საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 5 გვ. 32-გვ. 35
  • ის ურთულესი გამოცდის წინაშე დადგა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ის ურთულესი გამოცდის წინაშე დადგა
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • იეჰოვამ მას „ჩემი მეგობარი“ უწოდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • ის იყო პირველი, ვინც იეჰოვას ომში იბრძოდა
    გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • რწმენის გამოცდა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ღმერთმა გამოსცადა აბრაამი
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 5 გვ. 32-გვ. 35

5 ᲐᲑᲠᲐᲐᲛᲘ

ის ურთულესი გამოცდის წინაშე დადგა

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲐᲑᲠᲐᲐᲛᲘ მძიმე ნაბიჯით მიუყვება გზას. მას ცხოვრებაში ბევრი გრძელი და დამქანცველი გზა აქვს გავლილი, მაგრამ ამ გზის გავლა ყველაზე მეტად უმძიმს.

მას იეჰოვას შემდეგი სიტყვები უტრიალებს თავში: „წაიყვანე შენი ერთადერთი საყვარელი ვაჟი, ისაკი. წადი მორიას მიწაზე და შესწირე იგი დასაწვავ მსხვერპლად იმ მთაზე, რომელზეც გეტყვი“. რატომ სთხოვა იეჰოვამ აბრაამს თავისი უსაყვარლესი ვაჟის შეწირვა? ეყოფა მას იმის რწმენა და გამბედაობა, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას?

აბრაამი და ისაკი მთაზე ადიან. აბრაამს ხელში უჭირავს ცხელი ნაკვერჩხლით სავსე ჭურჭელი, ისაკს კი შეშა მიაქვს და უკან მდგომ მამას უყურებს, რომელსაც ზეცისკენ აქვს მზერა მიპყრობილი.

ბიბლია აბრაამს „ყველა . . . მორწმუნის მამას“ უწოდებს (რომ. 4:11). აბრაამი რწმენით გამორჩეული კაცი იყო. ასეთი რწმენის განვითარებაში მას თავად ღმერთი ეხმარებოდა. Მაგალითად, ათწლეულებით ადრე მის ცხოვრებაში ასეთი რამ მოხდა. ღმერთმა აბრაამს ამცნო, რომ ბოროტი ხალხის გამო სოდომისა და გომორას განადგურებას აპირებდა. შეშფოთებულმა აბრაამმა იეჰოვას ჰკითხა, ბოროტებთან ერთად მართლებსაც ხომ არ გაანადგურებდა. იეჰოვამ მოთმინებით მოუსმინა და დაჰპირდა, რომ თუ რამდენიმე მართალ ადამიანს იპოვიდა, ამ ქალაქებს დაინდობდა (დაბ. 18:16–33). აბრაამს ნამდვილად გაუძლიერებდა რწმენას ის, რაც ამ შემთხვევამ ასწავლა – იეჰოვა გულმოწყალე და სამართლიანი ღმერთია.

რამ მისცა აბრაამს გაბედულება იეჰოვას ურთულესი დავალების შესასრულებლად?

მალევე იეჰოვამ 90 წელს მიტანებულ სარასა და 100 წელს მიტანებულ აბრაამს დიდი საჩუქარი გაუკეთა და შვილიერების უნარი აღუდგინა. მათ სანატრელი ვაჟი, ისაკი, შეეძინათ. აბრაამის მეხსიერებაში ალბათ ამ შემთხვევამაც წარუშლელი კვალი დატოვა და დაარწმუნა, რომ იეჰოვასთვის შეუძლებელი არაფერია, მათ შორის არც ის, რომ დაუძლურებულსა და უსიცოცხლოს სიცოცხლისუნარიანობა დაუბრუნოს (რომ. 4:18, 19).

ახლა, ისაკის დაბადებიდან დაახლოებით 25 წლის შემდეგ, მორიასკენ მიმავალ აბრაამს ალბათ სულ ის ახსენდება, რაც იეჰოვასთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ ასწავლა. ის ერთ დასკვნამდე მიდის: მისი ვაჟი რომც მოკვდეს, იეჰოვა მას მკვდრეთით აღადგენს (ებრ. 11:19). ამ იმედით გულმოცემული აბრაამი გაბედულად აგრძელებს სვლას მორიას მთისკენ.

აბრაამი შორიდან ხედავს იეჰოვას მიერ არჩეულ ადგილს და მსახურებს ეუბნება, რომ იქ დარჩნენ, თავად კი ისაკთან ერთად ავა მსხვერპლის შესაწირად და უკანაც მასთან ერთად დაბრუნდება. მისი სიტყვებიდან უდიდესი რწმენა და იეჰოვასადმი ნდობა ჩანს. როგორც იქნა, მამა-შვილი დანიშნულების ადგილს აღწევს. აბრაამი ხელ-ფეხს უკრავს ისაკს და სამსხვერპლოზე აწვენს. ისიც წინააღმდეგობას არ უწევს ხანდაზმულ მამას. დანამომარჯვებული აბრაამი წარმოუდგენელი რამის გასაკეთებლად ემზადება. თუმცა ამ დროს ანგელოზის ხმა ესმის, რომელიც სახელით უხმობს და ეუბნება: „არაფერი ავნო ყმაწვილს“.

ანგელოზის პირით იეჰოვა აქებს აბრაამს რწმენისა და მორჩილებისთვის და კიდევ ერთხელ ჰპირდება, რომ გაამრავლებს მის შთამომავლობას და მისი მეშვეობით აკურთხებს „დედამიწის ყველა ერს“.

აბრაამისთვის მიცემული იეჰოვას დაპირება დღემდე სრულდება და ის კაცობრიობას მარადიულ კურთხევებს მოუტანს. მამა-შვილის ეს ისტორია კიდევ უფრო კარგად გვანახვებს, რის გასაკეთებლად იყო მზად იეჰოვა კაცობრიობის სახსნელად და რამდენად რთული იქნებოდა მისთვის საყვარელი ძის მსხვერპლად გაღება (იოან. 3:16). ასე რომ, როცა ამ ისტორიას ვკითხულობთ, ნათელი წარმოდგენა გვექმნება, როგორ ვუყვარვართ იეჰოვას.

აბრაამის მსგავსად, ჩვენც განგვიმტკიცებს რწმენას იმაზე ფიქრი, რაც იეჰოვას უთქვამს და გაუკეთებია. ძლიერი რწმენა კი, თავის მხრივ, გაბედულებას შეგვმატებს. ცხადია, იეჰოვა არასდროს გვთხოვს ისეთ რამეს, რაც აბრაამს სთხოვა, თუმცა მორჩილებას ჩვენგანაც მოელის. ეჭვი არ გვეპარება, რომ რაც არ უნდა გვთხოვოს იეჰოვამ, რწმენა გაბედულებას შეგვმატებს, ყოველთვის დავემორჩილოთ მას. მორჩილ ადამიანებს კი ღმერთი წარმოუდგენლად აჯილდოებს!

წაიკითხეთ:

  • დაბადება 22:1–19

  • ებრაელები 11:11, 12, 17–19

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა აბრაამის რწმენა და გაბედულება მისი ცხოვრების ამ ეტაპზე?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რა ადასტურებს იმას, რომ აბრაამი ნამდვილად არსებობდა? (g 5/12 18, ჩარჩო; it „აბრაამი“ ¶22, 23) სურათი 1

    სურათი 1: კედლის წარწერა კარნაკიდან (ეგვიპტე), რომელიც „აბრამის მინდორს“ მოიხსენიებს

  1. 2) სავარაუდოდ, როგორ გაიცნო აბრაამმა იეჰოვა? (ia 26 ¶4, 5)

  2. 3) რატომ იწონებდა იეჰოვა აბრაამის თაყვანისცემას? (rr 20 ¶18)

  3. 4) როგორ ადასტურებს დაბადების 22:17-ში ჩაწერილი ღვთის დაპირება, რომ ბიბლია მეცნიერულად ზუსტია? (g88 4/8 25) სურათი 2

ზღვის ქვიშიანი სანაპიროს თავზე მოჩანს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.

სურათი 2

სურათი 2

რას სწავლობთ

  • როგორ დაეხმარა აბრაამს იმედი რწმენისა და გაბედულების გამოვლენაში? ჩვენ როგორ შეგვმატებს იმედი რწმენასა და გაბედულებას? სურათი 3

    ფოტოკოლაჟი: 1) დაქვრივებული მამაკაცი დანაღვლიანებული შეჰყურებს თავისი ქორწილის ფოტოს; 2) ის წარმოიდგენს, როგორ სეირნობს ხელჩაკიდებული მეუღლესთან ერთად ზღვის სანაპიროზე ახალ ქვეყნიერებაში.

    სურათი 3

  • როგორ შეგვიძლია აბრაამის მსგავსად რწმენა და გაბედულება გამოვიჩინოთ და მსხვერპლი გავიღოთ, როცა . . .

    • ქადაგების შესაძლებლობა გვეძლევა? (ებრ. 13:15)

    • ვფიქრობთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი მატერიალური სახსრები? (იგავ. 3:9)

    • ვიგებთ, რომ და-ძმებს დახმარება სჭირდებათ? (ფილ. 4:18)

  • კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ აბრაამს რწმენასა და გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ აბრაამს ან ისაკს?

გაიგეთ მეტი

ნახეთ, როგორ არის ეს ბიბლიური მონაკვეთი გაცოცხლებული.

„მიჰბაძეთ მათ რწმენას – აბრაამი“ (ნაწილი 2) (11:10)

როგორ გახდა აბრაამი იეჰოვას მეგობარი და თქვენ როგორ შეგიძლიათ ღმერთთან დამეგობრება?

„იეჰოვამ მას „ჩემი მეგობარი“ უწოდა“ (w16.02 8–12)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება