დანიელი*
1 იუდას მეფე იეჰოიაკიმის+ მეფობის მესამე წელს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი იერუსალიმს მიადგა და ალყა შემოარტყა.+ 2 იეჰოვამ ხელში ჩაუგდო მას იუდას მეფე იეჰოიაკიმი+ და ჭეშმარიტი ღვთის სახლის ნივთების+ ნაწილი. წაიღო მან ისინი შინარის+ მიწაზე თავისი ღვთის სახლში და თავისი ღვთის საგანძურში მიიტანა ეს ნივთები.+
3 უთხრა მეფემ მთავარ კარისკაცს,+ აშფენაზს, მოეყვანა ყმაწვილები ისრაელის ძეთაგან, სამეფო შთამომავალთაგან და წარჩინებულთაგან,+ 4 უნაკლო,+ კარგი შესახედაობის ბავშვები, რომლებსაც ექნებოდათ ყოველგვარი სიბრძნის წვდომის უნარი,+ ცოდნა, სწავლის უნარი+ და რომლებიც მეფის სასახლეში მსახურებას შეძლებდნენ,+ და ესწავლებინა მათთვის ქალდეველთა ენა და დამწერლობა*. 5 გამოუყო მათ მეფემ ყოველდღიური ულუფა მეფის ნუგბარიდან+ და ღვინიდან, რომელსაც ის სვამდა; და ბრძანა, რომ მოევლოთ მათთვის სამი წელიწადი, ამ დროის გასვლის შემდეგ კი მეფის წინაშე წარედგინათ.
6 მათ შორის იუდას ძეთაგან იყვნენ: დანიელი,+ ხანანია, მიშაელი და აზარია.+ 7 კარისკაცთა უფროსმა სხვა სახელები დაარქვა მათ.+ დანიელს ბელტეშაცარი+ დაარქვა, ხანანიას — შადრაქი, მიშაელს — მეშაქი და აზარიას — აბედნეგო.+
8 დანიელმა გულში გადაწყვიტა, თავი არ გაეუწმინდურებინა+ მეფის ნუგბარითა და მეფის ღვინით. სთხოვდა კარისკაცთა უფროსს, ნება დაერთო მისთვის, რომ არ გაუწმინდურებულიყო.+ 9 ჭეშმარიტმა ღმერთმა სიკეთე* და წყალობა აპოვნინა დანიელს კარისკაცთა უფროსის წინაშე.+ 10 კარისკაცთა უფროსმა დანიელს უთხრა: „მეშინია ჩემი მეფე-ბატონისა, რომელმაც საჭმელ-სასმელი გამოგიყოთ.+ ნახავს იგი, რომ დაგმწუხრებიათ სახეები, თქვენს თანატოლებს კი არა, და თქვენ გამო დამნაშავე გამოვალ მეფის წინაშე“. 11 მაშინ დანიელმა სთხოვა მეურვეს, რომელიც კარისკაცთა უფროსმა+ დაუნიშნა დანიელს, ხანანიას, მიშაელსა და აზარიას: 12 „გამოცადე შენი მსახურები ათ დღეს, საჭმელად მოგვეცი მცენარეული+ საზრდო და სასმელად წყალი; 13 და ნახე ჩვენი სახეები და იმ ბავშვების სახეები, რომლებიც მეფის ნუგბარს ჭამენ, და რასაც იხილავ, იმის მიხედვით მოექეცი შენს მსახურებს“.
14 ბოლოს დაუჯერა მათ და ათ დღეს ცდიდა. 15 ათი დღის ბოლოს ისინი უფრო უკეთესად გამოიყურებოდნენ და უფრო ხორცსავსენი იყვნენ, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც მეფის ნუგბარს შეექცეოდნენ.+ 16 ამიტომ, ამის შემდეგაც არ აძლევდა მეურვე მათ ნუგბარსა და ღვინოს და მცენარეულ+ საზრდოს აძლევდა მათ. 17 ამ ოთხ ბავშვს ჭეშმარიტმა ღმერთმა მისცა ცოდნა და წვდომის უნარი ყოველგვარი დამწერლობისა და სიბრძნის გასაგებად;+ ამასთანავე დანიელს ყოველგვარი ხილვისა და სიზმრის გაგებაც შეეძლო.+
18 როცა ამოიწურა დღეები, რომელთა შემდეგაც, მეფის ბრძანებისამებრ, მის წინაშე უნდა წარედგინათ,+ კარისკაცთა უფროსმა ისინი ნაბუქოდონოსორს წარუდგინა. 19 ესაუბრა მათ მეფე და არავინ აღმოჩნდა მათ შორის დანიელის, ხანანიას, მიშაელისა და აზარიას+ მსგავსი; იმ დროიდან მოყოლებული მეფის წინაშე მსახურობდნენ ისინი.+ 20 მეფემ თავის მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე მიღებული პასუხით, რაც სიბრძნესა და გაგების უნარს+ მოითხოვდა, დაინახა, რომ ისინი ათჯერ სჯობდნენ მისი სამეფოს გრძნეულ ქურუმებსა+ და შემლოცველებს.+ 21 დანიელი იქ კიროსის მეფობის პირველ წლამდე დარჩა.+
2 ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს ნაბუქოდონოსორს სიზმრები ესიზმრა.+ სული აუფორიაქდა+ და ძილი გაუკრთა. 2 მეფემ ბრძანა, მოეხმოთ გრძნეული ქურუმები,+ შემლოცველები, გრძნეულები და ქალდეველები, რომ მისთვის მისივე სიზმრები მოეყოლათ.+ მოვიდნენ ისინი და წარდგნენ მეფის წინაშე. 3 უთხრა მათ მეფემ: „სიზმარი მესიზმრა, აფორიაქებული მაქვს სული და მინდა, გავიგო ეს სიზმარი“. 4 ქალდეველებმა მეფეს არამეულად მიმართეს:+ „მარადიულად იცოცხლე, მეფეო,+ მოუყევი სიზმარი შენს მსახურებს და აგიხსნით მას“.+
5 მიუგო მეფემ ქალდეველებს: „ვაცხადებ: თუ არ გამაგებინებთ სიზმარსა და მის ახსნას, ასო-ასო აიკუწებით+ და თქვენი სახლები საპირფარეშოებად იქცევა ხალხისთვის.+ 6 თუ მომიყვებით სიზმარს და ამიხსნით მას, ძღვენს, საჩუქარსა და დიდებას მიიღებთ ჩემგან.+ ამიტომ, მომიყევით სიზმარი და ამიხსენით ის“.
7 მათ მეორედ მიუგეს: „მოუყვეს მეფე თავის მსახურებს სიზმარს და აგიხსნით მას“.
8 მიუგო მეფემ: „ვხედავ, რომ დროის მოგებას ცდილობთ, რადგან იცით, რაც გამოვაცხადე. 9 თუ არ გამაგებინებთ სიზმარს, ერთი იქნება თქვენი განაჩენი.+ თქვენ კი პირი შეკარით, რომ ტყუილი და ცრუ სიტყვები მელაპარაკოთ,+ სანამ რამე არ შეიცვლება. მომიყევით სიზმარი და დავინახავ, რომ შეგიძლიათ მისი ახსნა“.
10 ქალდეველებმა მიუგეს მეფეს: „არ არსებობს ქვეყნად კაცი, რომელსაც მეფისთვის ამის გაკეთება შეეძლოს; რადგან არც ერთ დიდ მეფესა და გამგებელს არ მოუთხოვია ასეთი რამ გრძნეული ქურუმებისგან, შემლოცველისგან ან ქალდეველისგან. 11 ძნელ რამეს მოითხოვს მეფე და არავის შეუძლია ამის მოყოლა ღმერთების გარდა,+ რომლებიც ხორციელთა შორის არ მკვიდრობენ“.+
12 გაბრაზდა მეფე, ძლიერ განრისხდა+ და ბაბილონის ყველა ბრძენკაცის მოსპობა ბრძანა.+ 13 გამოვიდა ბრძანება, ცოტაც და დაიწყებოდა ბრძენკაცების ხოცვა. მოსაკლავად ეძებდნენ დანიელსაც და მის მეგობრებსაც.
14 მაშინ დანიელმა გონივრულად+ და საზრიანად მიმართა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, რომელიც ბაბილონის ბრძენკაცების დასახოცად იყო გამოსული. 15 ჰკითხა არიოქს, მეფის კარის მოხელეს: „რატომ გასცა მეფემ ასეთი სასტიკი ბრძანება?“ მაშინ გააგებინა არიოქმა დანიელს ეს ამბავი.+ 16 წავიდა დანიელი მეფესთან და სთხოვა, დრო მიეცა მეფეს სიზმრის ასახსნელად.+
17 შემდეგ დაბრუნდა შინ დანიელი და თავის მეგობრებს — ხანანიას, მიშაელსა და აზარიას — გააგებინა ეს ამბავი, 18 რომ ზეციერი ღვთისთვის+ წყალობა ეთხოვათ+ ამ საიდუმლოს გამო,+ რათა დანიელი და მისი მეგობრები ბაბილონის სხვა ბრძენკაცებთან ერთად არ დაეხოცათ.+
19 ამის შემდეგ გაუმჟღავნდა დანიელს საიდუმლო ღამის ხილვაში+ და აკურთხა დანიელმა+ ზეციერი ღმერთი. 20 თქვა დანიელმა: „კურთხეული იყოს ღვთის სახელი+ მარადიულად*, რადგან მისია სიბრძნე და ძლევამოსილება.+ 21 ის ცვლის დროებსა და ვადებს,+ ამხობს და აღაზევებს მეფეებს,+ ბრძენებს სიბრძნეს აძლევს და გამჭრიახებს — ცოდნას.+ 22 ის ააშკარავებს ღრმასა და დაფარულს,+ იცის, რა არის სიბნელეში.+ მასთან მკვიდრობს სინათლე.+ 23 შენ გმადლობ და გაქებ,+ ჩემი მამა-პაპის ღმერთო, რადგან შენ მომეცი სიბრძნე+ და ძლევამოსილება. გამიმჟღავნე ის, რასაც გთხოვდით და გაგვაგებინე მეფის ამბავი“.+
24 წავიდა დანიელი არიოქთან,+ რომელსაც მეფემ ბაბილონის ბრძენკაცების მოსპობა დაავალა,+ მივიდა და უთხრა: „ნუ მოსპობ ბაბილონის ბრძენკაცებს. მიმიყვანე მეფესთან,+ სიზმარი რომ ავუხსნა მას“.
25 არიოქმა მაშინვე მიიყვანა დანიელი მეფესთან და უთხრა: „იუდადან გადმოსახლებულთა შორის ვიპოვე ერთი კაცი,+ რომელსაც შეუძლია მეფისთვის სიზმრის ახსნა“. 26 უთხრა მეფემ დანიელს, რომელსაც ბელტეშაცარი+ ერქვა: „მართლა შეგიძლია მომიყვე ჩემი ნანახი სიზმარი და ამიხსნა ის?“+ 27 დანიელმა მიუგო მეფეს: „ბრძენკაცებს, შემლოცველებს, გრძნეულ ქურუმებსა და ასტროლოგებს არ შეუძლიათ მეფისთვის იმ საიდუმლოს ახსნა, რომელსაც მეფე მეკითხება.+ 28 მაგრამ ზეცაში არის ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი,+ ის ამცნობს მეფე ნაბუქოდონოსორს, რა უნდა მოხდეს უკანასკნელ დღეებში.+ აი შენი სიზმარი და ხილვები, რომლებიც საწოლში იხილე:
29 მეფეო, როცა საწოლში+ იწექი, მომავალზე ფიქრები მოგეძალა; საიდუმლოთა განმცხადებელმა გამცნო ის, რაც უნდა მოხდეს.+ 30 ეს საიდუმლო იმიტომ კი არ გამიმჟღავნდა,+ რომ ყველა სხვა ცოცხალზე ბრძენი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მეფეს სიზმრის ახსნა გაეგო და გცოდნოდა შენი გულის აზრები.+
31 აი ხედავდი, მეფეო, ერთ უზარმაზარ ქანდაკებას. ეს ქანდაკება, დიდი და უჩვეულოდ გაბრწყინებული, შენ წინაშე იდგა და საშინელი შესახედავი იყო. 32 ამ ქანდაკებას თავი ხალასი ოქროსი+ ჰქონდა, მკერდი და მკლავები — ვერცხლისა,+ მუცელი და ბარძაყები — სპილენძისა,+ 33 ფეხები — რკინისა,+ ტერფები კი — ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ თიხისა.+ 34 უყურებდი, ვიდრე ქვა ხელის შეუხებლად+ არ მოწყდა ადგილიდან, ქანდაკებას არ დაეცა რკინისა და თიხის ტერფებზე და არ დაამტვრია.+ 35 მაშინ რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო, ყველა ერთიანად დაიმტვრა და ზაფხულში კალოდან ატაცებულ ბზეს+ დაემსგავსა. ქარმა წაიღო ისინი, მათი კვალიც კი არ დარჩენილა.+ ის ქვა კი, რომელიც ქანდაკებას დაეცა, დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა დაფარა.+
36 ეს არის სიზმარი და ჩვენ ავუხსნით მას მეფეს.+ 37 შენ, მეფეო, მეფეთა მეფეო, ზეციერმა ღმერთმა მოგცა სამეფო,+ ძლევამოსილება, ძალა და დიდება, 38 ხელთ მოგცა მინდვრის მხეცები+ და ცის ფრინველები, რომლებიც ბინადრობენ ყველგან, სადაც ადამიანები არიან, მან დაგაყენა მათ მმართველად, ეს ოქროს თავი შენა ხარ.+
39 შენ შემდეგ აღდგება სამეფო,+ რომელიც შენზე ნაკლები იქნება;+ აღდგება კიდევ ერთი სამეფო, მესამე, სპილენძისა, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს.+
40 მეოთხე სამეფო+ რკინასავით მაგარი იქნება.+ როგორც რკინა ამტვრევს და აქუცმაცებს ყველაფერს, როგორც რკინა ამსხვრევს, ისევე დაამტვრევს და დაამსხვრევს ყოველ მათგანს.+
41 როგორც იხილე, ტერფები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა იყო და ნაწილობრივ რკინისა.+ ეს სამეფო დაყოფილი+ იქნება, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ექნება რკინის სიმაგრე, რადგან შენ ნახე, რომ სველ თიხასთან რკინა იყო შერეული.+ 42 როგორც ფეხის თითები იყო ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ თიხისა, ისე ეს სამეფოც ნაწილობრივ ძლიერი იქნება და ნაწილობრივ მყიფე. 43 როგორც სველ თიხასთან შერეული რკინა იხილე, ასევე შეერევიან მისი ნაწილები ადამიანთა შთამომავლებს, მაგრამ ისინი ვერ შეეწებებიან ერთმანეთს, ერთი — მეორეს, როგორც რკინა ვერ შეერევა თიხას.
44 იმ მეფეების დროს+ ზეციერი ღმერთი+ დაამყარებს სამეფოს,+ რომელიც არასოდეს დაიქცევა.+ ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა.+ ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს,+ თავად კი მარადიულად იდგება.+ 45 როგორც იხილე, ქვა ხელის შეუხებლად მოსწყდა მთას+ და დაამტვრია რკინა, სპილენძი, თიხა, ვერცხლი და ოქრო.+ დიდებულმა ღმერთმა+ გააგებინა მეფეს, რაც მომავალში უნდა მოხდეს.+ სანდოა სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა“.+
46 მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი და პატივი მიაგო დანიელს. ბრძანა, რომ საჩუქარი მიერთმიათ და საკმეველი ეკმიათ მისთვის.+ 47 მეფემ უთხრა დანიელს: „ნამდვილად თქვენი ღმერთია ღმერთთა ღმერთი,+ მეფეთა უფალი+ და საიდუმლოთა განმცხადებელი, რადგან შენ შეძელი საიდუმლოს გაცხადება“.+ 48 ამის შემდეგ მეფემ განადიდა დანიელი,+ მრავალი ძღვენი უბოძა და ბაბილონის ყველა სამთავროს მმართველად და ბაბილონის+ ბრძენკაცთა მთავარ გამგებლად დააყენა. 49 დანიელმა სთხოვა მეფეს და მან ბაბილონის სამთავროს გამგებლებად დააყენა შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო;+ დანიელი კი სამეფო კარზე+ იყო.
3 მეფე ნაბუქოდონოსორმა გააკეთა ოქროს ქანდაკება,+ სიმაღლით სამოცი წყრთა და სიგანით ექვსი წყრთა. აღმართა იგი დურას ველზე ბაბილონის სამთავროში.+ 2 მეფე ნაბუქოდონოსორმა გაგზავნა ხალხი, რომ შეეკრიბათ სატრაპები, გამგებლები,+ მმართველები, მრჩევლები, საგანძურის მცველები, მოსამართლეები, კანონმდებლები+ და ყველა სამთავროს გამგებელი მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული ქანდაკების მიძღვნაზე.+
3 მაშინ შეიკრიბნენ სატრაპები,+ გამგებლები, მმართველები, მრჩევლები, საგანძურის მცველები, მოსამართლეები, კანონმდებლები და ყველა სამთავროს გამგებელი მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული ქანდაკების მიძღვნაზე და ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული ქანდაკების წინ დადგნენ. 4 მაცნე+ გაჰყვიროდა: „ხალხნო, ერებო, ენებო, თქვენ გეუწყებათ:+ 5 როგორც კი გაიგებთ საყვირის, სტვირის, ციტრის, სამკუთხა ქნარის, სხვა სიმებიანი საკრავის, გუდასტვირისა და სხვა საკრავების ხმას,+ დაემხეთ და თაყვანი ეცით მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას! 6 ვინც არ დაემხობა და თაყვანს არ სცემს,+ მაშინვე+ გავარვარებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული!“+ 7 ამიტომ საყვირის, სტვირის, ციტრის, სამკუთხა ქნარის, სხვა სიმებიანი საკრავის, გუდასტვირისა და სხვა საკრავების ხმის გაგონებისთანავე ყველა ხალხი,+ ერი და ენა ემხობოდა და ეთაყვანებოდა მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას.
8 ამ დროს ზოგიერთი ქალდეველი მივიდა მეფესთან და ბრალი დასდო იუდეველებს.+ 9 მიმართეს მათ მეფე ნაბუქოდონოსორს: „მარადიულად იცოცხლე, მეფეო!+ 10 შენ თვითონ ბრძანე, მეფეო, რომ ყოველი, ვინც გაიგებდა საყვირის, სტვირის, ციტრის, სამკუთხა ქნარის, სხვა სიმებიანი საკრავის, გუდასტვირისა და სხვა საკრავების ხმას,+ უნდა დამხობილიყო და თაყვანი ეცა ოქროს ქანდაკებისთვის; 11 ხოლო ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა მას, გავარვარებულ ღუმელში იქნებოდა ჩაგდებული.+ 12 იუდეველები, რომლებიც შენ ბაბილონის+ სამთავროს გამგებლებად დანიშნე — შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო — არაფრად გაგდებენ, მეფეო, არ ემსახურებიან შენს ღმერთებს და თაყვანს არ სცემენ შენ მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას“.+
13 მაშინ გაბრაზებულმა და განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა+ შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს+ მოყვანა ბრძანა. მიიყვანეს ეს კაცები მეფის წინაშე. 14 ნაბუქოდონოსორმა ჰკითხა მათ: „მართალია, შადრაქ, მეშაქ და აბედნეგო, რომ ჩემს ღმერთებს+ არ ემსახურებით და თაყვანს არ სცემთ ჩემ მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას?+ 15 ახლა, თუ მზად ხართ, საყვირის, სტვირის, ციტრის, სამკუთხა ქნარის, სხვა სიმებიანი საკრავის, გუდასტვირისა და სხვა საკრავების ხმის გაგონებაზე,+ დაემხოთ და ჩემ მიერ გაკეთებულ ქანდაკებას თაყვანი სცეთ, ხომ კარგი; მაგრამ თუ არ სცემთ თაყვანს, მაშინვე გავარვარებულ ღუმელში ჩაგყრით. რომელი ღმერთი გიხსნით ჩემი ხელიდან?“+
16 შადრაქმა, მეშაქმა და აბედნეგომ მეფეს მიუგეს: „ნაბუქოდონოსორ, აღარაფერი გვაქვს სათქმელი.+ 17 ასეც რომ მოხდეს, ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ჩვენი ხსნა. გვიხსნის იგი გავარვარებული ღუმლიდან და შენი ხელიდან, მეფეო.+ 18 რომც არ გვიხსნას, გვინდა იცოდე, მეფეო, რომ შენს ღმერთებს არ ვემსახურებით და თაყვანს არ ვცემთ შენ მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას“.+
19 მაშინ ნაბუქოდონოსორი რისხვით აღივსო და შადრაქზე, მეშაქზე და აბედნეგოზე განრისხებულს სახე შეეცვალა. ბრძანა, ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად გაეხურებინათ ღუმელი, 20 და თავისი ჯარიდან რამდენიმე უძლიერეს ვაჟკაცს უბრძანა,+ შეეკრათ შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო და გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ.+
21 ეს კაცები, ქვედა, ზედა და სხვა სამოსლით, მოსასხამებითა და ქუდებით შემოსილნი, შეკრეს და გავარვარებულ ღუმელში ჩაყარეს. 22 ის კაცები, რომლებმაც შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო წაიყვანეს, ცეცხლის ალმა დახოცა, რადგან მეფის მკაცრი სიტყვის გამო ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული. 23 ის სამი კაცი კი, შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო, შეკრულები ჩაცვივდნენ გავარვარებული ღუმლის შუაგულში.+
24 წამოვარდა შეშინებული მეფე ნაბუქოდონოსორი და თავის უმაღლეს მოხელეებს ჰკითხა: „სამი კაცი არ ჩავაგდეთ ცეცხლში?“+ მათ მეფეს მიუგეს: „დიახ, მეფეო“. 25 მაშინ მან თქვა: „აი ოთხ კაცს ვხედავ ცეცხლის შუაგულში, თავისუფლად დადიან უვნებლები; მეოთხე გარეგნობით ღმერთების ძეს ჰგავს“.+
26 ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის კარს მიუახლოვდა+ და დაიძახა: „შადრაქ, მეშაქ და აბედნეგო, უზენაესი ღვთის მსახურებო,+ გამოდით აქ!“ მაშინ შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო გამოვიდნენ ცეცხლის შუაგულიდან. 27 დაინახეს ერთად შეკრებილმა სატრაპებმა, გამგებლებმა, მმართველებმა და მეფის უმაღლესმა მოხელეებმა,+ რომ ცეცხლს ვერაფერი ევნო მათი სხეულებისთვის+ და თავზე თმის ერთი ღერიც+ არ შეტრუსვოდათ, მოსასხამებსაც კი არაფერი მოსვლოდათ და კვამლის სუნიც კი არ ასდიოდა მათ.
28 თქვა ნაბუქოდონოსორმა: „კურთხეული იყოს შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს+ ღმერთი, რომელმაც თავისი ანგელოზი+ გამოგზავნა და იხსნა თავისი მსახურები, — რომლებიც მას ენდობოდნენ+ და გადავიდნენ მეფის სიტყვას და გაწირეს თავიანთი სხეულები, — რადგან თავიანთი ღვთის გარდა+ არც ერთ სხვა ღმერთს არ ემსახურებოდნენ+ და არ სცემდნენ თაყვანს.+ 29 ვბრძანებ:+ ნებისმიერი ხალხი, ერი თუ ენა, რომელიც შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს ღმერთზე აუგს იტყვის, ასო-ასო აიკუწოს+ და მისი სახლი საპირფარეშოდ+ იქცეს ხალხისთვის; რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, რომელსაც მის მსგავსად შეეძლოს ხსნა“.+
30 მას შემდეგ მეფის წყალობით შადრაქს, მეშაქს და აბედნეგოს ხელი ემართებოდათ ბაბილონის სამთავროში.+
4 «მეფე ნაბუქოდონოსორის სიტყვები მთელი დედამიწის ხალხებს, ერებსა და ენებს:+ მშვიდობა გაგიმრავლდეთ!+ 2 მინდა გავაცხადო ნიშნები და საკვირველებანი, რომლებიც ჩემზე მოახდინა უზენაესმა.+ 3 რაოდენ დიდებულია მისი ნიშნები და რაოდენ ძლიერია მისი საკვირველებანი!+ მისი სამეფო მარადიული სამეფოა+ და მისი მმართველობა თაობიდან თაობაშია.+
4 მე, ნაბუქოდონოსორი, უდარდელად+ ვიყავი ჩემს სახლში და განცხრომაში — ჩემს სასახლეში.+ 5 სიზმარი ვნახე და შევშინდი.+ შემაშინეს წარმოსახვებმა და ხილვებმა, რომლებიც საწოლში ვიხილე.+ 6 ვბრძანე, მოეყვანათ ბაბილონის ყველა ბრძენკაცი, რათა აეხსნათ ჩემთვის სიზმარი.+
7 მაშინ შემოდიოდნენ გრძნეული ქურუმები,+ შემლოცველები,+ ქალდეველები და ასტროლოგები. ვუყვებოდი მათ სიზმარს, მაგრამ ვერ მიხსნიდნენ.+ 8 ბოლოს წარდგა ჩემ წინაშე დანიელი, რომელსაც ჩემი ღვთის+ სახელის პატივსაცემად ბელტეშაცარი+ ჰქვია. მასში წმინდა ღმერთების სულია.+ მასაც მოვუყევი სიზმარი:
9 ბელტეშაცარ, გრძნეულ ქურუმთა უფროსო,+ კარგად ვიცი, რომ შენში წმინდა ღმერთების სულია+ და არ არსებობს შენთვის აუხსნელი საიდუმლო.+ მითხარი ხილვები, სიზმარში რომ ვიხილე, და ამიხსენი.+
10 ჩემს საწოლში ხილვები ვიხილე.+ აი, უზარმაზარი+ ხე+ იდგა დედამიწის შუაგულში. 11 ხე გაიზარდა და გამაგრდა, სიმაღლით ცას მისწვდა და დედამიწის კიდიდანაც კი მოჩანდა.+ 12 მშვენიერი იყო მისი შეფოთლილი ტოტები, უხვად ესხა ნაყოფი, ყველასთვის იყო საკვები მასზე. მის ჩრდილქვეშ მინდვრის მხეცები+ აფარებდნენ თავს,+ მის ტოტებზე ცის ფრინველები ბუდობდნენ+ და მისით იკვებებოდა ყოველი ხორციელი.
13 კვლავ ვხედავდი ხილვებს ჩემს საწოლში და, აი, წმინდა+ გუშაგი+ ჩამოდიოდა ზეციდან. 14 მან ხმამაღლა დაიძახა: „მოჭერით ეს ხე,+ აკაფეთ მისი ტოტები, შეარხიეთ და ჩამოყარეთ მისი ფოთლები, გაფანტეთ მისი ნაყოფი! გაეცალონ მხეცები მას და ფრინველები — მის ტოტებს!+ 15 მისი მთავარი ფესვი, რკინისა და სპილენძის ბორკილებდადებული, მიწაში დატოვეთ, მინდვრის ბალახში. ცის ნამით ირწყვებოდეს და მიწის ბალახიდან ჰქონდეს წილი მხეცებთან ერთად.+ 16 კაცის გული მხეცის გულით შეეცვალოს+ და შვიდმა დრომ+ გადაიაროს. 17 ეს არის გუშაგების+ დადგენილება და წმინდათა მოთხოვნა, რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე+ და ვისაც უნდა, იმას აძლევს მას;+ და ადამიანთაგან ყველაზე მდაბიოს აყენებს მის მმართველად“.+
18 აი ეს სიზმარი ვნახე მე, მეფე ნაბუქოდონოსორმა. მითხარი, ბელტეშაცარ, მისი ახსნა, რადგან ჩემი სამეფოს არც ერთ ბრძენკაცს არ შეუძლია, ამიხსნას იგი.+ შენ შეგიძლია, რადგან წმინდა ღმერთების სულია შენში.+
19 მაშინ გაოგნდა დანიელი, იგივე ბელტეშაცარი,+ და საკუთარმა ფიქრებმა შეაშინა.+
მეფემ უთხრა: ბელტეშაცარ, ნუ შეგაშინებსო სიზმარი და მისი ახსნა.+
ბელტეშაცარმა მიუგო: „ჩემო ბატონო, შენს მოძულეებზე იყოს ეს სიზმარი და შენს მოწინააღმდეგეებზე მისი ახსნა.+
20 ხე, რომელიც შენ იხილე, დიდი რომ გაიზარდა და გამაგრდა, სიმაღლით ცას მისწვდა და მას მთელი დედამიწა ხედავდა,+ 21 მშვენიერი რომ იყო მისი შეფოთლილი ტოტები, უხვად რომ ესხა ნაყოფი, ყველასთვის რომ იყო საკვები მასზე, მის ქვეშ მინდვრის მხეცები რომ ცხოვრობდნენ და მის ტოტებზე ცის ფრინველები ბუდობდნენ,+ 22 ეს ხე შენა ხარ, მეფეო,+ რადგან გაიზარდე და გაძლიერდი, დიდი გახდა შენი სიდიადე და ცას მისწვდა,+ შენი მმართველობა კი — დედამიწის კიდეს.+
23 მეფემ იხილა წმინდა გუშაგი,+ რომელიც ზეციდან ჩამოდიოდა და რომელმაც თქვა: მოჭერით ხე და მოსპეთო. მისი მთავარი ფესვი, რკინისა და სპილენძის ბორკილებდადებული, მიწაში დატოვეთო, მინდვრის ბალახში. ცის ნამით ირწყვებოდეს და მიწის ბალახიდან ჰქონდესო წილი მხეცებთან ერთად, სანამ შვიდი დრო არ გადაივლის.+ 24 აი ამის ახსნა, მეფეო. უზენაესის+ დადგენილებაა+ ის, რაც ჩემს მეფე-ბატონს უნდა შეემთხვეს:+ 25 გაძევებული იქნები ადამიანებისგან და მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ;+ ბალახს მოგცემენ, რომ ხარივით ჭამო,+ და ცის ნამით დასველდები; შვიდი დრო+ გადაივლის, სანამ გაიგებ, რომ უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე+ და ვისაც უნდა, იმას აძლევს მას.+
26 რადგან ხის მთავარი ფესვის დატოვება იყო ნაბრძანები,+ უეჭველად დაგიბრუნდება შენი სამეფო, როცა გაიგებ, რომ ზეცა მმართველობს.+ 27 მეფეო, მოსაწონი იყოს ჩემი რჩევა შენთვის!+ სიმართლით ჩამოიშორე შენი ცოდვები+ და ღარიბების შეწყალებით+ — უსამართლობა. იქნებ გაგიხანგრძლივდეს კეთილდღეობა“.+
28 ეს ყოველივე დაემართა მეფე ნაბუქოდონოსორს.+
29 თორმეტი მთვარისმიერი თვის შემდეგ ის ბაბილონის სამეფო სასახლის ბანზე მიმოდიოდა. 30 თქვა მეფემ:+ „ეს ის დიდი ბაბილონი არ არის, რომელიც მე თვითონ, ჩემი ძლევამოსილებით ავაშენე სამეფო სასახლედ+ და ჩემი სიდიადის განსადიდებლად?!“+
31 მეფეს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ზეციდან გაისმა ხმა: „შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, წაგერთმევა სამეფო+ 32 და გაგაძევებენ ადამიანებისგან. მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ.+ ბალახს მოგცემენ, რომ ხარივით ჭამო. შვიდი დრო გადაივლის, სანამ გაიგებ, რომ უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მას“.+
33 მაშინვე+ შესრულდა ეს სიტყვა ნაბუქოდონოსორზე. გააძევეს ადამიანებისგან, ხარივით ჭამდა ბალახს, ცის ნამი უსველებდა სხეულს, სანამ თმა არ გაეზარდა და არწივის ბუმბულს არ დაემსგავსა, ფრჩხილები კი — ფრინველის კლანჭებს.+
34 იმ დღეების ბოლოს+ მე, ნაბუქოდონოსორმა, ზეცას მივაპყარი თვალი+ და დამიბრუნდა შეგნება. ვაკურთხე უზენაესი+ და ვაქე და ვადიდე მარად ცოცხალი,+ რადგან მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა და მისი სამეფო თაობიდან თაობაშია.+ 35 დედამიწის ყველა მკვიდრი არარაობაა.+ ის თავისი ნებისამებრ ექცევა ზეციერ ლაშქარსა და დედამიწის მკვიდრთ.+ ვერავინ შეაკავებს მის ხელს+ და ვერავინ ეტყვის, რას აკეთებო.+
36 მაშინვე დამიბრუნდა შეგნება, ჩემი სამეფოს განსადიდებლად დამიბრუნდა სიდიადე და ბრწყინვალება.+ გულმოდგინედ დამიწყეს ძებნა ჩემმა უმაღლესმა სამეფო მოხელეებმა და დიდგვაროვნებმა, კვლავ დავუბრუნდი ჩემს სამეფოს და უჩვეულო სიდიადე შემემატა.+
37 ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, ვადიდებ და ხოტბას ვასხამ ზეციერ მეფეს,+ რადგან ჭეშმარიტია ყველა მისი საქმე, სამართლიანია მისი გზები+ და მას შეუძლია დაამდაბლოს ამაყად მავალნი».+
5 მეფე ბელშაცარმა*+ დიდი ნადიმი გაუმართა ათას დიდგვაროვანს და ამ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს.+ 2 ღვინით დამთვრალმა ბელშაცარმა+ ბრძანა, მოეტანათ მამამისის, ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებული ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი,+ რათა მეფესა და მის დიდგვაროვნებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იქიდან ესვათ.+ 3 მაშინ მოიტანეს იერუსალიმის ტაძრიდან, ღვთის სახლიდან, წამოღებული ოქროს ჭურჭელი და სვამდნენ იქიდან მეფე და მისი დიდგვაროვნები, მისი ცოლები და ხარჭები. 4 სვამდნენ ღვინოს და ხოტბას ასხამდნენ ოქროსა და ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს.+
5 სწორედ მაშინ გამოჩნდა კაცის ხელის თითები და დაიწყო წერა სალამპრის წინ მეფის სასახლის კედლის ბათქაშზე.+ მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა. 6 სახე ეცვალა მეფეს, თავისივე ფიქრებმა შეაშინა,+ თეძოს სახსრები მოუდუნდა+ და მუხლები აუკანკალდა.+
7 იყვირა და ბრძანა მეფემ, რომ მოეყვანათ შემლოცველები, ქალდეველები და ასტროლოგები.+ უთხრა მეფემ ბაბილონის ბრძენკაცებს: „ვინც წაიკითხავს და ამიხსნის ამ წარწერას, ძოწისფერი სამოსლით შემოსავენ,+ ოქროს ყელსაბამს ჩამოჰკიდებენ და სამეფოში მესამე კაცი იქნება ის“.+
8 მოდიოდნენ მეფის ბრძენკაცები, მაგრამ ვერც კითხულობდნენ წარწერას და ვერც უხსნიდნენ მეფეს.+ 9 ძალიან შეეშინდა მეფე ბელშაცარს და სახე ეცვალა, მისი დიდგვაროვნებიც საგონებელში ჩაცვივდნენ.+
10 მეფისა და მისი დიდგვაროვნების სიტყვების გაგონებაზე სანადიმო დარბაზში დედოფალი შევიდა და უთხრა: „მარადიულად იცოცხლე, მეფეო,+ ნუ შეგაშინებს შენი ფიქრები და ნუ შეგეცვლება სახე. 11 არის შენს სამეფოში კაცი, რომელშიც წმინდა ღმერთების სულია;+ ნათელი გონება, წვდომის უნარი და ღმერთების სიბრძნის მსგავსი სიბრძნე ჰქონდა მას მამაშენის დროს; მამაშენმა, მეფე ნაბუქოდონოსორმა, იგი გრძნეული ქურუმების, შემლოცველების, ქალდეველებისა და ასტროლოგების უფროსად+ დააყენა, მეფეო, თვით მამაშენმა; 12 საკვირველი სული, ცოდნა, სიზმრების წვდომის,+ გამოცანების ახსნისა და კვანძების გახსნის უნარი იყო მასში,+ დანიელში, რომელსაც მეფემ ბელტეშაცარი+ უწოდა. მოუხმონ დანიელს, რომ აგიხსნას“.
13 მოუყვანეს მეფეს დანიელი და ჰკითხა მეფემ დანიელს: „შენა ხარ დანიელი, იუდადან გადმოსახლებულთაგანი,+ მამაჩემმა, მეფემ, იუდადან რომ წამოიყვანა?+ 14 შენზე გავიგე, რომ ღმერთების სულია შენში,+ რომ ნათელი გონება, წვდომის უნარი და საკვირველი სიბრძნე+ გაქვს. 15 მომიყვანეს ბრძენკაცები და შემლოცველები, რომ ეს წარწერა წაეკითხათ და აეხსნათ ჩემთვის, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამ სიტყვის ახსნა;+ 16 შენზე კი გავიგე, რომ შეგიძლია ახსნა+ და კვანძების გახსნა. ახლა, თუ წაიკითხავ წარწერას და ამიხსნი, ძოწისფერი სამოსლით შეგმოსავენ, ოქროს ყელსაბამს ჩამოგკიდებენ და სამეფოში მესამე კაცი იქნები“.+
17 მაშინ დანიელმა მიუგო მეფეს: «შენი საჩუქრები შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვებს მიეცი.+ წავუკითხავ წარწერას მეფეს და ავუხსნი.+ 18 მეფეო, უზენაესმა ღმერთმა+ მამაშენს, ნაბუქოდონოსორს+ სამეფო, სიდიადე, დიდება და დიდებულება მისცა.+ 19 იმ სიდიადის გამო, რომელიც მან მისცა, ყველა ხალხი, ერი და ენა ცახცახებდნენ მის წინაშე და ეშინოდათ მისი.+ ვისაც უნდოდა, კლავდა; ვისაც უნდოდა, სპობდა; ვისაც უნდოდა, განადიდებდა და ვისაც უნდოდა, დაამდაბლებდა.+ 20 მაგრამ როცა გადიდგულდა, სული გაუჯიუტდა და გაკადნიერდა,+ ჩამოაგდეს სამეფო ტახტიდან და დიდება წაერთვა.+ 21 გარიყული იყო ადამიანთაგან, მისი გული მხეცისას დაემსგავსა და გარეულ ვირებთან ცხოვრობდა.+ ბალახს აძლევდნენ, რომ ხარივით ეჭამა, და ცის ნამი უსველებდა სხეულს,+ სანამ არ გაიგო, რომ უზენაესი ღმერთი მმართველობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აყენებს მის მმართველად.+
22 შენ კი, მისმა ძემ, ბელშაცარმა,+ არ დაიმდაბლე გული,+ თუმცა იცოდი ეს ყველაფერი.+ 23 ზეციერი უფლის წინააღმდეგ აღიმაღლე თავი,+ მოგიტანეს ჭურჭელი მისი სახლიდან+ და შენ, შენი დიდგვაროვნები, ცოლები და ხარჭები სვამდით იქიდან ღვინოს და ხოტბას ასხამდით ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს,+ რომლებიც ვერაფერს ხედავენ, რომლებსაც არაფერი ესმით და რომლებმაც არაფერი იციან;+ ღმერთი კი, რომლის ხელთაა შენი სუნთქვა,+ და რომელსაც ეკუთვნის ყველა შენი გზა,+ არ განგიდიდებია.+ 24 ამიტომ გამოგზავნა მან ხელის მტევანი და ეს წარწერაც დაიწერა.+ 25 აი რა წარწერა დაიწერა: „მენე, მენე, თეკელ და ფარსინ*“.
26 აი ამ სიტყვების ახსნა: „მენე“ — ღმერთმა დათვალა შენი სამეფოს დღეები და ბოლო მოუღო მას.+
27 „თეკელ“ — სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი.+
28 „ფერეს“ — გაიყო შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცა».+
29 მაშინ ბელშაცარის ბრძანებით დანიელი ძოწისფერი სამოსლით შემოსეს, ოქროს ყელსაბამი ჩამოჰკიდეს და სამეფოში მესამე კაცად გამოაცხადეს.+
30 იმავე ღამეს მოკლეს ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე.+ 31 სამეფო სამოცდაორი წლის დარიოს+ მიდიელს გადაეცა.
6 დარიოსმა საჭიროდ ჩათვალა, სამეფოში ას ოცი სატრაპი დაეყენებინა, რომლებსაც მთელი სამეფო უნდა განეგოთ;+ 2 დაუყენა მათ სამი უმაღლესი მოხელე — რომელთაგანაც ერთ-ერთი დანიელი იყო+ — რათა სატრაპებს+ მათთვის ჩაებარებინათ ანგარიში და არ ეზარალა მეფეს.+ 3 დანიელი გამოირჩეოდა+ უმაღლეს მოხელეებსა და სატრაპებს შორის, რადგან საკვირველი სული იყო მასში.+ მეფეს განზრახული ჰქონდა, დაეწინაურებინა იგი და მთელ სამეფოზე დაეყენებინა.
4 ამ დროს უმაღლესი მოხელეები და სატრაპები გამუდმებით ეძებდნენ საბაბს, რომ დანიელისთვის ბრალი დაედოთ სამეფოს მართვის საქმეში,+ მაგრამ ვერც საბაბს პოულობდნენ და ვერც რაიმე დანაშაულს, რადგან ის სანდო იყო და დაუდევრობა და დანაშაული არ იყო მასში.+ 5 ბოლოს ამ კაცებმა თქვეს: ვერ მოვუძებნითო დანიელს ვერანაირ საბაბს, თუ მისი საწინააღმდეგო მისივე ღვთის კანონში არ მოვძებნეთ.+
6 მიცვივდნენ უმაღლესი მოხელეები და სატრაპები მეფესთან+ და უთხრეს: „მარადიულად იცოცხლე, მეფე დარიოს!+ 7 სამეფოს ყველა უმაღლესმა მოხელემ, გამგებლებმა, სატრაპებმა, სამეფო კარის უმაღლესმა მოხელეებმა და მმართველებმა მოითათბირეს, რომ დაედგინათ სამეფო წესი+ და გაეცათ ბრძანება, რომ ვინც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს მიმართავს თხოვნით შენ გარდა, მეფეო, ლომების ხაროში ჩააგდონ.+ 8 ახლა, მეფეო, დაადგინე წესი და ხელი მოაწერე ამ საბუთს,+ რათა უცვლელი იყოს სპარსელებისა და მიდიელების კანონისამებრ,+ რომლის გაუქმებაც არ შეიძლება“.+
9 მეფე დარიოსმაც ხელი მოაწერა საბუთსა და ბრძანებას.+
10 დანიელი კი ამ საბუთის ხელმოწერის ამბის გაგებისთანავე შევიდა თავის სახლში, ზემოთა ოთახში, საიდანაც ღია სარკმლები იერუსალიმს გაჰყურებდა.+ დღეში სამჯერ+ იყრიდა ის მუხლს, ლოცულობდა+ და ხოტბას ასხამდა თავის ღმერთს,+ რასაც მანამდეც გამუდმებით აკეთებდა.+ 11 ამ დროს ის კაცები შიგნით შეცვივდნენ და ნახეს, რომ დანიელი თავის ღმერთს ევედრებოდა და წყალობას სთხოვდა.+
12 მივიდნენ ისინი მეფესთან და ჰკითხეს მეფის ბრძანების შესახებ: „შენ არ მოაწერე ხელი ბრძანებას, რომ ვინც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს მიმართავს თხოვნით შენ გარდა, მეფეო, ლომების ხაროში ჩააგდონ?!“+ მეფემ მიუგო: „ეს საქმე დამტკიცებულია მიდიელებისა და სპარსელების კანონით, რომლის გაუქმება არ შეიძლება“.+ 13 მაშინვე უთხრეს მეფეს: „დანიელი,+ იუდადან გადმოსახლებულთაგანი,+ შენც არაფრად გაგდებს, მეფეო, და შენ მიერ ხელმოწერილ ბრძანებასაც. დღეში სამჯერ მიმართავს თავის ღმერთს“.+ 14 არ ესიამოვნა მეფეს ამ სიტყვის მოსმენა+ და გადაწყვიტა, ეხსნა დანიელი;+ მზის ჩასვლამდე ცდილობდა მის დახსნას. 15 ბოლოს ის კაცები მეფესთან მიცვივდნენ და უთხრეს მეფეს: „ნუ დაივიწყებ, მეფეო, რომ მიდიელებისა და სპარსელების კანონით, არ შეიძლება მეფის დადგენილი ბრძანებისა+ და წესის შეცვლა“.+
16 მაშინ მეფის ბრძანებისამებრ მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს.+ უთხრა მეფემ დანიელს: „გიხსნის შენი ღმერთი, რომელსაც გამუდმებით ემსახურები“.+ 17 მოიტანეს ლოდი და დააფარეს ხაროს პირს და დაბეჭდა ის მეფემ თავისი და დიდგვაროვნების ბეჭდებით, რათა არაფერი შეცვლილიყო დანიელისთვის.+
18 შევიდა მეფე თავის სასახლეში და ღამე მარხვაში გაატარა.+ არ დაუკრავთ მის წინაშე არანაირი მუსიკალური საკრავი, ძილიც არ მიჰკარებია მას.+ 19 დილით, განთიადისას ადგა მეფე და ლომების ხაროსკენ გაემართა. 20 მივიდა მეფე ხაროსთან და ნაღვლიანი ხმით ჩასძახა დანიელს: „დანიელ, ცოცხალი ღვთის მსახურო, შეძლო შენმა ღმერთმა, რომელსაც გამუდმებით ემსახურები,+ ლომებისგან შენი დახსნა?“+ 21 დანიელმა მაშინვე მიუგო მეფეს: „მარადიულად იცოცხლე, მეფეო! 22 ჩემმა ღმერთმა+ თავისი ანგელოზი გამოგზავნა+ და ლომებს პირი აუკრა.+ მათ არაფერი დაუშავებიათ ჩემთვის, რადგან სუფთა აღმოვჩნდი მის წინაშე და,+ მეფეო, შენ წინაშეც ცუდი არაფერი გამიკეთებია“.+
23 დიდად გაიხარა მეფემ+ და ბრძანა, დანიელი ხაროდან ამოეყვანათ. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. უვნებელი იყო იგი, რადგან თავის ღმერთს ენდობოდა.+
24 მეფის ბრძანებით, მოიყვანეს ის კაცები, დანიელს რომ ბრალი დასდეს,+ და ჩაყარეს ლომების ხაროში+ თავიანთ ცოლ-შვილთან ერთად;+ ვიდრე ხაროს ძირამდე ჩააღწევდნენ, ეცნენ მათ ლომები და ყველა ძვალი გადაუმტვრიეს.+
25 მაშინ მეფე დარიოსმა დედამიწის ყველა ხალხს, ერსა და ენას მისწერა:+ „მშვიდობა გაგიმრავლდეთ!+ 26 ვბრძანებ,+ რომ ჩემი სამეფოს ყველა მხარეში ცახცახებდეს ხალხი და ეშინოდეს დანიელის ღვთისა,+ რადგან ის არის ცოცხალი და მარადიული ღმერთი.+ მისი სამეფო+ არ დაიქცევა,+ მისი მეფობა მარადიულია.+ 27 ის იხსნის+ და გადაარჩენს, ნიშნებსა და საკვირველებებს ახდენს ცაში+ და დედამიწაზე.+ მან იხსნა დანიელი ლომის ტორებიდან“.
28 დანიელი წარმატებული იყო დარიოსის სამეფოში+ და სპარსელი კიროსის სამეფოში.+
7 ბაბილონის მეფე ბელშაცარის+ მეფობის პირველ წელს დანიელმა სიზმარი და ხილვები იხილა თავის საწოლში.+ ჩაწერა მან სიზმარი+ და სრულად გადმოსცა ყველაფერი. 2 თქვა დანიელმა:
«ღამე ხილვებში ვიხილე: აი, ზეცის ოთხი ქარი+ აღელვებდა დიდ ზღვას.+ 3 ზღვიდან+ ოთხი უზარმაზარი, ერთმანეთისგან განსხვავებული+ მხეცი+ ამოდიოდა.
4 პირველი ლომს+ ჰგავდა და არწივის+ ფრთები ჰქონდა. ვუყურებდი, სანამ ფრთები არ დააგლიჯეს. ის წამოაყენეს მიწიდან,+ კაცივით ორ ფეხზე დააყენეს და კაცის გული მიეცა მას.+
5 აი, სხვა მხეციც, მეორე მხეცი, რომელიც დათვს+ ჰგავდა. ცალმხარაწეული იდგა,+ პირში სამი ნეკნი ჰქონდა და კბილებით ეჭირა. უთხრეს მას: „ადექი და ჭამე ბევრი ხორცი!“+
6 გავიხედე და, აი, კიდევ სხვა მხეცი, რომელიც ჯიქს+ ჰგავდა. ზურგზე ფრინველის ოთხი ფრთა ჰქონდა. მხეცი ოთხთავიანი+ იყო; მმართველობა მიეცა მას.
7 ვხედავდი ღამის ხილვებში: აი, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და მეტისმეტად ძლიერი.+ მას რკინის დიდი კბილები ჰქონდა; ის ყველაფერს ნთქავდა და მუსრავდა, დარჩენილს კი ფეხით თელავდა. ის განსხვავდებოდა იმ მხეცებისგან, რომლებიც მასზე ადრე იყვნენ. მას ათი რქა ჰქონდა.+ 8 ვაკვირდებოდი ამ რქებს და, აი, კიდევ ერთი, პატარა რქა+ ამოვიდა მათ შორის და პირველი სამი რქა ამოვარდა მის წინაშე. ამ რქას თვალები ადამიანის თვალებს მიუგავდა და მისი პირი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.+
9 ვიყურებოდი, სანამ ტახტები არ დაიდგა+ და ძველი დღეთა+ არ დაჯდა. მისი სამოსელი თოვლივით თეთრი+ იყო და მისი თმა — სუფთა მატყლივით.+ მისი ტახტი ცეცხლის ალი+ იყო და ტახტის ბორბლები — მოგიზგიზე ცეცხლი.+ 10 ცეცხლის ნაკადი მოედინებოდა მის წინ.+ ათასობით ათასი ემსახურებოდა მას+ და ათი ათასობით ათი ათასი იდგა მის წინაშე.+ დაიწყო სასამართლო+ და გადაიშალა წიგნები.
11 ისევ ვუყურებდი, რადგან მესმოდა ამპარტავნული სიტყვები, რომლებსაც რქა წარმოთქვამდა.+ ვუყურებდი, სანამ არ მოკლეს მხეცი, სანამ მისი სხეული არ გაანადგურეს და მოგიზგიზე ცეცხლს არ მისცეს.+ 12 სხვა მხეცებს+ კი მმართველობა წაერთვათ და დროითა და ვადით გაუხანგრძლივდათ სიცოცხლე.+
13 ვხედავდი ღამის ხილვებში: აი, ცის ღრუბლებზე+ მოდიოდა ვიღაც, კაცის ძის მსგავსი.+ მას ძველ დღეთასთან+ მისვლის ნება მიეცა და ის მის წინაშე მიიყვანეს.+ 14 მას მიეცა მმართველობა,+ დიდება+ და სამეფო,+ რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს.+ მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ შეწყდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა.+
15 მე, დანიელს, სული დამიმწუხრდა და შემაშინა ჩემმა ხილვებმა.+ 16 ახლოს მივედი ერთ-ერთ იქ მდგომთან, რომ ყოველივე ამის ზუსტი მნიშვნელობა მეკითხა.+ ამის მნიშვნელობას რომ მიხსნიდა, მითხრა:
17 „ეს ოთხი უზარმაზარი მხეცი+ ოთხი მეფეა, რომლებიც დედამიწიდან წამოდგებიან;+ 18 მაგრამ უზენაესის+ წმინდები+ მიიღებენ სამეფოს. ისინი მარადიულად დაეუფლებიან სამეფოს,+ სამარადისოდ“.
19 მსურდა, ყველაფერი გამეგო მეოთხე მხეცის შესახებ, რომელიც სხვებისგან განსხვავდებოდა, თავზარდამცემი იყო, რკინის კბილები და სპილენძის ბრჭყალები ჰქონდა, ყველაფერს ნთქავდა და მუსრავდა, დარჩენილს კი ფეხით თელავდა;+ 20 და იმ ათი რქის შესახებ, თავზე რომ ჰქონდა+ და იმ სხვა რქის შესახებ,+ რომელიც ამოვიდა და რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა,+ იმ რქის შესახებ, რომელსაც თვალები ჰქონდა, რომლის პირიც ამპარტავნულად ლაპარაკობდა+ და შესახედავად სხვებზე დიდი იყო.
21 ვხედავდი, როგორ ებრძოდა ეს რქა წმინდებს და როგორ იმარჯვებდა მათზე,+ 22 სანამ არ მოვიდა ძველი დღეთა+ და უზენაესის+ წმინდების სასარგებლოდ არ იქნა გამოტანილი განაჩენი, სანამ არ მოვიდა განსაზღვრული დრო და წმინდები არ დაეუფლნენ სამეფოს.+
23 აი რა მითხრა მან: „მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფოა, რომელიც დედამიწაზე იქნება. ის განსხვავებული იქნება სხვა სამეფოებისგან. შთანთქავს მთელ დედამიწას, გათელავს და შემუსრავს.+ 24 ათი რქა ათი მეფეა, რომლებიც ამ სამეფოდან აღდგებიან.+ მათ შემდეგ კიდევ ერთი აღსდგება და ის პირველთაგან განსხვავებული იქნება.+ სამ მეფეს დაამდაბლებს იგი.+ 25 უზენაესის წინააღმდეგ ილაპარაკებს+ და განუწყვეტლივ შეავიწროებს უზენაესის წმინდებს.+ ის დროებისა+ და კანონის შეცვლას განიზრახავს.+ ისინი ხელში ჩაუვარდებიან მას, სანამ არ გავა დრო, დროები* და ნახევარი დრო.+ 26 შემდეგ დაიწყო სასამართლო+ და წაართვეს მას მმართველობა, რათა მოესპოთ და საბოლოოდ გაენადგურებინათ იგი.+
27 სამეფო, მმართველობა და ცისქვეშეთის სამეფოების სიდიადე გადაეცა ხალხს, უზენაესის წმინდებს.+ მათი სამეფო მარადიული სამეფოა.+ ყველა მმართველობა მათი მსახური იქნება და მათ დაემორჩილება“.+
28 ეს არის ამ ამბის დასასრული. მე, დანიელი, ძლიერ შემაშინა ჩემივე ფიქრებმა და სახე მეცვალა, მაგრამ გულში შევინახე ეს ყოველივე».+
8 მეფე ბელშაცარის მეფობის მესამე წელს+ ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, პირველი ხილვის შემდეგ.+ 2 ვიხილე ხილვა, იმ დროს შუშანის+ ციხე-დარბაზში ვიყავი, ელამის+ სამთავროში, და ხილვაში ულაის+ წყლის ნაკადებთან ვიდექი. 3 თვალი გავახილე და წყლის ნაკადებთან ორრქიანი ვერძი+ დავინახე. ორივე რქა გრძელი ჰქონდა, მაგრამ ერთი მეორეზე გრძელი იყო. გრძელი რქა მოგვიანებით ამოსულიყო.+ 4 ვერძი დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ ირქინებოდა და ვერც ერთი მხეცი ვერ ჩერდებოდა მის წინაშე; არავინ იყო მისი ხელიდან დამხსნელი.+ თვითნებურად მოქმედებდა და მედიდურობდა.
5 ვაკვირდებოდი და დავინახე, მოდიოდა ვაცი+ მზის ჩასავლიდან მთელი დედამიწის პირზე და მიწას ფეხს არ აკარებდა. ვაცს თვალებს შორის ადვილად შესამჩნევი რქა ჰქონდა.+ 6 იგი პირდაპირ იმ ორრქიანი ვერძისკენ მიემართებოდა, წყლის ნაკადებთან რომ ვიხილე; გამძვინვარებული მიექანებოდა მისკენ.
7 ვიხილე, როგორ მიუახლოვდა ვერძს, გამწარებული ეძგერა მას და ორივე რქა მოსტეხა; ვერძს მასთან გამკლავების ძალა არ აღმოაჩნდა. ის მიწაზე დაანარცხა და ზედ შესდგა; ვერავინ იხსნა ვერძი მისი ხელიდან.+
8 ვაცი მეტისმეტად გამედიდურდა,+ მაგრამ როგორც კი გაძლიერდა, მოსტყდა დიდი რქა; ადვილად შესამჩნევი იყო, მის ნაცვლად როგორ ამოუვიდა ოთხი რქა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით.+
9 ერთ-ერთი მათგანიდან კიდევ ერთი რქა ამოვიდა, პატარა რქა,+ რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა სამხრეთის, მზის ამოსავლისა და მშვენების* მიმართულებით.+ 10 ზეცის ლაშქრამდეც კი გაიზარდა,+ დედამიწაზე ჩამოყარა ლაშქრისა და ვარსკვლავების+ ნაწილი და გათელა ისინი.+ 11 თვით ლაშქართა მთავარს+ გაუმედიდურდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი,+ დაემხო მისი საწმინდრისთვის დადგენილი ადგილი.+ 12 თანდათანობით გადაეცა+ ლაშქარი მუდმივ+ მსხვერპლთან ერთად ცოდვის გამო.+ ის ჭეშმარიტებას ანარცხებდა+ დედამიწაზე+ და წარმატებით მოქმედებდა.+
13 გავიგონე ერთი წმინდის+ ლაპარაკი, რომელსაც მეორე წმინდამ ჰკითხა: რამდენ ხანს გასტანსო ხილვა მუდმივი მსხვერპლის,+ გამაპარტახებელი ცოდვის,+ წმინდა ადგილისა და ლაშქრის გათელვის შესახებ?+ 14 მან მითხრა: სანამ არ გავა ორი ათას სამასი საღამო და დილა; შემდეგ კი წმინდა ადგილი თავის თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდებაო.+
15 როცა მე, დანიელი, ხილვას ვხედავდი და მის გაგებას ვცდილობდი,+ დავინახე, ჩემ წინაშე ვიღაც იდგა, ვაჟკაცის მსგავსი.+ 16 გავიგონე ადამიანის ხმა შუა ულაიდან.+ მან დაიძახა: „გაბრიელ,+ აუხსენი მას ნანახი!“+ 17 მოვიდა იქ, სადაც ვიდექი, და გვერდით დამიდგა. ისე შემაძრწუნა მისმა მოსვლამ, რომ პირქვე დავემხვე. მან მითხრა: „გაიგე,+ კაცის ძეო,+ რომ ეს ხილვა უკანასკნელი დროისთვისაა“.+ 18 როცა მელაპარაკებოდა, ღრმად ჩამეძინა პირქვე დამხობილს.+ ის შემეხო და დამაყენა იქ, სადაც ვიდექი,+ 19 მითხრა: „გაგაგებინებ, რა მოხდება შერისხვის ბოლო დროს, რადგან ეს აღსასრულისთვისაა, დანიშნული დროისთვის.+
20 ორრქიანი ვერძი, რომელიც იხილე, მიდიისა და სპარსეთის მეფეები არიან.+ 21 ბალნიანი ვაცი საბერძნეთის მეფეა;+ მისი დიდი რქა, რომელიც თვალებს შორის ჰქონდა, პირველი მეფეა.+ 22 მოტეხილი რქის ნაცვლად ამოსული ოთხი რქა+ მისი ერიდან აღმდგარი ოთხი სამეფოა, რომლებსაც მისნაირი ძალა არ ექნებათ.
23 მათი სამეფოს უკანასკნელ დღეებში, როცა შემცოდველები აღასრულებენ თავისას, გამოჩნდება პირქუში მეფე, რომელიც ორაზროვან ნათქვამებს მიხვდება.+ 24 გაძლიერდება, მაგრამ არა საკუთარი ძალით.+ უჩვეულოდ შეუდგება განადგურებას,+ წარმატებით იმოქმედებს. მოსპობს ძლიერებსაც და წმინდებსაც.+ 25 მისი წვდომის უნარის წყალობით მზაკვრობა წარმატებას მიაღწევს მის ხელში.+ გულს გაიმედიდურებს+ და უზრუნველობის დროს+ ბევრს მოსპობს. მთავართა მთავრის+ წინააღმდეგ აღსდგება და მოისპობა, ოღონდ ხელშეუხებლად.+
26 საღამოსა და დილის შესახებ ნანახი და თქმული ჭეშმარიტია.+ შენ კი, საიდუმლოდ შეინახე ეს ხილვა, რადგან ის შორეული დროისთვისაა“.+
27 მე, დანიელს, ძალა გამომეცალა და რამდენიმე დღე ავად ვიყავი.+ შემდეგ ავდექი და მეფის სამსახურს შევუდექი;+ გაოგნებული ვიყავი ნანახით და არავინ იყო მისი გამგები.+
9 ქალდეველთა სამეფოში+ გამეფდა დარიოსი,+ ახაშვეროშის ძე, მიდიელთა+ შთამომავალი; 2 მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე იმ წლების რიცხვი, რომელიც იეჰოვამ იერემია წინასწარმეტყველს გამოუცხადა+ — იერუსალიმი სამოცდაათი წელიწადი+ უნდა ყოფილიყო განადგურებული.+ 3 პირი ვიბრუნე+ იეჰოვასკენ, ჭეშმარიტი ღვთისკენ, რათა ლოცვა-ვედრებით,+ მარხვით, ჯვალოთი და ნაცრით მეძებნა იგი.+ 4 ლოცვით მივმართე იეჰოვას, ჩემს ღმერთს, და ვაღიარე ცოდვები:+
„იეჰოვა, ჭეშმარიტო ღმერთო, დიდებულო+ და შიშის მომგვრელო, შეთანხმების დამცველო+ და სიკეთის* შემნახველო+ შენს მოყვარულთათვის და შენი მცნებების დამცველთათვის!+ 5 შევცოდეთ,+ ცუდად მოვიქეცით, ბოროტება ჩავიდინეთ და გეურჩეთ,+ შენს მცნებებსა და სამართალს გადავუხვიეთ.+ 6 არ მოვუსმინეთ შენს მსახურებს, წინასწარმეტყველებს,+ რომლებიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, მთავრებს, მამა-პაპასა და ქვეყნის მთელ ხალხს.+ 7 იეჰოვა, შენია სიმართლე, ჩვენ კი დღეს სირცხვილით გვაქვს დაფარული სახე+ — იუდეველებს, იერუსალიმის მკვიდრებს, ყველა ისრაელს, ახლოს მცხოვრებს თუ შორს მცხოვრებს, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შენ გაფანტე ისინი, რადგან გიორგულეს.+
8 იეჰოვა, სახე შერცხვენილი გვაქვს ჩვენ, ჩვენს მეფეებს, მთავრებსა და მამა-პაპას, რადგან შეგცოდეთ.+ 9 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, შენ მოწყალე+ და მპატიებელი+ ხარ, ჩვენ კი გეურჩეთ.+ 10 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, არ დავემორჩილეთ შენს ხმას, რომ გვევლო შენი კანონებით, რომლებიც შენს მსახურთა, წინასწარმეტყველთა, ხელით გადმოგვეცი.+ 11 მთელმა ისრაელმა გადააბიჯა შენს კანონს, გადაუხვია და არ დაემორჩილა შენს ხმას.+ ამიტომაც დაგვატყდა ჭეშმარიტი ღვთის მსახურ მოსეს კანონში ჩაწერილი წყევლა და ფიცი,+ რადგან შეგცოდეთ, ღმერთო. 12 შენ შეასრულე ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენი განმსჯელი მსაჯულების+ წინააღმდეგ წარმოთქმული სიტყვები+ და დიდი უბედურება დაგვატეხე თავს. იმის მსგავსი არაფერი მომხდარა ცისქვეშეთში, რაც იერუსალიმს დაემართა.+ 13 მოსეს კანონში+ ჩაწერილი ყველა უბედურება გვეწია.+ ჩვენ კი არ მიგვიტოვებია ჩვენი დანაშაული+ და არ ჩავწვდომივართ შენს ჭეშმარიტებას,+ შენი გული რომ მოგველბო, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო.
14 ფხიზლობდი, იეჰოვა, რომ უბედურება დაგეტეხა ჩვენთვის და დაგვატეხე კიდეც,+ რადგან, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, მართალი ხარ ყველა შენს საქმეში, რასაც აკეთებ; ჩვენ არ დავემორჩილეთ შენს ხმას.+
15 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომელმაც ძლიერი ხელით გამოიყვანე შენი ხალხი ეგვიპტიდან+ და სახელი მოიხვეჭე, როგორც დღეს,+ შევცოდეთ+ და ბოროტება ჩავიდინეთ. 16 იეჰოვა, გთხოვ, მთელი შენი სიმართლისამებრ+ აარიდე შენი რისხვა და მრისხანება იერუსალიმს, შენს ქალაქს, შენს წმინდა მთას,+ რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამა-პაპის დანაშაულის გამო+ იერუსალიმი და შენი ხალხი გარშემომყოფთა შეურაცხსაყოფი გახდა.+ 17 ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება და შენი სახის ნათელი მოაფინე+ შენს გაპარტახებულ საწმინდარს+ შენი გულისთვის, იეჰოვა. 18 ყური მომაპყარი, ჩემო ღმერთო, და მისმინე.+ თვალი გაახილე და ნახე, რომ გაპარტახებული ვართ; შეხედე ქალაქს, რომელიც შენი სახელით იწოდება.+ გევედრებით არა ჩვენი სიმართლის საქმეების გამო,+ არამედ შენი დიდი წყალობის გამო.+ 19 ისმინე,+ იეჰოვა! გვაპატიე,+ იეჰოვა! მოგვხედე და იმოქმედე,+ იეჰოვა! ნუ დააყოვნებ+ შენი გულისთვის, ჩემო ღმერთო, რადგან შენი სახელით იწოდება შენი ქალაქი და შენი ხალხი“.+
20 ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი, ჩემი და ჩემი ხალხის, ისრაელის ცოდვებს ვაღიარებდი+ და ჩემი ღვთის წმინდა მთისთვის+ წყალობას ვთხოვდი იეჰოვას, ჩემს ღმერთს; 21 ჯერ კიდევ ვლოცულობდი, როცა კაცი გაბრიელი,+ რომელიც პირველ ხილვაში მყავდა ნანახი,+ მომიახლოვდა დაღლილ-დაქანცულს საღამოს საძღვნო შესაწირავის შეწირვის დროს.+ 22 შემაგონა და მითხრა:
„დანიელ, მოვედი, რომ უკეთ გაიგო და ჩასწვდე ყველაფერს.+ 23 შენი ვედრების დასაწყისში სიტყვა გამოვიდა და მოვედი, რომ შენთვის შემეტყობინებინა, რადგან ძალიან ძვირფასი ხარ.+ დაუკვირდი+ ამას და მიხვდი ნანახს.
24 სამოცდაათი კვირაა დადგენილი შენი ხალხისთვის+ და შენი წმინდა ქალაქისთვის,+ რომ შეწყდეს ცოდვა და ბოლო მოეღოს მას,+ რომ გამოსყიდული იყოს დანაშაული+ და დამყარდეს მარადიული სიმართლე,+ რომ ბეჭედი დაესვას+ ხილვასა და წინასწარმეტყველს და ცხებული იქნეს წმინდათაწმინდა.+ 25 იცოდე და ჩასწვდი ამას, რომ იერუსალიმის აღსადგენად+ და ასაშენებლად ნაბრძანები სიტყვის+ შემდეგ მესიის,+ წინამძღოლის+ გამოჩენამდე შვიდი კვირა და სამოცდაორი კვირა+ გავა. იერუსალიმი დაბრუნდება და გაჭირვების დროს აშენდება თავისი მოედნითა და ღრმა თხრილით.
26 სამოცდაორი კვირის შემდეგ მესია მოიკვეთება+ და მას არაფერი დარჩება.+
ქალაქსა და წმინდა ადგილს+ მომავალი წინამძღოლის ხალხი გაანადგურებს.+ მას წარღვნა მოუღებს ბოლოს. დასასრულამდე ომი იქნება. გადაწყვეტილია გაპარტახება.+
27 ის ბევრისთვის ძალაში დატოვებს შეთანხმებას+ ერთი კვირით,+ ნახევარ კვირაში შეწყვეტს მსხვერპლსა და საძღვნო შესაწირავს.+
სისაძაგლის ფრთებით მოვა გამაპარტახებელი.+ ვიდრე შემუსრავდეს, განადგურებულზეც შესრულდება* ის, რაც გადაწყვეტილია“.+
10 სპარსეთის მეფე კიროსის+ მეფობის მესამე წელს სიტყვა გაუმჟღავნდა დანიელს, რომელსაც ბელტეშაცარი+ ერქვა; ეს სიტყვა ჭეშმარიტი იყო და დიდ ბრძოლას ეხებოდა.+ მან გაიგო ეს და მიხვდა ნანახს.+
2 იმ დროს მე, დანიელი, სამი სრული კვირა ვგლოვობდი.+ 3 გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო არ გაჰკარებია ჩემს პირს და ზეთი არ მიცხია სამი სრული კვირის გასრულებამდე.+ 4 პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, როცა დიდი მდინარის, ხიდეკელის,+ პირას ვიყავი, 5 ავიხედე და დავინახე სელის სამოსლით შემოსილი კაცი,+ რომელსაც წელი უფაზის+ ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული.+ 6 მისი ტანი ქრიზოლითს+ ჰგავდა, მისი სახე — ელვას,+ თვალები — ჩირაღდნებს,+ მკლავები და ფეხები — გაპრიალებულ სპილენძს,+ მისი ლაპარაკი ხალხის ხმას ჰგავდა. 7 მე, დანიელმა ვიხილე ეს ხილვა, ჩემთან მყოფ კაცებს კი არ უხილავთ ის,+ თუმცა შიშისგან აკანკალდნენ, გაიქცნენ და დაიმალნენ.
8 მე მარტო დავრჩი და დიდებული ხილვა ვიხილე. ძალა გამომეცალა, დიდება წამერთვა და ძალა აღარ შემრჩა.+ 9 გავიგე მისი ლაპარაკი და მისი ლაპარაკის გაგონებაზე ღრმად ჩამეძინა+ პირქვე დამხობილს.+ 10 აი, ხელი შემახო,+ შემანჯღრია და მუხლებსა და ხელისგულებზე დამაყენა 11 და მითხრა:
„დანიელ, ძვირფასო ადამიანო,+ გაიგე სიტყვები, რომლებსაც გეუბნები,+ დადექი იქ, სადაც იდექი, რადგან შენთან ვარ გამოგზავნილი“.
როცა ეს სიტყვა მითხრა, აკანკალებული წამოვდექი.
12 შემდეგ კი მითხრა: „ნუ გეშინია,+ დანიელ, რადგან იმ დღიდან, რაც გული გაგებისკენ+ და ღვთის წინაშე თავის დამდაბლებისკენ მიმართე,+ შესმენილ იქნა შენი სიტყვები, მეც შენი სიტყვების გამო წამოვედი,+ 13 მაგრამ სპარსეთის+ სამეფოს მთავარი+ ოცდაერთ დღეს მეწინააღმდეგებოდა.+ და, აი, მიქაელი*,+ ერთ-ერთი პირველი მთავარი,+ მოვიდა ჩემ დასახმარებლად; მე კი იქ დავრჩი სპარსეთის მეფეებთან.+ 14 ახლა მოვედი, რომ გაგაგებინო, რა დაემართება შენს ხალხს+ უკანასკნელ დღეებში,+ რადგან ეს ხილვა+ მომავალი დროისთვისაა“.+
15 როცა ის ამ სიტყვებს მეუბნებოდა, მიწას დავცქეროდი+ და ვდუმდი. 16 აი, ადამიანის მსგავსი ვიღაც შემეხო ბაგეებზე,+ გავხსენი პირი, ავლაპარაკდი+ და ვუთხარი ჩემ წინაშე მდგომს: „ჩემო ბატონო,+ ამ ხილვის გამო კრუნჩხვებში ჩავვარდი და ძალა აღარ შემრჩა.+ 17 როგორ შეძლო ჩემი ბატონის მსახურმა ჩემს ბატონთან ლაპარაკი?!+ აქამდე ძალა არ მქონდა და სუნთქვა არ მყოფნიდა“.+
18 კვლავ შემეხო ადამიანის მსგავსი და განმამტკიცა.+ 19 მან მითხრა: „ნუ გეშინია,+ ძვირფასო ადამიანო,+ მშვიდობა შენდა,+ გამაგრდი, გამაგრდი!“+ როგორც კი მან ეს მითხრა, ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი: „ილაპარაკოს ჩემმა ბატონმა,+ რადგან განმამტკიცე“.+ 20 მან მითხრა:
„იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა დავბრუნდები სპარსეთის მთავართან შესაბრძოლებლად;+ მე წავალ და საბერძნეთის მთავარიც მოვა.+ 21 თუმცა გეტყვი ჭეშმარიტების წიგნში ჩაწერილს.+ ამაში მხარს ისე არავინ მიჭერს, როგორც თქვენი მთავარი+ მიქაელი“.+
11 „დარიოს მიდიელის+ მეფობის პირველ წელს განმამტკიცებლად და სიმაგრედ ვედექი მას. 2 ჭეშმარიტებას გეტყვი:+
აი, კიდევ სამი მეფე აღსდგება სპარსეთში+ და მეოთხე+ ყველა დანარჩენზე მეტ სიმდიდრეს დააგროვებს.+ როგორც კი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველაფერს საბერძნეთის+ სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს.
3 ძლიერი მეფე აღსდგება, დიდი ძალაუფლებით იმმართველებს+ და თავისი ნებისამებრ მოიქცევა.+ 4 მისი აღზევების შემდეგ+ დაიშლება მისი სამეფო და ზეცის+ ოთხი ქარის+ მიმართულებით დაიყოფა, არც მის შთამომავლობას გადაეცემა+ და არც მისნაირი ძალაუფლებით იმმართველებენ; ამოიძირკვება მისი სამეფო, რათა სხვების გახდეს და არა მათი.
5 გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მისი ერთ-ერთი მთავარი. ის გაიმარჯვებს მასზე და უფრო მეტი ძალაუფლებით იმმართველებს.
6 რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ერთმანეთის მოკავშირენი გახდებიან. სამხრეთის მეფის ასული ჩრდილოეთის მეფესთან მივა ხელშეკრულების დასადებად, მაგრამ ვერ შეინარჩუნებს თავისი მკლავის ძალას.+ ვერც ის გაძლებს და ვერც მისი მკლავი. ეს ასული სხვების ხელში ჩავარდება — ის და მისი მხლებლები, მისი მშობელი და ის, ვინც მაშინ გააძლიერა იგი. 7 მისი ფესვის ერთ-ერთი ამონაყარი+ დადგება მის ადგილზე, ჯართან მივა და ჩრდილოეთის მეფის სიმაგრის წინააღმდეგ გაილაშქრებს. მათ წინააღმდეგ იმოქმედებს და გაიმარჯვებს. 8 მათი ღმერთებით,+ ქანდაკებებით, ოქრო-ვერცხლის ძვირფასი ნივთებითა და ტყვეებით მივა ეგვიპტეში. რამდენიმე წელიწადს თავს შორს დაიჭერს ჩრდილოეთის მეფისგან.
9 ის მივა სამხრეთის მეფის სამეფოში, მერე კი დაუბრუნდება თავის მიწას.
10 მოემზადებიან მისი ვაჟები და დიდ ჯარს შეკრებენ. ის მივა, წინ წაიწევს, წალეკავს და გადაუვლის, მაგრამ დაბრუნდება და ბრძოლა-ბრძოლით მივა თავის სიმაგრემდე.
11 გამწარდება სამხრეთის მეფე, გამოვა და შეებრძოლება მას, ჩრდილოეთის მეფეს. ის დიდძალ ხალხს გამოიყვანს, მაგრამ ეს ხალხი იმ პირველს ჩაუვარდება ხელში.+ 12 წაყვანილი იქნება ხალხი. ის გადიდგულდება+ და ათობით ათასს დასცემს; მაგრამ თავის ძალაუფლებას აღარ გამოიყენებს.
13 დაბრუნდება ჩრდილოეთის მეფე და უფრო მეტ ხალხს გამოიყვანს, ვიდრე პირველად, და რამდენიმე ხანში, რამდენიმე წელიწადში, მოვა დიდი ჯარითა+ და დიდძალი ქონებით.+ 14 იმ დროს ბევრი აღსდგება სამხრეთის მეფის წინააღმდეგ.
თან გაჰყვებიან ყაჩაღების ვაჟები შენი ხალხიდან, რათა შეეცადონ ხილვის ასრულებას,+ მაგრამ წაბორძიკდებიან.+
15 მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილს+ გააკეთებს და აიღებს გამაგრებულ ქალაქს. ვერ გაუძლებს სამხრეთის მკლავები, ვერც მისი რჩეული ხალხი; არ ექნებათ ძალა გასაძლებად. 16 მის წინააღმდეგ გამოსული თავის ნებისამებრ მოიქცევა და ვერავინ აღუდგება წინ. ის დადგება მშვენების*+ ქვეყანაში და შემუსვრა იქნება მის ხელში.+ 17 პირს იბრუნებს,+ რომ მთელი თავისი სამეფოს ძლიერებით მივიდეს. ხელშეკრულებას+ დადებენ მასთან. ის წარმატებით იმოქმედებს.+ ქალთა ასული მიეცემა მას დასაღუპავად. ვერ გაუძლებს ის და მისი აღარ იქნება.+ 18 პირს ზღვისპირეთისკენ იბრუნებს+ და მრავალს დაიპყრობს. ერთი მეთაური თავის შეურაცხყოფას შეაწყვეტინებს მას, რათა მეტად აღარ შეურაცხყოს; მასვე დაუბრუნებს შეურაცხყოფას. 19 პირს იბრუნებს თავისი ქვეყნის სიმაგრეებისკენ, წაიბორძიკებს, დაეცემა და აღარ იქნება.+
20 მის ადგილზე დადგება ის,+ ვინც გადასახადების ამკრეფს+ დიდებულ სამეფოში მოატარებს. განადგურდება ის რამდენიმე დღეში, მაგრამ არა რისხვით და არა ბრძოლის დროს.
21 მის ადგილზე დადგება ის, ვისაც მოიძულებენ.+ არ მისცემენ მას სამეფო დიდებას. უზრუნველობის დროს მოვა+ და მლიქვნელობით ჩაიგდებს ხელში სამეფოს.+ 22 მის გამო წაილეკება და განადგურდება+ წამლეკავი ჯარები;+ იგივე+ დაემართება შეთანხმების+ წინამძღოლსაც.+ 23 ისინი მისი მოკავშირეები გახდებიან, ამიტომ ის მზაკვრულად იმოქმედებს, აღზევდება და მცირეოდენი ხალხი გააძლიერებს.+ 24 უზრუნველობის დროს+ იმ სამთავროს საუკეთესო ნაწილში შევა და იმას გააკეთებს, რაც არც მის მამებსა და არც მისი მამების მამებს არ გაუკეთებიათ. ნაძარცვს, ნადავლსა და ქონებას გაფანტავს მათ შორის. გამაგრებული ადგილების წინააღმდეგ განიზრახავს ბოროტებას,+ მაგრამ მხოლოდ გარკვეულ დრომდე.
25 ის აღძრავს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ და დიდი ჯარით გამოვა. სამხრეთის მეფე კი საბრძოლველად აღსდგება უდიდესი და უძლიერესი ჯარით. ის ვერ გაძლებს, რადგან ისინი მის წინააღმდეგ განიზრახავენ ბოროტებას. 26 მისი ნუგბარის მჭამელები დააქცევენ მას.
მისი ჯარი წაილეკება და მრავალი დაეცემა მოკლული.
27 გულში ბოროტება ექნება ამ ორ მეფეს და ერთ მაგიდასთან+ სიცრუეს ილაპარაკებენ,+ მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევენ,+ რადგან აღსასრული ჯერ კიდევ დანიშნული დროისთვისაა.+
28 დიდძალი ქონებით დაბრუნდება ის თავის ქვეყანაში. გული წმინდა შეთანხმების+ წინააღმდეგ გაუწევს. წარმატებით იმოქმედებს+ და დაბრუნდება თავის ქვეყანაში.
29 დანიშნულ დროს+ ის უკან დაბრუნდება და სამხრეთის წინააღმდეგ გაილაშქრებს,+ მაგრამ ამჯერად ისე არ იქნება, როგორც პირველად. 30 მის წინააღმდეგ გამოვა ქითიმის+ ხომალდები და დამწუხრდება იგი.
ის დაბრუნდება, რისხვას გადმოანთხევს+ წმინდა შეთანხმებაზე+ და წარმატებით იმოქმედებს. ის დაბრუნდება და ყურადღებას მიაქცევს წმინდა შეთანხმების მიმტოვებლებს. 31 მისგან აღსდგებიან მკლავები, შებღალავენ საწმინდარს,+ სიმაგრეს, და შეწყვეტენ მუდმივ მსხვერპლს.+
ისინი ფეხზე წამოაყენებენ+ გამაპარტახებელ სისაძაგლეს.+
32 ის პირფერული სიტყვებით+ განდგომილებამდე+ მიიყვანს მათ, ვინც ბოროტად მოქმედებს შეთანხმების+ წინააღმდეგ. ხალხი კი, რომელიც იცნობს თავის ღმერთს,+ გაიმარჯვებს+ და წარმატებით იმოქმედებს. 33 ხალხს შორის წვდომის უნარიანნი+ მრავალს შეაგონებენ.+ მათ მახვილი, ცეცხლის ალი, ტყვეობა და ძარცვა+ დააბრკოლებს რამდენიმე დღეს. 34 როცა დაბრკოლდებიან, მცირეოდენ დახმარებას მიიღებენ.+ მრავალი ადამიანი მლიქვნელობით შეუერთდება მათ.+ 35 წვდომის უნარიანთაგან ზოგიერთი დაბრკოლდება,+ რათა მათ გამო მოხდეს გამობრძმედა, განწმენდა და გათეთრება+ აღსასრულის დრომდე,+ რადგან ის ჯერ კიდევ დანიშნული დროისთვისაა.+
36 თავისი ნებისამებრ მოიქცევა მეფე, ყველა ღმერთზე აიმაღლებს და განიდიდებს თავს.+ ღმერთთა ღმერთის+ წინააღმდეგაც წარმოუდგენელ რამეს ილაპარაკებს. წარმატება ექნება რისხვის დასასრულამდე,+ რადგან უნდა მოხდეს ის, რაც გადაწყვეტილია. 37 არ მიაქცევს ყურადღებას თავისი მამების ღმერთს; არც ქალების სურვილს მიაქცევს ყურადღებას და არც სხვა ღმერთებს, ყველაზე მაღლა საკუთარ თავს დააყენებს.+ 38 სიმაგრის ღმერთს კი განადიდებს თავისი ტახტიდან, იმ ღმერთს, რომელსაც არ იცნობდნენ მისი მამები, ოქრო-ვერცხლით, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით განადიდებს მას. 39 ის წარმატებით იმოქმედებს უცხო ღვთის წყალობით ყველაზე მეტად გამაგრებული ციხესიმაგრეების წინააღმდეგ. დიდებას შემატებს იმას, ვინც მას აღიარებს, და მრავალთა მმართველად დააყენებს. საფასურის სანაცვლოდ დაუნაწილებს მიწას.
40 უკანასკნელ დროს სამხრეთის მეფე+ შეუტევს მას, ჩრდილოეთის მეფე კი ეტლებით, მხედრებითა და მრავალი ხომალდით შეებმება. ის შევა ქვეყნებში, წალეკავს და გადაუვლის. 41 ის შევა+ მშვენების ქვეყანაშიც,+ ბევრი ქვეყანა დაბრკოლდება.+ მისი ხელიდან ედომი, მოაბი+ და ამონის ძეების მთავარი ნაწილი დააღწევს თავს. 42 ის ხელს გაიწვდის ქვეყნების წინააღმდეგ. ეგვიპტე+ თავს ვერ დააღწევს მას. 43 იბატონებს ოქრო-ვერცხლის დამალულ საგანძურზე და ეგვიპტის მთელ ძვირფასეულობაზე. ლიბიელები და ეთიოპები ფეხდაფეხ გაჰყვებიან მას.
44 მზის ამოსავლიდან+ და ჩრდილოეთიდან მოსული ამბები შეაძრწუნებს+ მას და ის დიდი რისხვით გამოვა, რათა მოსპოს და გაანადგუროს მრავალი.+ 45 თავის სამეფო კარვებს დიდ ზღვასა და მშვენების წმინდა მთას შორის გაშლის;+ მიაღწევს თავის აღსასრულს+ და არავინ ეყოლება მშველელი“.+
12 „იმ დროს აღსდგება მიქაელი*,+ დიდი მთავარი,+ რომელიც შენი ხალხის ძეების გულისთვის+ დგას.+ ისეთი გასაჭირი დადგება, როგორიც არ ყოფილა ერის გაჩენის დროიდან იმ დრომდე.+ იმ დროს გადარჩება შენი ხალხი+ — ყველა, ვინც წიგნში იქნება ჩაწერილი.+ 2 მრავალი, ვინც მიწის მტვერშია მიძინებული, გაიღვიძებს,+ ერთნი — მარადიული სიცოცხლისთვის,+ მეორენი კი — შეურაცხყოფისა და მარადიული ზიზღისთვის.+
3 სივრცეში მოფენილი სინათლესავით გაანათებენ წვდომის უნარიანნი,+ მრავალი ადამიანის სიმართლემდე მიმყვანნი+ მარადიულად, სამარადისოდ გაანათებენ ვარსკვლავებივით.
4 შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და ბეჭედი დაადე წიგნს+ უკანასკნელ დრომდე.+ ბევრი დაიწყებს ძიებას და გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“.+
5 მე, დანიელმა ვიხილე კიდევ ორი ანგელოზი,+ ერთი მდინარის აქეთა ნაპირზე იდგა, მეორე — მდინარის იქითა ნაპირზე.+ 6 ერთმა უთხრა სელით შემოსილ კაცს,+ რომელიც მდინარის წყლებზე იდგა: „რამდენი დრო დარჩა ამ საოცარი ამბების დასრულებამდე?“+ 7 მოვუსმინე მდინარის წყლებზე მდგომ სელით შემოსილ კაცს, რომელმაც ზეცისკენ ასწია მარჯვენა და მარცხენა ხელი+ და დაიფიცა მარად ცოცხალი:+ „დანიშნული დრო, დანიშნული დროები* და ნახევარი.+ როგორც კი წმინდა ხალხის ძალის შემუსვრა დამთავრდება,+ დასრულდება ეს ყველაფერი“.
8 მოვისმინე, მაგრამ ვერ გავიგე+ და ვთქვი: „ჩემო ბატონო, რით დამთავრება ეს ყველაფერი?“+
9 მან მითხრა: „წადი, დანიელ, რადგან საიდუმლოა ეს სიტყვები და ბეჭედდასმულია უკანასკნელ დრომდე.+ 10 მრავალი განიწმინდება,+ გათეთრდება+ და გამოიბრძმედება.+ ბოროტები ბოროტად მოიქცევიან.+ ვერც ერთი ბოროტი ვერ გაიგებს ამ სიტყვებს,+ წვდომის უნარის მქონენი კი გაიგებენ.+
11 მუდმივი მსხვერპლის+ შეწყვეტისა+ და გამაპარტახებელი სისაძაგლის+ დადგომის დროიდან ათას ორას ოთხმოცდაათი დღე გავა.
12 ბედნიერია+ ის, ვინც მოელის და მიაღწევს ათას სამას ოცდათხუთმეტ დღეს!
13 შენ კი მიდი აღსასრულამდე;+ დაისვენებ,+ მაგრამ აღდგები შენი წილის მისაღებად დღეების ბოლოს“.+
ნიშნავს: ღმერთი ჩემი მოსამართლეა.
ან მწერლობა.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.
იგივე ბალთაზარი.
სიტყვასიტყვით — მინა, მინა, შეკელი და ნახევარი შეკელი. არამეულად — მენე, მენე, თეკელ უფარსინ. „ფარსინ“ „ფერესის“ (ნახევარი შეკელის) მრავლობითი რიცხვია.
არამეული სიტყვა, რომელიც დროებად არის ნათარგმნი, ნიშნავს ორ დროს.
ან სილამაზის. გამოყენებულია, როგორც სახელწოდება.
იხილე 1:9-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — გადმოიღვრება.
ნიშნავს: ვინ არის ღვთის მსგავსი?
ამ თავში ეს სიტყვა გამოყენებულია, როგორც სახელწოდება.
იხილეთ 10:13-ის სქოლიო.
იხილეთ 7:25-ის სქოლიო.