საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 აბდია 1-21
  • აბდია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აბდია
  • ბიბლია
ბიბლია
აბდია

აბდია*

1 აბდიას ხილვა:

აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა ედომზე:+ „ამბავი მოვისმინეთ იეჰოვასგან, დესპანია გაგზავნილი ხალხებთან: ადექით და გავიდეთო მის წინააღმდეგ საბრძოლველად.+

2 აი, დაგაპატარავე ხალხებს შორის.+ ძლიერ შეძულებული ხარ.+ 3 გაცდუნა შენი გულის კადნიერებამ,+ კლდის მყუდრო ადგილის მკვიდრო,+ მაღლობზე მცხოვრებო, გულში რომ ამბობ, ვინ ჩამომაგდებსო მიწაზე?! 4 არწივივით მაღლა რომ ახვიდე, ვარსკვლავებს შორისაც რომ დაიდო ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ“,+ — ამბობს იეჰოვა.

5 „ქურდები რომ მოსულიყვნენ შენთან ან ღამით მძარცველები რომ მოსულიყვნენ, როგორ დადუმდებოდი!+ განა იმდენს არ მოიპარავდნენ, რამდენიც მოუნდებოდათ?! ყურძნის მკრეფავები რომ მოსულიყვნენ შენთან, განა არ დაგიტოვებდნენ მოსამცვრევს?!+ 6 რა საგულდაგულოდ გაიჩხრიკა ესავი!+ როგორ მიაგნეს მის გადამალულ განძეულს! 7 საზღვართან გაგგზავნეს მათ; ყველამ მოგატყუა,+ ვისთანაც შეთანხმება გქონდა დადებული. გძლიეს მათ, ვისთანაც მშვიდობა გქონდა.+ ისინი, ვინც შენთან ერთად ჭამენ, ბადეს დაგიგებენ ფეხქვეშ, როგორც არაგამჭრიახს.+ 8 განა ეს არ მოხდება იმ დღეს?!“ — ამბობს იეჰოვა.

„მოვსპობ ბრძენკაცებს ედომში+ და გამჭრიახობას — ესავის მთიან მხარეში. 9 შეძრწუნდებიან შენი ვაჟკაცები,+ თემანო,+ რადგან მოიკვეთება+ თითოეული მათგანი ესავის მთიან მხარეში ხოცვა-ჟლეტის გამო.+ 10 რაკი ძალადობდი შენს ძმაზე, იაკობზე,+ სირცხვილი დაგფარავს+ და სამარადისოდ მოიკვეთები.+ 11 იმ დღეს, როცა გვერდზე გადექი, იმ დღეს, როცა უცხოებმა ტყვედ წაასხეს მისი ჯარი,+ როცა უცხოელები შევიდნენ მის კარიბჭეში+ და წილი ყარეს იერუსალიმზე,+ შენც ერთ-ერთი მათგანივით იყავი.

12 ნიშნის მოგებით არ უნდა გეყურებინა იმისთვის, რაც შენი ძმის დღეს მოხდა,+ მისი უბედურების დღეს; არ უნდა გეხარა იუდას ძეების შემხედვარეს მათი დაღუპვის დღეს+ და არ უნდა დაგეღო პირი სატრაბახოდ მათი გასაჭირის დღეს. 13 არ უნდა შესულიყავი ჩემი ხალხის კარიბჭეში მათი უბედურების დღეს,+ არ უნდა გეყურებინა მისი გასაჭირისთვის მისი უბედურების დღეს და ხელი არ უნდა გაგეწვდინა მისი სიმდიდრისკენ მისი უბედურების დღეს.+ 14 არ უნდა მდგარიყავი გზის გასაყარზე მისგან გაქცეულთა დასახოცად,+ მტრის ხელში არ უნდა ჩაგეყარა გასაჭირის დღეს გადარჩენილნი.+ 15 ახლოს არის იეჰოვას დღე ყველა ხალხის წინააღმდეგ.+ როგორც შენ მოიქეცი, შენც ისე მოგექცევიან;+ როგორც შენ ეპყრობოდი მას, შენც ისე მოგეპყრობიან.+ 16 როგორც თქვენ სვამდით ჩემს წმინდა მთაზე, ისე შესვამენ ხალხები, განუწყვეტლივ;+ შესვამენ და ამოხვრეპენ ღვთის მრისხანების სასმისს და ისე იქნებიან, თითქოს არც ყოფილანო.

17 გაქცეულები სიონის მთაზე იქნებიან,+ რომელიც განიწმინდება.+ იაკობის სახლი თავის კუთვნილს დაეუფლება.+ 18 ცეცხლად იქცევა იაკობის სახლი,+ ცეცხლის ალად — იოსების სახლი, ესავის სახლი კი — ნამჯად;+ მოედებიან მას და შთანთქავენ. არავინ გადარჩება ესავის სახლიდან,+ რადგან იეჰოვა ამბობს ამას. 19 ისინი დაეუფლებიან ნეგებს, ესავის+ მთიან მხარეს, შეფელასა და ფილისტიმელთა+ მიწას. ისინი დაეუფლებიან ეფრემის+ ველსა და სამარიის+ ველს, ბენიამინი კი გალაადს+ დაეუფლება. 20 ის, რაც ქანაანელებისა+ იყო, ამ მიწაყრილიდან+ გადასახლებული ისრაელის ძეებისა გახდება სარეფთამდე;+ იერუსალიმიდან გადასახლებულები, რომლებიც სეფარადში იყვნენ, ნეგების+ ქალაქებს დაეუფლებიან.

21 ავლენ მხსნელები+ სიონის მთაზე+ ესავის+ მთიანი მხარის გასასამართლებლად. იეჰოვასი იქნება მეფობა“.+

ნიშნავს იაჰის მსახურს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება