საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 6 გვ. 36-გვ. 39
  • მან არ იცოდა, რა ელოდა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მან არ იცოდა, რა ელოდა
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • „წავყვები“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • რებეკა შეუპოვარი და ღვთისმოშიში ქალი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • რებეკა მზად იყო იეჰოვას ნების შესასრულებლად
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • რებეკას იეჰოვას გულის გახარება უნდოდა
    ასწავლეთ შვილებს
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 6 გვ. 36-გვ. 39

6 ᲠᲔᲑᲔᲙᲐ

მან არ იცოდა, რა ელოდა

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲡᲐᲦᲐᲛᲝ ᲮᲐᲜᲡ მხარზე დოქშემოდგმული რებეკა ჭას უახლოვდება. ჩვეულებრივ, ქალები ამ დროს გამოდიან წყლის ამოსაღებად. როგორც ჩანს, ეს ახალგაზრდა ქალიც ბავშვობიდან არის მიჩვეული შრომას. ის ჭასთან უცხო მამაკაცებს ამჩნევს, რომლებიც აქლემებს ასვენებენ, მაგრამ მათი დანახვა არ აშინებს და გაბედულად მიდის ჭასთან.

რებეკა წყლით სავსე დოქს იღებს და სახლისკენ მიემართება. ამ დროს მასთან ერთი ასაკოვანი მამაკაცი მიდის და სთხოვს, ცოტა წყალი დამალევინეო შენი დოქიდან. ისიც ეუბნება: „დალიე, ჩემო ბატონო“, და სწრაფად აწვდის წყალს.

რებეკა ამას არ ჯერდება და აქლემების დარწყულებას სთავაზობს. სტუმარი გაკვირვებული აკვირდება ამ ახალგაზრდა ლამაზ ქალს, რომელიც სწრაფად ეზიდება წყალს ჭიდან და ათივე აქლემს ურწყულებს. ეს კაცი ინტერესდება, ვისი ასულია და შეუძლია თუ არა მის ოჯახს ღამით მათი შეფარება. რებეკა დიდ სტუმართმოყვარეობას იჩენს და მას ღამის გასათევ ადგილს და აქლემებისთვის საკვებს სთავაზობს.

ის ვერც კი იფიქრებდა, რომ ამ საქმეში იეჰოვას ხელი ერია. ეს ასაკოვანი კაცი, სავარაუდოდ, ელიეზერი იყო, აბრაამის ერთგული და სანდო მსახური. რამდენიმე კვირით ადრე აბრაამმა ელიეზერს სთხოვა, რომ ასობით კილომეტრის მოშორებით მის მშობლიურ ქვეყანაში წასულიყო და მისი ვაჟისთვის და მემკვიდრისთვის, ისაკისთვის, ცოლი შეერჩია. ოღონდ ერთი პირობით – მისი ოჯახი იეჰოვას თაყვანისმცემელი უნდა ყოფილიყო. ელიეზერმა ღმერთს სთხოვა, ხელი მოემართა მისთვის და ვინც მის მიმართ სტუმართმოყვარეობას გამოიჩენდა, სწორედ ის აღმოჩენილიყო ისაკის რჩეული. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ელიეზერმა ითხოვა და ეს რჩეული გოგონა რებეკა აღმოჩნდა.

რებეკამ გაბედულება გამოიჩინა და არ მორიდებია, რომ უცხო მიწიდან მოსული მამაკაცებისთვის დახმარება გაეწია. დღეს ასეთი სტუმართმოყვარეობის გამოვლენა რთულია, რადგან ადამიანთა უმეტესობა სასტიკი და კარგის მოძულეა (2 ტიმ. 3:1, 3). თუმცა ბიბლიურ დროში უცხო ადამიანების მიმართ ასეთი სტუმართმოყვარეობის გამოვლენა უჩვეულო რამ არ იყო. მიუხედავად ამისა, რებეკას საქციელი იმ დროისთვისაც დიდ გამბედაობას მოითხოვდა და ნამდვილად სანიმუშო იყო.

რებეკა მალევე იგებს ამ მამაკაცების სტუმრობის მიზეზს. მამამისი ბეთუელი და მისი ძმა ლაბანი სტუმრებს საჭმელად იწვევენ, მაგრამ ელიეზერი უარს ამბობს ჭამაზე, სანამ მოსვლის მიზეზს არ იტყვის. ის დაწვრილებით უყვება, როგორ შეახვედრა იეჰოვამ რებეკას. ბეთუელიც და ლაბანიც ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი იეჰოვას ნებით ხდება.

როგორ მოიქცა რებეკა, როცა გაიგო, რომ ღვთის ნების თანახმად მშობლიური მხარე უნდა დაეტოვებინა და უცნობ მამაკაცს გაჰყოლოდა ცოლად?

მაგრამ საინტერესოა, თავად რებეკა როგორ მოიქცევა. ფაქტია, მას შეუძლია უარი თქვას ელიეზერთან ერთად ქანაანში წასვლაზე. თავის დროზე ეს ელიეზერსაც აშინებდა. მალევე ყველაფერი ცხადი ხდება. ის მეორე დილითვე ინდომებს რებეკასთან ერთად უკან დაბრუნებას. ოჯახი რებეკას ეკითხება, რას იტყვის ამაზე. როგორც ჩანს, ყმაწვილქალი ხვდება, რომ ეს იეჰოვას ნებაა, ამიტომ ამჯერადაც გაბედულ ნაბიჯს დგამს და ამბობს: „წავყვები“. არადა ეს იმას ნიშნავს, რომ რებეკამ შეიძლება ვეღარასდროს ნახოს თავისიანები.

რამდენიმეკვირიანი მგზავრობის შემდეგ მათი ქარავანი ქანაანში აბრაამის ბანაკს უახლოვდება. საღამო ხანს რებეკა შორიდან ამჩნევს კაცს, რომელიც ჩაფიქრებული მიმოდის მინდორში. როგორც კი იგებს, რომ ეს მამაკაცი ისაკია, სახეზე თავსაბურავს იფარებს და თავისი მომავალი ქმრის მიმართ პატივისცემას გამოხატავს. ისაკი დაახლოებით 40 წლისაა. Მართალია, სარა უკვე სამი წელია, რაც დაიღუპა, მაგრამ ის ჯერ კიდევ განიცდის დედის დაკარგვას. შეძლებს რებეკა, ბოლომდე დაჰყვეს ღვთის ნებას და კარგი ცოლობა გაუწიოს ოჯახისთავს? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის ყოველთვის ასე იქცეოდა. ბიბლია იმასაც გვიმჟღავნებს, რა დამოკიდებულება ჰქონდა ისაკს რებეკას მიმართ: „შეუყვარდა იგი და ნუგეში პოვა დედის სიკვდილის შემდეგ“.

რებეკა მიემართება ისაკთან შესახვედრად. მას თავსაბურავი აქვს ჩამოფარებული, სადავით მიჰყავს აქლემი და უახლოვდება მოშორებით მდგომ ისაკსა და ელიეზერს.

წაიკითხეთ:

  • დაბადება 24:1–67; 25:20

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა რებეკას გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რისი შესაძლებლობა დაკარგა ელიეზერმა, როცა აბრაამს შვილები ეყოლა? საიდან ჩანს, რომ ამის გამო არ გაბოროტებულა? (დაბ. 15:2–4; 24:12; w97 1/1 30 ¶2)

  2. 2) რატომ არ უნდოდა აბრაამს, რომ მისი ვაჟი მომავალი ცოლის სამშობლოში გადასულიყო საცხოვრებლად? (w97 1/1 30 ¶3)

  3. 3) რისი ნიშანი იყო რებეკასა და მისი ოჯახისთვის საჩუქრების მირთმევა? (it „რებეკა“ ¶4)

  4. 4) როგორი იქნებოდა რებეკას მგზავრობა ხარანიდან ნეგებამდე? (wp16.3 15 ¶1) სურათი 1

    ნეგების უდაბნო ისრაელში. ამ ხრიოკ ტერიტორიაზე ძირითადად ქვა-ღორღს, მშრალ ხევებს და ქვიშიან ბორცვებს შეხვდებით.

    www.LifeintheHolyLand.com

    სურათი 1: ერთ დროს ნეგები ხალხმრავალი ადგილი იყო, სადაც აბრაამი თავის ფარას აძოვებდა.

რას სწავლობთ

  • როგორ დაეხმარება აბრაამის, რებეკასა და ისაკის მაგალითი მას, ვინც ცხოვრების თანამგზავრის შერჩევაზე ფიქრობს? (დაბ. 24:2, 3; 27:46–28:1)

  • რებეკა მშრომელი, გულუხვი და თავაზიანი იყო. როგორ შეუძლიათ დებს, მიჰბაძონ მას? სურათი 2

    ფოტოკოლაჟი: სამი მხარე, რომლებშიც დებს შეუძლიათ რებეკას მიჰბაძონ. ეს სცენები მეორდება ამავე თავში. დედა შვილთან ერთად თავიანთ ბოსტანში დაკრეფილ ბოსტნეულს კალათში ალაგებს. დედა-შვილს ბოსტნეულით სავსე კალათა ასაკოვანი დისთვის მიაქვს. ეს ქალი ქმარ-შვილთან ერთად ოჯახურ თაყვანისცემას ესწრება.

    სურათი 2

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ რებეკას გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ რებეკას?

გაიგეთ მეტი

ნახეთ, საიდან გამოჩნდა რებეკას გაბედულება დაქორწინების და შვილების ყოლის შემდეგ.

„რებეკა – შეუპოვარი და ღვთისმოშიში ქალი“ (w04 4/15 8–11)

რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს რებეკასგან?

„რებეკას შესანიშნავი თვისებები“ (ბავშვები/სურათები)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება