სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
9 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 225
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევის გამოყენებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 იანვრის „საგუშაგო კოშკი“. მაუწყებელი აძლევს ორ ჟურნალს, მიუხედავად იმისა, რომ სთავაზობს მხოლოდ ერთს. ინსცენირებაში აჩვენე, თუ როგორ შეიძლება საუბრის გაგრძელება, როდესაც ვინმე ამბობს: „მე მაქვს ჩემი რელიგია“ (იხილე ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვ. 10, 11).
10 წთ.: «როგორ შევისწავლოთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“?» წიგნის შესწავლის ზედამხედველის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია მოცემულ სტატიაზე. მე-2 აბზაცში მოცემული აზრების გადაცემისას, ყურადღება გაამახვილე შესწავლის გეგმაზე. როდესაც შეეხები მე-3 აბზაცს, წიგნიდან „დაუახლოვდი იეჰოვას“ წაიკითხე და იმსჯელე 25-ე გვერდზე მოცემულ 23-ე აბზაცზე.
25 წთ.: „ვუამბოთ სხვებს იეჰოვას საოცარ საქმეებზე!“a (აბზაცები 1—10). წარმოადგენს სამსახურებრივი ზედამხედველი. დასვი სტატიაში მოცემული კითხვები. წაახალისე ყველა, გააფართოონ მსახურება გახსენების საღამოს პერიოდში.
სიმღერა 90 და ლოცვა.
16 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 41
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: „საქმიანობა, რომელსაც ღმერთი უჭერს მხარს“b. გამოიყენე აზრები 1995 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკიდან“, გვ. 22, 23, აბზ. 9—12.
20 წთ.: „ვუამბოთ სხვებს იეჰოვას საოცარ საქმეებზე!“c. (აბზ. 11—17) დასვი სტატიაში მოცემული კითხვები. ჩართე მოკლე ინსცენირება: მაუწყებელი გახსენების საღამოზე ეპატიჟება მობინადრეს, რომელსაც განმეორებით ინახულებს.
სიმღერა 75 და ლოცვა.
23 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 118
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ და 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“ მაუწყებელი აძლევს ორ ჟურნალს, მიუხედავად იმისა, რომ სთავაზობს ერთს. ერთ-ერთი ინსცენირების დასასრულისას მაუწყებელი დასვამს დამაფიქრებელ კითხვას, რომელზე პასუხის გაცემაც შემდეგი მონახულების დროს შესაძლებელი იქნება ბროშურიდან „რას მოითხოვს“.
15 წთ.: „შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება უმთავრესია“d. წინასწარ სთხოვე ერთ ან ორ მაუწყებელს მოყვნენ, თუ რა ზომებს იღებენ იმისათვის, რომ შეძლოთ თითოეულ კრებაზე დასწრება.
20 წთ.: აქეთ იეჰოვა „კრებულთა შორის“. აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებული იქნება 2003 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკზე“, გვ. 19—22. 1) როგორ უსვამს ხაზს ფსალმუნების 21:23, 26 იმას, თუ რატომ უნდა მივიღოთ შეხვედრების დროს მონაწილეობა კომენტარებში? 2) რატომ არის ლოცვა სასარგებლო? 3) რატომ არის მომზადება აუცილებელი? 4) რა მიზანი უნდა გვქონდეს თითოეულს შეხვედრების დროს? 5) რატომ არის კარგი წინა რიგებში ჯდომა? 6) რატომ არის მნიშვნელოვანი მოვუსმინოთ სხვებს, თუ რას ამბობენ? 7) როგორ ვუპასუხოთ ჩვენი სიტყვებით? 8) როგორ შეგვიძლია სხვების გამხნევება კომენტარებით? 9) რა შედის ჩამტარებლის მოვალეობაში?
სიმღერა 81 და ლოცვა.
1 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 156
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ თებერვლის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. მოიხსენიე, რა ლიტერატურას გავავრცელებთ მარტში და მოკლედ განიხილე შეთავაზება, რომელიც მოცემულია 2002 წლის იანვრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „იეჰოვა შეუძლებელს არ გვთხოვს“e. დასვი სტატიაში მოცემული კითხვები. თუ დრო საშუალებას გაძლევს, განიხილე მითითებული მუხლები.
სიმღერა 98 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
e შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.