საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • nwt ფსალმუნები 1:1-150:6
  • ფსალმუნები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ფსალმუნები
  • ბიბლია
ბიბლია
ფსალმუნები

ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ

ᲬᲘᲒᲜᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ

(ფსალმუნები 1—41)

1 ბედნიერია კაცი, რომელიც ბოროტთა რჩევისამებრ არ დადის,

ცოდვილთა გზას არ ადგას+

და დამცინავებთან არ ზის;+

 2 იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას+

და კითხულობს მას* დღედაღამ.+

 3 იქნება ის წყლის ნაკადებთან დარგულ ხესავით,

თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს

და მისი ფოთლები არ ჭკნება;

ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება.+

 4 ბოროტები კი ასე არ არიან,

ისინი ქარისგან გაფანტულ ბზეს ჰგვანან.

 5 ამიტომაც ვერ გამართლდებიან ბოროტები სასამართლოზე+

და ვერ გაჭაჭანდებიან ცოდვილები მართლების კრებულში;+

 6 უწყის იეჰოვამ მართალთა გზა,+

ბოროტთა გზა კი მოისპობა.+

2 რატომ ბობოქრობენ ერები

და რატომ ფიქრობენ ხალხები ამაოებაზე?+

 2 აღდგნენ დედამიწის მეფეები

და შეიკრიბნენ უმაღლესი მოხელეები+

იეჰოვასა და მისი ცხებულის წინააღმდეგ;+

 3 ამბობენ, დავამტვრიოთო მათი ბორკილები

და მოვიგლიჯოთო მათი თოკები!

 4 გაიცინებს ზეციურ ტახტზე მჯდომი,

დასცინებს იეჰოვა მათ.

 5 მაშინ თავისი რისხვით შეაძრწუნებს მათ

და მრისხანედ ეტყვის:

 6 „მე, თავად მე, დავაყენე ჩემი მეფე+

სიონზე,+ ჩემს წმინდა მთაზე!“

 7 ვაუწყებ იეჰოვას დადგენილებას;

მან მითხრა: „შენ ჩემი ძე ხარ,+

მე დღეს გავხდი შენი მამა!+

 8 მთხოვე და გიბოძებ ხალხებს მემკვიდრეობად,

კიდით კიდემდე მთელ დედამიწას მოგცემ საკუთრებად.+

 9 დალეწავ მათ რკინის კვერთხით+

და თიხის ჭურჭელივით დაამსხვრევ“.+

10 ახლა კი, მეფეებო, გონს მოეგეთ,

ყურად იღეთ შეგონება, დედამიწის მოსამართლეებო!

11 შიშით ემსახურეთ იეჰოვას,

გიხაროდეთ და თრთოდეთ!

12 პატივი მიაგეთ* ძეს,+ რომ არ განრისხდეს ღმერთი

და არ მოისპოთ თქვენი გზიდან,+

რადგან უეცრად განრისხდება იგი;

ბედნიერია ყველა, ვინც მას აფარებს თავს.

დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა თავის ვაჟ აბესალომს გაურბოდა.+

3 იეჰოვა, რატომ მომიმრავლდნენ მტრები?+

რატომ ამიმხედრდა ამდენი?+

 2 ბევრი ამბობს ჩემზე,

არ დაიხსნისო ღმერთი.+ (სელა*)

 3 შენ კი, იეჰოვა, ჩემი ფარი ხარ, ყოველი მხრიდან რომ მიცავს,+

ჩემი დიდება ხარ,+ შენ მატარებ თავაწეულს.+

 4 მოვუხმობ იეჰოვას

და ისიც მიპასუხებს თავისი წმინდა მთიდან.+ (სელა)

 5 დავწვები, დავიძინებ

და უვნებელი გავიღვიძებ,

რადგან იეჰოვა მიდგას მხარში.+

 6 არ შევუშინდები ათასებს,

ყოველი მხრიდან რომ შემომრტყმიან გარს.+

 7 აღდექ, იეჰოვა! მიხსენი,+ ჩემო ღმერთო!

შენ შემოჰკრავ ყბებში ჩემს მტრებს

და კბილებს ჩაუმტვრევ ბოროტებს!+

 8 იეჰოვაა მხსნელი.+

შენგან არის კურთხეული შენი ხალხი! (სელა)

გუნდის ხელმძღვანელს: დავითის საგალობელი სიმებიანი საკრავების თანხლებით.

4 ჩემო მართალო ღმერთო,+ მიპასუხე, როცა მოგიხმობ!

გამოსავალი მაპოვნინე გასაჭირში,

წყალობა მიყავი და შეისმინე ჩემი ლოცვა!

 2 ხალხო, როდემდე უნდა თელავდეთ ფეხქვეშ ჩემს დიდებას?!

როდემდე უნდა გიყვარდეთ ამაოება და როდემდე უნდა ელტვოდეთ სიცრუეს?! (სელა)

 3 იცოდეთ, რომ იეჰოვა გამოარჩევს თავის ერთგულს.

იეჰოვა მომისმენს, როცა მოვუხმობ.

 4 თუ აღშფოთდებით, ნუ შესცოდავთ;+

გულში თქვით, თქვენს საწოლში, და ჩუმად იყავით. (სელა)

 5 სიმართლის მსხვერპლი შესწირეთ იეჰოვას

და მას მიენდეთ.+

 6 მრავალი ამბობს, ვინ მოგვიტანსო სიკეთეს.

შენი სახის ნათელი მოგვაფინე, იეჰოვა!+

 7 შენ მათზე მეტად გამიმხიარულე გული,

ვისაც უხვად აქვს მარცვლეული და ახალი ღვინო.

 8 დავწვები და მშვიდად დავიძინებ,+

რადგან მხოლოდ შენ მამყოფებ უსაფრთხოდ, იეჰოვა.+

გუნდის ხელმძღვანელს: ნეხილოთის* თანხლებით. დავითის საგალობელი.

5 იეჰოვა, ყური მიაპყარი ჩემს სიტყვებს,+

ისმინე ჩემი ოხვრა.

 2 ყურადღება მომაქციე, როცა შემოგღაღადებ,

ჩემო მეფეო და ჩემო ღმერთო, რადგან შენ მოგმართავ ლოცვით.

 3 დილით მოისმენ ჩემს ხმას, იეჰოვა,+

დილით გაგანდობ ჩემს საწუხარს+ და მოუთმენლად დაგელოდები.

 4 არ გსიამოვნებს ბოროტება, ღმერთო!+

ვერ დამკვიდრდება შენთან ბოროტი.+

 5 ვერ წარდგება ქედმაღალი შენ წინაშე;

შენ გძულს ყველა ავისმქნელი.+

 6 შენ მოსპობ სიცრუის მთქმელს.+

იეჰოვა, შენ გძულს სისხლისმღვრელი და მზაკვარი.+

 7 მე კი შენი ურყევი სიყვარულის* გამო+ მოვალ შენს სახლში+

და შენდამი შიშით დავემხობი შენი წმინდა სამყოფლის წინ.+

 8 იეჰოვა, შენი სიმართლით წამიძეხი, რადგან მტერი მახვევია გარს;

დაუბრკოლებლად მატარე შენს გზაზე.+

 9 მათი ნათქვამი სიტყვაც არ დაიჯერება,

ღვარძლით არიან სავსე;

მათი ყელი ღია სამარხია

და ენით პირფერობენ.+

10 ღმერთი დამნაშავედ ცნობს მათ,

თავიანთივე ზრახვების გამო დაეცემიან.+

დაე განიდევნონ მრავალი დანაშაულის,

თავიანთი ურჩობის გამო!

11 ყველა, ვინც თავს გაფარებს, გაიხარებს;+

დღემუდამ სიხარულით იყიჟინებენ.

არავის მიუშვებ მათთან,

შენი სახელის მოყვარულნი შენით გაიხარებენ.

12 შენ აკურთხებ ყველა მართალს, იეჰოვა;

შენი კეთილგანწყობილება დიდი ფარივით იქნება მათთვის.+

გუნდის ხელმძღვანელს: შემინითში* აწყობილი სიმებიანი საკრავების თანხლებით. დავითის საგალობელი.

6 იეჰოვა, შენი რისხვით ნუ შემაგონებ

და შენი მრისხანებით ნუ დამსჯი.+

 2 წყალობა მიყავი, იეჰოვა, რადგან ძალა გამომეცალა.

განმკურნე, იეჰოვა,+ ვინაიდან შემეძრა ძვლები.

 3 დიდად შეძრწუნებული ვარ;+

მიპასუხე, იეჰოვა, როდემდე უნდა ვიყო ასე?!+

 4 იეჰოვა, მომხედე და მიხსენი,+

მიხსენი შენი ურყევი სიყვარულის* გამო,+

 5 რადგან მკვდარი ვეღარ გახსენებს,

ვერავინ შეგასხამს ხოტბას სამარიდან*.+

 6 დამქანცა ოხვრამ;+

მთელი ღამე ცრემლით ვასველებ საწოლს,

ცრემლები იღვრება ჩემი ტახტიდან.+

 7 მწუხარებისგან თვალი დამებინდა,+

თვალში სინათლე დამეშრიტა ჩემი მტრების გამო.

 8 მომშორდით ავისმქნელნო,

რადგან მოისმენს იეჰოვა ჩემს მოთქმას.+

 9 მომისმენს იეჰოვა, როცა წყალობას ვთხოვ;+

შეისმენს იეჰოვა ჩემს ლოცვას.

10 შერცხვებიან და შეძრწუნდებიან ჩემი მტრები,

სწრაფად უკუიქცევიან სირცხვილნაჭამნი.+

დავითის საგალობელი, რომელიც ბენიამინელი ქუშის სიტყვების გამო უმღერა იეჰოვას.

7 იეჰოვა, ჩემო ღმერთო, შენ შეგაფარე თავი.+

მიხსენი ყველა ჩემი მდევნელისგან და გადამარჩინე,+

 2 თორემ დამფლეთენ ლომივით+

და ისე გამიტაცებენ, რომ კაცი არ მეყოლება მშველელი.

 3 იეჰოვა, ჩემო ღმერთო, თუ რამე ბრალი მიმიძღვის

ან, თუ უსამართლოდ მოვქცეულვარ,

 4 თუ ბოროტებით გადამიხდია მოკეთისთვის+

ან, თუ უმიზეზოდ გამიძარცვავს მტერი*,

 5 მაშინ მტერი დამედევნოს, დამეწიოს

და ფეხქვეშ გათელოს ჩემი სიცოცხლე,

ჩემი დიდება კი გააცამტვეროს. (სელა)

 6 წამოიმართე, იეჰოვა, შენი რისხვით!

აღდექი ჩემი მტრების წინააღმდეგ,+ რისხვას რომ ანთხევენ ჩემზე!

გამოიღვიძე ჩემ დასახმარებლად და ბრძანე, რომ აღსრულდეს სამართალი!+

 7 ნეტავ გარს შემოგერტყან ერები,

რომ მაღლიდან გაუსწორდე მათ!

 8 იეჰოვა გამოუტანს განაჩენს ხალხებს.+

იეჰოვა, განმსაჯე ჩემი სიმართლისა

და ჩემი უმწიკვლობისამებრ*!+

 9 გთხოვ, ბოლო მოუღე ბოროტთა უკეთურობას,

მართალი კი განამტკიცე,+

რადგან შენ მართალი ღმერთი+ ხარ, იკვლევ გულსა+ და სულის სიღრმეებს*.+

10 ღმერთია ჩემი ფარი,+ გულმართალთა მხსნელი.+

11 ღმერთი მართალი მოსამართლეა,+

ყოველდღე აცხადებს თავის განაჩენს.

12 თუ ვინმე არ მოინანიებს,+ იგი თავის მახვილს ალესავს,+

მშვილდს მოზიდავს და მიზანში ამოიღებს.+

13 სასიკვდილო იარაღს გაამზადებს,

ცეცხლს წაუკიდებს მომართულ ისრებს.+

14 აი ის, ვინც სიავეზეა ფეხმძიმედ;

ბოროტება ჩასახვია და სიცრუეს შობს.+

15 ღრმა ორმოს თხრის,

მაგრამ თავისივე ამოთხრილ ორმოში ჩავარდება.+

16 მისი ბოროტება მასვე დაატყდება თავს,+

მისი ძალადობა მასვე ეწევა.

17 ხოტბას შევასხამ იეჰოვას მისი სამართლიანობის გამო,+

ვუგალობებ უზენაესი+ ღმერთის სახელს, იეჰოვას.+

გუნდის ხელმძღვანელს: გითითი*. დავითის საგალობელი.

8 ო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე, ჩვენო უფალო, იეჰოვა!

ცაზე აღმატებულია შენი დიდება*!+

 2 ბავშვებისა და ჩვილების პირით+ აჩვენე ძალა

შენს მოწინააღმდეგეებს,

რომ დაადუმო შენი მტერი და შურისმაძიებელი.

 3 როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს,

მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი,+

 4 ვფიქრობ: ვინ არის მოკვდავი კაცი, რომ გახსოვს,

ანდა მისი ძე, რომ ზრუნავ მასზე?!+

 5 ღვთის მსგავსებზე* ოდნავ დაბლა დააყენე იგი

და დიდებისა და სიდიადის გვირგვინი დაადგი.

 6 შენს ხელთა ქმნილებაზე გააბატონე+

და ყოველივე მას დაუმორჩილე:

 7 ყველანაირი პირუტყვი

თუ ტრიალი მინდვრის ცხოველი,+

 8 ცის ფრინველი და ზღვის თევზი,

ყველაფერი, რაც ზღვის ბილიკებით დადის.

 9 ო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე, ჩვენო უფალო, იეჰოვა!

გუნდის ხელმძღვანელს: მუთ-ლაბენი*. დავითის საგალობელი.

א [ალეფ]

9 მთელი გულით შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,

და შენს ყველა გასაოცარ საქმეზე ვილაპარაკებ!+

 2 შენით ვიხარებ და ვიმხიარულებ,

შენს სახელს ვუგალობებ, უზენაესო!+

ב [ბეთ]

 3 უკან დაიხევენ ჩემი მტრები,+

წაბორძიკდებიან და დაიღუპებიან შენ წინაშე,

 4 რადგან შენ ხარ ჩემი ქომაგი სასამართლოზე,

ზიხარ შენს ტახტზე და სამართლიანად ასამართლებ.+

ג [გიმელ]

 5 შენ გაკიცხე ხალხები+ და გაანადგურე ბოროტი,

ერთხელ და სამუდამოდ მოსპე მათი სახსენებელი.

 6 სამარადჟამოდ მოისპო მტერი,

შენ აღგავე მათი ქალაქები;

მოისპობა მათი სახსენებელი.+

ה [ჰე]

 7 იეჰოვა კი მარადიულად იჯდება ტახტზე,+

სამართლის აღსასრულებლად განიმტკიცა ტახტი.+

 8 ის სამართლიანად გაასამართლებს დედამიწის მკვიდრთ;+

სამართლიანად განიკითხავს ერებს.+

ו [ვავ]

 9 იეჰოვა იქნება თავშესაფარი ჩაგრულთათვის,+

საიმედო თავშესაფარი გაჭირვების ჟამს.+

10 შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი,+

იეჰოვა, შენ არასდროს მიატოვებ შენს მაძიებელთ!+

ז [ზაინ]

11 უგალობეთ იეჰოვას, სიონში დამკვიდრებულს!

აუწყეთ ხალხებს მისი საქმეები!+

12 ემახსოვრება ჩაგრულნი და შურს იძიებს მათი სისხლის გამო,+

არ დაივიწყებს მათ ღაღადს.+

ח [ხეთ]

13 შენ, იეჰოვა, რომელსაც გამოგყავარ სიკვდილის კარიბჭეებიდან,

დაინახე, როგორ შემაჭირვეს ჩემმა მოძულეებმა და წყალობა მიყავი,+

14 რათა ვაუწყო შენი სანაქებო საქმეები სიონის ასულის კარიბჭეებთან

და გავიხარო,+ რადგან შენ ხარ ჩემი მხსნელი!+

ט [ტეთ]

15 თავიანთივე ამოთხრილ ორმოში ჩაცვივდნენ ხალხები,

თავიანთივე დაგებულ ბადეში გაებათ ფეხი.+

16 იეჰოვა ცნობილია, როგორც განაჩენთა აღმსრულებელი.+

ბოროტი თავისივე საქმეებმა გააბა მახეში.+

(ჰიგაიონი*. სელა)

י [ჲოდ]

17 სამარეში* ჩავა ბოროტი ხალხი,

ყველა ერი, რომელმაც ღმერთი დაივიწყა,

18 საწყალი კი არ იქნება ყოველთვის დავიწყებული,+

არ გაქარწყლდება თვინიერთა იმედი.+

כ [ქაფ]

19 აღდექ, იეჰოვა! ნუ გაამარჯვებინებ მოკვდავ კაცს,

გასამართლდნენ ხალხები შენ წინაშე!+

20 შიშის ზარი დაეცი მათ, იეჰოვა,+

დაე იცოდნენ ხალხებმა, რომ უბრალო მოკვდავნი არიან! (სელა)

ל [ლამედ]

10 იეჰოვა, რატომ გამდგარხარ განზე?!

რატომ არ ჩანხარ, როცა გვიჭირს?!+

 2 ბოროტი თავისი ამპარტავნობის გამო დევნის უმწეოს,+

მაგრამ თავისივე ხრიკების მსხვერპლი გახდება.+

 3 ბოროტი თავისი გულისთქმებით იკვეხნის+

და ხარბ კაცს ლოცავს*.

נ [ნუნ]

პატივს არ მიაგებს იგი იეჰოვას.

 4 ბოროტი ქედმაღალია და არ ეძებს ღმერთს,

არ არსებობსო ღმერთი, ფიქრობს ის.+

 5 ყოველთვის წარმატებულია თავის გზაზე,+

თუმცა ჩაუწვდომელია მისთვის შენი სამართალი;+

სასაცილოდ იგდებს იგი თავის მტრებს.

 6 გულში ამბობს: მტკიცედ ვიდგები,

არ შემემთხვევაო უბედურება

თაობიდან თაობაში.+

פ [ფე]

 7 პირი წყევლით, სიცრუითა და მუქარით აქვს სავსე;+

უბედურება და მავნებლობაა მის ენაზე.+

 8 სოფლების სიახლოვეს ჩასაფრებულა;

სამალავიდან ესხმის თავს უდანაშაულოს და კლავს მას.+

ע [აინ]

უთვალთვალებს საბრალო მსხვერპლს.+

 9 საფარში იცდის, როგორც ლომი ბუნაგში;+

ჩასაფრებულია, რომ ხელში ჩაიგდოს უმწეო.

ბადეში იმწყვდევს და იტაცებს მას.+

10 განადგურებული და მოდრეკილია მისი მსხვერპლი;

მის კლანჭებში ხვდება მრავალი უბედური.

11 გულში ამბობს: დაივიწყა ღმერთმა,+

პირი იბრუნა და ვერაფერს შენიშნავსო.+

ק [კოფ]

12 აღდექ, იეჰოვა!+ ხელი შემართე, ღმერთო!+

ნუ დაივიწყებ უმწეოთ!+

13 რატომ არ მიაგებს ღმერთს პატივს ბოროტი?

გულში ამბობს, არ მომთხოვსო პასუხს.

ר [რეშ]

14 მაგრამ შენ ხედავ უბედურებასა და გაჭირვებას,

აკვირდები და მოქმედებ.+

შენ შემოგყურებს საბრალო მსხვერპლი,+

შენ ხარ ობლის შემწე.+

ש [შინ]

15 მკლავი გადაუმტვრიე ბოროტ და უკეთურ კაცს,+

რათა ძებნას რომ დაუწყებ მის ბოროტებას, ვეღარ იპოვო.

16 იეჰოვა მეფეა სამარადისოდ.+

აღიგავნენ ხალხები დედამიწიდან.+

ת [თავ]

17 შენ შეისმენ თვინიერთა სათხოვარს, იეჰოვა.+

შენ განუმტკიცებ მათ გულს+ და ყურადღებით მოუსმენ.+

18 შენ გაუჩენ სამართალს ობოლსა და ჩაგრულს,+

რათა ვეღარ შეაშინოს ისინი დედამიწის მკვიდრმა, მოკვდავმა კაცმა.+

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი.

11 იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი,+

როგორღა მეუბნებით:

„მთაში გადაიხვეწე ჩიტივით!

 2 ნახე, მოზიდეს მშვილდი ბოროტებმა,

ლარს გამოსდეს ისარი,

რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.

 3 რა უნდა ქნას მართალმა,

თუკი დანგრეულია საძირკვლები?!“

 4 იეჰოვა თავის წმინდა ტაძარშია;+

ზეცაშია იეჰოვას ტახტი.+

ყველაფერს ხედავს, მზერა ადამიანებისკენ აქვს მიპყრობილი და აკვირდება მათ.+

 5 იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც;+

სძულს მას ძალადობის მოყვარული.+

 6 წვიმასავით დაუშვებს მახეებს* ბოროტთა თავზე;

ცეცხლი, გოგირდი+ და მწველი ქარი იქნება მათთვის განკუთვნილ სასმისში.

 7 მართალია იეჰოვა,+ სიმართლის მოყვარული.+

მართლები პოვებენ მის კეთილგანწყობას.+

გუნდის ხელმძღვანელს: შემინითში* აწყობილი საკრავების თანხლებით. დავითის საგალობელი.

12 მიხსენი, იეჰოვა, რადგან აღარ დარჩა ერთგული;

სადღაა სანდო კაცი ადამიანთა შორის?!

 2 ერთმანეთს ატყუებენ;

ქლესა ბაგეებით ორპირულად ლაპარაკობენ.+

 3 მოსპობს იეჰოვა დათაფლულ ბაგეებსა

და მკვეხარა ენას,+

 4 მათ, ვინც ამბობს: ჩვენი ენით გავიმარჯვებთ,

რასაც გვინდა, იმას ვიტყვით ჩვენი ბაგეებით,

ვინ გაგვიბატონდებაო.+

 5 „საწყალთა ჩაგვრისა

და საბრალოთა ოხვრის გამო+

მათ საშველად წამოვიმართები, — ამბობს იეჰოვა. —

ვიხსნი მათ მოძულეთაგან“.

 6 წმინდაა იეჰოვას სიტყვები,+

თიხის ქურაში შვიდჯერ გაწმენდილი ხალასი ვერცხლივითაა.

 7 შენ დაიცავ მათ, იეჰოვა,+

სამარადისოდ დაიფარავ თითოეულს ამ მოდგმისგან.

 8 თავის ნებაზე დადიან ბოროტები,

რადგან უზნეობას განადიდებს ხალხი.+

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.

13 იეჰოვა, როდემდე გეყოლები დავიწყებული? სამუდამოდ?

როდემდე მომარიდებ პირს?+

 2 როდემდე უნდა ვდარდობდე,

როდემდე უნდა ვიყო გულდამწუხრებული?

როდემდე უნდა მძლავრობდეს ჩემზე მტერი?+

 3 მომხედე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და მიპასუხე!

გამიცისკროვნე თვალები, რომ სიკვდილმა არ მიმაძინოს

 4 და არ თქვას ჩემმა მტერმა, ვძლიეო.

ნუ გაახარებ ჩემი წაბორძიკებით ჩემს მოწინააღმდეგეებს.+

 5 შენს ურყევ სიყვარულზე* ვარ დანდობილი.+

გაიხაროს ჩემმა გულმა, როცა მხსნელად მომევლინები.+

 6 ვუმღერებ იეჰოვას, რადგან უხვად დამაჯილდოვა.+

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი.

14 უგუნური გულში ამბობს,

არ არსებობსო იეჰოვა.+

უკეთურად და საძაგლად იქცევიან;

აღარავინ არის კარგის მქნელი.+

 2 იეჰოვა კი ზეციდან გადმოჰყურებს ადამიანებს,

რათა დაინახოს, ვინ არის გამჭრიახი და ვინ ეძებს იეჰოვას.+

 3 ყველამ გადაუხვია გზიდან,+

ყველა ერთიანად გაირყვნა;

აღარავინაა კარგის მქნელი,

აღარავინ.

 4 ნუთუ ვერაფერს ხვდებიან ავისმქნელნი?!

სასტიკად ჩაგრავენ ჩემს ხალხს,

არ უხმობენ იეჰოვას.

 5 მაგრამ ძრწოლა აიტანთ,+

რადგან იეჰოვა მართლებთან არის.

 6 ავისმქნელნო, საწყლის ჩანაფიქრის ჩაშლას ცდილობთ,

მაგრამ იეჰოვაა მისი თავშესაფარი.+

 7 ნეტავ სიონიდან მოვიდოდეს ისრაელის ხსნა!+

გაიხაროს იაკობმა და იმხიარულოს ისრაელმა,

როცა იეჰოვა დააბრუნებს ტყვედ წაყვანილ თავის ხალხს!

დავითის საგალობელი.

15 იეჰოვა, ვინ გესტუმრება კარავში?

ვინ დამკვიდრდება შენს წმინდა მთაზე?+

 2 ვინც უბიწოდ* დადის,+

სიმართლეს იქმს+

და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში;+

 3 ცილს არავის სწამებს თავისი ენით,+

ცუდს არაფერს უკეთებს თავის მოძმეს+

და თავის მეგობარზე აუგს არ ამბობს;+

 4 ვინც უარყოფს ყველა უვარგისს,+

იეჰოვას მოშიშებს კი პატივს სცემს.

არ ცვლის დანაპირებს*, თუნდაც თავის საზიანოდ წარმოთქმულს;+

 5 ფულს სარგებლით არ გასცემს+

და არ იღებს ქრთამს უდანაშაულოს წინააღმდეგ;+

ასე მოქმედი მტკიცედ იდგება.+

დავითის მიქთამი*.

16 დამიფარე, ღმერთო, რადგან შენ შეგაფარე თავი.+

 2 იეჰოვას ვუთხარი: „იეჰოვა, შენ ხარ ჩემთვის ყოველგვარი სიკეთის წყარო.

 3 დედამიწაზე მცხოვრები წმინდები,

ღირსეული ადამიანები მგვრიან სიხარულს“.+

 4 სადარდებელი არ ელევა მათ, ვინც სხვა ღმერთებს ელტვის.+

არასდროს დავუღვრი მათ შესაწირავად სისხლს,

არც ბაგეებით ვახსენებ მათ სახელს.+

 5 იეჰოვაა ჩემი კუთვნილი წილი+ და ჩემი სასმისი.+

შენ იცავ ჩემს სამკვიდროს.

 6 მშვენიერი ადგილები მომიზომე,

კმაყოფილი ვარ ჩემი სამკვიდროთი.+

 7 ხოტბას შევასხამ იეჰოვას, რომელმაც რჩევა მომცა,+

ღამითაც კი შემაგონებენ ჩემი ფიქრები*.+

 8 ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა.+

არ წავიფორხილებ, რადგან მხარში მიდგას იგი.+

 9 ამიტომაც ვარ გულმხიარული, მთელი ჩემი არსებით ვხარობ;

უსაფრთხოდ ვარ დამკვიდრებული.

10 შენ არ დამტოვებ* სამარეში*,+

არ გაიმეტებ შენს ერთგულს საფლავისთვის*.+

11 შენ მასწავლი სიცოცხლის გზით სიარულს.+

დიდად ვხარობ შენ წინაშე;+

მარადიული ბედნიერება მოაქვს შენს მარჯვენასთან ყოფნას.

დავითის ლოცვა.

17 იეჰოვა, შეისმინე ჩემი ვედრება და გამიჩინე სამართალი,

ყურად იღე ჩემი მუდარა!

ისმინე ჩემი ლოცვა, სიწრფელით წარმოთქმული.+

 2 გამიჩინე სამართალი,+

დაე შენმა თვალებმა იხილოს სიმართლე!

 3 შენ იკვლევ ჩემს გულს და მამოწმებ ღამით,+

შენ ხარ ჩემი განმწმენდელი.+

გამომიკვლევ და ნახავ, რომ ცუდი არაფერი განმიზრახავს

და არ შემიცოდავს ბაგეებით.

 4 სხვამ ის აკეთოს, რაც უნდა,

მე კი შენი სიტყვისამებრ ვივლი და ყაჩაღთა გზებს არ გავეკარები.+

 5 შენს გზაზე მატარე,

რათა არ წავბორძიკდე.+

 6 ღმერთო, შენ მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.+

ყური მომაპყარი, შეისმინე ჩემი სიტყვები.+

 7 საოცარი საქმეებით წარმოაჩინე შენი ურყევი სიყვარული*,+

იმ ხალხის მხსნელო, შენს მარჯვენასთან რომ ეძებს თავშესაფარს

მათგან თავდასაცავად, ვინც გეურჩება.

 8 თვალის გუგასავით გამიფრთხილდი+

და შენი ფრთების ჩრდილს შემაფარე.+

 9 დამიფარე ბოროტთაგან, თავს რომ მესხმიან,

მოძულეთაგან, გარს რომ მერტყმიან.+

10 უგრძნობნი გახდნენ;

ამპარტავნულად ლაპარაკობენ.

11 ახლა გარს გვერტყმიან;+

შემთხვევას უცდიან, რომ ძირს დაგვცენ.

12 თითოეული მათგანი მსხვერპლის დასაფლეთად გამზადებულ ლომს ჰგავს,

სამალავში ჩასაფრებულ ლომს.

13 წამოიმართე, იეჰოვა, რომ წინ აღუდგე ბოროტს+ და სძლიო.

შენი მახვილით დამიხსენი მისგან.

14 იეჰოვა, შენი ხელით მიხსენი

ამქვეყნიური ხალხისგან, დღევანდელი დღით რომ ცხოვრობენ,+

შენგან რომ აქვთ უხვი საბოძვარი+

და ქონებას უტოვებენ მრავალრიცხოვან მემკვიდრეებს.

15 ჩემი სიმართლით ვიხილავ შენს სახეს;

კმაყოფილებას მგვრის შენ წინაშე გამოღვიძება.+

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის, იეჰოვას მსახურის, საგალობელი, რომელიც მაშინ უმღერა იეჰოვას, როცა იხსნა იგი იეჰოვამ ყველა მისი მტრის, მათ შორის, საულის ხელიდან. აი, რა თქვა მან:+

18 მეყვარები, იეჰოვა, ჩემო ძალავ!+

 2 იეჰოვაა ჩემი კლდე, ჩემი ციხესიმაგრე და მხსნელი.+

ჩემი ღმერთი ჩემი კლდეა,+ თავს ვაფარებ მას,

ჩემს ფარსა და ძლევამოსილ მხსნელს*, ჩემს თავშესაფარს.+

 3 ვუხმობ იეჰოვას, დიდად საქებარს,

ის დამიხსნის მტრებისგან.+

 4 სიკვდილის საბელებით შევიკარი;+

უვარგისი ხალხის მოზღვავებამ თავზარი დამცა.+

 5 სამარის* საბელები შემომეხვია

და სიკვდილმა დამიგო მახე.+

 6 გასაჭირში მოვუხმე იეჰოვას,

შველას ვთხოვდი ჩემს ღმერთს;

თავისი ტაძრიდან მოისმინა ჩემი ხმა,+

მომისმინა, როცა შველას შევთხოვდი.+

 7 შეირყა და შეიძრა დედამიწა,+

შეტორტმანდა მთათა საძირკვლები,

შეირყა მისი რისხვისგან.+

 8 კვამლი გამოვარდა მისი ნესტოებიდან

და შთამნთქმელი ცეცხლი — მისი პირიდან;+

გავარვარებული ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.

 9 მოდრიკა ზეცა, როცა ჩამოდიოდა,+

წყვდიადი იყო მის ფეხქვეშ.+

10 ქერუბიმზე ამხედრებული მოფრინავდა,+

სულის ფრთებით* დაეშვა ძირს.+

11 სიბნელე მოიბურა,+ თავის კარვად აქცია

საავდრო სქელი ღრუბლები.+

12 მის ბრწყინვალებაზე

სეტყვამ და ნაკვერჩხლებმა გამოარღვიეს ღრუბლები.

13 ციდან დაიქუხა იეჰოვამ,+

უზენაესის ხმა გაისმა+

და ჩამოცვივდა სეტყვა და ნაკვერჩხლები.

14 ისრები დაუშინა და დაფანტა მტრები;+

გასტყორცნა ელვა და თავგზა აუბნია მათ.+

15 იეჰოვა, შენმა რისხვამ,

შენი ნესტოებიდან მონაბერმა ქარმა

გააშიშვლა მდინარის კალაპოტები,+ გამოაჩინა მიწის საძირკვლები.+

16 ჩამომწვდა, ხელი ჩამჭიდა

და ღრმა წყლიდან ამომიყვანა.+

17 მიხსნა ძლიერი მტრისგან,+

ჩემს მოძულეთაგან, ჩემზე ძლიერთაგან.+

18 გაჭირვებაში მყოფს დამიპირისპირდნენ,+

მაგრამ იეჰოვა იყო ჩემი ბურჯი.

19 უსაფრთხო ადგილას გამომიყვანა,

მიხსნა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის.+

20 იეჰოვა მაჯილდოებს ჩემი სიმართლისამებრ,+

მომიზღავს ჩემი უდანაშაულობისამებრ.+

21 იეჰოვას გზებით დავდიოდი,

ბოროტება არ ჩამიდენია, არ განვდგომივარ ჩემს ღმერთს.

22 არცერთი მისი მითითება არ დამვიწყებია;

არ უკუვაგდებ მის წესებს.

23 უბიწო დავრჩები მის წინაშე+

და თავს ავარიდებ დანაშაულს.+

24 იეჰოვამ მომიზღას ჩემი სიმართლისამებრ,+

მან მომაგოს ჩემი უდანაშაულობისამებრ!+

25 ერთგულს ერთგულებით უპასუხებ,+

უბიწო კაცს უბიწოდ მოექცევი,+

26 წრფელთან წრფელი იქნები,+

მზაკვართან კი — გამჭრიახი.+

27 საწყლებს იხსნი,+

ამპარტავნებს კი ამცირებ.+

28 იეჰოვა, შენ ანთებ ჩემს ლამპარს;

ჩემი ღმერთი მინათებს ბნელს.+

29 შენი შეწევნით მოთარეშეებს შევებრძოლები;+

ჩემი ღვთის ძალით გალავანზეც გადავალ.+

30 სრულყოფილია ღვთის გზა,+

განწმენდილია იეჰოვას სიტყვა.+

ფარია იგი ყველასთვის, ვინც თავს აფარებს მას.+

31 ვინ არის ღმერთი, თუ არა იეჰოვა?!+

ვინ არის კლდე, თუ არა ჩვენი ღმერთი?!+

32 ღმერთი მმოსავს თავისი ძალით,+

ის მომისწორებს გზას.+

33 ირემივით ფეხმარდს გამხდის,

მაღლობებზე დამაყენებს.+

34 ჩემს ხელს ბრძოლას ასწავლის,

სპილენძის მშვილდს მოვზიდავ მკლავით.

35 შენს ფარს მაძლევ, რომ მიხსნა,+

შენი მარჯვენაა ჩემი შემწე,

შენი თავმდაბლობით განვდიდდები.+

36 სავალ ბილიკს გამიფართოებ

და ფეხი არ მომიცურდება.+

37 დავედევნები ჩემს მტრებს და დავეწევი;

არ დავბრუნდები, სანამ არ შეიმუსრებიან.

38 გავაცამტვერებ მათ, რომ ვეღარ წამოდგნენ;+

ჩემს ფერხთით დაეცემიან.

39 შენ მომცემ ძალას საბრძოლველად;

შენ დაამხობ ჩემს მტრებს ჩემ წინაშე.+

40 შენ უკუაქცევ ჩემს მტრებს

და მე მოვსპობ ჩემს მოძულეებს.+

41 შველას ითხოვენ, მაგრამ არ არის მხსნელი,

შეღაღადებენ იეჰოვას, მაგრამ არ პასუხობს მათ.

42 მტვერს დავამსგავსებ, ქარი რომ წარიტაცებს,

და ქუჩის ტალახივით მოვისვრი გარეთ.

43 შენ მიხსნი შარიანი ხალხისგან.+

შენ დამაყენებ ერების მთავრად;+

ჩემთვის უცხო ხალხი მომემსახურება.+

44 ჩემზე გაგონილის გამოც კი დამემორჩილებიან;

შიშისგან აცახცახდებიან ჩემ წინაშე უცხოტომელები.+

45 მხნეობა დაეკარგებათ უცხოტომელებს,

აცახცახებულები გამოვლენ თავიანთი ციხესიმაგრეებიდან.

46 ცოცხალი ღმერთია იეჰოვა! კურთხეული იყოს ჩემი კლდე!+

დიდება ღმერთს, ჩემს მხსნელს!+

47 ღმერთი შურს იძიებს ჩემ გამო,+

ის მიმორჩილებს ხალხებს;

48 ის მიხსნის მრისხანე მტრებისგან.

მაღლა მაყენებ და ვეღარ მწვდებიან თავდამსხმელნი;+

შენ მიხსნი მოძალადისგან.

49 ამიტომაც განგადიდებ ერებში, იეჰოვა,+

ვუგალობებ შენს სახელს.+

50 დიდებულ საქმეებს იქმს თავისი მეფის სახსნელად,+

ურყევია მისი სიყვარული* თავისი ცხებულის მიმართ,+

დავითისა და მისი შთამომავლობის მიმართ მარადიულად!+

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.

19 ღვთის დიდებას აუწყებს ცა+

და ზეცა მის ნახელავზე გვამცნობს.+

 2 დღენიადაგ წყაროსავით მოჩუხჩუხებს მათი სიტყვები,

ყოველ ღამით ამჟღავნებენ ცოდნას.

 3 არც ლაპარაკი ისმის, არც სიტყვები,

უტყვად არიან,

 4 თუმცა მთელ დედამიწას სწვდება მათი ხმა*

და მათი ცნობა ქვეყნიერების კიდეებს აღწევს.+

ზეცაში დაუდგა მან კარავი მზეს,

 5 რომელიც გამოდის, როგორც ნეფე საქორწილო ოთახიდან,

და ხარობს ვაჟკაცივით, თავის გზაზე რომ გარბის.

 6 ზეცის ერთი კიდიდან გამოდის

და მეორე კიდეში ამთავრებს ბრუნვას;+

ვერაფერი ემალება მის მცხუნვარებას.

 7 იეჰოვას კანონი სრულყოფილია,+ ძალის მომცემი.+

იეჰოვას რჩევა* სანდოა,+ დააბრძენებს გამოუცდელს.+

 8 იეჰოვას ბრძანებები სამართლიანია, გულს ახარებს.+

იეჰოვას მცნება წმინდაა, აბრწყინებს თვალებს.+

 9 იეჰოვას შიში წმინდაა,+ მარადიული.

იეჰოვას ყველა განაჩენი ჭეშმარიტია და სამართლიანი;+

10 ოქროზე სასურველი,

თვით დიდძალ ხალას ოქროზე;+

თაფლზე ტკბილი,+ ფიჭიდან გადმოღვრილ თაფლზე.

11 ისინი აფრთხილებენ შენს მსახურს;+

დიდია ჯილდო მათი დაცვისთვის.+

12 ვინ მიხვდება თავის შეცდომებს?!+

გაუცნობიერებელი ცოდვებისგან უდანაშაულოდ მცანი.

13 შეაკავე შენი მსახური კადნიერი საქციელისგან,+

ნუ გააბატონებ მას ჩემზე.+

მაშინ ვიქნები უმწიკვლო+

და ბრალი არ დამედება დიდ ცოდვებში.

14 ჩემი ბაგიდან გამოსული სიტყვები და ჩემი გულის ზრახვები

სასიამოვნო იყოს შენთვის,+ იეჰოვა, ჩემო კლდეო+ და ჩემო გამომსყიდველო!+

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.

20 იეჰოვამ გიპასუხოს გაჭირვების დღეს!

იაკობის ღვთის სახელმა დაგიფაროს!+

 2 შველა მოგივლინოს თავისი წმინდა ადგილიდან+

და სიონიდან გაგამაგროს!+

 3 ახსოვდეს ყველა შენი ძღვენი

და მოიწონოს შენი დასაწვავი მსხვერპლი! (სელა)

 4 აგისრულოს გულის წადილი+

და ხელი მოგიმართოს ყველაფერში!

 5 სიხარულით ვიყიჟინებთ, რადგან შენ ხარ მხსნელი,+

ჩვენი ღვთის სახელით ალმებს აღვმართავთ.+

იეჰოვამ შეგისრულოს ყველა სათხოვარი!

 6 ახლა ვუწყი, რომ იეჰოვაა თავისი ცხებულის მხსნელი.+

ის პასუხობს მას თავისი ზეციერი წმინდა სამყოფლიდან,

დიდებულ ხსნას მოუვლენს თავისი მარჯვენით.+

 7 ზოგი ეტლებზე ამყარებს იმედს, ზოგი — ცხენებზე,+

ჩვენ კი ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელზე ვართ დაიმედებული.+

 8 წაბორძიკდნენ და დაეცნენ ისინი,

ჩვენ კი წამოვდექით და წელში გავიმართეთ.+

 9 იეჰოვა, იხსენი მეფე!+

გვიპასუხებს, როცა საშველად მოვუხმობთ.+

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.

21 იეჰოვა, შენი ძლიერების გამო ხარობს მეფე,+

დიდად ახარებს, რომ შენ ხარ მხსნელი!+

 2 შენ შეუსრულე მას გულის წადილი+

და არ უკუაგდე მისი ბაგიდან გამოსული სათხოვარი. (სელა)

 3 უხვი კურთხევებით ეგებები,

ხალასი ოქროს გვირგვინს ადგამ თავზე.+

 4 სიცოცხლე გთხოვა და შენც მიეცი,+

დღეგრძელობა უბოძე სამუდამოდ, მარადიულად.

 5 დიდად არის განდიდებული, რადგან შენ ხარ მხსნელი.+

ღირსებითა და სიდიადით ამკობ მას.

 6 კურთხეული გეყოლება მარადიულად,+

შენ წინაშე ყოფნით ახარებ.+

 7 იეჰოვაზეა მეფე მინდობილი,+

უზენაესის ურყევი სიყვარულის* წყალობით არ წაიფორხილებს.+

 8 შენი ხელი მისწვდება შენს ყველა მტერს,

შენი მარჯვენა მიაკვლევს შენს მოძულეთ.

 9 გავარვარებულ ღუმელს დაამსგავსებ მათ, როცა დანიშნულ დროს შეამოწმებ.

განრისხებული შთანთქავს მათ იეჰოვა, ცეცხლი მოუღებს მათ ბოლოს.+

10 აღგვი მათ შთამომავლებს მიწის პირიდან,

მოსპობ მათ მოდგმას ადამიანთაგან.

11 ბოროტება განიზრახეს შენ წინააღმდეგ;+

ვერ განახორციელებენ თავიანთ ჩანაფიქრს,+

12 რადგან მშვილდს დაუმიზნებ

და უკუაქცევ მათ.+

13 წამოიმართე, იეჰოვა, შენი ძლიერებით!

შენს ძლევამოსილებას ვუგალობებთ.

გუნდის ხელმძღვანელს: „ფურირემი ცისკარზე“*. დავითის საგალობელი.

22 ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?+

რატომ ხარ შორს და არ მშველი?

რატომ ხარ შორს და არ გესმის ჩემი კვნესა?+

 2 ჩემო ღმერთო, დღისით გიხმობ, მაგრამ არ მპასუხობ,+

ღამითაც არ ვდუმდები.

 3 წმინდა ხარ,+

ყოველი მხრიდან გიძღვნის ქებას ისრაელი.

 4 შენ გენდობოდა ჩვენი მამა-პაპა,+

გენდობოდნენ და შენც იხსნიდი მათ.+

 5 შენ შემოგღაღადებდნენ და თავს აღწევდნენ საფრთხეს;

შენ გენდობოდნენ და არ გაწბილებულან.+

 6 თითქოს კაცი კი არა, მატლი ვიყო,

კაცთაგან ნაძრახი და ხალხთაგან მოძულებული.+

 7 ვინც კი მხედავს, ყველა დამცინის,+

სასაცილოდ მიგდებენ და ზიზღით თავს აქნევენ:+

 8 „იეჰოვას მიენდო და მან გადაარჩინოს,

მან იხსნას, რაკი ასე ძვირფასია მისთვის!“+

 9 შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან+

და მის მკერდზე დამამშვიდე.

 10 დაბადებიდან ჩემზე ზრუნავ;

დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.

11 ნუ გამშორდები, რადგან კარს მომდგომია გასაჭირი+

და შენ გარდა არ მყავს მშველელი.+

12 მოზვრები მახვევია გარს,+

ბაშანის ძლიერი ხარები შემომრტყმიან.+

13 ჩემ წინააღმდეგ დააღეს ხახა+

მბრდღვინავი ლომივით, მსხვერპლს რომ გლეჯს.+

14 წყალივით დავიღვარე,

ჩემი ძვლები ერთმანეთს დაშორდა;

ცვილივით გამიხდა გული,+

მკერდში ჩამადნა.+

 15 თიხის ჭურჭლის ნატეხივით გამოვიფიტე,+

ენა სასაზე მიმეკრა,+

სიკვდილის მტვერში ჩამიყვანე.+

16 მტრები ძაღლებივით დამეხვივნენ,+

ბოროტმოქმედთა ხროვასავით შემომერტყნენ;+

ლომივით ეტანებიან ჩემს ხელ-ფეხს.+

17 ყველა ძვალი დამეთვლება.+

მიყურებენ და მომჩერებიან ისინი.

 18 ჩემს მოსასხამს ინაწილებენ

და წილს ყრიან ჩემს სამოსელზე.+

 19 შენ კი, შორს ნუ იქნები, იეჰოვა!+

იჩქარე ჩემ დასახმარებლად, ჩემო ძალავ!+

20 მიხსენი მახვილისგან,

იხსენი ჩემი ძვირფასი სიცოცხლე ძაღლის ბრჭყალებისგან;+

21 მიხსენი ლომის ხახისგან+ და გარეული ხარის რქებისგან,

მიპასუხე და გადამარჩინე.

22 ჩემს ძმებს ვაუწყებ შენს სახელს;+

კრებულში მოგიძღვნი ქებას.+

23 იეჰოვას მოშიშნო, ქება უძღვენით მას!

იაკობის შთამომავალნო, განადიდეთ იგი!+

გეშინოდეთ მისი, ისრაელის შთამომავალნო!

24 ვინაიდან არც აბუჩად აუგდია და არც შეზიზღებია ჩაგრული გაჭირვების გამო;+

პირი არ მოურიდებია მისთვის+

და, როცა შველას სთხოვდა, უსმენდა მას.+

25 ხოტბას შეგასხამ დიდ კრებულში;+

ჩემს აღთქმებს შევასრულებ შენს მოშიშთა წინაშე.

26 თვინიერები შეჭამენ და გაძღებიან;+

ქებას მიუძღვნიან იეჰოვას მისი მაძიებლები.+

მარადიულად ძგერდეს თქვენი გულები!

27 დედამიწის კიდით კიდემდე გაიხსენებენ იეჰოვას და დაუბრუნდებიან მას,

დედამიწის ყველა ხალხი თაყვანს სცემს მას.+

28 იეჰოვასია მეფობა,+

ის არის ხალხთა მმართველი.

29 ამა ქვეყნის მდიდრები შეჭამენ და პირქვე დაემხობიან,

მუხლს მოიყრის მის წინაშე ყველა, ვინც მიწის მტვერს უბრუნდება;

ვერავინ გადაირჩენს თავს.

30 მას ემსახურებიან მათი შთამომავლები;

იეჰოვას შესახებ ეუწყება მომავალ თაობას.

31 მოვლენ და აუწყებენ მის სიმართლეს;

მოუთხრობენ მისი საქმეების შესახებ მათ, ვინც დაიბადება.

დავითის საგალობელი.

23 იეჰოვაა ჩემი მწყემსი,+

არაფერი მომაკლდება.+

 2 აბიბინებულ საძოვრებზე მასვენებს,

მოსასვენებლად წყალუხვი ადგილებისკენ* მიმიძღვის.+

 3 ისაა ჩემი გამომაცოცხლებელი.+

სიმართლის ბილიკებით დავყავარ თავისი სახელის გულისთვის.+

 4 წყვდიადით მოცულ ხევში დავაბიჯებ,+

მაგრამ არაფერი მაშინებს,+

რადგან შენა ხარ ჩემთან;+

შენი კეტისა და კომბლის იმედი მაქვს.

 5 სუფრას მიშლი ჩემი მტრების წინაშე.+

ზეთს მცხებ თავზე,+ რომ შვება მომგვარო;

ჩემი სასმისი პირთამდეა სავსე.+

 6 მთელი ჩემი სიცოცხლე შენი წყალობა* და სიკეთე* არ მომაკლდება;+

იეჰოვას სახლში ვიქნები დამკვიდრებული, სანამ ცოცხალი ვარ.+

დავითის საგალობელი.

24 იეჰოვასია დედამიწა და ყოველივე მასზე არსებული,+

მიწა და მისი მკვიდრნი.

 2 ზღვებზე დაამყარა ის+

და მდინარეებზე დააფუძნა.

 3 ვინ ავა იეჰოვას მთაზე+

და ვინ დადგება მის წმინდა ადგილზე?

 4 ვისაც სუფთა ხელები და სპეტაკი გული აქვს,+

ვინც ცრუდ არ მიფიცებს*,

ვინც თვალთმაქცურად არ დებს ფიცს.+

 5 კურთხეული იქნება იეჰოვასგან+

და მართლად ჩაითვლება თავისი ღვთის, თავისი მხსნელის მიერ.+

 6 ეს არის თაობა, რომელიც ეძებს მას,

შენი წყალობის მაძიებელთა თაობა, იაკობის ღმერთო! (სელა)

 7 თავები ასწიეთ, კარიბჭენო,+

გაიხსენით, ძველთაძველო ბჭენო,

რათა შემობრძანდეს დიდებული მეფე!+

 8 ვინ არის ეს დიდებული მეფე?

იეჰოვა — ძლიერი და ძლევამოსილი,+

იეჰოვა — ძლიერი მეომარი.+

 9 თავები ასწიეთ, კარიბჭენო,+

გაიხსენით, ძველთაძველო ბჭენო,

რათა შემობრძანდეს დიდებული მეფე!

10 ვინ არის ეს დიდებული მეფე?

ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა დიდებული მეფე!+ (სელა)

დავითის ფსალმუნი.

א [ალეფ]

25 შენ მოგმართავ, იეჰოვა!

ב [ბეთ]

 2 შენ გენდობი, ჩემო ღმერთო.+

ნუ შემარცხვენ+

და ნუ გაახარებ ჩემს მტრებს ჩემი უბედურებით!+

ג [გიმელ]

 3 არცერთი შენი მოიმედე არ შერცხვება,+

ისინი შერცხვებიან, ვინც ვერაგულად ექცევიან უდანაშაულოს.+

ד [დელეთ]

 4 მაუწყე შენი გზები, იეჰოვა,+

მასწავლე შენი ბილიკებით სიარული!+

ה [ჰე]

 5 მატარე შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე,+

რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი, ჩემი მხსნელი.

ו [ვავ]

დღემუდამ შენზე ვარ მონდობილი.

ז [ზაინ]

 6 გაიხსენე, იეჰოვა, შენი წყალობა და სიყვარული*,+

ოდითგანვე რომ იჩენ.+

ח [ხეთ]

 7 ნუ გამიხსენებ ახალგაზრდობის დროინდელ ცოდვებსა და ურჩობას.

შენი ურყევი სიყვარულის* გამო გამიხსენე,+

რადგან კეთილი* ხარ, იეჰოვა!+

ח [ტეთ]

 8 კეთილი და მართალია იეჰოვა,+

ამიტომაც სწორი გზით სიარულს ასწავლის ცოდვილთ.+

י [ჲოდ]

 9 ის წაუძღვება თვინიერებს, რომ სიმართლით იარონ,+

თავის გზას ასწავლის მათ.+

כ [ქაფ]

 10 იეჰოვა ყველა თავის გზაზე ურყევ სიყვარულსა* და ერთგულებას იჩენს მათ მიმართ,

ვინც იცავს მის შეთანხმებასა+ და მითითებებს*.+

ל [ლამედ]

11 იეჰოვა, შენი სახელის გულისთვის,+

მაპატიე ჩემი დანაშაული, თუმცა დიდია იგი.

מ [მემ]

12 ვინ არის იეჰოვას მოშიში კაცი?+

მას ასწავლის ის, თუ რა გზას დაადგეს.+

נ [ნუნ]

13 არაფერი მოაკლდება მას,+

მისი შთამომავლობა დედამიწას დაიმკვიდრებს.+

ס [სამეხ]

14 იეჰოვას მეგობრები მისი მოშიშები არიან,+

მათ უმხელს ის თავის შეთანხმებას.+

ע [აინ]

15 თვალები მუდამ იეჰოვასკენ მაქვს მიპყრობილი,+

რადგან ის გამითავისუფლებს ფეხს ბადიდან.+

פ [ფე]

16 მომხედე და წყალობა მიყავი,

რადგან მარტოსული და უმწეო ვარ.

צ [ცადე]

17 მწუხარებით ამევსო გული,+

თავი დამაღწევინე სატკივარს.

ר [რეშ]

18 დაინახე ჩემი ჩაგვრა და გასაჭირი,+

მომიტევე ყველა ცოდვა.+

19 ნახე, როგორ მომიმრავლდნენ მტრები,

როგორ მომიძულეს მათ.

ש [შინ]

20 დამიცავი და მიხსენი.+

ნუ შევრცხვები, მე ხომ შენ შეგაფარე თავი!

ת [თავ]

21 ჩემმა უმწიკვლობამ* და სიმართლემ დამიცვას,+

რადგან შენზე ვარ მონდობილი.+

22 ღმერთო, დაიხსენი ისრაელი ყველა გასაჭირისგან!

დავითის ფსალმუნი.

26 განმსაჯე, იეჰოვა, რადგან უმწიკვლოდ* დავდივარ;+

იეჰოვაზე ვარ მინდობილი, ურყევია ჩემი ნდობა.+

 2 შემამოწმე, იეჰოვა, და გამომცადე,

გამოიკვლიე ჩემი გული და ფიქრები*.+

 3 ყოველთვის თვალწინ მიდგას შენი სიკეთე*

და შენი ჭეშმარიტებით დავდივარ.+

 4 ცრუ ხალხთან არ ვიჭერ საქმეს+

და თვალთმაქცებს თავს ვარიდებ.

 5 მძულს უკეთურთა კრებული+

და ბოროტებთან არ ვიჭერ საქმეს.+

 6 უდანაშაულობის ნიშნად დავიბან ხელს

და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, იეჰოვა,

 7 რათა გაისმას ჩემი მადლიერების სიტყვები+

და გავაცხადო შენი საოცარი საქმეები.

 8 იეჰოვა, მიყვარს შენი სახლი, შენი სამყოფელი,+

შენი დიდების სამკვიდრო.+

 9 ნუ დამღუპავ ცოდვილებთან ერთად,+

ნურც სიცოცხლეს წამართმევ მოძალადეებთან ერთად,

10 სამარცხვინო საქმეებს რომ სჩადიან

და ხელი ქრთამით აქვთ სავსე.

11 მე კი უმწიკვლოდ* ვივლი.

მიხსენი და წყალობა მიყავი.

12 ფეხს ვაკეზე დავდგამ;+

დიდ კრებულში შევასხამ იეჰოვას ხოტბას.+

დავითის ფსალმუნი.

27 იეჰოვაა ჩემი სინათლე+ და მხსნელი,

ვისი უნდა მეშინოდეს?!+

იეჰოვაა ჩემი სიცოცხლის ბურჯი,+

ვინ შემაძრწუნებს?!

 2 როცა ბოროტნი თავს დამესხნენ გასაგლეჯად,+

თავად წაბორძიკდნენ და დაეცნენ ისინი, ჩემი მტრები და მოწინააღმდეგენი.

 3 ჯარმაც რომ დაიბანაკოს ჩემ წინააღმდეგ,

არ შემიკრთება გული.+

ბრძოლაც რომ გამიმართონ,

იმედიანად ვიქნები.

 4 ერთი რამ ვთხოვე იეჰოვას,

ერთ რამეს ვესწრაფვი,

რომ მთელი ჩემი სიცოცხლე იეჰოვას სახლში ვმკვიდრობდე,+

რათა შევყურებდე იეჰოვას მშვენიერებას

და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს.+

 5 უბედურების დღეს შემიფარებს თავის თავშესაფარში,+

თავის კარავში დამმალავს,+

მაღალ კლდეზე დამაყენებს.+

 6 ზემოდან დავცქერი გარშემორტყმულ მტრებს;

მის კარავში მხიარული ყიჟინით მივიტან მსხვერპლს,

ვუგალობებ იეჰოვას.

 7 მომისმინე, იეჰოვა, როცა შემოგღაღადებ,+

წყალობა მიყავი და მიპასუხე!+

 8 გული შენს სიტყვებს მკარნახობს:

„ეძებეთ ჩემი წყალობა!“

შენი წყალობის მაძიებელი ვიქნები, იეჰოვა!+

 9 პირს ნუ მომარიდებ,+

რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მსახურს.

შენ ხარ ჩემი შემწე,+

ნუ მიმატოვებ, ნუ დამტოვებ, ღმერთო, ჩემო მხსნელო!

10 დედ-მამამაც რომ მიმატოვოს,+

იეჰოვა შემიფარებს.+

11 შენი გზით სიარული მასწავლე, იეჰოვა,+

და წამიძეხი სიმართლის ბილიკზე, მტრებისგან დაცული რომ ვიყო.

12 ნუ ჩამაგდებ მტრების ხელში,+

რადგან ცრუდ ამოწმებენ ჩემ წინააღმდეგ+

და ძალადობით მემუქრებიან.

13 რა მეშველებოდა, რომ არ მქონოდა იმის რწმენა,

რომ ვიხილავდი ამ ცის ქვეშ, თუ რაოდენ კარგია* იეჰოვა*!+

14 იეჰოვას იმედი გქონდეს,+

გამბედაობა მოიკრიბე და გული გაიმაგრე!+

იეჰოვაზე დაამყარე იმედი!

დავითის ფსალმუნი.

28 შენ მოგიხმობ, იეჰოვა, ჩემო კლდეო,+

ყურს ნუ დაიხშობ!

თუ დადუმდები,

საფლავში ჩამავალს დავემსგავსები.+

 2 ისმინე ჩემი ვედრება, როცა შველას გთხოვ,

როცა ხელებს აღვაპყრობ შენი წმინდათაწმინდისკენ.+

 3 ნუ განმსჯი ბოროტებთან, სიავის მქნელებთან ერთად,+

თავიანთ მოძმეებს ტკბილად რომ ელაპარაკებიან, გულში კი ბოროტება აქვთ.+

 4 მიაგე მათ მათი საქმეებისამებრ,+

მათი ბოროტებისამებრ;

თავიანთი ნამოქმედარისამებრ მიაგე მათ,

რაც დაიმსახურეს, ის მიუზღე,+

 5 რადგან არაფრად აგდებენ იეჰოვას საქმეებსა+

და მის ხელთა ნამოქმედარს.+

ის დასცემს მათ და აღარ წამოაყენებს.

 6 დიდება იეჰოვას,

რადგან შეისმინა ჩემი ვედრება, შველას რომ ვთხოვდი.

 7 იეჰოვაა ჩემი ძალა+ და ფარი,+

გულით ვენდობი მას.+

შემეწია იგი და გული გამიხალისა,

ამიტომაც ვუგალობებ მას.

 8 იეჰოვა ძალაა თავისი ხალხისთვის,

ციხესიმაგრეა, თავისი ცხებულის დიდებული მხსნელი.+

 9 იხსენი შენი ხალხი, აკურთხე შენი საკუთრება!+

მწყემსე ისინი და ხელში აყვანილი ატარე მარადიულად!+

დავითის საგალობელი.

29 პატივი მიაგეთ იეჰოვას, ძლიერთა ძეებო,

პატივი მიაგეთ იეჰოვას, რადგან ის დიდებული და ძლევამოსილია!+

 2 განადიდეთ იეჰოვა მისი სახელის გამო,

მუხლი მოიყარეთ იეჰოვას წინაშე წმინდა სამოსლით შემოსილებმა*!

 3 წყლებს ზემოთ გაისმა იეჰოვას ხმა;

დაიქუხა დიდებულმა ღმერთმა.+

მრავალ წყალს ზემოთაა იეჰოვა.+

 4 იეჰოვას ხმა მჭექარეა,+

იეჰოვას ხმა საუცხოოა.

 5 იეჰოვას ხმა ლეწავს კედრებს,

იეჰოვა ამტვრევს ლიბანის კედრებს.+

 6 ხბოსავით აკუნტრუშებს ლიბანს*

და სირიონს+ — გარეული ხარის ნაშიერივით.

 7 იეჰოვას ხმაზე ცეცხლის ალი ვარდება;+

 8 იეჰოვას ხმა არყევს უდაბნოს,+

იეჰოვა აზანზარებს კადეშის უდაბნოს.+

 9 იეჰოვას ხმაზე ძრწოლა იტანს ფურირემს და ნაადრევად შობს,

შიშვლდება ტყეები.+

მის ტაძარში ყველა ამბობს: „დიდება!“

10 წარღვნის წყლებს ზემოთ ზის იეჰოვა;+

ტახტზე ზის იეჰოვა, ისაა მარადიული მეფე.+

11 იეჰოვა მისცემს ძალას თავის ხალხს;+

იეჰოვა აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.+

საგალობელი სახლის მიძღვნისთვის. დავითის ფსალმუნი.

30 განგადიდებ, იეჰოვა, რადგან წამომაყენე

და ჩემი მტერი არ გაახარე ჩემი უბედურებით.+

 2 იეჰოვა, ჩემო ღმერთო, შველა გთხოვე და შენც განმკურნე.+

 3 იეჰოვა, შენ ამომიყვანე* სამარიდან*,+

ცოცხალი დამტოვე და საფლავისთვის არ გამიმეტე.+

 4 უგალობეთ იეჰოვას, ერთგულნო მისნო,+

მადლობდეთ მის წმინდა სახელს,+

 5 რადგან მცირე ხანს გრძელდება მისი რისხვა,+

მისი კეთილგანწყობა კი — მთელი სიცოცხლე;+

საღამოს თუ გლოვა დაისადგურებს, დილით მას სიხარულის ყიჟინი შეცვლის.+

 6 უშფოთველად მყოფმა ვთქვი,

არასოდეს წავიფორხილებ-მეთქი.

 7 იეჰოვა, შენი წყალობის ჟამს მთასავით გყავდი განმტკიცებული,+

მაგრამ, როცა პირი იბრუნე ჩემგან, შევძრწუნდი.+

 8 იეჰოვა, შენ მოგიხმობდი;+

წყალობას შევთხოვდი იეჰოვას.

 9 რა ხეირი, თუ მოვკვდები, თუკი საფლავში ჩავალ?!+

განა შეგასხამს მტვერი ხოტბას?!+

განა ილაპარაკებს შენს ერთგულებაზე?!+

10 მისმინე, იეჰოვა, და წყალობა მიყავი!+

შემეწიე, იეჰოვა!+

11 შენ გლოვა ცეკვად მიქციე,

ჯვალოს სამოსი გამხადე და სიხარულით შემმოსე,

12 რომ გიგალობო და არ დავდუმდე.

იეჰოვა, ჩემო ღმერთო, მარადიულად შეგასხამ ხოტბას!

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.

31 შენ შეგაფარე თავი, იეჰოვა,+

დაე ნურასდროს შევრცხვები!+

მიხსენი შენი სიმართლის გამო.+

 2 ყური მომაპყარი,

იჩქარე ჩემ გადასარჩენად.+

თავშესაფარ კლდედ იქეცი ჩემთვის

და ციხესიმაგრედ, რომ დამიხსნა.+

 3 შენა ხარ ჩემი კლდე და ჩემი ციხესიმაგრე;+

შენი სახელის გულისთვის+ წამიყვან და წამიძღვები.+

 4 შენ გამათავისუფლებ ჩემთვის დაგებული ბადიდან,+

რადგან შენა ხარ ჩემი ციხესიმაგრე!+

 5 შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული*.+

შენ გამომისყიდე, იეჰოვა, ჭეშმარიტების ღმერთო*.+

 6 მძულს ის, ვინც უსარგებლო კერპებს ეთაყვანება,

მე კი იეჰოვაზე ვარ მინდობილი.

 7 დიდად გავიხარებ შენი სიკეთით*,

რადგან დაინახე ჩემი გაჭირვება;+

შენ უწყი, რა მიფორიაქებს სულს.

 8 მტრის ხელში არ ჩაგიგდივარ;

უსაფრთხო ადგილას დამაყენე.

 9 წყალობა მიყავი, იეჰოვა, რადგან გასაჭირი მადგას.

თვალები დამიბინდა მწუხარებამ+ და სხეული დამისუსტა.+

10 ჩემი ცხოვრება მწუხარებითაა მოცული,+

ოხვრაში ილევა ჩემი წლები.+

ჩადენილმა დანაშაულმა ძალა გამომაცალა

და ძვლები გამომიფიტა.+

11 აბუჩად ამიგდეს მტრებმა,+

ყველაზე მეტად გვერდით მყოფნი დამცინიან;

ნაცნობებს ეშინიათ ჩემი,

გამირბიან, გარეთ რომ მხედავენ.+

12 გულიდან ამომიგდეს და დამივიწყეს, თითქოსდა მკვდარი ვიყო;

დამტვრეულ ჭურჭელს დავემსგავსე.

13 ბოროტი ხმები მომდის,

შიშმა მომიცვა.+

იკრიბებიან ჩემ წინააღმდეგ

და ბჭობენ, როგორ გამომასალმონ სიცოცხლეს.+

14 მაგრამ მე შენზე ვარ მონდობილი, იეჰოვა,+

ვამბობ: „შენა ხარ ჩემი ღმერთი!“+

15 ჩემი სიცოცხლე შენს ხელთაა;

დამიხსენი ჩემი მტრებისა და მდევნელების ხელიდან.+

16 შენი სახის ნათელი მოაფინე შენს მსახურს+

და მიხსენი შენი სიკეთით*.

17 იეჰოვა, ნუ შემარცხვენ, როცა მოგიხმობ.+

დაე ბოროტები შერცხვნენ+

და დადუმდნენ სამარეში*!+

18 დადუმდნენ ცრუდ მოლაპარაკე ბაგეები,+

მართალზე ამპარტავნულად და სიძულვილით რომ ლაპარაკობენ.

19 უამრავი კურთხევა* გაქვს+

შენს მოშიშთათვის შემონახული;+

ყველა ხედავს, რომ კარგს არ უკავებ შენთან თავშესაფრის მძებნელთ.+

20 შენს სამალავში დამალავ მათ,+

რომ დაიცვა ავისმზრახველთაგან;

შეიფარებ მათ, რომ მოარიდო ბოროტ ენებს.+

21 დიდება იეჰოვას,

რადგან საოცარი სიკეთე*+ მიჩვენა ალყაშემორტყმულ ქალაქში.+

22 შეძრწუნებულმა ვთქვი,

შენ თვალწინ შევიმუსრები-მეთქი,+

მაგრამ შენ ისმინე ჩემი ვედრება, საშველად რომ მოგიხმე.+

23 გიყვარდეთ იეჰოვა, ერთგულნო მისნო!+

იეჰოვა იცავს ერთგულებს,+

ამპარტავნებს კი სრულად მიუზღავს.+

24 გამბედაობა მოიკრიბეთ და გული გაიმაგრეთ+

ყველამ, ვინც იეჰოვას ელით!+

დავითის ფსალმუნი. მასქილი*.

32 ბედნიერია ის, ვისაც ეპატია დანაშაული და მიეტევა ცოდვა.+

 2 ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა დამნაშავედ არ ჩათვლის+

და რომელიც არ არის თვალთმაქცი.

 3 როცა ვდუმდი, გამუდმებით ვოხრავდი და გამიცვდა ძვლები.+

 4 დღედაღამ მძიმე ტვირთად მაწვა შენი წყრომა.+

ისე დაიშრიტა ჩემი ძალა, როგორც წყალი ზაფხულის ხვატში. (სელა)

 5 ბოლოს ვაღიარე ცოდვა შენ წინაშე

და დანაშაული არ დამიფარავს.+

ვთქვი, ვაღიარებ-მეთქი ჩემს ცოდვებს იეჰოვას წინაშე,+

შენც მაპატიე ჩემი ცოდვა და დანაშაული.+ (სელა)

 6 ამიტომ მოგმართავს ლოცვით ყოველი ერთგული,+

სანამ ჯერ კიდევ შეიძლება შენი პოვნა;+

წარღვნის წყალიც ვერ მისწვდება მას.

 7 შენ ხარ ჩემი თავშესაფარი,

შენ დამიცავ გასაჭირისგან.+

მხიარული ყიჟინით შემომეხვევა ხალხი, რადგან დამიხსნი!+ (სელა)

 8 „გამჭრიახობას მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო;+

თვალს დავიჭერ შენზე და დაგარიგებ.+

 9 ცხენივით და ჯორივით გაუგებარი ნუ იქნები,+

რომელიც ახლოს არ უნდა მოუშვა,

სანამ მის სიშმაგეს აღვირითა და ლაგმით არ შეაკავებ“.

10 ბოროტს მრავალი სატკივარი აქვს,

იეჰოვას მოიმედე კი მისი სიყვარულით* არის გარემოცული.+

11 იეჰოვათი გაიხარეთ და იმხიარულეთ, მართლებო!

სიხარულით იყიჟინეთ, გულმართალნო!

33 სიხარულით იყიჟინეთ, მართლებო, იეჰოვას გამო!+

მართლებს შეჰფერით მისი ქება.

 2 მადლობა უძღვენით იეჰოვას ქნარით,

ათსიმიანი საკრავით უგალობეთ.

 3 უმღერეთ მას ახალი საგალობელი,+

მარჯვედ ჩამოჰკარით სიმებს და სიხარულით შესძახეთ,

 4 ვინაიდან მართალია იეჰოვას სიტყვა+

და ყველა მისი საქმე საიმედოა.

 5 სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია იგი.+

სავსეა დედამიწა იეჰოვას სიკეთით*.+

 6 იეჰოვას სიტყვით შეიქმნა ზეცა+

და მისი ბაგის მონაბერით — ყოველივე მასში არსებული.

 7 შეაკავა ზღვის წყლები, თითქოს ჯებირებით,+

საცავებში მოათავსა აზვირთებული წყალი.

 8 მთელ დედამიწას ეშინოდეს იეჰოვასი,+

მისი შიში ჰქონდეთ მიწის მკვიდრთ.

 9 მან თქვა და გაჩნდა,+

ბრძანა და შესრულდა.+

10 იეჰოვამ ჩაუშალა ერებს ზრახვები,+

მან ჩაუფუშა ხალხებს ჩანაფიქრი.+

11 იეჰოვას განზრახვა კი მარადიულია,+

მისი გულის ზრახვები უცვლელია თაობიდან თაობაში.

12 ბედნიერია ერი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა,+

ხალხი, რომელიც მან თავის საკუთრებად ამოირჩია.+

13 ზეციდან იყურება იეჰოვა,

ხედავს ყველა ადამიანს.+

14 თავისი სამყოფლიდან აკვირდება დედამიწის მკვიდრთ.

15 ის აწრთობს ყოველი მათგანის გულს,

უკვირდება მათ ყოველ საქმეს.+

16 მეფეს ვერ იხსნის დიდი ჯარი+

და ვერც ვაჟკაცს იხსნის თავისი ძლიერება.+

17 გამარჯვების იმედს გაუმტყუნებს კაცს ცხენი,+

ვერ გადაარჩენს მას მისი სიძლიერე.

18 იეჰოვა თვალყურს ადევნებს თავის მოშიშებს,+

მათ, ვინც მისგან სიკეთეს* მოელის,

19 რათა სიკვდილისგან იხსნას ისინი

და შიმშილობისას სიცოცხლე შეუნარჩუნოს მათ.+

20 იეჰოვას მოველით,

ის არის ჩვენი შემწე და ფარი.+

21 მისით ხარობს ჩვენი გული,

რადგან მის წმინდა სახელზე ვართ მინდობილი.+

22 ნუ მოგვაკლდება შენი სიკეთე*, იეჰოვა,+

შენს მოლოდინში.+

დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა აბიმელექის წინაშე თავი მოიგიჟიანა+ და მისგან გაძევებული იქაურობას გაეცალა.

א [ალეფ]

34 მუდამ განვადიდებ იეჰოვას,

არასდროს მომშორდება ბაგიდან მისი ქება.

ב [ბეთ]

 2 იეჰოვათი ვიამაყებ;+

თვინიერები მოისმენენ და გაიხარებენ.

ג [გიმელ]

 3 ჩემთან ერთად განადიდეთ იეჰოვა,+

ერთად ვადიდოთ მისი სახელი!

ד [დელეთ]

 4 ვკითხე იეჰოვას და მიპასუხა,+

ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა.+

ה [ჰე]

 5 მის შემყურეთ სახეები გაუბრწყინდათ,

არასდროს შერცხვებიან ისინი.

ז [ზაინ]

 6 მოუხმო დაჩაგრულმა* იეჰოვას და მანაც მოუსმინა,

ყველა გასაჭირისგან დაიხსნა იგი.+

ח [ხეთ]

 7 იეჰოვას ანგელოზია დაბანაკებული მის მოშიშთა გარშემო+

და გადაარჩენს მათ.+

ט [ტეთ]

 8 იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა!+

ბედნიერია კაცი, რომელიც თავს აფარებს მას.

י [ჲოდ]

 9 იეჰოვას წმინდებო, გეშინოდეთ მისი,

რადგან მის მოშიშებს არაფერი მოაკლდებათ.+

כ [ქაფ]

10 ძლიერი ლომებიც კი დაიმშნენ,

მაგრამ იეჰოვას მაძიებლებს არაფერი მოაკლდებათ.+

ל [ლამედ]

11 მოდით, შვილებო, და მომისმინეთ,

იეჰოვას შიშს გასწავლით.+

מ [მემ]

12 თუ გსურს, სიცოცხლით გაიხარო

და მრავალი ბედნიერი დღე იხილო,+

נ [ნუნ]

13 ენა ცუდის თქმისგან შეაკავე+

და ბაგე — მზაკვრული ლაპარაკისგან.+

ס [სამეხ]

14 ზურგი აქციე ბოროტებას და სიკეთე აკეთე;+

მშვიდობა ეძიე და მისკენ ისწრაფე.+

ע [აინ]

15 იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი+

და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ,+

פ [ფე]

16 ავისმქნელთ კი უარყოფს იეჰოვა,

რათა მოსპოს დედამიწაზე მათი სახსენებელი.+

צ [ცადე]

17 მართლებმა შეღაღადეს იეჰოვას და მანაც მოუსმინა,+

ყველა გასაჭირისგან დაიხსნა ისინი.+

ק [კოფ]

18 იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან,+

ის იხსნის სულდამწუხრებულებს.+

ר [რეშ]

19 მრავალი უბედურება ატყდება მართალს,+

მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას.+

ש [შინ]

20 ის იცავს მის ძვლებს,

არცერთი მათგანი არ გადატყდება.+

ת [თავ]

21 უბედურება ბოლოს მოუღებს ბოროტს;

მართლის მოძულეთ მსჯავრი დაედებათ.

22 იეჰოვა გამოისყიდის თავის მსახურთა სიცოცხლეს;

ვინც მას აფარებს თავს, მსჯავრი არ დაედება.+

დავითის ფსალმუნი.

35 იეჰოვა, წარმართე ჩემი საქმე და დამიცავი ჩემი მოწინააღმდეგეებისგან;+

შეებრძოლე ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთ.+

 2 ხელთ იპყარი პატარა ფარიცა და დიდი ფარიც+

და აღდექ ჩემ დასაცავად;+

 3 შუბი და ცული მოუღერე ჩემს მდევნელებს.+

მითხარი, მე ვარ-თქო შენი მხსნელი.+

 4 შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემზე მონადირენი.+

სირცხვილნაჭამნი უკუიქცნენ ჩემი მოსპობის მსურველნი.

 5 ბზეს დაემსგავსონ ქარში,

იეჰოვას ანგელოზმა განდევნოს ისინი.+

 6 ბნელი და მოლიპული იყოს მათი გზა,

როცა იეჰოვას ანგელოზი დაედევნება.

 7 ვინაიდან უმიზეზოდ დამიგეს ბადე;

უმიზეზოდ გამითხარეს ორმო.

 8 მოულოდნელად დაატყდეს მას უბედურება,

თავისივე დაგებულ ბადეში გაებას,

ორმოში ჩავარდეს და განადგურდეს!+

 9 მე კი იეჰოვათი გავიხარებ,

ვიმხიარულებ, რადგან ის არის მხსნელი.

10 მთელი არსებით ვიტყვი:

„იეჰოვა, ვინ არის შენი მსგავსი?!

შენ იხსნი უმწეოს ძლიერისგან,+

საწყალსა და ღარიბს — მძარცველისგან“.+

11 ცრუმოწმეები მიპირისპირდებიან+

და იმაში მდებენ ბრალს, რის შესახებაც არც კი მსმენია.

 12 სიკეთეს ბოროტებით მიხდიან,+

იმედგაცრუებული ვარ.

 13 მე კი მათი სნეულების დროს ჯვალოს სამოსს ვიცვამდი,

და მარხვით ვიტანჯავდი თავს;

ხოლო, როცა უპასუხოდ რჩებოდა ჩემი ლოცვა,

14 ვგლოვობდი ისე, როგორც ძმასა და მეგობარს გლოვობენ;

დედაზე მგლოვიარესავით მოვიკაკვე.

15 მაგრამ ისინი ჩემმა წაბორძიკებამ გაახარა და ერთად შეიყარნენ;

შეიყარნენ, რომ მოულოდნელად დამსხმოდნენ თავს,

მგლეჯდნენ, არ ჩუმდებოდნენ.

16 უღვთოები ღვარძლიანად დამცინიან*,

კბილებს მიღრჭენენ.+

17 იეჰოვა, როდემდე უნდა უყურო ამას?!+

დამიხსენი თავდამსხმელთაგან,+

დაიხსენი ლომებისგან ჩემი ძვირფასი სიცოცხლე.+

18 მაშინ მადლობას მოგიძღვნი დიდ კრებულში,+

უამრავ ხალხში შეგასხამ ხოტბას.

19 ნუ გაიხარებენ ჩემი უბედურებით ჩემზე უმიზეზოდ გადამტერებულნი;

ნუ ჩაუკრავენ ერთმანეთს თვალს+ უმიზეზოდ ჩემი მოძულენი;+

20 ვინაიდან არ ლაპარაკობენ მშვიდობაზე,

მზაკვრობას იზრახავენ მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ.+

21 ბაგეს ხსნიან, რომ ბრალი დამდონ,

ამბობენ, ახია მასზე, ჩვენი თვალით ვიხილეთო.

22 შენ ხედავ ამას, იეჰოვა, ნუ დადუმდები!+

იეჰოვა, შორს ნუ დაიჭერ თავს ჩემგან!+

23 გამოიღვიძე, აღდექ ჩემს დასაცავად,

იეჰოვა, ჩემო ღმერთო, გამომესარჩლე სასამართლოზე.

24 შენი სიმართლისამებრ გამასამართლე,+ იეჰოვა, ჩემო ღმერთო;

ჩემი უბედურებით ნუ გაახარებ მათ.

25 ნუ იტყვიან თავიანთთვის, ახია მასზე, ვეწიეთო საწადელს.

ნურასდროს იტყვიან, ჩავყლაპეთო.+

26 შერცხვეს და დამცირდეს ყველა,

ვინც ჩემი უბედურებით ხარობს.

სირცხვილითა და დამცირებით შეიმოსონ ისინი, ვინც მედიდგულებიან.

27 სიხარულით იყიჟინონ მათ, ვისაც ჩემი სიმართლე ახარებს;

კვლავ და კვლავ თქვან:

„დიდება იეჰოვას, რომელსაც თავისი მსახურის მშვიდობა ახარებს!“+

28 შენს სიმართლეზე ილაპარაკებს ჩემი ენა+

და გაქებს მთელი დღე.+

გუნდის ხელმძღვანელს. იეჰოვას მსახურის, დავითის, ფსალმუნი.

36 ბოროტს ცოდვის ჩურჩული ჩაესმის გულის სიღრმეში;

მისთვის უცხოა ღვთის შიში.+

 2 თავის ქებით იტყუებს თავს

და ვერ ამჩნევს საკუთარ დანაშაულს, რომ შეიძულოს.+

 3 მისი პირით ნათქვამი სიტყვები სიავე და მზაკვრობაა;

არა აქვს გამჭრიახობა, რომ კარგი აკეთოს;

 4 საწოლშიც კი სიავეს იზრახავს;

უკეთურ გზას ადგას

და ცუდზე უარს არ ამბობს.

 5 იეჰოვა, ზეცას სწვდება შენი ურყევი სიყვარული*+

და ღრუბლებს — შენი ერთგულება.

 6 შენი სიმართლე დიადი მთებივითაა,+

შენი სამართალი უკიდეგანო ღრმა წყალია.+

ადამიანსაც და ცხოველსაც შენ შველი, იეჰოვა.+

 7 რაოდენ ძვირფასია, ღმერთო, შენი ურყევი სიყვარული*!+

შენი ფრთების ჩრდილქვეშ აფარებენ თავს ადამიანები.+

 8 უხვად შესვამენ საუკეთესოს შენს სახლში,+

შეასმევ მათ შენი ნეტარების ნაკადებიდან.+

 9 შენთან არის სიცოცხლის წყარო,+

შენი სინათლით ვხედავთ ნათელს.+

10 შენს ურყევ სიყვარულს* ნუ მოაკლებ მათ, ვინც გიცნობს,+

და სიმართლეს ნუ დაუკავებ გულმართლებს.+

 11 გთხოვ, ფეხით ნუ გამთელავს ამპარტავანი

და ნურც ბოროტის ხელი განმდევნის.

12 ავისმქნელნი დაეცნენ,

ძირს დაენარცხნენ და ვეღარ დგებიან.+

დავითის ფსალმუნი.

א [ალეფ]

37 გული ნუ მოგივა ბოროტ ხალხზე,

ავისმქნელების ნუ შეგშურდება;+

 2 ბალახივით მალე გახმებიან,+

ნორჩი ბალახივით დაჭკნებიან.

ב [ბეთ]

 3 მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე,+

იცხოვრე შენს მიწაზე და ერთგულად მოიქეცი.+

 4 იეჰოვაში პოვე ნეტარება

და ის შეგისრულებს გულის წადილს.

ג [გიმელ]

 5 იეჰოვას მიანდე შენი გზა,+

მასზე დაამყარე იმედი და ის იმოქმედებს.+

 6 განთიადივით გამოაბრწყინებს შენს სიმართლეს

და შუადღის მზესავით — შენს სამართლიანობას.

ד [დელეთ]

 7 მდუმარედ იყავი იეჰოვას წინაშე+

და მოთმინებით დაელოდე მას.

ნუ გაბრაზდები,

თუკი ვინმე თავისი ხრიკებით წარმატებას აღწევს.+

ה [ჰე]

 8 მოეშვი რისხვას და ნუღარ ბრაზობ,+

გული ნუ მოგივა და ნუ ჩაიდენ ბოროტებას*,

 9 რადგან ბოროტები მოისპობიან,+

იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას.+

ו [ვავ]

10 ცოტაც და აღარ იქნება ბოროტი;+

დააკვირდები მის ადგილს

და აღარ იქნება იგი.+

11 თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას+

და გაიხარებენ დიდი მშვიდობით.+

ז [ზაინ]

12 ბოროტი ცუდს იზრახავს მართლისთვის,+

კბილებს უღრჭენს;

13 მაგრამ იეჰოვა დასცინებს მას,

რადგან იცის, რომ მისი დღეც მოვა.+

ח [ხეთ]

14 ბოროტებმა მახვილი იშიშვლეს და მშვილდი მოზიდეს,

რათა დასცენ ჩაგრულნი და ღარიბნი

და დახოცონ სწორი გზით მავალნი.

15 თავიანთივე მახვილი განუგმირავთ გულს,+

მშვილდები დაელეწებათ.

ט [ტეთ]

16 მართლის მცირედი სჯობია

ბოროტთა სიმდიდრეს.+

17 ბოროტს მკლავები გადაუტყდება,

მართალს კი იეჰოვა ამოუდგება მხარში.

י [ჲოდ]

18 იეჰოვამ იცის, რას უძლებენ უბიწოები;

მათი მემკვიდრეობა მარადიულად დარჩება.+

19 უბედურების დროს არ შერცხვებიან

და შიმშილობის დროს არაფერი მოაკლდებათ.

כ [ქაფ]

20 ბოროტებს ბოლო მოეღებათ,+

იეჰოვას მტრები საძოვრებზე მობიბინე ბალახივით გაქრებიან,

კვამლივით გაიფანტებიან.

ל [ლამედ]

21 ბოროტი სესხულობს და აღარ აბრუნებს,

მართალი კი გულუხვი და ხელგაშლილია.+

22 ღვთისგან კურთხეულნი დაიმკვიდრებენ დედამიწას,

მისგან დაწყევლილნი კი მოისპობიან.+

מ [მემ]

23 იეჰოვა წარმართავს კაცის ნაბიჯებს,+

თუკი იწონებს მის გზას.+

24 რომც წაიქცეს, პირქვე არ დაეცემა,+

რადგან იეჰოვას უჭირავს მისი ხელი.+

נ [ნუნ]

25 ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც,

მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული,+

არც მისი შვილები — პურზე ხელგაწვდილი.+

26 ის ყოველთვის უშურველად გასცემს სესხს,+

კურთხეული იქნებიან მისი შვილები.

ס [სამეხ]

27 ზურგი აქციე ბოროტებას, კარგი აკეთე+

და მარადიულად იცხოვრებ,

28 ვინაიდან იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია

და არ მიატოვებს თავის ერთგულებს.+

ע [აინ]

ისინი ყოველთვის დაცულნი იქნებიან,+

ბოროტთა შთამომავლობა კი მოისპობა.+

29 მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას+

და მარადიულად იცხოვრებენ მასზე.+

פ [ფე]

30 მართლის ბაგე სიბრძნეს წარმოთქვამს,

მისი ენა სიმართლეს ლაპარაკობს.+

31 თავისი ღვთის კანონი აქვს გულში,+

არასდროს წაიფორხილებს.+

צ [ცადე]

32 ბოროტი მართალს უთვალთვალებს,

მისი მოკვლა სწადია.

33 მაგრამ იეჰოვა არ ჩააგდებს მართალს მის ხელში+

და არც სასამართლოში გაამტყუნებს.+

ק [კოფ]

34 იეჰოვას იმედი გქონდეს და მის გზას მიჰყევი,

ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე;

დაინახავ,+ როგორ მოისპობიან ბოროტები.+

ר [რეშ]

35 მინახავს სასტიკი და ბოროტი კაცი

ფოთოლხშირი ხესავით მიწაში ფესვგადგმული;+

36 მაგრამ უეცრად გაქრა და გაუჩინარდა,+

ვეძებდი და ვერსად ვპოვე.+

ש [შინ]

37 დაუკვირდი უმწიკვლოს*

და თვალს ნუ მოაშორებ მართალს,+

რადგან მშვიდობა ელის მომავალში ასეთ კაცს.+

38 ყველა შემცოდველს ბოლო მოეღება,

ბოროტ ხალხს მომავალი არ ექნება.+

ת [თავ]

39 მართლებს იეჰოვა იხსნის;+

ის არის მათი ციხესიმაგრე გაჭირვების ჟამს.+

40 იეჰოვა დაეხმარება მათ და იხსნის;+

იხსნის ბოროტი ხალხისგან და გადაარჩენს,

რადგან მას შეაფარეს თავი.+

დავითის საგალობელი. მოსაგონებლად.

38 იეჰოვა, რისხვით ნუ შემაგონებ

და მრისხანებით ნუ გამომასწორებ.+

 2 ღრმად შემერჭო შენი ისრები

და გამამწარა შენმა სასჯელმა.+

 3 დამასნეულა შენმა რისხვამ,

სიმშვიდე დამიკარგა ჩემმა ცოდვამ.+

 4 წამლეკა ჩემმა დანაშაულმა,+

უმძიმეს ტვირთად დამაწვა.

 5 დამიჩირქდა და ამიყროლდა ჭრილობები

ჩემი უგუნურების გამო.

 6 გატანჯული და სულგამწარებული ვარ,

მთელი დღე ნაღვლიანი დავდივარ.

 7 მეწვის შიგნეული,

დამისნეულდა სხეული.+

 8 გავხევდი და მთლად გავნადგურდი.

ხმამაღლა ვგმინავ მწუხარე გულის გამო.

 9 იეჰოვა, შენ უწყი ჩემი ყველა სურვილი

და არც ჩემი ოხვრაა შენთვის დაფარული.

10 გული გამალებით მიცემს და ძალა გამომეცალა,

თვალისჩინი წამერთვა.+

11 ნაცნობ-მეგობრებმა ზურგი მაქციეს დასნეულებულს;

განზე გადგნენ ჩემი ახლობლები.

12 მახეებს მიგებენ ჩემი მოკვლის მსურველნი,

ჩემს დაღუპვაზე ბჭობენ ჩემთვის ავისმზრახველნი;+

მთელი დღე მზაკვრობას იზრახავენ.

13 მე კი არ ვისმენ, თითქოს ყრუ ვიყო,+

და ვდუმვარ, როგორც მუნჯი.+

14 დავემსგავსე კაცს, რომელსაც არ ესმის,

რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი თავდასაცავად;

15 ვინაიდან შენ გელი, იეჰოვა,+

და შენც მიპასუხებ, იეჰოვა, ჩემო ღმერთო.+

16 ვთქვი: „ნუ გაიხარებენ ისინი ჩემი უბედურებით

და ნუ გამიმედიდურდებიან, თუკი ფეხი დამიცდება“.

17 ლამის დავეცი;

არ მშორდებოდა ტკივილი.+

18 ვაღიარე დანაშაული;+

ცოდვით ვიყავი გულდამწუხრებული.+

19 ჩემი მტრები, ძლიერნი და დაუცხრომელნი*,

ჩემი უმიზეზოდ მოძულენი, ურიცხვნი გახდნენ.

20 სიკეთეს ბოროტებით მიხდიან;

კარგის კეთების გამო მეწინააღმდეგებიან.

21 ნუ მიმატოვებ, იეჰოვა,

ჩემო ღმერთო, შორს ნუ დაიჭერ თავს ჩემგან.+

22 იჩქარე ჩემ საშველად,

იეჰოვა, ჩემო მხსნელო!+

გუნდის ხელმძღვანელს: იედუთუნი*.+ დავითის საგალობელი.

39 ვთქვი: „დავაკვირდები ჩემს ნაბიჯებს,

რათა ენით არ შევცოდო.+

პირს დარაჯად ალიკაპს დავუყენებ,+

სანამ ბოროტია ჩემ სიახლოვეს“.

 2 დავდუმდი და ხმას არ ვიღებდი,+

კარგზეც აღარ ვლაპარაკობდი,

მაგრამ აუტანელი ტკივილი მტანჯავდა.

 3 დამიდნა გული,

ვოხრავდი და ჩემში ცეცხლი გიზგიზებდა.

მაშინ ვთქვი:

 4 „მაუწყე, იეჰოვა, ჩემი აღსასრული,

ჩემი დღეების რიცხვი,+

რათა ვიცოდე, რა დღემოკლე ვარ.

 5 ხანმოკლე სიცოცხლე მომეცი;+

ჩემი სიცოცხლის დღეები არაფერია შენ წინაშე.+

კაცი, თითქოს მყარად დგას, მაგრამ ერთი ამოსუნთქვაა და სხვა არაფერი.+ (სელა)

 6 აჩრდილივითაა კაცის სიცოცხლე,

ამაოდ ფაციფუცობს;

აგროვებს ქონებას, ის კი არ იცის, ვის დარჩება.+

 7 მაშ, რისი იმედი უნდა მქონდეს, იეჰოვა?!

შენა ხარ ჩემი ერთადერთი იმედი!

 8 მიხსენი ყველა ჩემი ცოდვისგან;+

ნუ გამხდი უგუნურთა სალანძღავს.

 9 ხმას ვერ ვძრავდი, ვდუმდი,+

რადგან ეს შენ მოიმოქმედე.+

10 ნუღარ მსჯი,

ძალა გამომელია შენი დარტყმებისგან.

11 ჩადენილი ცოდვისთვის სჯი კაცს, რომ გამოასწორო,+

ჩრჩილივით უნადგურებ ყოველივე ძვირფასს.

ასეა, მხოლოდ ერთი ამოსუნთქვაა კაცი!+ (სელა)

12 შეისმინე ჩემი ლოცვა, იეჰოვა,

ყური მომაპყარი, როცა შველას გთხოვ!+

დაინახე ჩემი ცრემლები,

მე ხომ სტუმარივით ვარ შენთვის,+

ხიზანივით, ჩემი წინაპრების მსგავსად.+

13 მომაშორე შენი მრისხანე მზერა, რომ გავიხარო,

სანამ ცოცხალი ვარ და სული მიდგას“.

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. საგალობელი.

40 მთელი გულით ვამყარებდი იეჰოვაზე იმედს,

მანაც მომაპყრო ყური და მომისმინა, როცა შველა ვთხოვე.+

 2 მან ამომიყვანა მგრგვინავი ორმოდან,

ჭაობის შლამიდან

და კლდეზე დამადგმევინა ფეხი,

მტკიცედ დამაყენა.

 3 ბაგეზე დამიდო ახალი სიმღერა,+

ღვთის სადიდებელი.

ამის მხილველთ შიში შეიპყრობთ

და იეჰოვას მიენდობიან.

 4 ბედნიერია იეჰოვაზე მინდობილი კაცი,

რომელიც არც თავხედ ხალხში გარეულა და არც მატყუარებთან დაუჭერია საქმე.

 5 მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე,

იეჰოვა, ჩემო ღმერთო,

და შეასრულე ყველაფერი, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული.+

ვერავინ შეგედრება!+

მათზე რომ მელაპარაკა,

იმდენი იქნებოდა, რომ ვერც კი ჩამოვთვლიდი.+

 6 მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე,+

მაგრამ სასმენელი გამიხსენი, რომ ყურად მეღო შენი სიტყვები;+

დასაწვავი მსხვერპლი და ცოდვის შესაწირავი არ მოგითხოვია.+

 7 მაშინ ვთქვი: „აი, მოვედი;

ჩემ შესახებ გრაგნილზე წერია.+

 8 შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო,+

და ჩემშია შენი კანონი.+

 9 დიდ კრებულში ვახარებ შენს სიმართლეს.+

არ ვდუმდები,+

იეჰოვა, შენ კარგად იცი ეს.

10 შენს სიმართლეს ვაცხადებ,

შენი ერთგულებისა და ხსნის შესახებ ვაუწყებ.

შენს სიკეთესა* და ჭეშმარიტებას ვამცნობ დიდ კრებულს“.+

11 წყალობას ნუ მომაკლებ, იეჰოვა,

შენმა სიკეთემ* და ჭეშმარიტებამ დამიცვას.+

12 არაერთი უბედურება დამატყდა თავს.+

დანაშაულის სიმრავლის გამო ვეღარ ვხედავ გზას;+

იმაზე მეტი დანაშაული ჩავიდინე, ვიდრე თმა მაქვს თავზე;

გული გამიტყდა.

13 იეჰოვა, გთხოვ, ისურვე ჩემი ხსნა!+

იეჰოვა, იჩქარე ჩემ საშველად!+

14 შერცხვნენ და დამცირდნენ ისინი,

ვისაც ჩემი მოკვლა სწადიათ.

სირცხვილნაჭამნი უკუიქცნენ,

ვისაც ჩემი უბედურება ახარებთ.

15 შერცხვნენ და შეცბუნდნენ ისინი,

ვინც ჩემზე ამბობს, ახიაო მასზე.

16 იმხიარულონ და შენით გაიხარონ+

შენმა მაძიებლებმა.+

დაე ამბობდნენ შენგან ხსნის მომლოდინენი,

იდიდოსო იეჰოვამ!+

17 საწყალი და უმწეო ვარ,

ნეტავ იეჰოვა მომხედავდეს!

შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი!+

ჩემო ღმერთო, ნუ დააყოვნებ!+

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.

41 ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს;+

იეჰოვა იხსნის მას უბედურების ჟამს.

 2 იეჰოვა დაიცავს მას და აცოცხლებს.

ბედნიერს უწოდებენ მას დედამიწაზე;+

მის მტრებს არ აასრულებინებ საწადელს.+

 3 იეჰოვა მხარში ამოუდგება მას ავადმყოფობის დროს;+

შვებას მოჰგვრი სნეულს სარეცელზე.

 4 ვთქვი: „წყალობა მიყავი, იეჰოვა!+

განმკურნე,+ რადგან შეგცოდე“.+

 5 ჩემი მტრები ავს ამბობენ ჩემზე,

როდის მოკვდება და მოისპობაო მისი სახსენებელი.

 6 როცა ჩემ სანახავად მოდიან, ცრუობენ,

დადარაჯებულნი არიან,

რომ შემდეგ ჩემ საზიანოდ სხვებთან ილაპარაკონ.

 7 ჩემი მოძულეები ერთმანეთს ეჩურჩულებიან,

ბოროტებას იზრახავენ ჩემ წინააღმდეგ:

 8 საშინელი რამ დაატყდა თავს,

ლოგინად ჩავარდა და ვეღარ ადგებაო.+

 9 მეგობარმა, რომელსაც ვენდობოდი+

და რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი.+

 10 შენ კი, იეჰოვა, წყალობა მიყავი და წამომაყენე,

რომ საკადრისი მივუზღა მათ.

 11 ჩემს მტერს ჩემი უბედურებით რომ არ გაახარებ,

მივხვდები, რომ მიწონებ.+

 12 შენდამი ერთგულების* გამო მხარში მიდგახარ;+

მუდამ შენ წინაშე გეყოლები.+

 13 იდიდოს იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა,

მარადიულად!+

ამინ, ამინ!

ᲬᲘᲒᲜᲘ ᲛᲔᲝᲠᲔ

(ფსალმუნები 42—72)

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების მასქილი*.+

42 როგორც ირემი ელტვის წყლის ნაკადებს,

მეც ისე გელტვი, ღმერთო.

 2 ღმერთს, ცოცხალ ღმერთს, ვესწრაფვი.+

როდის მივალ და წარვდგები ღვთის წინაშე?!+

 3 დღისით თუ ღამით ცრემლები მექცა საზრდოდ;

მთელი დღე დამცინიან: სად არისო შენი ღმერთი?+

 4 გულს გიღვრი, არ მავიწყდება,

როგორ დავდიოდი ხალხის კრებულში;

ღვთის სახლისკენ მივუძღოდი მათ,

მოზეიმე ხალხის მხიარული ყიჟინა

და სამადლობელი შეძახილები ისმოდა ირგვლივ.+

 5 რატომ გადაგწურვია იმედი, ჩემო თავო,+

და რატომ შფოთავ?

ღმერთს დაელოდე,+

რადგან კვლავ შეასხამ ხოტბას შენს დიდებულ მხსნელს!+

 6 ჩემო ღმერთო, სასოწარკვეთილი ვარ.+

ამიტომაც გიხსენებ+

იორდანის მხარეში და ხერმონის მწვერვალებზე,

მიცარის მთაზე.

 7 ღრმა წყალი ღრმა წყალს გასძახის

შენი ჩანჩქერების ხმაზე.

შენმა ზვირთებმა წამლეკა.+

 8 დღისით თავის სიკეთეს* მიწყალობებს იეჰოვა,

ღამით კი ვიმღერებ მასზე, ლოცვას აღვუვლენ ღმერთს, ჩემთვის სიცოცხლის მბოძებელს.+

 9 ვეტყვი ღმერთს, ჩემს კლდეს:

„რატომ დამივიწყე?+

რატომ უნდა დავდიოდე დამწუხრებული, მტრებისგან ჩაგრული?“+

10 ჩემი მოძულენი და სიკვდილის მსურველნი*, ჩემი მტრები, სასაცილოდ მიგდებენ;

მთელი დღე დამცინიან: სად არისო შენი ღმერთი?+

11 რატომ გადაგწურვია იმედი, ჩემო თავო,

და რატომ შფოთავ?

ღმერთს დაელოდე,+

რადგან კვლავ შეასხამ ხოტბას შენს დიდებულ მხსნელსა და შენს ღმერთს!+

43 სამართალი გამიჩინე, ღმერთო,+

წარმართე ჩემი საქმე+ და დამიცავი ორგული ერისგან.

მზაკვარი და უმართლო კაცისგან მიხსენი.

 2 შენა ხარ ჩემი ღმერთი, ჩემი ციხესიმაგრე.+

რატომ მიმაგდე?

რატომ უნდა დავდიოდე დამწუხრებული, მტრებისგან ჩაგრული?+

 3 შენი სინათლე და ჭეშმარიტება გამოგზავნე,+

წამიძღვნენ ისინი+

და შენს წმინდა მთასა და დიდებულ კარავთან მიმიყვანონ!+

 4 მაშინ მივალ ღვთის სამსხვერპლოსთან,+

ჩემს ღმერთთან, უშრეტი სიხარულის წყაროსთან.

ხოტბას შეგასხამ ქნარით,+ ღმერთო, ჩემო ღმერთო!

 5 რატომ გადაგწურვია იმედი, ჩემო თავო,

და რატომ შფოთავ?

ღმერთს დაელოდე,+

რადგან კვლავაც შეასხამ ხოტბას შენს დიდებულ მხსნელსა და შენს ღმერთს!+

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ ფსალმუნი. მასქილი*.

44 ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ,

ჩვენი წინაპრები გვიყვებოდნენ+

იმ საქმეებზე, შენ რომ მოიმოქმედე მათ დროს,

დიდი ხნის წინათ.

 2 შენი ხელით აღგავე ხალხები+

და მათ ნაცვლად ჩვენი მამა-პაპა დაასახლე.+

შენ დაამარცხე და განდევნე ერები.+

 3 თავიანთი მახვილით კი არ დაუფლებიან ამ მიწას+

და საკუთარი მკლავით კი არ მოუპოვებიათ ხსნა,+

არამედ შენი მარჯვენით, შენი მკლავითა+ და შენი სახის ნათელით,

რადგან შენ მოიწონე ისინი.+

 4 შენა ხარ ჩემი მეფე, ღმერთო,+

მოაპოვებინე დიდებული გამარჯვება იაკობს!

 5 შენი ძალით უკუვაქცევთ მტრებს,+

შენი სახელით გავთელავთ ჩვენ წინააღმდეგ ამხედრებულთ,+

 6 რადგან არც საკუთარ მშვილდზე ვარ დაიმედებული

და არც ჩემს მახვილს ძალუძს ხსნა.+

 7 შენ გვიხსენი მტრებისგან+

და დაამცირე ჩვენი მოძულეები.

 8 ღმერთს შევასხამთ ხოტბას მთელი დღე;

მარადიულად განვადიდებთ შენს სახელს. (სელა)

 9 ახლა კი მიგვაგდე და დაგვამცირე,

არ მიუძღვი ჩვენს ლაშქარს.

10 უკუგვაქცევ მტრისგან;+

გვძარცვავენ ჩვენი მოძულენი.

11 მტრის ხელში გვაგდებ, როგორც დასაკლავ ცხვარს;

ხალხებში გვფანტავ.+

12 შენს ხალხს ჩალის ფასად ყიდი;+

არ გაქვს ხეირი აქედან.

13 ჩვენი თავი შეაძულე მეზობლებს,

დაგვცინიან და მასხრად გვიგდებენ ირგვლივ მყოფნი.

14 ხალხების სამასხარაო გაგვხადე,+

თავს აქნევენ და დაგვცინიან ერები.

15 მთელი დღე თავს დამცირებულად ვგრძნობ,

სირცხვილის გრძნობა არ მშორდება,

16 მათი დაცინვისა და შეურაცხყოფის გამო,

ჩვენი მტრის, ჩვენზე შურისმაძიებლის გამო.

17 ყოველივე ეს თავს დაგვატყდა, მაგრამ მაინც არ დაგვვიწყებიხარ

და არ დაგვირღვევია შენი შეთანხმება.+

18 ორგულები არ გავმხდარვართ,

არ გადაგვიხვევია შენი ბილიკიდან.

19 მაგრამ იქ შეგვმუსრე, სადაც ტურებს დაუდვიათ ბინა,

წყვდიადით დაგვფარე.

20 რომ დაგვევიწყებინა ჩვენი ღვთის სახელი

ანდა სხვა ღმერთებისკენ აღგვეპყრო ხელები,

21 განა ღმერთი ვერ შენიშნავდა ამას?!

მან უწყის გულის საიდუმლოებანი.+

22 შენი გულისთვის ყოველდღე სასიკვდილოდ გვიმეტებენ,

დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნევენ.+

23 გამოიღვიძე, იეჰოვა, რატომ გძინავს?+

გამოიღვიძე, სამუდამოდ ნუ დაგვყრი!+

24 ზურგს რატომ გვაქცევ?

რატომ ივიწყებ ჩვენს გაჭირვებასა და ჩაგვრას?

25 მიწასთან ვართ გასწორებულნი,

ძირს ვართ გართხმულნი.+

26 აღდექ ჩვენ საშველად!+

გვიხსენი შენი ურყევი სიყვარულის* გამო!+

გუნდის ხელმძღვანელს: „შროშნები“. კორახის ძეების+ ფსალმუნი. მასქილი*. სასიყვარულო სიმღერა.

45 კარგი ამბავი მიხარებს გულს.

ვამბობ: „ჩემი სიმღერა მეფეზეა!“+

დახელოვნებული გადამწერის+ კალამივით+ იყოს ჩემი ენა.

 2 უმშვენიერესი ხარ კაცთა შორის,

მადლიანი სიტყვები იღვრება შენი ბაგიდან;+

ამიტომაც გაკურთხა ღმერთმა სამარადისოდ.+

 3 შეიბი მახვილი,+ ძლევამოსილო,+

შემოისარტყლე ღირსებითა და სიდიადით.+

 4 გამარჯვებისკენ ისწრაფე სიდიადით მოსილმა;+

ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის ამხედრდი+

და შენი მარჯვენა შიშის მომგვრელ საქმეებს მოიმოქმედებს.

 5 შენი ბასრი ისრები მეფის მტრებს გულში ესობა;+

განგმირულნი ეცემიან შენ წინ ხალხები.+

 6 ღვთისგანაა შენი ტახტი* სამუდამოდ, მარადიულად.+

შენი სამეფოს კვერთხი სამართლიანობის კვერთხია.+

 7 შენ შეიყვარე სიმართლე+ და შეიძულე ბოროტება.+

ამიტომაც გცხო ზეთი+ ღმერთმა, შენმა ღმერთმა, და შენს მოძმეებზე მეტი სიხარული გიბოძა.+

 8 შენი ტანსაცმელი ზმირინის, ალოესა და კასიის სურნელებას აფრქვევს;

სიმებიანი საკრავები გამხიარულებენ სპილოს ძვლის დიდებული სასახლიდან.

 9 მეფეთა ასულები არიან შენს პატივდებულ ქალთა შორის.

დედოფალი დამდგარა შენ მარჯვნივ, ოფირის ოქროთი შემკული.+

10 მოისმინე, ასულო, დაუკვირდი და ყურად იღე;

დაივიწყე შენი ხალხი და მამაშენის სახლი.

11 მეფე შეხარის შენს სილამაზეს,

რადგან ის არის შენი ბატონი,

პირქვე დაემხვე მის წინაშე.

12 ტვიროსის ასულიც გეახლება ძღვნით;

უმდიდრესი ხალხი შენი გულის მოგებას მოიწადინებს.

13 მეფის ასული საუცხოოდაა მოკაზმული მის სასახლეში,

მისი სამოსი ოქროთია შემკული.

14 ნატიფად ნაქსოვ სამოსელში* გამოწყობილს მიჰგვრიან მას მეფეს.

შენ წინაშე მოიყვანენ მის მხლებელ ქალწულებს.

15 ზარ-ზეიმით მოგიყვანენ მათ;

მეფის სასახლეში შევლენ ისინი.

16 შენი წინაპრების ადგილს შენი ვაჟები დაიკავებენ;

მთავრებად დანიშნავ მათ მთელ დედამიწაზე.+

17 შენს სახელს გავაცხადებ თაობიდან თაობაში,+

რის გამოც ხოტბას შეგასხამენ ხალხები სამუდამოდ, მარადიულად.

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ საგალობელი. ალამოთი*.

46 ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა,+

შემწე, რომელიც უსათუოდ შეგვეწევა გაჭირვების ჟამს.+

 2 ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც სახე იცვალოს დედამიწამ,

თუნდაც მთები დაინთქან ზღვის სიღრმეში,+

 3 თუნდაც ახმაურდნენ და აზვირთდნენ მისი წყლები,+

თუნდაც შეძრას მთები მისმა ბობოქრობამ. (სელა)

 4 მოედინება მდინარე, რომლის ნაკადებიც ახალისებს ღვთის ქალაქს,+

უზენაესის წმინდა და დიდებულ კარავს.

 5 ღმერთია ამ ქალაქში;+ არ დაემხობა ის,

გარიჟრაჟზე მოვა ღმერთი მის საშველად.+

 6 ხმაურობდნენ ხალხები, დაემხო სამეფოები,

დასჭექა მან და დადნა დედამიწა.+

 7 ჩვენთან არის იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი.+

იაკობის ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. (სელა)

 8 მოდით და იხილეთ იეჰოვას საქმეები,

რა საოცრებები მოიმოქმედა დედამიწაზე!

 9 ის წყვეტს ომებს მთელ დედამიწაზე,+

მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს,

ცეცხლში ბუგავს საომარ ეტლებს*.

10 „დამმორჩილდით და იცოდეთ, რომ მე ვარ ღმერთი!

განვდიდდები ხალხებში,+

განვდიდდები დედამიწაზე!“+

11 ჩვენთან არის იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი.+

იაკობის ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.+ (სელა)

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ ფსალმუნი. საგალობელი.

47 ტაში შემოჰკარით, ხალხებო!

შეჰყიჟინეთ ღმერთს მხიარული შეძახილებით;

 2 ვინაიდან შიშის მომგვრელია იეჰოვა, უზენაესი,+

მთელი დედამიწის დიდებული მეფე.+

 3 ის გვიმორჩილებს ხალხებს,

ფეხქვეშ გვიგებს ერებს.+

 4 ის გვირჩევს სამკვიდროს,+

მისთვის საყვარელი იაკობის სიამაყეს.+ (სელა)

 5 მხიარული ყიჟინის დროს ამაღლდა ღმერთი,

საყვირის ხმაზე ამაღლდა იეჰოვა.

 6 უგალობეთ ღმერთს, უგალობეთ!

უგალობეთ ჩვენს მეფეს, უგალობეთ!

 7 ღმერთია მთელი დედამიწის მეფე,+

უგალობეთ მას; გამჭრიახობა გამოიჩინეთ.

 8 ღმერთი გამეფდა ხალხებზე,+

ღმერთი ზის თავის წმინდა ტახტზე.

 9 შეკრებილან ხალხთა წინამძღოლნი

აბრაამის ღვთის ხალხთან ერთად.

ვინაიდან ღმერთს ეკუთვნიან დედამიწის მმართველნი,

დიდად აღზევებულია იგი.+

კორახის ძეების საგალობელი.+

48 დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები

ჩვენი ღვთის ქალაქში, მის წმინდა მთაზე.

 2 საუცხოოდაა წამომართული, მთელი დედამიწის სიხარულია+

სიონის მთა შორეულ ჩრდილოეთში,

დიდი მეფის ქალაქი.+

 3 მის გამაგრებულ კოშკებში

ღმერთმა ცხადყო, რომ საიმედო თავშესაფარია.+

 4 აი, შეიკრიბნენ მეფეები

და ერთად გამოემართნენ;

 5 მის დანახვაზე გაოცდნენ,

შეძრწუნდნენ და თავზარდაცემულები გაიქცნენ.

 6 კანკალმა აიტანა ისინი,

მშობიარე ქალივით შეიპყრო ტკივილებმა.

 7 აღმოსავლეთის ქარით ამსხვრევ თარშიშის ხომალდებს.

 8 რაც მოსმენილი გვქონდა, ახლა საკუთარი თვალით ვიხილეთ

ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ქალაქში, ჩვენი ღვთის ქალაქში.

მარადიულად განამტკიცებს მას ღმერთი.+ (სელა)

 9 შენს ურყევ სიყვარულზე* ვფიქრობთ,

ღმერთო,+ შენს ტაძარში.

10 როგორც შენი სახელი, ღმერთო, შენი ქებაც

კიდით კიდემდე სწვდება დედამიწას.+

მუდამ სიმართლეს იქმს შენი მარჯვენა.+

11 იხაროს სიონის მთამ+

და იმხიარულონ იუდას ქალაქებმა შენი სამართლით!+

12 გარს შემოუარეთ სიონს, გარს შემოუარეთ!

დათვალეთ მისი კოშკები!+

13 დააკვირდით მის მიწაყრილებს,+

დაათვალიერეთ მისი გამაგრებული კოშკები,

რათა მომავალ თაობებს უამბოთ მასზე!

14 ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი+ სამუდამოდ, სამარადისოდ.

ის წაგვიძღვება მარადიულად*.+

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ ფსალმუნი. საგალობელი.

49 ისმინეთ, ხალხნო!

ყური დაუგდეთ, ქვეყნიერების მკვიდრნო,

 2 დიდნო თუ მცირენო,

მდიდარნო თუ ღარიბნო!

 3 ბრძნულად ილაპარაკებს ჩემი ბაგე

და ჩემი გულის ზრახვებში+ გონიერება გამოვლინდება.

 4 ყურს მივაპყრობ იგავს,

ქნარს ავაჟღერებ და ავხსნი ჩემს გამოცანას.

 5 რატომ უნდა შევშინდე გაჭირვების ჟამს+

ჩემი განადგურების მსურველთა ბოროტებით გარშემორტყმული?!

 6 მათგან, ვინც თავის ქონებაზეა დაიმედებული+

და ვინც თავისი სიმდიდრით იკვეხნის,+

 7 ვერცერთი ვერ გამოისყიდის თავის ძმას,

ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს+

 8 (მათი გამოსასყიდი იმდენად დიდია,

რომ ვერასდროს გადაიხდიან),

 9 რომ მან მარადიულად იცოცხლოს და საფლავი არ იხილოს.+

10 ის ხედავს, რომ ბრძენებიც კი იხოცებიან,

სულელნიც და უგუნურნიც ერთად იღუპებიან+

და თავიანთ ქონებას სხვებს უტოვებენ.+

11 გულით სწადიათ, რომ მათი სახლები მარადიულად იდგეს,

მათი კარვები — თაობიდან თაობაში;

თავიანთ სახელებს არქმევენ საკუთარ მამულებს.

12 მაგრამ ადამიანი, თუნდაც პატივდებული, დიდხანს ვერ იცოცხლებს,+

არაფრითაა პირუტყვზე მეტი, რომლის ბოლოც სიკვდილია.+

13 ასეთია სულელების ბოლოც+

და მათი ბოლოც, ვინც მათ მიჰყვება და მათი ფუჭსიტყვაობა სიამოვნებს. (სელა)

14 სამარისთვის* არიან განწირულნი, როგორც ცხვარია განწირული დასაკლავად;

სიკვდილი დამწყემსავს მათ.

დილით მართლები გაბატონდებიან მათზე,+

მათი კვალიც კი გაქრება.+

დიდებული სასახლის ნაცვლად სამარეში+ დაიდებენ ბინას.+

15 თავად ღმერთი დამიხსნის სამარის ხელიდან,+

რადგან ის ჩამჭიდებს ხელს. (სელა)

16 ნუ შეგაშინებს, თუკი ვინმე სიმდიდრეს იძენს,

თუკი დიდებული ხდება მისი სახლი,

17 რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს,+

თან არ ჩაჰყვება თავისი დიდება.+

18 მთელი სიცოცხლე თავს იწონებდა+

(ხალხი აქებს მათ, ვისაც ყველაფერი უხვად აქვს).+

19 საბოლოოდ თავის წინაპრებს შეუერთდება*;

ვეღარ იხილავენ სინათლეს.

20 ადამიანი, თუნდაც პატივდებული,+ რომელიც ვერ ხვდება ამას,

არაფრითაა პირუტყვზე მეტი, რომლის ბოლოც სიკვდილია.

ასაფის საგალობელი.+

50 უზენაესი ღმერთი იეჰოვა+ ლაპარაკობს;

ის კრებს დედამიწის მკვიდრთ

მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე.

 2 სიონიდან, სრულქმნილი მშვენიერების სავანიდან,+ გამობრწყინდა ღმერთი.

 3 მოვა ჩვენი ღმერთი და არ დადუმდება.+

შთამნთქმელი ცეცხლია მის წინაშე+

და ქარიშხალი მძვინვარებს მის გარშემო.+

 4 ის უხმობს მაღლით ცას და დაბლით მიწას,+

რათა განიკითხოს თავისი ხალხი:+

 5 „ჩემთან შეგროვდით, ჩემო ერთგულნო,

თქვენ, ვინც მსხვერპლით მიდებთ შეთანხმებას“.+

 6 ზეცა აცხადებს მის სიმართლეს,

რადგან ღმერთია მოსამართლე.+ (სელა)

 7 „ჩემო ხალხო, მისმინე და გეტყვი,

შენ წინააღმდეგ დავამოწმებ, ისრაელო.+

მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი!+

 8 არც შესაწირავის გამო შეგაგონებ

და არც მთლიანად დასაწვავი მსხვერპლის გამო, რომელიც მუდამ ჩემ წინაშეა.+

 9 არ მჭირდება შენი სახლიდან მოზვერი,

არც შენი ფარეხებიდან — ვაცები,+

10 რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი+

და ყოველი პირუტყვი ათასობით მთაზე.

11 ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი,+

ჩემია ველის ურიცხვი ცხოველიც.

12 რომც მომშიებოდა, შენ არ გეტყოდი,

რადგან ჩემია ნაყოფიერი მიწა და ყოველივე მასზე არსებული.+

13 განა შევჭამ მოზვრების ხორცს

ან შევსვამ ვაცების სისხლს?!+

14 მსხვერპლად მადლობა შესწირე ღმერთს+

და აღთქმები შეუსრულე უზენაესს.+

15 მომიხმე გაჭირვების ჟამს,+

გადაგარჩენ და შენც განმადიდებ“.+

16 ბოროტს ღმერთი ეტყვის:

„რა უფლებით ლაპარაკობ ჩემს წესებზე+

ანდა ჩემს შეთანხმებაზე?!+

17 შენ ხომ გძულს დარიგება

და ყურს არ უგდებ ჩემს სიტყვებს.+

18 ქურდს საქციელს უწონებ*+

და მრუშებთან მეგობრობ.

19 შენი ბაგე ბოროტებას ავრცელებს

და სიცრუე არ გშორდება ენიდან.+

20 ზიხარ და საკუთარ ძმას ძრახავ;+

დედაშენის ვაჟზე აუგს ამბობ.

21 როცა ასე იქცეოდი, ვდუმდი,

და გეგონა, რომ მეც შენნაირი ვიყავი,

მაგრამ ახლა შეგაგონებ

და ბრალს დაგდებ.+

22 გთხოვთ, დაუკვირდით ამას, ღვთის დამვიწყებლებო,+

თორემ დაგგლეჯთ და კაცი არ იქნება თქვენი მშველელი.

23 ვინც მსხვერპლად მადლობას მწირავს, ის განმადიდებს!+

ვინც სწორ გზას ადგას,

მას ვუჩვენებ, რომ მხსნელი ღმერთი ვარ!“+

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა ნათან წინასწარმეტყველმა ბათშებასთან+ მრუშობის გამო შეაგონა.

51 წყალობა მიყავი, ღმერთო, შენი სიკეთით*.+

შენი წყალობის სიუხვით წარხოცე ჩემი ცოდვები.+

 2 მთლიანად ჩამომრეცხე დანაშაული+

და განმწმინდე ჩემი ცოდვისგან,+

 3 რადგან კარგად ვუწყი ჩემი დანაშაული

და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.+

 4 ყველაზე მეტად შენ წინაშე მიმიძღვის ბრალი,+

ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში;+

მართალია, რასაც ამბობ

და სამართლიანია შენი განაჩენი.+

 5 აი, დანაშაულით დავიბადე

და ცოდვილი ჩავესახე დედაჩემს.+

 6 შენ გსიამოვნებს, როცა კაცის გულში ჭეშმარიტებას ხედავ;+

გულში ჩამიბეჭდე ჭეშმარიტი სიბრძნე.

 7 უსუპით განმწმინდე ცოდვისგან, რათა სუფთა ვიყო;+

განმბანე, რათა თოვლზე მეტად გავთეთრდე.+

 8 გამაგონე სიხარულისა და მხიარულების ხმა,

რათა სიმთელე დაიბრუნონ შენ მიერ შემუსვრილმა ძვლებმა.+

 9 თვალი მოარიდე ჩემს ცოდვებს,+

მაპატიე ყველა ჩემი დანაშაული.+

10 სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო,+

და ახალი, მტკიცე სულისკვეთებით განმმსჭვალე.+

11 თავიდან ნუ მომიშორებ

და შენს წმინდა სულს ნუ წამართმევ.

12 დამიბრუნე სიხარული, შენგან დახსნილს რომ დამეუფლა,+

შენი მორჩილების სურვილი აღმიძარი გულში.

13 შენს გზებს ვასწავლი შემცოდველებს,+

რათა დაგიბრუნდნენ ცოდვილები.

14 ნუ მომკითხავ პასუხს დაღვრილი სისხლის გამო,+

ღმერთო, ჩემო მხსნელო ღმერთო,+

რათა ჩემმა ენამ სიხარულით ილაპარაკოს შენს სიმართლეზე.+

15 იეჰოვა, ბაგე გამიხსენი,

რათა გაქოს ჩემმა პირმა.+

16 შესაწირავი არ გსურს, თორემ შემოგწირავდი;+

არ გსიამოვნებს მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი.+

17 ღვთისთვის საამო მსხვერპლი დამწუხრებული სულია;

მომნანიებელ და მოდრეკილ გულს შენ არ უგულებელყოფ, ღმერთო.+

18 წყალობა უყავი სიონს და მის სასიკეთოდ იმოქმედე,

გაამაგრე იერუსალიმის გალავანი.

19 მაშინ სიამოვნებას მოგგვრის სიმართლის მსხვერპლი,

დასაწვავი მსხვერპლი და მთლიანად დასაწვავი შესაწირავი;

მაშინ შესწირავენ მოზვრებს შენს სამსხვერპლოზე.+

გუნდის ხელმძღვანელს. მასქილი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა ედომელი დოეგი მივიდა საულთან და უთხრა, რომ დავითი ახიმელექის სახლში იყო მისული.+

52 რატომ იკვეხნი შენი ბოროტებით, ძლევამოსილო?+

ღვთის ურყევი სიყვარული* მთელი დღე ვლინდება.+

 2 სამართებელივით გაქვს ალესილი ენა,+

სიავეს იზრახავს და სიცრუეს ამბობს.+

 3 სიკეთეზე მეტად ბოროტება გიყვარს

და სიმართლეზე მეტად — სიცრუის ლაპარაკი. (სელა)

 4 გიყვარს საზიანო სიტყვებით საუბარი, ცბიერო ენავ!

 5 ღმერთი დაგცემს ერთხელ და სამუდამოდ;+

ხელს გტაცებს და გამოგათრევს შენი კარვიდან;+

ამოგძირკვავს ამ ცისქვეშეთიდან!+ (სელა)

 6 მართლები დაინახავენ ამას და შეეშინდებათ,+ დასცინებენ მას.+

 7 „აი კაცი, რომელიც ღმერთს არ აფარებდა თავს,+

თავის სიმდიდრეზე ამყარებდა იმედს+

და თავის მზაკვრულ ზრახვებზე იყო დანდობილი“.

 8 მე კი ფოთოლხშირი ზეთისხილის ხესავით ვიქნები ღვთის სახლში.

ღვთის ურყევ სიყვარულზე* დავამყარებ იმედს+ სამუდამოდ, მარადიულად.

 9 მარადიულად შეგასხამ ხოტბას შენი საქმეებისთვის;+

შენს ერთგულთა თვალწინ

შენს სახელზე ვიქნები დაიმედებული,+

რადგან შეუდარებელია* ის.

გუნდის ხელმძღვანელს: მახალათი*. მასქილი*. დავითის ფსალმუნი.

53 უგუნური გულში ამბობს,

არ არსებობსო იეჰოვა.+

უკეთურად და საძაგლად იქცევიან;

აღარავინ არის კარგის მქნელი.+

 2 ღმერთი კი ზეციდან გადმოჰყურებს ადამიანებს,+

რათა დაინახოს, ვინ არის გამჭრიახი და ვინ ეძებს იეჰოვას.+

 3 ყველამ გადაუხვია გზიდან,

ყველა ერთიანად გაირყვნა;

აღარავინაა კარგის მქნელი,

აღარავინ.+

 4 ნუთუ ვერაფერს ხვდებიან ავისმქნელნი?!

სასტიკად ჩაგრავენ ჩემს ხალხს,

არ უხმობენ იეჰოვას.+

 5 მაგრამ ძრწოლა აიტანთ,

ჯერ არგანცდილი შიში*,

ღმერთი გაფანტავს მათ ძვლებს, ვინც თავს გესხმის.

შენ შეარცხვენ მათ, რადგან იეჰოვამ უარყო ისინი.

 6 ნეტავ სიონიდან მოვიდოდეს ისრაელის ხსნა!+

გაიხაროს იაკობმა და იმხიარულოს ისრაელმა,

როცა იეჰოვა დააბრუნებს ტყვედ წაყვანილ თავის ხალხს!

გუნდის ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. მასქილი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა ზიფელები მივიდნენ საულთან და აცნობეს, დავითი ჩვენთან იმალებაო.+

54 ღმერთო, მიხსენი შენი სახელით+

და დამიცავი+ შენი ძალით.

 2 ღმერთო, შეისმინე ჩემი ლოცვა,+

ყური დაუგდე ჩემი ბაგიდან გამოსულ სიტყვებს,

 3 რადგან უცხონი მიპირისპირდებიან,

ულმობელთ სურთ, სიცოცხლეს გამომასალმონ.+

არად აგდებენ ღმერთს.+ (სელა)

 4 აი, ღმერთია ჩემი შემწე;+

იეჰოვა მათთან არის, ვინც მხარში მიდგას.

 5 ჩემს მტრებს მათსავე ბოროტებას დაატეხს თავს.+

შენ ხომ ერთგული ხარ, ბოლო მოუღე მათ!+

 6 ხალისით შემოგწირავ მსხვერპლს.+

ხოტბას შევასხამ შენს სახელს, იეჰოვა, რადგან შეუდარებელია*;+

 7 შენ ხომ ყველა გასაჭირისგან მიხსნი+

და ვიხილავ ჩემი მტრების დამარცხებას.+

გუნდის ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. მასქილი*. დავითის ფსალმუნი.

55 შეისმინე ჩემი ლოცვა, ღმერთო,+

ნუ უგულებელყოფ ჩემს სათხოვარს, როცა წყალობას შეგთხოვ.+

 2 მომხედე და მიპასუხე.+

მოსვენებას მიკარგავს ჩემი საწუხარი+

და შეშფოთებული ვარ

 3 მტრების მუქარისა

და ბოროტთა ზეწოლის გამო,

რადგან გასაჭირს გასაჭირზე მატეხენ თავს

და განრისხებულნი მმტრობენ.+

 4 გული მიკვნესის,+

სიკვდილის შიშმა შემიპყრო.+

 5 შიშმა და კანკალმა ამიტანა,

ერთიანად ვცახცახებ.

 6 ვამბობ: „ნეტავ მეც მტრედივით მქონდეს ფრთები!

გავფრინდებოდი და სადმე თავს შევაფარებდი.

 7 შორს გადავიხვეწებოდი+

და უდაბნოში დავიდებდი ბინას.+ (სელა)

 8 თავშესაფარს მივაშურებდი,

ქარტეხილსა და გრიგალს გავექცეოდი“.

 9 თავგზა აურიე მათ, იეჰოვა, და ჩაუშალე ზრახვები,+

რადგან ძალადობასა და დავას ვხედავ ამ ქალაქში;

10 დღედაღამ მის გალავანზე დაიარებიან,

ქალაქში კი სიავე და გასაჭირია.+

11 უბედურებაა მის შუაგულში;

ჩაგვრა და მზაკვრობა არ სცილდება მის მოედნებს.+

12 მტრის დასაცინი რომ გავმხდარიყავი,+ ავიტანდი.

მოძულე რომ ამმხედრებოდა, დავემალებოდი,

13 მაგრამ ეს შენ იყავი, ჩემი ტოლი და სწორი,+

ჩემი მეგობარი და ახლობელი.+

14 გულითადი მეგობრები ვიყავით,

ღვთის კარავში დიდ კრებულთან ერთად დავდიოდით.

15 განადგურება ეწიოთ ჩემს მტრებს!+

ცოცხლად ჩავიდნენ სამარეში*,

რადგან ბოროტებაა დამკვიდრებული მათ შორის და მათ გულებში.

16 მე კი ღმერთს მოვუხმობ,

იეჰოვა დამიხსნის.+

17 ვწუხვარ და ვგმინავ საღამოს, დილითა და შუადღით,+

მას ესმის ჩემი ხმა.+

18 ის დამიხსნის და მომასვენებს მათგან, ვინც მებრძვის,

რადგან ბევრი აღდგა ჩემ წინააღმდეგ.+

19 მოისმენს და პასუხს გასცემს მათ ღმერთი,+

ის, ვინც ოდითგანვე ზის ტახტზე.+ (სელა)

არ სურთ გამოსწორება მათ,

ვისაც ღვთის შიში არა აქვთ.+

20 იგი* მათ აუმხედრდა, ვისთანაც მშვიდობა ჰქონდა,+

დაარღვია დადებული შეთანხმება.+

21 მისი სიტყვები კარაქზე რბილია,+

გულში კი მტრობა აქვს;

მისი სიტყვები ზეთზე რბილია,

მაგრამ გაშიშვლებული ხმლებივითაა.+

22 იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი+

და ის ამოგიდგება მხარში,+

ის არასოდეს დაუშვებს მართლის დაცემას.+

23 ღმერთო, შენ ჩაყრი ბოროტებს უძირო ორმოში.+

თავიანთი სიცოცხლის ნახევარსაც ვერ გალევენ სისხლისმღვრელები და მზაკვრები,+

მე კი შენზე ვიქნები მონდობილი.

გუნდის ხელმძღვანელს: „მდუმარე მტრედი შორეულ მხარეში“. მიქთამი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს გათში.+

56 წყალობა მიყავი, ღმერთო,

რადგან თავს მესხმის მოკვდავი კაცი;

მთელი დღე მებრძვიან და მჩაგრავენ.

 2 ჩემი მტრები მთელი დღე ჩემს შთანთქმას ცდილობენ,

თავდაჯერებულნი მიტევენ.

 3 როცა შიში მიპყრობს,+ შენ გენდობი.+

 4 იმედს ვამყარებ ღმერთზე, რომლის სიტყვასაც ხოტბას ვასხამ,

იმედს ვამყარებ ღმერთზე, არ შევშინდები.

რას მიზამს კაცი?!+

 5 დღემუდამ ჩემთვის საქმის წახდენას ცდილობენ,

მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ მიმტრონ.+

 6 მისაფრდებიან, რომ თავს დამესხან;

ჩემს ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან,+

ბოლო რომ მომიღონ.+

 7 უკუაგდე ისინი მათი ბოროტების გამო,

რისხვით დაამხვე ხალხები, ღმერთო!+

 8 შენ ხედავ, როგორ დავეხეტები.+

შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში!+

განა შენს წიგნში არ გაქვს შემონახული ჩემი ცრემლები?!+

 9 უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც საშველად მოგიხმობ.+

მჯერა, რომ ღმერთია ჩემთან.+

10 იმედს ვამყარებ ღმერთზე, რომლის სიტყვასაც ხოტბას ვასხამ,

იმედს ვამყარებ იეჰოვაზე, რომლის სიტყვასაც ვადიდებ;

11 იმედს ვამყარებ ღმერთზე, არ შევშინდები.+

რას მიზამს კაცი?!+

12 ღმერთო, შეგისრულებ აღთქმებს,+

მადლობას შემოგწირავ.+

13 შენ მიხსენი სიკვდილისგან,+

დამიცავი წაბორძიკებისგან,+

რათა ცოცხალს მევლო ღვთის წინაშე და კვლავ მეცქირა დღის ნათელისთვის.+

გუნდის ხელმძღვანელს: „ნუ დაღუპავ“. მიქთამი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა საულისგან გაქცეული გამოქვაბულს აფარებდა თავს.+

57 წყალობა მიყავი, ღმერთო, წყალობა მიყავი,

რადგან შენ გაფარებ თავს,+

შენი ფრთების ჩრდილს ვარ შეფარებული, ვიდრე უბედურება გადაივლიდეს.+

 2 მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ჭეშმარიტ ღმერთს,

რომელიც ჩემ გამო ბოლოს მოუღებს ჩემს მტრებს.

 3 შველას მომივლენს ზეციდან და მიხსნის.+

ჩაუშლის განზრახვას მას, ვინც ჩემს შთანთქმას ლამობს. (სელა)

ერთგულია ღმერთი და ურყევია მისი სიყვარული*.+

 4 ლომებს შორის ვარ მოქცეული.+

ჩემი შთანთქმის მსურველთა შორის ვწევარ;

მათი კბილები შუბებივით და ისრებივითაა,

ენა კი — ბასრი მახვილივით.+

 5 ღმერთო, ცას ასცდეს შენი დიდება!

განდიდდი მთელ დედამიწაზე!+

 6 ბადე დამიგეს, ფეხი რომ გამეხლართოს,+

გაჭირვებამ წელში მომხარა.+

ორმო გამითხარეს დასაჭერად,

მაგრამ თავად ჩაცვივდნენ შიგ.+ (სელა)

 7 მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო,+

მტკიცეა ჩემი გული!

საკრავს ავაჟღერებ და გიგალობებ.

 8 გამოიღვიძე, ჩემო დიდებავ!

გამოიღვიძე, სიმებიანო საკრავო, და შენც, ქნარო!

გამოვაღვიძებ განთიადს.+

 9 ხალხებში შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,+

ერებს შორის გიგალობებ!+

10 განუზომელია შენი სიყვარული* და ცამდე აღწევს,+

შენი ერთგულება ღრუბლებს სწვდება.

11 ღმერთო, ცას ასცდეს შენი დიდება!

განდიდდი მთელ დედამიწაზე!+

გუნდის ხელმძღვანელს: „ნუ დაღუპავ“. დავითის ფსალმუნი. მიქთამი*.

58 როგორ ილაპარაკებთ სიმართლეს, როცა დუმხართ?!+

შეგიძლიათ სამართლიანად განსაჯოთ, ადამიანთა ძეებო?+

 2 თქვენ ხომ გულში ბოროტებას იზრახავთ+

და თქვენი ხელი ძალადობას იქმს ამ მიწაზე.+

 3 ბოროტები დაბადებიდან გზასაცდენილები არიან,

უკუღმართად იქცევიან და ცრუობენ ამქვეყნად მოვლენის დღიდან.

 4 მათი შხამი გველის შხამივითაა,+

ყრუები არიან კობრასავით, რომელიც სმენას იხშობს.

 5 ის არ ისმენს მომნუსხველთა ხმას,

თვით დახელოვნებული მომნუსხველისას.

 6 ღმერთო, კბილები ჩაულეწე მათ,

იეჰოვა, ყბები ჩაუმტვრიე ლომებს.

 7 წყალივით დაიწრიტონ და გაქრნენ.

მშვილდი მოზიდოს ღმერთმა და ისრებით განგმიროს ისინი.

 8 დაე ლოკოკინას დაემსგავსონ, რომელიც ცოცვისას დნება,

მკვდრადშობილ ჩვილს, მზის შუქს რომ ვერ იხილავს.

 9 სანამ თქვენი ქოთნები ცეცხლმოკიდებული მაყვლის ბუჩქის მხურვალებას შეიგრძნობს,

ის ქარიშხალივით წახვეტს მის ნედლსა თუ ალმოდებულ ტოტებს.+

10 იხილავს ღვთის შურისძიებას მართალი და გაიხარებს,+

ბოროტის სისხლში ჩადგამს ფეხს.+

11 იტყვის ხალხი: „არ დარჩება მართალი ჯილდოს გარეშე;+

ნამდვილად არსებობს ღმერთი, დედამიწის გამსამართლებელი!“+

გუნდის ხელმძღვანელს: „ნუ დაღუპავ“. მიქთამი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა საულმა სახლთან კაცები ჩაუსაფრა მოსაკლავად.+

59 მიხსენი ჩემი მტრებისგან, ჩემო ღმერთო!+

დამიცავი მათგან, ვინც ჩემ წინააღმდეგ აღდგა.+

 2 მიხსენი ავისმქნელთაგან

და დამიცავი მოძალადეთაგან.

 3 აი, ჩამსაფრებიან ისინი,+

თავს მესხმიან ძლიერნი,

არადა, არც ურჩი ვყოფილვარ, იეჰოვა, და არც ცოდვა ჩამიდენია.+

 4 არაფერი დამიშავებია, ისინი კი მორბიან, თავს რომ დამესხან.

აღდექ, როცა მოგიხმობ, და დაინახე!

 5 ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, შენ ხარ ისრაელის ღმერთი!+

გამოიღვიძე, რომ შეამოწმო ხალხები,

წყალობას ნუ უყოფ ავისმქნელებს, მოღალატეებს.+ (სელა)

 6 საღამო ხანს ბრუნდებიან,+

ძაღლებივით იღრინებიან+ და ქალაქში დაძრწიან.+

 7 შხამს ანთხევენ პირიდან

და ენა მახვილივით აქვთ ალესილი,+

აქაოდა, არავინ გვისმენსო.+

 8 შენ კი, იეჰოვა, დასცინებ მათ;+

აბუჩად აიგდებ ხალხებს.+

 9 ჩემო ძალავ, შენ შემოგყურებ,+

რადგან შენ ხარ, ღმერთო, ჩემი თავშესაფარი.+

10 ღმერთი, რომელიც სიკეთეს* არ მიკავებს, მომეშველება;+

ღვთის წყალობით ვიხილავ ჩემი მტრების დამარცხებას.+

11 ჯერ ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ხალხმა შენი ნამოქმედარი;

შენი ძალით ახეტიალე

და დაამცირე ისინი, ჩვენო ფარო, იეჰოვა.+

12 მათი ბაგეებით ჩადენილი ცოდვის, მათივე ნათქვამის გამო,

საკუთარი სიამაყის მახეში გაებან,+

რადგან იწყევლებიან და ცრუობენ.

13 შენი რისხვით მოსპე ისინი;+

ბოლო მოუღე, რომ აღარ იარსებონ.

გააგებინე მათ, რომ ღმერთია მმართველი იაკობის შთამომავლებს შორის და დედამიწის კიდით კიდემდე.+ (სელა)

14 დაე საღამოს დაბრუნდნენ ისინი,

ძაღლებივით იღრინონ და იწანწალონ ქალაქში;+

15 იხეტიალონ და ეძებონ საჭმელი,+

ვერც გაძღნენ და ვერც ღამის გასათევი იპოვონ.

16 მე კი შენს ძალას ვუმღერებ,+

დილით სიხარულით ვილაპარაკებ შენს ურყევ სიყვარულზე*,

რადგან შენ ხარ ჩემი თავშესაფარი,+

შენ გაფარებ თავს გაჭირვების ჟამს.+

17 ჩემო ძალავ, შენ გიგალობებ,+

რადგან შენ ხარ, ღმერთო, ჩემი თავშესაფარი; ღმერთი, რომელიც სიკეთეს* არ მიკავებს.+

გუნდის ხელმძღვანელს: „შროშანი შეხსენებისა“. მიქთამი*. სასწავლებლად. დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა არამ-ნაჰარაიმელებსა და არამ-ცობელებს ებრძოდა, იოაბი კი დაბრუნდა და მარილოვან ველზე 12 000 ედომელი მოკლა.+

60 ღმერთო, შენ ზურგი გვაქციე და დაგვფანტე.+

შენ განგვირისხდი, ახლა კი, გთხოვ, კვლავ მიგვიღე!

 2 შენ შეარყიე მიწა და დახეთქე.

სადაცაა ჩამოიშლება, ამოავსე მისი ბზარები!

 3 გასაჭირში ჩაყარე შენი ხალხი;

ღვინო გვასვი და ვბარბაცებთ.+

 4 გთხოვ, აღმართე* შენს მოშიშთათვის ნიშანი,

რათა მას მიაშურონ და გაექცნენ მოზიდულ მშვილდს. (სელა)

 5 გვიხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე,

რათა გადარჩეს შენი საყვარელი ხალხი.+

 6 ღმერთმა თქვა თავისი სიწმინდით*:

„გავიხარებ და შექემს მივცემ სამკვიდროდ ჩემს ხალხს+

და სუქოთის ველს მივუზომავ.+

 7 ჩემია გალაადიც და მენაშეც,+

ეფრემი მუზარადივით მხურავს,

იუდა კი მთავრის კვერთხივით მიპყრია.+

 8 მოაბი ჩემი დასაბანი ჭურჭელია.+

ედომზე მოვისვრი ჩემს სანდალს.+

გამარჯვების ყიჟინას დავცემ ფილისტიმს“.+

 9 ვინ მიმიყვანს ალყაშემორტყმულ* ქალაქამდე?!

ვინ წამიძღვება ედომამდე?!+

10 განა შენ არ გვაქციე ზურგი, ღმერთო,

ჩვენო ღმერთო, და აღარ მიუძღვი ჩვენს ლაშქარს?!+

11 დაგვეხმარე გაჭირვების ჟამს,

რადგან ვერ გვიხსნის კაცი.+

12 ღმერთი მოგვცემს ძალას+

და ის გათელავს ჩვენს მოწინააღმდეგეებს!+

გუნდის ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. დავითის ფსალმუნი.

61 მისმინე, ღმერთო, შველას შეგთხოვ,

ყურად იღე ჩემი ლოცვა.+

 2 შენ შემოგღაღადებ დედამიწის კიდიდან

სასოწარკვეთილი.+

წამიძეხი მაღალი კლდისკენ.+

 3 შენა ხარ ჩემი თავშესაფარი,

მტკიცე კოშკი, მტრისგან რომ მიცავს.+

 4 სტუმრად ვიქნები შენს კარავში მარადიულად;+

ფრთებქვეშ შეგაფარებ თავს.+ (სელა)

 5 შენ მოისმინე ჩემი აღთქმები, ღმერთო,

და მიბოძე მემკვიდრეობა, შენი სახელის მოშიშთათვის განკუთვნილი.+

 6 დღეგრძელობას უბოძებ მეფეს,+

მისი წლები თაობიდან თაობამდე გასტანს.

 7 იგი მარადიულად იჯდება ტახტზე ღვთის წინაშე;+

შენი ურყევი სიყვარულითა* და ერთგულებით დაიცავი იგი.+

 8 მარადიულად ვუგალობებ შენს სახელს+

და ყოველდღიურად შევასრულებ ჩემს აღთქმებს.+

გუნდის ხელმძღვანელს: იედუთუნი*. დავითის საგალობელი.

62 მდუმარედ ველოდები ღმერთს.

ის არის ჩემი მხსნელი.+

 2 ის არის ჩემი კლდე, ჩემი მხსნელი და თავშესაფარი;+

რომც წავფორხილდე, არ დავეცემი.+

 3 როდემდე უნდა ესხმოდეთ თავს კაცს, რომლის მოკვლასაც ლამობთ?+

ყველანი ქვის გადახრილი კედელივით ხართ, რომელიც სადაცაა ჩამოიქცევა*.

 4 ერთმანეთში თათბირობენ, როგორ წაართვან მას ძალაუფლება.

სიცრუე სიამოვნებთ.

ბაგით ლოცავენ მას, გულში კი წყევლიან.+ (სელა)

 5 ღმერთს ველოდები მდუმარედ,+

რადგან მასზე ვარ დაიმედებული.+

 6 ის არის ჩემი კლდე, ჩემი მხსნელი და თავშესაფარი;

არ დავეცემი.+

 7 ჩემს ხსნასა და დიდებას ღმერთს ვუმადლი,

ჩემთვის ღმერთი თავშესაფარია, მტკიცე კლდეა.+

 8 მუდამ მასზე დაამყარეთ იმედი, ხალხო,

გული გადმოუღვარეთ მას.+

ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.+ (სელა)

 9 ერთ ამოსუნთქვასავითაა ადამიანი,

ვერ დაენდობი კაცს.+

სასწორზე ყველანი ერთ ამოსუნთქვაზე მსუბუქი აღმოჩნდებიან.+

10 ნუ გეგონება, რომ გამოძალვით გამდიდრდები,

და ნუ იფიქრებ, რომ ძარცვით მოიხვეჭ ქონებას.

თუკი ქონება დაგიგროვდება, ნუ დაენდობი მას.+

11 ორჯერ მოვისმინე ღვთის ნათქვამი,

რომ ღვთისგანაა ძალა.+

12 სიკეთეც* შენგანაა, იეჰოვა,+

რადგან ყველას თავისი ნამოქმედარისამებრ მიუზღავ.+

დავითის საგალობელი, რომელიც მან იუდას უდაბნოში ყოფნისას დაწერა.+

63 ღმერთო, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გეძებ.+

წყალივით მომწყურდი.+

დავუძლურდი შენს მოლოდინში

უწყლო, გადამხმარ და გადახრუკულ მიწაზე.+

 2 შენს წმინდა სამყოფელში გიხილე,

ვიხილე შენი ძლიერება და დიდება.+

 3 შენი სიკეთე* სიცოცხლეს მირჩევნია,+

ამიტომ განგადიდებ ჩემი ბაგით.+

 4 მთელი სიცოცხლე განგადიდებ,

ხელებს აღვაპყრობ და შენს სახელს მოვუხმობ.

 5 ყოველივე საუკეთესოთი მავსებ,

ამიტომ სიხარულით შეგასხამ ხოტბას.+

 6 გიხსენებ ჩემს სარეცელზე;

ღამის გუშაგობის დროს ვფიქრობ შენზე,+

 7 რადგან შენ ხარ ჩემი შემწე,+

სიხარულით ვყიჟინებ შენი ფრთების ჩრდილს შეფარებული.+

 8 არ გცილდები;

მარჯვენა გაქვს ჩაჭიდებული ჩემთვის.+

 9 ჩემი მოკვლის მსურველნი

მიწის სიღრმეში ჩავლენ.

10 მახვილით დაეცემიან,

ტურების საკბილო გახდებიან.

11 მეფე კი გაიხარებს ღმერთით;

ყველა მისი მოფიცარი იამაყებს,

რადგან დადუმდება ცრუ ბაგეები.

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი.

64 ისმინე, ღმერთო, ჩემი ვედრება.+

დამიცავი მტრისგან, თავზარს რომ მცემს.

 2 დამიფარე ბოროტმოქმედთა მუხანათური ჩანაფიქრისგან,+

ავისმქნელთაგან.

 3 მათ მახვილივით აილესეს ენები

და მწარე სიტყვები ისრებივით მომართეს,

 4 საფრიდან რომ ესროლონ მართალს;

არ ეშინიათ, ისე ესვრიან მოულოდნელად.

 5 ერთმანეთს საბოროტოდ აქეზებენ,

ბჭობენ, როგორ დააგონ მახე;

ამბობენ, ვინ შეამჩნევსო.+

 6 სულ იმაზე ფიქრობენ, კიდევ როგორ იბოროტონ;

ჩუმად აწყობენ მზაკვრულ გეგმებს,+

ჩაუწვდომელია მათი გულის ზრახვები.

 7 ისარს ესვრის მათ ღმერთი;+

მოულოდნელად დაიჭრებიან ისინი.

 8 მათივე ენა გახდება მათი დაცემის მიზეზი.+

ყველა მათი შემხედვარე თავის ქნევას მოჰყვება.

 9 მაშინ ყველას შიში აიტანს,

გააცხადებენ, რა მოიმოქმედა ღმერთმა

და ჩასწვდებიან მის საქმეებს.+

10 მართალი გაიხარებს იეჰოვათი და მას შეაფარებს თავს;+

ყველა გულმართალი იამაყებს.

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი.

65 ღმერთო, შენი ქება გაისმება სიონში;+

შეგისრულებთ აღთქმებს.+

 2 ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყველანაირი ადამიანი.+

 3 ჩემმა შეცდომებმა მშთანთქა,+

მაგრამ შენ გვპატიობ ცოდვებს.+

 4 ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ და დაიახლოებ

შენს ეზოებში დასამკვიდრებლად.+

ავივსებით იმ კურთხევებით, შენს სახლში რომ არის,+

შენს წმინდა ტაძარში.+

 5 შენი სიმართლისამებრ შიშის მომგვრელი საქმეებით+ გვიპასუხებ,

ღმერთო, ჩვენო მხსნელო;

შენ ხარ დედამიწის კიდეებსა+

თუ შორეულ ზღვისპირეთში მცხოვრებთა იმედი.

 6 მტკიცედ დააფუძნე მთები შენი ძალით;

ძლიერებით ხარ მოსილი.+

 7 შენ აწყნარებ ბობოქარ ზღვებს,+

მგრგვინავ ტალღებსა და მღელვარე ერებს.+

 8 შენი ნამოქმედარის გამო შიში შეიპყრობთ შორეული მხარეების მკვიდრთ;+

შენი წყალობით ყველა სიხარულით იყიჟინებს მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე.

 9 ღმერთო, შენ ზრუნავ დედამიწაზე,

აძლევ ხვავსა და ბარაქას,+

წყლით ავსებ მდინარეებს,

მარცვლეულს აძლევ ადამიანებს;+

ასე გაქვს შექმნილი დედამიწა.

10 შენ რწყავ მის კვლებს და ასწორებ მის ხნულებს;

შხაპუნა წვიმებით ალბობ მას და აკურთხებ მის ამონაყარს.+

11 შენი სიკეთით* აგვირგვინებ წელიწადს;

ხვავი და ბარაქაა შენს გზასავალზე.+

12 აბიბინებულა საძოვრები უდაბნოში+

და სიხარული გამეფებულა გორებზე.+

13 ფარებით მოფენილა საძოვრები

და მარცვლეულით ავსებულა მინდვრები;+

სიხარულით ყიჟინებენ და მღერიან ისინი.+

გუნდის ხელმძღვანელს. საგალობელი.

66 სიხარულით შეჰყიჟინეთ ღმერთს,

დედამიწის მკვიდრნო.+

 2 უგალობეთ მის დიდებულ სახელს.

ხოტბა შეასხით მას და განადიდეთ.+

 3 უთხარით ღმერთს: „რაოდენ შიშის მომგვრელია შენი საქმეები!+

შენი უსაზღვრო ძალის გამო

შიშით აკანკალდებიან შენი მტრები.+

 4 დედამიწის მკვიდრნი დაემხობიან შენ წინაშე;+

გიგალობებენ, უგალობებენ შენს სახელს“.+ (სელა)

 5 მოდით და იხილეთ ღვთის საქმეები;

კრძალვის მომგვრელია ყველაფერი, რაც კი რამ გაუკეთებია კაცთათვის.+

 6 ზღვა ხმელეთად აქცია;+

მდინარე ფეხით გადაკვეთა ხალხმა.+

იქ გაიხარეს მისით.+

 7 მარადიულად მეფობს+ თავისი ძალით.

ხალხებს აკვირდება მისი თვალები.+

თავი არ უნდა განიდიდონ ჯიუტებმა.+ (სელა)

 8 ხალხებო, განადიდეთ ჩვენი ღმერთი,+

დაე ყველამ მოისმინოს მისი საქებარი სიტყვები!

 9 ის სიცოცხლეს გვინარჩუნებს,+

იცავს ჩვენს ფეხს წაბორძიკებისგან.+

10 შენ შეგვამოწმე, ღმერთო,+

ისე განგვწმინდე, როგორც ვერცხლს წმენდენ.

11 ბადეში გაგვაბი,

მძიმე ტვირთი აგვკიდე.

12 მოკვდავ კაცს გაათელვინე ჩვენი თავი.

ცეცხლსა და წყალში გამოგვატარე;

შემდეგ კი სამშვიდობოს გაგვიყვანე.

13 მთლიანად დასაწვავი მსხვერპლით მოვალ შენს სახლში+

და შეგისრულებ აღთქმებს,+

14 ჩემი პირით დადებულსა+

და ჩემი ბაგით წარმოთქმულს გაჭირვების ჟამს.

15 ნასუქ პირუტყვს შემოგწირავ მთლიანად დასაწვავ მსხვერპლად,

ვერძებს აღგივლენ.

შემოგწირავ მოზვრებსა და ვაცებს. (სელა)

16 მოდით და მომისმინეთ, ღვთისმოშიშნო,

გიამბობთ, რა გააკეთა მან ჩემთვის.+

17 მოვუხმე მას ჩემი ბაგით,

განვადიდე ის ჩემი ენით.

18 სიავე რომ მქონოდა გულში,

არ მომისმენდა იეჰოვა,+

19 მაგრამ მომისმინა ღმერთმა,+

ყურად იღო ჩემი ლოცვა.+

20 დიდება ღმერთს, რომელმაც არ უგულებელყო ჩემი ლოცვა

და არ დაიშურა ჩემდამი სიყვარული*!

გუნდის ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. საგალობელი.

67 ღმერთო, შენ წყალობას გვიყოფ და გვაკურთხებ;

შენი სახის ნათელს მოგვაფენ,+ (სელა)

 2 ცნობილი რომ გახდეს შენი საქმეები მთელ დედამიწაზე,+

გაიგონ ერებმა, რომ შენ ხარ მხსნელი.+

 3 ხოტბა შეგასხან ხალხებმა, ღმერთო,

ყველამ შეგასხას ხოტბა!

 4 გაიხარონ ერებმა და სიხარულით იყიჟინონ,+

რადგან სამართლიანად გაასამართლებ ხალხებს.+

შენ წაუძღვები ერებს. (სელა)

 5 ხოტბა შეგასხან ხალხებმა, ღმერთო,

ყველამ შეგასხას ხოტბა!

 6 დედამიწა მოგვცემს თავის ნაყოფს;+

გვაკურთხებს ღმერთი, ჩვენი ღმერთი.+

 7 გვაკურთხებს ღმერთი

და მისი შიში შეიპყრობს ყველას დედამიწის კიდით კიდემდე.+

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. საგალობელი.

68 აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები

და გაიქცნენ მისი მოძულენი.+

 2 კვამლივით გაფანტე ისინი;

როგორც ცვილს ადნობს ცეცხლი,

დაე ისე მოეღოთ ბოლო ბოროტებს ღვთის წინაშე!+

 3 მართლებმა კი გაიხარონ,+

ღვთის წინაშე იმხიარულონ

და სიხარულით იყიჟინონ!

 4 უმღერეთ ღმერთს, ხოტბა შეასხით მის სახელს.+

უმღერეთ მას, ვინც უდაბნოს სერავს*,

მას, ვისაც იაჰი* ჰქვია!+ იმხიარულეთ მის წინაშე!

 5 ობლის მამა და ქვრივის ქომაგია+

თავის წმინდა სამყოფელში მყოფი ღმერთი.+

 6 მიუსაფარს თავშესაფარს გამოუჩენს ღმერთი,+

პატიმრებს გაათავისუფლებს და არაფერს მოაკლებს,+

ურჩებს კი ხრიოკზე მოუწევთ ცხოვრება.+

 7 როცა შენს ხალხს მიუძღოდი, ღმერთო,+

როცა უდაბნოში მიდიოდი, (სელა)

 8 მიწა იძვროდა,+

ციდან წვიმა მოდიოდა ღვთის წინაშე;

სინაი ზანზარებდა ღვთის, ისრაელის ღვთის გამო.+

 9 შენ კოკისპირულად აწვიმე, ღმერთო;

გამოაცოცხლე ქანცგაწყვეტილი შენი ხალხი.

10 შენს ბანაკში მკვიდრობდნენ ისინი;+

შენი სიკეთით* არაფერს აკლებდი საწყლებს, ღმერთო.

11 იეჰოვა გასცემს ბრძანებას;

ქალთა დიდი ლაშქარი აცხადებს სასიხარულო ცნობას.+

12 გარბიან, გარბიან მეფეები თავიანთ ლაშქართან ერთად!+

სახლში დარჩენილი ქალი ნადავლიდან იღებს წილს.+

13 ბანაკში დანთებულ კოცონებს შორის მოგიწიათ წოლა*,

მაგრამ ხელთ იგდებთ მტრედს მოვერცხლილი ფრთებითა

და ხალასი ოქროს ბუმბულით.

14 როცა მიმოფანტა ყოვლისშემძლემ მეფეები,+

მაშინ გათოვდა ცალმონში*.

15 ბაშანის+ მთა ღვთის მთაა;

მწვერვალები ამშვენებს ბაშანის მთას.

16 მთის მწვერვალებო, რატომ უმზერთ შურით

მთას, რომელზეც ღმერთმა ისურვა დავანება?+

იქ დამკვიდრდება იეჰოვა მარადიულად.+

17 ღმერთს ათასობით, ათობით ათასი, საომარი ეტლი ჰყავს.+

წმინდა ადგილზე მოვიდა იეჰოვა სინაიდან.+

18 მაღლა ახვედი+ და ტყვეები წაასხი,

წაიყვანე ძღვენი ადამიანთა სახით,+

ჯიუტებიც კი,+ რათა დამკვიდრდე მათ შორის, იაჰ*, ღმერთო.

19 დიდება იეჰოვას, რომელიც ყოველდღიურად ატარებს ჩვენს ტვირთს,+

ჩვენი მხსნელი ღმერთია ის. (სელა)

20 ჩვენი ღმერთი მხსნელი ღმერთია;+

უზენაესი უფალი იეჰოვაა კაცთა მხსნელი სიკვდილისგან.+

21 ღმერთი თავს გაუჭეჭყავს თავის მტრებს,

თმიან თხემს გაუჩეჩქვავს ავისმქნელთ.+

22 იეჰოვამ თქვა: „უკან ჩამოვიყვან მათ ბაშანიდან,+

ამოვიყვან ზღვის სიღრმიდან,

23 რათა მტრების სისხლში ჩადგა ფეხი+

და შენმა ძაღლებმა ალოკონ მათი სისხლი“.

24 ისინი უყურებენ შენს საზეიმო სვლას, ღმერთო,

ჩემი ღვთის, ჩემი მეფის, სვლას წმინდა ადგილისკენ.+

25 წინ მგალობლები მიდიან,

უკან — სიმებიან საკრავებზე დამკვრელები,+

შუაში კი — მედაირე ყმაწვილქალები.+

26 დიდ კრებულში ადიდეთ ღმერთი;

განადიდეთ იეჰოვა, თქვენ, ვინც სიცოცხლეს ისრაელის წარმომქმნელს უმადლით.+

27 ნაბოლარა ბენიამინი+ იმორჩილებს მათ,

იუდას მთავრებიც — თავიანთი მოყიჟინე ხალხით,

ზებულონის მთავრებიცა და ნაფთალის მთავრებიც.

28 შენმა ღმერთმა ბრძანა, რომ ძალა მოგცემოდა.

წარმოაჩინე შენი ძალა, ღმერთო, ჩვენ სასიკეთოდ მოქმედო.+

29 შენი ტაძრისთვის იერუსალიმში+

მეფეები ძღვენს მოგართმევენ.+

30 გაკიცხე ლერწმიანის მხეცები,

ხარების ჯოგი+ მათ ხბოებთან ერთად,

სანამ ხალხები შენ წინაშე არ დაემხობიან და ვერცხლს არ მოგიტანენ ძღვნად.

იგი ფანტავს ომის მოყვარულ ხალხებს.

31 ეგვიპტიდან ჩამოიტანენ ბრინჯაოს ნივთებს*;+

ქუში საჩქაროდ მიუტანს ძღვენს ღმერთს.

32 დედამიწის სამეფოებო, უმღერეთ ღმერთს!+

უგალობეთ იეჰოვას, (სელა)

33 მას, ვინც სერავს საუკუნო ზეცათა ზეცას!+

აი, ის დაიჭექებს თავისი მგრგვინავი ხმით.

34 აღიარეთ ღვთის ძლიერება;+

მთელ ისრაელზე მეფობს იგი

და მისი ძლიერება ზეციდან ასხივებს.

35 შიშის მომგვრელია ღმერთი თავის დიდებულ სამყოფელში.+

ისრაელის ღმერთია იგი,

ვინც ძალასა და ძლევამოსილებას აძლევს ხალხს.+

დიდება ღმერთს!

გუნდის ხელმძღვანელს: „შროშნები“. დავითის ფსალმუნი.

69 მიხსენი, ღმერთო, რადგან ლამის დამახრჩოს წყალმა.+

2 ჭაობში ჩავეფალი და ვერსად მოვიკიდე ფეხი.+

ღრმა წყალში შევედი და სწრაფმა დინებამ წამიღო.+

 3 დავიქანცე ყვირილით,+ ხმა ჩამეხლიჩა;

თვალები ამომიღამდა ჩემი ღვთის მოლოდინში.+

 4 უმიზეზოდ მოძულენი+ იმაზე მეტად მომიმრავლდნენ,

ვიდრე თმა მაქვს თავზე;

მომრავლდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი,

მუხანათი მტრები.

ის წამართვეს, რაც არ მომიპარავს.

 5 ღმერთო, შენ იცი, რაოდენ უგუნური ვარ,

და ჩემი დანაშაული არაა დაფარული შენგან.

 6 ნუ შერცხვებიან ჩემ გამო შენი მოიმედენი,

უზენაესო უფალო, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა!

ნუ დამცირდებიან შენი მაძიებელნი ჩემ გამო,

ისრაელის ღმერთო!

 7 შენ გამო ვიტან შეურაცხყოფას,+

მეტისმეტად დამცირებული ვარ.+

 8 გავუცხოვდი ჩემი ძმებისთვის,

უცხო გავხდი დედაჩემის ვაჟებისთვის.+

 9 შენი სახლისადმი მოშურნეობით ავენთე*;+

შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა.+

10 როცა თავი დავიმდაბლე და ვმარხულობდი,

ამის გამო დამძრახეს;

11 როცა ჯვალოს სამოსით შევიმოსე,

აბუჩად ამიგდეს.

12 კარიბჭეებთან მსხდომთა სალაპარაკო გავხდი,

ლოთების სასიმღეროდ ვიქეცი.

13 შენს ყურს მისწვდეს ჩემი ლოცვა

წყალობის ჟამს, იეჰოვა.+

ღმერთო, შენი დიდი სიყვარულით* მიპასუხე

და მიჩვენე, რომ ნამდვილად შენ ხარ მხსნელი.+

14 ამომიყვანე ჭაობიდან,

შიგ რომ არ ჩავეფლო.

მიხსენი ჩემს მოძულეთაგან

და ამომიყვანე ღრმა წყლიდან.+

15 ნუ წამიღებს ნიაღვარი,+

ნუ დავინთქმები წყლის სიღრმეში

და ნურც ორმო შეკრავს პირს ჩემს თავს ზემოთ.+

16 მიპასუხე, იეჰოვა, რადგან უნაკლო* და ურყევია შენი სიყვარული*.+

გადმომხედე, რადგან დიდად მოწყალე ხარ,+

17 პირს ნუ მოარიდებ შენს მსახურს,+

სწრაფად მიპასუხე, რადგან გასაჭირი მადგას.+

18 მომიახლოვდი და მომეშველე;

მიხსენი ჩემი მტრებისგან.

19 შენ უწყი ჩემი შეურაცხყოფა, სირცხვილი და დამცირება.+

შენ ხედავ ყველა ჩემს მტერს.

20 შეურაცხყოფამ გული გამიტეხა, მოუშუშებელია ჩემი იარა.

თანაგრძნობას ველოდი, მაგრამ არავინ აღმოჩნდა თანამგრძნობი,+

ნუგეშს ველოდი, მაგრამ არავინ აღმოჩნდა ნუგეშისმცემელი.+

21 საჭმელად საწამლავი მომცეს,+

წყურვილის მოსაკლავად კი — ძმარი.+

22 ხაფანგად ექცეთ თავიანთი სუფრა

და მახედ — თავიანთი ბარაქა.+

23 თვალთ დაუბნელდეთ, რომ ვეღარ ხედავდნენ;

ფეხები აუკანკალე.

24 რისხვა დაატეხე მათ,

შენი მძვინვარება ეწიოთ.+

25 გაპარტახდეს მათი ბანაკი;

ნუღარავინ იცხოვრებს მათ კარვებში,+

26 რადგან მას დევნიან, ვისაც შენ დაჰკარი,

გამუდმებით ლაპარაკობენ მათზე, ვისაც შენ მიაყენე ჭრილობა.

27 ყველა დანაშაულისთვის მოჰკითხე პასუხი

და მართლებად ნუ ჩათვლი მათ.

28 ამოიშალოს მათი სახელები სიცოცხლის წიგნიდან,+

ნუ ჩაიწერებიან მართლების გვერდით.+

29 დათრგუნული და ტკივილებით დატანჯული ვარ,+

შენი ძალით დამიფარე და დამიცავი, ღმერთო!

30 ვუგალობებ ღვთის სახელს

და სამადლობელი სიტყვებით განვადიდებ მას.

31 ამას უფრო მეტად მოიწონებს იეჰოვა, ვიდრე მოზვერს,

ჩლიქებიან და რქიან მოზვერს.+

32 დაინახავენ ამას თვინიერები და გაიხარებენ.

ღვთის მაძიებელნო, გამოგიცოცხლდეთ გული!

33 იეჰოვა უსმენს გაჭირვებულებს,+

ზურგს არ შეაქცევს ტყვედ წასხმულ თავის ხალხს.+

34 აქოს იგი ცამ და მიწამ,+ ზღვამ და ყოველივემ, რაც მასშია.

35 ღმერთი იხსნის სიონს+ და აღადგენს იუდას ქალაქებს;

ისინი დამკვიდრდებიან იქ და დაეპატრონებიან იმ მიწას.

36 მის მსახურთა შთამომავალნი დაიმკვიდრებენ მას,+

მისი სახელის მოყვარულნი+ იცხოვრებენ იქ.

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. შესახსენებლად.

70 ღმერთო, მიხსენი!

იეჰოვა, იჩქარე ჩემ საშველად!+

 2 შერცხვნენ და დამცირდნენ ისინი,

ვისაც ჩემი მოკვლა სწადიათ.

სირცხვილნაჭამნი უკუიქცნენ,

ვისაც ჩემი უბედურება ახარებთ.

 3 შერცხვენილნი უკუიქცნენ ისინი,

ვინც მეუბნება, ახიაო შენზე.

 4 იმხიარულონ და შენით გაიხარონ შენმა მაძიებლებმა.+

დაე ამბობდნენ შენგან ხსნის მომლოდინენი,

იდიდოსო ღმერთმა!

 5 საწყალი და უმწეო ვარ,+

ღმერთო, იჩქარე ჩემ საშველად!+

შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი!+

იეჰოვა, ნუ დააყოვნებ!+

71 შენ შეგაფარე თავი, იეჰოვა,

დაე ნურასდროს შევრცხვები!+

 2 შენი სიმართლის გამო მიხსენი და გადამარჩინე,

ყური მომაპყარი და მიხსენი.+

 3 თავშესაფარი იყავი ჩემთვის კლდეზე,

ნებისმიერ დროს რომ შეგაფარო თავი.

გთხოვ, ბრძანე ჩემი შველა,

რადგან შენა ხარ ჩემი კლდე და ციხესიმაგრე!+

 4 ჩემო ღმერთო, მიხსენი ბოროტის ხელიდან,+

მჩაგვრელი და უსამართლო კაცის ხელიდან.

 5 შენა ხარ ჩემი იმედი, უზენაესო უფალო, იეჰოვა,

სიჭაბუკიდანვე შენზე ვარ მონდობილი.+

 6 დაბადებიდანვე შენ იმედად ვარ,

შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან;+

შენ გაქებ მუდამ.

 7 მრავალია განცვიფრებული ჩემით,

მაგრამ ჩემთვის შენა ხარ მტკიცე თავშესაფარი.

 8 მთელი დღე შენ გაქებს ჩემი ბაგე+

და შენს დიდებულებაზე ვლაპარაკობ.

 9 ნუ მიმაგდებ სიბერეში,+

ნუ მიმატოვებ დაუძლურებულს.+

10 ჩემი მტრები ჩემ წინააღმდეგ ლაპარაკობენ,

შეთქმულან ჩემი მოკვლის მსურველნი,+

11 ამბობენ, ღმერთმა მიატოვა,

დავედევნოთ და შევიპყროთ, რადგან არა ჰყავსო მშველელი.+

12 ღმერთო, შორს ნუ დაიჭერ თავს ჩემგან.

ჩემო ღმერთო, იჩქარე ჩემ დასახმარებლად.+

13 შერცხვნენ და დაიღუპონ

ჩემი მოწინააღმდეგეები;+

შერცხვნენ და დამცირდნენ

ჩემი გაუბედურების მსურველები.+

14 მე კი კვლავაც დაგელოდები

და კიდევ უფრო განგადიდებ.

15 შენს სიმართლეზე ილაპარაკებს ჩემი ბაგე;+

მთელი დღე ვილაპარაკებ იმ საქმეებზე, რაც შენ, მხსნელ ღმერთს, მოგიმოქმედებია, თუმცა მათ თვლა არა აქვს.+

16 წავალ და შენს ძლევამოსილებაზე ვილაპარაკებ,

უზენაესო უფალო, იეჰოვა;

მხოლოდ შენს სიმართლეზე ვილაპარაკებ.

17 ღმერთო, სიჭაბუკიდანვე მასწავლი+

და დღემდე შენს გასაოცარ საქმეებს ვაცხადებ.+

18 ღმერთო, ნურც მაშინ მიმატოვებ, როცა დავბერდები და გავჭაღარავდები;+

მინდა, ვუამბო შენი ძალის შესახებ მომავალ თაობას

და შენი ძლევამოსილების შესახებ მოვუთხრო ჯერ არშობილთ.+

19 ცას სწვდება შენი სიმართლე, ღმერთო;+

დიდებული საქმეები მოიმოქმედე,

ვინ შეგედრება, ღმერთო?!+

20 მრავალი გასაჭირი და უბედურება გამომატარე,+

მაგრამ, გთხოვ, კვლავ გამომაცოცხლე

და ამომიყვანე მიწის სიღრმიდან!+

21 დამიბრუნე ძველი დიდება,

დამიფარე და მანუგეშე.

22 მაშინ სიმებიანი საკრავით შეგასხამ ხოტბას

შენი ერთგულების გამო, ჩემო ღმერთო!+

ქნარს ავაჟღერებ და გიგალობებ,

ისრაელის წმინდავ!

23 გიგალობებ და სიხარულით იყიჟინებს ჩემი ბაგე,+

რადგან შენ ხარ ჩემი გადამრჩენი.+

24 ჩემი ენა მთელი დღე შენს სიმართლეზე ილაპარაკებს,+

რადგან შერცხვებიან და დამცირდებიან ჩემი დაღუპვის მსურველნი.+

ფსალმუნი სოლომონის შესახებ.

72 ღმერთო, ასწავლე შენი სამართალი მეფეს,

შენი სიმართლე — მეფის ძეს.+

 2 დაიცვას სიმართლე და გამოექომაგოს შენს ხალხს,

სამართალი გაუჩინოს საწყალს.+

 3 მშვიდობა მოუტანონ ხალხს მთებმა

და სიმართლე — გორებმა.

 4 სამართალი გაუჩინოს მან საწყლებს შენს ხალხში,

იხსნას ღარიბი და შემუსროს მჩაგვრელი.+

 5 შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე ანათებს,

ვიდრე მთვარე გამოსცემს შუქს,

თაობიდან თაობაში.+

 6 ის წვიმასავით იქნება, მოთიბულ ბალახს რომ ეცემა,

შხაპუნა წვიმასავით, მიწას რომ ასველებს.+

 7 მის დროს გაიხარებს მართალი+

და იმეფებს მშვიდობა,+ ვიდრე მთვარე არსებობს.

 8 მისი მორჩილი იქნება ყველა ზღვიდან ზღვამდე

და მდინარიდან* დედამიწის კიდეებამდე.+

 9 მის წინაშე დაემხობიან უდაბნოს მკვიდრნი

და მტვერს ალოკავენ მისი მტრები.+

10 თარშიშისა და კუნძულების მეფეები ხარკს მიუტანენ მას,+

შებისა და სების მეფეები ძღვენს მიართმევენ.+

11 მის წინაშე დაემხობა ყველა მეფე;

მას დაემორჩილება ყველა ხალხი.

12 ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს,

საწყალსა და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს.

13 ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს,

გადაარჩენს ღარიბებს.

14 ჩაგვრისა და ძალადობისგან იხსნის მათ,

ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში.

15 დღეგრძელი იყოს იგი და მიეცეს მას შების ოქრო.+

მუდამ ლოცულობდნენ მისთვის

და მთელი დღე ლოცავდნენ მას!

16 უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე,+

მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება.

მეფის მოსავალი ლიბანისას დაემსგავსება;+

როგორც ბალახი ხარობს მიწაზე, ისე გაიხარებენ ქალაქის მკვიდრნი.+

17 მარადიულად იარსებოს მისმა სახელმა+

და იდიდოს, ვიდრე მზე არსებობს!

მისით იკურთხოს ხალხი,+

ყოველმა ერმა ბედნიერად შერაცხოს ის!

18 კურთხეული იყოს იეჰოვა ღმერთი, ისრაელის ღმერთი,+

მხოლოდ ის ახდენს საოცრებებს!+

19 მარადიულად იდიდოს მისმა დიდებულმა სახელმა+

და მისმა დიდებამ აავსოს მთელი დედამიწა!+

ამინ, ამინ!

20 აქ სრულდება დავითის, იესეს+ ძის, ლოცვები.

ᲬᲘᲒᲜᲘ ᲛᲔᲡᲐᲛᲔ

(ფსალმუნები 73—89)

ასაფის საგალობელი.+

73 სიკეთეს* არ აკლებს ღმერთი ისრაელს, მათ, ვისაც სუფთა გული აქვს.+

 2 მე კი კინაღამ გადავუხვიე გზიდან,

კინაღამ მომიცურდა ფეხი,+

 3 რადგან შემშურდა ქედმაღალი ხალხის,

როცა ვხედავდი, რომ უზრუნველად ცხოვრობდნენ ბოროტები.+

 4 საღ-სალამათნი არიან,

ტანჯვით არ იხოცებიან.+

 5 სხვების მსგავსად როდი უჭირთ,+

სხვებივით როდი იტანჯებიან.+

 6 ყელზე შეუბამთ ამპარტავნობა+ და ძალადობით შემოსილან.

 7 სიმსუქნისგან თვალები აქვთ გადმოკარკლული;

ისე წაუვიდათ საქმე, რომ ვერც კი იოცნებებდნენ.

 8 ბოროტად და დამცინავად ლაპარაკობენ.+

ქედმაღლობენ და ჩაგვრით იმუქრებიან.+

 9 ისე ლაპარაკობენ, თითქოს ცად აზიდულანო,

ბაქიაობს მათი ენა.

10 ამიტომ უერთდება მათ ღვთის ხალხი

და ეწაფება მათ უხვ წყალს.

11 ამბობენ, რას გაიგებს ღმერთი,+

განა უწყისო ეს უზენაესმა?!

12 აი, ბოროტები მუდამ უზრუნველად ცხოვრობენ.+

სულ უფრო და უფრო მეტ ქონებას იხვეჭენ.+

13 მე კი ამაოდ ვუფრთხილდებოდი გულს

და ამაოდ დავიბანე უდანაშაულობის ნიშნად ხელი.+

14 მთელი დღე ვიტანჯებოდი;+

ყოველ დილით მკიცხავდა ღმერთი.+

15 მაგრამ ეს რომ მეთქვა,

შენი ხალხის მოღალატე ვიქნებოდი.

16 ვცდილობდი, ჩავწვდომოდი ამას,

მაგრამ რთული აღმოჩნდა ჩემთვის,

17 სანამ არ მივედი ღვთის დიდებულ წმინდა ადგილას

და არ მივხვდი, რა ბოლო ელით მათ.

18 შენ მოლიპულ გზაზე აყენებ მათ,+

რომ დაეცნენ და დაიღუპონ.+

19 როგორ უეცრად განადგურდნენ!+

რა მოულოდნელად დაუდგათ საზარელი აღსასრული!

20 როგორც სიზმარი ქრება გამოღვიძების შემდეგ,

იეჰოვა, ისე გააქრობ მათ, როცა წამოიმართები.

21 მე კი გამწარებული ვიყავი+

და აუტანელი ტკივილი მტანჯავდა;

22 უჭკუო და მიუხვედრელი ვიყავი,

უგუნურ პირუტყვს ვგავდი შენს თვალში,

23 მაგრამ ახლა სულ შენთან ვარ;

შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა.+

24 შენი რჩევით წამიძღვები+

და განმადიდებ.+

25 შენ გარდა ვინ მყავს ცაში?!

შენს მეტი არავინ მინდა დედამიწაზე.+

26 სხეულმა და გულმა რომც დამაღალატოს,

ღმერთი იქნება ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი წილი მარადიულად.+

27 დაიღუპება ყველა, ვინც შორსაა შენგან.

ბოლოს მოუღებ მათ, ვინც გღალატობს და გტოვებს.+

28 ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება.+

უზენაეს უფალ იეჰოვას შევაფარე თავი;

ყველა მის საქმეს ვაუწყებ.+

მასქილი*. ასაფის+ ფსალმუნი.

74 ღმერთო, რატომ მიგვატოვე ამდენ ხანს?+

რატომ ურისხდები შენი ფარის ცხვრებს?+

 2 გაიხსენე შენი ხალხი, დიდი ხნის წინათ რომ ამოირჩიე,+

ტომი, რომელიც შენს საკუთრებად აქციე.+

გაიხსენე სიონის მთა, შენი სამკვიდრო.+

 3 გაემართე საუკუნო ნანგრევებისკენ.+

მიწასთან გაასწორა მტერმა ყველაფერი წმინდა ადგილზე.+

 4 შენი მტრები იქ აყიჟინდნენ,+ სადაც ხალხი თაყვანს გცემდა,

და თავიანთი ალმები აღმართეს.

 5 ტევრის გასაჩეხად ცულმოღერებულ კაცებს ჰგვანან.

 6 ჩუქურთმები+ ცულითა და ძალაყინით დაამტვრიეს.

 7 შენი ტაძარი ცეცხლს მისცეს;+

შებღალეს და მიწასთან გაასწორეს შენი სახელით წოდებული შენი სამყოფელი.

 8 მათ და მათმა შთამომავლებმა გულში თქვეს:

ღვთის სათაყვანო ყველა ადგილი უნდა დაიწვასო ამ მიწაზე.

 9 ვეღარ ვხედავთ ნიშნებს;

აღარა გვყავს წინასწარმეტყველი

და არც ის ვუწყით, როდემდე იქნება ასე.

10 ღმერთო, როდემდე უნდა დაგცინოდეს მტერი?!+

ნუთუ მუდამ უნდა შეურაცხყოფდეს მტერი შენს სახელს?!+

11 რატომ აკავებ შენს მარჯვენას?!+

გულხელს ნუ დაიკრეფ, ბოლო მოუღე მათ!

12 ღმერთია ჩემი მეფე ოდითგან,

ისაა მხსნელი დედამიწაზე!+

13 შენი ძალით ააბობოქრე ზღვა,+

შენ გაუჩეჩქვე თავები ზღვის ურჩხულებს.

14 შენ გაუჭეჭყე თავები ლევიათანს*;

საჭმელად მიეცი ის უდაბნოს მკვიდრთ.

15 შენ გადმოადინე წყაროები და მდინარეები;+

შენ ამოაშრე უშრეტი მდინარეები.+

16 შენია დღე და შენია ღამე.

შენ შექმენი მზე და ნათელი.+

17 შენ დაადგინე საზღვრები დედამიწაზე+

და დასაბამი მიეცი ზამთარსა და ზაფხულს.+

18 ნუ დაივიწყებ, იეჰოვა, როგორ დაგცინის მტერი,

როგორ შეურაცხყოფს შენს სახელს უგუნური ხალხი.+

19 მხეცების საკბილოდ ნუ აქცევ შენს გვრიტს,

სამუდამოდ ნუ დაივიწყებ შენს ჩაგრულ ხალხს.

20 ნუ დაივიწყებ შენს შეთანხმებას,

რადგან მოძალადეთა ბუნაგად იქცა დედამიწის ყოველი ბნელი კუნჭული.

21 ნუ გაბრუნდება ჩაგრული გაწბილებული;+

დაე საწყალმა და ღარიბმა აქოს შენი სახელი!+

22 აღდექ, ღმერთო, აღასრულე სამართალი!

ნუ დაივიწყებ, როგორ შეურაცხგყოფენ მთელი დღე უგუნურნი!+

23 ნუ დაივიწყებ, რასაც შენი მტრები ამბობენ.

გამუდმებით გაისმის შენი მოწინააღმდეგეების ყიჟინი და ცას სწვდება.

გუნდის ხელმძღვანელს: „ნუ დაღუპავ“. ასაფის+ საგალობელი.

75 მადლობას გწირავთ, ღმერთო, მადლობას გწირავთ!

ჩვენთან ხარ+ და ხალხი აუწყებს შენს საოცარ საქმეებს.

 2 შენ ამბობ: „ვადგენ გასამართლების დროს

და ვასამართლებ სამართლიანად.

 3 როცა ძრწოლამ აიტანა დედამიწა და მისი მკვიდრნი,

მე ვამაგრებდი მის სვეტებს“. (სელა)

 4 მკვეხარებს ვეუბნები: „ნუ იკვეხნით“,

ბოროტებს ვეუბნები: „ნუ ტრაბახობთ თქვენი ძალით*.

 5 ნუ ტრაბახობთ თქვენი ძალით,

ნუ ლაპარაკობთ ამპარტავნულად;

 6 კაცის დიდება არც აღმოსავლეთიდანაა,

არც დასავლეთიდან და არც სამხრეთიდან,

 7 რადგან ღმერთია მოსამართლე,+

ერთს ამცირებს, მეორეს კი განადიდებს.+

 8 ხელში სასმისი უჭირავს იეჰოვას,+

ქაფი მორევია შეზავებულ ღვინოს;

როცა გადმოღვრის, დედამიწაზე ყოველი ბოროტი

ბოლო წვეთამდე შესვამს მას“.+

 9 მე კი ამაზე ვილაპარაკებ მარადიულად,

ვუგალობებ იაკობის ღმერთს,

10 რადგან ის ამბობს: „წავართმევ ძალას ბოროტს,

მართალს კი შევმატებ“.

გუნდის ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. ასაფის+ საგალობელი.

76 იცნობენ ღმერთს იუდას მკვიდრნი,+

ადიდებენ მის სახელს ისრაელში.+

 2 სალემშია+ მისი სამყოფელი,

სიონშია+ მისი სამკვიდრო.

 3 იქ დალეწა ცეცხლმოკიდებული ისრები,

ფარი, მახვილი და სხვა საბრძოლო იარაღები.+ (სელა)

 4 ბრწყინვალებით ხარ მოსილი;

სანადირო მთებზე დიდებული ხარ.

 5 გულმაგრები გაიძარცვნენ.+

სამუდამოდ დახუჭეს თვალი;

უმწეონი გახდნენ მებრძოლნი.+

 6 შენი მუქარით, იაკობის ღმერთო,

დაეცა ცხენიცა და მეეტლეც.+

 7 მხოლოდ შენ ხარ შიშის მომგვრელი.+

ვინ გაუძლებს შენს მრისხანებას?!+

 8 ზეციდან გამოაცხადე განაჩენი;+

შეშინდა დედამიწა და დადუმდა,+

 9 როცა აღდგა ღმერთი განაჩენის აღსასრულებლად,

თვინიერნი რომ ეხსნა მთელ დედამიწაზე.+ (სელა)

10 კაცის რისხვაც შენ განგადიდებს;+

მისი რისხვაც შენ შეგამკობს.

11 აღთქმები დაუდეთ თქვენს ღმერთს, იეჰოვას, და შეუსრულეთ!+

ყველამ მის ირგვლივ შიშითა და კრძალვით მიართვას მას ძღვენი!+

12 ის დაამდაბლებს ამაყ მმართველებს;

შიშს ჰგვრის იგი დედამიწის მეფეებს.

გუნდის ხელმძღვანელს: იედუთუნი*. ასაფის+ საგალობელი.

77 ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს,

შევღაღადებ და ისიც ყურს მომაპყრობს.+

 2 ვეძებ იეჰოვას გასაჭირის ჟამს,+

მთელი ღამე მისკენ მაქვს ხელი აპყრობილი.

ვერ ვპოულობ ნუგეშს.

 3 როცა ვიხსენებ ღმერთს, ვგმინავ;+

დამწუხრებული და დაუძლურებული ვარ.+ (სელა)

 4 თვალი არ მომახუჭინე;

აფორიაქებული ვარ და ვერ ვლაპარაკობ.

 5 ვფიქრობ გარდასულ დღეებზე,+

შორეულ წარსულზე.

 6 ღამით ვიხსენებ ჩემს სიმღერას;+

ფიქრს ვეძლევი+

და გულმოდგინედ ვიკვლევ ყოველივეს.

 7 ნუთუ სამუდამოდ მიგვაგდო იეჰოვამ?!+

ნუთუ აღარ მოუბრუნდება გული ჩვენზე?!+

 8 ნუთუ გაქრა მისი ურყევი სიყვარული*?!

ნუთუ ვეღარ იხილავენ მომავალი თაობები მისი დანაპირების შესრულებას?!

 9 ნუთუ დაივიწყა ღმერთმა წყალობის ქმნა+

ანდა განრისხდა და აღარ იჩენს გულმოწყალებას?! (სელა)

10 ვამბობ: „გული მაქვს აფორიაქებული,+

რადგან აღარ გვიმართავს ხელს უზენაესი“.

11 ყოველთვის მემახსოვრება იაჰის* საქმეები,

არასდროს დავივიწყებ გასაოცარ საქმეებს, უწინ რომ მოიმოქმედე.

12 ვიფიქრებ ყველა შენს საქმეზე

და ჩავუკვირდები შენს ნამოქმედარს.+

13 ღმერთო, წმინდაა შენი გზები.

ღმერთო, რომელი ღმერთი შეგედრება სიდიადით?!+

14 შენა ხარ ღმერთი, სასწაულებს რომ ახდენს.+

შენ უჩვენე ხალხებს შენი ძალა.+

15 შენი ძალით იხსენი შენი ხალხი,+

იაკობისა და იოსების შთამომავლები. (სელა)

16 გიხილეს წყლებმა, ღმერთო,

გიხილეს და შეძრწუნდნენ;+

შეიძრნენ ღრმა წყლები.

17 ჩამოღვარეს წყალი ღრუბლებმა;

გრგვინვა ისმოდა მოღრუბლული ციდან

და დაქროდნენ შენი ისრები.+

18 ეტლის ბორბლების ხმას ჰგავდა შენი გრგვინვა,+

ელვამ გაანათა მიწა;+

შეირყა და შეიძრა დედამიწა.+

19 ზღვაზე გადიოდა შენი გზა+

და ღრმა წყალზე — შენი ბილიკები,

მაგრამ ვერავინ ხედავდა შენს ნაკვალევს.

20 ფარასავით მიუძღოდი შენს ხალხს+

მოსესა და აარონის მეშვეობით.+

მასქილი*. ასაფის ფსალმუნი.+

78 ყურად იღე ჩემი დარიგება, ჩემო ხალხო,

ყური დაუგდე ჩემს ნათქვამს.

 2 გავხსნი ბაგეს იგავებით,

ვიტყვი ძველ გამოცანებს,+

 3 მოსმენილსა და ნაცნობს,

რაც მამა-პაპისგან გაგვიგონია.+

 4 არ დავუმალავთ ამას მათ შთამომავლებს,

მოვუყვებით მომავალ თაობას+

იეჰოვას სანაქებო საქმეების, მისი ძალისა+

და იმ საოცარი საქმეების შესახებ, მან რომ მოიმოქმედა.+

 5 წესი* დაუდგინა იაკობს და კანონი მისცა ისრაელს;

უბრძანა ჩვენს მამა-პაპას,

გადაეცათ ეს თავიანთი შვილებისთვის,+

 6 რათა მომავალ თაობას,

მათ, ვინც უნდა დაბადებულიყო, სცოდნოდა ეს,+

და შემდეგ მათაც მოეთხროთ ეს თავიანთი შვილებისთვის,+

 7 მათაც რომ დაემყარებინათ იმედი ღმერთზე,

არ დაევიწყებინათ ღვთის საქმეები+

და დაეცვათ მისი მცნებები.+

 8 მაშინ აღარ დაემსგავსებოდნენ თავიანთ მამა-პაპას,

ჯიუტ და ურჩ თაობას,+

მერყევ თაობას,+

რომელმაც არ უერთგულა ღმერთს.

 9 მშვილდ-ისრით იყვნენ შეიარაღებული ეფრემელები,

მაგრამ უკან დაიხიეს ბრძოლის დროს.

10 არ დაიცვეს ღვთის შეთანხმება+

და არ მოისურვეს მისი კანონის დაცვა.+

11 მისი საქმეებიც დაივიწყეს,+

საოცარი საქმეები, მათთვის რომ მოიმოქმედა.+

12 მან სასწაულები მოახდინა მათი მამა-პაპის თვალწინ+

ეგვიპტის მიწაზე, ცოანში;+

13 ზღვა გააპო და გაატარა,

კედლებად აღმართა წყლები.+

14 დღისით ღრუბლით მიუძღოდა,

ღამით კი — ცეცხლის შუქით.+

15 კლდეები გააპო უდაბნოში,

უხვად რომ მიეცა მათთვის წყალი, თითქოსდა წყალუხვი წყალსატევებიდან.+

16 კლდიდან გადმოაჩქეფა ნაკადები

და მდინარეებად ადინა წყალი.+

17 მაგრამ კვლავაც სცოდავდნენ მას,

ეურჩებოდნენ უზენაესს უდაბნოში.+

18 სცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში,+

დაჟინებით ითხოვდნენ მონატრებულ საჭმელს.

19 ღვთის წინააღმდეგ ჩიოდნენ,

ამბობდნენ, განა შეუძლია ღმერთს, სუფრა გაგვიშალოსო უდაბნოში?!+

20 აი, დაჰკრა კლდეს,

რომ წყალი გადმომსკდარიყო და ნაკადებს ედინა.+

მაინც ამბობდნენ, განა შეუძლია მას, პური მოგვცეს

ან ხორცი აჭამოსო თავის ხალხს?!+

21 ეს რომ მოისმინა, საშინლად განრისხდა იეჰოვა;+

ცეცხლი+ აგიზგიზდა იაკობის წინააღმდეგ

და რისხვა დაატეხა ისრაელს,+

22 რადგან არ ერწმუნნენ ღმერთს+

და დაეჭვდნენ, რომ მას შეეძლო მათი ხსნა.

23 უბრძანა ცაში ღრუბლებს

და გახსნა ზეცის კარიბჭეები.

24 მანანას აწვიმებდა მათ დასაპურებლად,

ციური მარცვალი მისცა მათ.+

25 ძლიერთა*+ პურს ჭამდა ხალხი;

საკმარისს აძლევდა ღმერთი მათ გასაძღომად.+

26 აღმოსავლეთის ქარი ამოაგდო

და სამხრეთის ქარი მოავლინა თავისი ძალით.+

27 როგორც მტვრით, ისე აავსო იქაურობა ხორცით,

ზღვის ქვიშასავით მოეფინა იქაურობას ფრინველი.

28 მის ბანაკში ეცემოდნენ,

მისი კარვების გარშემო.

29 ჭამდნენ და ხარბად ნთქავდნენ;

მისცა, რასაც ნატრობდნენ.+

30 მაგრამ, ვიდრე გამოძღებოდნენ,

ვიდრე საჭმელი ჯერ კიდევ პირში ჰქონდათ,

31 განურისხდა მათ ღმერთი+

და შეუდგა მათ შორის ძლიერთა ხოცვას;+

დასცა ისრაელის ჭაბუკები.

32 მაგრამ კვლავაც სცოდავდნენ ისინი,+

სარწმუნოდ არ მიიჩნიეს მისი საოცარი საქმეები.+

33 ამონასუნთქივით გააქრო მან მათი დღეები,+

მოულოდნელად დაატეხა უბედურება და ბოლო მოუღო მათ წლებს.

34 როცა ხოცავდა, მაშინ მიმართავდნენ მას,+

უბრუნდებოდნენ და ეძებდნენ ღმერთს.

35 ახსენდებოდათ, რომ ღმერთი იყო მათი კლდე,+

უზენაესი ღმერთი იყო მათი გამომსყიდველი.+

36 თავიანთი ბაგით ცდილობდნენ მის მოტყუებას

და თავიანთი ენით — მისთვის სიცრუის თქმას.

37 მთელი გულით არ იყვნენ მასთან+

და მის შეთანხმებას არ უერთგულეს.+

38 ის კი გულმოწყალებას იჩენდა,+

პატიობდა დანაშაულს და არ ანადგურებდა მათ;+

მრავალჯერ შეიკავა ბრაზი+

და არ დაატეხა თავისი რისხვა,

39 რადგან ახსოვდა, რომ ხორციელნი იყვნენ,+

ქარს ჰგავდნენ, რომელიც დაბერავს და უკან აღარ ბრუნდება*.

40 რამდენჯერ ეურჩნენ უდაბნოში+

და გული ატკინეს მას!+

41 კვლავ და კვლავ სცდიდნენ ღმერთს,+

ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას.

42 არ ახსოვდათ მისი ძალა,

დღე, როცა მტრის ხელიდან იხსნა ისინი;+

43 როგორ მოახდინა საოცრებები ეგვიპტეში,+

სასწაულები — ცოანში;

44 როგორ აქცია სისხლად ნილოსის არხები,+

რომ ვეღარ ესვათ თავიანთი ნაკადებიდან.

45 ბუზანკალი შეუსია, რომ დაეკბინათ ისინი,+

და ბაყაყები, რომ აეოხრებინათ მათი მიწა.+

46 გაუმაძღარ კალიებს გააჩანაგებინა მათი მოსავალი,

გუნდ-გუნდად შესეულ კალიებს — მათი ნაშრომი.+

47 სეტყვით მოუსპო ვაზი,+

სეტყვით გაუჩანაგა სიკომოროს ხეები.

48 დასეტყვა მათი პირუტყვი,+

მეხი დასცა* მათ საქონელს.

49 დაატეხა მათ რისხვა,

მძვინვარება, ბრაზი და გასაჭირი.

ანგელოზთა დასი გაგზავნა, რომ უბედურება სწეოდა მათ.

50 არ შეაკავა თავისი რისხვა,

სასიკვდილოდ გაიმეტა ისინი

და ჭირით ამოწყვიტა.

51 ბოლოს კი ყველა პირმშო დახოცა ეგვიპტეში,+

მათ შთამომავალთაგან პირველნი* — ქამის კარვებში.

52 ცხვარივით წამოასხა თავისი ხალხი+

და ფარასავით წაუძღვა უდაბნოში.

53 უსაფრთხოდ დაატარებდა მათ;

არაფრის ეშინოდათ,+

ზღვამ დანთქა მათი მტრები.+

54 თავის წმინდა ადგილზე მიიყვანა ისინი,+

მთიან მხარეში, საკუთარი მარჯვენით რომ მოიპოვა.+

55 ჩამოაშორა მათ ხალხები,+

ლარით გადაუზომა სამკვიდრო;+

თავ-თავიანთ სახლებში დაასახლა ისრაელის ტომები.+

56 ისინი კი სცდიდნენ და ეურჩებოდნენ უზენაეს ღმერთს,+

ყურს არ უგდებდნენ მის მითითებებს*.+

57 გზიდან უხვევდნენ და თავიანთ მამა-პაპასავით ვერაგობდნენ;+

მოშვებული მშვილდივით არასაიმედონი იყვნენ.+

58 შეურაცხყოფდნენ მას თავიანთი სათაყვანო მაღლობებით+

და კერპებით განარისხებდნენ.+

59 დაინახა ეს ღმერთმა, დიდად განრისხდა+

და ზურგი აქცია ისრაელს.

60 საბოლოოდ მიატოვა კარავი შილოში,+

თავისი სამკვიდრო კაცთა შორის.+

61 ტყვეობაში ჩააგდო ის, რაც მის ძალაზე მოწმობდა;

თავისი მშვენება ჩაუგდო მტერს ხელში.+

62 მახვილს გაანადგურებინა თავისი ხალხი,+

ძლიერ განურისხდა თავის საკუთრებას.

63 ცეცხლმა შთანთქა მისი ჭაბუკები

და მისმა ქალწულებმა ვერ ისმინეს საქორწილო სიმღერა.

64 მახვილით განგმირეს მისი მღვდლები,+

არ დაუტირებიათ ისინი მათ ქვრივებს.+

65 მაშინ გამოიღვიძა იეჰოვამ, თითქოს ძილისგან,+

როგორც ღვინით მთვრალი ვაჟკაცი+ გამოფხიზლდება ხოლმე.

66 უკან დაახევინა თავის მტრებს;+

სამუდამოდ შეარცხვინა ისინი.

67 უარყო იოსების შთამომავლობა*;

არ აურჩევია ეფრემის ტომი.

68 იუდას ტომი ამოირჩია მან,+

სიონის მთა, რომელიც შეიყვარა.+

69 დააფუძნა თავისი წმინდა ადგილი, ზეცასავით მყარი+

და დედამიწასავით მარადიული.+

70 ამოირჩია თავისი მსახური დავითი,+

ცხვრის ფარეხიდან გამოიყვანა,+

71 მეწველი ცხვრების მწყემსვას დაანებებინა თავი

და მწყემსად დაუყენა იაკობს, თავის ხალხს,+

ისრაელს, თავის საკუთრებას.+

72 ერთგულად* მწყემსავდა ის ხალხს+

და ბრძნულად მიუძღოდა მათ.+

ასაფის საგალობელი.+

79 ხალხები შეიჭრნენ შენს სამკვიდროში, ღმერთო,+

წაბილწეს შენი წმინდა ტაძარი,+

ნანგრევებად აქციეს იერუსალიმი.+

 2 შენი მსახურების გვამები ცის ფრინველებს მიუგდეს საჯიჯგნად,

შენს ერთგულთა ხორცი — მიწის მხეცებს.+

 3 წყალივით დაღვარეს მათი სისხლი მთელ იერუსალიმში;

კაცი არ დარჩა მათი დამმარხავი.+

 4 ჩვენი თავი შეაძულე მეზობლებს,+

დაგვცინიან და მასხრად გვიგდებენ ირგვლივ მყოფნი.

 5 იეჰოვა, როდემდე იქნები განრისხებული?! მარადიულად?!+

როდემდე იგიზგიზებს ცეცხლივით შენი რისხვა?!+

 6 გადმოღვარე შენი რისხვა ხალხებზე, რომლებიც არ გიცნობენ,

და სამეფოებზე, რომლებიც შენს სახელს არ უხმობენ.+

 7 მათ შთანთქეს იაკობი და გააპარტახეს მისი სამკვიდრო.+

 8 ნუ მოგვკითხავ ჩვენი წინაპრების ცოდვებს.+

დროულად გვიყავი წყალობა,+

რადგან უკიდურესად დავძაბუნდით.

 9 დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო,+

შენი დიდებული სახელის გამო;

გვიხსენი და გვაპატიე ცოდვები შენი სახელის გულისთვის.+

10 რატომ უნდა თქვან ხალხებმა, სად არისო მათი ღმერთი?!+

ჩვენი თვალით დაგვანახვე, როგორ გაიგებენ ხალხები,

რომ შურს იძიებ შენი მსახურების დაღვრილი სისხლის გამო.+

11 მოაღწიოს შენამდე პატიმრის ოხვრამ.+

შენი ძალით იხსენი სიკვდილმისჯილნი.+

12 შვიდმაგად მიუზღე ჩვენს მეზობლებს,+

ჩვენს დამცინავთ, იეჰოვა!+

13 ჩვენ კი, შენი ხალხი და შენი ფარის ცხვრები,+

მადლობას მოგიძღვნით მარადიულად

და ხოტბას შეგასხამთ თაობიდან თაობაში!+

გუნდის ხელმძღვანელს: „შროშნები“. შესახსენებლად. ასაფის საგალობელი.+

80 ყური მოგვაპყარი, ისრაელის მწყემსო,

შენ, ვინც ისე მიუძღვები იოსებს, როგორც ფარას!+

ქერუბიმებს ზემოთ* ტახტზე მჯდომარევ,+

გამობრწყინდი!

 2 შენი ძლევამოსილებით წარმოჩინდი+

ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე!

მოდი ჩვენ სახსნელად!+

 3 ღმერთო, დაგვაბრუნე შენთან,+

შენი სახის ნათელი მოგვაფინე, რომ გადავრჩეთ.+

 4 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო, როდემდე უნდა განრისხებდეს შენი ხალხის ლოცვა?!+

 5 ცრემლი პურად უქციე,

წყალივით ასმევ მათ ცრემლს.

 6 სადავოდ გვაქციე მეზობლებს შორის;

მოესურვებათ და მასხრად გვიგდებენ ჩვენი მტრები.+

 7 ლაშქართა ღმერთო, დაგვაბრუნე შენთან,

შენი სახის ნათელი მოგვაფინე, რომ გადავრჩეთ.+

 8 შენ წამოიღე ვაზი+ ეგვიპტიდან,

განდევნე ხალხები და დარგე ის.+

 9 შენ მოუსუფთავე მას ადგილი,

მანაც გაიდგა ფესვი და იხარა მთელ იმ მიწაზე.+

10 მისი ჩრდილი მოეფინა მთებს,

ღვთის კედრები დაფარა მისმა ლერწებმა.

11 ზღვას მიაწვდინა ლერწები და მდინარეს*+ — ყლორტები.

12 რატომ მოუნგრიე მას ქვის ზღუდე+

და რატომ აკრეფინებ მის ნაყოფს ყოველ გამვლელს?+

13 ტყიდან გამოსული ტახები აოხრებენ მას,

მინდვრის ცხოველების საზრდოდ იქცა ის.+

14 გთხოვთ, დაბრუნდი, ლაშქართა ღმერთო,

გადმოიხედე ზეციდან და დაინახე, რაც ხდება!

მოხედე ამ ვაზს,+

15 იმ ძირს, შენმა მარჯვენამ რომ დარგო,+

ყლორტს, შენთვის რომ განამტკიცე.+

16 გაიკაფა და ცეცხლში დაიწვა;+

იღუპება შენგან შერისხული ხალხი.

17 მხარში ამოუდექი კაცს, შენ მარჯვნივ მყოფს,

კაცის ძეს, შენთვის რომ განამტკიცე!+

18 მაშინ აღარ შეგაქცევთ ზურგს.

გვაცოცხლე, რომ მოვუხმოთ შენს სახელს.

19 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო, დაგვაბრუნე შენთან,

შენი სახის ნათელი მოგვაფინე, რომ გადავრჩეთ!+

გუნდის ხელმძღვანელს: გითითი*. ასაფის ფსალმუნი.+

81 სიხარულით შესძახეთ ღმერთს, ჩვენს ძალას!+

შეჰყიჟინეთ იაკობის ღმერთს!

 2 სიმღერა შემოსძახეთ და აიღეთ დაირა

ტკბილხმოვან ქნართან და სხვა სიმებიან საკრავთან ერთად!

 3 ახალმთვარობისას ჩაჰბერეთ საყვირს;+

ჩაჰბერეთ საყვირს სავსემთვარობისას, ჩვენი დღესასწაულის დღეს,+

 4 რადგან ეს არის წესი ისრაელისთვის,

იაკობის ღვთის დადგენილება;+

 5 იოსებს დაუდგინა ის,+

როცა ეგვიპტის წინააღმდეგ გამოვიდა ღმერთი.+

გავიგონე ხმა, ჩემთვის უცხო:

 6 „მხრიდან ჩამოვხსენი ტვირთი,+

ხელიდან გამოვართვი კალათა.

 7 გასაჭირის ჟამს მომიხმე და გიხსენი;+

საავდრო ღრუბლიდან გიპასუხე.+

მერიბას* წყალთან გამოგცადე.+ (სელა)

 8 მომისმინე, ჩემო ხალხო, და შენ წინააღმდეგ დავამოწმებ.

ნეტავ ყურს დამიგდებდე, ისრაელო!+

 9 მაშინ არ გეყოლებოდა სხვა ღმერთი,

თაყვანს არ სცემდი სხვა ღმერთს.+

10 მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი,

ეგვიპტიდან შენი გამომყვანი.+

გააღე პირი და არ მოგაკლებ საკვებს.+

11 მაგრამ არ მომისმინა ჩემმა ხალხმა,

არ მემორჩილებოდა ისრაელი.+

12 მეც მივუშვი ისინი, რომ თავიანთი ჯიუტი გულის კარნახს მიჰყოლოდნენ;

რაც თავად მიაჩნდათ სწორად, იმას აკეთებდნენ.+

13 ნეტავ ჩემთვის მოესმინა ჩემს ხალხს,+

ნეტავ ჩემი გზით ევლო ისრაელს!+

14 ადვილად დავიმორჩილებდი მათ მტრებს,

მათ მოწინააღმდეგეებზე გავილაშქრებდი.+

15 იეჰოვას მოძულენი შიშით აცახცახდებიან მის წინაშე,

მარადიული იქნება მათი სასჯელი.

16 ის საუკეთესო ხორბლით გამოკვებავს თავის ხალხს+

და კლდიდან ამოღებული თაფლით გააძღებს“.+

ასაფის საგალობელი.+

82 ღმერთი დგას თავის კრებულში,+

ღმერთებს* შორის ასამართლებს:+

 2  „როდემდე უნდა განსჯიდეთ უსამართლოდ+

და როდემდე უნდა სწყალობდეთ ბოროტს?!+ (სელა)

 3 გამოექომაგეთ საწყალსა და ობოლს;+

სამართალი გაუჩინეთ უმწეოსა და ღარიბს;+

 4 იხსენით საწყალი და ღატაკი,

ბოროტის ხელიდან დაიხსენით!“

 5 არაფერი იციან და არაფერი ესმით,+

სიბნელეში დადიან;

ირყევა დედამიწის საძირკვლები.+

 6 «ვთქვი: „თქვენ ღმერთები ხართ,+

ყველანი უზენაესის ძეები ხართ,

 7 მაგრამ მოკვდავთა ხვედრს გაიზიარებთ,+

სხვა მთავრებივით დაიხოცებით!“»+

 8 აღდექ, ღმერთო, და გაასამართლე დედამიწა,+

რადგან შენია ყველა ხალხი!

ასაფის ფსალმუნი.+

83 ნუ დადუმდები, ღმერთო!+

ნუ გაჩუმდები და ნუ გაჩერდები, ზეციერო!

 2 აი, ყაყანებენ შენი მტრები,+

ქედმაღლობენ შენი მოძულეები.

 3 ფარულად აწყობენ გეგმებს შენი ხალხის წინააღმდეგ,

შეთქმულებას უწყობენ შენთვის ძვირფას ხალხს.

 4 ამბობენ, მოდით და აღვგავოთ ეს ერი,+

რომ მოისპოსო ისრაელის სახსენებელი.

 5 საერთო ჩანაფიქრი აქვთ;

შენ წინააღმდეგ შეუკრავთ პირი:+

 6 ედომელებსა და ისმაელელებს*, მოაბელებსა+ და აგრელებს,+

 7 გებალელებს, ამონელებსა+ და ამალეკელებს,

ფილისტიმელებსა+ და ტვიროსელებს.+

 8 ასურეთიც+ მათ მიემხრო,

მხარს უჭერენ ლოტის შთამომავლებს.+ (სელა)

 9 იგივე დამართე მათ, რაც მიდიანს,+

სისერასა და იაბინს კიშონის ხევთან.+

10 განადგურდნენ ისინი ენ-დორში;+

ნაკელად იქცნენ მიწისათვის.

11 იგივე უყავი მათ დიდებულებს, რაც ორებსა და ზეებს,+

იგივე დამართე მათ მთავრებს, რაც ზებახსა და ცალმუნას,+

12 რადგან ამბობდნენ, დავეუფლოთო ღვთის სამკვიდროს.

13 ჩემო ღმერთო, დაამსგავსე ისინი ქარისგან ატაცებულ ნარს+

და ქარისგან გახვეტილ ბზეს.

14 როგორც ცეცხლი წვავს ტყეს

და ალი ბუგავს მთებს,+

15 ისე დაედევნე მათ შენი ქარიშხლით+

და შეაძრწუნე შენი ქარტეხილით.+

16 შეარცხვინე ისინი,

რათა ეძებონ შენი სახელი, იეჰოვა.

17 შერცხვნენ და შეძრწუნდნენ სამარადისოდ,

დამცირდნენ და განადგურდნენ,

18 რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა+

და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!+

გუნდის ხელმძღვანელს: გითითი*. კორახის ძეების+ საგალობელი.

84 რა ძვირფასია შენი დიდებული კარავი,+

ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა!

 2 მთელი არსებით ვნატრობ

და ერთი სული მაქვს,

მივიდე იეჰოვას ეზოებში.+

გულითა და სულით შევყიჟინებ ცოცხალ ღმერთს.

 3 ჩიტიც კი პოულობს ბინას

და მერცხალი — ბუდეს;

იქ სხამს თავის ბარტყებს,

შენს დიდებულ სამსხვერპლოსთან, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა,

ჩემო მეფევ და ღმერთო!

 4 ბედნიერნი არიან შენს სახლში დამკვიდრებულნი;+

დღენიადაგ გაქებენ ისინი.+ (სელა)

 5 ბედნიერია ხალხი, რომელთაც შენ აძლევ ძალას,+

რომელთაც შენი სახლისკენ მიმავალი გზებისკენ მიუწევთ გული.

 6 როცა ბაქა-ბუჩქების* ველს გაივლიან,

წყალუხვ ადგილად აქცევენ მას;

ადრეული წვიმები კურთხევით მოსავს იქაურობას*.

 7 ივლიან და არ დაიქანცებიან,+

თითოეული წარდგება ღვთის წინაშე სიონში.

 8 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო, შეისმინე ჩემი ლოცვა,

ყური მომაპყარი, იაკობის ღმერთო! (სელა)

 9 ჩვენო ფარო+ და ღმერთო, შეხედე*,

წყალობის თვალით შეხედე შენს ცხებულს.+

10 ერთი დღე შენს ეზოებში სხვაგან გატარებულ ათასს სჯობია!+

ჩემი ღვთის სახლის ზღურბლზე დგომა ვარჩიე

ბოროტთა კარვებში ყოფნას.

11 მზე+ და ფარია+ იეჰოვა ღმერთი,

მისგანაა წყალობა და დიდება;

იეჰოვა კარგს არ დაუკავებს

უბიწოდ* მავალთ.+

12 ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა,

ბედნიერია შენზე მონდობილი კაცი!+

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ საგალობელი.

85 იეჰოვა, შენ მოწყალე თვალით გადმოხედე შენს მიწას,+

დააბრუნე ტყვედ წასხმული იაკობის შთამომავლები.+

 2 შენ აპატიე შენს ხალხს დანაშაული

და მიუტევე ცოდვები.+ (სელა)

 3 შენ შეიკავე რისხვა, დაიცხრე მრისხანება.+

 4 კვლავ შეგვკრიბე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო,

და ნუღარ გაგვიწყრები.+

 5 ნუთუ მარადიულად იქნები განრისხებული ჩვენზე?!+

ნუთუ თაობიდან თაობაში არ მოიბრუნებ ჩვენზე გულს?!

 6 ნუთუ აღარ გამოგვაცოცხლებ,

რომ შენით გაიხაროს შენმა ხალხმა?!+

 7 გამოავლინე შენი ურყევი სიყვარული*, იეჰოვა,+ და გვიხსენი.

 8 მოვისმენ, რასაც ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა, იტყვის,

რადგან მშვიდობას აუწყებს თავის ხალხს,+ თავის ერთგულებს;

ნუღარ გახდებიან თავდაჯერებულნი.+

 9 მალე მოევლინება თავის მოშიშებს მხსნელად,+

რათა თავისი დიდების სამკვიდროდ აქციოს ჩვენი მიწა.

10 სიყვარული* და ერთგულება შეხვდებიან ერთმანეთს,

სიმართლე და მშვიდობა გადაკოცნიან ერთიმეორეს.+

11 ერთგულება აღმოცენდება მიწიდან

და სიმართლე გადმოიხედავს ზეციდან.+

12 იეჰოვა ყოველივე კარგით გვაკურთხებს+

და მიწა მოგვცემს მოსავალს.+

13 წინ წაუძღვება მას სიმართლე+

და გზას გაუკვალავს.

დავითის ლოცვა.

86 იეჰოვა, ყური მომაპყარი და მიპასუხე,

რადგან დაჩაგრული და საწყალი ვარ.+

 2 დამიფარე, რადგან ერთგული ვარ.+

იხსენი შენი მსახური, შენზე მონდობილი,

რადგან შენ ხარ ჩემი ღმერთი!+

 3 წყალობა მიყავი, იეჰოვა,+

რადგან მთელი დღე შენ მოგიხმობ.+

 4 გაახარე შენი მსახური,

რადგან შენ მოგმართავ, იეჰოვა!

 5 იეჰოვა, შენ კარგი+ ხარ და ყოველთვის მზად ხარ პატიებისთვის;+

სიყვარულს* არ იშურებ მისთვის, ვინც გიხმობს.+

 6 შეისმინე ჩემი ლოცვა, იეჰოვა,

და ყურად იღე ჩემი მუდარა, როცა შველას გთხოვ.+

 7 მოგიხმობ გაჭირვების ჟამს+

და შენც მიპასუხებ.+

 8 რომელი ღმერთია შენი სადარი, იეჰოვა?!+

ვერავინ იქმს შენნაირ საქმეებს!+

 9 შენ მიერ შექმნილი ყველა ხალხი

მოვა და თაყვანს გცემს, იეჰოვა;+

განადიდებენ შენს სახელს.+

10 დიდებული ხარ და საოცრებებს იქმ,+

მხოლოდ შენ ხარ ღმერთი!+

11 შენი გზით სიარული მასწავლე, იეჰოვა.+

ვივლი შენი ჭეშმარიტებით.+

გაუყოფელი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის.+

12 მთელი გულით გასხამ ხოტბას, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+

და მარადიულად განვადიდებ შენს სახელს,

13 რადგან ურყევ სიყვარულს* იჩენ ჩემდამი,

შენ მიხსენი სამარის* სიღრმიდან.+

14 ღმერთო, კადნიერები მიპირისპირდებიან,+

ულმობელთ სურთ, სიცოცხლეს გამომასალმონ;

არად გაგდებენ.+

15 მაგრამ შენ, იეჰოვა, გულმოწყალე, თანამგრძნობი

და სულგრძელი* ღმერთი ხარ,

ურყევია შენი სიყვარული* და განუზომელია შენი ერთგულება.+

16 მომხედე და წყალობა მიყავი,+

მიეცი ძალა შენს მსახურს+

და იხსენი შენი მხევლის ძე.

17 მიჩვენე შენი სიკეთე*,

რათა იხილონ ეს ჩემმა მოძულეებმა და შერცხვნენ,

ვინაიდან შენ ხარ ჩემი შემწე და ნუგეშისმცემელი, იეჰოვა!

კორახის ძეების+ ფსალმუნი. საგალობელი.

87 წმინდა მთებზეა დაფუძნებული მისი ქალაქი.+

2 სიონის კარიბჭეები+ უფრო უყვარს იეჰოვას,

ვიდრე იაკობის მთელი სამკვიდრო.

 3 საოცრებებს ამბობენ შენზე, ჭეშმარიტი ღვთის ქალაქო.+ (სელა)

 4 რახაბსა+ და ბაბილონსაც მივათვლი მათ, ვინც მიცნობს;

ფილისტიმი, ტვიროსი და ქუშიც მათ შორის იქნებიან.

იტყვიან, ის აქ დაიბადაო.

 5 სიონზე იტყვიან,

აქ დაიბადაო თითოეული მათგანი.

უზენაესი განამტკიცებს სიონს.

 6 იეჰოვა განაცხადებს ხალხთა აღნუსხვისას:

„ის აქ დაიბადა!“ (სელა)

 7 მომღერლები+ და მოცეკვავეები+ იტყვიან,

შენა ხარო ჩემი კურთხევის წყარო.+

კორახის ძეების+ საგალობელი. გუნდის ხელმძღვანელს: მახალათი*, რიგრიგობით სამღერად. ეზრახელი ჰემანის+ მასქილი*.

88 იეჰოვა, ჩემო მხსნელო ღმერთო,+

დღისით შემოგღაღადებ

და ღამითაც შენ მოგიხმობ.+

 2 შენს ყურს მისწვდეს ჩემი ლოცვა.+

ყური მომაპყარი, როცა შველას გთხოვ.+

 3 მრავალი უბედურება დამატყდა,+

სამარის* პირას ვარ.+

 4 უკვე მკვდრად ვარ შერაცხული;+

დავუძლურდი,+

 5 მკვდრებთან დამიდე ბინა;

მას დავემსგავსე, ვინც მოკლეს და საფლავში წევს

შენგან დავიწყებული

და შენს მზრუნველ კალთას მოწყვეტილი.

 6 შენ ჩამაგდე უღრმეს ორმოში,

წყვდიადით მოცულ უფსკრულში.

 7 რისხვა დამატეხე თავს+

და შენი ზვირთებით წამლეკე. (სელა)

 8 ნაცნობები ჩამომაშორე,+

შეაძულე ჩემი თავი.

მახეში გავები და თავი ვერ დამიღწევია.

 9 გაჭირვებისგან თვალები დამებინდა.+

მთელი დღე შენ გიხმობ, იეჰოვა,+

შენკენ აღვაპყრობ ხელებს.

10 განა სასწაულს მოახდენ მკვდართათვის?!

განა წამოდგებიან გარდაცვლილები და შეგასხამენ ხოტბას?!+ (სელა)

11 განა ილაპარაკებენ შენს ურყევ სიყვარულზე* სამარეში

და შენს ერთგულებაზე — ხრწნის ადგილას?!

12 განა გაიგებენ შენს სასწაულებზე წყვდიადში

ან შენს სიმართლეზე — დავიწყებულთა ქვეყანაში?!+

13 მაგრამ მე კვლავაც შენ გთხოვ შველას, იეჰოვა,+

და ლოცვით მოგმართავ ყოველ დილით.+

14 იეჰოვა, რატომ მაქცევ ზურგს?!+

რატომ მარიდებ პირს?!+

15 ჩაგრული ვარ სიყრმიდან

და სიკვდილისთვის არაერთგზის ჩამიხედავს თვალებში;+

გახევებული ვარ, შენგან მრავალჭირნახული.

16 თავს დამატყდა შენი რისხვა,+

შენგან მოვლენილი საშინელებები მიღებს ბოლოს.

17 მთელი დღე წყალივით მივლიან გარს,

ყოველი მხრიდან* მესხმიან თავს.

18 შენ ჩამომაცილე მეგობრები და ახლობლები;+

სიბნელე მექცა თანამგზავრად.

მასქილი*. ეზრახელი ეთანის+ ფსალმუნი.

89 იეჰოვას ურყევ სიყვარულზე* ვიმღერებ მარადიულად;

თაობებს ვაუწყებ შენი ერთგულების შესახებ,

 2 რადგან ვთქვი: „მარადიული და ურყევია შენი სიყვარული*+

და შენი ერთგულება ცაშია განმტკიცებული“.

 3 შენ თქვი: „შეთანხმება დავუდე ჩემს რჩეულს,+

შევფიცე ჩემს მსახურს, დავითს:+

 4 სამარადისოდ განვამტკიცებ შენს შთამომავლობას+

და თაობიდან თაობაში გასტანს შენი ტახტი!“+ (სელა)

 5 ზეცა ხოტბას ასხამს შენს გასაოცარ საქმეებს, იეჰოვა,

წმინდათა კრებული განადიდებს შენს ერთგულებას.

 6 ვინ შეედრება ზეცაში იეჰოვას?!+

ვინ შეედრება იეჰოვას ღვთის ძეებს+ შორის?!

 7 ღვთის შიში აქვს წმინდათა კრებულს,+

დიდებული და შიშის მომგვრელია ის მის ირგვლივ მყოფთათვის.+

 8 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო,

ვინ არის შენსავით ძლიერი, იაჰ*?!+

ყოველმხრივ ერთგული ხარ.+

 9 შენ მართავ მღელვარე ზღვას+

და შენ ამშვიდებ მის აქოჩრილ ტალღებს.+

10 შენ დაამარცხე რახაბი+ და მოკალი.+

ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.+

11 შენია ცა და შენია მიწა;+

შენ შექმენი ნაყოფიერი მიწა და ყოველივე მასზე არსებული.+

12 შენ შექმენი ჩრდილოეთი და სამხრეთი;

თაბორი+ და ხერმონი+ სიხარულით ადიდებენ შენს სახელს.

13 ძლევამოსილია შენი მკლავი,+

ძლიერია შენი ხელი;+

შემართულია შენი მარჯვენა.+

14 სიმართლესა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული შენი ტახტი;+

შენ წინაშე დგანან სიყვარული* და ერთგულება.+

15 ბედნიერია მხიარულად მოყიჟინე ხალხი.+

იეჰოვა, შენი სახის ნათელში დადიან ისინი.

16 შენი სახელით ხარობენ მთელი დღე

და შენი სიმართლით არიან განდიდებულნი.

17 შენ ხარ მათი ძალა და დიდება,+

შენი წყალობა გვაძლიერებს.+

18 იეჰოვასგან არის ჩვენი ფარი

და ისრაელის წმინდისგან — ჩვენი მეფე.+

19 მაშინ შენ ხილვაში ელაპარაკე შენს ერთგულებს და უთხარი:

«ძალა ვუბოძე ძლიერს,+

განვადიდე ხალხს შორის რჩეული.+

20 ამოვირჩიე დავითი, ჩემი მსახური,+

ჩემი წმინდა ზეთი ვცხე მას.+

21 ჩემი ხელი განამტკიცებს+

და ჩემი მკლავი გააძლიერებს მას;

22 მტერი მოხარკედ ვერ გაიხდის

და ბოროტი ვერ დაჩაგრავს.+

23 მის წინაშე შევმუსრავ მის მტრებს+

და დავცემ მის მოძულეებს.+

24 ვუერთგულებ და სიკეთეს* არ მოვაკლებ,+

ჩემი სახელით შეემატება ძალა.

25 ზღვაზე განვავრცობ მის ძალაუფლებას

და მდინარეებზე — მის მმართველობას.+

26 ის დამიძახებს: „შენ მამაჩემი ხარ,

ჩემი ღმერთი, ჩემი კლდე და მხსნელი!“+

27 პირმშოობას ვუბოძებ,+

აღვაზევებ დედამიწის მეფეთა შორის.+

28 მარადიულად გამოვიჩენ სიყვარულს* მის მიმართ,+

არასდროს დაირღვევა მასთან დადებული ჩემი შეთანხმება.+

29 მარადიულად განვამტკიცებ მის შთამომავლობას,

მანამ იდგება მისი ტახტი, ვიდრე ცა არსებობს.+

30 თუ მისი ძეები აღარ დაიცავენ ჩემს კანონს

და არ დაემორჩილებიან ჩემს ბრძანებებს,

31 თუ დაარღვევენ ჩემს წესებს

და არ დაიცავენ ჩემს მცნებებს,

32 მაშინ გავჯოხავ ურჩობისთვის+

და გავშოლტავ — დანაშაულისთვის,

33 მაგრამ მუდამ ურყევი იქნება მის მიმართ ჩემი სიყვარული*+

და არ ვუღალატებ ჩემს დანაპირებს.

34 არ დავარღვევ ჩემს შეთანხმებას+

და არ შევცვლი ჩემი ბაგით ნათქვამს.+

35 ჩემი სიწმინდე დავიფიცე, ტყუილს არ ვეტყვი დავითს.+

36 მარადიულად იარსებებს მისი შთამომავლობა,+

მანამ იდგება მისი ტახტი ჩემ წინაშე, ვიდრე მზე არსებობს;+

37 მარადიულად განმტკიცდება მთვარესავით,

სანდო მოწმესავით ზეცაში». (სელა)

38 მაგრამ შენ მიაგდე და ზურგი აქციე მას,+

განურისხდი შენს ცხებულს.

39 არად ჩააგდე შენს მსახურთან დადებული შეთანხმება,

მიწაზე დაანარცხე მისი გვირგვინი და შებღალე.

40 შენ დაუნგრიე მას ქვის ზღუდეები;

ნანგრევებად უქციე ციხესიმაგრეები.

41 ყველა გამვლელმა გაძარცვა იგი;

მეზობლების დასაძრახი გახდა.+

42 შენ გაამარჯვებინე მის მტრებს,+

გაახარე ყველა მისი მოწინააღმდეგე.

43 შენ დაუჩლუნგე მას მახვილი

და უკუაქციე ბრძოლაში.

44 შენ გააქრე მისი დიდება

და მიწასთან გაასწორე მისი ტახტი.

45 შენ შეუმოკლე სიყმაწვილის ხანა,

შემოსე სირცხვილით. (სელა)

46 იეჰოვა, როდემდე დაგვემალები? სამარადისოდ?+

კვლავ ცეცხლივით იგიზგიზებს შენი რისხვა?

47 ნუ დაივიწყებ, რა დღემოკლე ვარ!+

ნუთუ ამაოებისთვის შექმენი კაცი?!

48 ცოცხალთაგან ვინ გადაურჩება სიკვდილს?!+

ვინ დაიხსნის თავს სამარის* ხელიდან?! (სელა)

49 სადაა შენი ურყევი სიყვარული*, იეჰოვა,

როგორც დავითს აღუთქვი ფიცით, ერთგულო ღმერთო?!+

50 არ დაივიწყო, იეჰოვა, როგორ დასცინიან შენს მსახურებს,

როგორ მიგდებს მასხრად ყველა ხალხი,

51 როგორ შეურაცხყოფენ შენი მტრები შენს ცხებულს, იეჰოვა,

როგორ შეურაცხყოფენ მის ყოველ ნაბიჯს.

52 მარადიულად იდიდოს იეჰოვამ! ამინ, ამინ!+

ᲬᲘᲒᲜᲘ ᲛᲔᲝᲗᲮᲔ

(ფსალმუნები 90—106)

ღვთის კაცის, მოსეს, ლოცვა.+

90 იეჰოვა, შენ ხარ ჩვენი სამკვიდრო*+ თაობიდან თაობაში!

2 შენ მანამ არსებობდი, სანამ მთები გაჩნდებოდნენ

და სანამ დედამიწასა და ნაყოფიერ მიწას წარმოქმნიდი;+

მარადიულად შენ ხარ ღმერთი!+

 3 კვლავ მტვრად აქცევ მოკვდავ ადამიანს;

ეუბნები: „მტვერს დაუბრუნდით, კაცის ძეებო!“+

 4 შენს თვალში ათასი წელი გუშინდელი, ჩავლილი დღესავით არის,+

და ღამის ერთ გუშაგობას ჰგავს.

 5 უეცრად უღებ კაცს ბოლოს;+ სიზმარივით ქრება.

დილაობით აღმოცენებულ ბალახს ჰგავს,+

 6 დილით რომ ბიბინებს და ყვავილობს,

საღამოს კი ჭკნება და ხმება.+

 7 შენმა რისხვამ გვშთანთქა,+

შენმა მრისხანებამ შეგვაძრწუნა.

 8 შენ თვალწინაა ჩვენი დანაშაული,+

შენი სახის ნათელი ააშკარავებს ჩვენს ფარულ საქმეებს.+

 9 შენი რისხვით ილევა ჩვენი დღეები;

ერთ ამოსუნთქვასავით გადის ჩვენი წლები.

10 ჩვენ სამოცდაათ წელს ვცოცხლობთ,

ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცს,+

მაგრამ ეს წლები გასაჭირითა და მწუხარებითაა სავსე;

მიქრის და ჩვენც მიგვაქანებს.+

11 განუზომელია შენი რისხვა; ვინ ჩასწვდება მას?!

შენი მრისხანება ისეთივე დიდია, როგორიც შიში, შენდამი რომ გვმართებს.+

12 გვასწავლე, ისე გავლიოთ* თითოეული დღე,+

რომ გული დავიბრძენოთ.

13 გული მოიბრუნე ჩვენზე, იეჰოვა!+ როდემდე იქნები ასე?!+

შეიბრალე შენი მსახურები!+

14 შენს სიკეთეს* ნუ მოგვაკლებ+ ყოველ დილით,

რათა ვიყიჟინოთ და გავიხაროთ+ ყოველდღე.

15 იმდენ ხანს გაგვახარე, რამდენ ხანსაც შეგვაჭირვე,+

რამდენ წელსაც უბედურებას ვიტანდით.+

16 იხილონ შენი საქმეები შენმა მსახურებმა

და შენი სიდიადე — მათმა შვილებმა.+

17 ჩვენი ღვთის, იეჰოვას, წყალობა არ მოგვკლებოდეს!

აკურთხე ჩვენი ნახელავი!

აკურთხე ჩვენი ნაშრომი!+

91 უზენაესის თავშესაფარში დამკვიდრებული+

ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ დაივანებს.+

 2 ვეტყვი იეჰოვას: „შენ ხარ ჩემი თავშესაფარი და ციხესიმაგრე,+

ჩემი ღმერთი, რომელსაც ვენდობი“.+

 3 ის დაგიხსნის მონადირის კაკანათისგან,

მომსვრელი ჭირისგან.

 4 ფრთებქვეშ შეგიფარებს

და იქ პოვებ თავშესაფარს.+

მისი ერთგულება+ დიდი ფარივით+ და გალავანივით იქნება შენთვის.

 5 ვერ შეგაშინებს ღამის ხიფათი,+

ვერც დღისით გატყორცნილი ისარი,+

 6 ვერც წყვდიადში მოარული ჭირი

და ვერც შუადღისით მძვინვარე სენი.

 7 შენ გვერდით დაეცემა ათასი

და შენ მარჯვნივ — ათი ათასი,

შენ კი არაფერი მოგეკარება;+

 8 შენ მხოლოდ დააკვირდები

და იხილავ, როგორ დაისჯებიან ბოროტნი,

 9 რადგან თქვი, იეჰოვააო ჩემი თავშესაფარი,

და შენს სამკვიდროდ* აქციე უზენაესი;+

10 უბედურება არ შეგემთხვევა+

და ჭირი ვერ გაეკარება შენს კარავს.

11 თავის ანგელოზებს+ უბრძანებს,

რომ დაგიცვან ყველა შენს გზაზე.+

12 ისინი ხელში აყვანილს გატარებენ,+

რომ ქვას ფეხი არ წამოჰკრა.+

13 ლომსა და კობრას გათელავ,

ფაფრიან ლომსა და დიდ გველს ფეხით შედგები.+

14 ღმერთმა თქვა: „რაკი შემიყვარა, მეც გადავარჩენ.+

დავიცავ, რადგან იცის ჩემი სახელი.+

15 ის მომიხმობს და მეც ვუპასუხებ.+

მასთან ვიქნები გასაჭირში.+

ვიხსნი და განვადიდებ.

16 დღეგრძელობას ვუბოძებ+

და ვუჩვენებ, რომ მე ვარ მხსნელი“.+

შაბათის საგალობელი.

92 მადლობას უნდა გწირავდეთ, იეჰოვა,+

და ვუგალობდეთ შენს სახელს, უზენაესო,

 2 დილით შენს ურყევ სიყვარულს*+ ვუმღერდეთ

და ღამით — შენს ერთგულებას

 3 ათსიმიანი საკრავისა და ლუტნის თანხლებით,

ქნარზე აჟღერებული ჰანგებით!+

 4 გავიხარე, იეჰოვა, შენი საქმეებით;

სიხარულით ვყიჟინებ შენი ნახელავის გამო.

 5 რა დიდებულია შენი საქმეები, იეჰოვა!+

რაოდენ ღრმაა შენი აზრები!+

 6 უგუნური ვერ ჩასწვდება მათ;

სულელი ვერ მიხვდება ამას:+

 7 როცა სარეველასავით მომრავლდებიან ბოროტნი

და ავისმქნელნი გაიფურჩქნებიან,

მაშინ სამუდამოდ მოისპობიან ისინი.+

 8 შენ კი სამარადისოდ განდიდებული ხარ, იეჰოვა!

 9 გაიხარე შენი მტრების მარცხით, იეჰოვა,

იხილე, როგორ დაეცემიან ისინი;

გაიფანტება ყველა ავისმქნელი.+

10 გარეული ხარივით გამაძლიერებ*,

ახალ ზეთს ვიცხებ.+

11 მზერას მოვავლებ დამარცხებულ მტერს,+

მოვისმენ ბოროტთა დაცემის ამბავს, ჩემ წინააღმდეგ რომ აღმდგარან,

12 მართლები კი პალმასავით გაიფურჩქნებიან,

ლიბანის კედარივით+ აიყრიან ტანს.

13 იეჰოვას სახლში არიან დარგულნი,

ჩვენი ღვთის ეზოებში ყვავიან.+

14 სიბერეშიც კი გაფურჩქნულნი იქნებიან,+

ძლიერნი და ქორფანი,+

15 აუწყებენ, რომ მართალია იეჰოვა.

ის არის ჩემი კლდე+ და არ იპოვება მასში უსამართლობა.

93 გამეფდა იეჰოვა!+

დიდებულებითაა მოსილი.

ძლევამოსილია იეჰოვა,

ძლიერება შემოუსარტყლავს.

მტკიცედაა დაფუძნებული დედამიწა

და არასდროს შეირყევა.

 2 უხსოვარი დროიდანაა განმტკიცებული შენი ტახტი.+

მარად არსებული ხარ.+

 3 იეჰოვა, მდინარეები ადიდდნენ,

ადიდდნენ და ახმაურდნენ;

უმატეს ღელვასა და გუგუნს.

 4 დიდი წყლის ხმაურსა

და ზღვის მოვარდნილ ზვირთებზე+

დიდებულია იეჰოვა, ზეციერი.+

 5 სანდოა შენი რჩევები*.+

სიწმინდითაა შემკული შენი სახლი,+ იეჰოვა, მარადიულად!

94 შურისმაძიებელო ღმერთო, იეჰოვა,+

შურისმაძიებელო ღმერთო, გამობრწყინდი!

 2 აღდექ, დედამიწის მოსამართლევ!+

საკადრისი მიუზღე ამპარტავნებს.+

 3 როდემდე, იეჰოვა,

როდემდე უნდა ხარობდნენ ბოროტები?!+

 4 უთავბოლოდ და ამპარტავნულად ლაპარაკობენ;

ყველა ავისმქნელი საკუთარი თავით ტრაბახობს.

 5 შენს ხალხს მუსრავენ, იეჰოვა,+

ჩაგრავენ შენს საკუთრებას.

 6 ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ,

სიცოცხლეს უსწრაფებენ ობოლს.

 7 ამბობენ: ვერ ხედავსო იაჰი*,+

ვერ ამჩნევსო იაკობის ღმერთი.+

 8 ჩასწვდით ამას, უგუნურებო!

უმეცრებო, როდის გამოიჩენთ გამჭრიახობას?!+

 9 განა ვერ გაიგონებს ყურის შემქმნელი,

ანდა ვერ დაინახავს თვალის შემოქმედი?!+

10 განა ვერ შეგაგონებთ ერების შემაგონებელი,+

ის, ვინც ცოდნას აძლევს ადამიანებს?!+

11 იეჰოვამ უწყის კაცის ფიქრები,

იცის, რომ ერთ ამონასუნთქს ჰგავს ისინი.+

12 იაჰ*, ბედნიერია კაცი, რომელსაც შეცდომაზე მიუთითებ+

და რომელსაც შენს კანონს ასწავლი,+

13 რომ მშვიდად ამყოფო გაჭირვების ჟამს,

სანამ ორმო ითხრება ბოროტისთვის.+

14 იეჰოვა არ მიატოვებს თავის ხალხს,+

არ მიაგდებს თავის საკუთრებას.+

15 კვლავ იზეიმებს სამართალი

და ყველა გულმართალი დაიცავს მას.

16 ვინ აღუდგება წინ ბოროტს ჩემი გულისთვის?

ვინ ამომიდგება მხარში ავისმქნელთა წინააღმდეგ?

17 იეჰოვა რომ არ დამხმარებოდა,

მალევე მომეღებოდა ბოლო.+

18 როცა ვთქვი, ფეხი დამიცდება-მეთქი,

იეჰოვა, შენი ურყევი სიყვარულით* განმამტკიცე.+

19 როცა საფიქრალმა მოსვენება დამიკარგა,

შენ მანუგეშე და დამამშვიდე.+

20 კავშირს ვერ შეკრავს შენთან ბოროტი მმართველი,

საზიანო დადგენილებებს რომ გამოსცემს.+

21 ულმობლად ესხმიან თავს მართალს+

და სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ უდანაშაულოსთვის.+

22 იეჰოვა იქნება ჩემი საიმედო თავშესაფარი;

ჩემი ღმერთია ჩემი კლდე, რომელსაც თავს ვაფარებ.+

23 მათვე დაატეხს თავს მათ ბოროტებას.+

მათივე ბოროტებით მოუღებს ბოლოს,

ჩვენი ღმერთი, იეჰოვა, მოუღებს ბოლოს მათ!+

95 მოდით, სიხარულით შევძახოთ იეჰოვას!

სიხარულით შევყიჟინოთ ჩვენს კლდესა და მხსნელს!+

 2 წარვდგეთ მის წინაშე და მადლობა შევწიროთ;+

ვუგალობოთ და სიხარულით შევყიჟინოთ მას!

 3 დიდებული ღმერთია იეჰოვა,

დიდებული მეფეა, ყველა ღმერთზე აღმატებული.+

 4 მის ხელშია მიწის სიღრმეები,

მისია მთათა მწვერვალებიც;+

 5 მისია ზღვა, თავად რომ შექმნა;+

მისმა ხელმა გამოსახა ხმელეთი.+

 6 მოდით, თაყვანი ვცეთ და პირქვე დავემხოთ მის წინაშე;

მუხლი მოვიყაროთ იეჰოვას, ჩვენი შემოქმედის წინაშე!+

 7 ის არის ჩვენი ღმერთი,

ჩვენ კი მისი ხალხი ვართ,

მისი ფარის ცხვარი.+

დღეს, თუ ჩემს ხმას მოისმენთ,+

 8 ნუ გაჯიუტდებით როგორც მერიბასა*+

და მასაში*, უდაბნოში,+

 9 როცა თქვენმა მამა-პაპამ გამომცადა;+

გამომცადეს, არადა, ნანახი ჰქონდათ ჩემი საქმეები.+

10 მძულდა ეს თაობა 40 წელი, ვთქვი:

„თავნება ხალხია, საკუთარ გულისთქმებს აყოლილი,

არ შეუცნიათ ჩემი გზები“.

11 განვრისხდი და დავიფიცე,

ვერ დაიმკვიდრებენ-მეთქი მოსასვენებელ ადგილს*.+

96 უმღერეთ იეჰოვას ახალი საგალობელი!+

უგალობეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო!+

 2 უგალობეთ იეჰოვას, ადიდეთ მისი სახელი!

დღემუდამ ახარეთ, რომ ის მხსნელია!+

 3 უამბეთ მისი სიდიადის შესახებ ერებს

და მის საოცარ საქმეებზე — ხალხებს.+

 4 დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები,

ყველა ღმერთზე შიშის მომგვრელია იგი.

 5 ხალხთა ღმერთები უსარგებლონი არიან,+

იეჰოვამ კი ზეცა შექმნა.+

 6 სიდიადითა და ბრწყინვალებითაა მოსილი,+

ძალა და მშვენიერებაა მის წმინდა ადგილას.+

 7 პატივი მიაგეთ იეჰოვას, ხალხთა ტომებო,

პატივი მიაგეთ იეჰოვას, რადგან ის დიდებული და ძლევამოსილია!+

 8 განადიდეთ იეჰოვა მისი სახელის გამო,+

ძღვნით წარდექით მის ეზოებში.

 9 მუხლი მოიყარეთ იეჰოვას წინაშე წმინდა სამოსლით შემოსილებმა*;

მის წინაშე თრთოდეთ, დედამიწის მკვიდრნო!

10 ამცნეთ ერებს: „გამეფდა იეჰოვა!+

მტკიცედაა დაფუძნებული დედამიწა, არასდროს შეირყევა.

სამართლიანად განსჯის ხალხებს“.+

11 გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ,

იხმაუროს ზღვამ და ყველაფერმა, რაც მასშია;+

12 იხარონ ველ-მინდვრებმა და ყველაფერმა, რაც მათზეა!+

ტყის ყველა ხემაც იმხიარულოს+

13 იეჰოვას წინაშე, რადგან მოდის,

მოდის იგი დედამიწის გასასამართლებლად.

ის სამართლიანად გაასამართლებს დედამიწის მკვიდრთ+

და ერთგულებით — ხალხებს!+

97 გამეფდა იეჰოვა!+

იხაროს დედამიწამ,+

იმხიარულონ კუნძულებმა!+

 2 ღრუბლები და წყვდიადია მის ირგვლივ,+

სიმართლესა და სამართლიანობაზე დგას მისი ტახტი.+

 3 ცეცხლი მიდის მის წინ+

და შთანთქავს ირგვლივ მის მოწინააღმდეგეებს.+

 4 მისმა ელვამ გაანათა მიწა,

ხედავს დედამიწა და კანკალებს.+

 5 ცვილივით დნება მთები იეჰოვას,+

მთელი დედამიწის უფლის წინაშე.

 6 ზეცა აცხადებს მის სიმართლეს

და ყველა ხალხი ხედავს მის დიდებას.+

 7 შერცხვეს ყველა, ვინც კერპებს ემსახურება,+

ვინც თავისი უსარგებლო ღმერთებით იკვეხნის.+

თაყვანი ეცით მას, ღმერთებო!+

 8 ისმენს სიონი და ხარობს,+

მხიარულობენ იუდას ქალაქები

შენი სამართლის გამო, იეჰოვა.+

 9 იეჰოვა, შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე,

ყველა ღმერთზე აღმატებული!+

10 იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება.+

ის იცავს თავის ერთგულთა სიცოცხლეს;+

ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.+

11 სინათლემ გამოანათა მართალთათვის,+

მხიარულების ჟამი დაუდგათ გულმართლებს.

12 გაიხარეთ იეჰოვათი, მართლებო,

და მადლობდეთ მის წმინდა სახელს!

საგალობელი.

98 უმღერეთ იეჰოვას ახალი საგალობელი,+

რადგან საოცარი საქმეები მოიმოქმედა.+

თავისი მარჯვენით, თავისი წმინდა მკლავით, მოიპოვა გამარჯვება.+

 2 იეჰოვამ ცხადყო, რომ ისაა მხსნელი;+

ხალხთა წინაშე გაამჟღავნა თავისი სიმართლე.+

 3 არ დაივიწყა, რომ სიყვარული* და ერთგულება აღუთქვა ისრაელს;+

მთელმა დედამიწამ იხილა ჩვენი ღვთის გამარჯვება.+

 4 სიხარულით შეჰყიჟინეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო,

იმხიარულეთ, იყიჟინეთ და იგალობეთ!+

 5 ქნარზე შეუსრულეთ იეჰოვას საგალობელი,

ააჟღერეთ ქნარი და საამური სიმღერა უმღერეთ!

 6 საყვირებისა და ბუკის ხმაზე+

სიხარულით იყიჟინეთ მეფის, იეჰოვას წინაშე!

 7 იხმაუროს ზღვამ და ყველაფერმა, რაც მასშია,

დედამიწამ და მისმა მკვიდრებმა!

 8 ტაში შემოჰკრან მდინარეებმა

და მთებმა ერთხმად შესძახონ სიხარულით+

 9 იეჰოვას წინაშე, რადგან მოდის ის დედამიწის გასასამართლებლად!

ის სიმართლით გაასამართლებს დედამიწის მკვიდრთ+

და სამართალს გაუჩენს ხალხებს.+

99 გამეფდა იეჰოვა!+ დაე ათრთოლდნენ ხალხები!

ის ტახტზე ზის ქერუბიმებს+ ზემოთ*. შეიძრას დედამიწა!

 2 დიდებულია იეჰოვა სიონში,

აღზევებულია ყველა ხალხზე.+

 3 ხოტბა შეასხან შენს დიდებულ სახელს,+

რადგან შიშის მომგვრელი და წმინდაა!

 4 ძლევამოსილი მეფეა იგი, სამართლის მოყვარული.+

შენ განამტკიცე სიმართლე,

შენ დაამყარე სამართალი და სიმართლე+ იაკობში.

 5 განადიდეთ ჩვენი ღმერთი იეჰოვა+ და პირქვე დაემხვეთ მის ფეხსადგამთან;+

წმინდაა იგი!+

 6 მის მღვდლებს შორის იყვნენ მოსე და აარონი,+

სამუელი მათ შორის იყო, ვინც მის სახელს უხმობდა.+

ისინი უხმობდნენ იეჰოვას

და ისიც პასუხს სცემდა.+

 7 ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკებოდა მათ.+

იცავდნენ ისინი მისგან მიღებულ მითითებებსა* და ბრძანებებს.+

 8 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, შენ პასუხობდი მათ.+

მიმტევებელი ღმერთი იყავი,+

მაგრამ სჯიდი ცოდვების გამო.+

 9 განადიდეთ იეჰოვა, ჩვენი ღმერთი,+

და პირქვე დაემხვეთ მისი წმინდა მთის წინაშე,+

რადგან წმინდაა იეჰოვა, ჩვენი ღმერთი!+

სამადლობელი საგალობელი.

100 სიხარულით შეჰყიჟინეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო!+

 2 სიხარულით ემსახურეთ იეჰოვას!+

მხიარული ყიჟინით წარდექით მის წინაშე!

 3 იცოდეთ, რომ იეჰოვაა ღმერთი!+

მან შეგვქმნა და მას ვეკუთვნით*!+

ჩვენ მისი ხალხი ვართ, მისი ფარის ცხვარი.+

 4 შედით მის კარიბჭეებში და მადლობა შესწირეთ მას,+

შედით მის ეზოებში და განადიდეთ იგი.+

მადლობდეთ მას; ხოტბა შეასხით მის სახელს!+

 5 რაოდენ კარგია იეჰოვა;+

მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*

და ერთგულია თაობიდან თაობაში!+

დავითის ფსალმუნი. საგალობელი.

101 შენს ურყევ სიყვარულსა* და სამართალზე ვიმღერებ.

შენ გიგალობებ, იეჰოვა!

 2 ბრძნულად მოვიქცევი და სიმართლით ვივლი.

როდის მომხედავ?

უმწიკვლოდ*+ ვივლი ჩემს სახლში.

 3 უვარგისს არაფერს მივაპყრობ მზერას.

მძულს მათი საქმეები, ვინც გადაუხვია სწორი გზიდან;+

ახლოს არ გავეკარები მათ.

 4 შორს არის ჩემგან მზაკვარი გულის კაცი;

ცუდში არაფერში გავერევი.

 5 დავადუმებ*+ მას, ვინც ფარულად ცილს სწამებს მოძმეს.

არ შევიწყნარებ ამპარტავანი თვალებისა და ქედმაღალი გულის პატრონს.

 6 წყალობის თვალით შევხედავ დედამიწაზე მცხოვრებ ერთგულებს,

რათა ჩემთან ერთად იცხოვრონ.

უმწიკვლოდ* მავალი იქნება ჩემი მსახური.

 7 მზაკვარი ვერ იცხოვრებს ჩემს სახლში,

მატყუარა ვერ წარდგება ჩემ წინაშე.

 8 ყოველ დილით დავადუმებ დედამიწაზე მცხოვრებ ბოროტებს,

რათა მოისპონ ავისმქნელნი იეჰოვას ქალაქიდან.+

დაჩაგრულის ლოცვა, სასოწარკვეთილი დარდს რომ უმხელს იეჰოვას.+

102 იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა,+

შველას გთხოვ, მოაღწიოს შენამდე ჩემმა ვედრებამ.+

 2 პირს ნუ მომარიდებ გაჭირვების ჟამს;+

ყური მომაპყარი,

სწრაფად მიპასუხე, როცა მოგიხმობ.+

 3 კვამლივით ქრება ჩემი დღეები,

იწვის ჩემი ძვლები, თითქოს ცეცხლი მოსდებოდეს.+

 4 ბალახივით დაჭკნა და გახმა ჩემი გული;+

ჭამის თავიც კი არ მაქვს.

 5 ხმამაღლა ვგმინავ,+

ძვალი და ტყავიღა დავრჩი.+

 6 უდაბნოს ვარხვს დავემსგავსე,

ჭოტს ვგავარ, ნანგრევებში დაბუდებულს.

 7 თვალი ვერ მომიხუჭავს*,

სახურავზე ეულად მჯდომი ჩიტივით ვარ.+

 8 ჩემი მტრები მთელი დღე აბუჩად მიგდებენ.+

ჩემი სახელით იწყევლებიან ჩემი დამცინავები.

 9 პურივით ვჭამ ნაცარს+

და ჩემი სასმელი ცრემლითაა გაზავებული+

10 შენი გულისწყრომისა და რისხვის გამო,

რადგან ამიყვანე და მომისროლე.

11 ჩემი დღეები ჩრდილივითაა, სადაცაა რომ გაქრება;+

ბალახივით ვხმები.+

12 შენ კი, იეჰოვა, მარადიულად იქნები,+

თაობიდან თაობაში გასტანს შენი დიდება.+

13 წამოიმართები და წყალობის თვალით გადმოხედავ სიონს,+

რადგან დადგა მისი შეწყალების ჟამი;+

მოვიდა დანიშნული დრო!+

14 შენი მსახურებისთვის ძვირფასია მისი ქვები,+

მისი მტვერიც კი სანუკვარია მათთვის.+

15 ხალხებს შეეშინდებათ იეჰოვას სახელის

და დედამიწის მეფეებს — შენი დიდების.+

16 იეჰოვა აღადგენს სიონს,+

გამოჩნდება იგი თავისი დიდებით.+

17 ის შეისმენს ღატაკის ლოცვას+

და არ უკუაგდებს მის მუდარას.+

18 მომავალი თაობისთვის დაიწერა ეს,+

რათა ხალხმა, რომელიც დაიბადება, აქოს იაჰი*.

19 თავისი წმინდა სამყოფლიდან,

ზეციდან დაჰყურებს+ იეჰოვა დედამიწას,

20 რომ ისმინოს პატიმრის ოხვრა+

და გაათავისუფლოს სიკვდილმისჯილნი,+

21 რათა გაცხადდეს იეჰოვას სახელი სიონში+

და მისი ქება — იერუსალიმში,

22 როცა ხალხები და სამეფოები

იეჰოვას თაყვანსაცემად შეიკრიბებიან.+

23 ნაადრევად გამომაცალა მან ძალა;

დღეები შემიმოკლა.

24 ვთქვი: „ჩემო ღმერთო,

ბოლოს ნუ მომიღებ სიცოცხლის შუაგზაზე,

შენ, ვინც ყველა თაობაში არსებობ.+

25 დიდი ხნის წინ ჩაუყარე საძირკველი დედამიწას,

ზეცა შენი ნახელავია.+

26 ცა და მიწა მოისპობა, შენ კი სამუდამოდ დარჩები;

ტანსაცმელივით გაცვდებიან ისინი.

ტანსაცმელივით გამოცვლი მათ, ბოლო მოეღებათ;

27 შენ კი არ იცვლები, შენს წლებს არ ექნება ბოლო!+

28 შენს მსახურთა შვილები უსაფრთხოდ იცხოვრებენ,

შენ წინაშე განმტკიცდებიან მათი შთამომავლები“.+

დავითის ფსალმუნი.

103 ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო!

მთელი არსებით განვადიდებ მის სახელს!

 2 ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო,

ნუ დაივიწყებ მის საქმეებს!+

 3 ის ყველა დანაშაულს გპატიობს+

და ყველა სნეულებისგან გკურნავს;+

 4 ის არის სამარიდან შენი დამხსნელი,+

გვირგვინივით გამკობს მისი სიყვარული* და წყალობა;+

 5 ის კარგს არ გიკავებს+ მთელი შენი სიცოცხლე,

რათა არწივივით განგიახლდეს ახალგაზრდობა.+

 6 იეჰოვა სიმართლესა+ და სამართალს აღასრულებს

ყველა ჩაგრულისთვის.+

 7 თავისი გზები გააცნო მოსეს+

და თავისი საქმეები უჩვენა ისრაელებს.+

 8 იეჰოვა გულმოწყალე და თანამგრძნობია,+

სულგრძელია* და ურყევია მისი სიყვარული*.+

 9 არც მუდმივად დაგდებს ბრალს+

და არც მარადიულად გაგინაწყენდება.+

10 ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვკითხა+

და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა საკადრისი.+

11 როგორც ზეცაა დედამიწაზე განუზომლად მაღლა,

ისე განუზომლად დიდია მისი სიყვარული* მის მოშიშთათვის;+

12 როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან,

ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები;+

13 როგორც მამა იწყალებს შვილებს,

იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს,+

14 რადგან მან კარგად იცის ჩვენი აგებულება+

და ახსოვს, რომ მტვერი ვართ.+

15 მოკვდავი ადამიანის დღეები მწვანე ბალახივითაა,+

მინდვრის ყვავილივით ყვავის იგი.+

16 დაბერავს ქარი და წაიღებს,

თითქოს იქ არც ყოფილაო.

17 იეჰოვას სიყვარული ურყევია* და მარადიული

მის მოშიშთა მიმართ,+

მისი სიმართლე — მათი შვილთაშვილების მიმართ,+

18 მისი შეთანხმების დამცველთა მიმართ+

და მათ მიმართ, ვინც გულდასმით იცავს მის წესებს.

19 იეჰოვამ ზეცაში განამტკიცა თავისი ტახტი,+

მისი მეფობა ყველგან ვრცელდება.+

20 ადიდეთ იეჰოვა, ანგელოზნო მისნო,+ ძლევამოსილნო,

მისი სიტყვის შემსრულებელნო+ და მორჩილნო მისნო!

21 ადიდეთ იეჰოვა, მთელმა მისმა ლაშქარმა,+

მისმა მსახურებმა, მისი ნების შემსრულებლებმა!+

22 ადიდეთ იეჰოვა, თქვენ, მისმა ქმნილებებმა,

მთელ მის სამფლობელოში!

ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო!

104 ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო!+

დიდებული ხარ, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+

სიდიადითა და ბრწყინვალებით მოსილი!+

 2 სამოსივით შემოგიბურავს ნათელი+

და კარვის ქსოვილივით გადაგიჭიმავს ზეცა.+

 3 ძელებით აგებ შენს ზედა ოთახებს ზეციურ წყლებზე+

და ეტლად იხდი ღრუბლებს;+

ქარის ფრთებით მიმოდიხარ.+

 4 ძლიერებით მოსავ ანგელოზებს,

შთამნთქმელ ცეცხლად აქცევ შენს მსახურებს.+

 5 მყარ საძირკველზე დააფუძნე დედამიწა,+

არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ;+

 6 დაფარე წყლით, როგორც სამოსით.+

წყლებმა დაფარა მთები.

 7 შერისხე და უკუიქცნენ წყლები,+

შენი გრგვინვის ხმაზე თავზარდაცემულებმა დაიხიეს უკან,

 8 ამაღლდა მთა+ და დადაბლდა ბარი;

ყოველივემ პოვა შენგან მიჩენილი ადგილი.

 9 ზღვარი დაუდე წყლებს და ვერ გადავლენ,+

ვეღარ დაფარავენ კვლავ დედამიწას.

10 ხევებში მიუშვი წყალი, რომ მთებს შორის ედინა,

11 რათა წყალი არ გამოლეოდათ მინდვრის ცხოველებს,

წყურვილი მოეკლათ გარეულ ვირებს.

12 წყლებს ზემოთ იბუდებენ ცის ფრინველები;

ფოთოლხშირი ტოტებიდან ისმის მათი ჟღურტული.

13 ზედა ოთახებიდან რწყავ მთებს;+

შენი შრომის ნაყოფითაა სავსე დედამიწა.+

14 მწვანე ბალახს აღმოუცენებ პირუტყვს,

მცენარეებს — ადამიანებს,+

რათა საკვები მოგვცეს მიწამ:

15 ღვინო, გულის გამამხიარულებელი,+

ზეთი, სახის გამაპრიალებელი,

და პური, გულის გამამაგრებელი.+

16 ირწყვებიან იეჰოვას ხეები,

მისი დარგული ლიბანის კედრები,

17 სადაც ჩიტებს დაუდვიათ ბუდე;

ღვიაზე დაბუდებულან ყარყატები.+

18 მაღალი მთები გარეული თხებისთვისაა,+

კლდეები დამანთა თავშესაფარია.+

19 შენ შექმენი მთვარე დრო-ჟამის დასადგენად;

მზემ კარგად იცის თავისი ჩასვლის დრო.+

20 ბნელში ხვევ არემარეს და ღამდება,+

დაძრწის ტყის ნადირი.

21 ბრდღვინავენ და საკბილოს ეძებენ ლომები,+

ღვთისგან ელიან საზრდოს.+

22 ამოდის მზე

და თავ-თავიანთ ბუნაგებს უბრუნდებიან.

23 კაცი საშრომად მიდის

და საღამომდე გარჯაშია.

24 რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა!+

ყოველივე სიბრძნით შექმენი;+

სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით.

25 აურაცხელი სულდგმულია

უკიდეგანო და ვრცელ ზღვაში — დიდი თუ პატარა.+

26 მის ტალღებს მიაპობენ ხომალდები,

მის წყლებს სერავს ლევიათანიც*,+ წყალში მოთამაშე, შენ რომ შექმენი.

27 ყოველი მათგანი შენ შემოგყურებს,

რომ დროულად მისცე საზრდო.+

28 იმით საზრდოობენ, რასაც შენ აძლევ;+

ხელს შლი და არ უკავებ სიკეთეს.+

29 ზურგს თუ შეაქცევ, შეძრწუნდებიან;

სულს* თუ წაართმევ, დაიხოცებიან და მტვერს დაუბრუნდებიან.+

30 შენს სულს გზავნი და წარმოიქმნებიან ისინი,+

ახალ სიცოცხლეს შთაბერავ მიწას.

31 მარადიულად გასტანს იეჰოვას დიდება.

გაიხარებს იეჰოვა თავისი ნახელავით.+

32 უყურებს დედამიწას და ირყევა ის,

ეხება მთებს და ბოლავენ ისინი.+

33 მთელი სიცოცხლე ვუმღერებ იეჰოვას,+

ვუგალობებ ჩემს ღმერთს, სანამ ცოცხალი ვარ!+

34 საამო იყოს ჩემი ფიქრები მისთვის*;

იეჰოვათი გავიხარებ!

35 აღიგვებიან ცოდვილები მიწის პირიდან,

აღარ იარსებებენ ბოროტები.+

ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო! ადიდეთ იაჰი*!

105 მადლობდეთ იეჰოვას,+ მოუხმეთ მის სახელს,

აუწყეთ ხალხებს მისი საქმეების შესახებ!+

 2 უგალობეთ მას და ხოტბა შეასხით,

ჩაუფიქრდით მის საოცარ საქმეებს*.+

 3 იამაყეთ მისი წმინდა სახელით;+

გულით გაიხარონ იეჰოვას მძებნელებმა!+

 4 ეძებეთ იეჰოვა+ და მისი ძალა,

მუდამ ესწრაფეთ მისგან წყალობის მიღებას.

 5 გახსოვდეთ მისი საოცარი საქმეები,

მისი მრავალი სასწაული და განაჩენი,+

 6 აბრაამის, მისი მსახურის, შთამომავლებო,+

იაკობის ძეებო, ღვთის რჩეულნო!+

 7 ის არის იეჰოვა, ჩვენი ღმერთი.+

მისი სამართალი მთელ დედამიწაზე ვრცელდება.+

 8 არასდროს ივიწყებს თავის შეთანხმებას,+

ათასი თაობისთვის მიცემულ პირობას,+

 9 აბრაამთან დადებულ შეთანხმებასა+

და ისაკისთვის მიცემულ ფიცს,+

10 რაც წესად დაუდგინა იაკობს

და მარადიულ შეთანხმებად უქცია ისრაელს:

11 „მოგცემ ქანაანის მიწას,+

ეს იქნება შენი სამკვიდრო“.+

12 მაშინ ცოტანი იყვნენ ისინი,+

ძალიან ცოტანი, თანაც ხიზნები იმ მიწაზე.+

13 ერიდან ერში გადადიოდნენ,

სამეფოდან — სამეფოში.+

14 მან არავის დააჩაგვრინა ისინი,+

მეფეებსაც კი აფრთხილებდა მათ გამო:+

15 ჩემს ცხებულებს ხელი არ ახლოთ

და ჩემს წინასწარმეტყველებს არაფერი დამართოთო!+

16 შიმშილი ჩამოაგდო მათ მიწაზე;+

გამოულია პურის მარაგი*.

17 მათ წინ გაგზავნა კაცი,

იოსები, რომელიც მონად გაყიდეს.+

18 ხუნდები დაადეს ფეხებზე+

და რკინის საკვრელები — კისერზე;

19 იეჰოვას სიტყვამ გამოაწრთო იგი,+

სანამ შესრულდებოდა მისი ნათქვამი.

20 მეფემ ბრძანა მისი გათავისუფლება,+

ხალხთა მმართველმა — მისი გამოხსნა.

21 თავისი სახლის გამგებლად დააყენა,

მას ჩააბარა მთელი ქონება,+

22 რათა მას დამორჩილებოდნენ მთავრები

და დაებრძენებინა უხუცესები.+

23 ჩავიდა ისრაელი ეგვიპტეში+

და ხიზნად იყო იაკობი ქამის ქვეყანაში.

24 გაამრავლა ღმერთმა თავისი ხალხი+

და მტრებზე მეტად გააძლიერა;+

25 შეაძულა* მათ თავისი ხალხი

და ისინიც მუხანათურად ექცეოდნენ მის მსახურებს.+

26 გაგზავნა თავისი მსახური მოსე+

და აარონი,+ რომელიც აირჩია.

27 მისი ძალით საოცრებები მოახდინეს ეგვიპტელთა თვალწინ,

სასწაულები მოახდინეს ქამის ქვეყანაში.+

28 მოავლინა სიბნელე და ჩამოწვა წყვდიადი;+

არ ეურჩნენ ისინი* მის სიტყვებს.

29 წყალი სისხლად უქცია ეგვიპტელებს

და გაუწყვიტა თევზი.+

30 ბაყაყებით აავსო მათი ქვეყანა,+

სამეფო ოთახებიც კი.

31 ბრძანა, რომ ბუზანკალი

და ქინქლა შესეოდა მთელ იმ მხარეს.+

32 წვიმა სეტყვად უქცია

და ელვა მოუვლინა მათ ქვეყანას.+

33 მოუსპო მათ ვაზი და ლეღვი,

დალეწა ხეები მთელ იმ მხარეში.

34 თქვა, რომ კალია შესეოდა მათ,

ურიცხვი უფრთო კალია.+

35 გადაჭამეს ქვეყნის მცენარეულობა,

შთანთქეს იმ მიწის ნაყოფი.

36 დახოცა ყველა პირმშო მათ ქვეყანაში,+

მათ შთამომავალთაგან პირველნი*.

37 ოქრო-ვერცხლით გამოიყვანა ისინი;+

არავინ დაუძლურებულა მის ტომებში.

38 გაიხარა ეგვიპტემ მათი წასვლით,

რადგან თავზარდაცემულნი იყვნენ მათ გამო.+

39 ღრუბელი აღუმართა კედლად+

და ცეცხლი — ღამის გასანათებლად.+

40 ითხოვეს და მანაც მოუვლინა მწყერი,+

ზეციური პურით აძღებდა მათ.+

41 გააპო კლდე და გადმოდინდა წყალი;+

მდინარესავით იდინა წყალმა უდაბნოში.+

42 მას ახსოვდა თავისი მსახურისთვის, აბრაამისთვის, მიცემული წმინდა აღთქმა.+

43 სიხარულით გამოიყვანა თავისი ხალხი,+

ყიჟინით — თავისი რჩეულები.

44 მისცა მათ სხვა ხალხთა მიწები;+

დაეუფლნენ ისინი ერების ნაჯაფს,+

45 რათა შეესრულებინათ მისი წესები+

და დაეცვათ მისი კანონები.

ადიდეთ იაჰი*!

106 ადიდეთ იაჰი*!

მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია* იგი,+

მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*!+

 2 ვის ძალუძს იეჰოვას ძლევამოსილების

ანდა ყველა მისი სანაქებო საქმის გაცხადება?!+

 3 ბედნიერია, ვინც სამართლიანად იქცევა,

ვინც ყოველთვის სიმართლეს იქმს.+

 4 გამიხსენე, იეჰოვა, როცა წყალობას უყოფ შენს ხალხს,+

მომხედე და მიხსენი,

 5 რათა ვიხილო შენი რჩეულებისთვის გაკეთებული შენი სიკეთე,+

შენს ერთან ერთად გავიხარო

და შენს ხალხთან ერთად ვიამაყო შენით.

 6 ჩვენც შევცოდეთ ჩვენი მამა-პაპასავით,+

უკეთურად მოვიქეცით, ბოროტება ჩავიდინეთ.+

 7 ვერ ჩასწვდა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტეში შენს საოცარ საქმეებს.

დაივიწყეს შენი უსაზღვრო სიყვარული*

და გეურჩნენ ზღვასთან, წითელ ზღვასთან,+

 8 შენ კი იხსენი ისინი შენი სახელის გამო,+

რათა ყველას გაეგო შენი ძლევამოსილების შესახებ.+

 9 შერისხა წითელი ზღვა და დაშრა ის,

ისე გაატარა ისინი მის სიღრმეში, როგორც უდაბნოში.+

10 მან იხსნა ისინი მოძულეთაგან,+

მტერს გამოსტაცა ხელიდან.+

11 წყალში დაინთქნენ მათი მოწინააღმდეგეები,

ერთიც არ გადარჩენილა.+

12 მაშინ ირწმუნეს მისი დანაპირები,+

სიმღერით განადიდეს იგი,+

13 მაგრამ მალევე დაივიწყეს მისი საქმეები,+

არ დაელოდნენ მის მითითებას.

14 გულის წადილს აჰყვნენ უდაბნოში+

და სცდიდნენ ღმერთს უკაცრიელ ადგილას.+

15 შეუსრულა მათ თხოვნა,

შემდეგ კი დამაუძლურებელი სენი შეჰყარა და ბოლო მოუღო.+

16 ბანაკში შურით აღივსნენ მოსესა

და აარონის,+ იეჰოვას წმინდის მიმართ.+

17 დააღო მიწამ პირი და შთანთქა დათანი

და აბირამთან ერთად შეკრებილები.+

18 ცეცხლი აგიზგიზდა მათ კრებულში,

ცეცხლის ალმა შთანთქა ბოროტები.+

19 ხორებში ხბო გააკეთეს

და პირქვე დაემხვნენ ქანდაკების წინაშე.+

20 ჩემი დიდება ბალახის მჭამელი მოზვრის კერპზე გაცვალეს.+

21 დაივიწყეს ღმერთი,+ თავიანთი მხსნელი,

რომელმაც დიდებული საქმეები მოიმოქმედა ეგვიპტეში,+

22 საოცრებები — ქამის+ ქვეყანაში,

შიშის მომგვრელი საქმეები — წითელ ზღვასთან.+

23 ის-ის იყო უნდა მოესპო ისინი,

რომ მისი რჩეული მოსე ჩადგა მათ შორის,

რათა თავს არ დასტეხოდათ მისი რისხვა.+

24 არად ჩააგდეს სანუკვარი ქვეყანა;+

არ ირწმუნეს მისი დანაპირები.+

25 დრტვინავდნენ კარვებში+

და არ უსმენდნენ იეჰოვას,+

26 ამიტომ დაიფიცა,

რომ უდაბნოში მოუღებდა მათ ბოლოს,+

27 მათ შთამომავლობას კი ხალხებში გაფანტავდა

და უცხო მიწაზე დახოცავდა.+

28 ფეორის ბაალს დაუწყეს თაყვანისცემა+

და ჭამდნენ მკვდართათვის მსხვერპლად შენაწირს*.

29 განარისხეს ის თავიანთი საქციელით+

და უბედურება დაიტეხეს თავს.+

30 როცა ფინხასმა სამართალი აღასრულა,

შეწყდა უბედურება.+

31 ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას

თაობიდან თაობაში, სამარადისოდ.+

32 აღაშფოთეს ღმერთი მერიბას* წყალთან,

მათ გამო დაისაჯა მოსე.+

33 განარისხეს იგი

და მანაც დაუფიქრებლად ილაპარაკა.+

34 არ მოიქცნენ იეჰოვას ბრძანებისამებრ,+

არ გაანადგურეს ხალხები.+

35 შეერივნენ სხვა ერებს+

და მათ კვალს გაჰყვნენ.+

36 ემსახურებოდნენ მათ კერპებს+

და ეს მახედ ექცათ.+

37 თავიანთ ვაჟებსა და ასულებს

დემონებს სწირავდნენ.+

38 უდანაშაულო სისხლს ღვრიდნენ,+

თავიანთი ვაჟებისა და ასულების სისხლს,

ქანაანელთა კერპებს სწირავდნენ მათ;+

წაიბილწა ქვეყანა სისხლის ღვრით.

39 გაუწმინდურდნენ თავიანთი საქმეებით;

ორგულობდნენ ღმერთს*.+

40 განრისხდა იეჰოვა თავის ხალხზე

და შეიძულა თავისი საკუთრება.

41 სხვა ხალხების ხელში ყრიდა მათ,+

რათა მოძულენი გაბატონებულიყვნენ მათზე.+

42 ჩაგრავდნენ მათ მტრები

და იმორჩილებდნენ.

43 ბევრჯერ დაიხსნა,+

მაგრამ ისინი კვლავ უმხედრდებოდნენ და ეურჩებოდნენ მას,+

შედეგად კი დამცირებას იმკიდნენ თავიანთი დანაშაულის გამო;+

44 ის კი ხედავდა მათ გასაჭირს+

და უსმენდა, როცა შველას შესთხოვდნენ.+

45 მათი გულისთვის არ ივიწყებდა თავის შეთანხმებას

და თავისი უსაზღვრო სიყვარულის*+ გამო ებრალებოდა ისინი.

46 მათდამი სიბრალულს აღუძრავდა

მათ დამატყვევებელთ.+

47 გვიხსენი, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო,+

გამოგვიყვანე ხალხებიდან და ერთად შეგვკრიბე,+

რათა ვმადლობდეთ შენს წმინდა სახელს

და სიხარულით გიძღვნიდეთ ქებას.+

48 იდიდოს იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა,

მარადიულად!+

ყველა ხალხმა თქვას: ამინ!

ადიდეთ იაჰი*!

ᲬᲘᲒᲜᲘ ᲛᲔᲮᲣᲗᲔ

(ფსალმუნები 107—150)

107 მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია* იგი,+

მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*!+

 2 ილაპარაკონ ეს იეჰოვას გამოსყიდულებმა,

მოწინააღმდეგეთა ხელიდან დახსნილებმა,+

 3 სხვადასხვა ქვეყნიდან რომ შეკრიბა მან,+

აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან,

ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.+

 4 დაეხეტებოდნენ ისინი უდაბნოში, უკაცრიელ ადგილას;

გზას ვერ იგნებდნენ ქალაქისკენ, სადაც დამკვიდრდებოდნენ.

 5 მშიერ-მწყურვალნი იყვნენ,

ღონემიხდილნი და დაუძლურებულნი.

 6 გასაჭირში იეჰოვას შეღაღადებდნენ+

და ისიც იხსნიდა მათ გაჭირვების ჟამს.+

 7 სწორი გზით დაატარებდა,+

რათა მიეყვანა ქალაქში, სადაც დამკვიდრდებოდნენ.+

 8 მადლობდეს ხალხი იეჰოვას+ მისი ურყევი სიყვარულისა*

და კაცთათვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის!+

 9 მან წყალი მისცა მწყურვალს

და სიკეთე არ მოაკლო მშიერს.+

10 ბნელსა და უკუნში ცხოვრობდნენ

ტანჯული და შებორკილი ტყვეები,

11 რადგან ეურჩნენ ღვთის სიტყვას

და უზენაესის რჩევა არაფრად ჩააგდეს.+

12 მან გასაჭირით მოდრიკა მათი გული;+

დაეცნენ ისინი და არავინ იყო მათი მშველელი.

13 საშველად მოუხმეს იეჰოვას

და მანაც იხსნა ისინი გაჭირვების ჟამს.

14 ბნელიდან და უკუნიდან გამოიყვანა და დახსნა ბორკილები.+

15 მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი ურყევი სიყვარულისა*+

და კაცთათვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის!

16 მან დალეწა სპილენძის კარები

და დაამტვრია რკინის ურდულები.+

17 უგუნურები იყვნენ და უბედურება დაიტეხეს თავს+

თავიანთი შეცდომებისა და დანაშაულის გამო.+

18 შესძაგდათ ყოველგვარი საკვები;

სიკვდილის კარიბჭეებს მიადგნენ.

19 საშველად უხმობდნენ იეჰოვას

და ისიც იხსნიდა მათ გაჭირვების ჟამს.

20 ბრძანებდა და ისინიც მისი სიტყვისამებრ იკურნებოდნენ,+

ამოჰყავდა ორმოში ჩაცვენილნი.

21 მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი ურყევი სიყვარულისა*

და კაცთათვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის!

22 სამადლობელი მსხვერპლი შესწირონ მას+

და სიხარულის ყიჟინით აუწყონ მისი საქმეები.

23 ვინც ზღვაში მოგზაურობენ

და ხომალდებით აპობენ წყლებს სავაჭროდ,+

24 ხედავენ იეჰოვას საქმეებს,

ამჩნევენ მის საოცრებებს წყლის სიღრმეებში,+

25 როგორ ვარდება ქარიშხალი მის სიტყვაზე+

და როგორ ზვირთდებიან ზღვის ტალღები.

26 ხან ცად ტყორცნის მათ ტალღები

და ხანაც ზღვის სიღრმეში ინთქმებიან;

გული მისდით გარდაუვალი უბედურების გამო.

27 მთვრალი კაცივით ქანაობენ და ბარბაცებენ,

აღარაფერში არგიათ თავიანთი სიმარჯვე.+

28 საშველად უხმობენ იეჰოვას+

და ისიც იხსნის მათ.

29 ის აცხრობს ქარიშხალს

და წყნარდებიან ზღვის ტალღები.+

30 სიმშვიდე ისადგურებს და ხარობენ ისინი;

უსაფრთხო ნავსაყუდლისკენ მიუძღვის მათ.

31 მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი ურყევი სიყვარულისა*

და კაცთათვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის!+

32 ადიდონ იგი შესაკრებელში+

და აქონ უხუცესთა კრებულში.

33 მდინარეებს უდაბნოდ აქცევს

და წყაროებს — ხრიოკად,+

34 ნაყოფიერ მიწას — მარილოვან მიწად+

იქ მცხოვრებთა ბოროტების გამო.

35 უდაბნოს ლერწმიან ტბორად აქცევს

და უწყლო მიწას — წყაროებად.+

36 იქ ასახლებს მშივრებს,+

რათა დააარსონ ქალაქი და იცხოვრონ იქ.+

37 თესავენ ხორბალს და ყრიან ვაზს;+

იღებენ უხვ მოსავალს.+

38 აკურთხებს მათ და მრავლდებიან;

არ აკლდებათ პირუტყვი.+

39 მაგრამ ჩაგვრის, უბედურებისა და მწუხარების გამო

კვლავ დაცოტავდება და დამცირდება ხალხი.

40 თავლაფს ასხამს დიდებულებს

და ახეტიალებს უკაცრიელ ადგილას.+

41 საწყალს კი იცავს ჩაგვრისგან+

და ფარასავით ამრავლებს მის ოჯახს.

42 მართლები ხედავენ ამას და ხარობენ,+

უმართლოები კი კრინტსაც ვერ ძრავენ.+

43 დააკვირდება ყოველივეს ბრძენი+

და ჩაუკვირდება იეჰოვას ურყევ სიყვარულს*.+

დავითის საგალობელი.

108 მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო,

ავაჟღერებ საკრავს და გიგალობებ მთელი გულით.+

 2 გამოიღვიძე, სიმებიანო საკრავო, და შენც, ქნარო!+

გამოვაღვიძებ განთიადს.

 3 ხალხებში შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,

ერებს შორის გიგალობებ!

 4 განუზომელია შენი სიყვარული* და ცამდე აღწევს,+

შენი ერთგულება ღრუბლებს სწვდება.

 5 ღმერთო, ცას ასცდეს შენი დიდება!

განდიდდი მთელ დედამიწაზე!+

 6 გვიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე,

რათა გადარჩეს შენი საყვარელი ხალხი.+

 7 ღმერთმა თქვა თავისი სიწმინდით*:

„გავიხარებ და შექემს+ მივცემ სამკვიდროდ ჩემს ხალხს

და სუქოთის ველს+ მივუზომავ.

 8 ჩემია გალაადიც+ და მენაშეც,

ეფრემი მუზარადივით მხურავს,+

იუდა კი მთავრის კვერთხივით მიპყრია.+

 9 მოაბი+ ჩემი დასაბანი ჭურჭელია.

ედომზე მოვისვრი ჩემს სანდალს.+

გამარჯვების ყიჟინას დავცემ ფილისტიმს“.+

10 ვინ მიმიყვანს გამაგრებულ ქალაქამდე?!

ვინ წამიძღვება ედომამდე?!+

11 განა შენ არ გვაქციე ზურგი, ღმერთო,

ჩვენო ღმერთო, და აღარ მიუძღვი ჩვენს ლაშქარს?!+

12 დაგვეხმარე გაჭირვების ჟამს,+

რადგან ვერ გვიხსნის კაცი.+

13 ღმერთი მოგვცემს ძალას+

და ის გათელავს ჩვენს მოწინააღმდეგეებს!+

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. საგალობელი.

109 ჩემო ღმერთო, ჩემგან ქებულო,+ ნუ დადუმდები!

2 ბოროტები და მზაკვრები ჩემ წინააღმდეგ ლაპარაკობენ;

სიცრუეს ამბობენ ჩემზე.+

 3 გარს მერტყმიან და ზიზღით ლაპარაკობენ ჩემზე,

უმიზეზოდ მესხმიან თავს.+

 4 სიყვარულზე მტრობით მპასუხობენ,+

მაგრამ მე ლოცვას არ ვწყვეტ.

 5 სიკეთეს ბოროტებით მიხდიან+

და სიყვარულს — სიძულვილით.+

 6 ბოროტი კაცი დაუყენე მოსამართლედ ჩემს მტერს,

მოწინააღმდეგე* დაუდგეს მარჯვნივ.

 7 დამნაშავედ ცნონ სასამართლოზე,

ლოცვაც კი ცოდვად ჩაეთვალოს.+

 8 დღემოკლე იყოს იგი+

და მის ნაცვლად სხვა გახდეს ზედამხედველი.+

 9 უმამოდ დარჩნენ მისი შვილები

და დაქვრივდეს მისი ცოლი.

10 მოხეტიალე მათხოვრებად იქცნენ მისი შვილები,

საჭმლის საძებნელად გამოვიდნენ თავიანთი გაპარტახებული საცხოვრებლიდან.

11 მევახშემ ჩაიგდოს ხელში მისი სარჩო-საბადებელი,

უცხოებმა დაიტაცონ მისი ქონება.

12 ნურავინ გაუკეთებს მას სიკეთეს*

და ნურავინ შეიწყალებს მის ობლებს.

13 მოისპოს მისი შთამომავლობა;+

მათი ხსენებაც აღარ იყოს მომავალ თაობაში.

14 იეჰოვამ გაუხსენოს მის მამა-პაპას დანაშაული+

და ნუ წაიშლება დედამისის ცოდვა.

15 დაე არასოდეს დაივიწყოს იეჰოვამ მათი დანაშაული

და მოსპოს მათი სახსენებელი დედამიწაზე!+

16 დაივიწყა სიკეთის* ქმნა+

და მოსაკლავად დასდევდა+ ჩაგრულს,

საწყალსა და გულმოკლულს.+

17 უყვარდა წყევლა, ამიტომ მასვე ეწია ის;

არ სურდა სხვების დალოცვა

და თავადაც კურთხევის გარეშე დარჩა.

18 წყევლით შეიმოსა;

წყალივით ჩაიღვარა ის მასში, ზეთივით — მის ძვლებში.

19 სამოსელივით შემოეტმასნოს მას წყევლა

და სარტყელივით,+ მუდამ წელზე რომ აქვს შემორტყმული.

20 ასეთი საზღაური მიეზღვება იეჰოვასგან ჩემს მოწინააღმდეგეს+

და ჩემზე აუგის მთქმელთ.

21 შენ კი შემეწიე შენი სახელის გულისთვის,+

იეჰოვა, უზენაესო უფალო,

და დამიხსენი, რადგან უნაკლო* და ურყევია შენი სიყვარული*;+

22 მე ხომ საწყალი და უმწეო ვარ,+

გული მაქვს ჩამკვდარი.+

23 ჩრდილივით ვარ, რომელიც სადაცაა გაქრება,

კალიასავით ვარ მოსროლილი.

24 მარხვისგან მუხლი მეკვეთება,

ჩამოვდნი და გავილიე.

25 მტრების დასაცინი გავხდი.+

ჩემ დანახვაზე ზიზღით თავს აქნევენ.+

26 შემეწიე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,

მიხსენი შენი ურყევი სიყვარულით*.

27 გაიგონ, რომ შენ მოახდინე,

შენ მოიმოქმედე ეს, იეჰოვა!

28 მათ მწყევლონ, შენ კი მაკურთხე.

შერცხვნენ ისინი, როცა ამიმხედრდებიან,

შენმა მსახურმა კი გაიხაროს.

29 დამცირებით შეიმოსონ ჩემი მოწინააღმდეგეები

და მოსასხამივით მოისხან თავიანთი სირცხვილი.+

30 გულმხურვალედ შევასხამ ხოტბას იეჰოვას,

მრავალი ხალხის თვალწინ განვადიდებ მას,+

31 რადგან გვერდში ამოუდგება საწყალს,

რომ იხსნას იგი ბრალმდებლებისგან.

დავითის ფსალმუნი. საგალობელი.

110 იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა:

„იჯექი ჩემ მარჯვნივ,+

სანამ შენს მტრებს შენს ფეხსადგამად არ ვაქცევ“.+

 2 იეჰოვა განავრცობს შენს ძალაუფლებას* სიონიდან და გეტყვის:

„წადი და იბატონე შენს მტრებს შორის!“+

 3 შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა შენი ჯარის გალაშქრების დღეს.

დილის* ნამივით გყავს სიწმინდით მოსილი ახალგაზრდები.

 4 იეჰოვამ დაიფიცა და არ გადათქვამს:

„მარადიულად შენ ხარ მღვდელი,+

მელქისედეკის მსგავსი!“+

 5 იეჰოვა ამოგიდგება მხარში;+

ის შემუსრავს მეფეებს თავისი რისხვის დღეს.+

 6 განაჩენს აღასრულებს ხალხებზე;+

გვამებით აავსებს ქვეყანას;+

შემუსრავს მთელი დედამიწის მთავარს.

 7 წყალს დალევს ის* გზისპირა წყაროდან

და კმაყოფილი მაღლა ასწევს თავს.

111 ადიდეთ იაჰი*!+

א [ალეფ]

მთელი გულით შევასხამ ხოტბას იეჰოვას+

ב[ბეთ]

კრებულში მართალთა შორის.

ג [გიმელ]

 2 დიდებულია იეჰოვას საქმეები;+

ד [დელეთ]

იკვლევენ მათ ისინი, ვისაც სიამეს ჰგვრის მისი ნამოქმედარი.+

ה [ჰე]

 3 ბრწყინვალე და დიდებულია მისი საქმეები,

ו [ვავ]

უსასრულოა მისი სიმართლე.+

ז [ზაინ]

 4 დაუვიწყარ, საუცხოო საქმეებს იქმს.+

ח [ხეთ]

თანამგრძნობი და გულმოწყალეა იეჰოვა.+

ט [ტეთ]

 5 საზრდოს აძლევს თავის მოშიშებს.+

י [ჲოდ]

არასდროს ივიწყებს თავის შეთანხმებას.+

כ [ქაფ]

 6 ძლევამოსილი საქმეები მოახდინა თავისი ხალხისთვის —

ל [ლამედ]

სხვა ერების სამკვიდრო მისცა მათ.+

מ [მემ]

 7 ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი საქმეები;+

נ [ნუნ]

სანდოა ყველა მისი ბრძანება.+

ס [სამეხ]

 8 სანდოა ისინი, ახლაც და მარადიულადაც;

ע [აინ]

ჭეშმარიტებასა და სიმართლეს ემყარება.+

פ [ფე]

 9 გამოისყიდა თავისი ხალხი.+

צ [ცადე]

სამარადისო შეთანხმება დადო.

ק [კოფ]

წმინდა და შიშის მომგვრელია მისი სახელი.+

ר [რეშ]

10 იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა.+

ש [სინ]

გამჭრიახნი არიან მისი ბრძანების შემსრულებელნი.+

ת [თავ]

მარადიულად უნდა აქებდნენ მას.

112 ადიდეთ იაჰი*!+

א [ალეფ]

ბედნიერია იეჰოვას მოშიში კაცი,+

ב [ბეთ]

რომელსაც დიდ სიამეს ჰგვრის მისი მცნებები.+

ג [გიმელ]

 2 გაძლიერდება მისი შთამომავლობა დედამიწაზე,

ד [დელეთ]

კურთხეული იქნება მართალთა თაობა.+

ה [ჰე]

 3 ქონება და სიმდიდრეა მის სახლში;

ו [ვავ]

მარადიულად გასტანს მისი სიმართლე.

ז [ზაინ]

 4 სიბნელეში ანათებს მართლებისთვის,+

ח [ხეთ]

თანამგრძნობი, გულმოწყალე+ და მართალია.

ט [ტეთ]

 5 ხელი მოემართება კაცს, რომელიც უშურველად გასცემს სესხს;+

י [ჲოდ]

სამართლიანად წარმართავს იგი თავის საქმეებს.

כ [ქაფ]

 6 არასდროს წაბორძიკდება;+

ל [ლამედ]

არასდროს იქნება დავიწყებული მართალი.+

מ [მემ]

 7 ცუდი ამბები ვერ შეაშინებს მას;+

נ [ნუნ]

მტკიცეა მისი გული, რადგან იეჰოვაზეა მინდობილი.+

ס [სამეხ]

 8 უდრეკია მისი გული, არაფრის ეშინია;+

ע [აინ]

ბოლოს იხილავს თავისი მტრების დამარცხებას.+

פ [ფე]

 9 მან გულუხვად გასცა, შეეწია ღარიბს;+

צ [ცადე]

მარადიულია მისი სიმართლე.+

ק [კოფ]

გაძლიერდება და განდიდდება იგი*.

ר [რეშ]

10 იხილავს ამას ბოროტი და გამწარდება,

ש [შინ]

კბილთა ღრჭენას მოჰყვება და საბოლოოდ გაქრება;

ת [თავ]

ვერ მიაღწევს საწადელს ბოროტი.+

113 ადიდეთ იაჰი*!

იეჰოვას მსახურებო, ხოტბა შეასხით მას,

ადიდეთ იეჰოვას სახელი!

 2 იდიდოს იეჰოვას სახელმა

ახლაც და მარადიულადაც!+

 3 მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე

ქებული იყოს იეჰოვას სახელი!+

 4 აღზევებულია იეჰოვა ყველა ხალხზე;+

ცას სცდება მისი დიდება.+

 5 ვინ არის ჩვენი ღვთის, იეჰოვას, მსგავსი,+

რომელიც ზეცად მკვიდრობს?!

 6 დაბლა იხრება, რომ გადმოხედოს ცასა და მიწას;+

 7 საწყალს მტვრიდან აყენებს

და ღარიბს — ნაცრის გროვიდან*,+

 8 რათა დასვას იგი დიდებულებთან,

წარჩინებულებთან თავის ხალხს შორის.

 9 მისი წყალობით უშვილო ქალი

შვილებით ხარობს თავის სახლში.+

ადიდეთ იაჰი*!

114 როცა ისრაელი ეგვიპტიდან გამოვიდა+

და იაკობის შთამომავლობა

უცხო ენაზე მოლაპარაკე ხალხს გამოეყო,

 2 იუდა გახდა ღვთის წმინდა სამყოფელი

და ისრაელი — მისი დიდებული სამფლობელო.+

 3 დაინახა ეს ზღვამ და გაიქცა;+

უკან დაიხია იორდანემ.+

 4 მთები ვერძებივით აკუნტრუშდნენ+

და გორები — ბატკნებივით.

 5 რად გაიქეცი, ზღვაო?!+

რად დაიხიე უკან, იორდანევ?!+

 6 რას კუნტრუშებთ, მთებო, ვერძებივით

და, თქვენ, გორებო — ბატკნებივით?!

 7 ძრწოდე, დედამიწავ, უფლის წინაშე,

იაკობის ღვთის წინაშე,+

 8 რომელიც ლერწმიან ტბორად აქცევს კლდეს

და ნაკადულებად — სალ კლდეს.+

115 ჩვენ კი ნუ მოგვაგებ დიდებას, იეჰოვა,

ჩვენ კი ნუ მოგვაგებ,

შენს სახელს მიაგე დიდება,+

რადგან მოსიყვარულე* და ერთგული ხარ!+

 2 რატომ უნდა თქვან ხალხებმა:

სად არისო მათი ღმერთი?+

 3 ჩვენი ღმერთი ზეცაშია;

თუკი რამეს მოისურვებს, აკეთებს კიდეც.

 4 მათი კერპები ვერცხლი და ოქროა,

ადამიანის ნახელავი:+

 5 პირი აქვთ, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ,+

თვალები აქვთ, მაგრამ ვერ ხედავენ,

 6 ყურები აქვთ, მაგრამ არ ესმით,

ცხვირი აქვთ, მაგრამ ვერ იყნოსავენ,

 7 ხელები აქვთ, მაგრამ ვერაფერს ეხებიან,

ფეხები აქვთ, მაგრამ ვერ დადიან,+

ხმა არ ამოსდით ხორხიდან.+

 8 მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები+

და ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.+

 9 ისრაელო, მიენდე იეჰოვას+ —

შენი მშველელი და ფარია იგი!+

10 აარონის შთამომავლებო,+ მიენდეთ იეჰოვას —

თქვენი მშველელი და ფარია იგი!

11 იეჰოვას მოშიშნო, მიენდეთ იეჰოვას+ —

თქვენი მშველელი და ფარია იგი!+

12 არ დავვიწყებივართ იეჰოვას და გვაკურთხებს;

ის აკურთხებს ისრაელს+

და აკურთხებს აარონის შთამომავლობას.

13 აკურთხებს იეჰოვა თავის მოშიშებს,

დიდსა თუ მცირეს.

14 იეჰოვა გაგამრავლებთ

თქვენც და თქვენს შვილებსაც.+

15 გაკურთხოთ იეჰოვამ,+

ზეცისა და დედამიწის შემოქმედმა!+

16 იეჰოვასია ზეცა,+

დედამიწა კი ადამიანებს მისცა.+

17 მკვდრები ვერ ადიდებენ იაჰს*,+

ვერავინ, ვინც სიკვდილის მდუმარებაში დანთქმულა.+

18 ჩვენ კი ვადიდებთ იაჰს*

ახლაც და მარადიულადაც.

ადიდეთ იაჰი*!

116 მიყვარს იეჰოვა*,

რადგან ისმენს იგი ჩემს ხმას, როცა შველას ვთხოვ.+

 2 ყურს მიგდებს+

და მეც მთელი სიცოცხლე მოვუხმობ მას.

 3 სიკვდილის საბელებით შევიკარი,

სამარის* მარწუხებში აღმოვჩნდი;+

გასაჭირმა და მწუხარებამ მშთანთქა,+

 4 მაგრამ იეჰოვას სახელს მოვუხმე:+

„იეჰოვა, მიხსენი!“

 5 იეჰოვა თანამგრძნობი და მართალია,+

მოწყალეა ჩვენი ღმერთი.+

 6 იეჰოვა იცავს გამოუცდელებს.+

ის მხსნელად მომევლინა დაბეჩავებულს.

 7 დაშოშმინდი, სულო ჩემო,

რადგან სიკეთე გაგიკეთა იეჰოვამ.

 8 შენ მიხსენი სიკვდილისგან,

თვალზე ცრემლი შემაშრე და დამიცავი წაბორძიკებისგან.+

 9 იეჰოვას წინაშე ვივლი ამ ცისქვეშეთში.

10 ჩემი რწმენა მალაპარაკებდა,+

თუმცა მძიმე განსაცდელში ვიყავი.

11 შეძრწუნებულმა ვთქვი:

ცრუა-მეთქი ყოველი კაცი.+

12 რით გადავუხდი იეჰოვას

მთელი იმ სიკეთისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?

13 ხსნის თასს ავიღებ

და მოვუხმობ იეჰოვას სახელს.

14 აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას

მთელი მისი ხალხის წინაშე.+

15 იეჰოვას ძალიან უმძიმს

თავის ერთგულთა სიკვდილი.+

16 გევედრები, იეჰოვა,

მე ხომ შენი მსახური ვარ,

შენი მსახური, შენი მხევლის ძე!

შენ შემხსენი საბელები.+

17 სამადლობელ მსხვერპლს შემოგწირავ.+

მოვუხმობ იეჰოვას სახელს.

18 აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას+

მთელი მისი ხალხის წინაშე,+

19 იეჰოვას+ სახლის ეზოებში,

შენ შუაგულში, იერუსალიმო.

ადიდეთ იაჰი*!+

117 ხოტბა შეასხით იეჰოვას, ერებო,+

განადიდეთ ის, ხალხებო,+

 2 რადგან განუზომელია ჩვენდამი მისი სიყვარული*,+

მარადიულია+ იეჰოვას ერთგულება!+

ადიდეთ იაჰი*!+

118 მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია* იგი,+

მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*!

 2 თქვას ისრაელმა:

„მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*!“

 3 თქვას აარონის შთამომავლობამ:

„მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*!“

 4 თქვან იეჰოვას მოშიშებმა:

„მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*!“

 5 გაჭირვების ჟამს მოვუხმე იაჰს*.

მიპასუხა იაჰმა და უსაფრთხო ადგილას გამომიყვანა.+

 6 იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება.+

რას მიზამს კაცი?!+

 7 იეჰოვაა ჩემ გვერდით, ის არის ჩემი შემწე*;+

ვიხილავ ჩემს მოძულეთა დამარცხებას.+

 8 იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია ადამიანზე მინდობას.+

 9 იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია მთავრებზე მინდობას.+

10 ხალხები შემომერტყნენ გარს,

მაგრამ იეჰოვას სახელით მოვიგერიე.+

11 გარს შემომერტყნენ, შემომეხვივნენ,

მაგრამ იეჰოვას სახელით მოვიგერიე.

12 ფუტკრებივით გარს შემომეხვივნენ,

მაგრამ ნარ-ეკალს მოდებული ცეცხლივით მალე ჩაქრნენ;

იეჰოვას სახელით მოვიგერიე ისინი.+

13 მთელი ძალით მკრეს ხელი, რომ წავქცეულიყავი,

მაგრამ იეჰოვა დამეხმარა.

14 იაჰია* ჩემი თავშესაფარი და ძლევამოსილება,

ის მომევლინა მხსნელად.+

15 სიხარულის ყიჟინი ისმის მართალთა კარვებში,

რადგან მოაწია მათმა ხსნამ;

ძლევამოსილია იეჰოვას მარჯვენა.+

16 შემართულია იეჰოვას მარჯვენა,

ძლევამოსილია იეჰოვას მკლავი.+

17 არ მოვკვდები, ვიცოცხლებ,

რომ ვაუწყო იაჰის* საქმეები.+

18 მკაცრად დამსაჯა იაჰმა*,+

მაგრამ სიკვდილს არ გადამცა.+

19 გამიღეთ სიმართლის კარიბჭეები;+

შევალ იქ და ხოტბას შევასხამ იაჰს*.

20 ეს არის იეჰოვას კარიბჭე;

მართლები შევლენ იქ.+

21 ხოტბას შეგასხამ, რადგან მიპასუხე+

და მხსნელად მომევლინე.

22 მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა

კუთხის თავში დასადებ ქვად იქცა;+

23 ეს იეჰოვას წყალობით მოხდა+

და მართლაც საოცრებაა!+

24 ეს დღე იეჰოვასგანაა;

ვიხარებთ და ვიმხიარულებთ ამ დღეს.

 25 იეჰოვა, გევედრებით, გთხოვთ, გვიხსენი!

იეჰოვა, გთხოვთ, გაგვამარჯვებინე!

 26 კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი!+

გაკურთხებთ ჩვენ იეჰოვას სახლიდან.

 27 იეჰოვაა ღმერთი,

ის გვაძლევს სინათლეს.+

რტოებით ხელში შეუერთდით საზეიმო სვლას,+

გაემართეთ სამსხვერპლოსკენ.+

 28 ჩემი ღმერთი ხარ, ხოტბას შეგასხამ!

ჩემო ღმერთო, შენ განგადიდებ!+

 29 მადლობა შესწირეთ იეჰოვას,+ რადგან კარგია* იგი,

მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*!+

א [ალეფ]

119 ბედნიერნი არიან უბიწოდ* მავალნი,

იეჰოვას კანონით მოსიარულენი.+

 2 ბედნიერნი არიან მისი მითითებების* დამცველნი,+

მთელი გულით მისი მძებნელნი.+

 3 არ სჩადიან უმართლობას,

მისი გზით დადიან.+

 4 შენ გვიბრძანე, რომ გულდასმით შეგვესრულებინა შენი ბრძანებები.+

 5 როგორ მინდა, ყოველთვის მტკიცედ ვიდგე,+

რათა დავიცვა შენი წესები!

 6 ჩავუკვირდებოდი შენს მცნებებს

და არ შევრცხვებოდი.+

 7 ვიგებ შენი სამართლიანი გადაწყვეტილებების შესახებ

და წრფელი გულით განგადიდებ.

 8 დავიცავ შენს წესებს.

ნეტავ არ მიმატოვებდე სამუდამოდ!

ב [ბეთ]

 9 როგორ შეინარჩუნოს ახალგაზრდამ სიწმინდე?

იფხიზლოს და შენი სიტყვის თანახმად იცხოვროს.+

 10 მთელი გულით გეძებ;

ნუ გადამახვევინებ შენი მცნებებიდან!+

 11 განძივით ვინახავ შენს სიტყვებს გულში,+

რომ არ შეგცოდო.+

 12 იდიდე, იეჰოვა!

მასწავლე შენი წესები.

 13 ჩემი ბაგით ვაცხადებ

შენ მიერ გამოტანილ ყველა განაჩენს.

 14 სიხარულს მგვრის შენი მითითებები,+

არავითარი საუნჯე არ მახარებს ასე.+

 15 ვიფიქრებ შენს ბრძანებებზე+

და ჩავუკვირდები შენს გზებს.+

 16 მიყვარს შენი წესები;

არ დავივიწყებ შენს სიტყვას.+

ג [გიმელ]

 17 კეთილად მოეპყარი შენს მსახურს,

რათა ვიცოცხლო და დავიცვა შენი სიტყვა.+

 18 თვალები ამიხილე, რათა დავინახო,

რაოდენ გასაოცარია შენი კანონები.

 19 ხიზანივით ვარ ამ ქვეყანაში.+

ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.

 20 როგორ მწადია, შევიტყო შენი განაჩენი მუდამჟამს!

 21 შენ კიცხავ დაწყევლილ, კადნიერ ხალხს,

რომლებიც არ იცავენ შენს მცნებებს.+

 22 ჩამომაშორე ყველა, ვისაც ვძულვარ და ვეზიზღები,

რადგან ვიცავ შენს მითითებებს.

 23 მთავრები სხედან და ჩემ წინააღმდეგ ლაპარაკობენ,

მე კი, შენი მსახური, მაშინაც შენს წესებზე ვფიქრობ.

 24 მახარებს შენი მითითებები,+ ჩემი მრჩევლები არიან.+

ד [დელეთ]

 25 მტვერში+ ვარ გართხმული;

დაიცავი ჩემი სიცოცხლე შენი სიტყვისამებრ.+

 26 ჩემი საქმეები არ დამიმალავს შენთვის და შენც მიპასუხე;

მასწავლე შენი წესები.+

 27 დამეხმარე, რომ ჩავწვდე შენი ბრძანებების არსს,

რათა ჩავუკვირდე შენს საოცარ საქმეებს.+

 28 მწუხარებისგან ძილი გამიკრთა,

გამამაგრე შენი დაპირებისამებრ.

 29 შორს იყოს ჩემგან სიცრუის გზა,+

წყალობა მიყავი და მაუწყე შენი კანონი!

 30 ერთგულების გზაზე სიარული ვარჩიე;+

ყველა შენს განაჩენს სამართლიანად მივიჩნევ.

 31 ერთგულად ვიცავ შენს მითითებებს;+

იეჰოვა, ნუ გამაწბილებ!+

 32 მთელი გულით მივყვები შენს მცნებებს,

რადგან შენ მმატებ ცოდნას*.

ה [ჰე]

 33 მასწავლე, იეჰოვა,+ შენი წესებით სიარული

და ბოლომდე დავიცავ მათ.+

 34 გონიერება მომეცი,

რომ დავიცვა შენი კანონი

და მთელი გულით შევასრულო!

 35 შენი მცნებების ბილიკებით მატარე,+

რადგან ეს მანიჭებს სიამოვნებას.

 36 შენი მითითებები შემაყვარე

და დამიცავი სიხარბისგან.+

 37 დამეხმარე, რომ უვარგისს არაფერს მივაპყრო მზერა;+

შენი გზით მატარე და მაცოცხლე.

 38 შეუსრულე აღთქმა შენს მსახურს,

რათა ეშინოდეთ შენი*.

 39 ამარიდე სირცხვილი, ასე რომ მაშინებს;

სამართლიანია შენი განაჩენი.+

 40 ნახე, რა მოუთმენლად ველი შენს ბრძანებებს.

მაცოცხლე შენი სიმართლის გამო.

ו [ვავ]

 41 იეჰოვა, შენი დაპირებისამებრ,+

შენგან მოველი სიკეთეს* და ხსნას;+

 42 მაშინ პასუხს გავცემ ჩემს დამცინავს,

რადგან შენს სიტყვას ვარ მინდობილი.

 43 ნურასდროს მოაშორებ ჩემს ბაგეს ჭეშმარიტების სიტყვას,

რადგან ვენდობი შენს განაჩენს.

 44 მუდამ დავიცავ შენს კანონს,

მარადიულად და სამარადისოდ.+

 45 უსაფრთხო ადგილას ვივლი,+

რადგან ვიკვლევ შენს ბრძანებებს.

 46 მეფეთა წინაშეც კი ვილაპარაკებ შენს მითითებებზე

და არ შევრცხვები.+

 47 ვაფასებ შენს მცნებებს,

ძლიერ მიყვარს ისინი.+

 48 შენკენ აღვაპყრობ ხელებს, რადგან მიყვარს შენი მცნებები,+

და შენს წესებზე ვიფიქრებ.+

ז [ზაინ]

 49 გაიხსენე, რას დაჰპირდი შენს მსახურს,

როგორ დამაიმედე.

 50 ეს არის ჩემი ნუგეში გასაჭირში,+

რადგან შენი სიტყვის წყალობით ვარ ცოცხალი.

 51 აბუჩად მიგდებენ და დამცინიან კადნიერები,

მაგრამ მე არ ვარღვევ შენს კანონს.+

 52 იეჰოვა, მახსოვს, როგორ განსჯიდი ძველად+

და ეს მანუგეშებს.+

 53 განრისხებული ვარ ბოროტთა გამო,

რომლებიც არღვევენ შენს კანონს.+

 54 შენს წესებზე ვმღერი,

სადაც არ უნდა ვხიზნობდე.

 55 შენს სახელზე ვფიქრობ ღამით, იეჰოვა,+

რომ დავიცვა შენი კანონი.

 56 ყოველთვის ასე ვიქცევი,

რადგან ვასრულებ შენს ბრძანებებს.

ח [ხეთ]

 57 იეჰოვა, შენ ხარ ჩემი კუთვნილი წილი;+

აღგითქვი, რომ დავიცავ შენს სიტყვას.+

 58 მთელი გულით+ გევედრები;

წყალობა მიყავი+ დაპირებისამებრ.

 59 ვუკვირდები ჩემს გზას,

რომ კვლავაც დავიცვა შენი მითითებები.+

 60 ვესწრაფვი და ველტვი შენი მცნებების დაცვას.+

 61 ბოროტებმა საბელები შემომარტყეს,

მაგრამ არ დამვიწყებია შენი კანონი.+

 62 შუაღამისას ვდგები, რომ მადლობა გიძღვნა,+

რადგან სამართლიანად განსჯი.

 63 ყველა შენი მოშიშისა

და ყველა შენი ბრძანების შემსრულებლის მეგობარი ვარ.+

 64 იეჰოვა, სავსეა დედამიწა შენი სიკეთით*;+

მასწავლე შენი წესები.

ט [ტეთ]

 65 შენ კარგად ექცევი შენს მსახურს,

იეჰოვა, შენი დაპირებისამებრ.

 66 მიბოძე ცოდნა და გონიერება,+

რადგან შენს მცნებებს ვენდობი.

 67 როცა გზას ავცდი, ვიტანჯებოდი,

ახლა კი ვიცავ შენს სიტყვას.+

 68 კეთილი ხარ+ და სიკეთის მქნელი.

მასწავლე შენი წესები!+

 69 სიცრუით ჩირქს მცხებენ კადნიერები,

მაგრამ მე მთელი გულით ვასრულებ შენს ბრძანებებს.

 70 მათ უგრძნობი გული აქვთ,+

მე კი მახარებს შენი კანონი.+

 71 კარგია, რომ ვიტანჯე,+

რადგან ვისწავლე შენი წესები.

 72 სასიკეთოა ჩემთვის შენ მიერ გაცხადებული კანონი,+

დიდძალ ოქრო-ვერცხლს სჯობია.+

י [ჲოდ]

 73 შენმა ხელებმა შემქმნეს და გამომსახეს.

გონიერება მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებები.+

 74 მხედავენ და ხარობენ შენი მოშიშნი,

რადგან შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.+

 75 კარგად ვიცი, იეჰოვა, რომ სამართლიანად განსჯი+

და იმიტომ დამსაჯე, რომ ერთგული ხარ.+

 76 გთხოვ, ანუგეშე შენი ურყევი სიყვარულით*+

შენი მსახური, როგორც დაჰპირდი.

 77 წყალობა მიყავი, რომ ვიცოცხლო,+

რადგან მახარებს შენი კანონი.+

 78 დაე შერცხვნენ კადნიერები,

რადგან უმიზეზოდ* მაყენებენ ზიანს!

მე კი შენს ბრძანებებზე ვიფიქრებ.+

 79 ჩემთან შეიკრიბონ შენი მოშიშნი

და შენი მითითებების მცოდნენი.

 80 ნეტავ ზედმიწევნით იცავდეს ჩემი გული შენს წესებს,+

რათა არ შევრცხვე!+

כ [ქაფ]

 81 მოუთმენლად ველი, როდის მიხსნი,+

რადგან შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.

 82 შენი დანაპირების შესრულების ხილვას ნატრობენ ჩემი თვალები;+

ვამბობ: „როდის მანუგეშებ?“+

 83 კვამლისგან გამომხმარ ტიკს დავემსგავსე,

მაგრამ შენი წესები არ დამვიწყებია.+

 84 როდემდე უნდა იცდიდეს შენი მსახური?!

როდის აღასრულებ განაჩენს ჩემს მდევნელებზე?!+

 85 ორმოს მითხრიან კადნიერები,

რომლებიც შენს კანონს არაფრად აგდებენ.

 86 ყველა შენი მცნება სანდოა.

უმიზეზოდ მდევნიან, დამეხმარე!+

 87 ცოტაც და უკვალოდ გამაქრობდნენ,

მაგრამ შენი ბრძანებებისთვის ზურგი არ შემიქცევია.

 88 მაცოცხლე შენი ურყევი სიყვარულით*,

რათა დავიცვა შენი მითითებები!

ל [ლამედ]

 89 იეჰოვა, მარადიულად გასტანს შენი სიტყვა ზეცაში.+

 90 ერთგული ხარ თაობიდან თაობაში.+

დააფუძნე დედამიწა და კვლავაც მყარად დგას.+

 91 შენი ბრძანებით დღემდე არსებობენ ისინი*,

რადგან შენი მსახურები არიან.

 92 შენს კანონს რომ არ მოენიჭებინა ჩემთვის სიხარული,

დავიღუპებოდი გაჭირვების ჟამს.+

 93 არასოდეს დავივიწყებ შენს ბრძანებებს,

რადგან ისინი მაცოცხლებენ.+

 94 შენ გეკუთვნი; დამიხსენი,+

რადგან შენს ბრძანებებს ვიკვლევ.+

 95 ბოროტები დასაღუპავად დამდარაჯებიან,

მაგრამ მე გულისყურით ვეკიდები შენს მითითებებს.

 96 ყოველგვარი სრულყოფილების საზღვარი მინახავს,

შენს მცნებებს კი არ აქვს საზღვარი.

מ [მემ]

 97 როგორ მიყვარს შენი კანონი!+

მასზე ვფიქრობ მთელი დღე.+

 98 ჩემს მტრებზე მეტად მაბრძენებს შენი მცნება,+

რადგან სულ ჩემთანაა.

 99 ჩემს მასწავლებლებზე მეტი გამჭრიახობა შევიძინე,+

რადგან ვფიქრობ შენს მითითებებზე.

100 მოხუცებზე მეტი გამეგება,

რადგან ვიცავ შენს ბრძანებებს.

101 ბოროტების გზას ვერიდები,+

რომ კვლავ დავიცვა შენი სიტყვა.

102 არ ვარღვევ შენს კანონს,

რადგან შენ მასწავლი.

103 რა ტკბილია ჩემი სასისთვის შენი სიტყვა,

თაფლზე მეტად ეტკბობა იგი ჩემს პირს!+

104 შენი ბრძანებების წყალობით გონივრულად ვიქცევი+

და მძულს სიცრუის გზა.+

נ [ნუნ]

105 შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის

და სინათლეა ჩემი სავალისთვის.+

106 როგორც დავიფიცე, ისე მოვიქცევი,

და აღვასრულებ შენს სამართლიან გადაწყვეტილებებს.

107 ბევრი ვიტანჯე;+

იეჰოვა, გთხოვ, მაცოცხლე შენი დაპირებისამებრ.+

108 იეჰოვა, გთხოვ, მოიწონე შესაწირავად მოძღვნილი ჩემი ქების სიტყვები+

და მასწავლე შენი კანონი.+

109 მუდამ საფრთხეშია ჩემი სიცოცხლე,

მაგრამ არ ვივიწყებ შენს კანონს.+

110 ბოროტები მახეს მიგებენ,

მაგრამ არ ვარღვევ შენს ბრძანებებს.+

111 შენი მითითებები ჩემს საკუთრებად ვაქციე სამარადისოდ,

რადგან ისინი მიხარებენ გულს.+

112 მტკიცედ განვიზრახე, შენს წესებს დავემორჩილო

მთელი სიცოცხლე, სამარის კარამდე.

ס [სამეხ]

113 მძულს ყველა, ვინც მთელი გულით არ გეთაყვანება,+

შენი კანონი კი მიყვარს.+

114 შენ ხარ ჩემი ფარი და თავშესაფარი,+

რადგან შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.+

115 გამშორდით, ბოროტმოქმედნო,+

რათა დავიცვა ჩემი ღვთის მცნებები!

116 მხარში ამომიდექი დაპირებისამებრ,+

რათა ვიცოცხლო;

ნუ გამაწბილებ.+

117 მხარში ამომიდექი, რომ გადავრჩე,+

და მუდამ ჩავუკვირდები შენს წესებს.+

118 შენ უარყავი ყველა, ვინც არ იცავს შენს წესებს,+

რადგან ცრუნი და მზაკვარნი არიან.

119 ხენჯივით აცილებ ყველა ბოროტს დედამიწას,+

ამიტომ მიყვარს შენი მითითებები.

120 ვცახცახებ შენი შიშით;

ყველა შენი განაჩენი მოწიწებას მგვრის.

ע [აინ]

121 სამართლითა და სიმართლით ვმოქმედებ.

ნუ დამტოვებ მჩაგვრელთა ხელში!

122 გთხოვ, აღუთქვი შენს მსახურს, რომ მუდამ მის საკეთილდღეოდ იმოქმედებ;

ნუ დააჩაგვრინებ ჩემს თავს კადნიერთ!

123 თვალები ამომიღამდა ხსნისა+

და შენი სანდო დანაპირების შესრულების მოლოდინში.+

124 ურყევი სიყვარული* უჩვენე შენს მსახურს,+

მასწავლე შენი წესები.+

125 შენი მსახური ვარ, მომეცი გონიერება,+

რომ ჩავწვდე შენს მითითებებს.

126 დადგა იეჰოვას ამოქმედების ჟამი,+

რადგან დაარღვიეს მათ შენი კანონი.

127 დიდად მიყვარს შენი მცნებები,

ოქროზე, თვით ხალას ოქროზე ძვირფასია ისინი.+

128 ამიტომაც სწორად მივიჩნევ შენს ბრძანებებს+

და მძულს სიცრუის გზა.+

פ [ფე]

129 საოცარია შენი მითითებები,

ამიტომაც ვიცავ მათ.

130 შენი გამჟღავნებული სიტყვა სინათლეა ჩვენთვის,+

გამოუცდელს გონიერებას სძენს.+

131 ძლიერ მწადია შენი მცნებების მოსმენა,

სუნთქვაშეკრული ველი.+

132 მომხედე და წყალობა მიყავი,+

რადგან ასე ექცევი შენი სახელის მოყვარულთ.+

133 შენი სიტყვით წარმიმართე სავალი,

ნუ დამიმონებს ბოროტება.+

134 მიხსენი მჩაგვრელისგან

და დავიცავ შენს ბრძანებებს.

135 შენი სახის ნათელი მოაფინე შენს მსახურს+

და მასწავლე შენი წესები.

136 ცრემლები ღვარად ჩამომდის თვალებიდან,

რადგან არ იცავს ხალხი შენს კანონს.+

צ [ცადე]

137 მართალი ხარ, იეჰოვა,+

და სამართლიანია ყველა შენი განაჩენი.+

138 შენი მითითებები სამართლიანია

და ყოველმხრივ სანდო.

139 მოშურნეობით ავენთე*,+

რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მოწინააღმდეგეებმა.

140 განწმენდილია შენი სიტყვა+

და შენს მსახურს უყვარს იგი.+

141 ერთი უბრალო და მოძულებული კაცი ვარ,+

მაგრამ მაინც მახსოვს შენი ბრძანებები.

142 მარად არსებულია შენი სიმართლე+

და ჭეშმარიტია შენი კანონი.+

143 გასაჭირი და უბედურება მატყდება თავს,

მაგრამ კვლავაც ვხარობ შენი მცნებებით.

144 შენი მითითებები მუდამ სამართლიანია.

გონიერება მომეცი,+ რომ ვიცოცხლო.

ק [კოფ]

145 მთელი გულით გიხმობ და მიპასუხე, იეჰოვა!

დავიცავ შენს წესებს.

146 მოგიხმობ და მიხსენი!

დავიცავ შენს მითითებებს.

147 გარიჟრაჟამდე ვდგები, რომ შველა გთხოვო;+

შენს სიტყვებზე ვარ დაიმედებული.

148 ჯერ კიდევ ღამის გუშაგობისას ვიღვიძებ,

რომ ჩავუფიქრდე შენს სიტყვას.+

149 ისმინე ჩემი ხმა, რადგან ურყევია შენი სიყვარული*!+

იეჰოვა, მაცოცხლე, რადგან სამართლიანი ხარ.

150 საბოროტოდ მომდგომიან სამარცხვინო საქმის ჩამდენნი;

არაფრად აგდებენ შენს კანონს.

151 ახლოს ხარ ჩემთან, იეჰოვა,+

და ჭეშმარიტია ყველა შენი მცნება!+

152 დიდი ხნის წინათ შევიტყვე შენი მითითებები,

სამარადისოდ რომ დაადგინე.+

ר [რეშ]

153 იხილე ჩემი გასაჭირი და მიხსენი,+

რადგან არ დამვიწყებია შენი კანონი.

154 წარმართე ჩემი სასამართლო საქმე და დამიხსენი,+

მაცოცხლე შენი დაპირებისამებრ.

155 ხსნა არ ეღირსებათ ბოროტებს,

რადგან არ იკვლევენ შენს წესებს.+

156 დიდია შენი წყალობა, იეჰოვა,+

მაცოცხლე შენი სამართლიანობის გამო.

157 მდევნელი და მოწინააღმდეგე ბევრი მყავს,+

მაგრამ არ ვარღვევ შენს მითითებებს.

158 ზიზღით შევყურებ ვერაგებს,

რადგან არ იცავენ შენს სიტყვას.+

159 ხომ ხედავ, როგორ მიყვარს შენი ბრძანებები!

იეჰოვა, მაცოცხლე, რადგან ურყევია შენი სიყვარული*.+

160 შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა,+

მარადიულია შენი სამართლიანი გადაწყვეტილებები.

ש [სინ] ან [შინ]

161 უმიზეზოდ მდევნიან მთავრები,+

მაგრამ მე მაინც კრძალვას მგვრის შენი სიტყვები!+

162 ისე მახარებს შენი სიტყვა,+

როგორც დიდძალი ნადავლის ხელში ჩაგდება გაახარებდა კაცს.

163 მძულს და მეჯავრება სიცრუე,+

შენი კანონი კი მიყვარს!+

164 დღეში შვიდჯერ გაქებ და გადიდებ,

რადგან სამართლიანია შენი ყოველი განაჩენი!

165 მშვიდობა არ მოაკლდებათ შენი კანონის მოყვარულებს,+

ვერაფერი დააბრკოლებს მათ.

166 ხსნას შენგან ველი, იეჰოვა,

და ვიცავ შენს მცნებებს.

167 ვიცავ შენს მითითებებს

და უზომოდ მიყვარს ისინი.+

168 ვიცავ შენს ბრძანებებსა და მითითებებს,

რადგან შენ კარგად უწყი, რასაც ვიქმ!+

ת [თავ]

169 მომისმინე, როცა საშველად გიხმობ, იეჰოვა!+

დამაბრძენე შენი სიტყვით.+

170 მოაღწიოს შენამდე ჩემმა ვედრებამ;

მიხსენი დაპირებისამებრ!

171 გაქონ და გადიდონ ჩემმა ბაგეებმა,+

რადგან მასწავლი შენს წესებს.

172 მართალია შენი მცნებები,

ამიტომაც ვიგალობებ შენს სიტყვებზე!+

173 გამომიწოდე დახმარების ხელი,+

რადგან ვემორჩილები შენს ბრძანებებს.+

174 შენგან მოველი ხსნას, იეჰოვა,

და მახარებს შენი კანონი!+

175 მაცოცხლე, რომ განგადიდო,+

შენი სამართალი იყოს ჩემი მშველელი.

176 დაკარგული ცხვარივით დავეხეტები.+ მოძებნე შენი მსახური,

მე ხომ არ დამვიწყებია შენი მცნებები!+

აღსავალი სიმღერა*.

120 გაჭირვების ჟამს მოვუხმე იეჰოვას+

და მანაც მიპასუხა.+

 2 იეჰოვა, დამიხსენი ცრუ ბაგისა

და მზაკვარი ენისგან.

 3 აი, რას გიზამს და რას დაგმართებს იგი,

მზაკვარო ენავ!+

 4 მეომრის ბასრი ისრებითა+

და ალმოდებული ბუჩქის ნაკვერჩხლებით+ დაგსჯის!

 5 მეშექს+ შეხიზნულივით ვარ, მე უბედური,

თითქოს კარვებში ვცხოვრობდე კედარში!+

 6 დიდი ხანია, მათ შორის ვცხოვრობ,

ვისაც მშვიდობა სძულს.+

 7 მე კი მშვიდობა მსურს, მაგრამ ხმას ვიღებ თუ არა,

ისინი საომრად ირაზმებიან.

აღსავალი სიმღერა.

121 თვალებს აღვაპყრობ მთებისკენ.+

საიდან მოვა ჩემი შველა?

 2 ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა,+

ცისა და დედამიწის შემოქმედისგან.

 3 ის არ დაუშვებს შენს წაბორძიკებას.+

არ ჩათვლემს შენი დამცველი.

 4 არ ჩათვლემს და თვალს არ მოხუჭავს ისრაელის მფარველი.+

 5 იეჰოვა გიცავს;

იეჰოვა გიჩრდილავს+ მარჯვენას.+

 6 დღისით მზე არ გავნებს+

და ღამით — მთვარე.+

 7 იეჰოვა დაგიცავს ყოველგვარი უბედურებისგან;+

ის დაიცავს შენს სიცოცხლეს.+

 8 იეჰოვა დაგიცავს ყველა შენს გზაზე

ახლაც და მარადიულადაც!

აღსავალი სიმღერა. დავითის ფსალმუნი.

122 გავიხარე, როცა მითხრეს,

იეჰოვას სახლში წავიდეთო,+

 2 და აი, უკვე ფეხი შემოვდგით

შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო.+

 3 მჭიდროდაა ნაშენი იერუსალიმი,

ერთიანია მთელი ქალაქი.+

 4 ადიან იქ ტომები,

იაჰის* ტომები,

რომ განადიდონ იეჰოვას სახელი

ისრაელისთვის მიცემული მითითების* თანახმად.+

 5 იქ დგას სასამართლო ტახტები,+

ტახტები დავითის შთამომავლობისთვის.+

 6 ილოცეთ იერუსალიმის მშვიდობისთვის;+

უსაფრთხოდ იქნებიან შენი* მოყვარულნი.

 7 კვლავაც მშვიდობა იყოს შენს ზღუდეებს შორის,

სიმშვიდე — შენს გამაგრებულ კოშკებში.

 8 ჩემს მოძმეთა და მეგობართა გამო გეტყვი:

„მშვიდობა შენდა!“

 9 ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახლის გულისთვის+

შენს კეთილდღეობაზე ვილოცებ.

აღსავალი სიმღერა.

123 შენკენ აღვაპყრობ თვალებს,+

ზეციურ ტახტზე მჯდომო.

 2 როგორც მსახურები შეჰყურებენ თავიანთ ბატონს

და როგორც მოახლე — თავის ქალბატონს,

ჩვენც ისე შევყურებთ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს,+

სანამ წყალობის თვალით არ გადმოგვხედავს.+

 3 წყალობა გვიყავი, იეჰოვა, წყალობა გვიყავი,

რადგან უკვე საკმარისად ვიწვნიეთ სიძულვილი!+

 4 საკმარისად ვიწვნიეთ თავდაჯერებულთა დაცინვა

და ამპარტავანთა სიძულვილი.

აღსავალი სიმღერა. დავითის ფსალმუნი.

124 „იეჰოვა რომ არ ყოფილიყო ჩვენთან,+ —

თქვას ისრაელმა, —

 2 იეჰოვა რომ არ ყოფილიყო ჩვენთან,+

როცა თავს დაგვესხნენ მტრები,+

 3 ისინი ცოცხლად გადაგვყლაპავდნენ,+

ჩვენზე განრისხებულნი;+

 4 წყალი წაგვიღებდა,

ნიაღვარი წაგვლეკავდა,+

 5 ზვირთებში დავინთქმებოდით.

 6 დიდება იეჰოვას,

მათ ლუკმად რომ არ გვაქცია!

 7 იმ ჩიტს ვგავართ, თავი რომ დააღწია

მონადირის კაკანათს;+

დაიმტვრა კაკანათი

და თავი დავაღწიეთ მას.+

 8 იეჰოვას, ცისა და დედამიწის შემოქმედის,

სახელშია ჩვენი შველა!+

აღსავალი სიმღერა.

125 იეჰოვაზე მინდობილები+ ჰგვანან სიონის მთას,

მარადიულსა და შეურყეველს.+

 2 როგორც მთებია იერუსალიმის გარშემო,+

ისეა იეჰოვა თავისი ხალხის გარშემო+

ახლაც და მარადიულადაც.

 3 აღარ დაჩაგრავს ბოროტი* მართალს მის სამკვიდროში,+

რომ მართალს გულმა ავის საკეთებლად არ გაუწიოს.+

 4 იეჰოვა, სიკეთეს ნუ დაუკავებ+

კარგ და გულმართალ ხალხს.+

 5 მათ კი, ვინც მრუდე გზას ადგება,

იეჰოვა სიავის მქნელებთან ერთად მოაშორებს.+

მშვიდობა ისრაელს!

აღსავალი სიმღერა.

126 თავი სიზმარში გვეგონა,

როცა იეჰოვამ ტყვეები დააბრუნა სიონში.+

 2 მაშინ გვიცინოდა სახე

და სიხარულით ყიჟინებდა ჩვენი ბაგე.+

მაშინ ამბობდნენ ხალხებში:

დიდი საქმე მოიმოქმედაო იეჰოვამ მათთვის.+

 3 დიდი საქმე მოიმოქმედა იეჰოვამ ჩვენთვის,+

დიდად ვხარობთ.

 4 დააბრუნე, იეჰოვა, ჩვენი ტყვეები,

როგორც წყლები უბრუნდებიან კალაპოტებს ნეგებში.

 5 ცრემლით მთესველნი

სიხარულის ყიჟინით მოიმკიან.

 6 ვინც ტირილით მიდის

და თან თესლით სავსე ტომარა მიაქვს,

მხიარული შეძახილით დაბრუნდება+

და თან წამოიღებს მომკილ ძნებს.+

აღსავალი სიმღერა. სოლომონის ფსალმუნი.

127 თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს,

ტყუილად ირჯებიან მშენებლები;+

თუ იეჰოვა არ იცავს ქალაქს,+

ტყუილად ფხიზლობს გუშაგი.

 2 ტყუილად დგებით ადრიანად,

ტყუილად ხართ ფეხზე გვიანობამდე,

ტყუილად ირჯებით საზრდოსთვის,

რადგან ის მასზე ზრუნავს და მას ჰგვრის ტკბილ ძილს, ვინც უყვარს.+

 3 შვილები მემკვიდრეობაა იეჰოვასგან,+

ჯილდოა მუცლის ნაყოფი!+

 4 როგორც ისრები ძლიერი კაცის ხელში,

ისე არიან სიყრმის შვილები.+

 5 ბედნიერია კაცი, რომელმაც კაპარჭი აივსო მათით.+

არ შერცხვებიან*, რადგან პასუხს გასცემენ ისინი* მტრებს კარიბჭესთან.

აღსავალი სიმღერა.

128 ბედნიერია იეჰოვას მოშიში,+

მისი გზით მავალი კაცი.+

 2 საკუთარი ხელით მოწეულს შეჭამ;

ბედნიერი იქნები და სიკეთე არ მოგაკლდება!+

 3 შენი ცოლი ნაყოფიერ ვაზს დაემსგავსება შენს სახლში.+

შენი ვაჟები ზეთისხილის კალმებივით იქნებიან შენი სუფრის გარშემო.

 4 აი, ასე იკურთხება კაცი,

რომელსაც იეჰოვას შიში აქვს!+

 5 სიონიდან გაკურთხებს იეჰოვა.

იერუსალიმის კეთილდღეობით იხარე მთელი შენი სიცოცხლე+

 6 და მოესწარი შვილიშვილებს!

მშვიდობა ისრაელს!

აღსავალი სიმღერა.

129 „სიყმაწვილიდან თავს მესხმოდნენ ისინი,+ —

თქვას ისრაელმა, —

 2 სიყმაწვილიდან მესხმოდნენ თავს,+

მაგრამ ვერ მძლიეს.+

 3 ჩემს ზურგზე ხნავენ მხვნელები,+

გრძელი კვლები გაჰყავთ“.

 4 მაგრამ მართალია იეჰოვა;+

ის წყვეტს ბოროტთა საბელებს.+

 5 შერცხვება და უკუიქცევა

სიონის ყველა მოძულე.+

 6 ბანზე ამოსულ მწვანე ბალახს დაემსგავსებიან,

რომელიც მოგლეჯამდე ხმება,

 7 რომლითაც მუჭასაც კი ვერ აივსებს მომკელი

და ვერც მკლავს — ძნების შემგროვებელი.

 8 გამვლელები არ ეტყვიან:

იეჰოვამ გაკურთხოთ,

იეჰოვას სახელით გაკურთხებთო.

აღსავალი სიმღერა.

130 უიმედობის მორევში ჩაძირულმა მოგიხმე, იეჰოვა!+

2 იეჰოვა, მომისმინე!

ყურად იღე ჩემი მუდარა, როცა შველას გთხოვ!

 3 დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ*,

ვინ გამართლდებოდა, იეჰოვა?!+

 4 ჭეშმარიტად მიმტევებელი ხარ,+

ამიტომაც აქვთ შენდამი კრძალვა!+

 5 იეჰოვაზე ვამყარებ იმედს, მთელი არსებით მასზე ვარ მინდობილი;

მისი დანაპირების შესრულებას ველი.

 6 მოუთმენლად ველი იეჰოვას,+

იმაზე მეტად, ვიდრე გუშაგი — დილას,+

ვიდრე გუშაგი ელის დილას.

 7 დაელოდოს ისრაელი იეჰოვას,

რადგან ურყევია იეჰოვას სიყვარული*+

და მას შესწევს გამოსყიდვის ძალა!

 8 ის გამოისყიდის ისრაელის ყველა დანაშაულს!

აღსავალი სიმღერა. დავითის ფსალმუნი.

131 იეჰოვა, არც გავდიდგულებულვარ

და არც ამაყად ვიმზირები;+

არც დიდ რამეს ვესწრაფვი+

და არც მიუწვდომელს ვეპოტინები;

 2 ისე ვიმშვიდებ და ვიოკებ თავს,+

როგორც დედა ამშვიდებს ძუძუს მოწყვეტილს;

მასავით ვარ გაყუჩებული.

 3 დაელოდოს ისრაელი იეჰოვას+

ახლაც და მარადიულადაც!

აღსავალი სიმღერა.

132 იეჰოვა, ნუ დაივიწყებ დავითს

და მთელ მის ტანჯვას.+

 2 ნუ დაივიწყებ, იეჰოვა, როგორ შემოგფიცა

და რა აღგითქვა შენ, იაკობის ძლევამოსილ ღმერთს:+

 3 „არ შევალ ჩემს კარავში, ჩემს სახლში,+

არ დავწვები ტახტზე, ჩემს საწოლზე,

 4 თვალს არ მოვხუჭავ და არ ჩავთვლემ,

 5 სანამ არ ვიპოვი ადგილს იეჰოვასთვის,

დიდებულ სამკვიდროს — იაკობის ძლევამოსილი ღვთისთვის“.+

 6 ეფრათაში+ მოვისმინეთ მის* შესახებ,

ტყიან მხარეში მივაკვლიეთ მას!+

 7 მივიდეთ მის სამკვიდროში+

და დავემხოთ მის ფეხსადგამთან.+

 8 წამოიმართე, იეჰოვა, შენს დასავანებელ ადგილზე მისასვლელად,+

შენ და შენთან ერთად შენი ძლიერების კიდობანიც!+

 9 სიმართლით შეიმოსონ შენი მღვდლები

და სიხარულით შესძახონ შენმა ერთგულებმა.

10 შენი მსახურის, დავითის გულისთვის

ნუ უარყოფ შენს ცხებულს.+

11 იეჰოვამ შეჰფიცა დავითს

და უკან არ წაიღებს თავის სიტყვას:

„შენს შთამომავალს

დავსვამ შენს ტახტზე.+

12 თუ დაიცავენ შენი შთამომავლები ჩემს შეთანხმებას

და მათთვის მიცემულ ჩემს მითითებებს*,+

მათი შთამომავლებიც მარადიულად ისხდებიან შენს ტახტზე“.+

13 იეჰოვამ ამოირჩია სიონი,+

იქ მოისურვა დამკვიდრება:+

14 „მარადიულად აქ დავივანებ,

აქ დავმკვიდრდები,+ რადგან ასე ვისურვე.

15 ვაკურთხებ ამ ქალაქს და არ მოაკლდება საზრდო,

პურით გავაძღებ მის ღარიბებს.+

16 ხსნით შევმოსავ მის მღვდლებს+

და სიხარულით იყიჟინებენ მისი ერთგულები.+

17 იქ შევმატებ ძალას დავითს.

ლამპარი გავმართე ჩემი ცხებულისთვის.+

18 მის მტრებს სირცხვილით შევმოსავ,

მისი გვირგვინი კი იბრწყინებს“.+

აღსავალი სიმღერა. დავითის ფსალმუნი.

133 რა კარგია და რა სასიამოვნო,

შეხმატკბილებულად რომ ცხოვრობენ ძმები!+

 2 ეს აარონის თავზე დაღვრილი ძვირფასი ზეთივითაა,+

წვერზე რომ ჩამოსდის,

აარონს რომ ჩამოსდის წვერზე+

და ეწვეთება მისი სამოსის საყელოს.

 3 ეს ხერმონის+ ნამივითაა,

სიონის მთებს+ რომ ეფინება.

სწორედ იქიდანაა იეჰოვას კურთხევა —

მარადიული სიცოცხლე!

აღსავალი სიმღერა.

134 ადიდეთ იეჰოვა,

იეჰოვას მსახურნო,+

თქვენ, ვინც იეჰოვას სახლში მსახურობთ ყოველ ღამით!+

 2 სიწმინდით* აღაპყარით ხელები+

და ადიდეთ იეჰოვა.

 3 იეჰოვამ, ცისა და დედამიწის შემოქმედმა,

გაკურთხოთ სიონიდან!

135 ადიდეთ იაჰი*!

ადიდეთ იეჰოვას სახელი,

ხოტბა შეასხით მას, იეჰოვას მსახურნო,+

 2 თქვენ, ვინც მსახურობთ იეჰოვას სახლში,

ჩვენი ღვთის სახლის ეზოებში!+

 3 ადიდეთ იაჰი*, რადგან კარგია* იეჰოვა!+

უგალობეთ მის სახელს, რადგან საამურია ის!

 4 იაჰმა* აირჩია იაკობი,

გამოარჩია ისრაელი და თავის საკუთრებად აქცია.+

 5 კარგად ვიცი, რომ დიდებულია იეჰოვა,

ყველა სხვა ღმერთზე აღმატებულია ჩვენი უფალი.+

 6 თუკი რამეს მოისურვებს იეჰოვა, აკეთებს კიდეც+

ცაში თუ დედამიწაზე, ზღვაში თუ მის სიღრმეებში.

 7 ღრუბლები ამოჰყავს დედამიწის კიდეებიდან,

ელვას უხმობს საწვიმრად

და ქარი გამოჰყავს საცავებიდან.+

 8 მან დახოცა ეგვიპტის პირმშოები,

კაციცა და პირუტყვიც.+

 9 სასწაულები მოახდინა ეგვიპტეში,+

დასაჯა ფარაონი და ყველა მისი მსახური.+

10 მან დასცა მრავალი ერი+

და დახოცა ძლიერი მეფეები:+

11 ამორეველთა მეფე სიხონი,+

ბაშანის მეფე ოგი+ და ქანაანის ყველა სამეფო.

12 სამკვიდროდ მისცა მათი მიწა თავის ხალხს,

სამკვიდროდ მისცა ისრაელს.+

13 იეჰოვა, მარადიულია შენი სახელი.

იეჰოვა, თაობიდან თაობაშია შენი დიდება.+

14 იეჰოვა გამოესარჩლება თავის ხალხს+

და შეიბრალებს თავის მსახურებს.+

15 ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა,

ადამიანის ნახელავი:+

16 პირი აქვთ, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ,+

თვალები აქვთ, მაგრამ ვერ ხედავენ,

17 ყურები აქვთ, მაგრამ არ ესმით,

სული არ უდგათ პირში.+

18 მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები+

და ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.+

19 ისრაელო, ადიდე იეჰოვა!

აარონის შთამომავლებო, ადიდეთ იეჰოვა!

20 ლევის შთამომავლებო, ადიდეთ იეჰოვა!+

იეჰოვას მოშიშნო, ადიდეთ იეჰოვა!

21 დაე იდიდოს სიონიდან იეჰოვამ,+

იერუსალიმში დამკვიდრებულმა!+

ადიდეთ იაჰი*!+

136 მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია* იგი;+

მარადიული და ურყევია მისი სიყვარული*.+

 2 მადლობა შესწირეთ უზენაეს ღმერთს,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

 3 მადლობა შესწირეთ უზენაეს უფალს,

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

 4 მხოლოდ ის იქმს დიდებულ სასწაულებს,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.+

 5 მან გონიერებით შექმნა ზეცა,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

 6 მან წყალზე გადაჭიმა დედამიწა,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

 7 მან შექმნა დიდი მნათობები,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული;

 8 მზე დღის განმგებლად შექმნა,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული;

 9 მთვარე და ვარსკვლავები ღამის განმგებლებად დააყენა,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

10 მან დახოცა ეგვიპტის პირმშოები,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

11 მან გამოიყვანა ისრაელი ეგვიპტიდან,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული;

12 ძლიერი ხელითა+ და გაწვდილი მკლავით გამოიყვანა ისინი,

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

13 მან გაყო წითელი ზღვა,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

14 მის შუაგულში გაატარა ისრაელი,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

15 წითელ ზღვაში დანთქა ფარაონი და მისი ჯარი,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

16 უდაბნოში წაუძღვა თავის ხალხს,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

17 დაამარცხა დიდი მეფეები,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

18 დახოცა ძლევამოსილი მეფეები,

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული;

19 სიცოცხლეს გამოასალმა ამორეველთა მეფე სიხონი,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული,

20 და ბაშანის მეფე ოგი,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

21 მათი მიწა სამკვიდროდ მისცა თავის ხალხს,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული;

22 სამკვიდროდ მისცა ისრაელს, თავის მსახურს,

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

23 არ დაგვივიწყა, როცა გულგატეხილნი ვიყავით,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.+

24 კვლავ და კვლავ გვიხსნიდა მოწინააღმდეგეთა ხელიდან,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

25 ის საზრდოს აძლევს ყოველ ხორციელს,+

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

26 მადლობა შესწირეთ ზეციერ ღმერთს,

რადგან მარადიული და ურყევია მისი სიყვარული.

137 ბაბილონის მდინარეების+ პირას ვისხედით

და ვტიროდით, როცა ვიხსენებდით სიონს.+

 2 ვერხვებზე ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები+

მის შუაგულში.

 3 ჩვენი დამატყვევებლები სიმღერას გვთხოვდნენ,+

ჩვენი დამცინავები თავის შესაქცევად გვთხოვდნენ,

გვიმღერეთო სიონზე რომელიმე სიმღერა.

 4 როგორ ვიმღეროთ იეჰოვას სიმღერა

უცხო მიწაზე?!

 5 უწინ ჩემს მარჯვენას დაავიწყდეს საქმის კეთება,

ვიდრე დაგივიწყო, იერუსალიმო!+

 6 უწინ სასაზე მიმეკრას ენა,

თუკი დაგივიწყო,

თუკი იერუსალიმი არ ვაქციო

ჩემი სიხარულის წყაროდ!+

 7 არ დაივიწყო, იეჰოვა,

ედომელები რომ ამბობდნენ იერუსალიმის დაცემის დღეს,

დაანგრიეთ, მიწასთან გაასწორეთო!+

 8 მალე მოისპობი, ბაბილონის ასულო,+

ბედნიერი იქნება, ვინც საკადრისს მოგიზღავს

და ისე მოგექცევა, როგორც შენ გვექცეოდი.+

 9 ბედნიერი იქნება, ვინც შენს შვილებს შეიპყრობს,

კლდეს მიანარცხებს და ბოლოს მოუღებს.+

დავითის ფსალმუნი.

138 მთელი გულით შეგასხამ ხოტბას.+

სხვა ღმერთების წინაშე გიგალობებ*.

 2 შენი ტაძრისკენ მობრუნებული პირქვე დავემხობი+

და განვადიდებ შენს სახელს+

შენი ურყევი სიყვარულისა* და ერთგულების გამო;

შენ ყველაფერზე მეტად განადიდე შენი სიტყვა და შენი სახელი*.

 3 იმ დღესვე მიპასუხე, როცა მოგიხმე;+

გაბედულება შემმატე და გამაძლიერე.+

 4 დედამიწის მეფეები განგადიდებენ, იეჰოვა,+

როცა გაიგებენ შენ მიერ წარმოთქმულ დანაპირებს.

 5 იმღერებენ იეჰოვას საქმეების შესახებ,

რადგან დიდებულია იეჰოვა!+

 6 მაღლაა იეჰოვა, მაგრამ ამჩნევს თავმდაბლებს;+

მედიდურებთან კი არაფერი აქვს საერთო*.+

 7 საფრთხეშიც რომ ვიყო, შენ მაცოცხლებ,+

ხედავ ჩემი მტრების მრისხანებას და ხელს უღერებ მათ;

მიხსნის შენი მარჯვენა.

 8 იეჰოვა შეასრულებს ყოველივეს, რასაც შემპირდა.

იეჰოვა, მარადიული და ურყევია შენი სიყვარული*;+

ნუ მიატოვებ შენს ხელთა ქმნილებას!+

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. სიმღერა.

139 იეჰოვა, შენ გამომიკვლიე და მიცნობ.+

2 შენ იცი, როდის ვჯდები და როდის ვდგები.+

შორიდან ხვდები ჩემს ფიქრებს.+

 3 შენ მაკვირდები, როცა ვწევარ და როცა დავდივარ,

შენთვის ცნობილია ჩემი გზები.+

 4 ჯერ სიტყვაც არ უთქვამს ჩემს ბაგეს,

რომ შენ უკვე ყველაფერი იცი, იეჰოვა!+

 5 გალავანივით შემომევლე

და ხელი ჩამჭიდე.

 6 ამგვარი ცოდნა ჩაუწვდომელია ჩემთვის,

იმდენად აღმატებულია, რომ ვერ ვწვდები.+

 7 სად წავუვალ შენს სულს

და სად დავემალები შენს სახეს?!+

 8 ზეცაშიც რომ ავიდე, იქაც შენ ხარ,

სამარეშიც* რომ გავიშალო საწოლი, იქაც შენ იქნები.+

 9 განთიადის ფრთებითაც რომ გადავფრენილიყავი

უშორეს ზღვასთან დასამკვიდრებლად,

10 იქაც შენ წამიძღვებოდი

და მარჯვენას ჩამჭიდებდი.+

11 თუკი ვიტყოდი, წყვდიადი დამფარავს-მეთქი,

მაშინ ღამე ჩემ გარშემო სინათლედ იქცეოდა.

12 წყვდიადიც კი არ იქნებოდა შენთვის ძალიან ბნელი

და ღამეც დღესავით ნათელი იქნებოდა;+

წყვდიადი ხომ სინათლესავითაა შენთვის!+

13 შენ წარმოქმენი ჩემში თირკმელები;

გამოცალკევებული გყავდი* დედის მუცელში.+

14 ხოტბას შეგასხამ, რადგან კრძალვას მგვრის,

თუ რა საოცრად ვარ შექმნილი.+

საოცარია შენი საქმენი+

და კარგად ვუწყი ეს.

15 შენ ხედავდი ჩემს ძვლებს,

როცა დაფარულში მქმნიდი,

როცა დედის მუცელში მქსოვდი.+

16 შენმა თვალებმა ჯერ კიდევ ჩემი ჩანასახი იხილა

და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ,

როცა ჩემი სხეულის ნაწილები უნდა ჩამოყალიბებულიყო,

მაშინ, როცა ჯერ არცერთი მათგანი არ არსებობდა.

17 რა ძვირფასია შენი აზრები ჩემთვის!+

ღმერთო, რამდენად დიდია მათი რიცხვი!+

18 მათი დათვლა რომ მეცადა, ქვიშაზე მეტი იქნებოდა.+

გავიღვიძებდი და კვლავ შენთან ვიქნებოდი ჩემი ფიქრებით*.+

19 ღმერთო, ნეტავ დახოცავდე ბოროტებს!+

მაშინ განმშორდებოდა სისხლისმღვრელი ხალხი,

20 რომელიც შენზე მზაკვრულად ლაპარაკობს,

გმტრობს და შენს სახელს უღირსად ახსენებს.+

21 განა არ მძულს შენი მოძულენი, იეჰოვა,+

და განა არ მეზიზღებიან, ვინც შენ გიმხედრდება?!+

22 ძლიერ მძაგს ისინი,+

მტრებად მივიჩნევ მათ.

23 გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული.+

შემამოწმე და ნახე, რა მიფორიაქებს სულს.+

24 ნახე, რაიმე ცუდისკენ ხომ არ მიმიწევს გული,+

და წამიძეხი+ მარადიულობის გზაზე!

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა.

140 მიხსენი, იეჰოვა, ბოროტი ხალხისგან,

დამიცავი მოძალადეებისგან,+

 2 რომლებიც გულში მზაკვრობას იზრახავენ+

და დღემუდამ შუღლს თესავენ.

 3 გველებივით ასისინებენ ენებს;+

გველგესლასავით შხამი აქვთ ბაგეზე.+ (სელა)

 4 დამიცავი, იეჰოვა, ბოროტის ხელიდან,+

დამიფარე მოძალადე კაცისგან,

მისგან, ვისაც ჩემი დაცემა სწადია.

 5 ქედმაღალმა ხალხმა ხაფანგი დამიგო;

ბადეს შლიან თოკებით გზის პირას,+

მახეებს მიგებენ.+ (სელა)

 6 ვუთხარი იეჰოვას: „შენ ხარ ჩემი ღმერთი;

მისმინე, იეჰოვა, როცა შველას გთხოვ“.+

 7 იეჰოვა, უზენაესო უფალო, ჩემო ძლევამოსილო მხსნელო,

მუზარადივით ხარ ჩემთვის ბრძოლის დროს.+

 8 იეჰოვა, ნუ შეუსრულებ ბოროტებს გულის წადილს,

ჩაუშალე გეგმები, რათა არ განდიდდნენ. (სელა)+

 9 მათვე დაატყდეთ თავს მათი ბოროტება,

ვინც გარს შემომხვევია და აუგს ამბობს ჩემზე.+

10 დაე მოგიზგიზე ნაკვერჩხლებმა იწვიმოს მათ თავზე,+

ცეცხლმა შთანთქას ისინი,

ღრმა ორმოში დაინთქან,+ რომ ვეღარასდროს წამოდგნენ!

11 ნუ დამკვიდრდებიან დედამიწაზე ცილისმწამებლები!+

ბოროტება ეწიოს მოძალადეს და დასცეს.

12 ვიცი, რომ იეჰოვა დაიცავს ჩაგრულს

და სამართალს გაუჩენს ღარიბს.+

13 მართლები მადლობას შესწირავენ შენს სახელს;

წრფელები დამკვიდრდებიან შენ წინაშე.+

დავითის სიმღერა.

141 იეჰოვა, შენ მოგიხმობ,+

გამოეშურე ჩემ საშველად,+

ყური მომაპყარი, როცა მოგიხმობ!+

 2 საკმეველივით+ მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე,+

მარცვლეული შესაწირავივით+ — ჩემი ვედრება.

 3 გუშაგი დაუყენე ჩემს ბაგეს, იეჰოვა,

დარაჯი დაუყენე ჩემს პირს.+

 4 ნუ მიდრეკ ჩემს გულს ბოროტებისკენ,+

უგვანი საქმეები რომ არ ჩავიდინო ავისმქნელებთან ერთად

და არასდროს ვინადიმო მათ სუფრაზე.

 5 თუ მართალი გამკიცხავს, ეს სიყვარულის* ნიშანი იქნება ჩემთვის,+

მისგან შეგონება ზეთივით იქნება ჩემი თავისთვის,+

რაზეც არასდროს ვიტყვი უარს;+

გასაჭირშიც რომ ჩავარდეს, არ შევწყვეტ მისთვის ლოცვას.

 6 ხალხის მოსამართლეები გადმოყარეს კლდიდან,

მაგრამ ხალხი მოისმენს ჩემს ნათქვამს, რადგან საამურია ის.

 7 როგორც მოხნულ მიწაზე რჩება ბელტები,

ისე ყრია ჩვენი ძვლები სამარის* პირას;

 8 მაგრამ ჩემი თვალები შენ შემოგყურებს, უზენაესო უფალო, იეჰოვა,+

შენ შეგაფარე თავი;

ნუ წამართმევ სიცოცხლეს.

 9 დამიფარე, რომ არ გავება მათ ხაფანგში,

ავისმქნელთა მიერ დაგებულ მახეში.

10 ბოროტები თავიანთივე დაგებულ ბადეებში გაებმებიან,+

მე კი უვნებლად დავაღწევ მათ თავს.

მასქილი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მან გამოქვაბულში+ ყოფნისას დაწერა. ლოცვა.

142 მთელი ხმით შევთხოვ იეჰოვას შველას,+

შევღაღადებ იეჰოვას, რომ წყალობა მიყოს.

 2 მას ვუღვრი სულს, მას ვუყვები ჩემს გასაჭირს,+

 3 როცა სულგამწარებული ვარ.

შენ უწყი ჩემი გზასავალი.+

მახე დამიგეს მტრებმა ჩემს სავალ გზაზე.

 4 შემომხედე და ნახავ,

რომ არავინ მიდგას მხარში;+

არსად მაქვს თავშესაფარი+

და არავის ვადარდებ.

 5 შენ მოგიხმობ საშველად, იეჰოვა,

ვამბობ: „შენ ხარ ჩემი თავშესაფარი,+

ერთადერთი იმედი ამ ცისქვეშეთში!“

 6 მომისმინე, როცა შველას გთხოვ,

რადგან შავი დღე მადგას.

მიხსენი ჩემი მდევნელებისგან,+

რადგან ჩემზე ძლიერნი არიან.

 7 გამომიყვანე დილეგიდან,

რომ განვადიდო შენი სახელი.

ჩემ გარშემო შეიკრიბონ მართლები,

რადგან კეთილად მეპყრობი.

დავითის საგალობელი.

143 იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა.+

მომისმინე, როცა შველას გთხოვ.

მიპასუხე, რადგან ერთგული და მართალი ხარ.

 2 ნუ შეედავები შენს მსახურს სასამართლოში,

რადგან შენ წინაშე ვერავინ გამართლდება.+

 3 მტერი მდევნის; ფეხქვეშ გათელა ჩემი სიცოცხლე.

დიდი ხნის წინ დაღუპულთა მსგავსად წყვდიადში დამიდო ბინა.

 4 სულგამწარებული ვარ,+

გული მაქვს ჩამკვდარი.+

 5 ვიხსენებ წარსულს;

ვფიქრობ ყველა შენს საქმეზე,+

ვუკვირდები შენს ნამოქმედარს.

 6 შენკენ აღვაპყრობ ხელებს.

ისე მომწყურდი, როგორც გადახრუკულ მიწას — წყალი.+ (სელა)

 7 სწრაფად მიპასუხე, იეჰოვა;+ ძალა გამომეცალა.+

პირს ნუ მომარიდებ,+

თორემ საფლავში ჩამავალს დავემსგავსები.+

 8 მიჩვენე შენი ურყევი სიყვარული* დილიდანვე,

რადგან შენზე ვარ მონდობილი.

მიჩვენე, რომელი გზით ვიარო,+

რადგან შენზე ვამყარებ იმედს.

 9 მიხსენი მტრებისგან, იეჰოვა.

შენთან ვეძებ თავშესაფარს.+

10 მასწავლე შენი ნების შესრულება,+

რადგან ჩემი ღმერთი ხარ.

კარგია შენი სული,

წამიძღვეს ის სწორ გზაზე.

11 შენი სახელის გულისთვის მაცოცხლე, იეჰოვა.

მიხსენი გასაჭირისგან, რადგან მართალი ხარ.+

12 ბოლო მოუღე ჩემს მტრებს შენი ურყევი სიყვარულის* გამო.+

მოსპე ყველა, ვინც მავიწროებს,+

რადგან შენი მსახური ვარ.+

დავითის ფსალმუნი.

144 დიდება იეჰოვას, ჩემს კლდეს,+

რომელიც ბრძოლას მასწავლის

და საომრად მამზადებს.+

 2 ის არ იშურებს სიყვარულს* და ისაა ჩემი ციხესიმაგრე,

ჩემი თავშესაფარი და მხსნელი,

ჩემი ფარი, რომელსაც თავს ვაფარებ;+

ის მიმორჩილებს ხალხებს.+

 3 იეჰოვა, ვინ არის კაცი, რომ ამჩნევ,

უბრალო მოკვდავი, ყურადღებას რომ აქცევ?!+

 4 კაცი ერთი ამოსუნთქვაა,+

მისი დღეები ჩრდილივით გადადის.+

 5 იეჰოვა, მოდრიკე ზეცა და ჩამოდი,+

შეეხე მთებს და აბოლდებიან ისინი.+

 6 ელვით მიმოფანტე ჩემი მტრები,+

დაუშინე ისრები და თავგზა აუბნიე.+

 7 ჩამომწვდი ზეციდან,

მიხსენი წყლის ზვირთებისგან,

დამიხსენი უცხოტომელთა ხელიდან,+

 8 რომელთა პირიც სიცრუეს ლაპარაკობს,

რომლებიც სწევენ მარჯვენას და სიცრუეზე იფიცებენ.

 9 ღმერთო, ახალ საგალობელს გიმღერებ,+

ათსიმიან საკრავზე გიგალობებ,

10 შენ, ვინც ამარჯვებინებ მეფეებს,+

შენ, ვინც მახვილისგან იფარავ შენს მსახურ დავითს.+

11 დამიხსენი უცხოტომელთა ხელიდან,

რომელთა პირიც სიცრუეს ლაპარაკობს,

რომლებიც სწევენ მარჯვენას და სიცრუეზე იფიცებენ.

12 მაშინ ჩვენი ძეები იმ ნერგებივით იქნებიან, სწრაფად რომ იყრიან ტანს,

ჩვენი ქალიშვილები კი — თლილი სვეტებივით, სასახლის კუთხეებს რომ ამშვენებენ.

13 ჩვენი ბეღლები ყველანაირი მოსავლით აივსება,

თვლა არ ექნება ჩვენს ფარებს მინდორში,

14 ჩვენი მაკე საქონელი არც ნაადრევად მოიგებს და არც გაბერწდება;

არ გაისმება შეჭირვებულთა ღაღადი ჩვენს მოედნებზე.

15 ბედნიერია ხალხი, რომელსაც ასე მისდის საქმე!

ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!+

სადიდებელი საგალობელი. დავითის ფსალმუნი.

א [ალეფ]

145 განგადიდებ, ჩემო ღმერთო, ჩემო მეფეო!+

განვადიდებ შენს სახელს სამარადისოდ, მარადიულად.+

ב [ბეთ]

 2 მთელი დღე განგადიდებ.+

განვადიდებ შენს სახელს სამარადისოდ, მარადიულად.+

ג [გიმელ]

 3 დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები,+

ჩაუწვდომელია მისი სიდიადე.+

ד [დელეთ]

 4 თაობიდან თაობაში განგადიდებენ შენი საქმეების გამო;

ილაპარაკებენ შენს ძლევამოსილ საქმეებზე.+

ה [ჰე]

 5 შენს ბრწყინვალებასა და დიდებულებაზე ილაპარაკებენ,+

მე კი შენს საოცარ საქმეებზე ვიფიქრებ.

ו [ვავ]

 6 შენს შიშის მომგვრელ საქმეებზე ილაპარაკებენ,

მე კი შენი სიდიადის შესახებ ვაუწყებ.

ז [ზაინ]

 7 გაიხსენებენ შენს სიკეთეს* და განგადიდებენ დღემუდამ,+

სიხარულით შესძახებენ შენი სიმართლის გამო.+

ח [ხეთ]

 8 იეჰოვა თანამგრძნობი და გულმოწყალეა,+

სულგრძელია* და ურყევია მისი სიყვარული*.+

ט [ტეთ]

 9 იეჰოვა არავის აკლებს სიკეთეს,+

მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება.

י [ჲოდ]

10 იეჰოვა, შენი ნამოქმედარი განგადიდებს,+

ხოტბას შეგასხამენ შენი ერთგულები.+

כ [ქაფ]

11 შენი დიდებული მმართველობის შესახებ გააცხადებენ+

და შენს ძლევამოსილებაზე ისაუბრებენ,+

ל [ლამედ]

12 რათა აუწყონ ხალხს შენი ძლევამოსილი საქმეებისა+

და შენი ბრწყინვალე მეფობის სიდიადის შესახებ.+

מ [მემ]

13 შენი მეფობა მარადიულია

და შენი ძალაუფლება თაობიდან თაობაში ვრცელდება.+

ס [სამეხ]

14 იეჰოვა მხარში უდგას ყველას, ვინც ეცემა,+

და ფეხზე წამოაყენებს დამდაბლებულთ.+

ע [აინ]

15 შენ შემოგცქერის ყველას თვალი იმედიანად

და შენ აძლევ მათ საზრდოს დროულად.+

פ [ფე]

16 შლი ხელს

და აკმაყოფილებ ყოველი სულდგმულის სურვილს.+

צ [ცადე]

17 იეჰოვას ყველა გზა სამართლიანია+

და ყველა მისი ნამოქმედარი მის ერთგულებაზე მოწმობს.+

ק [კოფ]

18 იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს,+

ყველასთან, ვინც წრფელი გულით უხმობს.+

ר [რეშ]

19 გულის წადილს უსრულებს თავის მოშიშთ,+

ისმენს მათ ღაღადს, შველას რომ სთხოვენ, და იხსნის მათ.+

ש [შინ]

20 იეჰოვა იცავს ყველა თავის მოყვარულს,+

ყველა ბოროტს კი მოსპობს.+

ת [თავ]

21 ხოტბას შევასხამ იეჰოვას ჩემი ბაგით,+

ყოველმა სულდგმულმა ადიდოს მისი წმინდა სახელი სამარადისოდ, მარადიულად!+

146 ადიდეთ იაჰი*!+

ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო!+

 2 მთელი სიცოცხლე ვადიდებ იეჰოვას;

ვუგალობებ ჩემს ღმერთს, სანამ ცოცხალი ვარ.

 3 იმედს ნუ დაამყარებთ მმართველებზე,

ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაც არ შეუძლიათ ხსნა.+

 4 ამოსდის სული*, თვითონ კი უბრუნდება მიწას;+

იმ დღესვე ქრება მისი ფიქრები.+

 5 ბედნიერია ის, ვისი შემწეც იაკობის ღმერთია,+

ვინც იმედს თავის ღმერთ იეჰოვაზე ამყარებს,+

 6 რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა,

ზღვა, და ყოველივე მათში არსებული,+

ის, ვინც ყოველთვის ერთგულია,+

 7 ვინც სამართალს უჩენს ჩაგრულს

და აპურებს მშიერს;+

იეჰოვა ათავისუფლებს ტუსაღებს.+

 8 იეჰოვა თვალს უხელს უსინათლოს,+

იეჰოვა ფეხზე აყენებს დატანჯულს;+

იეჰოვას უყვარს მართლები.

 9 იეჰოვა იცავს ხიზანს,

ის ზრუნავს ქვრივ-ობოლზე,+

ბოროტთა გეგმებს კი შლის.+

10 მარადიულად იმეფებს იეჰოვა,+

თაობიდან თაობაში იმეფებს შენი ღმერთი, სიონო!

ადიდეთ იაჰი*!

147 ადიდეთ იაჰი*!

უნდა ვუგალობდეთ ჩვენს ღმერთს;

რა საამო და ჯეროვანია მისი ქება!+

 2 იეჰოვა აშენებს იერუსალიმს;+

თავს უყრის გაფანტულ ისრაელებს.+

 3 ის კურნავს გულგატეხილებს

და უხვევს ჭრილობებს.

 4 ის თვლის ვარსკვლავებს,

სახელით უხმობს თითოეულ მათგანს.+

 5 დიდებულია ჩვენი უფალი და ძლევამოსილი;+

განუზომელია მისი გონიერება.+

 6 იეჰოვა ამაღლებს თვინიერებს,+

ბოროტებს კი მიწაზე ამხობს.

 7 უმღერეთ იეჰოვას სამადლობელი სიმღერა,

უგალობეთ ქნარით ჩვენს ღმერთს,

 8 მას, ვინც ღრუბლებით ფარავს ცას,

აწვიმებს მიწას+ და მწვანე ბალახით+ მოსავს მთებს.

 9 ის საკვებს+ აძლევს ცხოველებს

და ასაზრდოებს ყორნის აჩხავლებულ ბახალებს.+

10 არც ცხენის ძალა აკვირვებს+

და არც კაცის ფეხმარდობა.+

11 იეჰოვას თავისი მოშიშები ჰგვრიან სიხარულს,+

ისინი, ვისაც მისი ურყევი სიყვარულის* იმედი აქვთ.+

12 ადიდე იეჰოვა, იერუსალიმო,

ხოტბა შეასხი შენს ღმერთს, სიონო!

13 ის განამტკიცებს შენი კარიბჭეების ურდულებს;

ის აკურთხებს შენს ძეებს;

14 მშვიდობას გაძლევს შენს მიწაზე+

და საუკეთესო ხორბლით გაძღებს;+

15 ბრძანებას აძლევს დედამიწას

და სწრაფად ვრცელდება მისი სიტყვა;

16 მატყლივით ფარავს მიწას თოვლით+

და ნაცარივით ფანტავს თრთვილს;+

17 პურის ნამცეცებივით ყრის სეტყვის მარცვლებს.+

ვინ გაუძლებს სუსხს?!+

18 ბრძანებს და დნება ყინულის მარცვლები.

ამოაგდებს ქარს+ და დენას იწყებენ წყლები.

19 თავის სიტყვას უცხადებს იაკობს,

წესსა და სამართალს — ისრაელს.+

20 სხვა არცერთ ხალხზე არ უზრუნია ასე;+

მათთვის უცნობია მისი სამართალი.

ადიდეთ იაჰი*!+

148 ადიდეთ იაჰი*!

ადიდეთ იეჰოვა, ზეცის მკვიდრნო,+

ადიდეთ იგი, მაღლა დავანებულნო!

 2 ადიდეთ იგი მისმა ანგელოზებმა,+

ადიდეთ იგი მისმა ლაშქარმა!+

 3 ადიდეთ იგი, მზეო და მთვარეო,

ადიდეთ იგი, მოციმციმე ვარსკვლავებო!+

 4 ადიდეთ იგი, ზეცათა ზეცავ,

და თქვენც, წყლებო ზეცის ზემოთ!

 5 ადიდონ მათ იეჰოვას სახელი,

რადგან მისი ბრძანებით შეიქმნენ.+

 6 მისი წყალობით იარსებებენ ისინი მარადიულად, სამარადისოდ;+

დაუდგინა მათ წესი, რომელიც არ გაუქმდება.+

 7 ადიდონ იეჰოვა დედამიწაზე

ზღვის დიდმა ცხოველებმა და ღრმა წყლებმა,

 8 ელვამ და სეტყვამ,

თოვლმა და სქელმა ღრუბლებმა,

ქარიშხალმა, მისი სიტყვის შემსრულებელმა,+

 9 მთებმა და გორებმა,+

ხეხილმა და კედრებმა,+

10 ნადირმა+ და პირუტყვმა,

ქვეწარმავალმა და ფრინველმა,

11 დედამიწის მეფეებმა და ერებმა,

მთავრებმა და დედამიწის მოსამართლეებმა,+

12 ვაჟებმა და ასულებმა,

მოხუცებმა და ბავშვებმა!

13 ადიდონ მათ იეჰოვას სახელი,

რადგან მხოლოდ მისი სახელია აღმატებული!+

ცასა და დედამიწას სცდება მისი სიდიადე.+

14 ის გააძლიერებს* თავის ხალხს

და განადიდებს თავის ერთგულებს,

მასთან ახლოს მყოფ ისრაელ ერს.

ადიდეთ იაჰი*!

149 ადიდეთ იაჰი*!

უმღერეთ იეჰოვას ახალი საგალობელი,+

უგალობეთ მას ერთგულთა კრებულში!+

 2 გაიხაროს ისრაელმა თავისი დიდებული შემოქმედით,+

იმხიარულონ სიონის მკვიდრებმა თავიანთი მეფით!

 3 ცეკვით+ განადიდონ მისი სახელი

და უგალობონ მას დაირითა და ქნარით!+

 4 იეჰოვა ხარობს თავისი ხალხით.+

ის ხსნით ამკობს თვინიერებს.+

 5 დიდებით გაიხარონ ერთგულებმა,

სიხარულით იყიჟინონ თავიანთ სარეცლებზე.+

 6 ბაგით ღმერთს უგალობონ

და ხელთ ორლესული მახვილი იპყრან,

 7 რათა შური იძიონ ერებზე

და დასაჯონ ხალხები,

 8 რათა ხუნდები დაადონ მათ მეფეებს

და რკინის ბორკილები — მათ დიდებულებს,

 9 რათა აღასრულონ მათთვის გამოტანილი განაჩენი.+

ასეთი პატივის ღირსნი გახდებიან მისი ერთგულები.

ადიდეთ იაჰი*!

150 ადიდეთ იაჰი*!+

ადიდეთ ღმერთი მისი წმინდა ტაძრიდან,+

ადიდეთ იგი ვრცელი ცის ქვეშ, რომელიც მის ძალაზე მოწმობს!+

 2 ადიდეთ იგი მისი ძლევამოსილი საქმეებისთვის,+

ადიდეთ იგი მისი განუზომელი სიდიადისთვის!+

 3 ადიდეთ იგი, ჩაჰბერეთ საყვირს,+

ადიდეთ იგი სიმებიანი საკრავითა და ქნარით!+

 4 ადიდეთ იგი დაირითა+ და ცეკვით,

ადიდეთ იგი სიმებიანი საკრავითა+ და სტვირით!+

 5 ადიდეთ იგი ჟღარუნა წინწილებით,

ადიდეთ იგი მჭექარე წინწილებით!+

 6 ყოველმა სულდგმულმა ადიდოს იაჰი*,

ადიდეთ იაჰი*!+

სხვაგვარად — „დაბალი ხმით კითხულობს“, „ფიქრობს მასზე“.

სიტყვასიტყვით — „ეამბორეთ“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „თუ არ შემეწყალებინოს ის, ვინც უმიზეზოდ მმტრობდა“.

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „თირკმელებს“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ან შესაძლოა: „ცის ზემოთ აუწყებენ შენს დიდებას“.

სხვაგვარად — „ანგელოზებზე“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „ხარბი საკუთარ თავს ლოცავს“.

ან შესაძლოა: „ცხელ ნაკვერჩხლებს“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „ფიცს“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

სიტყვასიტყვით — „ჩემი თირკმელები“.

სიტყვასიტყვით — „ჩემს სულს“; ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „გასახრწნელად“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „ხსნის რქას“; იხ. „რქა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ქარის ფრთებით“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „ლარი“.

დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

შესაძლოა იგულისხმებოდეს მუსიკალური ტონალობა.

ან შესაძლოა: „წყნარი წყლებისკენ“.

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იგულისხმება იეჰოვას სიცოცხლე.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „თირკმელები“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „მწამს, რომ ვიხილავ ამ ცის ქვეშ, თუ რაოდენ კარგია იეჰოვა!“

ან შესაძლოა: „მისი სიწმინდის სიდიადის გამო“.

სავარაუდოდ, ლიბანის მთაგრეხილს.

სიტყვასიტყვით — „ჩემი სული“; ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ერთგულო ღმერთო“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სავარაუდოდ, იგულისხმება თავად ფსალმუნმომღერალი.

ან შესაძლოა: „უღვთოები ერთი კვერის სანაცვლოდ დამცინიან“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „გული ნუ მოგივა, რადგან ეს საზიანოა“.

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „მრავლად არიან ჩემზე უმიზეზოდ გადამტერებულნი“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“)

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „თითქოს ძვლებს მიმტვრევდნენ“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

სიტყვასიტყვით — „ღმერთია შენი ტახტი“.

ან შესაძლოა: „მოქარგულ მოსასხამში“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ან შესაძლოა: „ფარებს“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „ჩვენ სიკვდილამდე“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიკვდილის აღმნიშვნელი ებრაული იდიომი.

ან შესაძლოა: „მხარს უბამ ქურდს“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ან შესაძლოა: „თუმცა საშიში არაფერი იყო“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იგულისხმება მე-13 და მე-14 მუხლებში მოხსენიებული მოღალატე მეგობარი.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ან შესაძლოა: „შენ აღმართული გაქვს“.

ან შესაძლოა: „თავის წმინდა სამყოფელში“.

ან შესაძლოა: „გამაგრებულ“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ან შესაძლოა: „ყველანი ისე ესხმით თავს, თითქოსდა იგი ქვის გადახრილი კედელი იყოს, რომელიც სადაცაა ჩამოიქცევა“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „ღრუბლებზეა ამხედრებული“.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „ცხვრის სადგომებს შორის იწექით“.

ან შესაძლოა: „ისე მიმოფანტა ყოვლისშემძლემ მეფეები, თითქოს გათოვდაო ცალმონში“.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ან შესაძლოა: „ეგვიპტიდან ჩამოვლენ დესპანები“.

სიტყვასიტყვით — „მოშურნეობამ შემჭამა“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იგულისხმება ევფრატი.

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

სიტყვასიტყვით — „რქას ნუ სწევთ“; იხ. „რქა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.

სხვაგვარად — „ანგელოზთა“.

ან შესაძლოა: „რომ გამოდის სული და უკან აღარ ბრუნდება“.

ან შესაძლოა: „ციებ-ცხელება შეჰყარა“.

სიტყვასიტყვით — „მათი წარმომქმნელი ძალის საწყისი“.

დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.

სიტყვასიტყვით — „კარავი“.

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „შორის“.

იგულისხმება ევფრატი.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ნიშნავს „დავას“.

სხვაგვარად — „ღვთის მსგავსებს“.

სიტყვასიტყვით — „ედომისა და ისმაელელების კარვებს“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

„ბაქა“ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაციაა, რომლის მნიშვნელობა უცნობია.

ან შესაძლოა: „კურთხევით იმოსება მოძღვარი“.

ან შესაძლოა: „შეხედე ჩვენს ფარს, ღმერთო“.

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ადვილად არ რისხდები“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „ერთბაშად“.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „თავშესაფარი“.

სიტყვასიტყვით — „დავითვალოთ“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „ციხესიმაგრედ“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „ამიწევ რქას“; იხ. „რქა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ნიშნავს „დავას“.

ნიშნავს „გამოცდას“, „შემოწმებას“.

სიტყვასიტყვით — „ვერ შემოვლენ-მეთქი ჩემს დასვენებაში“.

ან შესაძლოა: „მისი სიწმინდის სიდიადის გამო“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „შორის“.

დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.

ან შესაძლოა: „მან შეგვქმნა, თვითონ არ შეგვიქმნია ჩვენი თავი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ბოლოს მოვუღებ“.

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „გამოფიტული ვარ“.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ადვილად არ რისხდება“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „საამო იყოს ჩემი ფიქრები მასზე“.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ან შესაძლოა: „ილაპარაკეთ მის საოცარ საქმეებზე“.

სიტყვასიტყვით — „დაამტვრია პურის ყველა ჯოხი“. შესაძლოა იგულისხმებოდეს ჯოხი, რომელზეც პურს ჰკიდებდნენ და ინახავდნენ.

სხვაგვარად — „დაუშვა, რომ შესძულებოდათ“.

სავარაუდოდ, იგულისხმება მოსე და აარონი.

სიტყვასიტყვით — „მათი წარმომქმნელი ძალის საწყისი“.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იგულისხმება მიცვალებულებისთვის ან უსიცოცხლო ღვთაებებისთვის შეწირული მსხვერპლი.

ნიშნავს „დავას“.

სიტყვასიტყვით — „გარყვნილებას სჩადიოდნენ“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „თავის წმინდა სამყოფელში“.

სხვაგვარად — „ბრალმდებელი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „ძლიერების კვერთხს“.

სიტყვასიტყვით — „განთიადის საშვილოსნოდან გამოსული“.

იგულისხმება 1–ლ მუხლში მოხსენიებული უფალი.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

სიტყვასიტყვით — „დიდებით აუმაღლდება რქა“; იხ. „რქა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ან შესაძლოა: „ნაგავსაყრელიდან“.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ან შესაძლოა: „მიყვარს, იეჰოვა რომ მისმენს“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ან შესაძლოა: „იეჰოვაა ჩემ გვერდით ჩემს შემწეებთან ერთად“.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ამ ფსალმუნში „მითითებად“ ნათარგმნი დედნისეული სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.

ან შესაძლოა: „რადგან შენ მმატებ გულდაჯერებულობას“. სიტყვასიტყვით — „რადგან შენ მიფართოებ გულს“.

ან შესაძლოა: „რომელიც შენს მოშიშთათვის არის“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „სიცრუით“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იგულისხმება ყველაფერი, რაც ღმერთმა შექმნა.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „მოშურნეობამ შემჭამა“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.

იგულისხმება იერუსალიმი.

სიტყვასიტყვით — „ბოროტის კვერთხი“.

შესაძლოა იგულისხმებოდნენ მამები.

შესაძლოა იგულისხმებოდნენ შვილები.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

შესაძლოა იგულისხმებოდეს კიდობანი.

დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.

ან შესაძლოა: „წმინდა ადგილას“.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „სხვა ღმერთების დასამცირებლად გიგალობებ“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „შენი სიტყვა შენს სახელზე მეტად განადიდე“.

სიტყვასიტყვით — „მედიდურებს მხოლოდ შორიდან იცნობს“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „მომქსოვე“.

ან შესაძლოა: „კვლავ მათ თვლას მოვყვებოდი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ადვილად არ რისხდება“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

სიტყვასიტყვით — „აუწევს რქას“; იხ. „რქა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება