ამოსი*
1 ამოსის, თეკოელი+ მეცხვარის, სიტყვები, რომლებიც ხილვაში გაუცხადდა ისრაელის+ შესახებ იუდას მეფე უზიასა+ და ისრაელის მეფე იერობოამის,+ იოაშის ძის+ დროს, მიწისძვრამდე+ ორი წლით ადრე. 2 მან თქვა:
„სიონიდან დაიგრგვინებს იეჰოვა+ და იერუსალიმიდან გამოსცემს ხმას.+ გლოვას დაიწყებენ მწყემსთა საძოვრები და გადახმება ქარმელის მწვერვალი“.+
3 აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან სამჯერ იურჩა, ოთხჯერ იურჩა დამასკომ+ და რკინის კევრებით ლეწავდა გალაადს.+ 4 ცეცხლს გავუგზავნი+ ხაზაელის სახლს+ და შთანთქავს ის ბენ-ჰადადის საცხოვრებელ კოშკებს;+ 5 დავამტვრევ დამასკოს+ ურდულს, მოვსპობ მცხოვრებლებს ბიკათ-ავენში და კვერთხის მპყრობელს — ბეთ-ედენში. სირიის ხალხი კირში+ იქნება გადასახლებული“, — ამბობს იეჰოვა.
6 აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან სამჯერ იურჩა, ოთხჯერ იურჩა ღაზამ+ და გადაასახლა+ ყველა ტყვე, ედომისთვის+ რომ ჩაეგდო ისინი ხელში. 7 ცეცხლს გავუგზავნი ღაზას+ გალავანს და შთანთქავს ის მის საცხოვრებელ კოშკებს; 8 მოვსპობ მცხოვრებლებს აშდოდში+ და კვერთხის მპყრობელს — აშკელონში.+ ხელს მოვაბრუნებ+ ეკრონზე+ და დაიღუპებიან ფილისტიმელთაგან დარჩენილები“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
9 აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან სამჯერ იურჩა, ოთხჯერ იურჩა ტვიროსმა,+ ყველა ტყვე ედომს ჩაუგდო ხელში და არ გაიხსენა ძმებს შორის დადებული შეთანხმება.+ 10 ცეცხლს გავუგზავნი ტვიროსის გალავანს და შთანთქავს ის მის საცხოვრებელ კოშკებს“.+
11 აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან სამჯერ იურჩა, ოთხჯერ იურჩა ედომმა,+ მახვილით დევნიდა თავის ძმას,+ ჩაიხშო სიბრალული+ და მუდამ გლეჯს თავისი რისხვით და მუდამ აღვივებს მრისხანებას.+ 12 ცეცხლს გავუგზავნი თემანს+ და შთანთქავს ის ბოცრას+ საცხოვრებელ კოშკებს“.
13 აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას,+ რადგან სამჯერ იურჩეს, ოთხჯერ იურჩეს ამონის+ ძეებმა და ფატრავდნენ გალაადელ ორსულ ქალებს, თავიანთი სამფლობელოს გასაფართოებლად.+ 14 ცეცხლს გავუგზავნი რაბას+ გალავანს და შთანთქავს ის მის საცხოვრებელ კოშკებს, როცა განგაში ატყდება ბრძოლის დღეს და გრიგალი ამოვარდება ქარიშხლის დღეს.+ 15 მათი მეფე ტყვეობაში წავა თავის მთავრებთან ერთად“,+ — ამბობს იეჰოვა.
2 «აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან სამჯერ იურჩა, ოთხჯერ იურჩა მოაბმა+ და კირისთვის წვავდა ედომის მეფის ძვლებს.+ 2 ცეცხლს გავუგზავნი მოაბს და შთანთქავს ის კერიოთის+ საცხოვრებელ კოშკებს; ხმაურში დაიღუპება მოაბი, როცა ატყდება განგაში და გაისმება საყვირის ხმა.+ 3 მოვსპობ მასში მოსამართლეს და მასთან ერთად დავხოცავ ყველა მის მთავარს“,+ — ამბობს იეჰოვა.
4 აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან სამჯერ იურჩა, ოთხჯერ იურჩა იუდამ,+ უარყო იეჰოვას კანონი+ და არ დაიცვა მისი წესები. ახეტიალებდა მათ თავიანთი სიცრუე,+ რასაც მათი მამა-პაპა მიჰყვებოდა.+ 5 ცეცხლს გავუგზავნი იუდას და შთანთქავს ის იერუსალიმის საცხოვრებელ კოშკებს“.+
6 აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან სამჯერ იურჩა, ოთხჯერ იურჩა ისრაელმა+ და ვერცხლზე ყიდდა მართალს და წყვილი სანდლის ფასად — ღარიბს.+ 7 მიწის მტვრის ნახვა სწადიათ უბრალო ხალხის თავზე.+ თავიდან იშორებენ თვინიერ ხალხს.+ მამა-შვილი ერთ ქალთან დადის+ ჩემი წმინდა სახელის შესაბღალავად.+ 8 გირაოში გამორთმეულ ტანსაცმელზე გაწოლილან+ ყველა სამსხვერპლოსთან+ და ჯარიმით დასჯილთა ღვინოს სვამენ თავიანთი ღმერთების სახლში.+
9 მე კი მათ გამო მოვსპე ამორეველები,+ რომლებიც კედარივით მაღლები და უზარმაზარი ხესავით+ ძლიერები იყვნენ; მაღლა ნაყოფი მოვუსპე და დაბლა — ფესვები.+ 10 მე გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან+ და ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში,+ რათა დაუფლებოდით ამორეველების მიწას.+ 11 თქვენს ძეთაგან ზოგიერთი წინასწარმეტყველად დავაყენე,+ თქვენს ჭაბუკთაგან ზოგიერთი — ნაზირად*.+ განა ასეც არ უნდა ყოფილიყო, ისრაელის ძეებო?!“ — ამბობს იეჰოვა.
12 „თქვენ კი ნაზირებს ღვინოს ასმევდით+ და წინასწარმეტყველებს უბრძანებდით, არ იწინასწარმეტყველოთო.+ 13 აი, ისე შევარყევ მიწას თქვენ ქვემოთ, როგორც ახალმომკილი მარცვლეულის ძნებით სავსე ურემი ირყევა. 14 სწრაფს მოესპობა თავშესაფარი,+ ძლიერი ვერ მოიკრებს ძალებს და სულს ვერ გადაირჩენს ვაჟკაცი.+ 15 წინააღმდეგობას ვერ გასწევს მშვილდოსანი, ვერც ფეხმარდი გადარჩება და ვერც მხედარი გადაირჩენს სულს.+ 16 ძლიერთა შორის გულმაგარიც შიშველი გაიქცევა იმ დღეს“,+ — ამბობს იეჰოვა».
3 «ისმინეთ სიტყვა, რომელსაც იეჰოვა წარმოთქვამს თქვენზე,+ ისრაელის ძეებო, მთელ ერზე, რომელიც ეგვიპტიდან+ გამოვიყვანე: 2 „მხოლოდ თქვენ გცანით+ დედამიწის საგვარეულოებს შორის,+ ამიტომ პასუხს მოგთხოვთ თქვენი ყველა დანაშაულის გამო.+
3 განა ივლის ორი ერთად, თუ შეხვედრა არ დაუთქვეს ერთმანეთს?!+ 4 განა იბრდღვინებს ლომი ტყეში, თუ მსხვერპლი არა ჰყავს?!+ განა დაიღრიალებს ფაფრიანი ლომი თავისი სამალავიდან, თუ არაფერი დაუჭერია?! 5 განა გაებმება ჩიტი მახეში,+ თუ მიწაზე კაკანათი არ არის დაგებული?! განა დაიძვრება ადგილიდან მახე, თუ არაფერი დაუჭერია?! 6 თუ ქალაქში საყვირს ჩაჰბერეს, განა არ აკანკალდება ხალხი?!+ თუ ქალაქში უბედურება მოხდება, განა იეჰოვამ არ მოიმოქმედა ეს?! 7 უზენაესი უფალი იეჰოვა ისე არაფერს გააკეთებს, თუ საიდუმლო არ გაუცხადა თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს.+ 8 ბრდღვინავს ლომი+ — ვის არ შეეშინდება?! უზენაესი უფალი იეჰოვა ლაპარაკობს — ვინ არ აწინასწარმეტყველდება?!+
9 გამოაცხადეთ აშდოდის საცხოვრებელ კოშკებზე და ეგვიპტის+ საცხოვრებელ კოშკებზე: შეიკრიბეთ სამარიის+ მთების წინააღმდეგ და ნახეთ დიდი არეულობა და გამოძალვა, რაც იქ ხდება.+ 10 მათ არ იციან იმის კეთება, რაც სწორია,+ — ამბობს იეჰოვა, — მათ, ვინც ძალადობასა+ და ძარცვას ამრავლებს თავის საცხოვრებელ კოშკში.
