საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 იოელი 1:1-3:21
  • იოელი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იოელი
  • ბიბლია
ბიბლია
იოელი

იოელი*

1 იეჰოვას ეს სიტყვა გამოეცხადა+ იოელს, ფეთუელის ვაჟს:

2 „ისმინეთ ეს, უხუცესებო, და ყური დაუგდეთ ამას, მიწის მკვიდრნო!+ თუ მომხდარა ასეთი რამ თქვენს დროს ან თქვენი მამა-პაპის დროს?!+ 3 უამბეთ ამის შესახებ თქვენს ძეებს, თქვენმა ძეებმა უამბონ თავიანთ ძეებს, მათმა ძეებმა კი — მომდევნო თაობას.+ 4 რაც მუხლუხს გადაურჩა, კალიამ შეჭამა;+ რაც კალიას გადაურჩა, უფრთო კალიამ შეჭამა, და რაც უფრთო კალიას გადაურჩა, ტარაკანმა შეჭამა.+

5 გაიღვიძეთ, ლოთებო,+ და იტირეთ, იღრიალეთ,+ ღვინის მსმელებო, რადგან პირიდან მოგწყვიტეს+ მაჭარი.+ 6 ძლიერი და ურიცხვი ხალხი მოვიდა ჩემს მიწაზე;+ მათი კბილები ლომის კბილებია+ და მათი ყბები ლომის ყბებია. 7 მან გამაოგნებელი გახადა ჩემი ვაზი+ და ჯირკვად აქცია ჩემი ლეღვის ხე.+ გააშიშვლა ის და გადააგდო,+ გათეთრდა მისი ტოტები. 8 მოთქვამდე ჯვალოშემორტყმული+ ქალწულივით, რომელიც თავისი სიყრმის საქმროზე მოთქვამს.

9 მოისპო იეჰოვას სახლში მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი;+ გლოვობენ მღვდლები,+ იეჰოვას მსახურები.+ 10 გაიძარცვა მინდორი,+ გლოვობს მიწა,+ რადგან დაიტაცეს მარცვლეული, დაშრა ახალი ღვინო+ და გაქრა ზეთი.+ 11 შერცხვნენ მიწათმოქმედები,+ ღრიალებენ მევენახეები ხორბლისა და ქერის გამო, რადგან მოისპო მინდვრის მოსავალი.+ 12 გახმა ვაზი და დაჭკნა ლეღვი, გახმა ბროწეული, პალმა და ვაშლი, მინდვრის ყველა ხე;+ სიხარული შერცხვენილი გაეცალა ადამიანის ძეებს.+

13 ჯვალო შემოირტყით, მკერდში იცემდეთ,+ მღვდლებო! იღრიალეთ, სამსხვერპლოს მსახურებო!+ მოდით, ღამე ჯვალოში გაათიეთ, ჩემი ღვთის მსახურებო, რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში მარცვლეული შესაწირავისა+ და დასაღვრელი შესაწირავის მიტანა.+ 14 გამოაცხადეთ წმინდა მარხვა,+ მოიწვიეთ საზეიმო შეკრება,+ შეკრიბეთ უხუცესები და მიწის ყველა მკვიდრი იეჰოვას, თქვენი ღვთის სახლში+ და შველა სთხოვეთ იეჰოვას!+

15 ვაი, მოდის ის დღე!+ ახლოსაა იეჰოვას დღე+ და მოვა ის, როგორც განადგურება ყოვლისშემძლისგან! 16 განა ჩვენ თვალწინ არ მოისპო საკვები, ჩვენი ღვთის სახლში კი — მხიარულება და სიხარული?!+ 17 გაფუჭდა ლეღვის ჩირი ნიჩბების ქვეშ; დაცარიელდა საწყობები; დაინგრა ბეღლები, რადგან დაილია მარცვლეული. 18 ო, როგორ ხვნეშის პირუტყვი! რა დაბნეული დახეტიალებს ნახირი! არა აქვთ საძოვარი;+ ცხვრის ფარებმაც იტვირთეს დანაშაული.

19 იეჰოვა, მოგიხმობ,+ რადგან ცეცხლმა შთანთქა უდაბნოს საძოვრები და ცეცხლის ალმა გადაბუგა მინდვრის ყველა ხე!+ 20 შენკენ ილტვიან მინდვრის მხეცები,+ რადგან ამოშრა წყლის არხები+ და ცეცხლმა შთანთქა უდაბნოს საძოვრები“.

2 „ჩაჰბერეთ საყვირს სიონში+ და საომარი ყიჟინა+ დაეცით ჩემს წმინდა მთაზე!+ აფორიაქდეს მიწის ყველა მკვიდრი,+ რადგან მოდის იეჰოვას დღე,+ ახლოს არის ის! 2 ის არის სიბნელისა და წყვდიადის დღე,+ მოღრუბვლისა და მოქუფვრის დღე, განთიადის ნათელივით რომ ეფინება მთებს.+

არის ხალხი, მრავალრიცხოვანი და ძლიერი,+ რომლის მსგავსიც არასდროს+ ყოფილა და არც მის შემდეგ იქნება მომავალ თაობებში. 3 მის წინ შთამნთქმელი ცეცხლი მიდის,+ მის უკან კი — მბუგავი ალი;+ ედემის ბაღივითაა მიწა მის წინაშე,+ მის უკან კი გაუდაბურებული უდაბნოა; ვერაფერი გადაურჩება მას.

4 შესახედავად ცხენებს ჰგვანან, რაშებივით მირბიან.+ 5 მიხტიან და ისეთ ხმას გამოსცემენ, თითქოს ეტლები მიგრიალებენ მთების მწვერვალებზე,+ თითქოს ნამჯას შთანთქავს აბრიალებული ცეცხლი.+ ძლიერ, საბრძოლოდ დარაზმულ ხალხს ჰგვანან.+ 6 მწვავე ტკივილები დაეწყებათ ხალხებს მათ გამო.+ შეშფოთებისგან ყველას სახე აელეწება.+

7 ძლიერი კაცებივით დარბიან;+ მეომრებივით ადიან გალავანზე; თითოეული თავისი გზით მიდის, გზას არ იცვლიან;+ 8 ერთმანეთს არ ეხლებიან; ვაჟკაცივით აგრძელებენ სვლას. შუბითაც რომ დაეცეს ზოგიერთი, დანარჩენები მაინც არ ჩერდებიან.

9 ქალაქში იჭრებიან, გალავანზე არბიან, სახლებზე ადიან, ქურდებივით სარკმლებიდან მიძვრებიან; 10 მიწა ირყევა და ცა იძვრის მათ წინაშე. დაბნელდა მზე და მთვარე,+ აღარ ანათებს ვარსკვლავები.+ 11 დასჭექს იეჰოვა+ თავისი ჯარის+ წინაშე, რადგან მრავალრიცხოვანია მისი ბანაკი.+ ძლიერია ის, ვინც ასრულებს თავის სიტყვას. დიდია იეჰოვას დღე+ და შიშის მომგვრელი, ვინ გაუძლებს მას?!“+

12 «ახლა კი, — ამბობს იეჰოვა, — დამიბრუნდით მთელი გულით,+ მარხვით,+ ტირილითა და მოთქმით;+ 13 გულები დაიგლიჯეთ+ და არა ტანსაცმელი,+ დაუბრუნდით თქვენს ღმერთს, იეჰოვას, რადგან ის მწყალობელი და გულმოწყალეა,+ რისხვაში ნელი+ და სიკეთით*+ სავსე, და ის უეჭველად გადაიფიქრებს უბედურებას.+ 14 ვინ იცის, იქნებ მობრუნდეს, გადაიფიქროს+ და მოგცეთ კურთხევა+ — თქვენი ღვთისთვის, იეჰოვასთვის განკუთვნილი მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი!

15 ჩაჰბერეთ საყვირს სიონში,+ გამოაცხადეთ წმინდა მარხვა,+ მოიწვიეთ საზეიმო შეკრება,+ 16 შეკრიბეთ ხალხი, განწმინდეთ კრებული,+ შეკრიბეთ მოხუცებულები, შეკრიბეთ ბავშვები და ძუძუთა ჩვილები!+ გამოვიდეს ნეფე თავისი შიდა ოთახიდან და პატარძალი — საქორწილო ოთახიდან.

17 იტირონ მღვდლებმა, იეჰოვას მსახურებმა, წინკარსა და სამსხვერპლოს შორის+ და თქვან: „შეიბრალე, იეჰოვა, შენი ხალხი, და შეურაცხყოფად+ ნუ აქცევ შენს მემკიდრეობას, რათა ხალხებმა არ იბატონონ მათზე. რატომ უნდა თქვან ხალხებმა, სად არისო მათი ღმერთი?!“+ 18 მოშურნეობას გამოავლენს იეჰოვა თავისი მიწისთვის+ და შეიბრალებს თავის ხალხს.+ 19 მიუგებს იეჰოვა და ეტყვის თავის ხალხს: აი, გიგზავნით მარცვლეულს, ახალ ღვინოსა და ზეთს, და დანაყრდებით;+ მეტად აღარ გაქცევთ შეურაცხყოფად ხალხებს შორის.+ 20 მოგაშორებთ ჩრდილოელს+ და განვდევნი მას უწყლო და გაპარტახებულ მიწაზე, პირი აღმოსავლეთის ზღვისკენ+ ექნება და ზურგი — დასავლეთის ზღვისკენ.+ აუვა სუნი და აყროლდება;+ დიდ რამეს მოიმოქმედებს ღმერთი.

21 ნუ გეშინია, მიწავ, იხარე და იმხიარულე! დიდ რამეს მოიმოქმედებს იეჰოვა.+ 22 ნუ გეშინიათ, მინდვრის მხეცებო,+ რადგან ამწვანდება უდაბნოს საძოვრები!+ ნაყოფს გამოიღებს ხე,+ მაცოცხლებელ ძალას გასცემს ლეღვის ხე და ვაზი.+ 23 თქვენც, სიონის ძეებო, იხარეთ და იმხიარულეთ იეჰოვათი, თქვენი ღმერთით,+ რადგან ის საკმარისად მოგცემთ შემოდგომის წვიმას,+ უწინდელივით უხვად გაწვიმებთ შემოდგომის წვიმასა და გაზაფხულის წვიმას!+ 24 კალოები აივსება გასუფთავებული მარცვლით და საწურებიდან ღვარად იდინებს ახალი ღვინო და ზეთი.+ 25 აგინაზღაურებთ იმ წლების დანაკარგს, როცა ჭამდნენ კალია, უფრთო კალია, ტარაკანი და მუხლუხი — ჩემი დიდი ჯარი, რომელიც გამოგიგზავნეთ.+ 26 შეჭამთ და გაძღებით,+ განადიდებთ იეჰოვას, თქვენი ღვთის სახელს,+ რომელიც ასე გასაოცრად მოგექცათ.+ არ შერცხვება სამარადისოდ ჩემი ხალხი.+ 27 გაიგებთ, რომ მე ვარ ისრაელში,+ რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და ჩემ გარდა სხვა არავინ არის.+ არ შერცხვება სამარადისოდ ჩემი ხალხი.

28 ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს+ ყველანაირ ხორციელზე+ და თქვენი ვაჟები და ასულები იწინასწარმეტყველებენ,+ თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკები ხილვებს იხილავენ; 29 მსახურებზეც და მოახლეებზეც გადმოვღვრი იმ დროს ჩემს სულს.+

30 მოვახდენ საკვირველებებს ცაში+ და დედამიწაზე, მოვავლენ სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს.+ 31 მზე დაბნელდება+ და მთვარე სისხლად იქცევა+ იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის მოსვლამდე.+ 32 და ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება,+ რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნებიან გადარჩენილები,+ როგორც იეჰოვამ თქვა; ისინი იქნებიან იმ გადარჩენილთა შორის, რომლებსაც იეჰოვა მოუხმობს».+

3 „აი, იმ დღეებში და იმ დროს,+ როცა დავაბრუნებ იუდასა და იერუსალიმის ტყვეებს,+ 2 შევკრებ ყველა ხალხს+ და ჩავიყვან იეჰოშაფატის ველზე.+ შევედავები მათ ჩემი ხალხისა და ჩემი მემკვიდრეობის, ისრაელის გამო,+ ხალხებს შორის რომ გაფანტეს. დაინაწილეს ჩემი მიწა.+ 3 წილს ყრიდნენ ჩემს ხალხზე;+ ყმაწვილს მეძავზე ცვლიდნენ+ და გოგონას ღვინოზე ყიდდნენ, რომ ესვათ.

4 რა გესაქმებათ ჩემთან, ტვიროსო, სიდონო+ და ფილისტიმის მხარეებო?+ ასე მიხდით სამაგიეროს?! თუ ასე მექცევით, მალევე, დაუყოვნებლივ თქვენი საქციელისამებრ გადაგიხდით სამაგიეროს.+ 5 რაკი წაიღეთ ჩემი ოქრო-ვერცხლი+ და ჩემი ძვირფასი ნივთები შეიტანეთ თქვენს ტაძრებში+ 6 და ბერძენთა ძეებს+ მიჰყიდეთ+ იუდასა და იერუსალიმის ძეები, მათივე მიწიდან რომ მოგეშორებინათ ისინი,+ 7 აი, აღვძრავ მათ იმ ადგილზე, სადაც თქვენ გაყიდეთ ისინი+ და თქვენი საქციელისამებრ გადაგიხდით სამაგიეროს.+ 8 თქვენს ვაჟებსა და ასულებს იუდას ძეებს ჩავუგდებ ხელში*,+ ისინი კი შებელებს,+ შორს მცხოვრებ ხალხს ჩაუგდებენ+ მათ ხელში, რადგან იეჰოვა ამბობს ამას.

9 გამოაცხადეთ ხალხებში:+ საომრად მოემზადეთ*! აღძარით ძლიერები!+ ახლოს მოვიდნენ ისინი! ადგეს ყველა მებრძოლი!+ 10 თქვენი გუთნებისგან მახვილები გამოჭედეთ და სასხლავებისგან+ — შუბები. უძლურმა თქვას, ძლიერი ვარო.+ 11 მოდით და დაეხმარეთ ერთმანეთს, გარშემო მცხოვრებო ყველა ხალხო,+ და შეიკრიბეთ!“+

იეჰოვა, ჩამოიყვანე იმ ადგილზე შენი ძლიერები!+

12 „აღსდგნენ ხალხები და გამოვიდნენ იეჰოშაფატის ველზე,+ რადგან იქ დავჯდები გარშემო მცხოვრები ყველა ხალხის გასასამართლებლად.+

13 მოიქნიეთ ნამგალი,+ რადგან მოწეულია სამკალი!+ მოდით, ჩამოდით, რადგან აივსო საწნახელი!+ გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტება.+ 14 ბრბოები, ბრბოები არიან განაჩენის ველზე,+ რადგან უახლოვდება იეჰოვას დღე განაჩენის ველს.+ 15 დაბნელდება მზე და დაბნელდება მთვარე, აღარ გამოანათებენ ვარსკვლავები.+ 16 სიონიდან დაიგრგვინებს იეჰოვა და იერუსალიმიდან გამოსცემს ხმას.+ შეირყევა ცა და მიწა,+ მაგრამ იეჰოვა იქნება თავშესაფარი თავისი ხალხისთვის+ და სიმაგრე — ისრაელის ძეებისთვის.+ 17 გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ რომელიც სიონში, ჩემს წმინდა მთაზე ვარ დამკვიდრებული.+ წმინდა ადგილი გახდება იერუსალიმი+ და უცხოები ვეღარ გაივლიან იქ.+

18 იმ დღეს მთებიდან ჩამოწვეთავს მაჭარი,+ გორებიდან იდინებს რძე და წყალი იდინებს იუდას ყველა კალაპოტში. იეჰოვას სახლიდან გამოვა წყარო+ და ის მორწყავს აკაციის ხევს.+ 19 გაპარტახდება ეგვიპტე+ და გაუდაბურდება ედომი,+ რადგან ძალადობდნენ იუდას ძეებზე და უდანაშაულო სისხლს ღვრიდნენ მათ მიწაზე.+ 20 მარადიულად დასახლდება იუდა+ და თაობიდან თაობაში — იერუსალიმი.+ 21 უდანაშაულოდ ჩავთვლი მათ სისხლს, რასაც არ ვთვლიდი უდანაშაულოდ.+ იეჰოვა დამკვიდრდება სიონში“.+

ნიშნავს: იეჰოვაა ღმერთი.

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.

სიტყვასიტყვით — მივყიდი.

სიტყვასიტყვით — განიწმინდეთ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება