საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 1 გვ. 16-გვ. 19
  • ის ღვთის გზით დადიოდა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ის ღვთის გზით დადიოდა
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • „მან . . . ღმერთს ასიამოვნა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
  • ენოქი — უღვთო წუთისოფელში ღმერთთან დადიოდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • ენოქი — უშიშარი ყოველგვარი სირთულის წინაშე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • იარეთ ღმერთთან ერთად მშფოთვარე დროში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 1 გვ. 16-გვ. 19

1 ᲔᲜᲝᲥᲘ

ის ღვთის გზით დადიოდა

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲔᲜᲝᲥᲛᲐ კარგად იცოდა, რას ნიშნავს მარტოობა. ის თავისი თანამედროვეებისგან ძალიან განსხვავდებოდა, რადგან იმ დროს ერთადერთი იყო, ვინც ღვთის გზით დადიოდა. როგორ შეძლო ეს ერთმა უბრალო კაცმა და რა მხრივ გვაძლევს ენოქი გაბედულების მაგალითს?

საიდან ჩანდა, რომ ენოქი ღვთის გზით დადიოდა? ის არ ემსგავსებოდა მის გარშემო მცხოვრებ უღვთო ხალხს. ენოქი ადამის მეშვიდე თაობას მიეკუთვნებოდა. მის დროს ადამი ჯერ კიდევ ცოცხალი, თუმცა ღრმად მოხუცებული იყო (იხილეთ დროის დიაგრამა „პატრიარქების დროიდან მსაჯულების დრომდე“). სამწუხაროდ, ადამიანები პირველი მშობლების კვალს გაჰყვნენ და ურჩობის გზა აირჩიეს. ადამისა და ევას უფროსმა ვაჟმა კაენმა სიცოცხლეს გამოასალმა თავისი ძმა აბელი, რომელიც პირველი ღვთისმოშიში ადამიანი იყო. კაენს თავისი შთამომავლებიც არ უდებდნენ ტოლს სისასტიკეში (დაბ. 4:23, 24). ასეთი მოძალადე ადამიანების გარემოცვაშიც კი ენოქი გაბედულებას ავლენდა და კვლავ მშვიდობისმოყვარე რჩებოდა, ამიტომაც დაიმსახურა ღვთის მოწონება.

ჯერ კიდევ ენოქის დაბადებამდე იმ დროს მცხოვრებმა ხალხმა იეჰოვას სახელის ხსენება დაიწყო (დაბ. 4:26). როგორც ჩანს, ამაში ის იგულისხმებოდა, რომ ისინი უპატივცემულოდ და მკრეხელურად იხსენიებდნენ ღვთის სახელს. ენოქი ამ ყველაფრისგან შორს იდგა. მას დიდი მოწიწება ჰქონდა ღვთისა და მისი წმინდა სახელის მიმართ.

იეჰოვამ დაიცვა ენოქი იმ ადამიანებისგან, რომლებიც მისმა ცნობამ განარისხა.

კიდევ რაში გამოჩნდა, რომ ენოქი ღვთის გზით დადიოდა? მან განსაკუთრებული დავალება მიიღო, რის შესრულებასაც დიდი გამბედაობა სჭირდებოდა. ღმერთმა მას დაავალა, რომ ბოროტი ხალხისთვის შემდეგი წინასწარმეტყველური ცნობა გაეცხადებინა: „აი, მოვიდა იეჰოვა თავის უთვალავ წმინდასთან ერთად, რათა მსჯავრი აღასრულოს ყველაზე და ამხილოს ყველა უღვთო მათი უღვთო საქმეების გამო, უღვთოობით რომ სჩადიოდნენ, და ამხილოს უღვთო ცოდვილები მის წინააღმდეგ ნათქვამი ყველა აღმაშფოთებელი სიტყვის გამო“.

ენოქი ხალხმრავალ ადგილას დგას და ღვთის განაჩენს აცხადებს. ზოგი გაღიზიანებული და გაბრაზებულია; ზოგიერთ მათგანს ხელში იარაღი უჭირავს.

აღსანიშნავია, რომ ენოქმა წინასწარმეტყველება ისე წარმოთქვა, თითქოს ეს მოვლენები უკვე მოხდა. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ მისი სიტყვები უეჭველად შესრულდებოდა. ენოქმა თავის წინასწარმეტყველებაში ოთხჯერ გამოიყენა სიტყვა „უღვთო“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იეჰოვა ურჩ ხალხზე ძალიან განრისხებული იყო. ასეთი სიტყვების მოსმენას, დიდი ალბათობით, მათგან მძაფრი რეაქცია მოჰყვებოდა. მაგრამ ენოქს შიშით უკან არ დაუხევია და სათქმელი ბოლომდე თქვა.

ბიბლია არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ხალხს ამ ცნობის მოსმენაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ენოქის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? მასზე ნათქვამია, რომ „ღმერთმა წაიყვანა და შემდეგ აღარავის უნახავს“. როგორც ჩანს, ბოროტთა ხელით რომ არ დაღუპულიყო, იეჰოვამ თავისი ერთგული მსახური სიკვდილის ძილით დააძინა. იეჰოვა თავის დროზე გაიხსენებს მას და სიცოცხლეს დაუბრუნებს.

თუმცა სანამ მშვიდად განისვენებდა, იეჰოვამ დაარწმუნა ენოქი, რომ მისი მოწონება დაიმსახურა. ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთმა დაუდასტურა, რომ ასიამოვნა მას“. შესაძლოა იეჰოვამ ენოქს ხილვაში წინასწარ აჩვენა ის ჯილდო, რაც წინ ელოდა – მშვიდობიანი გარემო სამოთხედქცეულ დედამიწაზე. ენოქი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ერთ რამეში იყო დარწმუნებული: იეჰოვას ძალიან უყვარდა და დიდი რწმენისა და გაბედულების გამო იწონებდა!

წაიკითხეთ:

  • დაბადება 5:21–24

  • ებრაელები 11:5

  • იუდა 14, 15

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა ენოქის გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რა გაგებით დაიწყო ხალხმა იეჰოვას სახელის ხსენება? (დაბ. 4:26; w01 9/15 29 ¶3)

  2. 2) რა უპრეცედენტო დავალება მიიღო ენოქმა და როგორ გაართვა თავი? (w01 9/15 31 ¶5)

  3. 3) საიდან ეცოდინებოდა ენოქს, რომ ღვთის ცნობის გასაცხადებლად დიდი გაბედულება დასჭირდებოდა? (w06 10/1 19 ¶13, 14) სურათი 1

    ფოტოკოლაჟზე ნაჩვენებია, რომ ენოქი თავისი წინაპრების ისტორიას იხსენებს: 1) ედემის ბაღს ორი ქერუბიმი და ცეცხლოვანი მახვილი იცავს; 2) დაბერებული ადამი და ევა; 3) კაენი მოკლულ ძმას ადგას თავზე.

    სურათი 1

  4. 4) როგორ ახსნით, რომ ღმერთს ენოქი ზეცაში არ წაუყვანია, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებს? (იოან. 3:13; ებრ. 11:5, 13)

რას სწავლობთ

  • განსაკუთრებით როდის შეიძლება დაგვჭირდეს გაბედულება, რომ ვიქადაგოთ? როგორ დაგვეხმარება ამაში ენოქის მაგალითი? სურათი 2

    ავტოსახელოსნოში მომუშავე ძმას სურს, კრების შეხვედრაზე დაპატიჟოს თანამშრომელი, რომელსაც მკაცრი გამომეტყველება აქვს. სხვა თანამშრომლები მას დასცინიან.

    სურათი 2

  • რას გრძნობს იეჰოვა, როცა სხვადასხვა სიტუაციაში გაბედულებას ვავლენთ? (იგავ. 27:11; ებრ. 11:5)

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ენოქს გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ ენოქს?

გაიგეთ მეტი

როგორ დაგეხმარებათ ენოქის მაგალითი, თუ აგრესიული ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდებით?

„მიჰბაძეთ ძლიერი რწმენის მქონეთ და არა ურწმუნოთ – ენოქს და არა ლამექს“ (2:53)

როგორ განივითარა ენოქმა ძლიერი რწმენა?

„იარეთ ღმერთთან ერთად მშფოთვარე დროში“ (w05 9/1 13–17)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება