საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w93 3/15 გვ. 27-30
  • ჭაღარა მათი მშვენებაა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჭაღარა მათი მშვენებაა
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1993
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • სიჭაბუკის ძალა
  • მორთულობის შეძენა
  • ჭაღარისადმი პატივისცემა
  • იყურე წინ და არა უკან
  • იეჰოვა სიყვარულით ზრუნავს თავის ხანდაზმულ მსახურებზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • დააფასეთ ღვთის ერთგული ხანდაზმულები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • ქრისტიანული ოჯახი ეხმარება ხანდაზმულებს
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-4
  • როცა ხანდაზმულობა „სილამაზის გვირგვინი“ ხდება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1993
w93 3/15 გვ. 27-30

ჭაღარა მათი მშვენებაა

როგორი სასიხარულო იქნებოდა ძველი დროის ერთგულ მამაკაცებთან და ქალებთან დალაპარაკება! მხოლოდ დაფიქრდი შესაძლებლობებზე გაესაუბრო ისეთ მამაკაცებს, როგორიცაა, ნოე, აბრაამი, მოსე და იოანე ნათლისმცემელი. ასევე ისეთ ქალებს, როგორიცაა, სარა, რახაბი, რუთი და დებორა! ნუთუ შენთვის დამატყვევებელი არ იქნებოდა მათი მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორ იყვნენ ისინი ძველი დროის დიადი მოვლენების თვითმხილველები?

დღესაც ხომ სასიამოვნო იქნებოდა შენთვის მოგესმინა ხანდაზმული ასაკის ერთგულ მსახურთა მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნეს მათ უმწიკვლოება გამოცდების, სამართლიანობისათვის აკრძალვების, ცემისა და ციხეში დაპატიმრების დროს. რა თქმა უნდა! თუ ისინი მოგვიყვებოდნენ თავიანთი გრძნობებისა და განსაკუთრებით იეჰოვას მოსიყვარულე მზრუნველობისადმი გულწრფელი მადლიერების შესახებ, ღმერთისადმი ჩვენი სიყვარული და მათდამი პატივისცემა გაიზრდებოდა. ღმერთის ხალხში ყოველთვის პატივს სცემდნენ ერთგულ ხანდაზმულ მამაკაცებსა და ქალებს მათი გამოცდილების, ცოდნისა და სიბრძნის გამო. ნამდვილად, ღმერთის მიერ ისრაელებისადმი მიცემულ რჯულში ჩართული იყო შემდეგი განკარგულება: „ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს და შენი ღვთისა გეშინოდეს. მე ვარ უფალი!“ (ლევიანნი 19:32). ებრაული სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ასაკს თუ სიბერეს, გამომდინარეობს ფუძიდან, რომელიც გაჭაღარავებას ნიშნავს და ასევე ითარგმნება როგორც „ჭაღარა“. ამრიგად, ისრაელებს მოეთხოვებოდათ წამომდგარიყვნენ ფეხზე ხნიერი ადამიანისადმი პატივისცემის ნიშნად და ეს გაეკეთებინათ ღმერთისადმი მოწიწებული შიშით. არსებობს კი, დღეს ასეთი მოკრძალებული დამოკიდებულება? მაგალითად, ახალგაზრდები ან საშუალო ასაკის ადამიანები თავაზიანად უღებენ კი კარებს უფროსებს? ან თუ უთმობენ ადგილს ხნიერებს გადატვირთულ ლიფტში? სთავაზობენ კი ახალგაზრდები უფროსებს ადგილს ხალხით გაჭედილ ტრანსპორტში? თვით ქრისტიანთა შორისაც კი შეინიშნება, რომ ეს ყოველთვის ასე არ კეთდება.

მაგრამ იმისათვის რომ ასიამოვნონ იეჰოვა ღმერთს, ქრისტიანები უნდა მოიქცნენ მის თვალსაზრისთან შესაბამისად და განერიდონ იმ ადამიანთა აზროვნებას, მეტყველებასა და ქცევებს, რომლებიც არიან „თავმოყვარენი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, კეთილის მოძულენი“ (2 ტიმოთე 3:1–5). რას ამბობს ღმერთის სიტყვა, როგორ უნდა მოექცნენ ახალგაზრდები ჭაღარას?

სიჭაბუკის ძალა

ბიბლია აღიარებს ახალგაზრდულ ძალას და მის უპირატესობას, როცა ამბობს: „ჭაბუკთა დიდება მათი ჯანია“ (იგავნი 20:29). ძველ ისრაელში ხშირად ახალგაზრდა ლევიანების ძალა გამოიყენებოდა ტაძარში ყველაზე მძიმე სამუშაოების შესასრულებლად. დღეს ტიპოგრაფიებში, ბეთელის სახლებსა და საგუშაგო კოშკის საზოგადოების სამშენებლო ობიექტებზე საქმის ძირითად ნაწილს ასრულებენ ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები, რომლებმაც თავიანთი ძალა და უნარი უძღვნეს სამეფოს ინტერესების წინსვლას (მათე 6:33). ზემოთ მოყვანილი იგავნი მთავრდება სიტყვებით: „მოხუცთა პატივი კი — ჭაღარაა“. როცა ახალგაზრდული ძალა შერწყმულია მრავალწლიან გამოცდილებასა და სიბრძნესთან, წარმოიქმნება ძალიან მტკიცე კავშირი.

მაგალითისათვის: დურგლის ახალგაზრდა მოწაფე, რომელსაც სთხოვეს სადურგლო სამუშაოს შესრულება, ისწრაფვის შეასრულოს დავალება და ახმარს მას მთელს თავის ახალგაზრდულ ძალას. დურგალი, რომელიც ასაკოვანი და უფრო გამოცდილია, ხედავს, რომ მიუხედავად ძალ-ღონისა, მისი ახალგაზრდა შეგირდი, სანამ ჩაასობდეს, რამოდენიმეჯერ ურტყამს ლურსმანს. უფროსი ასაკის დურგალი ურჩევს ახალგაზრდა ადამიანს ჩაქუჩს ხელი მოჰკიდოს ტარის ბოლოს და არა რკინის თავთან. ამრიგად, ახალგაზრდას შეუძლია მეტი ძალით დაარტყას ლურსმანს და ასე დაზოგავს დროსა და ენერგიას.

ასევე ახალგაზრდა, ენერგიულ დედაკაცს შეუძლია ისწავლოს სინჯებისა და შეცდომების მეთოდები, რომ თურმე შეიძლება ზოგიერთი ქსოვილის გაფუჭება, თუ მას არ გარეცხავს ინსტრუქციის თანახმად. მაგრამ გამოცდილმა დედაკაცმა იცის, რომ აზრი აქვს დრო დაუთმოს ტანსაცმლის გადახარისხებას და ზოგიერთის ცალკე გარეცხვას. მან ისიც ისწავლა, რომ ასევე არის ისეთი ტანსაცმელი რომელსაც არ უნდა გაუთოვება, თუ მას წესიერად დააწყობ, როცა მოხსნი სარეცხის თოკიდან.

ცხოვრება გაადვილდება, თუ ვისწავლით გამოცდილი ადამიანებისაგან. მიუხედავად ამისა, დგება დრო, როცა ყველაზე გამოცდილ ადამიანებსაც კი არ შეუძლია გაუმკლავდეს განსაზღვრული სახეობის საქმეებს, რომლებსაც რამოდენიმე წლის წინათ ადვილად ასრულებდნენ. ერთმა მწერალმა მართებულად აღნიშნა: „ნეტავი ახალგაზრდობამ იცოდეს, ხოლო სიბერეს კი შეეძლოს“. მაგრამ რა კარგია, როდესაც ხანდაზმული ადამიანები აფასებენ ახალგაზრდების ძალას და მოთმინებით უზიარებენ მათ მრავალი წლის მანძილზე შეძენილ გამოცდილებას, ხოლო ახალგაზრდობა კი თავმდაბლურად იღებს ხნიერი ხალხის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს! ასეთ შემთხვევაში სარგებელს იღებს ორივე ასაკის წარმომადგენელი.

მორთულობის შეძენა

მაგრამ მხოლოდ ასაკი არ არის საკმარისი. „დღეგრძელნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ მოხუცებულნი არ მიხვდებიან სიმართლეს“, — თქვა ახალგაზრდა ელიჰუმ (იობი 32:9; ეკლესიასტე 4:13). ხანდაზმული ადამიანი ნამდვილად დაფასებული რომ იყოს ჭაღარის გამო, მან ამისათვის თავის ცხოვრებაში მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე მხოლოდ იზარმაცოს, უყუროს ტელევიზორს, იაროს სპორტულ შეჯიბრებზე ან სხვაგვარად კარგად გაატაროს დრო. ასაკოვანმა მოხუცებმაც აუცილებელია კვლავაც ისწავლონ.

ზოგიერთები ტრაბახობენ რაიმეს შესრულების დროს ან ამბობენ, რომ „გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია“. მაგრამ ღმერთის სიტყვა იძლევა რჩევას: „გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე მოემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა“ (იგავნი 1:5; შეადარე 1 კორინთელთა 10:11). გამოცდილება ყოველთვის როდია საუკეთესო მასწავლებელი, ვინაიდან ჩვენ შეიძლება სხვათა შეცდომებზეც ვისწავლოთ და თავად არ დავუშვათ ასეთი შეცდომები. უფრო მეტიც, ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ „დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი, [რომელიც] სიმართლის გზაზე იპოვება“ (იგავნი 16:31). იეჰოვასადმი ერთგულ სამსახურში გატარებული ცხოვრება მშვენიერია მისი თვალსაზრისით და როგორც კარგი მაგალითი იმსახურებს იგი სხვათა პატივისცემას. რა თქმა უნდა, ცხოვრების ადრეულ წლებშივე შეუძლია ადამიანს ისწავლოს იეჰოვასაგან და შეიძინოს გამოცდილება „სიმართლის გზაზე“. და ეს პროცესი არასოდეს არ უნდა მთავრდებოდეს (რომაელთა 11:33, 34).

ეს შეიძლება ვაჩვენოთ შვეციელი შვიდი წლის ბიჭუნას მაგალითზე. მან კრებაში თეოკრატიული სკოლის ზედამხედველს ჰკითხა, შეეძლო თუ არა ჩაწერილიყო სკოლაში. „რისთვის„? შეეკითხა მას ზედამხედველი. ამაზე ბიჭმა უპასუხა: „ხომ არ შეიძლება მთელი ცხოვრება უსაქმურად გაატარო!“ (ეკლესიასტე 12:1). როგორი დადებითი მაგალითია ეს, როგორც ახალგაზრდებისთვის ასევე მოხუცებისთვისაც!

ჭაღარისადმი პატივისცემა

თანამედროვე საზოგადოების საგანგაშო ტენდენციაა — დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს ფიზიკურ გამძლეობას, სპორტულ უნარიანობასა და ქედმაღლურად უყუროს მოხუცებს. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს კრებაში თმაჭაღარა ძმებისა და დების მიმართ?

შეუმჩნევლობის ნაცვლად, ხნიერი ქრისტიანები მხედველობაში უნდა მივიღოთ და გვქონდეს მათთან ურთიერთობა. მაგალითად იეჰოვას მოწმეთა ყოველკვირეულ შეხვედრებზე სამეფო დარბაზში აქცევ თუ არა განსაკუთრებულ ყურადღებას იმას, რომ მიესალმო ხნიერ ხალხს? ისინი ნამდვილად აფასებენ, როცა მათ ესალმებიან ბავშვები და სხვები. ხოლო როგორ ხარობენ მოხუცები, როცა ესწრებიან საღამოებს, სადაც თავს იყრიან სხვადასხვა ასაკის თანამორწმუნეები! თუმცა ახალგაზრდა მეუღლეთა წყვილს შეიძლება უფრო მეტი საერთო ჰქონდეს ქორწინებაში მყოფ მისი ასაკის ქრისტიანებთან, მაგრამ სასარგებლო იქნებოდა მოხუცებიც დაგვეპატიჟა ასეთ სასიხარულო შეხვედრებზე (1 თესალონიკელთა 3:12; 5:15).

როგორ მნიშვნელოვანია ხანდაზმულებთან საუბრისას იყო ტაქტიკური. ერთხელ, როცა ერთი ძმა, რომელიც 40 წელი ემსახურა იეჰოვას, ლაპარაკობდა სხვა უხუცესებთან იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა ემსახურა მას კრებაში, შედარებით ახალგაზრდა ძმამ უთხრა: „შენ ცოტა რამ გაქვს, რაც შეგიძლია შემოგვთავაზო“. როგორი არასასიამოვნო შენიშვნაა! მართალია, მოხუც ძმას ნაკლები ძალ-ღონე ჰქონდა ვიდრე ოდესღაც. მისი მონაწილეობა სამქადაგებლო სამსახურში რამდენადმე შემცირდა და მას უკვე აღარ ჰქონდა უნარი ზედამხედველის საქმიანობის ამა თუ იმ უპირატესობისათვის, მაგრამ მას ძალიან ბევრი რამე ჰქონდა, რაც შეეძლო სხვებისათვის გადაეცა. ეს იყო წლების მანძილზე სიმართლის გზაზე მოხვეჭილი სიბრძნე და გამოცდილება. იმის წყალობით, რომ ასეთი ხნიერი ადამიანები გულმოდგინედ შრომობდნენ, როგორც სასუფევლის მქადაგებლები, მათ გადაიტანეს დევნა, ატარებდნენ ქრისტიანული პასუხისმგებლობის მძიმე ტვირს და ასწავლიდნენ სხვებს. დღეს ღმერთის ხალხი კურთხეულია ძლიერი ორგანიზაციით, რომელსაც მხარს უჭერს ღმერთის სული. ამიტომ პატივი ვცეთ ამ ხანდაზმულ ხალხს, როგორც ბრძენ მრჩევლებს, მოსიყვარულე მწყემსებსა და ეფექტურ მასწავლებლებს.

კარგია, აგრეთვე, სერიოზული ყურადღება დავუთმოთ ხანდაზმულთა მიერ მოცემულ წინადადებებს. მაგალითად, ერთმა გამოცდილმა ძმამ ურჩია ძმებს არ დაეყენებინათ სამეფო დარბაზის კარები შენობის დასავლეთ მხარეზე. ახალგაზრდა ძმებმა, რომლებიც შენობის სილამაზეზე უფრო ზრუნავდნენ არ მოუსმინეს მის რჩევას. მაგრამ რამოდენიმე წლის შემდეგ საჭირო იყო კარების გადაადგილება იმიტომ, რომ დასავლეთიდან მუდმივი ქარისა და წვიმის გამო, იგი გაფუჭდა. გამოცდილების პრაქტიკულმა სიბრძნემ გადააჭარბა ესთეტიკურ ფაქტორებს. თუ ახალგაზრდები პატივს სცემენ მოხუცებს, ისმენენ მათ აზრსა და პრაქტიკულ სიბრძნეს, ამას შეუძლია დროისა და ფულის დაზოგვა. მაშინაც კი, თუ ახალგაზრდები ხანდაზმული ადამიანის მიერ მოცემულ წინადადებას არ მისდევენ, შეიძლება პატივისცემის გამოხატვა იმის ახსნით, რომ მისი წინადადება გათვალისწინებული იყო, მაგრამ სხვა ფაქტორების გამო მივიდნენ სხვა გადაწყვეტილებამდე. (შეადარე იგავნი 1:8.)

იყურე წინ და არა უკან

ზოგიერთი მოხუცებული ადამიანი იღებს ასეთ თვალსაზრისს: „ახლა არ არის ის დრო, როგორც მაშინ, ჩვენ რომ ახალგაზრდები ვიყავით“. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ წარსული დრო გაიხსენონ, ამ ხნიერ ხალხს შეუძლია იყოს გამხნევებული, ელოდოს იმ დღეს, როცა თავის ზეციურ ჯილდოს მიაღწევს ან კვლავ შეიძენს ახალგაზრდულ ძალ-ღონეს ღმერთის სამეფოს მმართველობის ქვეშევრდომობით. ამავე დროს, მათ უნდა იცოდნენ თავიანთი შესაძლებლობები ასაკთან დაკავშირებით. ამის ცოდნა და იუმორის ცოცოხალი გრძნობა შეუფასებელია მაშინ, როცა მოხუცებულ ადამიანს არ ეძლევა მსახურების უპირატესობები.

მაგალითად, შეიძლება წლების მანძილზე ხანდაზმული ძმა მუდამ მონაწილეობდა საოლქო კონგრესების პროგრამებში. ახლა კი ბევრია უნარიანი უხუცესი და სწავლების უნარის მქონე მამაკაცთა არჩევანი უფრო ფართოა. მართალია, ისინი შედარებით ახალგაზრდები არიან, მაგრამ ამ უხუცებიდან ზოგიერთმა გამოავლინა სწრაფვა და უნარი, მათ შეუძლიათ კარგად დამოძღვრონ სხვები, გაამხნეონ ხალხი და მისცენ კეთილი დარიგება (მათე 5:12, 13; 1 ტიმოთე 5:17).

იმის შედეგად რომ ასაკოვანი ძმა პროგრამის მსვლელობაში მონაწილეობას არ მიიღებს, შესაძლოა მოეჩვენოს, რომ ის დავიწყებულია და შესაძლოა ის არ იყოს მოხარული ახალგაზრდა უხუცესების წარმატებებით. მაგრამ ეს ადამიანური არასრულყოფილებიდან გამომდინარე უარყოფითი გრძნობაა, რომლის დაძლევაც შეიძლება. კრების ყველა წევრს შეუძლია დახმარების აღმოჩენა იმით, თუ უჩვენებენ ხანდაზმულ ძმებს, რომ ისინი საჭირონი არიან, უყვართ ერთგულების გამო და აფასებენ მის აზრს.

რა თქმა უნდა, ხნიერ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ საჭიროა თანათაყვანისმცემლების დაფასება ისე, როგორც მას სურდა, რომ სხვებს დაეფასებინათ იგი (მათე 7:12; რომაელთა 12:10). ნაცვლად იმისა, რომ თავი იგრძნონ მარტოდ ე.ი. ყველასაგან მიტოვებულად ან დაიტანჯონ უარყოფითი თვალსაზრისის გამო, ხნიერმა ძმებმა უნდა გაიხარონ ერთგულ მსახურებაში გატარებული წლებით. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ყველანი მადლიერები უნდა ვიყოთ იმის გამო, რომ, როგორც იეჰოვასაგან კურთხევის შედეგი, სულ უფრო იზრდება კვალიფიცირებულ ზედამხედველთა რიცხვი, რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ მუშაობის ტვირთს და პასუხისმგებლობებს კრებაში იმ დროს, როდესაც „სხვა ცხვრები“ უერთდებიან ქრისტიანთა კრებას (იოანე 10:16; ესაია 60:8, 22; 2 ტიმოთე 2:2).

ტკივილების, ჯანმრთელობის გაუარესებისა და სხვა ფაქტორების გამო თმაჭაღარა ადამიანები ზოგჯერ ღიზიანდებიან. ეს მოითხოვს გაგებას და თანაგრძნობას ოჯახის ან კრების სხვა წევრების მხრიდან. ეს აგრეთვე იმასაც მოითხოვს, რომ ხნიერი ადამიანები გულმოდგინედ შრომობდნენ დადებითი შეხედულების შესანარჩუნებლად, გულითა და გონებით დარჩნენ ახალგაზრდებად. რამოდენიმე წლის წინათ, როცა ერთი ხნიერი ძმის (ხელმძღვანელი კორპორაციის წევრის) შედარებით ახალგაზრდა მეზობელი მიემგზავრებოდა ბეთელიდან, ხნიერმა ძმამ უთხმა, რომ მოხარული იქნებოდა ეცხოვრა თავისზე ახალგაზრდა მოწიფულ ძმასთან ერთად, რომელიც დაეხმარებოდა მას დარჩენილიყო ახალგაზრდა და აქტიური. ხნიერ ძმას ცხებულთა დარჩენილი ნაწილიდან არ ჰქონდა განზრახული უკან დახევა ან სვლის შენელება, ვინაიდან საჭირო იყო საქმის ბოლომდე მიყვანა. რა კარგი მაგალითია იმისა, რომ უნდა ვიყუროთ წინ და შევინარჩუნოთ დადებითი შეხედულება!

უსათუოდ „ჭაბუკთა დიდება მათი ჯანია, მოხუცთა პატივი კი — ჭაღარა“. რა შესანიშნავია, როცა ახალგაზრდები იყენებენ თავიანთ ძალას, მოხუცები კი სიბრძნეს, და მიდიან სიმართლის გზაზე! ხნიერი და ახალგაზრდა ქრისტიანები ერთნაირად განიცდიან დიდ სიხარულს და გაერთიანებულად უწყობენ ხელს იეჰოვა ღმერთისადმი ჭეშმარიტ თაყვანისმცელობას (დანიელი 7:13).

[სურათი 28 გვერდზე]

ჭაღარა ქრისტიანებს ბევრის შეთავაზება შეუძლიათ, რასაც სარგებელი მოაქვს სხვებისთვის.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება