სამსახურებრივი შეხვედრები დეკემბერში
7 დეკემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №186
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: „არ უნდა შევწყვიტოთ მიკითხება“. კითხვა-პასუხები. მოკლე კომენტარი გაუკეთე ეზეკიელის 3:17–19-ს და ხაზი გაუსვი, რომ პასუხისმგებლობა გვაკისრია, გადავცეთ ხალხს გამაფრთხილებელი ცნობა.
20 წთ.: „შევთავაზოთ ბიბლიის შესწავლა“. ძმა ორ ან სამ უნარიან მაუწყებელთან ერთად განიხილავს ამ თემას. ინსცენირება გააკეთე, თუ როგორ შეგვიძლია შევთავაზოთ დეკემბერში შესათავაზებელი ლიტერატურა და როგორ შეიძლება ამ დროს ნებაყოფლობითი შესაწირავების შესახებ შეხსენება.
სიმღერა №176 და ლოცვა
14 დეკემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №206
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. ურჩიე მაუწყებლებს, როგორ შეუძლიათ ტაქტიანი პასუხის გაცემა მთელ მსოფლიოში გავრცელებულ საახალწლო მილოცვებზე. თუ კრების მარაგში არის წიგნების „ყველაზე დიდებული ადამიანისა“ და „დიდებული მასწავლებლის“ ეგზემპლარები, აჩვენე, თუ როგორ შეიძლება მათი მეშვეობით საშობაო დასვენებების დროს სასურველი შედეგების მიღწევა მსახურებაში. მოიხსენიე მსახურების სპეციალური ღონისძიებები დასვენებების დროს.
15 წთ.: «ზედამხედველები, რომლებიც ხელმძღვანელობას სწევენ — „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ხელმძღვანელი». „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ხელმძღვანელის მოხსენება. ის ახსნის თავის პასუხისმგებლობებს და აღნიშნავს, თუ ყველა დამსწრეს როგორ შეუძლია შესწავლის გაუმჯობესება, რომ იყოს უფრო ცოცხალი, ინფორმაციული და სულიერად სასარგებლო (იხილე „ჩვენი მსახურება“, გვერდი 67 [რუს.]).
20 წთ.: „ისინი ხედავენ, რომ განვსხვავდებით“. კითხვა-პასუხები. მოკლედ განიხილე ყოველი მხარე, რომლებიც განსხვავებულს გვხდის. აღნიშნე, თუ ამ ინფორმაციის გამოყენებით როგორ შეიძლება ახლების ორგანიზაციისკენ მიმართვა და იმის დანახვება, თუ ჭეშმარიტებას როგორ გამოაქვს ქრისტიანული თვისებები მათში, ვინც მის თანახმად ცხოვრობს.
სიმღერა №146 და ლოცვა
21 დეკემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №163
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. თუ თქვენი კრება შეიცვლის შეხვედრების განრიგს მომავალი წლისთვის, გულითადად გაამხნევე ყველა, რეგულარულად დაესწრონ შეხვედრებს ახალ დროს. შეახსენე მაუწყებლებს, რომ ბიბლიის შემსწავლელებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს აცნობონ ნებისმიერი ცვლილების შესახებ. წაახალისე ყველა მაუწყებელი, რომ შეინახონ „ჩვენი სამეფო მსახურების“ პირადი ეგზემპლარები, განსაკუთრებით დანართები, რადგან მომავალში, შეიძლება დაგვჭირდეს ინფორმაციისთვის. ყველას შეახსენე, რომ შემდეგ სამსახურებრივ შეხვედრაზე თან წამოიღონ 1999 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი.
12 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
25 წთ.: „ცხოვრება იეჰოვასადმი მსახურებაზე ააგე“. კითხვა-პასუხები. ინტერვიუ აიღე დაუქორწინებელი პიროვნებისგან და ოჯახის მეთაურისგან, რომლებიც რეგულარულად მონაწილეობენ ყოველკვირეულად სამქადაგებლო მსახურებაში. სთხოვე, აზრი გამოთქვან, თუ როგორი პირადი ორგანიზაცია სჭირდებათ, რომ პირველ ადგილზე დააყენონ სულიერი ინტერესები.
სიმღერა №119 და ლოცვა
28 დეკემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №178
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მაუწყებლებს შეახსენე, რომ ჩააბარონ დეკემბრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. აჩვენე ძველი წიგნები, რომლებიც კრებას აქვს მარაგში და შეიძლება მათი იანვარში შეთავაზება. წაახალისე მაუწყებლები, რომ ამ შაბათ-კვირას თან წაიღონ გასავრცელებლად მსახურებაში.
10 წთ.: „სარგებლობა მიიღე 1999 წლის თეოკრატიული სამსახურის სკოლის პროგრამიდან“. თეოკრატიული სამსახურის სკოლის ზედამხედველის მოხსენება. სთხოვე ზოგიერთ მაუწყებელს, რომ აღნიშნონ, თუ რა სარგებლობას ღებულობენ ყოველკვირეული „ბიბლიის კითხვის დამატებითი გეგმიდან“. ყველა წაახალისე, იკითხონ ღვთის სიტყვა ყოველდღიურად.
25 წთ.: მოემზადე, რომ დაესწრო 1999 წლის საოლქო კონგრესს. მდივანი კითხვა-პასუხებით განიხილავს საკონგრესო ინფორმაციას, რომელიც მოცემულია 1999 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში. ჯერ წაიკითხე 1998 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული კონგრესზე მიწვევის წერილი. შემდეგ ახსენი, თუ როგორ შეუძლიათ საცხოვრებელი ადგილების დაჯავშნა. ხაზი გაუსვი ბიბლიურ პრინციპებს, რომლებიც უნდა გამოიყენონ საზოგადოების მითითებების მიყოლისას დაბინავებასთან დაკავშირებით. შეაქე ძმები საზოგადოების ღონისძიებებში თანამშრომლობისთვის.
სიმღერა №195 და ლოცვა