11 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: მტერი შემოადგა მიწას,+ ის დასცემს შენს ძალას და გაიძარცვება შენი საცხოვრებელი კოშკები.+
12 აი რას ამბობს იეჰოვა: როგორც მწყემსი გამოსტაცებს ლომს პირიდან ორ ფეხს ან ყურის ნაგლეჯს,+ ასევე გამოტაცებულნი იქნებიან ისრაელის ძეები, რომლებიც სამარიაში მდიდრულ ტახტებსა+ და დამასკოურ საწოლებზე+ სხედან.
13 ისმინეთ და დაამოწმეთ+ იაკობის სახლში, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი. 14 იმ დღეს, როცა პასუხს+ მოვთხოვ ისრაელს მისი ურჩობის გამო, ბეთელის სამსხვერპლოებსაც+ მოვთხოვ ანგარიშს; მოიკვეთება სამსხვერპლოს რქები და მიწაზე დაეცემა.+ 15 დავაქცევ ზამთრის სახლს+ საზაფხულო სახლთან ერთად.+
მოისპობა სპილოს ძვლის სახლები+ და ბევრ სახლს მოეღება ბოლო,+ — ამბობს იეჰოვა“».
4 „ისმინეთ ეს სიტყვა, ბაშანის ფურებო,+ სამარიის მთაზე რომ ხართ,+ საწყლებს რომ სძალავთ,+ ღარიბებს რომ ჩაგრავთ და თქვენს ბატონებს რომ ეუბნებით, მოიტანე და დავლიოთო! 2 უზენაესმა უფალმა იეჰოვამ თავისი სიწმინდე დაიფიცა:+ აი, დაგიდგებათ დრო, როცა ის ყასბის კაუჭებით აგწევთ, თქვენს დარჩენილ ნაწილს კი თევზის კაუჭებით+ ასწევს; 3 გარღვეულ კედელში გახვალთ,+ თითოეული პირდაპირ ივლით; ჰარმონზე გადაგაგდებენ“, — ამბობს იეჰოვა.
4 „მოდით ბეთელში და შესცოდეთ,+ გილგალში მოუხშირეთ ცოდვებს+ და დილით მოიტანეთ თქვენი მსხვერპლი, მესამე დღეს კი — მეათედები.+ 5 სამადლობელ მსხვერპლად ააბოლეთ+ საფუვრიანი პური და გაახმაურეთ ნებაყოფლობითი შესაწირავის მიტანა,+ გამოაცხადეთ ის, რადგან ასე გიყვართ, ისრაელის ძეებო“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
6 „კბილები აგიკაწკაწეთ+ ყველა თქვენს ქალაქში და პურის ნაკლებობა ჩამოვაგდე ყველა თქვენს საცხოვრებელ ადგილზე,+ მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.
7 „მკამდე სამი თვით ადრე შეგიკავეთ კოკისპირული წვიმა,+ ერთ ქალაქს ვაწვიმე, მეორეს კი არა; მიწის ერთ ნაკვეთს აწვიმდა, მიწის ის ნაკვეთი კი, რომელსაც არ ვაწვიმებდი, გახრიოკდა.+ 8 ორი ან სამი ქალაქი მიბარბაცებდა ერთ ქალაქში წყლის დასალევად+ და წყურვილს ვერ იკლავდა; მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.
9 „ხორშაკი და ჭრაქი+ მოგივლინეთ. იმრავლებდით ბაღ-ვენახებს, მაგრამ თქვენი ლეღვი და ზეთისხილი მუხლუხმა გააჩანაგა;+ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.
10 „ეგვიპტური ჭირის მსგავსი ჭირი შეგყარეთ;+ მახვილით დავხოცე თქვენი ჭაბუკები+ და თქვენი ცხენები გავატაცებინე.+ თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე,+ მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.
11 „ისე დავამხვე თქვენი მიწა, როგორც სოდომი და გომორა+ დაამხო ღმერთმა. ცეცხლიდან გამოღებულ კუნძს დაემსგავსეთ,+ მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.
12 „ამიტომ, ასე მოგექცევი, ისრაელო, და რადგან ამას გაგიკეთებ, გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად,+ ისრაელო! 13 აი, მთათა შემქმნელი+ და ქარის შემოქმედი,+ ადამიანისთვის თავისი ფიქრის განმცხადებელი,+ განთიადის წყვდიადად გადამქცეველი+ და დედამიწის მაღლობების გამთელავი,+ იეჰოვა, ლაშქართა ღმერთია მისი სახელი“.+
5 «ისრაელის სახლო, ისმინე ეს სიტყვა, რომელსაც სამგლოვიარო სიმღერით+ წარმოვთქვამ შენზე:
3 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ისრაელის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც ათასი გამოდიოდა, ასი კაციღა დარჩება და იქ, საიდანაც ასი გამოდიოდა, ათიღა დარჩება“.+
4 აი რას ეუბნება იეჰოვა ისრაელის სახლს: „მეძებეთ+ და იცოცხლეთ!+ 5 ნუ დაუწყებთ ძებნას ბეთელს,+ ნუ მიხვალთ გილგალში+ და ნუ გაივლით ბეერ-შებაზე,+ რადგან გილგალი გადასახლებაში წავა+ და ბეთელს ჯადოქრობა მოიცავს.+ 6 ეძებე იეჰოვა და იცოცხლე,+ იოსების სახლო,+ რათა ცეცხლივით არ აგიზგიზდეს+ ის და არ გშთანთქოს, რომ აღარავინ დარჩეს ბეთელში ცეცხლის ჩამქრობი,+ 7 შენ, სამართალს რომ აბზინდად+ აქცევ და სიმართლეს რომ მიწაზე ანარცხებ.+ 8 ქიმას+ თანავარსკვლავედისა და ქესილის+ თანავარსკვლავედის+ შემოქმედი, რომელიც უკუნ სიბნელეს+ დილად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს,+ რომელიც ზღვის წყლებს მოუხმობს, რათა გადმოღვაროს ისინი მიწის ზედაპირზე+ — იეჰოვაა მისი სახელი;+ 9 ძლიერს ელვის სისწრაფით დააქცევს, რათა სიმაგრესაც ეწიოს დაქცევა.
10 სძულთ კარიბჭესთან მამხილებელი+ და ვერ იტანენ სიმართლის მთქმელს.+ 11 რაკი მიწის ქირას ართმევთ ღარიბს და ხარკად მარცვლეულს იღებთ მისგან,+ ვეღარ იცხოვრებთ სახლებში, თლილი ქვებით რომ აგიშენებიათ,+ და ვეღარ დალევთ ღვინოს საუცხოო ვენახებიდან, თქვენ რომ გაგიშენებიათ.+ 12 რადგან ვიცი, რამდენჯერ მეურჩეთ+ და რამდენად დიდია თქვენი ცოდვები,+ თქვენ, ვინც მტრულად ექცევით მართალს,+ ვინც ქრთამს იღებთ+ და ჩუმდებით, ვინც თავიდან იშორებთ ღარიბ ხალხს+ კარიბჭესთან.+ 13 მაშინ დადუმდება წვდომისუნარიანი, რადგან ეს უბედურების დრო იქნება.+
14 კარგი ეძებეთ და არა ცუდი,+ რათა იცოცხლოთ+ და იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი იყოს თქვენთან, როგორც თქვენ ამბობთ კიდეც.+ 15 შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია,+ სამართალი დაამკვიდრეთ კარიბჭესთან.+ იქნებ შეიწყალოს იეჰოვამ,+ ლაშქართა ღმერთმა, იოსებისგან დარჩენილები“.+
16 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მოთქმას დაიწყებენ ყველა მოედანზე+ და ყველა ქუჩაზე იტყვიან, ვაი, ვაიო! მიწათმოქმედს საგლოვად დაუძახებენ+ და გამოცდილ დამტირებლებს — სატირლად.+ 17 ყველა ვენახში დაიწყებენ მოთქმას,+ რადგან მე გავივლი შენში“,+ — ამბობს იეჰოვა.
18 „ვაი მათ, ვისაც იეჰოვას დღის მოსვლა სწადია!+ რას მოგიტანთ იეჰოვას დღე?+ ბნელი იქნება ის და არა ნათელი,+ 19 თითქოს კაცი ლომს გაექცა და დათვი გადაეყარა, სახლში შევიდა, კედელს ხელით მიეყრდნო და გველმა დაგესლა.+ 20 ბნელი იქნება იეჰოვას დღე და არა ნათელი! წყვდიადით იქნება მოცული და არა სინათლით!+ 21 მძულს და უარვყოფ თქვენს დღესასწაულებს,+ არ მესიამოვნება თქვენი საზეიმო თავყრილობების დროს დატრიალებული სუნი.+ 22 მთლიანად დასაწვავი შესაწირავიც+ რომ შემომწიროთ, არ მესიამოვნება+ ეს საძღვნო შესაწირავი, არც მშვიდობის მსხვერპლად* შემოწირულ ნასუქ პირუტყვს შევხედავ.+ 23 განმარიდე შენი სიმღერები, შენი ხმაური, არ მსურს შენი სიმებიანი საკრავების ჰანგების გაგონება.+ 24 წყალივით იდინოს სამართალმა+ და სიმართლემ — უშრეტი მდინარესავით.+ 25 ისრაელის სახლო, განა მსხვერპლი და საძღვნო შესაწირავები მოგქონდათ ჩემთვის უდაბნოში ორმოც წელიწადს?!+ 26 თქვენ ატარებთ თქვენს მეფე სიკუთსა*+ და ქიუნს*, ქანდაკებებს, თქვენ მიერ გაკეთებული ღვთაების ვარსკვლავს.+ 27 დამასკოს იქით გადაგასახლებთ“,+ — ამბობს ის, ვისაც იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი ჰქვია».+
6 „ვაი უდარდელებს+ სიონში და სამარიის მთის მოიმედეთ! რჩეულ ხალხს შორის გამორჩეულნი არიან, მათთან მიდის ისრაელის სახლი. 2 წადით ქალნეში და ნახეთ, იქიდან წადით ხალხმრავალ ხამათში+ და ჩადით ფილისტიმელთა გათში.+ განა ისინი ამ სამეფოებზე უკეთესნი არიან?! განა მათი მიწა თქვენს მიწაზე დიდია?!+ 3 არ ფიქრობთ უბედურების დღეზე?+ ძალადობას ამკვიდრებთ თქვენში?+ 4 თქვენა ხართ სპილოს ძვლის ტახტებზე+ მწოლიარენი და საწოლებში გაშხლართულნი, ფარის ვერძებისა და ნასუქ ხბოთაგან მოზვრების მჭამელნი,+ 5 სიმებიანი საკრავის ხმაზე სიმღერებს რომ ქმნიან+ და დავითის მსგავსად საკრავებს რომ იგონებენ,+ 6 თასებით რომ სვამენ ღვინოს,+ საუკეთესო ზეთს+ რომ იცხებენ და ავად არ ხდებიან იოსების უბედურების გამო.+
7 ამიტომ, ახლა ისინი გადასახლებაში წავლენ და პირველები იქნებიან გადასახლებულთა შორის,+ შეწყდება გაშხლართულთა ღრეობა.
8 უზენაესმა უფალმა იეჰოვამ საკუთარი სული დაიფიცა,+ — ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი. — მძულს იაკობის სიამაყე+ და შევიძულე მისი საცხოვრებელი კოშკები,+ მტერს ჩავუგდებ ხელში ქალაქს და ყველაფერს, რაც მასშია.+ 9 ათი კაცი რომ დარჩეს ერთ სახლში, ყველანი დაიხოცებიან.+ 10 სათითაოდ გამოიტანს მათ მამამისის ძმა და სათითაოდ დაწვავს, რათა სახლიდან გაიტანოს ძვლები.+ ეტყვის სახლში მყოფს, თუ არისო კიდევ ვინმე შენთან, ის კი მიუგებს, არავინ არისო. მერე ეტყვის: ჩუმად იყავი, რადგან ახლა არ არისო იეჰოვას სახელის ხსენების დრო.+
11 აი, იეჰოვა ბრძანებს+ და ის ნანგრევებად აქცევს დიდ სახლს და გააცამტვერებს პატარა სახლს.+
12 განა ირბენენ კლდეზე ცხენები ან განა მოახვნევინებენ იქ საქონელს?! შხამიან მცენარედ გიქცევიათ სამართალი+ და აბზინდად — სიმართლის ნაყოფი. 13 თქვენ, ვინც არარსებულით ხარობთ+ და ამბობთ: განა ჩვენი ძალით არ ავიმაღლეთო რქები?!+ 14 ისრაელის სახლო, აი, შენ წინააღმდეგ აღვძრავ ხალხს,+ — ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი. — ისინი შეგავიწროებენ ხამათის+ შესასვლელიდან არაბას ხევამდე“.
7 აი რა მახილვინა უზენაესმა უფალმა იეჰოვამ: აი, მან თავი მოუყარა კალიათა გუნდს საგვიანო ნათესის ამოსვლისას. საგვიანო თესვის+ დრო* იყო, უკვე მოთიბული იყო მეფისთვის ბალახი. 2 როცა მიწის მცენარეები გადაჭამა, ვთქვი: „უზენაესო უფალო იეჰოვა, გევედრები, აპატიე მათ!+ ვიღა წამოდგება იაკობიდან, ის ხომ პატარაა?!“+
3 დამწუხრდა იეჰოვა+ და თქვა იეჰოვამ, აღარ მოხდებაო ეს.
4 აი რა მახილვინა უზენაესმა უფალმა იეჰოვამ: აი, უზენაესი უფალი იეჰოვა ცეცხლით იწვევდა კამათში;+ შთანთქა მან დიდი და ღრმა წყალი და მიწის ნაკვეთი. 5 ვთქვი: „უზენაესო უფალო იეჰოვა, გევედრები, შეჩერდი!+ ვიღა წამოდგება იაკობიდან, ის ხომ პატარაა?!“+
6 დამწუხრდა იეჰოვა+ და თქვა უზენაესმა უფალმა იეჰოვამ, ესეც აღარ მოხდებაო.
7 აი კიდევ რა მახილვინა მან: აი, იეჰოვა იდგა შვეულ კედელზე+ და შვეული ეჭირა ხელში. 8 მითხრა იეჰოვამ: „რას ხედავ, ამოს?“ მივუგე: შვეულს-მეთქი. მითხრა იეჰოვამ: „აი, შვეულს ჩავუშვებ ჩემს ხალხში, ისრაელში,+ მეტად აღარ ვაპატიებ მათ.+ 9 გაპარტახდება ისაკის მაღლობები+ და განადგურდება+ ისრაელის საწმინდრები,+ მახვილით აღვდგები იერობოამის* სახლის წინააღმდეგ!“+
10 ბეთელის მღვდელმა,+ ამაციამ, შეუთვალა ისრაელის მეფე იერობოამს:+ „შეთქმულებას გიწყობს ამოსი ისრაელის სახლში.+ ვეღარ აუტანია მიწას მისი სიტყვები,+ 11 რადგან, აი რას ამბობს ამოსი: მახვილით მოკვდებაო იერობოამი, ისრაელი კი გადასახლებაში წავაო თავისი მიწიდან“.+
12 უთხრა ამაციამ ამოსს: „წინასწარმხილველო,+ წადი, გაიქეცი იუდაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე, 13 ბეთელში კი აღარ იწინასწარმეტყველო,+ რადგან მეფის საწმინდარი+ და სამეფოს სახლია!“
14 მაშინ მიუგო ამოსმა ამაციას: «მე არც წინასწარმეტყველი ვყოფილვარ და არც წინასწარმეტყველის ვაჟი,+ მწყემსი ვიყავი+ და სიკომოროს ლეღვის მომყვანი. 15 იეჰოვამ დამანებებინა თავი ფარისთვის და მითხრა იეჰოვამ: წადი, უწინასწარმეტყველეო ჩემს ხალხს, ისრაელს.+ 16 ახლა კი ისმინე იეჰოვას სიტყვა: შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველოო ისრაელზე+ და სიტყვა არ დაგცდესო+ ისაკის სახლის წინააღმდეგ?! 17 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „შენი ცოლი გამეძავდება ქალაქში,+ შენი ვაჟები და ასულები მახვილით დაეცემიან, შენი მიწა ლარით განაწილდება, თავად შენ უწმინდურ მიწაზე მოკვდები,+ ხოლო ისრაელს გადაასახლებენ თავისი მიწიდან“».+
8 აი რა მახილვინა უზენაესმა უფალმა იეჰოვამ: აი, ზაფხულის ხილით* სავსე კალათა.+ 2 მან მკითხა: „რას ხედავ,+ ამოს?“ მივუგე: „ზაფხულის ხილით სავსე კალათას“.+ იეჰოვამ მითხრა: „მოაწია ჩემი ხალხის, ისრაელის აღსასრულმა,+ მეტად აღარ ვაპატიებ მათ.+ 3 ტაძრის სიმღერები მოთქმად იქცევა იმ დღეს,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — უამრავი გვამი იქნება,+ ყველგან გადაყრიან მათ. ჩუმად!
4 ისმინეთ ეს, თქვენ, ვინც ღარიბს პირს სტაცებთ+ დედამიწის თვინიერთა მოსასპობად,+ 5 და ამბობთ: როდის ჩაივლის ახალმთვარობა,+ რომ პურეული გავყიდოთ,+ როდის ჩაივლის შაბათი,+ რომ მარცვლეული გამოვიტანოთ გასაყიდად, რომ შევამციროთო ეფის საწყაო,+ მოვუმატოთ შეკელის საწონს და გავაყალბოთო მატყუარა სასწორი,+ 6 რომ ვერცხლით ვიყიდოთ უბრალო ხალხი, ღარიბი — წყვილი სანდლის ფასად, და უვარგისი მარცვალი გავყიდოთო.+
7 იეჰოვამ იაკობის დიდება დაიფიცა:+ არასდროს დავივიწყებო მათ საქმეებს.+ 8 განა ამის გამო არ შეირყევაო მიწა+ და არ იგლოვებსო+ ყველა, ვინც მასზე მკვიდრობს?! განა ის მთლიანად არ ადიდდებაო ნილოსივით, არ აღელდება და არ დაწყნარდება ეგვიპტის ნილოსივით?!+
9 იმ დღეს, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — შუადღისას ჩავიყვან მზეს+ და ნათელ დღეს დავუბნელებ მიწას. 10 დღესასწაულებს გოდებად გადაგიქცევთ+ და სიმღერებს — სამგლოვიარო სიმღერებად; ყველას ჯვალოს შემოვახვევ წელზე და ყველა თავს გავაქაჩლებ.+ ისეთ დღეს მოვაწევ, თითქოს ერთადერთ ვაჟს+ გლოვობენო, მწარე დღე იქნება მისი ბოლო.
11 აი, დადგება დრო, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — როცა შიმშილს მოვუვლენ მიწას, შიმშილს, მაგრამ არა პურისას, წყურვილს, მაგრამ არა წყლისას, არამედ იეჰოვას სიტყვების მოსმენის შიმშილს.+ 12 იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე, ჩრდილოეთიდან მზის ამოსავლამდე. ყველგან ივლიან იეჰოვას სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ იპოვიან მას.+ 13 იმ დღეს წყურვილისგან გული წაუვათ ლამაზ ქალწულებს და ჭაბუკებს,+ 14 რომლებიც სამარიის დანაშაულს ფიცულობენ+ და ამბობენ: ცოცხალიაო შენი ღმერთი, დან,+ და ცოცხალიაო ბეერ-შებას+ გზა! დაეცემიან ისინი და ვეღარ ადგებიან“.+
9 ვიხილე იეჰოვა, სამსხვერპლოს ზემოთ გაჩერებული,+ და მან მითხრა: „დაჰკარი ბუღაურს, რომ შეირყეს ზღურბლები. გადაამტვრიე თითოეული ბუღაური.+ დარჩენილ ხალხს მახვილით დავხოცავ. გაქცეული თავს ვერ უშველის და ვერავინ გადაირჩენს თავს.+ 2 სამარეშიც* რომ ჩაძვრნენ, იქიდანაც ამოიყვანს მათ ჩემი ხელი,+ ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდანაც ჩამოვიყვან მათ.+ 3 ქარმელის მწვერვალზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი და ჩამოვიყვან,+ ზღვის ფსკერზეც რომ დაემალონ ჩემს თვალს,+ ვუბრძანებ გველს და იქ დაკბენს მათ. 4 ტყვეობაშიც რომ წაასხან თავიანთმა მტრებმა, ვუბრძანებ მახვილს და იქ დახოცავს მათ;+ თვალს დავიჭერ მათზე მათ საუბედუროდ და არა სასიკეთოდ.+ 5 უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ეხება მიწას და დნება იგი;+ იგლოვებს ყველა, ვინც მკვიდრობს მასზე;+ ის მთლიანად ადიდდება ნილოსივით და ეგვიპტის ნილოსივით დაწყნარდება.+
6 ის აგებს საფეხურებს ზეცაში+ და კამარას — დედამიწის თავზე, თავად რომ დააფუძნა;+ ის უხმობს ზღვის წყლებს,+ რათა გადმოღვაროს მიწის ზედაპირზე+ — იეჰოვაა მისი სახელი.+
7 განა ქუშელთა ძეებივით არ ხართ ჩემთვის, ისრაელის ძეებო?! — ამბობს იეჰოვა. — განა მე არ გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან,+ ფილისტიმელები+ — კრეტიდან და სირია — კირიდან?!+
8 აი, უზენაესი უფლის, იეჰოვას თვალები დაჰყურებს ცოდვილ სამეფოს,+ ის მოსპობს მას მიწის პირიდან.+ თუმცა ბოლომდე არ მოვსპობ იაკობის სახლს,+ — ამბობს იეჰოვა. — 9 აი, ვბრძანებ და შევარხევ ისრაელის სახლს ყველა ხალხში,+ როგორც საცერს არხევენ ხოლმე, კენჭიც კი არ დაეცემა მიწაზე. 10 მახვილით დაიხოცება ჩემს ხალხში ყველა ცოდვილი,+ რომლებიც ამბობენ, არ მოგვეკარებაო და არ გვეწევაო უბედურება.+
11 იმ დღეს აღვმართავ+ დავითის დაცემულ+ კარავს,+ ამოვავსებ ბზარებს, აღვადგენ მის ნანგრევებს და ავაშენებ, როგორც ძველ დროში,+ 12 რათა დაეუფლონ ედომისგან დარჩენილს,+ და ყველა უცხოტომელს, ჩემი სახელით წოდებულს,+ — ამბობს იეჰოვა, ამის გამკეთებელი.
13 აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა მხვნელი თავზე წამოადგება მომკელს,+ ყურძნის მწურავი კი — მთესველს;+ მთებიდან მაჭარი+ ჩამოწვეთავს და გორები დადნებიან.+ 14 შევკრებ ჩემი ხალხიდან, ისრაელიდან დატყვევებულებს;+ ისინი ააშენებენ გაპარტახებულ ქალაქებს და დასახლდებიან იქ,+ გააშენებენ ვენახებს და მათ ღვინოს დალევენ, გააშენებენ ბაღებს და მათ ნაყოფს შეჭამენ.+
15 დავრგავ მათ მათივე მიწაზე და მეტად აღარ ამოიძირკვებიან მიწიდან, რომელიც მათ მივეცი,+ — ამბობს იეჰოვა, შენი ღმერთი“.
ნიშნავს ტვირთს ან დატვირთულს.
ანუ გამორჩეული, მიძღვნილი, გამოცალკევებული.
ან საზიარო მსხვერპლად.
შესაძლოა იგულისხმებოდეს ვარსკლავის ღვთაება.
როგორც ჩანს იგულისხმება ვარსკლავის ღვთაება. სქ. 7:43-ში მოხსენიებულია რომფას სახელით.
საგვიანო თესვის დრო იყო იანვარ-თებერვალში.
ანუ იერობოამ II, იოაშის (იეჰოაშის) ვაჟი. იხილეთ 1:1.
იგულისხმება ლეღვი, შესაძლოა ფინიკიც.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.