2 ᲜᲝᲔ
მან მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას
ᲒᲐᲕᲘᲓᲐ დრო და ამჯერად იეჰოვას თავისი ზეციერი ძეები, ანგელოზები დაუპირისპირდნენ. მათ ადამიანთა ასულებს დაადგეს თვალი, ხორცი შეისხეს, დედამიწაზე ჩამოვიდნენ და მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ. ამ ქალებისგან მათ ჰიბრიდული შთამომავლები, ბუმბერაზები შეეძინათ, რომლებსაც ნეფილიმებს უწოდებდნენ. ისინი აგრესიული და მოძალადე ბუნებით გამოირჩეოდნენ, რის გამოც მთელი დედამიწა ძალადობით აივსო. შედეგად კაცთა მოდგმა, რომელსაც სრულყოფილი დასაბამი ჰქონდა, ღვთის თვალში სრულიად გაიხრწნა. ამ სავალალო გარემოში ცხოვრობდა კაცი, რომელიც უმეტესობას არ ჰგავდა. ეს იყო ენოქის შვილთაშვილი, ნოე.
თავისი წინაპრის, ენოქის მსგავსად ნოეც მართალი კაცი იყო და ჭეშმარიტი ღვთის გზით დადიოდა. ის ცოლთან ერთად სამ ვაჟს ზრდიდა და ასწავლიდა, რომ ყოველთვის ღმერთს დამორჩილებოდნენ. იმ გარემოში მათი ოჯახი ნამდვილად გამორჩეული იყო.
ერთ დღეს იეჰოვა ნოეს უმხელს, რომ დედამიწაზე წარღვნას მოავლენს და ყველა ბოროტ ადამიანს მოსპობს. თუმცა აიმედებს კიდეც, რომ მართალი ადამიანები გადარჩებიან, და ვეებერთელა კიდობნის აშენებას ავალებს. მანამდე ასეთი სტიქია არასოდეს მომხდარა. უშველებელი კიდობნის აგებაც ნოესთვის სრულიად უჩვეულო დავალებაა, მაგრამ მას ეჭვი არ ეპარება იეჰოვას სიტყვებში. ამიტომ არ აყოვნებს და დავალების შესრულებას იწყებს.
ნოესა და მის ოჯახს ძლიერი მტრები ჰყავდათ, რომლებსაც მათი გამაფრთხილებელი ცნობა და კიდობნის მშენებლობა აღიზიანებდათ.
თუმცა ნოე და მისი ოჯახის წევრები დიდ დაცინვასა და წინააღმდეგობას ხვდებიან ხორცშესხმული ანგელოზებისა და მათი მოძალადე შთამომავლებისგან. მაგრამ ისინი გაბედულებას იჩენენ და შეუპოვრად აგრძელებენ მუშაობას. საქმე ნელ-ნელა წინ მიიწევს და დაახლოებით 50 წელიწადში ღვთის ეს ერთგული ადამიანები – ნოე, მისი ცოლი და სამი ვაჟი ცოლებთან ერთად – კიდობნის მშენებლობას ასრულებენ.
მშენებლობის პარალელურად ნოე სხვა საქმითაცაა დაკავებული, რის გამოც მოგვიანებით „სიმართლის მქადაგებლის“ სახელით ხდება ცნობილი. ის ხალხს აფრთხილებს მოსალოდნელი განადგურების შესახებ და მისი ოჯახიც მსგავსად იქცევა. თუმცა, სამწუხაროდ, მათ ყურს არავინ უგდებს. როგორც ჩანს, გამონაკლისი არც მათი ნათესავები არიან. ხალხს არ სურს ცხოვრების წესის შეცვლა. ნოე ნამდვილად გამოირჩევა თავისი რწმენით ამ ურწმუნო საზოგადოებისგან. სწორედ ამიტომ წერია მასზე ბიბლიაში, რომ „რწმენით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას“.
აი, დგება დღე და კიდობნის მშენებლობა სრულდება. ახლა ნოემ და მისმა ოჯახმა საკვების მომარაგება უნდა დაიწყონ როგორც თავიანთთვის, ისე იმ ცხოველებისთვის, რომლებიც ღვთის ბრძანებით კიდობანში უნდა შეიყვანონ. ღმერთი ნოეს ეუბნება, რომ შვიდ დღეში წვიმა დაიწყება. ამის შემდეგ გასაოცარი რამ ხდება: ყველანაირი ცხოველი წყვილ-წყვილად შედის კიდობანში.
მთელი ოჯახი დიდი მონდომებით მუშაობს, რომ კიდობანში ყველაფრის შეტანა და მოწესრიგება მოასწრონ. ეს ხალხს ალბათ სიცილად არ ჰყოფნის. თუმცა მალე სასაცილოდ საქმე ნამდვილად არ ექნებათ. მას შემდეგ, რაც კიდობანში ნოე და მისი ოჯახის წევრებიც შედიან, იეჰოვა კიდობნის კარს კეტავს და მალევე თავსხმა წვიმაც იწყება. 40 დღის განმავლობაში წყალი ისე მატულობს, რომ მთის მწვერვალებიც იფარება. აი, ასე უსვამს იეჰოვა ბოროტებას წერტილს.
უკვე ერთი წელია, რაც ნოე და მისი ოჯახი კიდობანში არიან. ამასობაში დედამიწაზე წყალიც იკლებს და ბოლოს კიდობანი მთის წვერზე ჩერდება. რაღაც დროის შემდეგ იეჰოვა ნოეს ეუბნება, რომ გარეთ გამოვიდეს. ისინიც გამოდიან და მადლიერების ნიშნად იეჰოვას მსხვერპლს სწირავენ. ის კი მათ პირობას აძლევს, რომ დედამიწაზე წარღვნას აღარასდროს მოავლენს და ამის ნიშნად ცაზე ცისარტყელა ჩნდება.
დღეს დედამიწაზე ყველა ადამიანი ნოესა და მისი შვილების შთამომავალია. სიცოცხლეს მათ უნდა ვუმადლოდეთ, რადგან ეყოთ გაბედულება და არ დაემსგავსნენ გარშემო მცხოვრებ ბოროტ ადამიანებს!
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა ნოეს გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) რა ხდებოდა დედამიწაზე წარღვნამდე? (w02 3/1 5 ¶3–6 ¶4)
2) როდის დაავალა ღმერთმა ნოეს კიდობნის აგება? როდის გაიგო მან წარღვნის დაწყების ზუსტი დრო? (w12 4/15 23 ¶5–8)
3) საიდან ვიცით, რომ წარღვნა ნამდვილად მოხდა? (ijwbq სტატია 156 ¶2–5, ჩარჩო) სურათი 1
Historic Collection/Alamy Stock Photo
სურათი 1: ინდური ლეგენდა მოგვითხრობს კაცზე, რომელმაც ნავი ააგო და ასე გადაურჩა წარღვნას. წარღვნის შემდეგ მან ღმერთს მსხვერპლი შესწირა და კაცობრიობის წინაპარი გახდა.
4) როგორ განვითარდა მოვლენები წარღვნიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ და როგორ იმოქმედებდა ეს ხანდაზმულ ნოეზე? (it „ნოე“ №1 ¶12) სურათი 2
სურათი 2
რას სწავლობთ
რით ჰგავს ჩვენი დრო ნოეს დროს? (მათ. 24:36–39)
როგორ დაგეხმარებათ ნოეს მაგალითი, რომ იყოთ . . .
ორგანიზებული? სურათი 3
სურათი 3
შრომისმოყვარე? სურათი 4
სურათი 4
მომთმენი? სურათი 5
სურათი 5
როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ნოეს გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ ნოეს?
გაიგეთ მეტი
ნახეთ, როგორ ცდილობს ოჯახისთავი, მიჰბაძოს ნოეს.
„მიჰბაძეთ ძლიერი რწმენის მქონეთ და არა ურწმუნოთ – ნოეს და არა მის თანამედროვეებს“ (2:57)
ასწავლეთ შვილებს ნოეს მაგალითზე.