსა და ცის ფრინველებს მივცემ საჭმელად შენს თავს.+ 6 ეგვიპტის მკვიდრნი გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა,+ რადგან ლერწმის საყრდენი იყვნენ ისრაელის სახლისთვის.+ 7 როცა ხელი მოგკიდეს, გატყდი+ და მხარი გაუგლიჯე მათ; როცა დაგეყრდნენ, გადატყდი+ და თეძოები აუკანკალე“.+
8 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, მოგივლენ მახვილს+ და მოგისპობ ადამიანსა და პირუტყვს.+ 9 გაპარტახდება და განადგურდება ეგვიპტის მიწა;+ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, ვინაიდან ის ამბობს, ჩემიაო მდინარე ნილოსი და მე შევქმენიო ის.+ 10 ამიტომ, გამოვდივარ შენ წინააღმდეგ და შენი ნილოსის არხების+ წინააღმდეგ; გავანადგურებ, გამოვაშრობ, გავაპარტახებ ეგვიპტის+ მიწას მიგდოლიდან+ სევენემდე+ და ეთიოპიის საზღვრამდე. 11 არც კაცი გაივლის მასზე+ და არც პირუტყვი,+ ორმოცი წელი დაუსახლებელი იქნება.+ 12 გავაპარტახებ ეგვიპტის მიწას გაპარტახებულ ქვეყნებს შორის;+ ორმოცი წელი გაპარტახებული იქნება მისი ქალაქები განადგურებულ ქალაქებს შორის.+ გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და მიმოვფანტავ ქვეყნებში“.+
13 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ორმოცი წლის შემდეგ+ შევკრებ ეგვიპტელებს იმ ხალხთაგან, რომელთა შორისაც იქნებიან გაფანტულნი,+ 14 დავაბრუნებ ეგვიპტელ ტყვეებს, დავაბრუნებ მათ ფათროსის+ მიწაზე, მათ სამშობლოში, სადაც დამდაბლებულ სამეფოდ იქცევიან. 15 დამდაბლდება ის სხვა სამეფოებს შორის და მეტად აღარ ამაღლდება სხვა ხალხებზე;+ იმდენად დავაცოტავებ მათ, რომ ვეღარ დაიმორჩილებენ სხვა ხალხებს.+ 16 აღარ იქნება ის ისრაელის სახლის იმედი+ და აღარ გაიხსენება ის დანაშაული, მას რომ მიმართავდნენ.+ გაიგებენ, რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა“».
17 ოცდამეშვიდე წელს, პირველი თვის პირველ დღეს იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა: 18 «კაცის ძეო, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა+ დიდი საქმე შეასრულებინა თავის ჯარს ტვიროსის+ საუბედუროდ. ყველა თავი გამელოტდა და ყველა მხარი გადაიყვლიფა,+ მაგრამ არც მას და არც მის ჯარს გასამრჯელო+ არ მიუღია ტვიროსისგან იმ საქმისთვის, რომელიც მან მის საუბედუროდ შეასრულა.
19 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს ვაძლევ ეგვიპტის მიწას,+ წაიღებს მის სიმდიდრეს, აიღებს დიდ ნადავლს+ და დაიტაცებს; ის იქნება მისი ჯარის გასამრჯელო“.
20 იმ საქმის გასამრჯელოდ, რომელიც მის საუბედუროდ შეასრულა, ვაძლევ მას ეგვიპტის მიწას, რადგან, რაც გააკეთეს, ჩემთვის გააკეთეს,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
21 იმ დღეს რქას* აღმოვაცენებ ისრაელის სახლისთვის+ და ბაგეს გაგიხსნი მათ შორის;+ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა».
30 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე და თქვი,+ აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „იღრიალეთ, ვაი იმ დღესო,+ 3 რადგან ახლოსაა დღე, ახლოსაა იეჰოვას დღე.+ ეს იქნება ღრუბლების დღე,+ ხალხების გასასამართლებლად დანიშნული დრო.+ 4 მახვილი მივა ეგვიპტეში,+ მწვავე ტკივილი დაეწყება ეთიოპიას, როცა დაეცემიან დახოცილები ეგვიპტეში, როცა წაიღებენ მის სიმდიდრეს და დაანგრევენ მის საძირკვლებს.+ 5 ეთიოპია,+ ფუტი,+ ლუდი, მთელი ჭრელი ხალხი,+ ქუბი და შეთანხმების ქვეყნის ძეები მათთან ერთად დაეცემიან მახვილით“.+
6 აი რას ამბობს იეჰოვა: „დაეცემიან ეგვიპტის მომხრეებიც და დამდაბლდება მისი საამაყო ძლიერება“.+
მახვილით დაეცემიან იქ მიგდოლიდან+ სევენემდე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 7 გაპარტახდებიან ისინი გაპარტახებულ ქვეყნებს შორის და მისი ქალაქები განადგურებულ ქალაქებს შორის აღმოჩნდება.+ 8 გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა ცეცხლს გავაჩაღებ ეგვიპტეში და ყველა მისი მშველელი შეიმუსრება.+ 9 იმ დღეს ხომალდებით გამოვლენ ჩემგან მაცნეები, რათა შიშით ააკანკალონ თავდაჯერებული ეთიოპია.+ მწვავე ტკივილი დაეწყება მათ ეგვიპტის უბედურების დღეს, რადგან აი დადგება ის.+
10 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „მოვსპობ ეგვიპტის ბრბოს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის ხელით.+ 11 ის და მისი ხალხი, უსასტიკესნი ხალხთა შორის,+ მიწის მოსასპობად არიან მოყვანილნი; მახვილს იშიშვლებენ ეგვიპტის წინააღმდეგ და დახოცილებით აავსებენ მიწას.+ 12 ამოვაშრობ ნილოსის არხებს+ და ბოროტებს ხელში ჩავუგდებ* მიწას,+ უცხოთა ხელით გავაპარტახებ მიწას და მის სისავსეს.+ მე, იეჰოვა, ვამბობ ამას“.+
13 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „გავანადგურებ ნეხვიან კერპებს+ და გავაქრობ არაფრის მაქნის ღმერთებს ნოფში,+ აღარ გამოვა თავკაცი ეგვიპტის მიწიდან; შიშის ზარს დავცემ ეგვიპტის მიწას.+ 14 გავაპარტახებ ფათროსს,+ ცეცხლს გავაჩაღებ ცოანში+ და განაჩენს აღვასრულებ ნოზე.+ 15 გადმოვღვრი ჩემს რისხვას+ სინზე, ეგვიპტის სიმაგრეზე, და მოვსპობ ნოს+ ბრბოს. 16 ცეცხლს გავაჩაღებ ეგვიპტეში, მწვავე ტკივილი შეიპყრობს სინს, ნოს შენანგრევებიდან დაიპყრობენ, ნოფს კი დღისით ეყოლება მოწინააღმდეგეები! 17 ონისა+ და ფი-ბესეთის ჭაბუკები მახვილით დაეცემიან, ქალაქები ტყვეობაში წავლენ. 18 დღე დაბნელდება თეხაფნეხესში,+ როცა ეგვიპტის უღელს დავამტვრევ იქ.+ გაქრება მასში მისი საამაყო ძლიერება,+ თვითონ მას კი ღრუბლები დაფარავს+ და ტყვეობაში წავლენ მისი მიმდებარე ქალაქები.+ 19 განაჩენს აღვასრულებ ეგვიპტეზე;+ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».
20 მეთერთმეტე წელს, პირველი თვის მეშვიდე დღეს კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 21 „კაცის ძეო, მე გადავამტვრევ ფარაონის, ეგვიპტის მეფის მკლავს+ და, აი, არავინ შეუხვევს, რომ მოურჩეს და არავინ დაადებს სახვევს,+ რომ გაუმაგრდეს და მახვილის დაჭერა შეძლოს“.
22 «ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „გამოვდივარ ფარაონის, ეგვიპტის მეფის წინააღმდეგ+ და გადავუმტვრევ მკლავებს,+ ძლიერსაც და მოტეხილსაც,+ და გავაგდებინებ ხელიდან მახვილს.+ 23 გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და მიმოვფანტავ ქვეყნებში.+ 24 გავუმაგრებ მკლავებს ბაბილონის მეფეს+ და ჩემს მახვილს მივცემ ხელში,+ გადავუმტვრევ ფარაონს მკლავებს და მწარედ აკვნესდება ის მის წინაშე სასიკვდილოდ დაჭრილივით.+ 25 გავუმაგრებ მკლავებს ბაბილონის მეფეს, ფარაონის მკლავები კი ჩამოიყრება; გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა ჩემს მახვილს მივცემ ბაბილონის მეფეს ხელში და გაიწვდის მას ეგვიპტის მიწის წინააღმდეგ.+ 26 გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში+ და მიმოვფანტავ ქვეყნებში; და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».
31 მეთერთმეტე წელს, მესამე თვის პირველ დღეს, კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მის ბრბოს:+
„ვის შეედრები შენი სიდიადით? 3 აი, ასურელი, ლიბანის კედარი,+ ლამაზტოტებიანი,+ მაჩრდილობელი ხშირი ფოთლებით, ტანმაღალი,+ კენწეროთი ღრუბლებს რომ სწვდებოდა.+ 4 წყალმა გაზარდა,+ ღრმა წყალმა გაამაღლა; მისი ნაკადები გარს უვლიდა იმ ადგილს, სადაც ის იყო დარგული; არხები გაუშვა მინდვრის ხეებისკენ. 5 ამიტომაც მინდვრის ხეებს შორის ყველაზე მეტად ამ ხემ აიყარა ტანი.+
გაუხშირდა და გაეზარდა ტოტები, რადგან წყალუხვი იყო მისი ნაკადები.+ 6 მის ტოტებზე ბუდობდა ცის ყველა ფრინველი,+ მის ტოტებქვეშ ბადებდა მინდვრის ყველა მხეცი თავის ნაშიერს+ და მის ჩრდილში ცხოვრობდა ყველა მრავალრიცხოვანი ერი. 7 გაალამაზა სიდიადემ+ და შეფოთლილი ტოტების სიგრძემ, რადგან ფესვები დიდ წყლებში ჰქონდა გადგმული. 8 ვერ ედრებოდნენ მას სხვა კედრები ღვთის ბაღში;+ ღვიის ტოტები არ ჰგავდნენ მისას, ვერც ჭადრები ედრებოდნენ თავიანთი ტოტებით. ღვთის ბაღში ვერც ერთი ხე ვერ უტოლდებოდა მას სილამაზით.+ 9 ფოთოლხშირი ტოტებით დავამშვენე ის;+ ედემში, ჭეშმარიტი ღვთის ბაღში მდგარ ყველა ხეს შურდა მისი“.+
10 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ისე აიყარა ტანი, რომ მისი კენწერო ღრუბლებს მისწვდა+ და თავისმა სიმაღლემ გაადიდგულა,+ 11 ჩავაგდებ მას ხალხთა თვითმპყრობლის ხელში.+ მის წინააღმდეგ იმოქმედებს ის. მე განვდევნი მას თავისი ბოროტებისთვის.+ 12 უცხოები, უსასტიკესნი ხალხთა შორის, მოჭრიან მას, მიატოვებს მას ხალხი მთებზე. ყველა ველზე ეყრება მისი ფოთლები, მისი ტოტები ჩაილეწება დედამიწის ყველა ხევში.+ გამოვა მისი ჩრდილიდან დედამიწის ყველა ხალხი და მიატოვებს მას.+ 13 ცის ფრინველები დაიბუდებენ მის წაქცეულ ტანზე და მის ტოტებში მინდვრის მხეცები იქნებიან,+ 14 რათა არც ერთმა მორწყულმა ხემ არ აიყაროს ტანი, არ მისწვდეს ღრუბლებს მათი კენწერო, არც ერთი, რომელიც წყლით ირწყვება, არ გაუტოლდეს მათ თავისი სიმაღლით, რადგან ყველანი სიკვდილს გადაეცემიან+ და მიწის სიღრმეში აღმოჩნდებიან,+ ორმოში ჩამსვლელ ადამიანთა ძეებს შორის“.
15 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „სამარეში* მისი ჩასვლის დღეს გლოვას დავაწყებინებ ხალხს;+ მის გამო დავფარავ ღრმა წყალს, რომ შევაკავო მისი ნაკადები და შეწყდეს დიდი წყლების დინება; მის გამო დავაბნელებ ლიბანს და მის გამო დაუძლურდება მინდვრის ყველა ხე; 16 მისი დაცემის ხმაზე შევძრავ ხალხებს, როცა სამარეში ჩავიყვან მას ორმოში+ ჩამსვლელებთან ერთად; ედემის+ ყველა ხე, ლიბანის რჩეული და საუკეთესო ხეები, ყველანი, რომლებიც წყლით ირწყვებიან, მიწის სიღრმეში იქნებიან ნუგეშცემულნი.+ 17 ისინიც მასთან ერთად ჩასულან სამარეში+ მახვილით დახოცილებთან, იქ ჩასულან მისი შთამომავლებიც, რომლებიც მის ჩრდილქვეშ ცხოვრობდნენ ხალხთა შორის“.+
18 „მაშ, ვის შეედრები დიდებითა+ და სიდიადით ედემის+ ხეებს შორის? მიწის სიღრმეში ჩახვალ ედემის ხეებთან ერთად;+ წინადაუცვეთელებს შორის დაწვები მახვილით დახოცილებთან ერთად. აი, ფარაონი და მთელი მისი ბრბო“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
32 მეთორმეტე წელს, მეთორმეტე თვის პირველ დღეს, იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა: 2 «კაცის ძეო, სამგლოვიარო სიმღერა იმღერე ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე, და უთხარი მას: „დადუმებულხარ, თუმცა ფაფრიანი ლომივით იყავი ხალხებს შორის.+
ზღვის ურჩხულივით იყავი ზღვებში,+ წყალს აღელვებდი შენს მდინარეებში და ფეხით ამღვრევდი წყალს, აბინძურებდი მათ მდინარეებს“.
3 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ჩემს ბადეს ვასროლინებ+ შენკენ მრავალი ხალხის კრებულს და ჩემი ბადით ამოგათრევენ ისინი.+ 4 მიგატოვებ მიწაზე და მინდვრის პირას დაგაგდებ;+ შენზე დავაბუდებ ცის ყველა ფრინველს და შენით გავაძღებ დედამიწის ყველა მხეცს;+ 5 შენს ხორცს დავყრი მთებზე და შენი ნარჩენებით ავავსებ ველებს;+ 6 შენგან გამოსულ სისხლს დავალევინებ მთებში მიწას+ და შენი სისხლით აივსება ხევები“.
7 „როცა ჩაქრები, ზეცას დავფარავ და ვარსკვლავებს დავაბნელებ; მზეს ღრუბლებით დავფარავ და მთვარე აღარ გამოანათებს.+ 8 ზეცის მნათობებს დავაბნელებ შენ გამო და სიბნელეს ჩამოვაწვენ შენს მიწაზე“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
9 „მრავალ ხალხს შევუშფოთებ გულს, როცა შენგან წამოყვანილ ტყვეებს მივუყვან ხალხებს იმ ქვეყნებში, რომლებსაც არ იცნობ.+ 10 შენით შიშს მოვგვრი მრავალ ხალხს+ და შენი შემხედვარე აკანკალდებიან მათი თავზარდაცემული მეფეები, როცა მახვილს მოვიქნევ მათ თვალწინ;+ განუწყვეტლივ იკანკალებენ შენი დაცემის დღეს თავიანთი სულის დაკარგვის შიშით“.+
11 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ბაბილონის მეფის მახვილი მოგევლინება.+ 12 შენს ბრბოს დავცემ ძლიერთა მახვილებით, ყველანი უსასტიკესნი არიან ხალხთა შორის.+ ისინი გაძარცვავენ ეგვიპტის სიამაყეს და მთელი მისი ბრბო გაწყდება.+ 13 მოვსპობ ყველა მის პირუტყვს დიდი წყლის ნაპირებზე;+ აღარც კაცის ფეხი აამღვრევს+ მას და აღარც პირუტყვის ჩლიქი“.
14 „იმ დროს გავასუფთავებ მათ წყლებს და მათ მდინარეებს ზეთივით ვადინებ“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
15 „როცა გავაპარტახებ ეგვიპტის მიწას, როცა გაპარტახდება მიწის სისავსე+ და როცა დავკრავ ყველა მის მკვიდრს, მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა.+
16 ეს სამგლოვიარო სიმღერაა, რომელსაც ხალხი იმღერებს. იმღერებენ მას ხალხთა ასულები, ეგვიპტეზე და მთელ მის ბრბოზე იმღერებენ მას“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
17 მეთორმეტე წელს, თვის მეთხუთმეტე დღეს, კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 18 «კაცის ძეო, იგლოვე ეგვიპტის ბრბო და დაბლა,+ მიწის სიღრმეში,+ ორმოში+ ჩამსვლელებთან ერთად ჩაიყვანე ეგვიპტე და დიდებულ ხალხთა ასულები.
19 „ვისზე მშვენიერი ხარ?!+ ჩადი დაბლა და იწექი წინადაუცვეთელებთან!“+
20 „მახვილით დახოცილთა შორის დაეცემიან+ ისინი*. მახვილს გადაეცა ის*. წაათრიეთ ის და მთელი მისი ბრბო!
21 ძლიერთა შორის წარჩინებულნი სამარის* შუაგულიდან დაელაპარაკებიან მას და მის შემწეებს.+ დაბლა ჩავლენ+ ისინი და მახვილით დახოცილი წინადაუცვეთელებივით დაწვებიან. 22 იქ არის ასურეთი და მთელი მისი კრებული;+ მისი საფლავებია მის გარშემო. ყველანი დახოცილნი არიან, მახვილით დაეცნენ ისინი.+ 23 მისი საფლავები ორმოს სიღრმეებშია+ და მისი კრებული — მისი სამარხის გარშემო; ყველანი დახოცილნი არიან, მახვილით დაეცნენ ისინი, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.
24 იქ არის ელამი+ და მთელი მისი ბრბო მისი სამარხის გარშემო, ყველანი დახოცილნი არიან, მახვილით დაეცნენ ისინი; მიწის სიღრმეში ჩასულან წინადაუცვეთელნი, ერთ დროს შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას. თავიანთ დამცირებას იტვირთებენ ისინი ორმოში+ ჩამსვლელებთან ერთად. 25 დახოცილთა შორის დაუდგეს საწოლი+ და მის გარშემო იყო მთელი მისი ბრბო. მის ირგვლივ მისი საფლავებია. ყველანი წინადაუცვეთელნი და მახვილით+ დახოცილნი არიან, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას. თავიანთ დამცირებას იტვირთებენ ისინი ორმოში ჩამსვლელებთან ერთად. დახოცილთა შორის დააწვინეს ის.
26 იქ არიან მეშექი,+ თუბალი+ და მთელი მისი ბრბო. მის ირგვლივ მისი საფლავებია. ყველანი წინადაუცვეთელნი და მახვილით განგმირულნი არიან, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას. 27 განა არ დაწვებიან ისინი წინადაუცვეთელთაგან დაცემულ ძლიერებთან+ ერთად, თავიანთ საომარ იარაღთან ერთად რომ ჩასულან სამარეში?! თავქვეშ ამოუდებენ მათივე მახვილებს, მათ ძვლებზე იქნება მათივე დანაშაული,+ რადგან შიშის ზარს სცემდნენ ძლიერნი ცოცხალთა ქვეყანას.+ 28 შენც წინადაუცვეთელთა შორის შეიმუსრები და მახვილით დახოცილებთან დაწვები.
29 იქ არიან ედომი+ და მისი მეფეები ყველა მისი თავკაცითურთ. ჯერ კიდევ ძალ-ღონით სავსენი იყვნენ, როცა მახვილით დახოცილთა შორის დააწვინეს,+ და იწვებიან ისინი წინადაუცვეთელებთან+ და ორმოში ჩამსვლელებთან ერთად.
30 იქ არიან ჩრდილოეთის ყველა მთავარი და ყველა სიდონელი,+ რომლებიც დამცირებულნი ჩასულან დაბლა დახოცილებთან ერთად, როცა ჯერ კიდევ შიშის ზარს სცემდა მათი ძლიერება. იწვებიან წინადაუცვეთელნი მახვილით დახოცილთა შორის და თავიანთ დამცირებას იტვირთებენ ორმოში ჩამსვლელებთან ერთად.+
31 იხილავს მათ ფარაონი და ამით ინუგეშებს თავს მთელი თავისი ბრბოს გამო.+ მახვილით დაიხოცებიან ფარაონი და მთელი მისი ჯარი“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
32 „რადგან შიშის ზარს სცემდა ცოცხალთა ქვეყანას,+ დაწვება ის მახვილით დახოცილ წინადაუცვეთელთა შორის, ფარაონიცა და მთელი მისი ბრბოც“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
33 იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა: 2 «კაცის ძეო, ელაპარაკე შენი ხალხის+ ძეებს და უთხარი მათ:
„თუ მახვილს მოვუვლენ მიწას,+ ამ მიწის ხალხი კი ერთსულოვნად აიყვანს კაცს და გუშაგად დაიყენებს,+ 3 დაინახავს ის იმ მიწაზე მომავალ მახვილს, საყვირს ჩაჰბერავს და ხალხს გააფრთხილებს,+ 4 მომსმენი კი გაიგონებს საყვირის ხმას, მაგრამ გაფრთხილებას ყურად არ იღებს,+ და მოვა მახვილი და წაიყვანს მას, მისი სისხლი მის თავზე იქნება.+ 5 გაიგონა მან საყვირის ხმა, მაგრამ გაფრთხილება ყურად არ იღო; მისი სისხლი მასზე იქნება. ყურად რომ ეღო გაფრთხილება, გადაირჩენდა სულს.+
6 თუ გუშაგი დაინახავს მომავალ მახვილს, მაგრამ არ ჩაჰბერავს საყვირს+ და ხალხი არ იქნება გაფრთხილებული, და მოვა მახვილი და სულს წაართმევს მათ,+ თავიანთი დანაშაულის გამო წაერთმევათ ის, მათ სისხლს კი გუშაგს მოვკითხავ“.+
7 შენ კი, კაცის ძეო, ისრაელის სახლის გუშაგად დამიდგენიხარ;+ შენ მოისმენ ჩემი ბაგიდან გამოსულ სიტყვას და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ.+ 8 როცა ბოროტს ვეტყვი, ბოროტო, მოკვდები-მეთქი,+ შენ კი არ დაელაპარაკები, რათა გააფრთხილო ბოროტი, რომ მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან,+ მოკვდება ის ბოროტი თავისი დანაშაულის გამო,+ მის სისხლს კი შენ მოგკითხავ. 9 მაგრამ თუ შენ გააფრთხილებ ბოროტს, რომ მობრუნდეს თავისი გზიდან, და ის არ მობრუნდება თავისი გზიდან, მოკვდება ის თავისი დანაშაულის გამო,+ შენ კი დაიხსნი შენს სულს.+
10 ახლა კი, კაცის ძეო, ისრაელის სახლს უთხარი: „თქვენ ამბობთ, ჩვენზეა ჩვენი ურჩობა და ჩვენი ცოდვები, ვლპებით მათში,+ და როგორღა ვიცოცხლებთო?“+ 11 უთხარი მათ: „ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ბოროტის სიკვდილი კი არ მახარებს,+ არამედ ის, რომ მობრუნდეს ბოროტი+ თავისი გზიდან და იცოცხლოს.+ მობრუნდით, მობრუნდით, თქვენი ბოროტი გზებიდან!+ რატომ უნდა დაიღუპო, ისრაელის სახლო?!“+
12 შენ კი, კაცის ძეო, უთხარი შენი ხალხის ძეებს: „თავისი სიმართლე ვერ იხსნის მართალს ურჩობის დღეს;+ თავისი ბოროტება არ წააბორძიკებს ბოროტს იმ დღეს, როცა მიატოვებს ბოროტებას.+ თავისი სიმართლით ვერ იცოცხლებს მართალი შეცოდების დღეს.+ 13 როცა ვეტყვი მართალს, იცოცხლებ-მეთქი, ის კი თავის სიმართლეს დაენდობა და უსამართლოდ მოიქცევა,+ არ გაიხსენება მისი მართალი საქმეები, მოკვდება ჩადენილი უსამართლობისთვის.+
14 როცა ვეტყვი ბოროტს, მოკვდები-მეთქი,+ ის კი მიატოვებს თავის ცოდვას+ და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა,+ 15 დააბრუნებს ბოროტი დაგირავებულს+ და ზღავს ნაძარცვს,+ ივლის სიცოცხლის წესებით და არ ჩაიდენს უსამართლობას,+ იცოცხლებს ის, არ მოკვდება.+ 16 არც ერთი ჩადენილი ცოდვა აღარ გაუხსენდება.+ სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცოცხლებს ის“.+
17 შენი ხალხის ძეები ამბობენ, სამართლიანი არ არისო იეჰოვას გზა,+ თუმცა თავად მათი გზა არ არის სამართლიანი.
18 თუ მართალი მიატოვებს სიმართლეს და უსამართლოდ მოიქცევა, მოკვდება ის ამის გამო.+ 19 თუ ბოროტი მიატოვებს ბოროტებას და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, იცოცხლებს ის ამის გამო.+
20 თქვენ ამბობთ, სამართლიანი არ არისო იეჰოვას გზა.+ თითოეულს თქვენ-თქვენი გზებისამებრ გაგასამართლებთ,+ ისრაელის სახლო».
21 მეთორმეტე წელს, მეათე თვეს, იმ თვის მეხუთე დღეს, როცა გადაგვასახლეს, მოვიდა ჩემთან იერუსალიმიდან+ გადარჩენილი და მითხრა, დაეცაო ქალაქი!+
22 იეჰოვას ხელი იყო ჩემზე იმ საღამოს, სანამ გადარჩენილი+ მოვიდოდა; გამიხსნა მან ბაგე დილით მის მოსვლამდე, გამეხსნა ბაგე და მეტად აღარ დავდუმებულვარ.+
23 იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა: 24 «კაცის ძეო, ამ განადგურებული ადგილების+ მკვიდრნი ისრაელის მიწის შესახებ ამბობენ, ერთი იყოო აბრაამი, მაგრამ მაინც დაეუფლაო ამ მიწას,+ ჩვენ კი ბევრნი ვართ, ჩვენ მოგვეცაო ეს მიწა საკუთრებად.+
25 ამიტომ უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „სისხლიანს ჭამთ,+ თვალებს თქვენს ნეხვიან კერპებს აპყრობთ,+ სისხლს ღვრით,+ და თქვენ უნდა დაისაკუთროთ ეს მიწა?!+ 26 თქვენს მახვილზე ხართ დაიმედებულნი,+ სისაძაგლეს სჩადიხართ,+ თითოეული თქვენ-თქვენი მოძმის ცოლს ბილწავთ,+ და თქვენ უნდა დაისაკუთროთ ეს მიწა?!“+
27 აი რა უნდა უთხრა მათ, ამას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი ცოცხალი ვარ, მახვილით დაეცემიან განადგურებულ ადგილებში მყოფნი;+ მხეცს მივცემ საჭმელად მინდვრის პირას მყოფს;+ ჭირით დაიხოცებიან სიმაგრეებსა და გამოქვაბულებში+ მყოფნი. 28 გავაპარტახებ+ და გავაუდაბურებ ამ მიწას, გაქრება მისი საამაყო სიძლიერე+ და გაპარტახდება ისრაელის მთები,+ აღარავინ გაივლის მათზე. 29 გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა გავაპარტახებ+ და გავაუდაბურებ ამ მიწას მათი ჩადენილი სისაძაგლეების გამო“.+
30 კაცის ძეო, შენზე ელაპარაკებიან ერთმანეთს შენი ხალხის ძეები კედლებთან და სახლების შესასვლელებში,+ ერთი მეორეს ელაპარაკება, თითოეული თავის ძმას ეუბნება: მოდი, მოვისმინოთო იეჰოვასგან გამოსული სიტყვა.+ 31 მოვლენ ისინი შენთან, როგორც მოდის ხალხი, და დასხდებიან შენ წინ, როგორც ჩემი ხალხი;+ მოისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ შეასრულებენ,+ რადგან პირით ვნებიან სურვილებს გამოთქვამენ და გული უკანონო შემოსავლისკენ მიუწევთ.+ 32 აი, მათთვის სატრფიალო სიმღერების მომღერალივით ხარ, ლამაზხმიანი მომღერალივით და სიმებიან საკრავზე კარგად დამკვრელივით.+ მოისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ შეასრულებენ.+ 33 როცა ეს შესრულდება, და ნამდვილად შესრულდება,+ გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის».+
34 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსების საუბედუროდ, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, უთხარი მწყემსებს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ვაი ისრაელის მწყემსებს,+ რომლებიც თავს იკვებავენ!+ განა ფარას არ უნდა კვებავდნენ მწყემსები?!+ 3 ქონს ჭამთ,+ შალით იმოსებით, ნასუქ+ პირუტყვს კლავთ+ და ფარას არ კვებავთ, 4 დაუძლურებულს არ აძლიერებთ,+ ავადმყოფს არ კურნავთ, მოტეხილს არ უხვევთ, გაფანტულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ ეძებთ,+ არამედ სასტიკად და უმოწყალოდ იმორჩილებთ ცხვარს.+ 5 ნელ-ნელა დაიფანტნენ ისინი უმწყემსოდ,+ მინდვრის მხეცების ლუკმად იქცნენ; იფანტებოდნენ და იფანტებოდნენ.+ 6 გზააბნეული დაეხეტებოდა ჩემი ცხვარი ყოველ მთასა და გორაზე;+ მთელი დედამიწის პირზე იყო მიმოფანტული ჩემი ცხვარი.+ არავინ ეძებდა მათ, არავინ ცდილობდა მათ პოვნას.
7 ამიტომ ისმინეთ, მწყემსებო, იეჰოვას სიტყვა: 8 ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რაკი დასატაცებელი გახდა და უმწყემსოდ მინდვრის მხეცების ლუკმად იქცა ჩემი ცხვარი, არ ეძებდნენ ჩემი მწყემსები ჩემს ცხვარს, საკუთარ თავს კვებავდნენ,+ ჩემს ცხვარს კი არა, 9 ამიტომ ისმინეთ, მწყემსებო, იეჰოვას სიტყვა! 10 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: გამოვდივარ მწყემსების+ წინააღმდეგ და მოვითხოვ ჩემს ცხვარს მათი ხელიდან, აღარც გამოვაკვებინებ ჩემს ცხვარს+ და ვეღარც თავს გამოიკვებავენ;+ ვიხსნი ჩემს ცხვარს მათი პირიდან და მეტად აღარ იქნებიან მათი ლუკმა“.+
11 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, მე აქა ვარ, მე მოვძებნი ჩემს ცხვარს და ვიზრუნებ მათზე.+ 12 როგორც მწყემსი ზრუნავს თავის ფარაზე+ იმ დღეს, როცა გაფანტულ ცხვართან+ მიდის, ისე ვიზრუნებ ჩემს ცხვარზე; ვიხსნი მათ ყველა იმ ადგილიდან, სადაც გაიფანტნენ ღრუბლებისა და მწუხრის დღეს.+ 13 გამოვიყვან მათ+ ხალხებიდან და შევკრებ მათ ქვეყნებიდან, მივიყვან მათ თავიანთ მიწაზე+ და გამოვკვებავ ისრაელის მთებზე, მდინარეების კალაპოტებთან და მიწის დასახლებულ ადგილებთან.+ 14 კარგ საძოვარზე ვაძოვებ მათ და ისრაელის მაღალ მთებში იქნება მათი სადგომები.+ იქ, კარგ სადგომებში+ დაწვებიან ისინი და ნოყიერ საძოვარზე მოძოვენ ისრაელის მთებში“.
15 „მე გამოვკვებავ ჩემს ცხვარს+ და მე მოვასვენებ მათ,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 16 დაკარგულს მოვძებნი,+ გაფანტულს დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ, ავადმყოფს მოვაძლიერებ, მსუქანსა+ და ძლიერს კი მოვსპობ, განაჩენით გამოვკვებავ მას“.+
17 თქვენზე კი, ჩემო ცხვარო, ასე ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, მსაჯული ვიქნები ცხვარსა და ცხვარს შორის, ვერძსა და ვაცს+ შორის. 18 ნუთუ გეცოტავებათ, საუკეთესო საძოვარზე რომ იკვებებით,+ ახლა დანარჩენ საძოვრებსაც ფეხით რომ თელავთ, ანკარა წყალს რომ სვამთ, დარჩენილს კი ფეხით ამღვრევთ?! 19 განა თქვენი ფეხით გათელილ საძოვარზე უნდა ძოვდეს ჩემი ცხვარი და თქვენი ფეხით ამღვრეულ წყალს უნდა სვამდეს?!“
20 ამიტომ, აი რას ეუბნება მათ უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, მე აქა ვარ, მსაჯული ვიქნები ნასუქ და მჭლე ცხვარს შორის, 21 რადგან თქვენ ფერდებსა და მხრებს ჰკრავდით და რქენდით ყველა დაუძლურებულს, სანამ გარეთ არ გაფანტეთ.+ 22 მე დავიხსნი ჩემს ცხვარს, დასატაცებლები აღარ იქნებიან ისინი;+ მსაჯული ვიქნები ცხვარსა და ცხვარს შორის. 23 დავუყენებ მათ ერთ მწყემსს,+ ჩემს მსახურ დავითს,+ და ის გამოკვებავს მათ. ის გამოკვებავს მათ და ის იქნება მათი მწყემსი.+ 24 მე, იეჰოვა, ვიქნები მათი ღმერთი,+ ჩემი მსახური დავითი კი თავკაცი იქნება მათ შორის.+ მე, იეჰოვა, ვამბობ ამას.
25 მშვიდობის შეთანხმებას დავუდებ მათ+ და მძვინვარე მხეცებს გავაქრობ იმ მიწიდან,+ უსაფრთხოდ იცხოვრებენ უდაბნოში და იძინებენ ტყეებში.+ 26 კურთხევად ვაქცევ მათ და ჩემი გორის შემოგარენს,+ თავის დროზე ვაწვიმებ შხაპუნა წვიმას; კურთხევების შხაპუნა წვიმა წამოვა იქ.+ 27 ნაყოფს გამოიღებს მინდვრის ხე+ და მოსავალს მოიწევს მიწა;+ უსაფრთხოდ იქნებიან ისინი თავიანთ მიწაზე.+ მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა დავამტვრევ მათ უღელს+ და გავათავისუფლებ მათი დამმონებლების ხელიდან.+ 28 აღარ დაიტაცებენ ხალხები;+ აღარც მიწის მხეცები შთანთქავენ მათ; უსაფრთხოდ იცხოვრებენ, არავინ დააფრთხობს მათ.+
29 ნარგავს გავუზრდი მათ სახელის მოსახვეჭად,+ აღარ გაწყდებიან შიმშილით იმ მიწაზე+ და აღარ იტვირთებენ დამცირებას ხალხთაგან.+ 30 გაიგებენ, რომ მე, იეჰოვა, მათი ღმერთი, მათთან ვარ+ და ისინი არიან ჩემი ხალხი, ისრაელის სახლი, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.+
31 „ჩემო ცხვარო,+ ჩემი საძოვრის ცხვარო, თქვენ ადამიანები ხართ, მე კი ღმერთი ვარ თქვენი“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
35 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო, პირი იბრუნე+ სეირის+ მთიანი მხარისკენ და იწინასწარმეტყველე მის საუბედუროდ.+ 3 უთხარი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, სეირის+ მთიანო მხარევ, ხელს გავიწვდი შენ წინააღმდეგ,+ გაგაპარტახებ და გაგაუდაბურებ.+ 4 გავანადგურებ შენს ქალაქებს და შენც გაპარტახდები;+ გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა,+ 5 რადგან გაუთავებლად მტრობდი+ და მახვილს გადასცემდი ისრაელის ძეებს+ მათი უბედურების დროს,+ მათი უკანასკნელი დანაშაულის დროს“.+
6 „ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რადგან სისხლისთვის გამზადებდი, სისხლი დაგედევნება.+ გძულდა სისხლი და სისხლი დაგედევნება.+ 7 გავაპარტახებ და გავაუდაბურებ სეირის მთიან მხარეს;+ მოვსპობ იქ გამვლელსა და იქ დაბრუნებულს.+ 8 დახოცილებით ავავსებ მის მთებს; მახვილით დახოცილები დაეცემიან შენს გორებზე, ველებზე და მდინარეების კალაპოტებში.+ 9 სამარადისოდ გაგაპარტახებ, არ დასახლდება შენი ქალაქები;+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+
10 რაკი ამბობდი, ეს ორი ხალხი და ეს ორი მიწა ჩემი გახდებაო, და ორივე მიწას დავეუფლებითო,+ მაშინ, როცა იეჰოვა იყო იქ,+ 11 „ამიტომ, ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — შენი რისხვისამებრ და შენი შურისამებრ მოგექცევი, რასაც სიძულვილის გამო ავლენდი მათ მიმართ;+ თავს გავუმჟღავნებ მათ, როცა შენ გაგასამართლებ.+ 12 გაიგებ, რომ მე, იეჰოვას, მესმის ყველა შეურაცხმყოფელი სიტყვა, რაც ისრაელის მთების შესახებ გითქვამს:+ გაპარტახდა, ჩვენ მოგვეცაო შესაჭმელად.+ 13 მედიდურობდით ჩემ წინააღმდეგ თქვენი ბაგეებით+ და ბევრს ლაპარაკობთ+ ჩემ წინააღმდეგ. მე მესმის ეს ყველაფერი“.+
14 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ დროს გაგაპარტახებ, როცა მთელი დედამიწა გაიხარებს. 15 რაკი გიხაროდა ისრაელის სახლის მემკვიდრეობის გაპარტახება, შენც იმავეს დაგმართებ.+ გაპარტახდები, სეირის მთიანო მხარევ, გაპარტახდება მთელი ედომი;+ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+
36 «შენ კი, კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე ისრაელის მთების შესახებ და თქვი, ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, ისრაელის მთებო,+ 2 აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „მტერი ამბობს თქვენზე, ახიაო!+ ძველი დროის მაღლობებიც+ ჩვენი საკუთრება გახდაო!“+
3 ამიტომ იწინასწარმეტყველე და თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „რადგან პარტახდებით+ და ყველა მხრიდან პირს გტაცებენ,+ რათა ხალხთაგან დარჩენილების საკუთრებად იქცეთ,+ რადგან სალაპარაკოდ ქცეულხართ+ და ცუდი ხმები დადის ხალხში,+ 4 ამიტომ, ისრაელის მთებო,+ ისმინეთ უზენაესი უფლის იეჰოვას სიტყვა! აი რას ეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა მთებსა და გორებს, მდინარეების კალაპოტებს, ველებს, განადგურებულ, გაპარტახებულ ადგილებსა+ და მიტოვებულ ქალაქებს, რომლებიც გასაძარცვად და დასაცინად იქცა მეზობელ ხალხთაგან დარჩენილთათვის;+ 5 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: ჩემი მოშურნეობის ცეცხლით ვილაპარაკებ+ ხალხთაგან დარჩენილებისა და მთელი ედომის წინააღმდეგ,+ რომლებმაც ზიზღით სავსე სულითა+ და სიხარულით სავსე გულით მიისაკუთრეს ჩემი მიწა,+ რომ გაეძარცვათ ის და ხელში ჩაეგდოთ მისი საძოვარი“.+
6 ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწის შესახებ და უთხარი მთებსა და გორებს, მდინარეების კალაპოტებსა და ველებს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „მოშურნეობითა და რისხვით ვილაპარაკებ, რადგან დამცირება იტვირთეთ ხალხთაგან“.+
7 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ფიცით მაქვს აღმართული ხელი,+ რომ თქვენმა მეზობელმა ხალხებმა თავადვე იტვირთონ თავიანთი დამცირება.+ 8 თქვენ კი, ისრაელის მთებო, გაშლით ტოტებს და გამოიღებთ ნაყოფს ჩემი ხალხისთვის, ისრაელისთვის,+ რადგან ახლოს არიან და სადაცაა მოვლენ.+ 9 კეთილად ვარ თქვენ მიმართ განწყობილი და მოვბრუნდები თქვენკენ,+ დამუშავდებით და დაითესებით.+ 10 გავამრავლებ თქვენზე ხალხს, ისრაელის მთელ სახლს უკლებლივ,+ დასახლდება ქალაქები+ და აშენდება განადგურებული ადგილები.+ 11 გავამრავლებ თქვენზე ხალხსა და ცხოველს,+ გამრავლდებიან და ინაყოფიერებენ ისინი; წინანდებურად დაგასახლებთ,+ პირვანდელზე მეტ სიკეთეს გაგიკეთებთ;+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+ 12 თქვენზე ვატარებ ხალხს, ჩემს ხალხს, ისრაელს, ისინი დაგეპატრონებიან;+ თქვენ იქნებით მათი მემკვიდრეობა+ და აღარ წაართმევთ+ მათ შვილებს“».
13 «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი გეუბნებიან, ხალხის შთამნთქმელი ხარო და შენი ხალხებისთვის შვილების წამრთმევი მიწა გახდიო,+ 14 მეტად აღარ შთანთქავ ხალხს+ და აღარ წაართმევ შენს ხალხებს შვილებს,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 15 მეტად აღარ ვალაპარაკებ ხალხებს შენ დასამცირებლად, აღარ იტვირთებ დამცირებას ხალხთაგან+ და აღარ დააბრკოლებ შენს ხალხებს“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
16 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 17 „კაცის ძეო, თავის მიწაზე ცხოვრობდა ისრაელის სახლი, გააუწმინდურეს მათ ის თავიანთი გზითა და საქმეებით.+ მათი გზა ყოველთვიური სისხლდენასავით უწმინდური გახდა ჩემ წინაშე.+ 18 გადმოვღვარე ჩემი რისხვა მათზე იმ სისხლის გამო, რომელიც დაღვარეს თავიანთი ნეხვიანი კერპებით+ გაუწმინდურებულ მიწაზე.+ 19 გავფანტე ისინი ხალხებში, მიმოიფანტნენ ქვეყნებში;+ მათი გზისამებრ და მათი საქმეებისამებრ გავასამართლე ისინი.+ 20 მივიდნენ იმ ხალხებში, რომლებთანაც მივიდნენ, და შებღალა ხალხმა ჩემი წმინდა სახელი,+ როცა მათზე ამბობდნენ: ეს იეჰოვას ხალხია, მისი მიწიდან გამოვიდნენო ისინი.+ 21 მე შევიბრალებ ჩემს წმინდა სახელს, ისრაელის სახლმა რომ შებღალა ხალხებში, რომლებთანაც მივიდნენ“.+
22 «ამიტომ, უთხარი ისრაელის სახლს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „თქვენი გულისთვის კი არ ვაკეთებ ამას, ისრაელის სახლო, არამედ ჩემი წმინდა სახელის გულისთვის, თქვენ რომ შებღალეთ ხალხებში, რომლებთანაც მიხვედით.+ 23 განვწმენდ ხალხებში შებღალულ ჩემს დიდებულ სახელს,+ რომელიც შებღალეთ მათ შორის; გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — როცა განვიწმინდები თქვენ შორის მათ თვალწინ.+ 24 გამოგიყვანთ ხალხებიდან, შეგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.+ 25 გასხურებთ სუფთა წყალს და განიწმინდებით;+ მთელი თქვენი უწმინდურებისგან+ და ყველა თქვენი ნეხვიანი კერპისგან განგწმენდთ.+ 26 ახალ გულს+ მოგცემთ და ახალ სულს ჩაგიდგამთ;+ ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდებთ.+ 27 ჩემს სულს ჩაგიდგამთ+ და ჩემი წესებით გატარებთ,+ დაიცავთ ჩემს სამართალს და აღასრულებთ მას.+ 28 იცხოვრებთ იმ მიწაზე, რომელიც თქვენს მამა-პაპას მივეცი;+ თქვენ ჩემი ხალხი იქნებით და მეც თქვენი ღმერთი ვიქნები“.+
29 „გიხსნით მთელი თქვენი უწმინდურებისგან,+ მოვუხმობ მარცვლეულს და გავამრავლებ მას, არ გაშიმშილებთ.+ 30 გავამრავლებ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რათა მეტად აღარ შეურაცხგყონ ხალხებმა შიმშილობის გამო.+ 31 გაიხსენებთ თქვენს ბოროტ გზასა და ცუდ საქმეებს,+ საკუთარი თავი შეგეზიზღებათ თქვენი დანაშაულისა და სისაძაგლეების გამო.+ 32 იცოდეთ, რომ თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — გრცხვენოდეს და დამცირებულად იგრძენი თავი შენი გზის გამო, ისრაელის სახლო!“+
33 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ დღეს, როცა განგწმენდთ ყველა თქვენი დანაშაულისგან, დავასახლებ ქალაქებს+ და კვლავ აშენდება განადგურებული ადგილები.+ 34 დამუშავდება გაპარტახებული მიწა, თუმცა გაპარტახებული იყო ყველა გამვლელის თვალწინ.+ 35 იტყვის ხალხი: აი, ედემის ბაღს+ დაემსგავსა ეს გაპარტახებული მიწა; გამაგრებულა გაუკაცრიელებული, გაპარტახებული და დანგრეული ქალაქები; დასახლებულაო ისინი.+ 36 გაიგებენ თქვენ გარშემო დარჩენილი ხალხები, რომ მე, იეჰოვა ვაშენებ დანგრეულს,+ გავაშენებ გაუდაბურებულს. მე, იეჰოვა, ვამბობ ამას და ვასრულებ კიდეც“.+
37 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ნებას მივცემ ისრაელის სახლს, რომ მთხოვოს,+ ფარასავით გავუმრავლო ხალხი.+ 38 როგორც წმინდებისგან შემდგარი ფარა, როგორც იერუსალიმის ფარა მის დღესასწაულებზე,+ ისე აივსება გაუდაბურებული ქალაქები ხალხთა ფარით;+ გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ იეჰოვა“».
37 იეჰოვას ხელი იყო ჩემზე.+ წამიყვანა იეჰოვამ თავისი სულით+ და დამაყენა ძვლებით სავსე ველზე.+ 2 შემომატარა მათ გარშემო, აი, უამრავი ძვალი ეყარა ველის პირზე და ძლიერ გამომშრალი იყო+ ისინი. 3 მან მკითხა: „კაცის ძეო, გაცოცხლდება ეს ძვლები?“ მე მივუგე: უზენაესო უფალო იეჰოვა, შენ იცი-მეთქი.+ 4 მან მითხრა: «იწინასწარმეტყველე ამ ძვლებზე და უთხარი მათ, გამხმარო ძვლებო, ისმინეთ-თქო იეჰოვას სიტყვა!
5 აი რას ეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა ამ ძვლებს: „აი, სუნთქვას ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით.+ 6 შეგმოსავთ ძარღვებით და ხორცს შეგასხამთ; კანით დაგფარავთ, სუნთქვას ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით;+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+
7 ვიწინასწარმეტყველე, როგორც ნაბრძანები მქონდა.+ და, აი, როცა ვწინასწარმეტყველებდი, ჩხარუნის ხმა გაისმა, ძვლებმა ერთმანეთთან მიახლოება დაიწყეს, ძვალმა ძვალთან. 8 შევხედე და, აი, ძარღვები და ხორცი შეესხა მათ და კანმა დაფარა ისინი, მაგრამ სუნთქვა არ იყო მათში.
9 კვლავ მითხრა მან: «უწინასწარმეტყველე ქარს, უწინასწარმეტყველე, კაცის ძეო, და უთხარი ქარს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ოთხივე ქართაგან მოდი, ქარო, და დაუბერე ამ დახოცილ+ ხალხს, რომ გაცოცხლდნენ ისინი“».+
10 ვიწინასწარმეტყველე მისი ბრძანებისამებრ, სუნთქვა შევიდა მათში და გაცოცხლდნენ, ფეხზე წამოდგა+ დიდძალი ლაშქარი.
11 კვლავ მითხრა მან: «კაცის ძეო, ეს ძვლები ისრაელის მთელი სახლია.+ ისინი ამბობენ, გახმაო ჩვენი ძვლები და იმედი გაგვიქრა,+ მოკვეთილნი ვართო. 12 ამიტომ იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „მე ვხსნი თქვენს საფლავებს,+ გამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო, და მიგიყვანთ ისრაელის მიწაზე.+ 13 გაიგებთ, ჩემო ხალხო, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა გავხსნი თქვენს საფლავებს და გამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან.+ 14 ჩემს სულს ჩაგიდგამთ, გაცოცხლდებით+ და დაგასახლებთ თქვენს მიწაზე; გაიგებთ, რომ მე, იეჰოვა ვამბობ ამას და ვაკეთებ კიდეც“, — ამბობს იეჰოვა».+
15 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 16 «შენ კი, კაცის ძეო, აიღე ჯოხი+ და დააწერე მას: „იუდასთვის და ისრაელის ძეებისთვის, მისი მოძმეებისთვის“.+ აიღე მეორე ჯოხიც და დააწერე მას: „ეფრემის ჯოხი იოსებისთვის+ და ისრაელის მთელი სახლისთვის, მისი მოძმეებისთვის“.+ 17 ერთმანეთს მიადე ისინი ისე, რომ ერთ ჯოხად იქცეს და ერთ ჯოხად იქცევა ისინი შენს ხელში.+ 18 როცა შენი ხალხის ძეები გკითხავენ, ხომ არ გვეტყვი, შენ როგორ ფიქრობ, ეს რას ნიშნავსო,+ 19 უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, ვიღებ იოსების ჯოხს, რომელიც ეფრემის ხელშია, და ისრაელის ტომებს, მის მოძმეებს. დავდებ მათ იუდას ჯოხზე, ერთ ჯოხად+ ვაქცევ მათ და ერთ ჯოხად იქცევიან ჩემს ხელში“. 20 ის ჯოხები, რომლებზეც დააწერე, ხელში უნდა გეჭიროს მათ თვალწინ.+
21 უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, გამომყავს ისრაელის ძეები იმ ხალხებიდან, რომლებთანაც წასული იყვნენ, შევკრებ მათ ყველა მხრიდან და მივიყვან თავიანთ მიწაზე;+ 22 ერთ ხალხად ვაქცევ მათ იმ მიწაზე,+ ისრაელის მთებზე, და ერთი მეფე ეყოლებათ;+ მეტად აღარ იქნებიან ორ ხალხად და არც ორ სამეფოდ იქნებიან გაყოფილნი.+ 23 მეტად აღარ გაიუწმინდურებენ თავს თავიანთი ნეხვიანი კერპებით, სისაძაგლეებითა და თავიანთი ცოდვებით;+ ვიხსნი ყველა იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობენ და სცოდავენ, და განვწმენდ მათ;+ ისინი ჩემი ხალხი იქნებიან და მეც მათი ღმერთი ვიქნები.+
24 ჩემი მსახური დავითი იქნება მათი მეფე+ და ერთი მწყემსი ეყოლება ყველას.+ ივლიან ჩემი სამართლით,+ დაიცავენ ჩემს წესებს+ და შეასრულებენ.+ 25 ისინი იცხოვრებენ იმ მიწაზე, რომელიც ჩემს მსახურ იაკობს მივეცი, სადაც თქვენი მამა-პაპა ცხოვრობდა;+ სამარადისოდ მასზე იცხოვრებენ ისინი,+ მათი ძეები და მათი ძეების ძეები;+ სამარადისოდ მათი მეთაური იქნება ჩემი მსახური დავითი.+
26 მშვიდობის შეთანხმებას+ დავუდებ მათ, მარადიული შეთანხმება იქნება ის.+ მივცემ მათ თავიანთ მიწას და გავამრავლებ მათ;+ სამარადისოდ მათ შორის დავდგამ ჩემს საწმინდარს.+ 27 ჩემი კარავი იქნება მათზე;+ მე მათი ღმერთი ვიქნები და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან.+ 28 სამარადისოდ მათ შორის იქნება ჩემი საწმინდარი+ და გაიგებენ ხალხები, რომ მე, იეჰოვა+ ვწმენდ ისრაელს“».
38 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 2 «კაცის ძეო,+ პირი იბრუნე გოგისკენ, რომელიც მაგოგის+ მიწიდანაა — მეშექისა+ და თუბალის+ მთავარი თავკაცისკენ, და იწინასწარმეტყველე მის საუბედუროდ, 3 უთხარი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, გოგ, მეშექისა და თუბალის მთავარო თავკაცო! 4 მოგატრიალებ, კავებს ამოგდებ ყბებში+ და გამოგიყვანთ შენ და მთელ შენს ჯარს+ ცხენებითა და გემოვნებით ჩაცმული მხედრებითურთ,+ მრავალრიცხოვან კრებულს, დიდი ფარებითა და მრგვალი ფარებით, ყველას — მახვილის დამჭერს;+ 5 გამოვიყვან სპარსეთსა+ და ეთიოპიას+ და მათთან ერთად ფუტს+ ფარებითა და მუზარადებით; 6 გამოვიყვან გომერსა+ და მის რაზმებს, ჩრდილოეთის კიდეებში მცხოვრებ თოგარმას+ სახლსა და მის რაზმებს — მრავალ ხალხს შენთან ერთად.+
7 მოემზადე და მზად იყავი მთელ შენს კრებულთან ერთად,+ შენ გვერდით რომ შეკრებილა, და გუშაგად დაუდექი მათ.
8 მრავალი დღის შემდეგ შემოწმდები. უკანასკნელ წლებში მიხვალ მრავალი ხალხიდან გამოკრებილი,+ მახვილს გადარჩენილი ხალხის მიწაზე,+ ისრაელის მთებზე, რომლებიც სულ აოხრებული იყო, მიწაზე, რომლის მკვიდრნი სხვა ხალხთაგან არიან გამოსული, და სადაც ყველანი უსაფრთხოდ ცხოვრობენ.+ 9 გამოხვალ, ქარიშხალივით მოხვალ.+ ღრუბლებივით დაფარავთ მიწას შენ,+ შენი რაზმები და შენთან ერთად მყოფი მრავალი ხალხი“.
10 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ დღეს რაღაცას გაივლებ გულში,+ ბოროტებას განიზრახავ+ 11 და იტყვი: გამოვალო უგალავნო, გაშლილი დაბის წინააღმდეგ;+ თავს დავესხმებიო უშფოთველად და უსაფრთხოდ მცხოვრებ ხალხს, უგალავნოდ რომ ცხოვრობს,+ რომელსაც არც ურდულები აქვსო და არც კარები. 12 დიდძალი ნაძარცვის+ წამოსაღებად და ბევრის დასატაცებლად წახვალ, რათა ხელი აღმართო ერთ დროს განადგურებულ და კვლავ დასახლებულ ადგილებზე+ და ხალხებიდან გამოკრებილ ხალხზე,+ რომელნიც სიმდიდრესა და ქონებას+ აგროვებენ და დედამიწის შუაგულში+ ცხოვრობენ.
13 შება,+ დედანი,+ თარშიშის+ ვაჭრები და მისი ფაფრიანი ლომები+ გკითხავენ: დიდძალი ნაძარცვის წამოსაღებად მოდიხარო? ბევრის დასატაცებლად შეკრიბეო შენი კრებული, ოქრო-ვერცხლის გამოსატანად, სიმდიდრის, ქონების წამოსაღებად და დიდძალი ნაძარცვის ხელში ჩასაგდებადო?“
14 ამიტომ იწინასწარმეტყველე, კაცის ძეო, და უთხარი გოგს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „განა არ გეცოდინება, ჩემი ხალხი, ისრაელი, უსაფრთხოდ რომ იცხოვრებს იმ დღეს?!+ 15 გამოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან,+ ცხენებზე ამხედრებულ მრავალ ხალხთან ერთად — დიდ კრებულთან, დიდძალ ჯართან ერთად.+ 16 ღრუბელივით გამოხვალ ჩემი ხალხის, ისრაელის წინააღმდეგ, რათა დაფარო მიწა.+ უკანასკნელ დღეებში მოხდება ეს, გამოგიყვან ჩემი მიწის წინააღმდეგ,+ რათა გამიცნონ ხალხებმა, როცა, გოგ, შენით განვიწმინდები მათ თვალწინ“.+
17 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „შენ ის არა ხარ,+ ვისზეც ჩემს მსახურთა, ისრაელის წინასწარმეტყველთა პირით ვლაპარაკობდი ძველ დროში, იმ დღეებში, იმ წლებში, როცა ისინი წინასწარმეტყველებდნენ, რომ მათ წინააღმდეგ გამოგიყვანდი?!“+
18 იმ დღეს, როცა გოგი მივა ისრაელის მიწაზე, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რისხვა აღიგზნება ჩემს ნესტოებში.+ 19 რისხვითა+ და მრისხანების ცეცხლით ვილაპარაკებ.+ იმ დღეს შეზანზარდება ისრაელის მიწა.+ 20 აკანკალდებიან ჩემ წინაშე ზღვის თევზები, ცის ფრინველები, მინდვრის მხეცები, ქვეწარმავლები და მიწის ყველა მკვიდრი;+ დაემხობა მთები,+ ჩამოიქცევა ციცაბო ფერდობები და მიწასთან გასწორდება ყველა კედელი.
21 მახვილს მოვუხმობ მის წინააღმდეგ მთელ ჩემს მთიან მხარეში, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+ — ყველა თავისი ძმის წინააღმდეგ მიმართავს მახვილს.+ 22 განვსჯი+ მას ჭირითა+ და სისხლით;+ თავსხმას, სეტყვას,+ ცეცხლსა+ და გოგირდს ვაწვიმებ მას, მის რაზმებსა და მასთან მყოფ მრავალ ხალხს.+ 23 განვდიდდები და განვიწმინდები+ მრავალი ხალხის თვალწინ, თავს გავუმჟღავნებ მათ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა».+
39 «შენ კი, კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე გოგზე+ და თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, გოგ, მეშექისა+ და თუბალის+ მთავარო თავკაცო. 2 მოგატრიალებ და წამოგიყვან,+ გამოგიყვან ჩრდილოეთის+ კიდეებიდან და მიგიყვან ისრაელის მთებზე. 3 გაგაგდებინებ მშვილდს მარცხენა ხელიდან და დაგაყრევინებ ისრებს მარჯვენა ხელიდან. 4 ისრაელის მთებზე დაეცემი+ შენს რაზმებთან და იმ ხალხებთან ერთად, შენთან რომ იქნებიან. მტაცებელ ფრინველებს, ყველანაირ ფრთოსანს, და მინდვრის მხეცებს მივცემ შენს თავს საჭმელად“.+
5 „მინდვრის პირზე დაეცემი,+ რადგან მე ვამბობ ამას“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
6 „ცეცხლს გავუგზავნი მაგოგსა+ და კუნძულებზე უსაფრთხოდ მცხოვრებთ;+ გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ იეჰოვა. 7 გავაცხადებ ჩემს წმინდა სახელს ჩემს ხალხში, ისრაელში, და მეტად აღარავის შევაბღალვინებ ჩემს წმინდა სახელს;+ გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა,+ რომ წმინდა ვარ ისრაელში“.+
8 „აი, მოხდება ეს ყველაფერი, შესრულდება,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — ესაა ის დღე, რომელზეც ვამბობ.+ 9 ისრაელის ქალაქების მკვიდრნი წავლენ და ცეცხლს გააჩაღებენ საომარი საჭურვლით, მრგვალი ფარებითა და დიდი ფარებით, მშვილდებითა და ისრებით, ხელშუბებითა და შუბებით, და შვიდ წელიწადს ეყოფათ ცეცხლის გასაჩაღებლად.+ 10 არ მოიტანენ მინდვრიდან ფიჩხს, არც შეშას მოაგროვებენ ტყეში, რადგან იარაღით გააჩაღებენ ცეცხლს“.
„ნადავლს წამოიღებენ იმათგან, ვისაც მათგან მიჰქონდა ნადავლი+ და გაძარცვავენ იმათ, ვინც მათ ძარცვავდა“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
11 „იმ დღეს იქ ადგილს მივცემ გოგს,+ დასამარხ ადგილს ისრაელში ზღვის აღმოსავლეთით, გამვლელთა ველს, რომელიც გზას გადაუღობავს გამვლელებს. იქ დამარხავენ გოგსა და მთელ მის ბრბოს, და იმ ადგილს გოგის ბრბოს ველს უწოდებენ.+ 12 ისრაელის სახლი შვიდ თვეს დამარხავს მათ, რომ გაიწმინდოს მიწა.+ 13 იმ მიწის მთელი ხალხი დამარხავს მათ, და სასახელო იქნება ეს მათთვის იმ დღეს, როცა განვიდიდებ თავს“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
14 „დანიშნავენ კაცებს, რომლებიც გამუდმებით ივლიან იმ მიწაზე და გამვლელებთან ერთად დამარხავენ მიწის პირზე დარჩენილებს, რათა განწმინდონ ის; მთელ შვიდ თვეს გააგრძელებენ ძებნას. 15 გამვლელები ივლიან მიწაზე და როცა ადამიანის ძვალს დაინახავენ, დადგამენ მის გვერდით ნიშანს, ვიდრე დამარხავენ მას დამმარხველნი გოგის ბრბოს ველზე.+ 16 ქალაქის სახელიც ჰამონა* იქნება. მათ უნდა გაწმინდონ მიწა“.+
17 შენ კი, კაცის ძეო, აი რას გეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა, ასე უთხარი ყოველგვარ ფრთოსანსა და მინდვრის ყველა მხეცს:+ „შეიკრიბეთ და მოდით! შეიკრიბეთ ჩემი მსხვერპლის ირგვლივ, თქვენთვის რომ ვწირავ ისრაელის მთებზე,+ დიდ მსხვერპლთან. შეჭამთ ხორცს და შესვამთ სისხლს.+ 18 ძლიერთა ხორცს შეჭამთ+ და დედამიწის თავკაცების სისხლს შესვამთ — ვერძების, ბატკნების,+ ვაცებისა და მოზვრების+ — ბაშანის ნასუქი პირუტყვების.+ 19 გაძღომამდე+ შეჭამთ ქონს და დათრობამდე შესვამთ სისხლს ჩემი მსხვერპლიდან, რომელსაც თქვენთვის ვწირავ“.
20 „გაძღებით ჩემს სუფრასთან ცხენებითა და მეეტლეებით, ძლიერებითა და ყველანაირი მებრძოლით“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+
21 „გამოვაჩენ ჩემს დიდებას ხალხებში და ყველა ხალხი იხილავს ჩემს აღსრულებულ განაჩენს+ და ჩემი ხელის ძლიერებას, მათ წინააღმდეგ მიმართულს.+ 22 და გაიგებენ ისრაელის სახლში, რომ მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი, იმ დღიდან და მას მერეც.+ 23 გაიგებენ ხალხები, რომ თავისი დანაშაულის გამო გადაასახლეს ისრაელის სახლი,+ რაკი ორგულად მექცეოდა; ამიტომაც დავუმალე მათ ჩემი სახე,+ მტრებს ჩავუგდე ისინი ხელში და მახვილით დაეცნენ ყველანი.+ 24 მათი უწმინდურებისა და ცოდვებისამებრ მოვექეცი,+ სახეს ვუმალავდი მათ“.
25 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ახლა დავაბრუნებ იაკობის ტყვეებს+ და შევიწყალებ ისრაელის მთელ სახლს;+ განსაკუთრებულ ერთგულებას გამოვავლენ ჩემი წმინდა სახელისადმი.+ 26 უკვე ნატვირთი ექნებათ თავიანთი დამცირება+ და თავიანთი ორგულობა, რომელსაც ჩემდამი ავლენდნენ,+ როცა უსაფრთხოდ იცხოვრებენ თავიანთ მიწაზე+ და არავინ დააფრთხობს მათ.+ 27 როცა დავაბრუნებ მათ ხალხებიდან და შევკრებ მტრების ქვეყნებიდან,+ განვიწმინდები მათ შორის მრავალი ხალხის თვალწინ“.+
28 „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი, როცა გადავასახლებ მათ ხალხებში, მერე კი შევკრებ მათ თავიანთ მიწაზე,+ არც ერთს აღარ დავტოვებ იქ.+ 29 მეტად აღარ დავუმალავ მათ ჩემს სახეს,+ რადგან გადმოვღვრი ჩემს სულს ისრაელის სახლზე“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
40 ჩვენი გადასახლების+ ოცდამეხუთე წელს, წლის დასაწყისში, თვის მეათე დღეს, ქალაქის დაცემიდან+ მეთოთხმეტე წელს, სწორედ ამ დღეს იყო იეჰოვას ხელი ჩემზე+ და სხვა ადგილზე წამიყვანა.+ 2 ღვთიურ ხილვებში მან ისრაელის მიწაზე მიმიყვანა და დამაყენა ძალიან მაღალ მთაზე;+ იქ, სამხრეთით, ქალაქისმაგვარი ნაგებობა იდგა.+
3 მან მიმიყვანა იქ და, აი, კაცი, რომლის შესახედაობაც სპილენძისას+ ჰგავდა, ხელში სელის თოკი და საზომი ლერწამი ეჭირა+ და კარიბჭესთან იდგა. 4 დამელაპარაკა ეს კაცი: „კაცის ძეო,+ შენი თვალით უყურე და შენი ყურით ისმინე, გულთან მიიტანე ყველაფერი, რასაც გიჩვენებ, რადგან იმიტომ ხარ აქ მოყვანილი, რომ ეს გიჩვენო. უთხარი ისრაელის სახლს ყველაფერი, რასაც ხედავ“.+
5 აი, კედელი იყო ტაძრის გარშემო. კაცს ხელში ექვსწყრთიანი საზომი ლერწამი ეჭირა (ერთი წყრთა იყო წყრთა და ხელის დადება). მან დაიწყო ნაგებობის სიგანის გაზომვა; სიგანე ერთი ლერწამი იყო, სიმაღლეც — ერთი ლერწამი.
6 მივიდა კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა,+ და ავიდა მის კიბეზე. დაიწყო კარიბჭის ზღურბლის გაზომვა;+ მისი სიგანე ერთი ლერწამი იყო, მეორე ზღურბლის სიგანეც — ერთი ლერწამი. 7 სადარაჯო ოთახის სიგრძე ერთი ლერწამი იყო, სიგანეც — ერთი ლერწამი; სადარაჯო ოთახებს+ შორის მანძილი ხუთი წყრთა იყო; კარიბჭის ზღურბლი კარიბჭის წინკართან შიგნითა მხრიდან ერთი ლერწამი იყო.
8 გაზომა კარიბჭის წინკარი შიგნით და ერთი ლერწამი აღმოჩნდა.+ 9 გაზომა კარიბჭის წინკარი, რაც რვა წყრთა აღმოჩნდა, და მისი გვერდითი სვეტები — ორ-ორი წყრთა. კარიბჭის წინკარი შიგნით იყო.
10 აღმოსავლეთ კარიბჭეს ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც სამი სადარაჯო ოთახი ჰქონდა. სამივე ერთი ზომისა იყო და ერთი ზომის გვერდითი სვეტები ჰქონდა, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს.
11 მერე კარიბჭის შესასვლელის სიგანე გაზომა, რაც ათი წყრთა აღმოჩნდა, კარიბჭის სიგრძე კი — ცამეტი წყრთა.
12 სადარაჯო ოთახების წინ შემოღობილი ადგილი ერთი წყრთა იყო, ეს შემოღობილი ადგილი ორივე მხარეს ერთი წყრთა იყო. ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც სადარაჯო ოთახი ექვსი წყრთა იყო.
13 გაზომა კარიბჭე ერთი სადარაჯო ოთახის ჭერიდან მეორე სადარაჯო ოთახის ჭერამდე და მისი სიგანე ოცდახუთი წყრთა აღმოჩნდა.+ შესასვლელები ერთმანეთის პირდაპირ იყო. 14 მან გამოთვალა, რომ სამოცი წყრთა იყო გვერდითი სვეტები და ის გვერდითი სვეტები, რომლებიც ირგვლივ ეზოს კარიბჭეებში იყო. 15 კარიბჭის შესასვლელის წინა მხრიდან კარიბჭის წინკარამდე ორმოცდაათი წყრთა იყო.
16 სადარაჯო ოთახებსა და კარიბჭის შიგნითა მხარეს მდებარე მათ გვერდით სვეტებს ყოველ მხარეს ჰქონდა სარკმლები, რომელთა ჩარჩოებიც ვიწროვდებოდა,+ ასეთივე ჰქონდა ყველა წინკარს. შიგნით ირგვლივ სარკმლები იყო; გვერდით სვეტებზე პალმის ხეები იყო გამოსახული.+
17 მან შემიყვანა გარეთა ეზოში და, აი, სასადილო ოთახები;+ ირგვლივ მთელი ეზო მოკირწყლული იყო. ქვაფენილზე ოცდაათი სასადილო ოთახი იდგა.+ 18 ქვაფენილი, ქვედა ქვაფენილი, კარიბჭეების გვერდით ზუსტად კარიბჭის სიგრძისა იყო.
19 მან გაზომა სიგანე ქვედა კარიბჭის წინა მხრიდან შიდა ეზოს წინა მხარემდე. გარეთ, აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით მანძილი ას-ასი წყრთა იყო.
20 გარეთა ეზოს ჰქონდა კარიბჭე, რომელიც ჩრდილოეთს გაჰყურებდა, და მან გაზომა მისი სიგრძე-სიგანე. 21 ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც სამი სადარაჯო ოთახი ჰქონდა. გვერდითი სვეტებისა და წინკარის ზომა იგივე იყო, რაც პირველი კარიბჭისა. ის სიგრძით ორმოცდაათი წყრთა იყო, სიგანით კი — ოცდახუთი წყრთა. 22 სარკმლები, წინკარი და პალმის ხის გამოსახულებები+ იგივე ზომისა იყო, რაც იმ კარიბჭისა, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა. იქ ასასვლელად შვიდი საფეხური იყო; მათ წინ წინკარი იყო.
23 შიდა ეზოს ერთი კარიბჭე ჩრდილოეთი კარიბჭის პირისპირ იყო და ერთიც — აღმოსავლეთი კარიბჭის პირისპირ. მან გაზომა მანძილი კარიბჭიდან კარიბჭემდე და ასი წყრთა აღმოჩნდა.
24 წამიყვანა სამხრეთისკენ და, აი, იქ იყო სამხრეთი კარიბჭე;+ მან გაზომა მისი გვერდითი სვეტები და წინკარი, რაც იმავე ზომისა იყო. 25 კარიბჭესა და მის წინკარს გარშემო სხვა სარკმლების მსგავსი სარკმლები ჰქონდა. მისი სიგრძე ორმოცდაათი წყრთა იყო და სიგანე — ოცდახუთი წყრთა. 26 შვიდი საფეხური იყო იქ ასასვლელად+ და მათ წინ — წინკარი. მასზე პალმის ხეები იყო გამოსახული, თითო გვერდით სვეტზე თითო.
27 შიდა ეზოს ჰქონდა კარიბჭე, რომელიც სამხრეთს გაჰყურებდა. მან გაზომა მანძილი კარიბჭიდან სამხრეთ კარიბჭემდე და ასი წყრთა აღმოჩნდა. 28 მან სამხრეთი კარიბჭის გავლით შემიყვანა შიდა ეზოში. გაზომა სამხრეთი კარიბჭე და იმავე ზომისა აღმოჩნდა; 29 მისი სადარაჯო ოთახები, გვერდითი სვეტებიცა და წინკარიც იმავე ზომისა იყო. მას და მის წინკარს გარშემო სარკმლები ჰქონდა. მისი სიგრძე ორმოცდაათი წყრთა იყო და სიგანე — ოცდახუთი წყრთა.+ 30 გარშემო წინკარები იყო; მისი სიგრძე ოცდახუთი წყრთა იყო, სიგანე — ხუთი წყრთა. 31 მისი წინკარი გარეთა ეზოს გაჰყურებდა; გვერდით სვეტებზე პალმის ხეები იყო გამოსახული+ და მას რვასაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა.+
32 შემიყვანა შიდა ეზოში აღმოსავლეთის მხრიდან; გაზომა კარიბჭე და იმავე ზომისა აღმოჩნდა; 33 მისი სადარაჯო ოთახები, გვერდითი სვეტებიცა და წინკარიც — იმავე ზომისა. მას და მის წინკარს გარშემო სარკმლები ჰქონდათ. მისი სიგრძე ორმოცდაათი წყრთა იყო და სიგანე — ოცდახუთი წყრთა. 34 მისი წინკარი გარეთა ეზოს გაჰყურებდა. მის გვერდით სვეტებზე ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც პალმის ხეები იყო გამოსახული. მას რვასაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა.
35 მიმიყვანა ჩრდილოეთ კარიბჭესთან+ და გაზომა ის და იმავე ზომისა იყო+ 36 მისი სადარაჯო ოთახები, გვერდითი სვეტებიცა და წინკარიც. გარშემო სარკმლები ჰქონდა. მისი სიგრძე ორმოცდაათი წყრთა იყო, სიგანე კი — ოცდახუთი წყრთა. 37 მისი გვერდითი სვეტები გარეთა ეზოს გაჰყურებდა. მის გვერდით სვეტებზე ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც პალმის ხეები იყო გამოსახული.+ მას რვასაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა.
38 სასადილო ოთახი თავის შესასვლელიანად კარიბჭის გვერდით სვეტებთან იყო. იქ რეცხავდნენ მთლიანად დასაწვავ შესაწირავს.+
39 კარიბჭის წინკარში ორი მაგიდა იდგა ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც მთლიანად დასაწვავი შესაწირავის,+ ცოდვის შესაწირავისა+ და დანაშაულის შესაწირავის+ დასაკლავად. 40 გარეთა მხარეს ჩრდილოეთ კარიბჭის შესასვლელში ასასვლელთან ორი მაგიდა იდგა. კარიბჭის წინკარის მეორე მხარესაც ორი მაგიდა იდგა. 41 ოთხი მაგიდა იდგა აქეთ და ოთხიც — იქით, კარიბჭის გვერდებზე; სულ რვა მაგიდა, რომლებზეც მსხვერპლი იკვლებოდა. 42 მთლიანად დასაწვავი მსხვერპლისთვის განკუთვნილი ოთხი მაგიდა თლილი ქვისა იყო; სიგრძით — წყრთა-ნახევარი, სიგანით — წყრთა-ნახევარი, სიმაღლით — ერთი წყრთა. მათზე მთლიანად დასაწვავი შესაწირავისა და მსხვერპლის დასაკლავ იარაღებსაც აწყობდნენ. 43 ნივთების დასადები თაროების ზომა ერთი ხელის დადება იყო, ისინი შიგნით ირგვლივ იყო მიმაგრებული; მაგიდებზე საძღვნო შესაწირავის ხორცსაც დებდნენ.+
44 შიდა კარიბჭის გარეთ, შიდა ეზოში, ჩრდილოეთი კარიბჭის მხარეს, მგალობელთა სასადილო ოთახები+ იყო. ისინი სამხრეთს გაჰყურებდა, ერთიც აღმოსავლეთი კარიბჭის გვერდით იყო და ჩრდილოეთს გაჰყურებდა.
45 მითხრა მან: „ეს სასადილო ოთახი, სამხრეთს რომ გაჰყურებს, იმ მღვდლებისთვისაა, რომლებსაც ტაძარზე ზრუნვა ევალებათ;+ 46 ის სასადილო ოთახი, ჩრდილოეთს რომ გაჰყურებს, იმ მღვდლებისთვისაა, რომლებსაც სამსხვერპლოზე ზრუნვა ევალებათ.+ ისინი ცადოკის+ ძეები არიან, ლევის ძეთაგან, რომლებიც უახლოვდებიან იეჰოვას, რომ ემსახურონ მას“.+
47 მან გაზომა შიდა ეზო; მისი სიგრძეც ასი წყრთა იყო და სიგანეც — ასი წყრთა, კვადრატული იყო. ტაძრის წინ სამსხვერპლო იდგა.
48 მიმიყვანა ტაძრის წინკართან და გაზომა წინკარის+ გვერდითი სვეტი: ხუთი წყრთა იყო ერთ მხარეს და ხუთიც — მეორე მხარეს. კარიბჭის სიგანე სამი წყრთა იყო ერთ მხარეს და სამიც — მეორე მხარეს.
49 წინკარის სიგრძე ოცი წყრთა იყო, სიგანე კი — თერთმეტი წყრთა. საფეხურებით ადიოდნენ იქ. გვერდით ბოძებთან სვეტები იდგა, ერთი ერთ მხარეს და მეორე — მეორე მხარეს.+
41 მან მიმიყვანა ტაძარში და გაზომა გვერდითი სვეტები, მათი სიგანე ერთ მხარესაც ექვსი წყრთა იყო და მეორე მხარესაც — ექვსი წყრთა; ეს იყო გვერდითი სვეტის სიგანე. 2 შესასვლელის სიგანე ათი წყრთა იყო, შესასვლელის ერთი გვერდიც ხუთი წყრთა იყო და მეორე გვერდიც ხუთი წყრთა. მან გაზომა მისი სიგრძე და ორმოცი წყრთა აღმოჩნდა, სიგანე — ოცი წყრთა.
3 ის შიგნით შევიდა და გაზომა შესასვლელის გვერდითი სვეტი. ის ორი წყრთა აღმოჩნდა, შესასვლელი — ექვსი წყრთა, შესასვლელის სიგანე — შვიდი წყრთა. 4 მან გაზომა სიგრძე და ოცი წყრთა აღმოჩნდა, სიგანეც ოცი წყრთა,+ ტაძრის* წინ, და მითხრა: „ესაა წმინდათაწმინდა“.+
5 მან გაზომა სახლის კედელი და ექვსი წყრთა აღმოჩნდა. თითოეული გვერდითი ოთახის სიგანე ოთხი წყრთა იყო; ისინი მთელი სახლის გარშემო იყო განლაგებული.+ 6 გვერდითი ოთახები სამ სართულზე იყო განლაგებული ერთიმეორის ზემოთ, ოცდაათ-ოცდაათი. ისინი ანუ გვერდითი ოთახები სახლის კედელში იყო შეჭრილი მთელ გაყოლებაზე ირგვლივ, რათა საყრდენი ჰქონოდა მათ, თუმცა სახლის კედლის ნაწილი არ ყოფილა.+ 7 სახლის ირგვლივ მდებარე გვერდითი ოთახები თანდათან ფართოვდებოდა, ხვეული კიბე სახლის სხვადასხვა მხარეს ადიოდა.+ ამიტომ ფართოვდებოდა სახლი ზემოთკენ. ქვედა სართულიდან ზედა სართულზე+ შუა სართულით ადიოდნენ.
8 დავინახე, რომ სახლს გარშემო შემაღლებული შვერილი ჰქონდა. გვერდითი ოთახების საძირკვლიდან შეერთების ადგილამდე ერთი სრული ექვსწყრთიანი ლერწამი იყო.+ 9 გვერდითი ოთახის გარეთა კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო. სახლის გვერდითი ოთახების გარეთ ღია ადგილი იყო დატოვებული.
10 აქეთ-იქით სახლსა და სასადილო ოთახებს+ შორის მანძილი ოცი წყრთა იყო. 11 გვერდით ოთახში შესასვლელი ღია ადგილს გაჰყურებდა; ერთი შესასვლელი ჩრდილოეთს გაჰყურებდა და ერთიც — სამხრეთს. ღია ადგილის სიგანე ყველა მხარეს ხუთი წყრთა იყო.
12 შენობა, რომელიც განცალკევებული ადგილის წინ იდგა დასავლეთით, სიგანით სამოცდაათი წყრთა იყო. მთელი შენობის კედლის სისქე ხუთი წყრთა იყო, სიგრძე კი — ოთხმოცდაათი წყრთა.
13 მან გაზომა სახლი და მისი სიგრძე ასი წყრთა აღმოჩნდა; განცალკევებული ადგილიცა და შენობაც თავის კედლებიანად სიგრძით ასი წყრთა იყო. 14 სახლის წინა მხარისა და აღმოსავლეთით მდებარე განცალკევებული ადგილის სიგანე ასი წყრთა იყო.
15 მან გაზომა შენობის სიგრძე განცალკევებული ადგილის წინ, რომლის უკანაც ეს შენობა იდგა, გაზომა მისი დერეფნები ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც და ასი წყრთა აღმოჩნდა.
ასევე გაზომა ტაძარი, შიდა ოთახი+ და ყველა წინკარი, რომელიც ეზოს უყურებდა; 16 სამივეს ჰქონდა ზღურბლი, სარკმლები, რომელთა ჩარჩოებიც ვიწროვდებოდა,+ და ამასთანავე დერეფნები გარშემო. ზღურბლის წინ კედლები ხით იყო მოპირკეთებული ირგვლივ,+ იატაკიდან სარკმლებამდე; სარკმლები დაფარული იყო. 17 ყველაფერს, შესასვლელის თავიდან შიდა სახლამდე, გარეთა მხარეს და მთელ კედელს ირგვლივ, შიდა სახლსა და გარეთა მხარეს, თავისი ზომები ჰქონდა. 18 იქ ქერუბიმებისა+ და პალმის ხის გამოსახულებები+ იყო ამოკვეთილი; პალმის ხის გამოსახულება ქერუბიმსა და ქერუბიმს შორის იყო, ქერუბიმს ორი სახე ჰქონდა.+ 19 კაცის სახე ერთ მხარეს უყურებდა პალმის ხის გამოსახულებას და ფაფრიანი ლომის სახე მეორე მხარეს უყურებდა პალმის ხის გამოსახულებას,+ ესენი იყო ამოკვეთილი მთელ სახლში ირგვლივ. 20 ტაძრის კედელზე იატაკიდან შესასვლელის თავამდე ქერუბიმები და პალმის ხის გამოსახულებები იყო ამოკვეთილი.
21 ტაძრის წირთხლი კვადრატული იყო,+ წმინდა ადგილის წინა მხარე კი ასეთი იყო: 22 ხის სამსხვერპლო სიმაღლით სამი წყრთა იყო, სიგრძით — ორი წყრთა, მას კუთხის ბოძები+ ჰქონდა. სიგრძეზე ხის კედლები ჰქონდა. მან მითხრა: „ეს ის მაგიდაა, რომელიც იეჰოვას წინაშეა“.+
23 ტაძარსა და წმინდა ადგილს ორ-ორი კარი+ ჰქონდა, 24 თითო კარს ორი მოძრავი ფრთა ჰქონდა, ერთ კარსაც ორი ფრთა ჰქონდა და მეორე კარსაც. 25 ტაძრის კარებზე ისეთივე ქერუბიმები და პალმის ხეები იყო გამოსახული,+ როგორიც კედლებზე; გარეთ, წინკარის თავზე, ხისგან გაკეთებული შვერილი იყო. 26 წინკარზე, სახლის გვერდით ოთახებზე და შვერილებთან ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც იყო სარკმლები, რომელთა ჩარჩოებიც ვიწროვდებოდა,+ და პალმის ხის გამოსახულებები.
42 მან გარეთა ეზოში ჩრდილოეთის+ გზით გამომიყვანა,+ შემიყვანა იმ შენობაში, სადაც სასადილო ოთახები+ იყო, ჩრდილოეთით, განცალკევებული+ ადგილისა და შენობის წინ. 2 შენობის კედლის სიგრძე ჩრდილოეთი შესასვლელიდან მოყოლებული ასი წყრთა იყო, სიგანე კი — ორმოცდაათი წყრთა. 3 შიდა ეზოს+ ოცწყრთიანი ადგილის წინ და გარეთა ეზოს ქვაფენილის+ წინ ერთმანეთის პირისპირ განლაგებული სამსართულიანი დერეფნები+ იყო. 4 სასადილო ოთახების წინ იყო შიგნით შესასვლელი,+ სიგანით ათი წყრთა, და ერთწყრთიანი გზა; შესასვლელები მათ ჩრდილოეთიდან ჰქონდა. 5 ზედა სასადილო ოთახები შუა და ქვედა სასადილო ოთახებზე პატარა იყო, რადგან დერეფნები იკავებდა ადგილს შენობაში. 6 ისინი სამ სართულად+ იყო განლაგებული, იქ არ იყო ისეთი სვეტები, როგორიც ეზოებში, და ამიტომ, ზედა სართულის იატაკს უფრო ნაკლები ადგილი ჰქონდა დათმობილი, ვიდრე ქვედა და შუა სართულების იატაკს.
7 გარეთა ქვის კედელი გარეთა ეზოს მხარეს მდებარე სასადილო ოთახებთან და სხვა სასადილო ოთახების წინ იყო, მისი სიგრძე ორმოცდაათი წყრთა იყო. 8 გარეთა ეზოს მხარეს მდებარე სასადილო ოთახების სიგრძე ორმოცდაათი წყრთა იყო, ტაძრის წინ მათი სიგრძე — ასი წყრთა. 9 სასადილო ოთახების ქვემოთ აღმოსავლეთიდან იყო შესასვლელი. მისი გავლით შედიოდნენ გარეთა ეზოდან სასადილო ოთახებში.
10 ეზოს მხარეს, აღმოსავლეთის ქვის კედლის სიგანეზე, განცალკევებული ადგილისა+ და შენობის წინ, სასადილო ოთახები იყო განლაგებული.+ 11 მათ წინ იყო ისეთივე გზა, როგორიც ჩრდილოეთის სასადილო ოთახების წინ;+ იგივე იყო მათი სიგრძეცა და სიგანეც; ერთნაირი იყო მათი გასასვლელები, მათი განლაგება და შესასვლელები. 12 სამხრეთის სასადილო ოთახების შესასვლელების მსგავსი შესასვლელი იყო გზის თავში; ეს გზა აღმოსავლეთის ქვის კედლის მოპირდაპირე კედლის წინ იყო მათში შესასვლელად.+
13 მითხრა მან: „განცალკევებული ადგილის წინ მდებარე ჩრდილოეთის სასადილო ოთახები+ და სამხრეთის სასადილო ოთახები წმინდა სასადილო ოთახებია, სადაც მღვდლები, რომლებიც იეჰოვას უახლოვდებიან,+ უწმინდეს შესაწირავს ჭამენ.+ იქ დებენ უწმინდეს შესაწირავს, მარცვლეულ შესაწირავს, ცოდვის შესაწირავსა და დანაშაულის შესაწირავს, რადგან წმინდაა ეს ადგილი.+ 14 წმინდა ადგილზე შესული მღვდლები არ გავლენ გარეთა ეზოში, ვიდრე იქ არ დააწყობენ თავიანთ ტანსაცმელს, რომელიც მსახურების დროს აცვიათ,+ რადგან წმინდაა ის. სხვა ტანსაცმელს+ ჩაიცვამენ და ამის შემდეგ მიუახლოვდებიან იმ ადგილს, სადაც ხალხია“.
15 მან დაასრულა შიდა სახლის გაზომვა და გამიყვანა იმ კარიბჭის გავლით, რომლის წინა მხარეც აღმოსავლეთს გაჰყურებდა,+ და ყოველი მხრიდან გაზომა ის ადგილი.
16 მან საზომი ლერწმით გაზომა აღმოსავლეთი მხარე; მთლიანად ხუთასი ლერწამი გამოვიდა+ საზომი ლერწმით.
17 გაზომა ჩრდილოეთი მხარე — მთლიანად ხუთასი ლერწამი საზომი ლერწმით.
18 გაზომა სამხრეთი მხარე — ხუთასი ლერწამი საზომი ლერწმით.
19 ის წავიდა დასავლეთ მხარეს და ხუთასი ლერწამი გადაზომა საზომი ლერწმით.
20 ოთხივე მხრიდან გაზომა ის. ამ ადგილს გარშემო კედელი ჰქონდა+ შემოვლებული, რომლის სიგრძეცა და სიგანეც ხუთასი ლერწამი+ იყო, და რომელიც წმინდას უწმინდურისგან ყოფდა.+
43 შემდეგ მან მიმიყვანა კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა.+ 2 და, აი, ისრაელის ღვთის დიდება+ მოდიოდა აღმოსავლეთიდან+ და მისი ხმა დიდი წყლების ხმას ჰგავდა;+ მიწა განათდა მისი დიდებით.+ 3 ეს იმ ხილვას ჰგავდა, რომელიც ქალაქის გასანადგურებლად+ მისულმა ვიხილე;+ ეს ხილვა იმ ხილვას ჰგავდა, მდინარე ქებართან+ რომ ვიხილე; და პირქვე დავემხვე.
4 იეჰოვას დიდება+ შევიდა ტაძარში იმ კარიბჭის გავლით, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა.+ 5 სულმა ამწია+ და შიდა ეზოში შემიყვანა და, აი, ტაძარი იეჰოვას დიდებით ავსებულიყო.+ 6 გავიგონე, რომ ვიღაც მელაპარაკებოდა ტაძრიდან,+ ის კაცი გვერდით მედგა.+ 7 მითხრა ღმერთმა:
„კაცის ძეო, ეს არის ადგილი ჩემი ტახტისთვის+ და ადგილი ჩემი ტერფისთვის,+ სადაც მარადიულად დავმკვიდრდები ისრაელის ძეთა შორის;+ მეტად აღარ შებღალავს ჩემს წმინდა სახელს ისრაელის სახლი,+ აღარც ისინი და აღარც მათი მეფეები+ თავიანთი გარყვნილებითა და თავიანთი მეფეების გვამებით*,+ 8 მათი ზღურბლის ჩემს ზღურბლთან და მათი წირთხლის ჩემს წირთხლთან დადებით ისე, რომ მე და მათ შორის მხოლოდ კედელი დარჩეს.+ შებღალეს ჩემი წმინდა სახელი ჩადენილი სისაძაგლეებით+ და ამიტომაც შევმუსრე ისინი ჩემი რისხვით.+ 9 ახლა მომაშორონ თავიანთი გარყვნილება+ და თავიანთი მეფეების გვამები,+ და მეც მარადიულად დავმკვიდრდები მათ შორის.+
10 შენ კი, კაცის ძეო, აუწყე ისრაელის სახლს ამ ტაძარზე,+ რათა დამცირებულად იგრძნონ თავი თავიანთი დანაშაულის+ გამო და გაზომონ ეს ნიმუში. 11 თუ ისინი მართლაც დამცირებულად იგრძნობენ თავს იმის გამო, რაც ჩადენილი აქვთ, ამ ტაძრის+ გეგმა, მისი აგებულება, მისი შესასვლელ-გამოსასვლელები, მთელი მისი გეგმა და ყველა წვრილმანი გააგებინე მათ და მათ თვალწინ დაწერე მთელი მისი გეგმა კანონებთან ერთად, რათა შეისწავლონ მთელი მისი გეგმა და ყველა მისი წვრილმანი და მიჰყვნენ მას.+ 12 ეს არის ტაძრის კანონი: უწმინდესია მთის წვერზე მთელი მისი ადგილი ირგვლივ.+ აი ეს არის ტაძრის კანონი.
13 აი სამსხვერპლოს ზომები წყრთებში+ (ერთი წყრთა იყო წყრთა და ხელის დადება):+ მისი ძირი ერთი წყრთაა, მისი სიგანეც — ერთი წყრთა. ირგვლივ შემოსაზღვრულია შვერილის ერთმტკაველიანი ამაღლებული კიდით. ეს არის სამსხვერპლოს ძირი. 14 ძირიდან გარშემოვლებულ ქვედა შვერილამდე ორი წყრთაა, სიგანე — ერთი წყრთა; გარშემოვლებული პატარა შვერილიდან გარშემოვლებულ დიდ შვერილამდე ოთხი წყრთაა, მისი სიგანე — ერთი წყრთა. 15 სამსხვერპლოს საცეცხლური ოთხი წყრთაა; სამსხვერპლოს საცეცხლურიდან ოთხი რქაა ამოშვერილი.+ 16 სამსხვერპლოს საცეცხლურის სიგრძე თორმეტი წყრთაა, სიგანეც — თორმეტი წყრთა,+ კვადრატულია, ოთხივე გვერდი ერთი ზომისა აქვს.+ 17 გარშემოვლებული შვერილის სიგრძე თოთხმეტი წყრთაა, სიგანეც — თოთხმეტი წყრთა, ოთხივე მხარეს; მას ნახევარწყრთიანი კიდე აქვს გარშემო, მისი ძირი ერთი წყრთაა ირგვლივ.
მას საფეხურები აღმოსავლეთით აქვს“.
18 მან მითხრა: «კაცის ძეო, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ეს არის სამსხვერპლოს წესები მისი დადგმის დროისთვის, მასზე მთლიანად დასაწვავი შესაწირავის+ მისატანად და სისხლის მოსასხურებლად“.+
19 „ცადოკის+ შთამომავალ ლევიან მღვდლებს,+ რომლებიც მსახურებისთვის მიახლოვდებიან,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — მიეცი მოზვერი, საქონლის ნაშიერი, ცოდვის შესაწირავად;+ 20 აიღე მისი სისხლი, წაუსვი ოთხივე რქას, გარშემოვლებული შვერილის ოთხივე კუთხესა და მის კიდეს ირგვლივ; განწმინდე ის ცოდვისგან+ და შეასრულე მისთვის გამოსყიდვის წესი;+ 21 აიღე მოზვერი, ცოდვის შესაწირავი, და დაწვი ის ტაძარში დანიშნულ ადგილზე, საწმინდრის გარეთ;+ 22 მეორე დღეს მიიყვანე საღი ვაცი ცოდვის შესაწირავად; განწმინდონ მათ სამსხვერპლო ცოდვისგან ისევე, როგორც მოზვრით განწმინდეს“.
23 „როცა ცოდვისგან განწმენდას დაასრულებ, მიიყვანე საღი მოზვერი, საქონლის ნაშიერი, და საღი ვერძი ფარიდან; 24 მიიტანე იეჰოვას წინაშე, მღვდლებმა მარილი მოაყარონ და შესწირონ+ იეჰოვას, როგორც მთლიანად დასაწვავი შესაწირავი. 25 შვიდ დღეს შესწირავ ვაცს ცოდვის შესაწირავად, თითოს დღეში,+ ისინი კი შესწირავენ უნაკლო მოზვერს, საქონლის ნაშიერს, და უნაკლო ვერძს ფარიდან. 26 შვიდ დღეს შეასრულებენ გამოსყიდვის+ წესს სამსხვერპლოსთვის, განწმენდენ მას და აამოქმედებენ. 27 გაასრულებენ დღეებს და მერვე დღიდან+ შესწირავენ მღვდლები თქვენს მთლიანად დასაწვავ შესაწირავსა და თქვენს მშვიდობის მსხვერპლს*, და მე მოგიწონებთ თქვენ“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
44 მან დამაბრუნა საწმინდრის იმ გარე კარიბჭესთან მიმავალი გზით, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა.+ ის დაკეტილი იყო.+ 2 ამის შემდეგ მითხრა იეჰოვამ: „ეს კარიბჭე დაკეტილი იქნება, არ გაიღება და მისი გავლით კაციშვილი ვერ შემოვა შიგნით, რადგან მისი გავლით იეჰოვა, ისრაელის ღმერთი+ შემოვიდა შიგნით, დაკეტილი უნდა იყოს ის; 3 თუმცა თავკაცი+ დაჯდება იქ, რათა ჭამოს პური იეჰოვას წინაშე.+ კარიბჭის წინკარის გავლით შემოვა და იმავე გზით გავა“.+
4 მან ჩრდილოეთი კარიბჭის გავლით მიმიყვანა ტაძრის წინ, რომ რაღაც დამენახა, და, აი, იეჰოვას დიდებით ავსებულიყო იეჰოვას სახლი;+ პირქვე დავემხვე.+ 5 მითხრა იეჰოვამ: «კაცის ძეო, დააკვირდი*,+ შენი თვალით უყურე ყველაფერს და შენი ყურით ისმინე ყველაფერი, რასაც გეუბნები იეჰოვას სახლის ყველა წესსა და კანონზე; დააკვირდი სახლის შესასვლელს და საწმინდრის ყველა გასასვლელს. 6 უთხარი ურჩს,+ ისრაელის სახლს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „გეყოთ თქვენი სისაძაგლეები, ისრაელის სახლო,+ 7 რომ მოგყავთ გულითა და ხორცით წინადაუცვეთელი+ უცხოელები, რათა შეხვიდეთ ჩემს საწმინდარში და შებღალოთ ის, ჩემი სახლი, რომ მოგაქვთ ჩემი პური+ — ქონი+ და სისხლი,+ მაშინ, როცა ირღვევა ჩემი შეთანხმება თქვენი სისაძაგლეების გამო.+ 8 არც თქვენ ასრულებთ თქვენს ვალდებულებას, რომ იზრუნოთ ჩემს სიწმინდეებზე,+ და არც სხვებს ავალებთ, რომ თქვენ ნაცვლად მათ შეასრულონ ეს ვალდებულება ჩემს საწმინდარში“.+
9 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „არც ერთი უცხოელი, გულითა და ხორცით წინადაუცვეთელი, არ უნდა შემოვიდეს ჩემს საწმინდარში, არც ერთი უცხოელი, რომელიც ისრაელის ძეებს შორის ცხოვრობს“.+
10 „იმ ლევიანებმაც, რომლებიც გამშორდნენ,+ როცა დამცილდა ისრაელი და გზააბნეული გაჰყვა თავის ნეხვიან კერპებს, უნდა იტვირთონ თავიანთი დანაშაული.+ 11 ამის შემდეგ ჩემს საწმინდარში ტაძრის კარიბჭეების ზედამხედველებად და ტაძრის მსახურებად იმსახურებენ;+ ისინი დაკლავენ მთლიანად დასაწვავ შესაწირავს და მსხვერპლს ხალხისთვის;+ ისინი იდგებიან მათ წინაშე, რომ ემსახურონ მათ.+ 12 რაკი ემსახურებოდნენ ისინი მათ მათი ნეხვიანი კერპების+ წინაშე და დანაშაულის მიზეზად და დაბრკოლების ლოდად+ ექცნენ ისრაელის სახლს, მეც ვიწვდი ხელს მათ წინააღმდეგ,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — იტვირთებენ ისინი თავიანთ დანაშაულს. 13 ვერ მომიახლოვდებიან, რომ მღვდლებად მემსახურონ, ვერც იმისთვის, რომ ჩემს წმინდა ნივთებს+ მიეკარონ, უწმინდეს ნივთებს; იტვირთებენ ისინი თავიანთ დამცირებასა და სისაძაგლეებს, რაც ჩაუდენიათ.+ 14 ამის შემდეგ დავავალებ მათ ტაძარზე ზრუნვას — მთელი მსახურების შესრულებას და ყველაფერს, რაც იქ უნდა გაკეთდეს“.+
15 „ის ლევიანი მღვდლები,+ ცადოკის+ ძეები, რომლებიც მაშინ ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებას და ზრუნავდნენ ჩემს საწმინდარზე, როცა დამცილდნენ ისრაელის ძეები,+ მომიახლოვდებიან, რომ მემსახურონ, და იდგებიან ჩემ წინაშე,+ რათა მომიტანონ ქონი+ და სისხლი,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 16 ისინი შევლენ ჩემს საწმინდარში+ და მიუახლოვდებიან ჩემს მაგიდას, რომ მემსახურონ,+ და შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებას ჩემ წინაშე.+
17 შიდა ეზოს კარიბჭეებში შესვლისას სელის ტანსაცმელი ეცვათ, შალით არ შეიმოსონ არც შიდა ეზოს კარიბჭეებში და არც შიგნით მსახურებისას.+ 18 სელის თავსაბურავი ეხუროთ+ და სელის საცვალი ჰქონდეთ მოხვეული თეძოებზე.+ ისეთი არაფერი შემოირტყან, რაც გააოფლიანებთ. 19 ვიდრე გარეთა ეზოში გავლენ ხალხთან, გაიხადონ თავიანთი ტანსაცმელი, რომლითაც მსახურობდნენ,+ დააწყონ ის წმინდა სასადილო ოთახებში+ და სხვა ტანსაცმელი ჩაიცვან, რათა თავიანთი ტანსაცმლით არ განწმინდონ ხალხი.+ 20 თავი არ გადაიპარსონ,+ მაგრამ არც თმა გაიზარდონ; თმა შეკრეჭილი უნდა ჰქონდეთ.+ 21 შიდა ეზოში შესვლისას არც ერთმა მღვდელმა არ დალიოს ღვინო.+ 22 ქვრივი ან ქმარს გაყრილი არ მოიყვანონ ცოლად,+ მხოლოდ ქალწული შეირთონ ისრაელის სახლის შთამომავალთაგან+ ან მღვდლის ქვრივი“.
23 „ასწავლონ ჩემს ხალხს წმინდისა და შებღალულის ერთმანეთისგან გარჩევა და გააგებინონ, რა განსხვავებაა უწმინდურსა და სუფთას შორის.+ 24 განსაჯონ სასამართლო საქმე,+ ჩემი სამართლით განსაჯონ ის.+ დაიცვან ჩემი დღესასწაულებისთვის მიცემული ჩემი წესები და კანონები+ და წმინდა ჰყონ ჩემი შაბათები.+ 25 მკვდართან არ მივიდეს, თავი რომ არ გაიუწმინდუროს, თუმცა დედ-მამისთვის, ვაჟისთვის, ასულისთვის, ძმისთვის ან დისთვის, რომელსაც ქმარი არ ჰყოლია, შეიძლება გაუწმინდურდეს.+ 26 განწმენდის შემდეგ შვიდ დღეს გადაუთვლიან მას.+ 27 იმ დღეს, როცა ის წმინდა ადგილზე, შიდა ეზოში შევა წმინდა ადგილზე სამსახურებლად, მიიტანოს თავისი ცოდვის შესაწირავი“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
28 „ეს მათი მემკვიდრეობა იქნება — მე ვარ მათი მემკვიდრეობა.+ არაფერი მისცეთ მათ საკუთრებად ისრაელში — მე ვარ მათი საკუთრება. 29 ისინი შეჭამენ მარცვლეულ შესაწირავს, ცოდვის შესაწირავსა და დანაშაულის შესაწირავს;+ მათი იქნება ყველაფერი, რაც მიძღვნილია ისრაელში.+ 30 მღვდლების იქნება ყოველი პირველმოწეული ნაყოფის პირველი ნაწილი და ყველა შესაწირავი მთელი თქვენი შესაწირავიდან;+ თქვენი პირველდაფქული ღერღილი მღვდელს მიეცით,+ რათა კურთხევა გადმოვიდეს შენს სახლზე.+ 31 მღვდლებმა არ უნდა ჭამონ ლეში, არც დაგლეჯილი ფრინველი და არც დაგლეჯილი მხეცი“».+
45 „როცა მემკვიდრეობად დაინაწილებთ მიწას,+ შესაწირავი მიეცით იეჰოვას+ — წმინდა წილი მიწიდან,+ სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა და სიგანით ათი ათასი წყრთა.+ წმინდა წილი იქნება ის მთელ მის საზღვრებში. 2 აქედან წმინდა ადგილისთვის იქნება კვადრატული ნაკვეთი — ხუთასი ხუთასზე,+ ყოველი მხრიდან საძოვარი ექნება ორმოცდაათ წყრთაზე.+ 3 გაზომილიდან გადაზომე ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძისა და ათი ათასი წყრთა სიგანის ნაკვეთი და იქ იქნება საწმინდარი, უწმინდესი.+ 4 ამ მიწიდან ეს იქნება წმინდა წილი მღვდლებისთვის,+ საწმინდრის მსახურებისთვის, რომლებიც უახლოვდებიან იეჰოვას, რომ ემსახურონ მას.+ ეს იქნება ადგილი მათი სახლებისთვის და წმინდა ადგილი — საწმინდრისთვის.
5 ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძისა და ათი ათასი წყრთა სიგანის+ ნაკვეთი ლევიანებისთვის, ტაძრის მსახურებისთვის იქნება. ოცი სასადილო ოთახი+ ექნებათ მათ საკუთრებად.
6 ქალაქის საკუთრებად გაიღებთ ხუთი ათასი წყრთა სიგანისა და ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძის ნაკვეთს, წმინდა შესაწირავის სიგრძის ტოლს.+ ისრაელის მთელი სახლისა გახდება ის.
7 თავკაცს მიწა ექნება წმინდა შესაწირავისა და ქალაქის საკუთრების ორივე მხარეს, წმინდა შესაწირავისა+ და ქალაქის საკუთრების გვერდით, როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით. მისი სიგრძე ერთ-ერთი წილის სიგრძის ტოლი იქნება, დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთ საზღვრამდე.+ 8 ეს მიწა იქნება მისი საკუთრება ისრაელში. ჩემი თავკაცები ცუდად აღარ მოეპყრობიან ჩემს ხალხს,+ ისრაელის სახლს ტომების მიხედვით მისცემენ მიწას“.+
9 «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „გეყოთ, ისრაელის თავკაცებო!+
მოიშორეთ ძალადობა და ძარცვა,+ სამართალი და სიმართლე აღასრულეთ,+ აღარ ჩამოართვათ ჩემს ხალხს ქონება,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 10 ზუსტი სასწორი, ზუსტი ეფა და ბათის ზუსტი საწყაო გქონდეთ;+ 11 ეფა და ბათი ერთი დადგენილი საწყაოთი უნდა განისაზღვროს; ბათი ხომერის მეათედი უნდა იყოს და ეფაც — ხომერის მეათედი;+ დადგენილი საწყაო ხომერით უნდა განისაზღვროს. 12 შეკელი+ ოცი გერაა;+ ოცი შეკელი, ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი ერთი მანე უნდა იყოს თქვენთვის“.
13 „აი შესაწირავი, რომელიც უნდა გაიღოთ: ერთი ხომერი ხორბლიდან — ეფის მეექვსედი, ერთი ხომერი ქერიდანაც — ეფის მეექვსედი; 14 ზეთისთვის ბათის საწყაოა დადგენილი. ბათი კორის მეათედია; ათი ბათი ხომერია, რაკი ათი ბათია ხომერი. 15 ისრაელის სახლის ყოველი ორასი ცხვარ-ძროხიდან თითო ცხვარი უნდა შესწიროთ — ფარიდან თითო ცხვარი.+ ეს ყველაფერი უნდა გაიღოთ მარცვლეული შესაწირავისთვის,+ მთლიანად დასაწვავი შესაწირავისთვის+ და მშვიდობის მსხვერპლისთვის*,+ რათა შესრულდეს გამოსყიდვა მათთვის“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
16 „ამ მიწის მთელ ხალხს დაევალება ამ შესაწირავის+ მიტანა ისრაელის თავკაცისთვის.+ 17 თავკაცს+ კი დაევალება მთლიანად დასაწვავი შესაწირავის,+ მარცვლეული შესაწირავისა+ და დასაღვრელი შესაწირავის+ მიტანა დღესასწაულების,+ ახალმთვარობებისა+ და შაბათების დროს,+ ისრაელის სახლის ყველა დღესასწაულზე.+ ის მოიტანს ცოდვის შესაწირავს, მარცვლეულ შესაწირავს, მთლიანად დასაწვავ შესაწირავსა და მშვიდობის მსხვერპლს ისრაელის სახლისთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად“.
18 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „პირველი თვის პირველ დღეს აიყვანე საღი მოზვერი,+ საქონლის ნაშიერი, და ცოდვისგან განწმინდე საწმინდარი.+ 19 აიღოს მღდელმა ცოდვის შესაწირავის სისხლი და წაუსვას ტაძრის წირთხლს,+ სამსხვერპლოს გარშემოვლებული შვერილის ოთხივე კუთხეს+ და შიდა ეზოს კარიბჭის წირთხლს. 20 ასე მოიქეცი თვის მეშვიდე დღეს ნებისმიერისთვის, ვინც დააშავებს+ ან ვინც შემთხვევით შესცოდავს, და გამოსყიდვის წესი შეასრულეთ ტაძრისთვის.+
21 პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს პასექი გქონდეთ;+ შვიდდღიანი დღესასწაულის განმავლობაში უფუარი პური ჭამეთ.+ 22 იმ დღეს თავკაცმა უნდა მიიყვანოს მოზვერი ცოდვის შესაწირავად თავისთვის და ამ მიწის მთელი ხალხისთვის.+ 23 დღესასწაულის შვიდი დღის+ განმავლობაში მან შვიდი საღი მოზვერი და შვიდი საღი ვერძი უნდა მიიყვანოს იეჰოვასთვის მთლიანად დასაწვავ შესაწირავად, ყოველდღიურად შვიდი დღის განმავლობაში,+ და თითო დღეს თითო ვაცი მიიყვანოს ცოდვის შესაწირავად.+ 24 მიიტანოს ერთი ეფა მარცვლეული შესაწირავი მოზვრისთვის, ერთი ეფა ვერძისთვის და თითო ჰინი ზეთი ეფაზე.+
25 მეშვიდე თვეს, მეთხუთმეტე დღეს, დღესასწაულის დროს,+ მან იგივე უნდა მიიტანოს შვიდი დღის განმავლობაში,+ ისეთივე ცოდვის შესაწირავი, ისეთივე მთლიანად დასაწვავი შესაწირავი, ისეთივე მარცვლეული შესაწირავი და ზეთი“».
46 «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „შიდა ეზოს კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებს,+ დაკეტილი უნდა იყოს+ ექვს სამუშაო დღეს,+ შაბათს და ახალმთვარობისას კი უნდა გაიღოს.+ 2 თავკაცი გარედან შემოვა ამ კარიბჭის წინკარის გავლით+ და დადგება კარიბჭის წირთხლთან.+ მღვდლები შესწირავენ მის მოტანილ მთლიანად დასაწვავ შესაწირავსა და მშვიდობის მსხვერპლს*. ის დაემხობა კარიბჭის ზღურბლზე,+ მერე კი გარეთ გავა, მაგრამ კარიბჭე საღამომდე არ დაიკეტება; 3 ამ მიწის ხალხი კი შაბათობით და ახალმთვარობების დროს ამ კარიბჭის შესასვლელთან დაემხობა იეჰოვას წინაშე.+
4 შაბათ დღეს თავკაცმა იეჰოვასთვის უნდა მიიყვანოს ექვსი საღი მამალი თოხლი და საღი ვერძი მთლიანად დასაწვავ შესაწირავად;+ 5 მარცვლეულ შესაწირავად მიიტანოს ერთი ეფა ვერძზე,+ მამალ თოხლებზე — იმდენი, რამდენის მიცემასაც შეძლებს+ და ზეთი — ერთი ჰინი ეფაზე.+ 6 ახალმთვარობის+ დღეს მიიყვანოს საღი მოზვერი, საქონლის ნაშიერი, ექვსი მამალი თოხლი და ერთი ვერძი — ყოველი მათგანი საღი უნდა იყოს.+ 7 მოზვრისთვის მარცვლეულ შესაწირავად ერთი ეფა შესწიროს, ვერძისთვისაც — ერთი ეფა, მამალი თოხლებისთვის — იმდენი, რამდენსაც შესწვდება, და ზეთი — ერთი ჰინი ეფაზე.+
8 როცა თავკაცი+ შემოვა, კარიბჭის წინკარის გავლით უნდა შემოვიდეს და იმავე გზით უნდა გავიდეს.+ 9 როცა ამ მიწის ხალხი მოვა იეჰოვას წინაშე სადღესასწაულოდ,+ ვინც ჩრდილოეთი კარიბჭის+ გავლით შემოვა დასამხობად, სამხრეთი კარიბჭის+ გავლით გავიდეს; ვინც სამხრეთი კარიბჭის გავლით შემოვა, ჩრდილოეთი კარიბჭის გავლით გავიდეს. არავინ დაბრუნდეს იმ კარიბჭის გავლით, რომლითაც შემოვიდა, არამედ მოპირდაპირეთი გავიდეს. 10 მათ შორის მყოფი თავკაცი მათი შემოსვლისას შემოვიდეს და მათი გასვლისას გავიდეს.+ 11 დღესასწაულებზე+ მარცვლეულ შესაწირავად მიიტანოს ერთი ეფა მოზვერზე, ერთი ეფა ვერძზე და მამალ თოხლებზე იმდენი, რამდენის მიცემასაც შეძლებს, და ზეთი — ერთი ჰინი ეფაზე.+
12 თუ თავკაცი ნებაყოფლობით შესაწირავს მიიტანს მთლიანად დასაწვავ შესაწირავად+ ან მშვიდობის მსხვერპლს — იეჰოვასთვის ნებაყოფლობით შესაწირავად, გაუღონ კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებს,+ და შესწიროს მან თავისი მთლიანად დასაწვავი შესაწირავი და მშვიდობის მსხვერპლი, როგორც შაბათ დღეს სწირავს ხოლმე.+ გავა ის და დაკეტავენ კარიბჭეს მისი გასვლის შემდეგ.+
13 ყოველდღიურად მიიყვანე ერთი წლის საღი მამალი თოხლი იეჰოვასთვის მთლიანად დასაწვავ შესაწირავად;+ ყოველ დილით მიიყვანე ის. 14 ყოველ დილით მასთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად მიიტანე ეფის მეექვსედი და წმინდად დაფქულ ფქვილზე დასასხურებლად ჰინის მესამედი ზეთი.+ იეჰოვასთვის მარცვლეული შესაწირავის მიტანა მარადიული, მუდმივი წესია. 15 ყოველ დილით მიიყვანონ მამალი თოხლი, მიიტანონ მარცვლეული შესაწირავი და ზეთი მუდმივ, მთლიანად დასაწვავ შესაწირავად“.
16 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „თუ თავკაცი საჩუქარს მისცემს თავის ვაჟებს თავისი მემკვიდრეობიდან, ეს მისი ვაჟების საკუთრება გახდება, მემკვიდრეობით მიღებული საკუთრება. 17 თუ თავის ერთ-ერთ მსახურს მისცემს საჩუქარს თავისი მემკვიდრეობიდან, ეს მისი იქნება თავისუფლების წლამდე,+ შემდეგ კი თავკაცს დაუბრუნდება; მხოლოდ მის ვაჟებს დარჩება მისი მემკვიდრეობა სამუდამოდ. 18 თავკაცმა არ აიღოს ხალხის მემკვიდრეობა და არ გამოაძევოს ისინი თავიანთი საკუთრებიდან.+ თავისი საკუთრებიდან მისცეს თავის ვაჟებს მემკვიდრეობა, რათა არ გაიფანტოს ჩემი ხალხი, თითოეული თავისი საკუთრებიდან“».+
19 მან შემიყვანა შესასვლელით,+ რომელიც კარიბჭის გვერდით იყო, და მიმიყვანა მღვდლებისთვის განკუთვნილ ჩრდილოეთის წმინდა სასადილო ოთახებთან.+ დასავლეთით, უკანა მხარეს, ერთი ადგილი დავინახე. 20 მან მითხრა: „ამ ადგილზე მოხარშავენ მღვდლები დანაშაულის შესაწირავსა+ და ცოდვის შესაწირავს+ და გამოაცხობენ მარცვლეულ შესაწირავს,+ რათა არაფერი გაიტანონ გარეთა ეზოში და ხალხი არ განწმინდონ“.+
21 მან გამიყვანა გარეთა ეზოში, ჩამატარა ეზოს ოთხივე კუთხის ბოძთან და, აი, ერთი ეზო იყო ეზოს კუთხის ერთ ბოძთან და ერთიც — ეზოს კუთხის მეორე ბოძთან. 22 ეზოს ოთხივე კუთხის ბოძთან პატარა ეზოები იყო, სიგრძით ორმოცი წყრთა და სიგანით ოცდაათი წყრთა. ოთხივე ერთი ზომისა იყო თავისი კუთხის შენობებიანად. 23 ოთხივეს გარშემო ქვები ჰქონდა შემოწყობილი; ქვის წყების ძირში, ირგვლივ, სახარშავი ადგილები+ იყო მოწყობილი. 24 მან მითხრა: „ეს ის ადგილებია, სადაც მხარშავები არიან, სადაც ტაძრის მსახურები ხალხის მოტანილ მსხვერპლს ხარშავენ“.+
47 მან დამაბრუნა ტაძრის შესასვლელთან+ და, აი, წყალი+ გამოედინებოდა ტაძრის ზღურბლის ქვემოდან აღმოსავლეთისკენ,+ რადგან ტაძრის წინა მხარე აღმოსავლეთს გაჰყურებდა. წყალი გამოედინებოდა ქვემოდან, ტაძრის მარჯვენა მხარეს, სამსხვერპლოს სამხრეთით.
2 მან გამიყვანა ჩრდილოეთი კარიბჭის+ გავლით და მიმიყვანა გარე კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთს+ გაჰყურებს, და, აი, წყალი+ მოედინებოდა მარჯვენა მხარეს.
3 როცა ეს კაცი აღმოსავლეთისკენ წავიდა ლარით ხელში,+ გადაზომა ათასი წყრთა და წყალში გამატარა; წყალი კოჭებამდე იყო.
4 მან კვლავ გადაზომა ათასი წყრთა და წყალში გამატარა; წყალი მუხლამდე იყო.
კვლავაც გადაზომა ათასი წყრთა და კვლავ წყალში გამატარა; წყალი თეძომდე იყო.
5 მან კვლავ გადაზომა ათასი წყრთა. ეს უკვე მდინარე იყო, რომლის გადაკვეთაც ვერ შევძელი, რადგან წყალმა ისე იმატა, რომ შეიძლებოდა გაგეცურა; შეუძლებელი იყო მდინარის ფეხით გადაკვეთა.
6 მან მკითხა: „ხედავ ამას, კაცის ძეო?“
მან დამაბრუნა მდინარის ნაპირზე. 7 როცა დავბრუნდი, აი, ბევრი ხე იდგა მდინარის ორივე ნაპირზე.+ 8 მან მითხრა: „ეს წყალი აღმოსავლეთისკენ მიედინება და არაბას+ გავლით დაბლა ეშვება, ზღვისკენ მიედინება,+ ზღვას ერთვის+ და კურნავს მის წყალს. 9 ყველა მოფუთფუთე ცოცხალი სული+ გაცოცხლდება ყველგან, სადაც ეს გაორმაგებული მდინარე გაივლის. დიდად გამრავლდება თევზი, რადგან ეს წყალი გაივლის იქ; ზღვის წყალი განიკურნება+ და ყველაფერი ცოცხალი იქნება იქ, სადაც მდინარე გაივლის.
10 მეთევზეები იდგებიან მის ნაპირზე ენ-გედიდან+ ენ-ეგლაიმამდე. იქ იქნება ბადეების გასაშრობი ადგილი. დიდძალი თევზი ექნებათ მათ მათი გვარისდა მიხედვით, როგორც დიდ ზღვაშია*.+
11 მისი ჭაობები და ჭანჭრობები კი არ განიკურნება,+ მარილს მიეცემა.+
12 მდინარის ორივე ნაპირზე საჭმელად ვარგისი ნაყოფის მომცემი ყველანაირი ხე გაიზრდება.+ მათი ფოთოლი არ დაჭკნება,+ მათი ნაყოფი არ მოილევა.+ ყოველ თვეს ახალ ნაყოფს გამოიღებს, რადგან მათთვის წყალი საწმინდრიდან მოედინება.+ მათი ნაყოფი საჭმელად იქნება და მათი ფოთოლი — განსაკურნავად“.+
13 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ეს არის მიწა, რომელსაც მემკვიდრეობად დაინაწილებთ, ისრაელის თორმეტი ტომისთვის მიცემული მიწა; ორი წილი იოსებისა იქნება.+ 14 თითოეული ისევე დაიმკვიდრებს მიწას, როგორც მისი ძმა, მიწას, რომლის მიცემაც ხელაღმართულმა შევფიცე+ თქვენს მამა-პაპას.+ ეს მიწა წილისყრით შეგხვდებათ მემკვიდრეობად.+
15 ეს არის მიწის ჩრდილოეთი საზღვარი: დიდი ზღვიდან ხეთლონის+ გზით ცედადამდე,+ 16 ხამათამდე,+ ბეროთამდე+ და სიბრაიმამდე, რომელიც დამასკოსა+ და ხამათის საზღვარს შორისაა, ხაცერ-ჰათიქონამდე, რომელიც ხავრანის+ საზღვრის მხარესაა; 17 საზღვარი მიდის ზღვიდან ხაცარ-ენონამდე,+ დამასკოს საზღვრამდე, და ჩრდილოეთით ხამათის საზღვრამდე.+ ეს არის ჩრდილოეთი მხარე.
18 აღმოსავლეთი მხარე ხავრანსა+ და დამასკოს+ შორისაა, მდინარე იორდანის+ გასწვრივ გალაადსა+ და ისრაელის მიწას შორის. გადაზომეთ მანძილი საზღვრიდან აღმოსავლეთის ზღვამდე. ეს არის აღმოსავლეთი მხარე.
19 სამხრეთი მხარე თამარიდან+ მიდის მერიბათ-კადეშის+ წყლებამდე, ხევის+ გაყოლებაზე დიდი ზღვისკენ. ეს არის სამხრეთი მხარე, ნეგებისკენ.
20 დასავლეთით დიდი ზღვაა, სამხრეთი საზღვრიდან პირდაპირ ხამათის+ შესასვლელამდე. ეს არის დასავლეთი მხარე“.
21 „დაინაწილეთ ეს მიწა ისრაელის თორმეტმა ტომმა. 22 დაანაწილეთ ის მემკვიდრეობად თქვენთვის+ და იმ ხიზნებისთვის, რომლებიც თქვენთან ხიზნობენ+ და რომლებსაც თქვენ შორის შეეძინათ ვაჟები; მკვიდრივით უნდა იყვნენ ისინი თქვენთვის ისრაელის ძეებს შორის. თქვენთან ერთად ისინიც წილისყრით მიიღებენ მემკვიდრეობას ისრაელის ტომებს შორის.+ 23 იმ ტომში მიეცით მას მემკვიდრეობა, რომელშიც ხიზნობს“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
48 „აი ტომების სახელები. ერთი წილი დანისა+ იქნება: ჩრდილოეთი კიდიდან ხეთლონის+ გზის გასწვრივ ხამათის+ შესასვლელამდე, ხაცარ-ენანამდე+ — დამასკოს ჩრდილოეთ საზღვრამდე, და ხამათის მხარეს; მას ექნება საზღვარი აღმოსავლეთით და დასავლეთით. 2 დანის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — აშერის+ წილი. 3 აშერის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — ნაფთალის+ წილი. 4 ნაფთალის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — მენაშეს+ წილი. 5 მენაშეს საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — ეფრემის+ წილი. 6 ეფრემის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — რეუბენის+ წილი. 7 რეუბენის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — იუდას+ წილი. 8 იუდას საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე იქნება შეწირული მიწა, რომელიც თქვენ უნდა შესწიროთ; სიგანით ოცდახუთი ათასი წყრთა+ უნდა იყოს, მისი სიგრძე კი აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე ერთ-ერთი წილისას უნდა ემთხვეოდეს. მის შუაგულში საწმინდარი იქნება.+
9 შეწირული ნაკვეთი, რომელიც უნდა შესწიროთ იეჰოვას, სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა და სიგანით ათი ათასი წყრთა იქნება. 10 იქ უნდა იყოს შეწირული წმინდა ნაკვეთი მღვდლებისთვის,+ რომელიც ჩრდილოეთით ოცდახუთი ათასი წყრთა იქნება, დასავლეთით სიგანეში — ათი ათასი წყრთა, აღმოსავლეთით სიგანეში — ათი ათასი წყრთა და სამხრეთით სიგრძეში — ოცდახუთი ათასი წყრთა. მის შუაგულში იეჰოვას საწმინდარი იქნება.+ 11 ეს განწმენდილი მღვდლებისთვის იქნება, რომლებიც ცადოკის+ ძეთაგან არიან, რომლებმაც შეასრულეს თავიანთი ვალდებულება ჩემ წინაშე და რომლებსაც გზა არ აბნევიათ ლევიანებივით, მაშინ, როცა ისრაელის ძეებს აებნათ გზა.+ 12 მათ ლევიანთა საზღვართან ექნებათ შეწირული ნაკვეთი შეწირული მიწიდან, და ის უწმინდესად ჩაითვლება.+
13 მღვდლების მიწის გვერდით ლევიანებს+ ექნებათ ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძისა და ათი ათასი წყრთა სიგანის ნაკვეთი; მთელი სიგრძე ოცდახუთი ათასი წყრთა იქნება, სიგანე — ათი ათასი წყრთა.+ 14 არ გაყიდონ მისი არც ერთი ნაწილი, არც გაცვალონ და არც არავის მისცენ საუკეთესო მიწა, რადგან ის წმინდაა იეჰოვასთვის.+
15 ოცდახუთი ათასი წყრთის გასწვრივ სიგანეში დარჩენილი ხუთი ათასი წყრთა უწმინდური მიწაა.+ ის ქალაქისთვის, საცხოვრებლად და საძოვრებად არის განკუთვნილი. ქალაქი მის შუაგულში იქნება.+ 16 აი ქალაქის ზომები: ჩრდილოეთი საზღვარი — ოთხი ათას ხუთასი წყრთა, სამხრეთი საზღვარი — ოთხი ათას ხუთასი წყრთა, აღმოსავლეთი საზღვარი — ოთხი ათას ხუთასი წყრთა და დასავლეთი საზღვარი — ოთხი ათას ხუთასი წყრთა. 17 ქალაქის საძოვარი+ იქნება: ჩრდილოეთისკენ — ორას ორმოცდაათი წყრთა, სამხრეთისკენ — ორას ორმოცდაათი წყრთა, აღმოსავლეთისკენ — ორას ორმოცდაათი წყრთა და დასავლეთისკენ — ორას ორმოცდაათი წყრთა.
18 დარჩენილი ნაკვეთი სიგრძით ზუსტად დაემთხვევა შეწირული წმინდა მიწისას,+ ათი ათასი წყრთა იქნება აღმოსავლეთით და ათი ათასი წყრთა — დასავლეთით; ის ზუსტად დაემთხვევა შეწირულ წმინდა მიწას; მისი მოსავალი ქალაქის მომსახურეებს ექნებათ საკვებად.+ 19 დაამუშავებენ მას ქალაქის მომსახურეები ისრაელის ყველა ტომიდან.+
20 მთელი შეწირული მიწა ოცდახუთი ათასი წყრთაა ოცდახუთ ათას წყრთაზე. კვადრატული ნაკვეთი შესწირეთ წმინდა შესაწირავად ქალაქის საკუთრებასთან ერთად.
21 რაც დარჩება შეწირული წმინდა ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების+ ორივე მხარეს, თავკაცისა+ იქნება: შეწირული ნაკვეთის ოცდახუთიათასწყრთიანი გვერდის გასწვრივ აღმოსავლეთ საზღვრამდე და დასავლეთით — ოცდახუთიათასწყრთიანი გვერდის გასწვრივ დასავლეთ საზღვრამდე.+ თავკაცის წილი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც სხვებისა. შეწირული წმინდა მიწა და ტაძრის საწმინდარი მის შუაგულში იქნება.
22 ლევიანთა საკუთრება და ქალაქის საკუთრება თავკაცის კუთვნილ მიწებს შორის იქნება. იუდას საზღვარსა+ და ბენიამინის საზღვარს შორის იქნება თავკაცის მიწა.
23 დანარჩენ ტომებს: აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — ბენიამინის+ წილი; 24 ბენიამინის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — სიმონის+ წილი; 25 სიმონის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — ისაქარის+ წილი; 26 ისაქარის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — ზებულონის+ წილი; 27 ზებულონის საზღვართან, აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე — გადის+ წილი. 28 გადის საზღვართან, სამხრეთით, საზღვარი დაიდება თამარიდან+ მერიბათ-კადეშის+ წყლებამდე, და ხევის+ გაყოლებაზე დიდ ზღვამდე.+
29 ეს მიწა წილისყრით დაუნაწილეთ ისრაელის ტომებს მემკვიდრეობად+ და ეს იქნება მათი წილი“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
30 „ეს იქნება ქალაქის გასასვლელები; ჩრდილოეთი საზღვარი — ზომით ოთხი ათას ხუთასი წყრთა.+
31 ქალაქის კარიბჭეებს ისრაელის ტომების სახელები ერქმევა. სამი კარიბჭე იქნება ჩრდილოეთით: რეუბენის კარიბჭე, იუდას კარიბჭე და ლევის კარიბჭე.
32 აღმოსავლეთი საზღვარი ზომით ოთხი ათას ხუთასი წყრთა იქნება და სამი კარიბჭე იქნება იქ: იოსების კარიბჭე, ბენიამინის კარიბჭე და დანის კარიბჭე.
33 სამხრეთი საზღვარი ზომით ოთხი ათას ხუთასი წყრთა იქნება და სამი კარიბჭე იქნება იქ: სიმონის კარიბჭე, ისაქარის კარიბჭე და ზებულონის კარიბჭე.
34 დასავლეთი საზღვარი ოთხი ათას ხუთასი წყრთა იქნება და იქაც სამი კარიბჭე იქნება: გადის კარიბჭე, აშერის კარიბჭე და ნაფთალის კარიბჭე.
35 მთლიანობაში ის თვრამეტი ათასი წყრთა იქნება. ქალაქს იმ დღიდან დაერქმევა — თვით იეჰოვაა იქ“.+
ნიშნავს: ღმერთი აძლიერებს.
იგულისხმება ღრუბლები.
როგორც ჩანს, ცეცხლის.
ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
იგულისხმება შიშით შარდვა.
ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
სიტყვასიტყვით — სახლის. ბიბლიის ამ წიგნში ეს სიტყვა ძირითადად ტაძრად არის ნათარგმნი.
ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
სიტყვასიტყვით — ყველა ზომის თავისთვის.
სიტყვასიტყვით — გამოვისყიდი.
სიტყვასიტყვით — იქნება წარმატებული.
სიტყვასიტყვით — მრავალი სულის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ 7:17-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — ადამიანთა სულების. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.
სიტყვასიტყვით — მივყიდი.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
ანუ ეგვიპტელები.
ანუ ეგვიპტე.
იხილეთ 31:15-ის სქოლიო.
ნიშნავს ბრბოს.
როგორც ჩანს, იგულისხმება ტაძრის ის ნაწილი, რომელსაც ეწოდებოდა წმინდა.
სიტყვასიტყვით — თავიანთი მეფეების გვამებით, როცა დაიხოცებიან.
ან საზიარო მსხვერპლს.
ანუ გულთან მიიტანე.
ან საზიარო მსხვერპლისთვის.
ან საზიარო მსხვერპლს.
ანუ ხმელთაშუა ზღვაში.